შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულელი მე 8


21-06-2015, 19:59
ავტორი skip beat
ნანახია 2 239

-ალექსანდრე
-ეზოში ჩამო - მომესმა მისი ბოხი ხმა
-აქ ხარ?- გაოცება არ დამიმალავს და ფარდას ვეცი , ოდნავ გავიჭყიტე და მართლა ეზოში იყო , მანქანაზე მიყრდნობილი
-ხო , მიდი გელოდები- მითხრა და გამითიშა
-დამერხა , აქ არის და ჩამოდიო - გოგოებს მივუბრუნდი , ცოტახანს გაშტერებული მიყურებდნენ , მერე ერთიანად დავფაცურდით , ცოტა მაინც ფორმაში რო ჩავმდგარიყავი, ხან აქედან ხან იქიდან მიტრიალეს , წამათხიპნეს რაღაცეები , გრძელი თმებიც უაზროდ დავიმხე თავზე და მის დასამალად მერე კაპიშონი ჩამოვიფხატე, მთელი დრო ეკას შეყვარებული ლუკა ,რომელიც ჩვენთან ერთად იყო იმ დროს გაოცებული სახით გვიყურებდა ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა, თან უკან დაგვყვებოდა ხო კარგად ხართო გვეკითხებოდა , ეკამ ეხლა შენი თავი არ მაქ მერე აგიხსნიო , მასაც სხვა რა გზა ქონდა , დაჯდა და გვიყურებდა , ფართხა-ფურთხით გამამზადეს ,თუ გამზადება ქვია ისიც და სუ სირბილით ჩავედი ქვემოთ კაი დიდხანს ვალოდინე და რამე რო არ ეუცნაურა ვნერვიულობდი, რო ჩავედი ისევ ისე იყო მანქანას მიყუდებული , ჩემ დანახვაზე , ჩემკენ წამოვიდა , ერთმანეტის წინ ვიდექით და ცხოვრებაში პირველად ჩვენი ეზოს ცუდი განათების მადლიერი ვიყავი ,ცოტახანს მიყურა მერე გამიღიმა და ჩამეხუტა , მეც გაუბედავად მოვხვიე ხელები , სუნთქვის და ფიქრების დარეგულირება ვცადე
-ბოდიში სანამ გავაგებინე რო გავდიოდი , ბოდიში რა - ამაზე უბრალოდ გამიღიმა მერე მანქანის ფანჯრიდან პარკი ამოიღო და გამომიწოდა
-დაბადებისდღეს გილოცავ -გაოცებულმა შევხედე , ის კი უბრალოდ მიღიმოდა რო შემატყო დაბნევა მანიშნა აიღეო მეც ნელა გამოვართვი
-არ იყო საჭირო ,საიდან გაიგე?
-სოციალური ქსელები-
-რა თქმა უნდა - ჩამეცინა , სხვა საიდან აბა
-კაი არ მოგაცდენ მეტს ,სტუმრები გელოდებიან -აი ეხლა რა უნდა მექნა მეთქვა წამოდი შენც თქო ?, მაგრამ ერთდროულად ქეთა და მარიამი ხო ვერ ვიქნები და მარიამი რო არ გამოჩნდება საეჭვო იქნება , თან მისი სახლი ალბათ სასახლეა და ჩემ პატარა სახლში რო შევიყვანო რავიცი ..
-კი დაგპატიჭებდი მაგრამ მამაჩემი და მისი ძმაკაცები არიან და- უხერხულ მდგომარეობაში მყოფის სახე მივიღე , მეთვითონვე გამიკვირდა ეს ძმაკაცები საიდანღა მოვთხარე
-მივხვდი მაგას ისედაც , ახსნა საჭირო არაა და კიდე ესეც - მანქანიდან ისევ პარკი ამოიღო ამჯერად უფრო დიდი ზომის- ეს მეორე იუბილარისთვის - თვალები გამიფართოვდა , რას აკეთებს ეხლა ეს, ნუთუ დიადი ალექსანდრე მარიამს ჩუქნის საჩუქარს?, ცხოვრებაში არ მიფიქრია თუ ესეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო,გაოგნებული ვუყურებდი
-აბა ცუდი ურთიერთობა გვაქო?
-ეგრეც არის , უბრალო პატარა საჩუქარია, გადაგდებითაც არამგონია შეძლოს , პირადად მინდოდა მიმეცა დღეს რო შემხვდა მაგრამ ვერ მოვახერხე , ჩემგან არც აიღებდა ჯობია შენ მისცე - ხელით ისევ მანიშნა გამომართვიო ,მეც დავემორჩილე
-არ იყო საჭირო - რა თამაშ თამაშობ ?
-დიდი არაფერი , კაი წავედი გნახავ მერე - კიდე მომეხვია , ამჯერად თავზე მაკოცა , ჩაჭდა მანქანაში გამიღიმა და წავიდა,მე ვიდექი ესე და ვუყურებდი იმ ადგილს სადაც მისი მანქანა თვალს მიეფარა, როგორც იქნა მოვტვინე და სახლში ავედი , ბავშვები კარებთან მელოდნენ და როგორც შევედი დამაყარეს კითხვები რა მოხდაო? მიხვდაო? და ა.შ , ხმა არ ამომიღია და ქეთასთვის განკუთვნილი საჩუქარი გავუწოდე , ისინიც მალე მიხვდნენ და ღადაობ-ის ძახილით პარკში ჩაძვრნენ,მე მეორეს დავაშტერდი და იქედან დიდი და ფუმფულა სათამაშო მინიონი ამოვაძვრინე , მეღადავება ეს მემგონი , ვგიჟდები ამათზე
-აუ რა ლამაზია - სალომეს ხმაზე მათკენ გავიხედე და მის ხელში სამაჯურზე შევაჩერე მზერა
-ძვირი ჩანს
-ეგ რა არი ?- ეხლა ეკამ მიმითითა სათამაშოზე
-მარიამის საჩუქარი
-შენც გაჩუქა ?- შეიცხადა სალომ
-ხო
-მოიცა რატო გაქ ასეთი სახე ?
-რა სახე
-შენ თავს შეხედე , საჩუქარი გაჩუქა და გული აგიჩუყდა?
-მაგაზე არ არის , უბრალოდ ვერ ვხვდები რა უნდა, იცის რო ვერ ვიტან და მაინც მაჩუქა, მოსყიდვა ან მოთაფვლა თუ უნდოდა რამე ძვირიანს მოიტანდა , მაგრამ არა უბრალო სათამაშოებია , იმაზეც კი იფიქრა რო ძვირიანს არ ავიღებდი , გადაგდებთაც ვერ გადააგდებსო ესე მითხრა, ქუჩაში რო შემხვდა , მისი მოცემა უნდოდა მე კიდე გამოვიქეცი , ეხლა ქეთას მისცა შენგან აიღებსო, ვერ ვხვდები რას აკეთებს - გოგოები ჩაფიქრებულები მისმენდნენ
-შეიძლება მართლა მოთაფვლა უნდა და მაგარი ჭკვიანია - ზურგს უკან ლუკას ხმა მომესმა და მისკენ მივტრიალდი- ან უბრალოდ ისე არ ძულხარ როგორც შენ გგონია -სუყველამ ისე შემომხედეს თითქოს მის ბოლო მოსაზრებას ეთანხმებოდნენ , ამ დროს ზარის ხმა გაისმა მამაჩემი მოვიდა და ამ თემაზე საუბარი შეწყდა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობდი და უცნაური სახით ვიჯექი , მერე ჩემ თავს დავაჯერე რო ეს უბრალო მისი კიდევ რაღაც ოინი იყო და ჩვეულებრივ განვაგრძე .
მეორე დღეს ,უნივერსიტეტში რომ დავინახე ვიფიქრე მივალ და მადლობას გადავუხდითქო, ეს ხო უბრალოდ ზრდილობის ამბავია , მართლა ქაჯი ხო არ ვარ , მარტივად მივალ და მადლობათქო ვეტყვი და წამოვალ , ეს იმსა არ ნიშნავს რო ვსო უკვე კარგი მეგობრები ვართ, დიახაც ზუსტად ეხლა მივალ და მალევე წამოვალ, წავედი კიდევაც მაგრამ ნახევარი გზიდან ბუზღუნით გამოვბრუნდი უკან, მერე მარტო ვეღარ დავიგულე, ხან ვისთან ერთად იყო ხან ვისთან , იმ მაიკოსთან ერთად მისთვის მადლობის მოხდა არ მინდოდა ,თორე მერე იმას რა გააჩერებდა, ერთი პერიოდი ვიფიქრე სწორედ ამისთვის ხო არ გააკეთათქო , მოკლედ მთელი დღე ასე წინდა უკან ხტუნაობაში გავატარე , ბოლოს როცა დავინახე როგორ დაემშვიდობა ყველას და მანქანისკენ წავიდა , მივხვდი ამის მეტი შანსი რო აღარ მექნებოდა დღეს და მექანიკურად უკან გავეკიდე
-ალექსანდრე !- რო ვერ ვეწეოდი დაძახებით გავაჩერე , როცა უკვე ჯდებოდა, ჩემ ხმაზე ჯერ გამომხედა, მერე უკან მობრუნდა და დაელოდა როდის მივუახლოვდებოდი
- გისმენ ?- ინტერესით ჩამაჩერდა თვალებში და მეც ეგრევე ავარიდე
- ისა .. მე უბრალოდ მინდოდა .. ჯანდაბა- ნერვებისგან თმები ავიბურდე- მადლობა - ამოვიბურტყუნე და ეგრევე უკან გამოვბრუნდი , მაგრამ ხელი დამიჭირა და უკან მიმაბრუნა
- ვერ გავიგე რა მითხარი?- კვდებოდა ეს დამპალი სიცილით
- მე გითხარი და თუ ვერ გაიგე მით უკეთესი, არც უნდა მეთქვა-ისევ ბუზღუნებდი და წასვლას ვცილობდი , მარა ვინ მიშვებდა
- კაი კაი მოიცა- ისევ იცინოდა და ამ სიცილში სიტყვებს ძვლივს ამბობდა , უფრო ამეშალა ნერვები და გუშინდელი დანაშაულის გრძნობა გამიქრა
- ცუდი არ იქნებოდა რომ გაგემეორა , ყოველდღე კი არ მესმის ეს შენგან , დასამახსოვრებელი წუთებია- სიცილს ისევ არ წყვეტდა
-რეგვენი ხარ - რას მოვდიოდი მეც კიდე
- დიდი ხანი კი დაგჭირდა- წარმის აწევით ვანიშნე რას გულისხმობთქო- გგონია ვერ შევამჩნიე , მთელი დღე რომ მაკვირდები , ახლოს მოდიხარ მერე ისევ გარბიხარ- რო მივხვდი გამომიჭირეს უფრო გავიბრძოლე ხელის განსათავისუფლებლად
- კარგი ხო მორჩი , გიშვებ მარა არ გაიქცე - ნელა შემიშვა ხელი ,რო ნახა არ გავრბოდი ჩვეულებრივი სახით დამიდგა წინ
- შენც მადლობა
- რისთვის?
- დანაპირები რო შეასრულე და ქეთას არაფერი უთხარი- გულში ჩამეცინა , აბა ჩემ თავს ვერ ვეტყოდი თორე, მოიცა დღეს მადლობების დღე გვაქ თუ რა არი- როგორც ჩანს მართალი ვიყავი და შენი ნდობა შეიძლება- ახლაც იღიმოდა ,კარგად დავაკვირდი ხო არ მეღადავებათქო მარა არა ძლიან გულწრფელი მომეჩვენა
-არაფრის
-ეხლა შეგიძლია წახვიდე - დამრთო ნება ბიჭმა
- შენი ნებართვა არ მჭირდება - შევუბღვირე , მან თვალებით მანიშნა ხო აბა რაო ,წავედი მაგრამ ამჯერადაც გამაჩერა ოღონდ მარიამის ძახილით
-ახლა რაღა გინდა ?- რაც შეიძლება მობეზრებულად ვკითხე
- უბრალოდ მოდი დავაზუსტოთ, გუშინდელი და დღევანდელი ამბები არაფერს ცვლის, - ისეთი სერიოზული სახით მითხრა გამიკვირდა ხო კარგადაათქო მერე კიდე დააბრეხვა თავისებური -კიდევ ერთი ჩემზე უგონოდ შეყვარებული აღარ გვინდა , არ გამოვა ხო ხვდები - თვითკამყოფილი ღიმილი არ დავიწყებია
- იდიოტი რეგვენი ხარ შენ -თვალებ მოჭუტულმა მივაძახე - მაგას თქმაც არ ჭირდებოდა , გენიოსო , რომც დამიჩოქო ვერ ეღირსები გასაგებია?- დანებების და გასაგებიას ნიშნად ხელები ამიწია , წამოსულს სანამ კარგად არ მოვშორდი მისი სიცილის ხმა მესმოდა , მერე უკვე ღრმად ამოვისუნთქე , ეჰ რეგვენო ნეტავ ისეთი თავდაჯერებული ვიყო მაგაში როგორც ვჩანვარ .
დღე ჩვეულებრივ გაგრძელდა , სამსახურში გავიქეცი,იქ კი სურპრიზი დამახვედრეს , ტორტით და დაბადებისდღის სიმღერით დამხვდნენ, დირექტორიც კი , საჩუქრებიც კი ავიღე , არა ხო ვგრძნობდი რო ძალიან საყვარელ ხალხთან მქონდა საქმე მარა ამას მართლა არ მოველოდი და ცრემლიც კი წამომივიდა, რაზეც ლევანმა ისე და ისევ დამცინა, ანასტასიამ რა საყვარელი ხარო ,სანამ დრო გვქონდა ვიმხიარულეთ , მერე ისევ საქმეს შევუდექით.

მეორე დღემდე გოგოები ვერ ვნახე , ვერ მოიცალეს რო გამოვსულიყავნენ, მეც მანამდე ვფიქრობდი , კიდევ ფიქრობდი , ისევ და ისევ ვფიქრობდი , კინაღამ თავი გამისკდა ამდენი ფიქრისგან და ეხლა უკვე ბავშვები წინ მიზიან და ელოდებიან როდის ავუხსნი რისთვის მოვიყვანე აქ
-დამეხვა თავბრუ გოგო დაჯექი მაინც - შემომიბღვირა სალომემ, მეც დავჯექი მარა მაინც ხმას არ ვიღებდი
-დედააა დავიტანჯე ამოღერღე რა- ეხლა ეკა აფეთქდა
-კაი მარა მანამდე იქნებ ამიხსნათ ამას აქ რა უნდა?- ლუკაზე მივუთითე ,რომელიც იჯდა და მოთმინებით ელოდა რას ვიტყოდი
-ამას ვარ მე გოგო, -ვითომდა შეიცხადა- გული მატკინე
-კაი ერთი - დავეჯღანე საპასუხოდ
-მეც თამასში ვარ საყვარელო ,
-ეგ როდიდან?
-შენი დაბადებისდღის მერე, თან ერთი ბიჭი ჯგუფში გამოგადგებათ
-მაგით რისი თქმა გინდა?- ეკა მიუბრუნდა შეყვარებულს
-სამ უჭკუოს ერთი ჭკვიანი ხო გინდათ
-უყურე რა შენ ამას , მოგხედავ შენ მერე - სასაცილოდ დაუქნია თითი და მასაც საპასუხოდ სიცილი აუტყდა , ეკას მეტი რა უნდოდა უფრო გაიბუტა და რო შევატყე უკვე თავისებურს იწყებდნენ და მერე ჩემთვის ყურადღების დამთმობი არავინ იქნებოდა , ჩავახველე და დავიწყე
-მაგაზე დაგიძახეთ ზუსტად - ყველა მე რო მიყურებდა მერე გავაგრძელე - ამ თამაშს თუ რაღაცას ვრჩებით! .


ბოდიში დაგვიანებისთვის :/



№1  offline წევრი S.likuna

mshvenieria kaia dzaaaan.

 


№2  offline წევრი skip beat

მადლობა ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent