შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაორება (თავი 1.უკანასკნელი გზა )


21-06-2015, 11:06
ავტორი swerva22
ნანახია 1 824

იმ დილით ზუსტად ისეთი ამინდი იყო,როგორიც ბებიას უყვარდა.წინა საღამოდან მოყოლებული შეუჩერებლად წვიმდა,ქუჩები თითქმის დატბორილიყო,წვიმისაგან დამძიმებულ მიწაზე ფეხის ყოველი დადგმისას ორმოები კეთდებოდა,რომლებიც წყლით ივსებოდა,შემდეგ კი ბუშტებიანი ნაკადი მთავარ,ქუჩის დინებას უერთდებოდა.
სიცივის მიუხედავად,ავტომანქანის მინა ნახევრად ჩამოწეული მქონდა.მართალია ნელა მივდიოდით,მაგრამ წვიმა,მაინც ძლიერად ასხამდა უკანა სავარძელზე,ჩემ მხარეს და თითქმის მთელი სახე ბერეტიანად მისველდებოდა.წვეთებიან მინას ჩაფიქრებული შევყურებდი,როცა გვერდით ვიღაც შეირხა,მკლავზე ოდნავ ვიგრძენი მისი შეხება და მხოლოდ მაშინღა გამახსენდა პოლი, ცივი გამოხედვა, აცრემლებული თვალები და მისკენ გახედვის შემეშინდა.რამოდენიმე წამით ცერად გავაპარე თვალები,განერვიულებული იჯდა,მერე კი,როცა ჩემი მზერა დაიჭირა,ნელა გადმოიხარა და უსიტყვოდ ასწია მანქანის მინა.ასეთ დროს ჩემზე ფიქრსაც ახერხებდა,ან ვისზე უნდა ეფიქრა?ვინღა დაგვრჩენოდა ერთმანეთის მეტი?ხელთათმანით მოვიწმინდე შუბლზე შემორჩენილი წვიმის წვეთები და ისევ ფანჯარაში გავიხედე,უკვე ქალაქის ბოლოში გავსულიყავით,სახლებიც აღარსად ჩანდა და ფანჯრებიდან სევდიანად მომზირალი ხალხიც გამქრალიყო.მანქანამ გეზი მარჯვნივ აიღო და იმ ერთადერთ გზას გაუყვა,რომელიც სასაფლაოზე მიდიოდა.ვერასდროს წარმოვიდგენდი,რომ შემდგომში ამ გზის გავლა არამხოლოდ,ბიცოლა ანასა და ბიძია სკოტის_პოლის მშობლების,არამედ ბებიას სანახავადაც მომიწევდა.გულში ვოცნებობდი,რომ სულ ცოტაც და გამომეღვიძებოდა,მერე კი ირგვლივ მიმოვიხედავდი და დამფრთხალი,ჩემს საშინელ კოშმარს ბებიას ვუამბობდი.
_ელის_ახლაღა მომმართა პოლმა და გაჩერებული მანქანის კარი გამიღო,საშინლად არ მინდოდა გადმოსვლა,მზარავდა გარდაცვლილი,გაყინული ბებია რუთის წარმოდგენა და ის,რომ უკანასკნელ გზაზე უნდა გამეცილებინა.მანქანიდან ძალით გადმოვიზლაზნე,პოლის მკლავს ძლიერად მოვეჭიდე და შავებით შემოსილი ხალხიც დაიძრა.რაც უფრო ვუახლოვდებოდი დანიშნულების ადგილს,მით უფრო მიკანკალებდა ფეხები და ვცდილობდი უკან არ გამეხედა,საიდანაც სასახლეს მოაბრძანებდნენ.წვიმას თითქმის გადაეღო,მაგრამ ჩვენს წინ მიმავალი ქალბატონები სველ ტანსაცმელსა და გატალახიანებულ ფეხსაცმელებზე წუწუნებდნენ საზიზღარი ხმით.
დროდადრო თავჩაქინდრულ,დანაღვლიანებულ პოლს გავხედავდი და ძალის მოკრეფვას ვცდილობდი,რათა მისთვის რაიმე სანუგეშო მეთქვა,მაგრამ ამაოდ.სულ რამოდენიმე წამი და ჩემს უძვირფასეს ადამიანს მესაფლავეები მიწას მიაყრიდნენ,როგორც მორიგ მიცვალებულს,საფლავის ქვაზე წარწერით : რუთ უიტმენ_სკოტი.
პროცესიამ ბუნდოვნად ჩაიარა,ისევე როგორც წინა ღამით ნანახმა სიზმარმა,რომლის გახსენებასაც უშედეგოდ ცდილობ.მარჯვენა ხელი საშინლად მტკიოდა დაჭიმულობისაგან,ალბათ ძლიერად ვეჭიდებოდი პოლს.უკვე შინ ვბრუნდებოდით და საქარე მინა ისევ ჩამოწეული მქონდა,ამჯერად იქიდან მხოლოდ ცივი ჰაერის ტალღები შემოდიოდა და გრილად მეცემოდა სახეზე.პოლს მისი აწევა არ უცდია,მარჯვნივ ოდნავ გადახრილი იყურებოდა ფანჯარაში და ხელები ნაცრისფერი პალტოს ჯიბეებში ჩაეწყო.მართალია მშობლები მასაც შორეულ ბავშობაში დაეღუპა და ისინი კარგად არ ახსოვდა,მაგრამ მათი ხსენებისას ყოველთვის განერვიულებული ტოვებდა ოთახს,ან სევდანარევი,ვითომდა მხიარული ხმით ცდილობდა საუბარი სხვა თემაზე გადაეტანა.ახლა კი ორივენი დიდი ტრაგედიის წინაშე ვიდექით დამუნჯებულნი და ერთმანეთში მხოლოდ თანაგრძნობიანი გამოხედვის გაცვლა შეგვეძლო.
სახლში შესვლა სასაფლაოზე წასვლაზე მძიმე აღმოჩნდა.გაუნძრევლად ვიდექით და ისევ მდუმარედ გავყურებდით სახლისკენ მიმავალ უცნობთა სილუეტებს,ბოლოს კი,როცა ეზო დაცარიელდა ნელა გადმოვედით მანქანიდან და ფერი გვეცვალა, წარმოვიდგინეთ ის გზა,რომელიც ოთახამდე მისასვლელად უნდა გაგვევლო.პოლმა წამით გამომხედა,მძიმედ ამოისუნთქა და შეტრიალებულმა დინჯად შეაბიჯა სახლის ზღურბლზე.მინდოდა რაც შეიძლებოდა სწრაფად შევსულიყავი ოთახში და დამეძინა,საშინელი,მძიმე ფიქრებისაგან ცოტა ხნით დამესვენა,მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძროდი,რამოდენიმე წამიც და...
თავს ძალა დავატანე და შესასვლელში შესულმა სწრაფად გავიხადე წითელი პალტო,იქვე ახლოს მივდე სველი ბერეტი და ხელთათმანები,მერე კი ის იყო, ფეხსაცმლის თასმები უნდა შემეხსნა,რომ გაურკვეველი ზუზუნიდან ორი ან სამი ადამიანის ლაპარაკი მომესმა,ჩემი სახელი გავიგონე და ამიტომაც ცნობისმოყვარედ დავუგდე ყური,ერთ-ერთი მათგანი მოგუდულად საუბრობდა,თითქოს პირში რაღაც ჩაშჩარესო,აჩქარებით,მაგრამ მაინც განაგრძობდა
_ ხო,ელისა თუ ალისა,ისეთი მშვიდი სახით იდგა,არც კი განძრეულა,წარმოგიდგენიათ?ცრემლიც კი არ გადმოუგდია_წინადადება დაასრულა და ჩაიხროტინა.
_ თქვენ წესიერად ჩემი სახელიც კი არ იცით_გაუცნობიერებლად ფეხშიშველი წამში აღმოვჩნდი ოთახში და მხოლოდ მაშინღა ავათვალიერე ვულგარული გარეგნობის მსუქანი,შუახნის ქალი,რომელიც დაბნეული და გაოგნებული სახით მიყურებდა დანარჩენებთან ერთად.
_ ელის,ჯობს დაისვენო და ჩანთა ჩაალაგო,წინ დიდი გზა გაქვს_მომმართა მეორე სართულის მოაჯირზე დაყრდნობილმა დეიდა ემამ და თავაზიანი ღიმილით შეეცადა სიტუაციის განმუხტვას.
დეიდას სიტყვების შემდეგ არც იმ ქალისთვის და მითუმეტეს სხვებისთვის არაფერი მითქვამს, რომ არა მისდამი პატივისცემა სათქმელს ბოლომდე ვიტყოდი,ახლა კი უბრალოდ გაჩუმება და ოთახამდე მშვიდობიანად ასვლა ვამჯობინე,თავში უამრავი შეკითხვა მიტრიალებდა,ამ ყველაფერს კი დიდი შავი ფონი ჰქონდა,სიცარიელისა და მარტოობის ფონი,ამიტომაც მაღიზიანებდა მათი ასეთი საქციელი და სად იყვნენ აქამდე?ნუთუ ბებია,მე ან პოლი ასე ვძულდით?ნუთუ სიკვდილი ერთადერთი ნაძალადევი მიზეზი იყო,მიზეზი რასაც ამ ხალხის,რომლებსაც ჩემი ნათესაობა ერქვა ერთად შეეკრება შეეძლო?
მინდოდა ამ დღეს რაც შეიძლება სწრაფად ჩაევლო და მათი სახეები ჩემი გონებიდან გამქრალიყო.ოთახში ასულს საშინელი შეგრძნება დამეუფლა,წამითაც აღარ გავჩერდებოდი ამ სახლში სადაც მის ხმას ვეღარ გავიგონებდი,რომ სცოდნოდათ როგორ მინდოდა ტირილი,მაგრამ სიცარიელის გარდა ვერაფერს ვგრძნობდი,ეს სიცარიელე კი შინაგანად მღრღნიდა და მფიტავდა,ყველა და ყველაფერი მძულდა,მაღიზიანებდა ჩემი ოთახი,სახლი,ნივთები და ყველაზე მეტად საკუთარი უსუსურობა ის,რომ ტირილიც კი არ შემეძლო.
ჩემ ლოგინზე ჩამომჯდარი,თავჩაღუნული პოლი ახალი სკოლის ბროშურებს ათვალიერებდა,თვალები შეშუპებოდა,ალბათ ტიროდა.
_ ბებიას უნდოდა რომ...
_ ვიცი,_გაღიმება ვცადე,ლოგინზე ჩამოვჯექი და სკოლის ბროშურა გამოვართვი,რომელსაც მწვანე ასოებით დიდად ეწერა WEST WOOD_ მინდა,რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე.
_ არ შემიძლია,ახლა არა,ახლა არა...
იმ მომენტში პოლის სიტყვებს მართლა ვერ ვიაზრებდი,არ მესმოდა რას შეეძლო მისი დაკავება იმ ადგილას,რომელსაც უკვე აღარ ერქვა სახლი.
ჩვენი სიჩუმე მზარავდა,აღარ მახსოვს რამდენ ხანს ვიჯექით გაუნძრევლად,ერთხანს ისიც კი მეგონა,რომ კარი გაიღებოდა და ბებია რუთი ოდნავ განაწყენებული ხმით სასადილოდ გვიხმობდა.მალე კარი მართლაც გაიღო,მაგრამ იქიდან ბებიას მაგივრად დეიდა ემა შემოვიდა.მის დანახვაზე ავნერვიულდი,ეტყობა ისიც ღელავდა,სახეზე აშკარა უხერხულობა გამოხატვოდა და ჩვენთვის სათქმელ შესაფერის სიტყვებს ეძებდა.
დეიდა ემა სულ ორჯერ მყავდა ნანახი.პირველად როცა ბებიას ჩვენზე მეურვეობას ეცილებოდა,ხოლო მეორედ მის გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე.
_ ყველაფერი მზად მაქვს_ ვთქვი ხმადაბლა და წამოვდექი.
დეიდამ პოლს გადახედა მერე კი დამამშვიდებელი აბები გამომიწოდა.
_ დაძინება რომ არ გაგიჭირდეს_მანიშნა და პოლს მზრუნველად გადახედა,მერე კი ორივემ დატოვა ოთახი.
ტანსაცმლის გახდა აზრადაც არ მომსვლია ისე დავლიე ორი აბი და ლოგინში ჩაცმული შევწექი იმ იმედით,რომ ძილის დროს მაინც მოვწყდებოდი რეალობას,მეორე დღეს კი საჩქაროდ მოვშორდებოდი სევდიან სახლს.



№1  offline წევრი Ignifex

მომეწონა და ძალიან დამაინტერესა ♡ კარგი წერის მანერა გაქვს და ველი შემდეგს ♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent