შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელი (4)


19-06-2015, 22:55
ავტორი Linna
ნანახია 2 091

დილით გიორგის გაუთავებელმა ყვირილმა გამაღვიძა.
- ხო ვდგები, ვდგები! - არადა ბალიშიდან თავის აწევა არ მინდოდა, რომ ვიხსენებდი მომიწევდა კალანდაძის სახის დანახვა. გიომ არ დააყოვნა და ოთახში შემომივარდა.
- ეე გადი. - პირველივე ბალიში ვესროლე თუმცა ხელში დაიჭირა
- ადექი და გავალ.
- კაიკაი ვსო მართლა ვდგები - გამეცინა
- ხოდა ასე ჩემი გოგო. მიდი მანქანაში დაგელოდები. ჩემს ძველ ნაცნობებს ვნახავ მათ შორის თოკოსაც.
- ვიის? - თვალები გამიფართოვდა
- თორნიკე კალანდაძეს რა გჭირს? - გაეცინა - ხო გითხარი ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით თქო.
- ა ხო. თუ იმ ორ წელს არ ჩავთვლით რაც..
- არ გინდა ლანა! - სიტყვა გამაწყვეტინა, თვალებით მანიშნა ჩაიცვიო და კარები გაიხურა. ავდექი. ფანჯრიდან გავიხედე, მზე საშინლად აცხუნებდა. მიუხედავად იმისა რომ შემოდგომა იყო. სადად ჩავიცვი როგორც ყოველთვის. ჩანთას დავავლე ხელი და სახლიდან გავედი. ვიცოდი დღეს რაც მელოდა. ამიტომ სახეზე წინასწარი შთაბეჭდილებები უკვე ზედ მეწერა. ურეაქციოდ ჩავუჯექი გიორგის მანქანაში. მუსიკას მაშინვე ჩაუწია, მაგრამ ისე ჩქარად დაყავდა მანქანა რომ 10 წუთში სკოლაში ვიყავი უკვე.
- კაი გიო მე წავალ და შენ ვინც გინდა ის ნახე კაი?
- დარჩი რა თან ჩემებსაც გაგაცნობ - ისე შემომხედა, ყველაზე გულქვასაც კი შეეცოდებოდა და დათანხმებოდა. სხვა გზა არ მქონდა თავი დავუქნიე და კოპებშეკრული თავჩახრილი ვიჯექი მანქანაში. მობილურზე ხშირად დავხედავდი ხოლმე საათს. ღმერთო როგორ მინდოდა ახლა ავორთქლილიყავი აქედან. და ოღონდ დღეს არა, დღეს არ მენახა კალანდაძის მწვანე თვალები! მაგრამ ვინ მომცა ამის ბედნიერება.
უეცრად მომლოდინე მანქანათა რიგს შავი Range Rover-იც შეემატა. მოსვლისთანავე მიიქცია ყველას ყურადღება და ამ ყველაში მეც შევდიოდი. მანქანიდან გადმოვიდა თუ არა მაშინვე მოიხსნა სათვალეები და გულზე ჩამოიკიდა. პირდაპირ გიორგისკენ ანუ ჩვენკენ აიღო გეზი. ის გვიახლოვდებოდა და მის მწვანე თვალებს არადა არ მაშორებდა. გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა. უკვე მეშინოდა მისი. ზედმეტიც მომივიდა გუშინდელზე და სამაგიეროდ მოველოდი.. მაგრამ სიმართლე ვუთხარი. მკვლელს როგორ უნდა დაელაპარაკო წესიერად?! ამ ფიქრებში მოგვიახლოვდა კიდეც. გიორგი მანქანიდან გადავიდა და გადაეხვია. მე ნერვიულობისგან ჩანთის ჩეჩოების წვალება და წვნა დავიწყე. გამაფრთხილებელი ხმაც მალევე იყო რომელიც ლექციის დაწყებას ანიშნებდა, მანქანიდან გადმოვედი და გიორგის მივუტრიალდი
- გიორგი ლექცია მეწყება უნდა შევიდე - ესღა ვუთხარი და წამოვედი. მასაც არაფერი უთქვია. არ ვიცი მაგრამ თორნიკესთვის ზედაც არ შემიხედავს მაშინვე გამოვეცალე იქაურობას და შენობაში შევედი. ლექციაზე მაინც დამაგვიანდა მაგრამ ჩემს ბედზე მასწავლებელი ჯერ არ შემოსულიყო. ჩემს კუთვნილ ადგილზე დაჯექი და ფანჯრიდან ვაკვირდებოდი როგორ საუბრობდნენ თორნიკე და გიორგი. მეშინოდა. მეშინოდა რომ გიორგისთვის რამე არ დაეშავებინა და ერთი სული მქონდა როდის შემოეთრეოდა და დაჯდებოდა ჩემს გვერძე. ამაზე ფიქრიც კი ამაზრზენად მეჩვენებოდა. რაც მთავარია გიორგის უნდა მოშორებოდა. ის ჩემთვის მეორე ძმასავით იყო. ახლაც კი მახსოვს სოფელში იკას მოყვებოდა ხოლმე და საქანელაზე რომ არ მაჯენდა ვბუზღუნებდი. გიორგი კი ზურგზე შემომიდგებდა და მიღიტინებდა სანამ სიცილისგან ცრემლები არ წამსკდებოდა ხოლმე. ამის გახსენებაზე ჩამეღიმა. მასწავლებელიც შემოვიდა. ბავშვები მივესალმეთ. ჩვეულებრივ მიმდინარეობდა ლექცია მე კი ყურს ვერ ვუგდებდი. მხოლოდ მაშინ მომეშვა გულზე როცა დავინახე როგორ დაძრა გიორგიმ მანქანა და კალანდაძეს მოშორდა. თორნიკე კი აქეთ წამოვიდა. ოთახში თმა აჩეჩილი შემოვიდა, მასწავლებელმა კარგად გალანძღა რაზეც ჩამეცინა. მაგრამ არც ეს გამოპარვია და მკაცრი მზერა მესროლა. მეც მაშინვე დავსერიოზულდი და ინტერესით აღსავსე თვალები მივაპყრე. მაინც ნათელი იყო ჩემთვის როგორ აპარებდა კალანდაძე თვალს ჩემკენ მაგრამ არ ვიმჩნევდი რაზეც დიდი ძალისხმევა დამჭირდა. სრულიად ვაიგნორებდი. ის კი ღიზიანდებოდა და კისერზე ძარღვები ეჭიმებოდა. ოთახში ბოლოს სხვა ლექტორებიც შემოვიდნენ და ახალი ამბავი გვაცნობეს:
- დღეს 6 საათზე ფსიქოლოგიური საღამოა. სასურველია ყველანი მობრძანდეთ- ეს თქვეს და გავიდნენ. მშვიდად ვიყავი ძალიან მიყვარდა ასეთი საღამოები, თითქმის ყოველ კვირას იმართებოდა და არცერთს არ ვტოვებდი დასწრების გარეშ. განსაკუთრებით ახლა გამიხარდა რადგან ვიცოდი თორნიკე იქ არ იქნებოდა. ასეთი რაღაცეები მისი სტილი ნამდვილად არ იყო. ლექციები 4საათზე მომირჩა. სახლში წასვლას აზრი არ ჰქონდა, თან არ მინდოდა ვაჟბატონთან ერთად სიარული. რახან იგნორით დავიწყე ასევე უნდა დამესრულებინა. ამიტომ სკოლაში გავჩერდი დარჩენილი 2 საათი, სალომეც ჩემს გვერდოთ იყო. ხან რაზე ვილაპარაკეთ,ხან რაზე. ბოლოს კი ფსიქოლოგიის კაბინეტისკენ წავედით. ყველა იქ იყო და ყველა საკუთარ გაჭირვებაზე საუბრობდა. მივხვდი რომ მეც მომიწევდა ტრიბუნაზე გავსლა არ ვიცოდი რა მეთქვა. მაგრამ ახლა ერთადერთი რაც მაშინებდა თორნიკე იყო. და სიმართლე არც ტრიბუნაზე დამიმალავს..



ყველამ დააფიქსირეთ აზრი.



№1  offline წევრი Blind

dzalian kargia,
avtor dnz sasiamovnod wer, ertisuli maqvs xolme axal tavs rodis dadeb :D kalandadzis persona dzn momwons <3

 


№2  offline წევრი nukiiiiii

Wakitxuli makvs mtlianad da dzalian momwos ert erti favoriti istoriaa chemtvis♥♥♥♥♥

 


№3  offline წევრი Linna

Blind
dzalian kargia,
avtor dnz sasiamovnod wer, ertisuli maqvs xolme axal tavs rodis dadeb :D kalandadzis persona dzn momwons <3

მალობ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent