შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი მოგონებები (თავი მეორე)


20-06-2015, 18:09
ავტორი Moonlight
ნანახია 2 704

ორშაბათი დილა. ელიზაბეტი ისევ თავის ადგილას იყო და კარებს გამალებით გასცქეროდა. გადაწყვეტილი ჰქონდა რომ დღეს ლანას მაინც გამოუტყდებოდა იმაში რომ სანდრო მოსწონდა. ასეც მოიქცა. პირდპაირ მიახალა ასე ასეა და მომწონსო. მართალია ლანა სანდროს ძმაკაცი იყო და ყველაფერს მას ურკვევდა მაგრამ ამჟამად გოგონასთან ახლო ურთიერთობამ გადაჯოკრა და ელიზაბეტს ამოუდგა გვერდით.თითქოს რაღაც დარდი მოეშვა გულიდან რადგან ვიღაცას მაინც გაუმხილა რაღაცა. სანდრომაქტიურობა დაიყწო. ელიზაბეტს გვერდით უჯდებოდა, ელაპარაკებოდა. გოგონას თვალები უბრწყინავდა. მისი ახალი ცხოვრება მოსწონდა, თანაც როგორ. მაგრამ ხომ არიცოდა წინ რა ელოდებოდა. საბოლოოდ გაირკვა რომ სანდროს და ელის ერთი გზა ჰქონდათ შინისაკენ. მეტროთი ერთად მგზავრობდნენ ხოლმე. ელის სიამოვნებდა სანდროს ყურადღება და სანდროსაც ასევე. ერთმანეთი მოსწონდათ მაგრამ ეს არცერთმა არიცოდა. უბრალოდ ასე იყვნენ ერთმანეთის ყურებაში ცალყბად ბედნიერები.
***
-დღეს უნდა ვნახო

– ყ*ე ხარ. – ჩუმად გადაულაპარაკა თორნიკემ ძმას. ზურამ ჩაიცინა თითქოს დაგეგმილი ჰქონდა რაღაც. გოგონასგან არც არაფრის მიღება უნდოდა, არც მისი ჩაწვენა. უბრალოდ ყურადღება. ყურადღება ეკლდა. დასვენებაც დადგა. მოშიებული კუჭგახვრეტილი, სკოლის სიმპატიური ბიჭები ბუფეტისკენ გაემართნენ. რათქმაუნდა ბევრი ძმაკაცი ყავდათ სკოლაშიც კი და გზად ბევრიც გაიყოლეს. ბუფეტში ჩამოსხდნენ და საჭმელს შეექცეოდნენ, როდესაც ერთერთმა მათგანმა საუბარი მის კლასელებზე ჩამოაგდო. სანდრო იყო.

– მაგარი ბოთე კლასელები მყავს რა. მაგარი ხიხოები არიან, ვერ გაუგებ ვერავის ვერაფერს. გოგოები ხო ქაჯები არიან ხუის მეტზე არაფერზე ფიქრობენ. უზრდელები გინებათმცოდნეები. დიდი ვერაფერი. – თქვა და ლობიანიც გემრიელად ჩაკბიჩა. ზურა ფეხებ გაფარჩხული იჯდა და ყბას საღეჭი რეზინისგან ისე იქნევდა ‘ჩემს მტერს’ (გამოთქმაა ასეთი). დანარჩნებიც საუბრობდნენ რაღაცაზე.

– ერთია კიდევ. ახალია რა. 1თვეა რაც გადმოვიდა და ეგეც დიდი ვერაფერი. პროსტა განსხვავებულია რა. სუსტია და შეღებილი. წითელი თმა და ეგაა. როცკერობს რა.

ოჰ.. მოესმა? ზურამ მაშინვე გააჩერა ყბა და სანდროს მიაჩერდა. ღიმილმა გადაეკრა სახეზე და ნაგლურად კითხა

-ელიზაბეტი?

-ჰო რა ეგაა.

– ჰაჰ კარგი მადლობა.ესღა თქვა და სკამიდან განათებული თვალებით ადგა. თორნიკეს გულმა უგრძნო რომ მისი ძმა რაღაცას აპირებდა და თან გაყვა. ზურა კი თავისთვის ლაპარაკობდა „შეღებილი. წითელი. ჰოჰო! რიჟა. ჩემი რიჟა“ ესღა თქვა და კლასსში შევიდა.

როგორც ყოველთვის. როგორც სახელგანთქმული ოროსანი ტყუპები მასწავლებლების ნერვების მოშლით იყვნენ განთქმულნი. როცა უნდოდათ გადიოდნენ გაკვეთილიდან და როცა უნდოდათ შედიოდნენ. თითქოს შენობის მფლობელები იყვნენ. მათთვის შენიშვნის მიცემაც აღარ ღირდა უკვე. იცოდნენ რომ მაინც არ გაუგონებდნენ ამა თუ იმ შენიშვნას ამიტომ არც დირექცია და არც მანდატურები მათთან დროს არ კარგავდნენ.

-აქეთ წამოდი

– მე დაბლა ჩავალ რა მოვწევ – უთხრა თორნიკემ და კიბეებს ჩაუყვა. ზურას აღარაფერი უთქვია და დერეფნის გზას გაუყვა. საკლასო ოთახის წინ გაჩერდა და მდოღედ ამოისუნთქა. პატარაზე გააღო და შეიხედა. დაინახა! ეგ იყო. თავი მერხზე ედო და თვალებიც მინაბული ჰქონდა. ჩანდა რომ გაკვეთილებისგან ასე აღწევდა თავს. თითქოს ზურამ რომ დაინახა ამითაც კი მოიკლა წყურვილი..

***

-დღეს ერთად წავიდეთ - უთხრა სანდრომ ელიზაბეტს. გოგონას სახე გაებადრა და თავიდაუქნია დადებითი პასუხის ნიშნად. ნელნელა გააგრძელა ჩანთაში წიგნების ჩალაგება და ქურთუკის ჩაცმა. გარეთ ციოდა. თანაც ძალიან. გავიდნენ თუ არა ელის სახეზე სუსხი ცივი სიო ეცა და შეიშმუშნა. სანდრომ ჩაიცინა და ცალი ხელი გადახვია. ზემოდან კი გოგონას მკერდს დასცქეროდა თანაც გამალებით. ეს სულელი გოგო კი ვერ ხვდებოდა რომ ქურთუკი შეეეკრა. თუმცა რას იფიქრებდა რომ ამ სკოლაში ამოღებული ზედების ჩაცმა გაფიქრებადაც არ ღირდა.

როდესაც ელიმ ალექსანდრეს გახედა განებივრებულმა ბიჭმა თვალები მისი სახისკენ გადაიტანა ამჯერად. შემდეგ ელიზაბეტმა სანდროს ხელს დახედა რომელიც მის მხარზე იყო დასვენებული. მეტროში სიცილ კისკისით ჩავიდნენ…

თითქმის ასე ხდებოდა ყოველ დღე. ერთი დაიგივე. სანდრო ელის ეფლირტავებოდა. ელიც ეკუკლუცებოდა. ზურა კი.. კაცმა არ იცოდა რას აკეთებდა.

***

-აუ ლან, მიდი რა კვერცხი შემიწვი. – თხოვნით მიმართა ლანას ბაკომ. ბაკო ვინ არის? ლანას შყვარებული. 18 წლისაა, რაგბისტი და საკმაოდ ეშხიანი შავთვალება კარგი გუნების ბიჭია. იმ დღეს ლანა ბაკოსთან იყო ასული. გოგონას გაეცინა და მაცივრიდან 6 კვერცხი გამოიღო სიცილით. ტყუპებიც იქვე იყვნენ. იქ რაუნდოდათ? აჰო.. არმითქვამს. ბაკო და ტყუპები კარის მეზობლები არიან. მათი მშობლები ზედმეტად ახლოს არიან ერთმანეთთან და ბავშვობიდანვე ერთად უწევდათ ყოფნა. ლანაც დიდი ხანია რაც ბაკოსთან ერთადაა. 8წლიდან ოფიციალურად. არაოფიციალურად 5წლიდან. პირველი კლასიდან რა. რაც შეეხება ბაკოს და ტყუპებს, ჩასახლებულები ყავდა საწყალ ბიჭს. ჭამა უნდოდათ ამასთან ჭამდნენ დალევა უნდოდათ ამასთან სვავდნენ. ბანაობითაც კი ამასთან ბანაობდნენ. ბაკოს გაზრდილები იყვნენ ორივე. და სამივე ძმებად მიიჩნევდნენ თავებს. ეგ კიარა ბაკოს ზოგჯერ ეგონა ჩემი გაკეთებულები არიანო.. ღადაობა იქეთ იყოს და ზურას საკუთარი ლეპტოპიც კი ჰქონდა ბაკოს სახლში.

– ეე ფრთხილად რძალი ხელი არ დაიწვა – თავისებურად გაუარა თორნიკემ ლანას და დინავზე ჩამოჯდა. ლანასაც გაეცინა და უთხრა რომ თორნიკეს საშველი ამქვეყნად არ არსებობდა.

– ბიჭო იმას რასჭირს? – ჰქკითხვა ბაკომ თორნიკეს.

....ა რა – ჩაილაპარაკა და ლუდის ბოთლი მოსვა.

– კაი რამართლა. ეს ბოლო 1 თვეა ვეღავ ვცნობ. სულ ჩუმადაა და რავირა..

თორნიკემ მხრები აიჩეჩა. ამასობაში ლანამაც მოიტანა კერძი დაუდო ბაკოს და გვერძე ჩამოუჯდა. ბიჭების ამ ‘....ური’ ლაპარაკით დიდად ვერ გაერთო და ზურასკენ წავიდა. მეორე ოთახში იჯდა და ლეპტოპში რაღაცას მისჩერებოდა. ლანამ ზურა მოიკითხა, გადაკოცნა და სთხოვა ორი წუთი ინტერნეტთან მიმიშვიო. ზურამაც ურეაქციოდ დაუთმო ადგილი და ბიჭებისკენ გავიდა.

ლანამ იდაყვი მაგიდას ჩამოადო. სოციალურ ქსელში დიდი ვერაფერი ვერ ნახა და იფიქრა მოდი ბაკოს და ჩემ ფოტოებს ვნახავო.. უპს.. როგორც ჩანს ლეპტოპი არევია, და ზურას ლეპტოპში იქექებოდა. პაპკა იყო.. გული ეწერა და სამი წერტილი. გახსნა და სულ მისი ფოტოები ნახა. გაუკვირდა კაცო კიმაგრამ რათ უნდა ზურას ჩემი ფოტოებიო.. ხელახლა გადაათვალიერა და დაწვა. ლანას ფოტოები რომლებიც ელიზაბეტთან ერთად იყო გადაღებული. მოიცამოიცა.. ჩაფიქრდა. ვერ მიხვდა ვერაფერს. უბრალოდ ლეპტოპი ჩაკეტა და თავს დაპირდა რომ ამას გაარკვევდა.

გაკვირვებული ადგა და გავიდა ოთახიდან ლანა. პირველ რიგში, ეს ბაკოსთვის ჩათვალა საჭიროდ ეთქვა და შემდეგ ის გაარკევვდა ყველაფერს.

– ბაკო ორი წუთი გამოდი- დაუძახა გოგონამ მშვიდი ხმით. ბაკომაც ლუდის ბოთლი მაგიდაზე დადო, ადგა და ლანასკენ გამოვიდა.

– რა იყო რახდება

– აუ,რაღაც ვნახე რა იტოკში და..

– რაიყო რა ნახე?

– ზურას ლეპტოპში ჩემი სურათები აქ. ის სურათები ჩემ ახალკლასელთან რომმაქვს გადაღებული.- ძლივს დააბოლოვა
ლანამ და ბაკოს თვალებში შეხედა. ბაკომ წარბები აწია, გაუკვირდა და ზურას დაუძახა რომ მოსულიყო.მოდი საქმე მაქთქო.

– აქ მოდი რა – შესძახა თორნიკემ. ბაკო და ლანა ერთად შევიდნენ ოთახში და დივანზე მოკალათდნენ. უცნაური იყო ეს ყველაფერი, ძალიან უცნაური. ლანამ დაიწყო..

– ზურა, შენ ლეპტოპში ფოტოები ვნახე…

– ჯანდაბა.. – ჩუმად ჩაილაპარაკა ზურამ დათავი ხელებში ჩარგო.

– რა ხდება ზურა იტყვი?- შედარებით მკაცრი ხმით უთხრა ბაკომ. ზურამ ისევ თავჩაღუნულმა გააქნია თავი და თმაში ცალი ხელი შეაცურა და მუხლს დააყრდნო. სიჩუმე იყო. რაღაც არარეალური სიჩუმე. ზურა გრძნობდა. რაღაცას, მწარეს, თან ტკბილს. ტვინი უდუღდა, თითქოს ცხოვრება იმას უკეთებდა რაც არ უნდოდა, ძალიან არ უნდოდა. ბიჭს საკუთარი ხმამაღალი ნერვიული სუთქვაც კი აღიზიანებდა და ამასობაში სიჩუმე თორნიკემ დაარღვია:

– ელიზაბეტთან ერთად?

– ჰო.- უთხრა ლანამ. თორნიკემ წარბები აწია და კითხვის ნიშნით გადახედა ძმას. ბაკოს საერთოდ ის კითხვა უტრიალებდა ვინ იყო ელიზაბეტი და რათ უნდოდა მისი ფოტოები ზურას.

– ზურა რახდება? – უკვე ფეხზე ადგა ბაკო და ისე უთხრა. ზურაც ფეთიანივით წამოხტა

– არმინდა მაგ გოგოზე ლაპარაკი! – დაიღრიალა და სახლიდან გავარდა. თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, სისხლი უდუღდა, მის თვალებში ზიზღი იყო და მოზღვავებული ძალა რომელსაც ვერ აკონტროლებდა. მუშტი სიმწრისგან გახუნებულ კედელს ორჯერ მიარტყა მთელი ძალით. ბარდიულზე ჩამოჯდა და მძიმედ სუნთქავდა. ხელი მუზლზე დაასვენა და ატყავებული ჩასისხლიანებული ადგილების მეორე ხელით მოფხანვა განაგრძნო. თითქოს სიამოვნებდა ტკივილი. ან ძალა უხმობდა. კვლავ. არც არავის უცდია მასთან ლაპარაკი, იცოდნენ რომ ასეთი ფეთქებადი იყო და ბოლოს ყველაფერს იტყოდა. 3საათის შემდეგ ვითომც არაფერი ისე ავიდა სახლში. ლანა კვლავ იქ დახვდა, დაინახა თუ არა ზურამ მიმართულება შეცვალა რომ თავი აერიდებინა მაგრამ ლანა არ მოეშვა და უკან გაყვა. სამზარეულოში ჩამოჯდა ზურა და სიგარეტს მოუკიდა. ახლა მშვიდი იყო. კვლავ ის რომელსაც ყველაფერი ფეხებზე ეკიდა.

– რა გემართება? – მშვიდად კითხა ლანამ.

ზურამ ნაპასი დაარტყა, სიგარეტი საფერფლეში ჩააქრო და ბოლი ნელნელა გამოუშვა.

– რამემართება რძალი?- ნაგლურად წარბებაწეულმა ღიმილით კითხა ლანას. ლანას ზურას ცვალებადობა აღიზიანებდა უკვე.

– ვიცი რომ ჩემი ფოტოები არაფრის გამო არ გინდა. ვიცი.-

– რა გინდა ჩემგან?- არაფრისმთქმელი თვალებით შეხედა ზურამ.

– როგორც ჩვეულებრივ დღეში 4ჯერ იცვლი ხასიათს

ზურას ამაზე ჩაეცინა და ფანჯარაში გაიხედა

– და მაინც რა გინდა?

-ელიზაბეტი – მარტო ეს თქვა ლანამ და იქვე სკამზე ჩამოჯდა. ზურა დუმდა და იატაკს მისჩრებოდა. ხან კედელს გახედავდა, ხან იატაკს. ლანაც მეტს არაფერს ეკითხებოდა. ბოლოს როდესაც მიხვდა რომ ზურასგან ვერაფერს ვერ გაიგებდა წასვლა დააპირა მაგრამ ხმამ შეაჩერა:

– მაგ გოგოს რომ ვხედავ გული რაღაცნაირადაა…



№1  offline წევრი nomadic

Gaagrdzele ❤️❤️❤️❤️ Magaria

 


№2  offline წევრი nukiiiiii

Oxxxxx rogor momwonssss♥♥♥

 


№3  offline წევრი Linna

ხახ ბოლო სიტყვები მწარედ მახსოვს ;3 გააგრძელე თორე ჩამოგაკითხავ სახლში :დდდდდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent