ბრძოლა?_წესების გარეშე!(3)
არა მაინც როგორი თავხედი და უზრდელია.დიდი სიამოვნებით გაუერთიანებდა იმ დაღრეჯილ სახეს ეს გოგო,მაგრამ საიდან მაგის შესაძლებლობები.არა მოიცა, ამ ბიჭს დაღრეჯილი სახე სულაც არ აქვს.ნუ ჰო ცოტა სიმპატიურია, არა ცოტა არა ძალიან სიმპატიურია.შავი თვალებიც როგორ უხდება ამ საზიზარს, მაგრამ ისეთი საშინელი გამოხედვა აქვს რათ გინდა, უცებ რომ შეხედავ უჟასი გეგონება.კარგი ფიქრობს ფიქრობს, მაგრამ რას მიშტერებია ეს გოგო და თვალს არ აშორებს,იქნებ აქეთ მოტრიალდეს და ისე იფოქროს? ასე ხომ ყველავარიანტში ჩაიჭრება და მამაკაციც მიხვდება მის ფიქრებს.მოიცა ხმა ამოვაღებინო სანამ აქ რამე მომხდარა _სად მივდივართ?ძლივს მოიშორა ფიქრები და მამაკაცს ინტერესიანი თვალები მიაპყრო _ სახლში!ისე უთხრა, რომ ქეთასთვის არც შეუხედავს _საიდან იცი ჩემი სახლი სად არის?მოიცა იქნებ ეს მამამისის პირადი დაცვაა და ქეთამ დღეს ნახა პირველად? ამ ბოლო დროს ისე უცნაურად იქცევა მამამისი, ალბათ დაცვა აუყვანა,მაგრამ რატომ არაფერი უთხრა?ან პატარა ბავშვი ხომ არ არის პირადი დაცვით, რომ დადიოდეს.მივა სახლში და ყველაფერს გაარკვევს.ჰო ასე მოიქცევა _ვიცი!ისევ მოესმა ბოხი ბარიტონი და ფიქრები უცებ მოიშორა _კაი კაცო!რა უჟმური ხარ!ირონიული სიფათი აიკრა და მსუბუქად დაეღრიჯა.ნუ მსუბუქათ დაღრეჯვა ქეთასთვის, თვალების გადმოკარკვლა და ენის გამოყოფაა _მაგ ენას ძირში მოგაჭრი შე გაუზრდელო ლაწირაკო!უცებ მოუტრიალდა და მკლავში ძლიერად ჩაავლო ხელი.მააშინვე დამანჭა სახე როცა მკლავზე მოჭერილი ხელი იგრძნო, მაგრამ აწითლებული ხელი და ტკივილი არ შეიმჩნია.ცალი ხელი ზემოთ აწია და სახეში კარგად თხლიშა ჩვენს გიგას.აი ეგრე,ამდენი ხანია უნდა კარგად გაარტყას და სურვილიც აისრულა, მაგრამ ამას რა მოყვება ახლა?! მგონი ჯობს არც ვნახოთ,არა ასეთ სანახაობას მე პირადად ვერ გამოვტოვებ და მგონი თქვენც არ იტყვით უარს _გოგო შენ სულ გაგიჟდი?!უცებ გააჩერა მანქანა და იმხელა ხმაზე დაიღრიალა, უცებ ქეთა ადგილზე შეხტა.შავითვალები უცებ ჭყიტა და დაფეთებული სახით მიაშტერდა მის გვერდით მჯდომს,რომელსაც ხელი ისევ მაგრად ქონდა მოჭერილი _გადადი დროზე!უცებ გაუშვა ხელი,მთელი ხმით დაუღრიალა და მანქანის კარზე ანიშნა _სად უნდა გადავიდე?საწყლად გახედა ძარღვებდაბერილ მამაკაცს და ერთ ადგილზე მოიკუნტა _ბოდიში მოიხადე შენი უზნეო საქციელისთვის!მკაცრად მიუგო და მკლავზე ისევ ჩაავლო ძლიერი ხელი.ასე თუ გააგრძელა ისე ამ ბიჭმა,სულ დაალურჯებს ამ გოგოს _კარგი ბოდიში!ახლა ამ შუაღამეს ნამდვილად ვერ დაბრუნდებოდა მარტო სახლში,ამიტომ დანებება გადაწყვიტა _კარგი,ახლა გადადი მანქანიდან დროზე! _უკაცრავად?გაოცებულმა გახედა მამაკაცს, რომელიც კოპებშეკრული აბრიალებდა შავ თვალებს _გადადი მანქანიდან! _მე ხომ ბოდიში მოგიხადე?ამ ღამე სად უნდა წავიდე! _გადადი დროზე!ჭკუას ისწავლი,რომ ამის შემდეგ ასე აღარ დამელაპარაკო!საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და ირონიული სახე მიაპყრო _დიახაც გადავალ!უცებ გააღო კარი და ცალი ფეხი გადადგა, თუმცა ისევ მოტრიალდა და მამაკაცს თვალებში ჩააშტერდა _უზნეო,უზრდელი და უტაქტო ხარ!ერთი ამოსუნთქვით ჩამოურაკრაკა სანაქებო სიტყვები და ნათქვამით კმაყოფილს გაეღიმა _გმადლობთ ლაწირაკო!სიცილი დაიწყო და ქეთას გაბრაზებული სახის დანახვისას უკვე როხროხზე გადავიდა.მოიცა ამან სიცილიც იცის?უცებ ამოუტივტივდა ქეთას თავში ეს შეკითხვა.უი ცოდნია, თან როგორ უხდება,მაგრამ ახლა სიცილის დროა?უზნეო და თავხედი _და საერთოდ მამაჩემს დღესვე ვეტყვი, დაგითხოვოს სამსახურიდან! არა მე დაგითხოვ!ვსო დათხოვილი ხარ და მიბრძანდი!გაბრაზებული იქნევდა უაზროდ ხელებს და მამაკაცის ირონიულ, დამცინავ სიფათზე უფრო ბრაზდებოდა.უცებ მიუჯახუნა კარი და შუა გზაზე გადმოვიდა.სად უშვებს ეს ბიჭი ამ გოგოს, ასე გამოწყობილს.ან ამან რაღას დაიგრძელა ენა, არ უნდოდა სიკეთე?ჰოდა იაროს ახლა ასე მარტოსულმა.მანქანაც არაფერია,რომ გააჩეროს, მობილურიც დაუჯდა.უცებ ისიც იფიქრა ტურამ ან მგელმა,რომ შემჭამოს მერე რა ვქნაო, მაგრამ კიდევ კარგი მალევე გაახსენდა,რომ ქალაქში არც ტურა იყო და არც მგელი _იდიოტი!ველური!გაბრაზებულმა,ხმამაღლა იღრიალა და სახეზე ჩამოგორებული ცრემლი ფრთხილად მოიშორა-ასე როგორ გამომიშვა?გველი სუფთა გველი!ხმამაღლა ყვიროდა და მომრავლებულ ცრემლებს სახიდან იშორებდა.უცებ მანქანის ხმა შემოესმა და წამით დამშვიდდა. იფიქრა არ მიმატოვა და წამიყვანსო, გახარებული მიტრიალდა და სხვა მანქანა,რომ დაინახა გულში მძიმედ ჩაწყდა რაღაც.ყელში გაჩხერილი ბურთულა უცებ გადააგორა და სახეზე ჩამოთხაპნილი შავი ტუში ხელებით მოიშორა _გამარჯობა ქალბატონო!ვის დაეკარგე?უცნობმა კარგად აათვალიერა და მზერა ქეთას მკერდას დაასო.ქეთამაც მაშინვე გადაიფარა თეთრი პერანგი და განრისხებულმა, ჩაშავებული თვალებით გახედა მამაკაცს _დაკარგულს ვგავარ?უხეშად მიუგო და მოკლე შორტი ხელით ჩამოქაჩა _ამ შუაღამეს აქ რა გინდა, წამოდი წაგიყვან!მალევე გადმოვიდა მანქანიდან ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც სათვალეები შუბლზე აეტანა და თვალებს აქეთ იქით აცეცებდა _არ მინდა, გაიარე რა!უცებ აიქნია ზემოთ ხელი და ნაბიჯი უკან გადადგა _მარტო ხარ?არ ეშვებოდა უცნობი და თან გარემოს ზვერავდა _მე..... _წამოდი წამოდი!ქეთასკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, როცა უცებ ბოხმა ბარიტონმა გააშეშა უცნობი ადგილზე _მარტო არ არის!ამხელა კაცს აქ ვერ მხედავ?!უცებ ორივემ ერთდროულად გაიხედეს და მხოლოდ მაღალი სილუეტი დაინახეს.ნელნელა როცა ლამპიონის შუქს მოუახლოვდა,ქეთამ ნაცნობი სახეც დაინახა და თითქოს წამით დამშვიდდა კიდეც _შენ ვინ ხარ?!ირონიული სიფათით გახედა უცნობმა თავის მანქანაზე მიყრდნობილ გიგას, რომელიც ქეთას თვალიერებით იყო გართული.როცა შენიშნა როგორ კანკალებდა გოგო, მაშინვე მოშორდა მანქანას, მისკენ წავიდა და უკნიდან ამოუდგა _ქმარი!უცებ მოხვია წელზე ხელები და თავი მის ყელში ჩარგო.ქეთამ უცებ ჭყიტა თვალები.როცა მამაკაცის ხელები შეეხო,მთელს სხეულში სასიამოვნო ტალღამ დაუარა.გული აუჩქარდა და ისე დაიწყო ბაგაბუგი ლამის გადმოუვარდა _ნუ გეშინია დამშვიდდი!მე აქ ვარ!უფრო მოხვია ხელები მამაკაცმა და ყელში გემრიელად აკოცა.ამაზე უფრო აწითლდა ეს გოგო და ღამე,რომ არა აწითლებულ ლოყებს ვერსად დამალავდა _აბა მეგობარო აქ უნდა დაგემშვიდობოთ!უცებ გახედა უცნობს,რომელიც წყვილს მიშტერებოდა. ისეთი თვალებით შეხედა უცნობიც უცებ მოლბა და ტკბილად დაიწყო ჭიკჭიკი _მე უბრალოდ დახმარება მინდოდა! _გავიგე ძმაო!გავიგე!მე და ქეთა აქ დაგემშვიდობებით!ისე უთხრა გოგოს ხელი არ გაუშვა, მთლიანად ყავდა აკრული თავის სხეულზე _თქვენ იცით!უკმაყოფილოდ ჩაჯდა მანქანაში და უცებ დატოვა ადგილი უცნობმა.წამით ასე იყვნენ გაშეშებულები,შემდეგ როცა გონს მოვიდა და გაახსენდა როგორ გადმოაგდო მანქანიდან,ხელები უხეშად მოიშორა და ნაკოცნი ადგილი პატარაბავშვივით ხელით მოიშორა ყელიდან _ბავშვი ხარ!გაკვირვებული უყურებდა გიგა გოგოს ბავშვურ საქციელს და თან ჩუმად იცინოდა _არ მომეკარო!უცებ მოშორდა და გზა გააგრძელა.არა ნეტა სად მიდის გამაგებინა _მეტი მოკლე შორტი ჩაიცვი და უფრო უსაფრთხოდ მიაღწევ ხოლმე სახლამდე!გვერდით ამოუდგა მამაკაცი და ნაბიჯებს აუჩქარა _ღამით არავინ მაგდებს მანქანიდან და მეც მშვიდობით ვაღწევ ხოლმე სახლამდე!უცებ გაჩერდა და ხელებგადაჯვარედინებული აესვეტა წინ _უი არა, არამგონია მაგ დაბრეცილ ფეხებს ვინმე დახამდეს!ირონიულად აათვალიერა ქეთა, მსუბუქად გაუღიმა და თვალი ჩაუკრა _იდიოტი! _ვატყობ აქ დარჩები და ფეხით გაუყვები ისევ გზას!გაბრაზებულმა მჭიდროდ შემოაწყო გოგონას სუსტ წელს ხელი და თავის კლანჭებში მოქცეულს თვალებში ჩააშტერდა _მომაშორე შენი ხელები! _წამოდი წავიდეთ!ახლა უკვე დამშვიდებულმა უთხრა და სახეზე ჩამოვარდნილი თმა ყურზე გადაუწია _შენს მანქანაში აღარ ჩავჯდები! _კარგი მაშინ ძალით ჩაგსვავ!უცებ უნდოდა ეყვირა,მაგრამ როცა ტუჩებთან გუგას აფარებული ხელი იგრძნო უცებ გაჩუმდა.უცებ აიტაცა მამაკაცმა სუსტი სხეული და ხელიშიაყვანილი მიიყვანა მანქანამდე... მადლობა ვინც კითხულობთ იმედია მოგეწონებათ ეს თავი.ჰომ ფოტოზე ქეთაა :დდ უყვარხართ ანუკის და კიდევ უღრმესი მადლობა ყველა ჩემს ძველ მკითხველს ვინ მწერთ ან აკომენტარებთ.გმადლობთ და უზომოდ მყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.