შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაუთვალისწინებელი შემთხვევა (სრულად)


21-06-2015, 20:06
ავტორი 13.
ნანახია 12 395

-სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულ რ.შოშიაშვილს მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

...

2 წელიწადში დასტაბილურდა სიტუაცია.
ოჯახი შედარებით ადვილად შეეგუა რატის გარეშე ცხოვრებას. 24 საათის განმავლობაში მას მხოლოდ 4 საათით ხედავდნენ სახლში ან საერთოდ ვერ ხედავდნენ და დიდი დოზით უმისობას ვერ გრძნობდნენ. არ უნდოდათ გაეცნობოერებინათ, რომ მათი შვილი სამსახურის და სახლის მაგივრად ციხის გისოსებს მიღმა ცხოვრობდა, სადაც მისი ცხოვრება ყოველ დღე, თითო ნაბიჯს დგამდა უარყოფითისკენ.
საძმაკაცო ყოველდღე ხედავდა რატის დაცარიელებულ მაგიდას ოფისში. ყოველდღე ამჩნევდნენ, რომ სასტავს ერთი ყველაზე მეტას აკლდა. ერთი გიჟი და ცანცარა, რომელსაც მთელი საძმაკაცოს აყოლიება შეეძლო, სიგიჟეების განსახორციელებლად. მთელ ოფისს აკლდა მისი სამსახიობო სიცილი და სერიოზული ბიჭის გამომეტყველება. მთელ ოფისს ენატრებოდა მისი ლაზღანდარობა სერიოზულ სიტუაციებში და წუწუნი საჭმელზე. მთელ ოფისს მწარედ ეღიმება გახსენებაზე, ყოველი ჭამისას...
ხატანტულა...
აბა ხატანტულა?
ა, ბარნოვი ხატია?
ის, შოშიაშვილის საცოლე.
უკაცრავად, ყოფილი საცოლე...
ქუჩაში რომ შეხვდეთ, ვერ იცნობთ.
2 წლის წინ თვეში ერთხელ რომ დაბალ ქუსლიანებით დადიოდა, დღეს იმ ერთხელ იცვამს მაღალ ქუსლიანს. თმა დაიგრძელა, ტანსაცმლის ფერი შეცვალა. სათვალე, რომელიც ყველაზე მეტად ეზიზრებოდა რატის, ხატიას განუყრელი აქსესუარი გახდა. ფილმების ყურება დაიწყო. რამოდენიმე კვირის წინ ახალი მანქანაც იყიდა და სხვა უბანში გადაცხოვრდა მშობლების და ძმის გარეშე, როელიც უკვე ნახევარი წელია ამერიკაშია.
აღარავის ეშინოდა ხატიას გაგიჯების და მარტო დატოვების. მისმა ღიმილმა ყველა დაარწმუნა, რომ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნიდა და დაღს არ დაასვამდა.
ბიჭებს ხშირად ეხმიანება და პირიქით. ხშირად ერთობა მათთან ერთად ძველებურად, მაგრამ ბოლოდმე ვერ. ვერაფერს კითხულობს რატიზე, ყველანაირად ცდილობს. უბრალოდ, დარწმუნებულია, რომ ცოცხალია.
მაგრამ ვერავინ ამბობდა, არეული დალაგდა თუ კიდევ უფრო აირია.
ყველა და ყველაფერი შეიცვალა.
ფულს ყველაფერი შეუძლია, ამ ყველაფრის შეცვლაც შეძლო.
...
-დორიტოსი, კოკა-კოლა, სნიკერსი, რაფაელო და თეთრი ნაყინი. - სალაროში გაატარა ლუკამ პროდუქტი და ხატიას გაუღიმა - მარაგი შემოგაკლდა?
-ჰო, დილას მაცივარში საჭმლის, რძის და ბანანის გარდა ვერაფერი ვნახე.
-რა ტიპი ხარ, ხატია.
-კაი ტიპი ვარ, - ხატიამ თვალი ჩაუკრა და გაუცინა. ლუკამ გადაიხარხარა და ხურდა დაუბრუნა.
-დღეს რომელი ჟანრის რიგია?
-საშინელების, ლუკა. დაგპატიჟებდი, უბრალოდ შენ გული გაგისკდება, - მეექვსე კვირაა ლუკას მაღაზიის სალაროსთან და გვერდითა ბინის კართან ხვდება, ეზობლები არიან. თავისუფალ დროს ცოტა ხნით საურობენ_ხოლმე. აშკარად გრძნობს ხატია მისგან წამოსულ სითბოს და სიმპატიებს, ზუსტად იგივეს, რაც თავის გულში დათარეშობს, ამიტომ პასუხობს აგრესიულად. იმედი აქვს, რომ ასე ვინმეს ჩამოიშორებს, მაგრამ ტყუილად. ახლა ვეღარაფერს იაზრებს სწორად.
-რა სულელი ხარ, ხატია.
-კაი, წავედი მე. ნახვამდის.
-კარგად, ხატია. - ღიმილიანი მზერა გააყოლა ხატიას და პროდუქტების გატარება განაგრძნო.
-რა აუტანელი სიცხეა! ნეტა, კიდევ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ასე. არა, ასე მოვკვდები, აღარ შეიძლება გაგრძელება! - როხ-როხით შელასლასდა სამზარეულოში და მაცივრიდან წყლის ბოთლი გამოიღო, მოიყუდა და ისევ ხმამაღლა დააყოლა, - პირველი ვიქნები ვინც თბილისში აუტანელი სიცხის გამო მოკვდება. მთელი მსოფლიო გამიცნობს გარდაცვლილს. - სამზარეულოდან გავიდა და დივნისკენ მიმავალმა მაღლა აიხედა და სანამ მტელი ხეულით დაეცემოდა რბილ მატერიას, ჩურჩულით დაამატა. - ნეტა ტვინი მომცა და...
დაღამებამდე ნებივრობდა ფუმფულა ბალიშებთან ერთად. ცოტა წაუძინა კიდეც. ენერგიულად წამოდგა ფეხზე, თმა გადაივარცხნა და სიმღერებთან ერთად მიასუფთავა 2 დღის დამტვერილი ბინა.
სინათლისგან დაცულ ოთახში გავიდა, სადაც თითქმის ერთი მთლიანი კედელი დიდ ეკრანს დაეფარა და ვიდეოს გაშვებას ლამობდა. მის წინ, იატაკზე მიმოფენილი პუფები და ბალიშები გაასწორა, ჩიპზე ჩაწრილი ფილმი შეაერთა ეკრანზე და სამზარეულოში გავიდა. ბლენდერში მოათავსა მარწყვი ბანანთან ერთად. რძე და ვანილიც შეურია, შემდეგ ნაყინი და ყინულები დაუმატა და კარგად შეზავებული მასის ნაწილი ერთ დიდ ჭიქაში მოაქცია, დარჩენილი საყინულეში გადაინახა. კოქტეილთან ერთად გაიყოლა რაფაელოც და კოკა-კოლაც, ყოველი შემთხვევისთვის, მერე გამოსვლა დამეზარებაო და ოთახში გავიდა. პატარა მაგიდაზე მოათავსა და ის იყო ოთახის კარი უნდა მიეხურა, როცა ბინის კარებზე ვიღაც გადაბმულად აკაკუნებდა. ბუზღუნით გავიდა ჰოლში, კარები გააღო და მის მიღმა მომღიმარ ლუკას გაუღიმა დაბნეულმა.
-იმედს ვიტოვებ, რომ ცუდ დროს არ მოვედი, თან რაღაცეების გამოვაყოლე. - ხელში აათამაშა ლუდის ქილებითა და მარილიანი ჩხირებით სავსე პარკი.
-არა, -გაუცინა ხატიამ და თავით ანიშნა, რომ სახლში შესვლა შეეძლო, - ახლა ვაპირებდი ფილმის ყურებას.
-ჩემთან ერთად ყურებაზე რა აზრის ხარ?
არა, ამ ბიჭის ჩაღიმებაზე და ასეთი საყვარელი თვალების ყურებისას, როგორ არ გიჟდება ხატია! შეუმჩნეველი არასდროს რჩება ბარნოვის თვალებს ლუკას მიმიკა. ძალიანაც მოსწონს ეს ბიჭი. მერე რა, რომ მდიდარი მამიკოს შვილი მაღაზიაში მუშაობს, მოლარედ. მოსწონს მშრომელი ბიჭები. მზერა აარიდა და ოთახისკენ გაუძღვა.
-ეს ოთახი შენი მოფიქრებულია ?
-გაგიკვირდება და ჩემი დიზაინითაა შექმნილი, - გაიღიმა ხატიამ, კარი მიხურა და ფილმი ჩართო.
-ასეთებიც თუ შეგეძლო, არ ვიცოდი.
-დიზაინერი ვარ, ასე თუ ისე პროგრამებშიც ვერკვევი იმ დონეზე, რომ დამოუკიდებლად შემეძლოს რაღაც მსგავსის გაკეთება.
-ჩემი ოთახის გარემონტებას რომ დავაპირებ, აუცილებლად მოგადგები რჩევებით.
-გელოდები, ბატონო.
-ღიმილი უფრო გიხდება, ვიდრე ის გაჯი რომ გისვია_ხოლმე, ხატია. - ღიმილით ჩაილაპარაკა ლუკამ და ხატიამ ფერადი ნათურები გამორთო.
-მადლობა.
გაგიკვირდებათ და, საერთოდ არ გაწითლებულა ხატია. იატაკზე მოკალათდა, ბალიშებზე გადაწვა და რატის შენიშვნა გაახსენდა.

...

პაპავას ქორწილში იყვნენ.
დატვირთული დღის შემდეგ, მაინც თავზე იმხობდნენ მთელ რესტორანს.
მთელი საძმაკაცო ცეკვავდა წყვილებთან ერთად.
შოშიაშვილმა ცალი ხელით დაატრიალა ხატია, ისევ მიიკრო გულზე და ზემოდან დახედა სიყავრულით სავზე თვალებს. მთელი გრძნობა ჩააქსოვა ხატიამ ღიმილში. დასერიოზებული რატი დაიხარა, შეყვარებულს მოშიშვლებულ ლავიწზე შეახო, მერე ყურს უყან და დაიჩურჩულა:
-ეგრე ნუ იღიმი, ხატია!
-ასე ძალიან არ მიხდება ღიმილი? - მართლა ეწყინა.
-საშინლად გიხდება, იმდენად, რომ მეშინია ვინმემ არ აგიღოს და წაგიღოს.
-მე რომ წამიღონ, მერე შენ ვინ დაგიფრთხობს გოგოებს?
-უყურეთ რა, რა სულელია! - ჩაიცინა რატიმ და უფრო მჭიდროდ მიიკრო სუსტი სხეული სხეულზე და საფეთქელზე ცხელი ტუჩები შეახო. - სიცოცხლე ხარ ჩემი, ხატანტულა..

...

მწარედ ჩაეღიმა ბარნოვს.
მუსუბქმა ტკივილმა დაუარა სხეულში.
ენატრება ის დრო.
მაშინ ყველაზე ბედნიერი ეგონა თავი. დარწმუნებული იყო, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად გაუმართლა ამ ადამანის პოვნით. მისთვის ყველაფერი იყო შოშიაშვილი. მთელ ცხვრებას, ბედნიერაბას უდრიდა. პირველ სიყვარულს, რომელსაც ვერასდროს გაინელებდა ბოლო წვეთადე მთელი ცხოვრების მანძილზე. თუნდაც ახლა, როცა ლუკას გვერდით იჯდა და წესით ფილმისთვის უნდა ეყურებინა და შიშიაგან უდნა შემხტარიყო, იჯდა და მწარედ ეღიმებოდა წარსულზე. არ იტირებს! უკვე საკმარისი ცრემლი დაღვარა 2 წლის განმავლობაში. მთელი თვეები საძინებელ ოთახში მათი ფოტო სურათები ჰქონდა კედელზე გაკრული, ყოველდღე უყურებდა და იხსენებდა თითეული სურათის დღეს და შინაარსს. ახლა აღარ,აღარ იტირებს...!
-რაღაცის მოყოლა გინდა და რაღაც გაკავებს. - ლუკას თითქმის ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები ძვლივს გაარჩია ფიქრებში წასულმა. უპასუხოდ დატოვა მისი კითხვა და იატაკისკენ დაქაჩული თვალები ეკრანს გაუსწორა. - მისმინე, ხატია. არ მინდა შენი სისუსტით ვისარგებლო. ვიცი, რომ რაღაც ძალიან გაწუხებს და არ ამბობ. ისიც ვიცი, რომ მთელი ამის მიზეზი შოშიაშვილია. ამაზე ყველამ იცის, მაგრამ მათ 98%_ს სჯერა, რომ შენთვის ყველაფერი დასრულდა და რეალურად ასე არაა. ცდილობ გადაეჩვიო, მაგრამ ბოლომდე არ გამოგდის. ვიცი, რომ რაღაც ისეთი ვთქვი, რამაც მისი თავი გაგახსენა. დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრჯერ განმეორდება მსგავსი სიტუაცია. ხუთი წუთის წინ, როცა წესით შიშისგან უნდა შემხტარიყავი, შენ გაგეღიმა. ნახევარი საათია კინო ჩართულია და შენ ერთი კადრიც არ გახსოვს იქიდან. არასდროს მოგთხოვ, რომ შოშოაშვილის მსგავსად შემიყვარო. ვერსდროს დაგაძალებ ჩემთან ყოფნას, მაგრამ ერთი, რაც ნამდვილად შემიძლია შენი მოსმენაა. ვიღაცას უნდა მოუყვე. სულ მცირე ტკივილი მაინც, ვინმეს უნდა უწილადო. მე ვიქნები ეს თუ სხვა, არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია შენ შვება იგრძნო. მთავარა ამ ოთახში მხოლოდ მარტო გამოკეტილმა არ უყურო ფილმს და იძულებულმა, რომ გაგიტყდა, აქ არ შემოგვიშვა იმ მიზეზით, რომ ჩვენ არ გვაწყენინო. უბნის გამოცვლა და ტკივილის ჩაკეტვა შვება არაა, ხატია. გესმის?
-მესმის.. მართლა მესმის. შეიძლება არ გჯერა, მაგრამ სხვანაირად არ გამომდის. არ შემიძლია მატრომ მოვყვე მასზე რაიმე. არ შემიძლია ოდესღაც ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება დღეს ტკივილით მოვუყვე ვინმეს. მე ასე არ მინდოდა გესმის? მასთან ერთად, ბედნიერების ღიმილით მინდოდა მოგვეყოლა ყველასთვის თუ რას ვნიშნავდით ერთმანეთისთვის, რა იყო ჩვენი სიყვარული, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველამ იცოდა თავისთვის. ახლა კი ეს ყველაფერი აღარ არსებობს. ყველაფერი გატყდა და დაიშალა. ან ნამსხვრევების გასუფთავება შეუძლებელია. ვისთანაც არ უდნა ავაწყო ჩემი პირადი ცხოვრება, როგორც არ უნდა შემიყვარდეს, როგორც არ უნდა მებედნიერებოდეს, მე მაინც ამ ნამსხვრევებზე მომიწევს ფეხშიშველს გავლა. მეშინია, რომ რვა წლის შემდეგ ცხოვრება უკვე მეორედ ამომიტრიალდება. იმის შიში, რომ შეიძლება შექმნილი ოჯახი დამენგრას, განთავისუფლებულის ნახვისას, მთელ ჩემ მომავალს ცვლის.
-თუნდაც, რვა წლის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალოს, დღევანდელი დღე, დღევანდელია. ხვალინდელი - მომავალი. 3 წლის წინ, იმასაც არ ელოდი, რომ დღეს ასე შეიძლებოდა ყოფილიყო ყველაფერი. არ გაქვს აგრანტია, რომ 8 წელიწადში ისევ ხელახლა დაგენგრევა ცხორება. არანაირი საფუძველი გიჭირავს ხელში, რომ ისევ ის იქნება, რაც 2 წლის წინ იყო შენთვის.
-არ ვიცი. შეიძლბა. დრო მოიტას ყველფერს. ასე არაა? - ლუკას გახედა სევდიანად და ნაძალადევად გაუღიმა.
-ასეა, ხატია.
ლუკამ ფილმი გამორთო და სრულ სიბნელეში მობილურის სინათლეზე იპოვა ჩამრთველი. ჯერ კიდევ ცივი ლუდი მიაწოდა ხატიას, შენ გაგიმარჯოსო და ორი ყლუპი მოსვა.
-რაღაც რომ გკითხო, ცუდად ხომ არ გამომივა?
-მკითხე და გეტყვი.
-მამაშენის შვილი, მაღაზიაში რატომ მუშაობ მოლარედ ?
-შენ თვითონ აღნიშნე, რომ მამაჩემის შვილი ვარ. პასუხიც ნაპოვნია.
-ანუ?
-ანუ, სანამ არ დამანახებ, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა გაგაჩნია და დავრწმუნდები, რომ დილით ადგომა არ დაგეზარება ნებისმიერი საქმსითვის, მანამდე ჩემ ბისნესს არ გაეკარებიო. ხოდა, 3 თვეა, რაც მამაჩემის გამოცდების ჩაბარებას ველი.
-იცი, მამაჩემიც ასეთია. ყოველთვის გვეუბნება, რომ დავანახოთ რაღაცის დიდი სურვილი და მონდომება. მერე ყველაფერს გვისრულებს.
-რა თქმა უნდა. უბრალოდ, კიდევ ბევრის მოთმენა არ შემიძლია. შენ სად მუშაობ?
-კაპანაძეების სააგენტოში.
-ა, ხო აზრზე ვარ. მეგონა სადმეე ტანსაცმლის დიზაინერად იყავი.
-გეხვეწები, რა მეტყობა ტანსაცმლის დიზაინერობის ? - ფეხზე წამოდგა ხატია და 180 გრადუსით დატრიალდა, ლუკამ გადაიხარხარა.
-რა სულელი ხარ.
-კიდე მე ვყოფილავრ სულელი . - ჩაიბურტყუნა და თავის ადგილს მთელი ძალით დაეტაკა.
3 კვირის მიიღო მაგისტრის წოდება. სწავლა უკვე საბოლოოდ დაასრულა, მეტის გაგრძელებას აღარ აპირებს. თითქმის 3 წელია გასული მას შემდეგ, რაც კაპანაძეებთან დაიწყო მუშაობა. მოსწონს საკუთარი საქმე. ყოველ ახალ შესრულებულ ნამუშევარს ატყობს საკუთარი შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ამით კმაყოფილია. ბოლო თვეებში სამსახურს მიღმაც გამოუჩნდა კლიენტები, უმეტესად ბინის ან პატარა საკუთარი სახლის დიზაინის შექმნის მიზნით. ასე თუ გააგრძელებს, შესაძლოა მომავალ წლებში საკუთარი ფილიალის გახსნაც მოახერხოს.
ხშირად წუწუნებს დილით სამსახურში წასვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი საქმე სულ რამოდენიმე საათით იფარგლება და ფილიალში უმეტესად მხოლოდ შეხვედრებისთვის მიდის. თითქმის სულ აგვიანებს, მაგრამ არასდროს მიუტოვებია უმიზეზოდ საკუთარი პოსტი. ყველაზე დიდი შუალედი მაშინ გამოუვიდა, როცა შოშიაშვილი დააკავეს და სასამართლოზე 10 წელი მიუსაჯეს.
ახლაც, როცა შუა ზაფხულია, თითქმის მთელი ქალაქი დასასვენებლადაა წასული, მას ქალაქში დარჩენა და მუშაობა ურჩევნია. შეეჩვია სიმარტოვეს. 24 საათი იმის განცდას, რომ რაღაც ძალიან დიდი დაკარგა, ვეღარ გრძნობს, მაგრამ ენატრება. საძინლად ენატრება...
დილით ადრე ადგა. სალათა გაამზარა, ბინა მიასუფთავა და ტანსაცმელი გარეცხა. ოჯახური საქმის დამოუკიდებლად გაკეთებაც მოსწონს და შეეჩვია. დღეს კვირაა. სამსახურში არ მიდის. მობილური აიღო და დიდხანს ფოქრობდა, კურსელებისთვის დაერეკა, თუ ბიჭებისთვის. დიდი ხანია მათთან აღარ ულაპარაკია. თან იმის იმედი აქვს, რომ რაღაცას მაინც ეტყვიან რატიზე. საბოლოოდ ისევ ბიჭებზე შეჩერდა და ივანოვის ნომერი აკრიფა.
-ხატანტულა, შე დაკარგულო. რას შვები?
-კიდე მე ვარ დაკარგული? არ გრცხვენია მაინც?- გაუცინა ხატიამ - აუზზე მინდა გასვლა, ხოდა ვიფიქრე დიდი ხანია ბიჭები აღარ მინახავს_თქო და გამოვლენ_თქო, დღეს ხომ სამსახურში არ მიდიხართ.
-მაგაზე გაწყენინებთ, ხატანტულა? ახლავე გადავურეკავ ბიჭებს, გოგოებსაც ჩვენებს და 45 წუთში გამოგივლით სრული შემადგენლობით. მოსულა, ბრატ?
-მოსულა. ოღონდ, აუ, მალე ქენით, რა. ამოვიბუგე სახლში.
-ნუ წუწუნებ და ნურც სახეს ღმანჭავ, - ივანოვის სიტყვებზე მიხვდა, რომ მართლა დაღმანჭული სახით სალარაკობდა და გაეცინა, ივანოვი არ იცვლება. - გაემზადე უცებ და სულ რომ დანარჩენებმა დააგვიანონ, ვინც პოსტზე ვიქნებით, ისინი მოგაკითხავთ.
-კაი, ბრატან. გელით.
-ოკეი.
როგორ უყვარს, როცა დილა ასე იწყება. ღიღით გავიდა საძინებელში, სარკიანი კარაადიის კარი გაასრიალა და საჭირო ნივთები აიღო. გამოსაცვლელი ტანსაცმელი სპორტულ ჩანთაში ჩაალაგა, ლეპტოპიც ჩაიდო, უკაბელო ინტერნეტთან ერთად, ყოველი შემთხვევისთვის და სარკეში შეათვალიერა ანარეკლი.
-წავა, რა.
საათისთვის უნდა დაეხედა, საბა ივანოვმა რომ დაურეკა, ქვემოთ ვართ და გელოდებითო. მანქანის გასაღები სახლში დატოვა, რკინის კარები ჩაკეტა და გარეთ გავიდა. სათითაოდ გადაკოცნა მონატრებული ხალხი და ივანოვის მანქანაში მოთავსდა მძღოლის გვერდით.
-პროსტა, რამდენი ხანი ვწუწუნებდი აუზზე წავიდეთ_მეთქი იცი? - სათვალეების ხემოდან გამოხედა საბამ.
-წასულიყავით მერე.
-ვერ ხედავ? უშენოდ ვერაფერს ვაბამთ თავს.
-რა სულეები ხართ.
-გეუბნები. აუზზე მივდივართ_მეთქი და ყველამ წუწუნი დაიწყო. როგორც კი ვახსენე ხატანტულაც მოდის_მეთქი, ეგრევე მაჯახეს, ნახევარ საათში მზად ვიქნებითო.
-დამსახურება უნდა ყველაფერს, საბუნ.
-არა, როგორ მოთაფლე ესენი, მაინც ვერ ვხვდები.
-შენ როგორ მოითაფლე?
-რომ შემოგხედე, ეგრევე დამევასე. ჯიგარი ტიპი იქნება_მეთქი ვიფიქრე და მაგრად გამიწორდა შენი სიტყვები. რატი ცუდს რომ არ გაგვაცნობდა, დარწმუნეული ვიყავი, პროსტა ასეთსაც არ ველოდი.
რატიზე უნდოდა ეკითხა, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო. ის დღე გაახსენდა, ბიჭები რომ გაიცნო და სევდანარევად გაიღიმა. თავი მინას მიაყრდნო და გზას გახედა. ივანოვიც დადუმდა, მასაც მენატრა ძველი დრო. არ ჰყოფნიდა ის რამოდენიმე წუთი რატის სანახავად და საბაასოდ, რის უფლებასაც აძლევდნენ ციხეში.

...

მაკდონალდსის შენობასთან იდგნენ მანქანით და 2-2 შეიკს სვამდნენ. ისევ შერეულს, როგორც ყოველთვის.
პირველად უნდა გაეცნო რატის ნაცნობები და სიხარულთან ერთად, ერთი ამდენით ნერვიულობდა. შეიკის სმაში, ლამის სუნთქვაც ავიწყდებოდა და შოშიაშვილი სიცილით იგუდებოდა.
-ძმაკაცებს და იკას შეყვარებულს გაცნობ, გოგო. მშობლებს კი არა.
-ხო, მარა იმას, რომ შენ ძმაკაცებს არ დავევასო, ისევ მშობლებმა ამითვალწუნონ, ჯობია.
-მთლად სულელიც არ ხარ, მაგრამ მაინც სისულელეებს ბოდიალობ.
-რატო ვითომ?
-ჩვენში ეგეთები არ მოსულა.
-რომ მოვიდეს?
-ვინ უნდა მოვიდეს გოგო. - ხარხარებდა რატი და მეორე შეიკის ქილას დაწვდა. ხატია უკვე მეორესაც ამთავრებდა.
-ვაიმე, წავედით თუ მივდივართ, რა.
-მივდივართ, ბუზღუნ, მივდივართ..
ქილა გადადო შოშიაშვილმა, მანქანა დაქოქა და ფრთხილად აკრიფა სიჩქარე.
ლისის ტბაზე აიყვანა და პატარა სახლისკენ ანიშნა ხატიას.
პირველი ივანოვი გამოვარდა სიცილით და ყურებამდე გაჭიმული ტუჩებით. თვალები აუციმციმა ხატიას და მიესალმა.
-ზდრასწი, დაია.
-შენ უეჭველი საბა ხარ, ივანოვი. - გაეცინა ხატიას. საბას უფრო მეტად გაეღიმა, ცალი წარბი აზიდა და თავი დაუკრა ხატიას.
-კი, ბატონ'ი. - წაუმეგრელა საბამ, - დანარჩენების გაცნობას არ გირჩევ, გამოგცვლიან. - ივანოვური რჩევა მისცა ხატიას და სასმელისკენ აიღო მიმართულება, ხატიას ნაჩურჩულევი მაინც მისწვდა მის ყურთასმენას და გაეცინა.
-მართლა ტვინნაღრძობია ივანოვი.
მერე გოგსაძე იყო იკა, ელენესთან ერთად და პაპავა კახი.


-რამე ახალი ხდება სასტავში? - შეზლონგზე მწოლიარე ხატიამ, ინტერესით სავსე მზეზით გახედა გოგსაძეს.
-სასტავში არა. - თავი გააქნია იკამ და მზერა აარიდა ხატიას.
-და, სხვაგან?
ყველა გაჩუმდა. რამოდენიმე წამის განმავლობაში არავის ამოუღია ხმა.
-რატიმ გიკითხა.
ხატია დადუმდა. თვალები დახუჭა ცრემლების შესაკავებლად. ელენემაც ვეღარ შეიკავა თავი და დაკონკრეტდა.
-ყველაფერი გვკითხა შენზე. ლამის მთელი 2 წლის დღეები დაგვათვლევინა, რო რამე არ გამოგვრჩენოდა. ყველას რაღაცას გვეკითხებოდა.
-კარგად ვარო. არადა ხმაზე ეტყობოდა როგორ უჭირდა. წელიწადზე მეტი რო არ გკითხულობდა… მეგონა რაღაც შეცვალა. არადა დამეფიცება აქაურ ცხოვრებაზე, ჩვენთან ერთად გართობაზე მეტად ენატრები. ვაბშე ყევლაზე მეტად.
-სათავისოდაა კარგად. შეეჩვია იქაურ ცხოვრებას. მეშინია კიდეც, რომ არ გადაგვეჩვიოს. - პაპავას შეცდომის გამოსწორება სცადა საბამ. უნდოდა დაეჯერებინა, რომ გამოუვიდოდა, მაგრამ ხატიას უკვე გააზრებული ჰქონდა კახის სიტყვები და თავს უკვე ვეღარ იკავებდა.
-არ უნდა გეთქვათ, რა. ეს არ უნდა გაგეკეტებინათ.
მერე ძველი დრო გაიხსენეს. ხატიამ მოწოლილი ემოცია ვეღარ შეიკავა, ივანოვს მიეხუტა და ცრემლებს გზა მისცა.
დიდხანს აღარც დარჩენილან, მალევე დაიშალნენ. კორპუსთან დატოვეს ხატია და გაბრუნდნენ.
ივლისის ბოლო იყო, ხატიას დაბადების დღის წინა საღამო.
გვიანობამდე უყურებდა ფილმს და ეულად წრუპავდა ბოთლიდან შამპანიურს. მერე მეორე ფილმიც მიაყოლა, არც დაუხედავს საათისთვის. მელოდრამის შემდე, საშიშ ფილმზე ზედმეტად დაემძაფრა გახასიათი ნასვამს. გარეთ ჯერ კიდევ საღამო ეგონა, საათისთვის თითქმის ნახევარი დღეა აღარც დაუხედავს.
ყოველთვის იჭიმებოდა მისთვის დაბადების დღემდე დარჩენილი საათები.
დაძაბული უყრუებდა ფილმს და ელოდებოდა, რომელი მხრიდან გამოხტებოდა ჰაერში ფეთქებადი მოწყობილობა, მაგრამ ასაფეთქებლის მაგივრად, კარზე კაკუნი გაიგონა. მომენტალურად დააპაუზა ფილმი და თახიდან გავიდა. საათისთვის არც მაშინ დაუხედია, გარეთ სიბნელე რომ დაინახა. გაიფიქრა კიდეც, რომ უკვე 12 საათი იქნებოდა და ბავშვები ესტუმრნენ, მისალოცად, მაგრამ კართან მისულს არც მაშინ გაუგონია ხმაური და აზრი გაუქრა.
-რომელი ხარ?
-მანიაკი ვარ. გამიღებ კარს? - ლუკას ირონიული ხმა იცნო, ჩაეცინა და კარი გააღო. - რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ხატიას დაბადების დღეა! - წაიმღერა ლუკამ და ხატიას აცრემლებულ თვალებს გაუსწორა მზერა. - ჩაიფიქრე სურვილი და ჩააქრე 25_ვე სანთელი. - კიდე წაიმღერა რატიმ, ბარნოვმა სურვილი ჩაიფიქრა, ღრმად ჩაისუნთქა და ერთი ამოსუნთქვით ჩააქრო 25_ვე. - რა ჩაიფიქრე ასეთი, ყველა ერთად რომ ჩააქრე? ძალიან გინდა ახდენა, აშკარად.
-დიახ და რომ გითხრა, მერე აღარ ამიხდება. - თვალები გადაატრიალა ბედნეირმა, გამოწვდილი ტორტი გამოართვა და მისაღებში გავიდა.
-ნასვამი ხარ? არეულად დადიხარ
-ჰო, ერთი ბოთლი შამპანიური დავლიე.
-გეგონა არავინ მოგილოცავდა და მარტომ მიულოცე საკუტარ თავს დაბადების დღე? რა სულელი ხარ.
-საათსთვის არ დამიხედია, რაც გავიღმიძე მის მერე.
-12 საათია ზუსტად, ხატია. მობილურს მაინც დახედე.
-ვაიმე, მობილური! გამორთული მაქვს ხმა.
ბალიშებში მიმალული მობილური ამოაძვრინა და ეკრანს დახედა. 3 გამოტოვებული ზარი და წაუკითხავი 5 SMS ჰქონდა. ივანოვი ურეკავდა, გაგონება ვერც მოასწრო, სიმღერა რომ დაიწყეს ბავშვებმა და მოწოლილი ცრემლები გადმოუგორდა ცალი თვალიდან.
-გილოცავთ, ჩემი ძმა!
-საბუუნ, როგორ გამახარეთ, ხო აზრზე არ ხართ! მადლობა დიდი, ყველას!
-კაი, არ გრცხვენია? როგორ გაიფიქრე რო დაგვავიწყებოდა და არ მოგილოცავდით, ტო.. როდის გახსოვს ჩვენი გამაზული შენი დაბადების დღე?
-ხო, მაგრამ.. რავიცი.
გაეცინა ხატიასაც და სველი ლოყა მოიმშრალა. კედელზე ასვეტებული ლუკა უყურებდა ხატიას, უხაროდა მისი ბედნიერება, ბავშვურად უხაროდა, რომ პირველმა მიულოცა და, რომ ასე ძალაინ გაეხარდა ბარნოვს.
-კაიი, რა. არ იტირო ახლა, რა. - ეს პაპავა იყო.
-მართლა არ გინდა ახლა ეს სენტიმენტები. უნდა გავთიშოთ ახლა, კიდევ ბევრს აქვს მოსალოცი. - ელენეს ხმა გაარჩია ხმაურში. ისევ მან იფიქრა სხვებზე და ხატიაზე.
-კაი, საღამოს გელოდებით. მიყავრხართ ვაბშე სუ ყველა!
-ჩვენც ხატანტულა. ვთიშავ ახლა, ბოლო რომ ჩემი ხმა გაიგონო. - და კავშირი გაწყდა. სველი თვალებით გადახარხარა ხატიამ. და გამოტოვებული ზარები გადაამოწმა. ერთი მაკოსგან იყო, კურსელისგან და დაქალისგან. მეორეც დაქალისგან, ტასოსგან. მესამე მამისგან. შეტყობინებების წაკითხვა ვეღარ მოასწრო, დაფარული ნომერი ურეკავდა. სამზარეულოდან გამომავალ ლუკას გახედა, თეფშები და დანა-ჩანგლები ეჭირა ხელში. მისი ღიმილიანი სახე რომ დაინახა და თავი დაუკრა თახმობის ნიშნად, რომ ტელეფონსითვის გაეგონებინა, გააგონა და სავარძელზე ჩამოჯდა.
-გიხმენთ.
-დაბადების დღეს გილოცავ, ხატოო! - შეცვლილი, მაგრამ მაინც ძველებური ნიკუშას ხმა გაარჩია უცნობის ხმაში ხატიამ. სიხარულისგან წამოვარდა ფეხზე და პატარა ბავშვივით დაიწყო ხტუნვა.
-ნიკუშა! ვაიმე, ცუდად ვარ! ნიკო, როგორ მომენატრე. გეფიცები მეგონა, შენ ხმას ვეღარ გავიგებდი! ვაიმე, როგორ მომენატრე, ნიკუშაა! - უკვე ცხარედ ტიროდა ხატია. კედელთან ჩასრიალდა და იატაკზე დაჯდა. უკევ 2 თვეზე მეტი გავიდა, რაც ამერიკაში მყოფი, უფროსი ძმის ხმა აღარ გაუგონია. იმის გარდა, რომ მის ნაცნობს ეთქვა ცოცხალი იყო, არაფერი იცოდა.
-მეც მომენატრე, ხატოო. და თან როგორ ძალიან, ხო ვერ წარმოიდგენ.
-ვაიმე, არა! არ მჯერა, ნიკუშა!
-ხატოო..
ხატოს ნიკუშა იყო ეს. ძველი ნიკუშა. სივარულით სავსე ხმით. ძველი დრო გაახენდა ხატიას, ხატოო, ეტყოდა _ხოლმე ნიკუშა და მთელ სხეულით მოეხვეოდა_ოლმე ხატიას.
წარმოიდგინა, რომ ახლაც იმავეს გაიმეორებდა უფროსი ბარნოვი და ხმამაღლა ამოიტირა.
-გეხვეწები, აღარ იტირო მეტი, რა. შენ თავს გეფიცები ხვალაც დაგირეკავ, ოღონდ არ იტირო, რა. ყველაზე მეტად შენ ცრემლებს ვერ ვიტან, ხო იცი, არა?
-ვიცი, ჰო. ნიკო, რამე გიჭირს? რა ხდება? მთელი 2 თვე სად იყავი?
-შენ თავს გეფიცები, აი ახლა ამ წუთის განმავლობაში, იმაზე ბედნიერი ვარ, ვიდრე მთელი 25 წლის მანძილზე გამიტარებია ეს დრო შენთან ერთად.
-ხვალ ხომ დამირეკავ?
-შენ თავს გეფიცები_მეთქი.
-დედას დაურეკე?
-არა, ჯერ.
-არ დაურეკავ?
-ასე უთხარი, ხვალ დაგირეკავს შენც_თქო.
-გელოდები, ხვალ.
-უეჭველი, ხატო. უყვარხარ შენ ნიკუშას, ვაბშე ყველაზე მეტად!
-ხატოსაც, ნიკუშ..
ძალიან ბედნიერი იყო იმ წუთს ხატია.
ამაზე მეტი საჩუქარი რაც შეიძლებდა გაეკეთებინა ნიკუშას, საქართველოში ჩამოსვლა და დის ჩახუტება იყო, მაგრამ ბოლომდე რწმუნდებოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო.
ბედნიერებით სავსემ გახედა მომღიმარ ლუკას და გაუღიმა.
-მოდი ჩემთან.
თხოვნას დაემორჩილა ხატია, ლუკას მიუჯდა გვერდით, მიეხუტა და დედას გააგონა მობილურზე.
-დე, ნიკუშმ დამირეკა.
-მართლა? ხატია, როგორაა? ცუდი ხმა ჰქონდა? რა თქვა, რატომ არ ვრეკავდიო? მე არ უდნა დამირეკოს?
-დედა, დედაა! დამშვიდდი. კაი ხმა ჰქონდა, ძალიან კარგად ვარო და დედას უთხარი, რომ ხვალ დავურეკავო.
-ფული არ აქვს ალბათ, მეც რომ არ დამირეკა ახლა.
-აქვს, დედა. არ ინერვიულო. ხვალ დაგირეკავთო, შენც და დედასაცო.
-მე მოვუკვდი მაგას. რა სიკვდილი უნდოდა ამერიკაში რო მიტანტალებდა ერთი!
-დედაა! - შეუბღვირა ხატიამ და დედის დამშვიდებაზე ჩაეცინა. - დაბადების დღე უნდა მოგელოცა.
მერე დაბადების დღე მიულოცა. სურვილები გაანდო და დაემშვიდობა.
ისევ ლუკას ყავდა მიხუტებული. თმაზე ეფერებოდა ხატიას და ჩურჩულით კითხა.
-დარწმუნბული ხარ, რომ არაფერი გაკლია?
-დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც მაკლია არც ისეთი პატარა დეტლი, მაგრამ არ მინდა ამაზე საუბარი.
მერე პატარა ყუთი აათამაშა ხელში ლუკამ და ხატიას გაუწონა.
-ესეც ჩემი საჩუქარი.
-კიდე საჩუქარი?
-აბა მარტო ტორტს ძაღლებსაც არ აჭმევენ, გოგო. - გადიახარხარა ლუკამ და ხატას ანიშნა რომ ყუთი გაეხსნა.
ბრილიანტის ტვლებით გაწყობილი კულონი უჭრიდა თვალს, ცეპზე დამაგრებული. აღფრთოვანება ვერ დამალა. კისერზე გაუკეთა ლუკამ და გულზე დახედა, მერე ისევ სახეზე შეხედა.
-ძალიან გიხდება.
-ძალიან ლამაზია და ძალიან დიდი მადლობა!
-მოდი, ტორტი ვჭამოთ. - სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი.
-ამაზე კარგდ ახლა ვერაფერს ვიზამთ.
-ჭამაზე უეკთესი იცი შენ რამე?
-ნუ ხარ დამპალი! - სიცილითვე უპასუხა ხატიამ და ლუკას გამოწვდილი თეფში გამოართვა.
ტორტი ჭამეს. ყავაც დააყოლეს. ცოტა ილაპარაკეს და მერე ლუკა წავიდა. ხატიამაც მისაღები მიასუფთავა და საძინებელში გავიდა დასაძინებლად.
მალევე შეიკრიბნენ საღამოს. ბოლოს შემოსულ სტუმრებს მიუბრუნდა ხატია.
-როგორც იქნა, მაღირსეთ თქვენი თავები!
-თავში არ აგივარდეს ახლა, - გაუცინა ელენემ და საჩუქრის დიდი პარკი გაუწოდა. - ჩვენი ყველა საჩუქარი აქაა, მოკლედ.
განსხვავებული არაფერი.
ძველებურად ქეიფობდნენ, როგორც სჩვევიათ.
შიგადაშიგ ხატია ნერვიულად ათამაშებდა მობილურს ხელში და ეკრანს უყურებდა. ნიკუშას ზარს ელოდა, ის ხომ დაპირდა! ხატოზე ფიცს არასდროს ტეხდა.
ზარი ბოლომდეც არ იყო შემოსული, უკვე რომ აგაგონა ხატიამ და ლამის მთელი ხმით ჩაჰყვირა დაშიფრული ნომრის პატრონს.
-ნიკუშა!
-ეს ისე, მერე რომ არ მიხრა, ტყუილად დამიფიცეო.
მერე კავშირი გაწყდა, კარზე გადაბმული ზარი გაისმა და გასაღებად გავიდა. რამოდენიმე წამი გაშეშებული უყურებდა ზღურბლს მიღმა მდგარ ნიკუშას და აჩქარებულ პულსს მანინც ვერ გრძნობდა როცა სუნთქვა გაუჭირდა.
-ხაატოო!... - ისევ ის ნიკუშაა! ხატოს ძველი ნიკუშა! მთელი სხეულით აეკრა ხატაის ტანს, ხელები მოხვია და მის კისერში ჩარგო ცხვირი. მთელი მხარი დაუსველა ხატიას ცრემლებმა. ბედნიერების ცრემლებმა....
მერე იმაზე მაგრად გაატარეს დრო, ვიდრე ხატია წარმოიდგენდა. ძალიან ბედნიერი იყო, ძალიან!
გამთელიას ყველა ერთად წავიდა. ნიკუშამ მშობლები მომენატრაო, ისიც წავიდა. ბოლომ ივანოვნა ჩაიხუტა, შუბლზე დაუტოვა კოცნის კვალი და საჩვენებელი თითი აუქნია ცხვირთან.
-ჭკვიანად უნდა იყო და არ უნდა აწიო ამბავი! აი ეს გამომართვი. - გასაღებების ასხმა, ბრელოკებთან ერთად გაუწოდა საბამ. - მთაწმინდაზე, მისამართი იცი.

...

რატის 25 წლის იუბილე იყო.
მთაწმინდაზე სეირნობდნენ მანქანით.
უზარმაზარი საკუთარი სალისკენ გაახედა ხატიამ.
-აი იმ სახლს ხედავ?
-კი.
-ბავშვობიდან ჩემი ოცნებაა, რომ ის სახლი მქონდეს.
-ჩემხელა რომ გახდები, უეჭველი გაჩუქებ. რომც ვიჩხუბოთ, მაინც გაჩუქებ.
-მპირდები?
-გპირდები.
მაინც არ ჰქონდა იმედი ხატიას, რომ პირობას შეასრულებდა შოშიაშვილი, მაგრამ მაინც გაჩნდა იმედის მარცვალი. მის მერე ამ თემაზე არ უსაუბრიათ.

....

მთელი ღამე სიბნელეში იჯდა იატაკზე. ბრელოკებს ათამაშებდა ხელში და ვარაუდით ხვდებოდა, რომელი რა სიმბოლო იყო. 6_დან ხუთი რატისთან იყო დაკავშირებული. ხუთივეს რაღაც საერთო ჰქოდა მათ ურთიერთობასთან, ბედნიერებასთან. მაგრამ მეექვსე.. ნიკელის უბრალო რგოლი, ვერაფერს დაუკავშირა და ჩათვალა, რომ ეს უმისობოს მინიშნება იყო, რომ არაფერს და არავის უნდა მორიდებოდა ცხოვრებაში. რიგ-რიგობით ათამაშებდა ხელში ბრელოკებს, სათითაოს სინჯავდა თითებით, მათ მნიშვნელობას იხსენებდა და ცრემლად იღვრებოდა.
მოგონებების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. არაფერია იმაზე საშინელება, რომ წარსულიდან მოგონებები რომ არ გრჩება, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა მტკივნეულია და უნებურად ემსხვერპლება ამ ტკივილს ცრემლები.
გასაღებები დახსნა და შეინახა. მხოლოდ თითო ასლი დატოვა ასხმზე და თავისი ბინის გასაღებიც შეამატა. პრონციპში მთაწმინდის სახლიც თავისი იყო მხოლოდ. არ იცოდა როდის ავიდოდა მთაწმინდაზე, ამის სურვილი და ძალა როდის შეემატებოდა. მაინც თან იქონიებდა გასაღებს, ყოველი შემთხვევისთვის.
მთელი კვირის მანძილზე, სამსახურის შემდეგ მთელ თავისუფალ დროს ნიკუშასთან ერთად ატარებდა. ხშირად მეგობრებთან ერთად, ზოგჯერ მარტოები დასეირნობდნენ თბილისის უბნებში. მთაწმინდაზეც იყვნენ მაგრამ სახლში არ შესულა. არც გაუხედავს იმ მხარეს.
ლუკასაც ნახულობდა_ხოლმე. ფილმს უყურებდნენ ერთად და ლაპარაკობდნენ.
ხატიასთვის რომ გეკითხათ, ერთი ჩვეულებრივი ცხოვრება ჰქოდნა. ყოველ დღე ერთი და იგივე მეორდებაო, გიპასუხებთ. ახლობლების მზერასა და ფრაზებში ვერაფერს ამჩნევდა, უცნაურს. ვერც იმას, რომ საკუთარმა გრძნობებმა ცვლა დაიწყო. თითქოს შეგუებულიც კი იყო ლუკასთან ერთად ყოფნას საღამოობით და ფილმის ყურებას. ვერ ხვდებოდა, ან არასდროს დაფიქრებულა, რომ მის გარეშე ფილმს ძალიან იშვიათად უყურებდა. კვირაში თითქმის 6 საღამოს ერთად ატარებდნენ. ხან ხატიასთან, ხან - ლუკასთან. მისაყოლებლებს და ცივ სასმელებს ცვლიდნენ. ცდილობდნენ, უცხო სითხის გასინჯვას და გემოვნებაზე დაობდნენ.
ჯერ კიდევ აგვისტოს პირველი ნახევარია. თითქოს დრო სწრაფად გადის, მაგრამ უკვე აუტანელი ხდება სიცხე. არც ღია აუზზე სტუმრობას იკლებს, არც ქალაქში მარტო სეირნობას, არც ბარებს და გართობას. სამსახურშიც თითქმის ყოველდღე დადის შეხვედრებდე. ყოველდღე მუშაობს სახლში თავაუწევლად და მაინც არ ბეზრდება ქალაქი. არც ის ყოველდღიურობა ბეზრდება, სასტავთან ერთად გართობა, ლუკასთან ერთად სეირნობა და არც მასთან ერთად ფილმის ყურება.
მთელი დღე სახლიდან არ გასულა. სახლი დაალაგა; კარადებიც გახეხა და ფანჯრებიც გაწმინდა. მერე ფილმი აარჩია, საყინულედან ვისკის ბოთლი გამოიღო, რბილ ნოხზე მოთავსდა ბალიშებთან და ფილმი ჩართო. არ გეგნოთ, რომ ლოთია, უბრალოდ საშინლად სასიამოვნოდ გრძნობს ასე თავს. თითქოს მთელი დღის დარლილობა ეხსნება, ყველაფერი ავიწყდება და ახალ სამყაროში ეშვება. ნახევარი საათი თვალი არ მოუშორებია ეკრენისთვის. ჯერ ვერ შემდგარი წყვილის ცოდვით იწვებოდა და სასმელს წრუპავდა. მერე ძალიან, ძალიან მოუნდა გვერდით თავისი გემოვნების ბიჭი ჰყოლოდა, ჩაჰხუტებოდა და ეკოცნა. ყოფილიყო თუნდაც რატი...
მალე ალბათ, თვალები ნელ-ნელა მიელულებოდა, ლუკა რომ არ მოსულიყო. ფეხზე წსწრაფად წამოდგა და ცოტა თაბრუ დაესხა, სასმელი მოჰკიდებოდა. ბარბაცით გავიდა შემოსასვლში. კარის გაღება ვერც მოასწრო, ისე აღმოჩნდა ჰაერში. 2 სრული ბრუნი შეარულა ლუკამ და მიწაზე რომ დააბრუნა და დაიყვირა, მერე მიხვდა ხატია, რაც ხდებოდა.
-ჩავაბარე, ხატია! მამაჩემთან ვმუშაობ, კილასონიების კომპანიის დირექტორი ვარ, გესმის? ტყუილად არ მისწავლია 6 წელი უნივერსიტეტში!
მერე იყო სიცილი, ბედნიერების გაზიარება, ბევრი ბედნიერების ღიმილი.
მოულოდნელი, მათი პირველი კოცნაც იყო.
ასე წამებში, გაუაზრებლად, უბრალოდ მოუნდა, მოუარეს და ისიც დაიხარა, ხატიას სქელ ტუჩებს მთელი ვნებით დაეწაფა და მის წელზე შემოხვეული ხელით, მთელ ტანზე მიიკრო სუსტი სხეული.
შეიძლება სასმელის ბრალია ან სულაც გრძნობების. ფაქტი ერთია, საერთოდ არ გაუპროტესტებია ბარნოვს მომხდარი და არც ოდნავი წინაარმდეგობა დასტყობია. თამამად ათამაშებდა თითებს კილასონიას მოზრდილ თმებში.
კოცნა არასდროს ყოფილა ხატიას სუსტი წერტილი. უმეტეს შემთხვევაში, ვერაფერს გამოაპარებდი, ვერც დააძალებდი, მაგრამ ეს გამონაკლისი არ ყოფილა.
არც ის, რომ დიდი ხანია აღარავისთვის უკოცნია და მოენატრა.
ურბალდო, ასე მოსწონდა.
უფრო სწორად - მოეწონა. საშინლად მოეწონა.
ვისკი გამოართვა, ცოტა მოსვა და ისევ ხატიას დაუბრუნა.
-სალაპარაკო გვაქვს ხატია.
-ჰო.
-ხვალ, სასმელის ზემოქმედებიდან რომ გამოხვალ. - საფეთქელთან აკოცა ხატიას და ფილმის ოთახისკენ უბიძგა - წამოდი, ვნახოთ რა ფილმს უყურებდი.
-ჩემთან ერთად უყურებ?
-კი, ხატია.
თითქმის წამოწოლილ ლუკას მიეხუტა გულზე. კიდე მოსვა ვისკი და ბოთლი მიაწოდა ამაშუკელს. ფილმი არც გახსენებია, მალევე დაიძინა ლუკას გულზე.
ძვლივს, თითქოს სიტუაცია ცოტა დასტაბილურდა და ამ ერთმა უბრალო თუ ბრალიანმა კოცნამ უარესად აშალა ყველაფერი. ტვინმა აზროვნება განარგძო, მაგრამ როგორი..
თოთქოს რაღაც არმოსახდენი მოხდა. გრძნობები ვერ ეტეოდა ადგილზე, წარსული უნებურად დაბრუნდა. ყველაფერი ერთანეთში ირეოდა, ვერაფერს მიხვდა. მერე ისევ, თითქოს ყვეალაფერი ჩვეულ კალაპოტს დაუბრნდა, მაგრამ მაინც ელოდებოდა. ელოდებოდა აფეთქებას, რომელიც არ იცოდა როდის, საიდან, რანაირად გაჩნდებოდა.
ძვლივს, თითქოს სიტუაცია ცოტა დასტაბილურდა და ამ ერთმა უბრალო თუ ბრალიანმა კოცნამ უარესად აშალა ყველაფერი. ტვინმა აზროვნება განარგძო, მაგრამ როგორი..
თითქოს რაღაც არმოსახდენი მოხდა. გრძნობები ვერ ეტეოდა ადგილზე, წარსული უნებურად დაბრუნდა. ყველაფერი ერთანეთში ირეოდა, მაგრამ არაფერს ნანობდა. საერთოდ არაფერს. არც უარის თქმას აპირებდა.
დილითვე ილაპარაკეს, სანამ წამოდგებოდნენ ფეხზე და კიდევ ერთი კოცნით დაჯილდოვდა ლუკასგან. ბედნიერი იყო. მართლა სრულყოფილ გრძნობად მიაჩნდა ასეთი ბედნიერება.
იმ საღამოს ნიკუშას გაცილებას აწყობდნენ, ისევ ბრუნდებოდა ამერიკაში. შოშიაშვილის ძმაკაცებსც იყვნენ იქ. თითქოს სასმელი დაეტყო ხატიას, ფეხზე წამოდგა, შეყვარებული მყავსო, განაცხადა.
თითქოს წასვლა გადაიფიქრა ნიკუშამ. ივანობს იმედის ძაფი გაუწყდა. გოგსაძეს ჩანგალი გაუვარდა ხელიდან. პაპავამ სასმელი მოიყუდა, სადღერგრძელოს გარეშე. ბევრს არც გაჰკვირვებია, ზოგსაც ძალიან ეწყონა. მცირე რაოდენობა დარწმუნდა, რომ შოშიაშვილი ბოლოდე დასრულდა. მხოლოდ გოგოებს გაეხარდათ, ხატიას დაქალებს, პაპავას ცოლს და გოგსაძის საცოლეს.
არაფერი უკითხავს მათთვის ხატიას, გვიანობამდე მოღრუბლული იჯდა სუფრასთან, არც გასართობად აჰყოლია დანარჩენებს. ნიკუშას ხასიათი შემოუბრუნა და გვერდიდან არ შორდებოდა.
აეროპორტში მხოლოდ ხატიას და ლუკას დართო გაყოლის უფლება. კიბეზე ასვლამდე ლუკას დაუბარა, ჩამოსვლა არ გამიჭირდებაო და წავიდა.
იმ საღამოსვე, სამსახურის მერე წავიდა ხატია ლისის ტბაზე, პატარა სახლში. ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ყველა იქ იყო.
კარტს თამაშობდნენ ბიჭები და ანე. ელენე ყავას ამზადებდა. მაშინვე შეწყიტეს თამაში.
-ვიცი, რომ არ გაგეხარდათ. ისიც ვიცი, რომ მთელ თბილისს გირჩევნიათ რატის დანახვა ჩემ გვერდით, ეჭვი არ მეპარება. რას არ გავიღებდი, ახლა რომ რატი იდგეს ჩემ გვერდით და შვილი გვყავდეს, მაგრამ არ არის აქ. კიდევ 8 წელი ვერ იდგება ჩემ გვერდით და რა იქნება მერე, აღარავინ იცის. ვიცი, რომ წინააღმდეგობას არ გამიწევთ, ისიც ვიცი, რომ არაფერს მეტყვით ზედმეტს და გულს ასე არ მატკენთ, მგარამ მე ის მინდა, რომ გამიგოთ. სულიერად მინდა გევრდში დგომა თქვენი, მხოლოს ფიზიკური - არა. თქვენ თვალებში ვხედავ ყველას აზრს და არ მინდა ასე. თქვენ მე მჭრდებით, გესმით? თქვენ მხოლოდ რატის ძმაკაცები არ ხართ, ჩემიც ხართ. ჩემიც უნდა გიხაროდეთ და გესმოდეთ. ასე მინდა მე დღეს, 8 წლის მერე, 8 წელიწადში ვნახავთ რაც იქნება.
-ხატანტულა, ჩვენ ჩვენ პონტში გაგვიტყდა. ბაზარი არაა, მართლა გვესმის შენიც, უბრალოდ ჯერ არ ველოდით ამას. პროსტა ლუკას ჩვენ ძმად რომ ვერ მივიღებთ, ხო იცი?
-ვიცი და არაფერია, მე მაინც ხატანტულად დავრჩები თქვენთვის!
-დარჩები!
ისევ ივანოვი გამოხტა პირველი, ისევ ივანოვმა ჩიხუტა პირველი. მერე ელენე მივიდა და ორივეს შემოხვია ხელი, მერე ანე, პაპავა, გოგსაძე და იატაკზე აღმოჩნდა ექვსეული.
მერე ბევრი იცინეს, ბევრიც ილაპარაკეს და სახლში გააცილება უნდოდათ ბარნოვის, მაგრამ სასტიკი უარი მიიღეს პასუხად.
პირველად ავიდა მაშინ მთაწმინდის სახლში.
...
27 ოქტომბერი თენდებოდა. მობილურის ხმაზე გაეღვიძა, ივანოვი იყო.
-მითხარი, რომ ცოლი მოიყვანე, სხვა შემთხვევაში ამას არ გაპატიებ!
-ცოლი მოვიყვანე, ხატატო.
-ნეტა შენ ცოლს მომასწოს ღმერთმა.
-მართლა მოვიყვანე.
-კააი?! მეღადვები.
-გამოესვენე ლისზე.
-რომ მოვალ, 5 წუთიც არ დამჭირდება შენ გასაპუტად! არ გაპატიებ ტყუილად გაღვიძებას!
ჩაეცინა ივანოვს და ყურმილი გაუთიშა. ბუზღუნით მიხურა სააბაზანოს კარი ბარნოვმა. 20 წუთში გაემზადა ზუსტად, ლეპტოპი აიღო და ბინიდან გავიდა.
სახლში შესულმა ვერავინ დაინახა, კარი მიხურა და გვერდით ოთახში გავიდა. უცხო თვალმა გაუღიმა. ოთახს ხელმეორედ მოავლო თვალი და მაინც ვერავინ დაინახა მის გარდა. ვერ იჯერებდა ან არ იჯერებდა. სად იყო ივანოვი?
-ხატანტულა, ხო? - ფეხზე წამოდგა და ხატიას მიუახლოვდა. - ტასო.
-სასიამოვნოა. - ხატიამაც ღიმილით უპასუხა ტასოს მიმიკას და თვალებით იკითხა ივანოვი.
-მაღაზიაში გავიდა. უკვე უნდა მოვიდეს წესით.
-გასაგებია.
-შეშფოთებული ხარ თუ სულ ასეთი ხარ?
-არა, უბრალოდ... - ხატია დაიბნა, ვეღარაფერი მოიფიქრა და პირდაპირ იკითხა, - მართლა ივანოვის ცოლი ხარ? - ტასო გაწითლდა, ოდნავ გააქნია თავი თანხმობის ნიშნად. - მაგას არ ვაპატიებ მე საბას! ახლა უდნა ვიგებდე?
-შენ გაიგე პირველმა, მაგითი მაინც დაკმაყოფილდი, გოგო. - ივანოვის სიცილი გაისმა სახლში.
-აა, პროსტა, რა უნამუსო ხარ?
-ძაან ტიპი, ხატანტულა!
-გადაიღო ჩემი ფრაზები! - გაეცინა ხატიას.
-მიდი, დანარჩენებს დაურეკე, რა. მე რაღაცეებს გავამზადებ.
-არის, სიძე'ვ!
-მოგხვდება ტაფა, ხატანტულა!
არცერთი წასულა არჩევნებზე, ყველამ დაივიწყა. არც ხატიამ გაუტეხა საბას და ლუკასთვის არ უთხოვია ამოსვლა.
კიდევ ერთი მაგარი დრო გაატარეს ერთად და გვიან დაიშალენ. მარტო დატოვეს წყვილი.
...
პირველ იანვარს სთხოვა ხელი ლუკამ. ბედნიერებით უნდა დაიწყოს წელიო, ხატიამ და დათანხმდა. თებერვლის 13_ს დათქვეს ქორწილი.
ზუსტად იმ პერიოდში აირია ყველაფერი. ბიჭები მის მერე აღარ განმოჩენილან. ლისის ტბის სახლის დაკეტილი იყო.
3 კვირის მაკძილზე მათგან არაფერი სმენია, გიჟს გავდა, ჩემი ბედნიერება არ უხარიათო.
მერე ჭორი გაიპარა უბანში, შოშიაშვილი გაანთავისუფლესო.
მესამედ მიიღო შოკი.
სახლში ჩაიკეტა ბარნოვი, მობილურიც გამორთო. უფროსს დაურეკა ცოტა ხანი ვერ ვიმუშავებო. ლუკასაც აღარ ნახულობდა.
ხელახლა გადატრიალდა ყველაფერი.
5 დღის მანძილზე ფიქრობდა წარსულზე, საკუთარ გადაწყვეტილებაზე. დარწმუნებული იყო ლუკასთან ურთიერთობაზე. მაინც ტკიოდა წარსული.
მეექვსე დღეს სამსახურში გავიდა. ახალი შეკვეთა მიიღო, პირობებს გაეცნო და სახლში დაბრუნდა. მანქანიდან გამოვიდა და სადარბაზოში შევიდა. ფეხით აირბინა კიბეები და თითქმის უკვე მინასთან მისულს ნაცნობმა, მონატრებულა ხმამ გააშეშა. ახლოს მივიდა შოშიაშვილი მასთან, გრძელი თმა 2 თითით ჩამოვარცხნა და მშვიდი ტემბრით ალაპარაკდა.
-როგორ არ გიხდება გრძელი თმა. - გაეღიმა შოშიაშვილს, თვალებში ჭინკების გარეშე. სინანულის და მონატრების მეტს ვერაფერი იკითხებოდა მის მზერაში. პასუხი არ გაუცია ბარნოვს. გაშეშებული იდგა და კანკალის დამალვას ცილობდა. - თხოვდები, ხატანტულა?
-კი.
-არაფერია, მესამედ გაგიმართლებს.
-ბატონო?
-ჭკვიანად იყავი, ხატანტულა.
პასუხს არც დალოდებია. უბრალოდ, საფეთქელთან კოცნის კვალი დაუტოვა და წავიდა. ცოტახანი გაშეშებული იდგა ხატია, ვერ ფიქრობდა. მერე ბინაში შევიდა, სიბნელეში ჩაიკეტა, ბალიშებზე დაემხო და ახსნის მოძებნა სცადა.
რომელ მესამე გამართლებაზე საუბრობდა შოშიაშვილი? რისთვის მოვიდა ვაბშე ხატიასთან? ხატანტულაო, როგორ მონატრებულად გაისმა რატის სიყვარულნარევი ხმა. ისევ ძველ დროს იხსენებდა ხატია, ისევ რატის.. ისევ ტიროდა.
ლუკაც ნახა გვიან. არაფრის ახსნა მოუთხოვია კილასონიას, უბრალოდ მივიდა ხატიასთა და ჩაეხუტა. ასე უსიტყვოდ გაუგო. ცოტა დაამშვიდა მისმა ნახვამ ხატია.
მის მერე შოშიაშვილი თვალით არ უნახავს, არც ბიჭები. ხმაც არ გაუგონია მათი.
11 თებერვალი იყო.
სამსახურში ერთ თვიანი შვებულება დაწერა და სახლში დაბრუნდა. საძინებელს მიაშურა და საწოლზე დატოვებული თეთრი კაბის ყუთი გახსნა. კაბის ზედა ნაწილს ფრთხილად მოკიდა ხელი და ფრთხილად ამოიღო ყუთიდან, მაგრამ კაბის ზედა ნაწილის მხოლოდ 30სმ ამოყვა მის ხელს. მერე დანარჩენს ჩახედა, ბარათების ზომის ნაჭრებად ქცეულიყო მთელი კაბა. თვალები დაახამხამა და ისევ ჩახედა.
-აღიარე, რომ ეს ქორწილი უკვე ჯიუტ ხასიათში გადაგდის! - რატის ცივი ხმა გაისმა საძინბელში.
-რა დაგიშავა ამ კაბამ? სულ გადაგვარდი ციხეში? - ბოლო ხმაზე დაიღრიალა ხატიამ და შიშიაშვილის ფეხებთან გაჩერდა.
-ნუ ყვირი!
-ამიხენი!
-უშენოდ ჩაივლის ქორწილი.
-უჩემოდ, რომელი ქორწილი ჩაივლის?
-ლუკა რომ მოიყვანს ცოლს, ის ქორწილი. - ხმა არ ამოუღია ბარნოვს. - მომენატრე, ხატანტულა. - ისევ არ იყო პასუხი. შოშიაშვილმა ყურების ქვეშ მოვიდა ორივე ხელი, ნელა დაიხარა და მონატრებულ ტუჩებს გემო გაუსინჯა. ობოლი ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან ბარნოვს. იმ წამსვე გაიშიფრა. მერე წელში გაიმართა შოშიაშვილი და ჩაიცინა. -აუ, მართლა რა პატარა ხარ, ეე. რომ ვსწორდები, მერე აღარ ჩანხარ.
-იდიოტო!
- კითხვების გარეშე. გასაღებები სად გაქვს?
-შემოსასვლელში.
ხატიას ხელი მოხვია და სახლი დაატოვებინა. საჭესთან მოთავსდა შოშიაშვილი, მანქანა შიგნიდან ჩაკეტა და გევრდით მჯდარ ხატანტულას გადახედა.
-გათხოვებას გილოცავ, ხატანტულა.
-ბატონო?
-მესამედ გაგიმართლა, ხედავ?
-რა გამიმართლა, შენ გაგიჟდი?
-ყველაზე მაგარი ცოლი მყავს, მთელ თბილისში! - დაიღრიალა შოშიაშვილმა და მანქანა სიგნალეით დაძრა ადგილიდან.
-მანქანა გააჩერე, ახლავე! რატი გააჩერე_მეთქი! სად ჯანდაბაში მივდივართ? თავი დამანებე! რომელ გათხოვებას მილოცავ?
კიდევ დიდხანს ყვიროდა ბარნოვი.
მერე ყველაფერი გადახარშა.
გაჩუმდა და სიცილი დაიწყო.
ცრემლებიც სდიოდა, ბედნიერების..

...
რაც არის, არის ! ძვლივს დავამთავრე და ამის გადამკითხველი და გამსწორებელი მე აღარ ვარ ;დ
ვიცი, რომ პირველი და მეორე ნაწილის თარიღები ერთანეთს არ ემთხვევა. პირველი რეალურ ამბავზე მაქვს აგებული და მაშინ გაგრძელება არ მიფიქრია.
ველოდები შეფასებას <3



№1  offline წევრი Margvelashvili

Goooddddd <3 <3 <3 momewona dzalian da saertod ise aseti sruliad dawerilebi mirchevnia bevrad da istoria romelic,ariqneba dzalian didi sruliad dade xolme ;)

 


№2  offline წევრი კოტი

დამპალი ხარ შენ :დ მართლა კარგი იყოოო აი ყველანაირად

დამპალი ხარ შენ:დ მართლა კარგი იყო აი ყველანაირად.... ლუკა შემეცოდა,ხატიამ მომშხამა არ უნდა დათანხმებოდა ლუკას... აი რაც შეგეხება შენ გოგონი რაარი მართლა გაგეგრძელებინა სულ ოდნავ კიდე არ მეყო(არ მცემო) სიამოვნებით წავიკითხავ შენს ყველა იმ ისტორიას რაც დაიწყე და მიაგდე:დ:დ ჩემი ყველაზე მაგარი ხარ შენ დაი:* მაგრამ რად გინდა ზარმაცი ხარ:დ იცოდე ველოდები ახალს ამაზე დიდს და უფრო თბილს მაგრამ რაც მთავარია შენეულს:* ეტყობა შენი ხელი ხო და რომ ჩამოხვალ აუცილებლად მიგტყეპავ:დ:დ
--------------------
ცაში ანგელოზი მათ მომავალს წერდა

 


№3  offline წევრი salomee

Momewona! Sada da sayvareli iyo:)) yochaaag

 


№4  offline წევრი Ana Imnadze

რა საყვარლობა იყო,პატარა მაგრამ კარგი <3

 


№5  offline წევრი katerinaeka

ეხლა მომეწონა, ბედნიერი დასასრულები მიყვარს მე.(კარგად წერ... ეს უკვე დავწერე blush)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent