მომავლის იმედი (8)
მთელი გზა ბექას სიტყვებს ვაანალიზებდი გონებაში, ვფიქრობდი რატო მითხრა ეს? მართლა ვუყვარვარ? არვიცი არვიცი აი მე კი მგონო მიყვარს! რა მგონი მიყვარს!.. დილით სააგენტოში მივდივარ და მორიგი გამოსვლისთვის ვემზადები მაგრამ ამჯერად ბევრად სერიოზული გამოსვლა იქნება. ძალიან ბევრი ჯურნალისტები, დამკვირველები და ყველაზე მთავარი ცნობილი ადამიანები.როგორც ნატალიმ აგვიხსნა ხვალ ოცდაშვიდ გოგოს შორის სამს აარჩევენ სამი ადგილის დასაკავებლად. მოდელი რომელიც პირველ ადგილს დაიჭერს ევროპაში გაემგზავრება სამ თვიან ყველანაირად დაფინანსებული ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში იცხოვრებს და ფულადი პრიზის მფლობელი გახდება,რაც მთავარია ხელშეკრულებას გააფორმებს სააგენტოსთან რომელიც მთელს ევროპაში და სრულიად მთელს მსოფლიოში ცნობილ „ვიქტორია სეკრეტთან“.. მეორე ადგილის მფლობელი მოდელი ბარსელონაში გაემგზავრება ერთი კვირით და დაესწრება მსოფლიოთა ლიგის მაჩს.. მესამე ადგილის მფლობელი ფულად ჯილდოს მიიღებს და რამოდენიმე აქსასუარს. ვემზადები და ვაპირებ პირველი და მეორე თუ არა მესამე მაინც ავიღო და მოგებული თანხით ადვოკატი დავიქირავო.ძალიან ვნერვიულობ!ძალიან მინდა გამარჯვება არააქვს მნიშვნელობა რომელ ადგილს ავიღებ მთავარია სამეულში მოვხვდე! სააგენტოდან ექვსააძე სრულიად გადაღლილი სახლში ვბრუნდები. გვანცას ვურეკავ და ჩემი გამოსვლის შესახებ ყველაფერს ვუყვები, ის დამპირდა რო აუცილებლად დაესწრებოდა და მიგულშემატკივრებდა.დილით ძალიან ადრე ვდგები, ვვარჯიშობ და შხაპს ვიღებ შემდეგ ვწესრიგდები და სახლიდან გავდივარ.სააგენტოში ყველაზე პირველი მე მივედი და ვარჯიში დავიწყე, ცოტახანში სხვებიც მოვიდნენ და შემომიერთდენ. ამასობაში კაბების ჩაცმის და მზადებიც დროს მოვიდა და ყველამ შეუდგა მომზადებას.ამჯერად მე მე19 ნომერი ვარ რაც იმას ნიშნავს რომ არგამიმართლა, მიჩვეული ვიყავი სცენაზე ბოლოს გასვლას. კულისებიდან ვიხედები და გულმა უაზროდ დაიწყო ცემა, ნინას სააგენტოს სცენაზე ორჯერ და სამჯერ დიდია! ირგვლივ ასობით ადამიანები და პროჯეკტორები! ფეხები მიკანკალებს რადგან გამოსვლა დაიწყო და მალე ჩემი რიგიც მოვა.ნერვიულობისგან ცრემლებს ვერ ვიკავებ ვსოო მე ვერ გავალ, მე უბრალოდ ვერ შევძლებ არ გამომივა! ხმამაღლა ველაპარაკები საკუთარ თავს და კაბის გახდას ვიწყებ -რასაკეთებ? მოულოდენად გაისმა ოთახში გვანცას ხმა -შენ აქ რაგინდა? როგორ შემოხვედი? -ვუთხარი რო შენთან ვიყავი და შემომიშვეს! კითხვას გიმეორებ რასაკეთებ? -მეე არ გავალ სცენაზე! -რაა? გაგიჯდი? -გვანცა არ შემიძლია,ჩემი ამბავი რო ვიცი ფეხები გადამიტრიალდება ან კუნჩხვებში ჩავვარდები! გვანცა მიახლოვდება, თბილი ხელებით მაკიაჯს მისწორებს და მეუბნება -ეს არ არის ნინას დადგმული შოუ დარბაზში! ეს არის შოუ რომელსაც მთელი წელი ელოდნენ შენი კოლეგები და სრულიად საქართველო! 18 წლის ასაკში შენ შეძელი და ნატალის ფავორიტი მოდელი გახდი დაიმსახურე პატივისცემა, მიიღე განათლება ამ სფეროში და ეს ყველაფერი სულ რაღაც ერთ კვირაში. გაქვს დიდი გეგმები, მიზნები და ოცნებები თავშესაფრიდან გამიხვედი თუ არა შენ ამ მიზნების ასრულებას შეუდექი და ნელა-ნელა სრულდება, არ გაქვს უფლება ასე უბრალოდ ხელი ჩაიქნიო და ვარი თქვა ასეთ შანზე,შენ ახლა გახვალ სცენაზე გაიღიმებ და მოაწონებ ჯიურს საკუთარ თავს და გახდები გამარჯვებული, ნუ გამარჯვებული თუ არა ჯურნალის ყდაზე მაინც დაგხატავენ! ( საყვარლად ჩაიცინა) გვანცამ წინადადება როგორც კი დაასრულა და როგორც კი დავინახე როგორ დაამთავრა გამოსვლა მე18 ნომერმა მაშინვე წამოვდექი, კაბა გავისწორე და სცენისკენ გავეშურვე... სცენაზე გამოვდივარ ხალხს ვუყურებ და ვუღიმი..( მეორედ გამოვდივარ სცენაზე და ერთი რაღაცა გავარკვიე საკუთარ თავში, სცენაზე გასვლისას მე მავიწყდება ყველა ის უსიამომნება და ცუდი რაც მომხდარა ჩემს ცხოვრებაში და ვივსები ბედნიერებით.)... გამოსვლას ვამთავრებ და დიდ სცენაზე ვიკრიბებით ყველა ის 27 მოდელი რომლებიც მოვნაწილეობდით დღეს კონკურსში.რამოდენიმე წუთის შემდეგ დაიწყეს უკუთვლა და ბოლოს შეწყდა ხმის მიცემა (ხმის მიცემა მხოლოდ მათ შეეძლოთ ვინც დარბაზში გამოსვლას ესწრებოდა). ჯიურებმა თავიანთი გადაწყვეტილება წამყვანებს გადასცეს და დაიწყეს კითხვა. . იმის იმედი რო პირველ ან მეორე ადგილს დავიკავებთქო გულში ჩაკვდა რადგან პირველ მეორის დასახელებისას ჩემი სახელი და გვარი არ ამოუკითხავთ!ვიწყენ და გოგოებს ვეფარები უკან.ჯიური აგრძელებს და კითხულობს ასე სულ რაღაც ერთი ხმით უგებს ერთი მოდელი მეორეს და ეს მოდელია ანა მონდგომერი გილოცავ! უეცრად სცენაზე ფიფქები დაცვივდა და დარბაზმა ყვირილი დაიწყო, აზრზე ვერ მოვდივარ რატო მეხუტებიან ჩემი კოლეგები -რამოხდა? ვეკითხები ირგვლივ გოგოებს და სიცილს იწყებენ! -შენ რა არ იცი? -რა უნდა ვიცოდე? ამიხსენით რახდება? -პირველი ადგილი აიღე!, პირველი ადგილი აიღე! ჩამესმის ყურში და თვალები სიხარულის ცრემლებით მევსება,პირს ვაღებ და სცენაზე ვეცემი.ღმერთ ჩემო მე მოვიგე! მე მოვიგე! არმჯერაა! -ანაა! მესმის სკამებიდან გვანცას ხმა -გვანცა ვყვირი და გვანცასკენ მივრბივარ,კიბეებზე ჩავდივარ და მაგრად ვეხუტები. -გვანცა მე მე მეოვიგე! გესმის მოვიგე! -ჩემო ლამაზო, რათქმაუნდა მოიგე! ახლა შენ ყველა ჯურნალის ყდაზე იქნები და ყველა გაგიცნობს! მთელი ალბად ერთი საათი ვერ ვიჯერებდი სანამ თვით ნატალიმ არ მომილოცა და არ გადმომცა გამარჯვებულის ქამარი. ეს ისეთი ბედნიერებაა! ვერ აგიხწერთ, უსაზღვროდ უბედნიერესი ადამიანი ვარ და ჩემი ბედნიერება ჩემი დაქალის დამსახურებაა!,წამყვანებმა სცენაზე გამომიძახეს და ჯილდოები გადმომცეს, მათ შორის საგზური ევროპაში! იმ წუთებიდან ჩემი ცხოვრება შეიცვალა,მე აღარ ვარ ის უბედური გოგო რომელზედაც მშობლებმა ვარი თქვეს და ობოლთა თავშესაფარში გამოკეთეს.მე გავხდი მოდელი და მე უკვე მთელი საქართველო და თითქმის მთელი ევროპა გამიცნობს... საღამოს შვიდ საათზე უნდა გავფრინდე და მხოლოდ 3 თვეში დავბრუნდები,მაგრამ სანამ ევროპაში წავალ,ადვოკატურაში უნდა შევიარო და კარგი ადვოკატი დავიქირავო რათა რაც შეიძლება მალე ვიპოვო ერთადერთი ძმა. ადვოკატი დავიქირავე ნოე გაბუნია, მისი ბიოგრაფია რო წავიკითხე ის საუკეთესოა და მან კარგად იცის თავისი საქმე.გაბრიელის პოვნა არ არის მარტივი, ის ორი წლის ასაკში გააშვილეს და არანაირი დოკუმენტი და ინფორმაცია არ არსებობს ჯერჯერობით მაგრამ იმედი მაქვს ჩემი ადვოკატი ყველაფერს გამოასწორებს და გაბრიელის კვალს მიაგნებს. ჩემს ძველ სამსახურში მივდივარ განთავისუფლების განცხადების დასაწერად და რათქმაუნდა დასამშვიდობებლად. სახლში როგორც კი შევედი ყველა სხვანაირად მიყურებდა არა ისე როგორც ადრე,ცოტა გამიკვირდა და დავიბენი -ანა! -ნინა -შენი გამარჯვების შესახებ გაზეთში წავიკითხე,ძალიან მიხარია.გილოცავ! ნინი მაგრად მეხუტება -მადლობა! -ესეიგი ეს მართალია? ( ეშმაკურად მიცინის თორნიკე და მეხუტება) -კი მართალია! (ნინა) -კარგი და აქ რას აკეთებ?ნუთუ ეკადრება მოდელს მოსამსახურედ მუშაობა!? ისევ ეშმაკური გამომეტყველებით მიყურებს -რატომაც არა! მაგრამ ამისთვის არ მოვსულვარ! დასამშვიდობებლად მოვედი,დღეს საღამოს მივემგზავრები! -ვაიმე ვაიმე ანა შენ წარმოდგენაც არ გაქვს ვინებია „ვიქტორია სეკრეტის ანგელოზები“ ისინი მთელს მსოფლიოში ყველაზე სექსუალურები,მიმზიდველები და ლამაზები არიან და ახლა შენ მათთან იმუშავებ! რაკარგია! ნინა როგორც ყოველთვის არ სუნთქავს და ისე ლაპარაკობს, სახეზე გაწითლდა და მხოლოდ წინადადების დასრულების შემდეგ ჩაისუნთქა და სახეზე ფერი დაუბრუნდა.. ყველა მოვინახულე და ყველას დავემშვიდობე ბექას გარდა.ყველგან ვეძებე მაგრამ ვერსად ვნახე,ნინასთვის კითხვაც ვერ გავბედე და ბექასთან დაუმშვიდობებლად მივდივარ აეროპორტში.აეროპორტში ვდგავარ და ველოდები,როდის გამოაცხადებენ ჩასხდომას.სკამზე ვზივარ და ნერვიულად ვაქანავებ მარცხენა ფეხზე,გადადებულ მარჯვენა ფეხს.ჯერ არ წავსულვარ და უკვე თბილიში დაბრუნება და ბექას ნახვა მინდა.რამოდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ ჩასხდომა გამოაცხადეს, ფეხზე ვდგები ჩანთას ხელში ვიჭერ და თვითმფრინავში ჩასასხდომად მივდივარ.თვითმფრინავში ჩემი ადგილი დავიკავე და ავფრინდით. __ბექა___ ბექა სახში ანას წასვლიდან ნახევარი საათის შემდეგ დაბრუნდა მეგობარი გოგონებისგან.როდესაც ნინამ უამბო ანას ვიზიტის და გამგზავრების შესახებ,ბექა მიხვდა რო არც ანა იყო მის მიმართ გულგრილი და დაუფიქრებლად გავარდა სახლიდან. მთელი ძალით და ღონით მირბოდა აერაპორტისკენ ანას გასაცილებლად და დასამშვიდობებლად, მაგრამ შესასვლელთან მისულმა ზემოდ აიხედა და თვითმფრინავმა ზემოდან გადაუქროლა.განაწყენებულმა მანქანაში ჩაჯდა და ისევ მეგობარ გოგონასთან წავიდა. მთელი სამი თვის განმავლობაში,სანამ ანა ევროპაში სწავლობდა ბექა თითქოს არ იწყენდა,ხვდებოდა მოდელებს,ამტვრევდა ძვირად ღირებულ მანქანებს,სახლში თითქმის არ დადიოდა სულ მეგობარ გოგონებთან რჩებოდა და გათენებამდე სვავდნენ.როდესაც ბექას მოწყინდებოდა მეგობარი გოგონები, 13 სართულიან შენობის სახურავზე ადიოდა და იქ აგრძელებდა სმას სადაც ანას და ბექას პირველი პაემანი ჰქონდათ. ___ანა___ ანამ ევროპაში სამი თვის განმავლობაში ბევრი რამ ისწავლა და საქართველოში ჩამოსულმა ტიტული მიიღო და ცნობილი საგეენტოს ძვირად ღირებული მოდელი გახდა. სამი თვის შემდეგ ვბრუნდები იქ სადაც ჩემი ახალი ცხოვრება დაიწყო.ახლა ვზივარ თვითმფრინავში და ზუსტად რამოდენიმე წუთში თბილიში დავეშვებით.თვითმფინავის კარები იღება და კიბეებზე ნელნელა ჩამოვდივარ.ირგვლივ ასობით ადამიანი მხვდება და გული ბედნიერებით ივსება,თვალებით გვანცას ვეძებ და ვამჩნევ ხალხში მდგომს როგორ უბრწყინავს ცრემლი თვალებზე.თვითმფრინავიდან ჩამოვდივარ და ხალხი კამერებითი ხელში ჩემსკენ მოდის,პოლიცია ცდილობს მომაშოროს მაგრამ ვერაფერს ახერხებენ.მთელი ნახევარი საათი ვიდექი აეროპორტში და ვცდილობდი ხალხმრავალ ადგილიდან გამოვმძრალიყავი და როგორც იქნა გამოვედი.გვანცას მაგრად ჩავეხუტე და სახლში დავბრუნდით. ჩემი სახლი, უფრო სწორედ ჩემი ძიძის სახლი როგორ მომენატრა! ერთი სული მქონდა სახლში როდის დავბრუნდებოდი,ვერცკი წარმოიდგენ როგორ მენატრებოდით! (ვეუბნები გვანცას და გვანცა გაკვირვებული მიყურებს) -მასაც ენატრებოდი! -რაა? -ბექას,მას ენატრებოდი. გული ამიჩქარდა და თვალები ამიცრემლიანდა -მართლა? -კი, -შენ საიდან იცი? -აეროპორტში იყო მოსული! -არა არ იყო! -კი იყო, მან უბრალოდ დააგვიანა გული იმედებით მევსება.ქურტუკს ხელს ვავლებ და უკანა გასასვლელიდან გავდივარ, ბექას სანახავად მივდივარ, სახლს ვუახლოვდები და გულმა ჩქარა დაიწყო ცემა. ერთი სული მაქვს როდის ჩავეხუტები და ვეტყვი თუ როგორ მიყვარს..ბექას სახლის წინ ჭიშკართან ვდგავარ და შესასვლელად ვემზადები,უეცრად ძალიან ჩქარა ჩემსკენ მოქრის ბექას მანქანა და ბექა მანქანიდან გადმოდის ოღონდ მარტო არა! გოგოებთან ერთად..ვბრაზდები საკუთარ თავზე როგორ დავიჯერე რო მართლა ვენატრებოდი,მანქანის წინ ორ ნაბიჯში ვშეშთები და ბექას ვაჩერდები.ბექა იბნევა გოგოებს იშორებს და ჩემსკენ მოდის ჯერ სერიოზული სახით და შემდეგ გახარებული მესუბრება -შენ ჩამოხვედი! მე ჩუმად ვდგავარ და ნერვიულობისგან ტუჩს ვიკნეტ -შემოდი! სახლში მეპატიჯება -არაა,მე უბრალოდ ვსეირნობდი! მივაძახე და გვერდით ჩავუარე,ნელ-ნელა ვშორდები და მგრძნობ როგორ მიყურებს, თავს ვერ ვიკავებ,მასთან გავრბივარ _ჯანდაბა ეს ხომ უბრალოდ ნაშებია მისთვის! გულში საკუთარ თავს ვეუბნები და მაგრად ვეხუტები.ვიცი რო ბექასაც იგივე უნდოდა და უფრო მაგრად ვეხუტები ____________ გამარჯობათ! ბოდიში მინდა მოგიხადოთ,ასე ძალიან რო ვაგვიანებდი თავების დადებას,გამოცდები მქონდა და დრო არ მრჩებოდა!აწი აღარ დავაგვიანებ! :** პ.ს მადლობა ყველას ვინც კითხულობთ ჩემს ისტორიებს!ველოდები შეფასებებს და კრიტიკებს! მადლობა დიდი ყურადღებისთვის! <33 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.