შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეწამული აგვისტო [1]


21-06-2015, 13:43
ავტორი Pessimist
ნანახია 1 800

მეწამული აგვისტო [1]
''ნანუს,
არ ვიცი საიდან დავიწყო ყველაფერი,სიტუაცია იმაზე მეტად მძიმეა ვიდრე წარმოიდგენ.გუშინ დასველებული და სულ მთლად გახუნებული ფურცლის ნაგლეჯი ვიპოვე,ისე გამიხარდა ასე მეგონა,რომ განძი აღმოვაჩინე,მაგრამ ალბათ ამ მომენტში ჩვენთვის ეს ფურცელი ნამდვილი ოქროა,ერთადერთია რითაც შენთან დაკავშირება შემიძლია.
არ მინდა დაგამძიმო,მაგრამ ცოტა თუ არ დავიცალე ამდენი ემოციით ალბათ შევიშლები.პირველი აგვისტო არაფრით განსხვავდებოდა ნამდვილი ''აგვისტოსაგან'',მაგრამ ყველაფერი შემოგვიბრუნდა ჩვენ,ხალხს,ქვეყანას...ჯერ კიდევ სამი დღის უკან მე და შენ ვისხედით ზღვის სანაპიროზე და როგორც ყოველთვის უაზროდ ბევრს ვლაპარაკობდით.გახსოვს ჩვენი ზაფხულის შვებულება,რომ დავგეგმეთ?ვილოცოთ ნანუ,რომ სამუდამო შვებულებაში არ გავიდე.
დღეს გაასმაგებულად მიტევს შენდამი გრძნობები,ვხვდები,რომ ნებისმიერ წამს შეიძლება დასრულდეს ჩემი სიცოცხლე,არ გეგონოს,რომ სიკვდილის მეშინია,უბრალოდ როდესაც გყავს ისეთი ადამიანი ვისთვისაც იბრძვი,რთულია მოსალოდნელ სიკვდილს შეეგუო.
ვიცი,რომ თქმა არ გჭირდება,მაგრამ გთხოვ დედას მიმიხედე.აქედან ცოცხალი თუ ვერ დავბრუნდი მაიას შვილობა გაუწიე,გთხოვ.
თავს მიხედეთ და უბრალოდ გახსოვდეს,რომ სადაც არ უნდა ვიყო ყოველთვის ჩემი ნაწილი იქნები.''
არაფრის მთქმელი თვალებით ახედა მოკაშკაშე ცას,ხელებში ჩაბღაუჭებული ჰქონდა წერილი და უაზროდ ლუღლუღებდა.თავს გაურკვეველი მიმართულებით აქნევდა და ვერ გაეგო რა გაეკეთებინა.საკუთარ თავს ვერასდროს აპატიებდა,მატეოს რამე რომ მოსვლოდა.ერთი მარტივი მიზეზის გამო,მან გაუშვა,მაგრამ არც-ერთი წამი არ უფიქრია ცუდზე.ახლა კი მისმა სიტყვებმა გული საშინლად დაუმძიმა.
კედელზე მომღიმარ ახალგაზრდებს გახედა და უფრო მეტად ატირდა.აკანკალებული ხელი ფანჯრის რაფას დაარტყა და სავარძელზე უსულოდ დაეცა.ამღვრეული თვალებით უყურებდა ორი თვის უკან გადაღებულ ფოტოს.იქ იმდენად სხვანაირები იყვნენ,რომ ამ სურათის დანახვისას არარეალურობის შეგრძნება ეუფლებოდა.ისე მაგრად ეხუტებოდა ნანუკა მატეოს,რომ მხოლოდ ბიჭის თვალები მოჩანდა,არაამქვეყნიურად უძირო და სიყვარულით მოკაშკაშე.
ოთახი ლასლასით დატოვა და ხის კიბეებზე ხმაურით ჩავიდა,მისაღებ ოთახში მხოლოდ დედამისი დახვდა.უსიტყვოდ მივიდა მასთან და ხელები შემოხვია.თავი მხარზე ჩამოდო და თვალები მაგრად დახუჭა.
-არის ახალი რამე დე?-ლუღლუღით იკითხა ქალმა.
-არაფერი.დღეს დილით მატეოს წერილი მომივიდა.-ნაზი ხმით ჩაილაპარაკა გოგონამ და მაგიდაზე დადებული ფინჯანი აიღო.
-ღმერთო დაიფარე ყველა.-აკანკალებული ხმით თქვა ნანიმ და ბოსტნეულის ჭრა განაგრძო.
-მაიასთან უნდა გავიდე დღეს.მარტო მეშინია მისი დატოვების.-ცისფერი აწყლიანებული თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა და დედას ლოყაზე აკოცა.


***
მაიას თვალებმა მიახვედრა,რომ რაღაც ვერ იყო რიგზე.უსიტყვოდ ჩაეხუტა მომტირალ ქალს და სუსტი ხელები მაგრად შემოხვია.მის გულში საოცარი გადატრიალებები ხდებოდა,ყველაფერი იფიქრა,მაგრამ არაფრით იმჩნევდა აღელვებას.
-რამე მოხდა?-ძლივს მოაბა ორ სიტყვას თავი ნანუკამ.
-მეტი რაღა უნდა მოხდეს შვილო?-ტირილით თქვა მაიამ და სავარძელზე დაჯდა.
-არ ინერვიულო რა.-გაბზარული ხმით ჩაილუღლუღა გოგონამ.
-შენ საოცრება ხარ ნანუ.-აწეწილი თმა უკან გადაიწია და თავი ხელებში ჩარგო.-ნამდვილი საოცრება...ახლა ძალიან ცუდად ხარ,მაგრამ მაინც ჩემზე ფიქრობ,ცდილობ მანუგეშო,მაგრამ აქეთ ხარ სანუგეშებელი.ჩემი შვილით ვამაყობ,ასეთი კარგი ადამიანი,რომ ჰყავს გვერდით.
-შენ დედა ხარ.-აკანკალებული ხმით უთხრა გოგონამ.
-შენ მოამვალი დედა ხარ,ჩემი შვილიშვილების მომავალი დედა...თუ დაგაცალათ ბედნიერება ამ ცხოვრებამ.
-ყველაფერი კარგად იქნება.დაწექი და დაისვენე რა გთხოვ.
-მეხუმრები ნანუ?-სიმწრით გაეცინა ქალს.-მე როცა ჩემი შვილის ადგილსამყოფელი არ ვიცი,როგორ უნდა დავისვენო.ან როგორ უნდა დავწვე საწოლზე,როცა ჩემი შვილი გაყინულ მიწაზე წევს?-ძლივს დამშვიდებული სხეული ისევ აუცახცახდა ქალს.
-სულ მალე დამთავრდება ეს ყველაფერი,შენ კი ძლიერი უნდა იყო.
-ნუ მამშვიდებ,ყველამ ვიცით,რომ ომში ვერაფერი იქნება კარგად.
სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა.ორივეს თავი ჰქონდათ ჩაღუნული და ორივე ფიქრებით მატეოსთან იყვნენ.ნანუკას საკუთარი თავთან დადებული პირობა გაახსენდა,ინსტიქტურად წამოხტა ფეხზე და სამზარეულოში გავიდა,თეფშზე ომლეტი დადო და ისევ მაიასთან დაბრუნდა.
-ჭამე გთხოვ.-გვერდით მიუჯდა ნანუკა და ხელები შემოხვია.
-არ მინდა.-ტირილით ამოილუღლუღა ქალმა.
-ძალით გაჭმევ.-ბავშვურად დატუქსა ნანუკამ.
-ნანუ...-ხმა გაუწყდა,როდესაც ხმადაწეულ ტელევიზორში ცეცხლში გახვეული გორი დაინახა.-არა?!-მთელ ხმაზე იკივლა ქალმა და აკანკალებული ხელებიდან წყლის ფინჯანი გაუვარდა.
წამყვანის შემაწუხებელი ხმა აღარ ჩერდებოდა.იმდენად უემოციოდ საუბრობდა დაღუპულ ხალხზე,თითქოს მისი თანამოქალაქეები არ იყვნენ.
58-ე ბატალიონი შემოვიდა ჩრდილოეთ ოსეთში.
კადრებად ახსოვს ნანუკას ყველაფერი.რუსის ტანკების შემოსვლა...და გორში დატრიალებული ამბავი...მისი თვალებიდან არ ამოდიოდა დასისხლიანებული ადამიანების სახეები,მაგრამ ბოლო ინფორმაციამ საბოლოო გადატრიალება მოახდინა მის გულში.
ოცამდე დაჭრილი ქართველი მეომარი...
ვინაობა დაუდგენელი...
მაგრამ,როდესაც იცი,რომ იმ ოციდან შეიძლება ერთ-ერთი შენი ახლობელი,ძმა ან თუნდაც ქმარი იყოს,ყველაფერი ტრიალდება და თითქოს ბედისწერა დაგცინის.
-გააჩუმეთ!-მთელ ხმაზე იკივლა ატირებულმა ნანუკამ და ყურებზე ხელი აიფარა.-გამორთე გეხვეწები,გამორთე.-ჩურჩულით ლუღლუღებდა და თავს უაზროდ აქნევდა.-მატეო არ იქნება იქ,ის კარგად არის,ზუსტად ვიცი,ვგრძნობ...-აფექტურ მდგომარეობაში მყოფი უაზროდ ისვრიდა სიტყვებს და მაიას მაისურს ებღაუჭებოდა.
-დაწყნარდი.-ჩახლეჩილი ხმით თქვა მაიამ და თმაზე ხელი ჩამოუსვა.
ორივე მძიმე მდგომარეობაში იყვნენ,მაგრამ მაინც ზრუნავდნენ ერთმანეთზე,მიზეზი კი ისევ მატეო იყო.მატეო,როგორც შვილი და მატეო,როგორც საქმრო...


***
მოგესალმებით.
ძალიან არ მინდა,რომ ვინმეს ხასიათი დავუმძიმო,მაგრამ მინდოდა ჩემი თვალით დანახული აგვისტო განახოთ,ალბათ იმიტომ,რომ ყველაფერს ჩემი თვალით ვუყურებდი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent