შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ აგირჩიე, პატარა ქალბატონო! 11


21-06-2015, 21:22
ავტორი Nini13
ნანახია 4 969

მანქანიდან გადმოვედი, თვალებს ვერ ვუჯერებდი, ჩემს წინ უზარმაზარი გულის ფორმის ცეცხლი ენთო და შიგნით ეწერა „შენ ხარ ჩემი დედოფალი“. მე დიტოსთან მივედი
-დიტო... (მე) სიტყვა არ დამამთავრებინა
-მადლობა ჯერ ადრეა (დიტო) ადრე? ნუთუ წინ კიდევ რაღაც მელოდა?
-გამომართვი, კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს (დიტო) ხელში გასაღები მომცა, დავიბენი, ვერაფერს მივხვდი
-დიტო ეს... (მე) ისევ გამაწყვეტინა
-უკან მიიხედე (დიტო) მივიხედე და დავინახე BMW მარკის, მუქი ლურჯი ფერის ავტომობილი...
-არ არსებობს (მე)
-არსებობს, ესეც ჩემი საჩუქარი, ჩემს პატარა ქალბატონს (დიტო)
-დიტო.. ეს მართლა ჩემია? (მე) აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი
-კი, შენ ამაზე უკეთესსაც იმსახურებ (დიტო) ძალიან მაგრად ჩავეხუტე..
-ძალიან ძალიან ძალიან დიდი მადლობა, ეს საუკეთესო საჩუქარია ჩემს ცხოვრებაში, მიყვარხარ დიტო (მე) მერე მივედი და ჩემს ახალ მანქანას ჩავეხუტე..
იმდენად ბედნიერი ვიყავი იმ საღამოს ვერც გადმოვცემ. ჩემი უსაყვარლესი ადამიანები, ასეთი სიურპრიზები <3 იმ წუთას ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი დედამიწაზე, განა ვინმეს არ უნდა ასეთი ადამიანები ყავდეს გვერდით? მე ნამდვილად გამიმართლა რომ ისინი ვიპოვე ცხოვრებაში..
ანი, იყო ადამიანი რომელიც დაბადებიდან ჩემთან ერთად იზრდებოდა, რა არის იმაზე დიდი ბედნიერება, როცა ბავშვობის მეგობარი გყავს? რომელსაც უზომოდ უყვარხარ და გიყვარს.. მე არ ვთვლიდი რომ დედისერთა ვიყავი, მე მყავდა ანი, რომელიც ზუსტად ისე მიყვარდა და მიყვარს როგორც საკუთარი და მეყვარებოდა და ყოველთვის პირველ ადგილზე ვაყენებდი მას. ის იყო და არის ჩემი ნამდვილი მეგობარი, ის ჩემს გვერდით იყო ჭირში, ლხინში, სიხარულის თუ მწუხარების დროს, ყოველთვის მამხნევებდა და რჩევებს მაძლევდა, უსიტყვოდ ხვდებოდა როცა რაღაც მაწუხებდა. ერთმანეთს ყოველთვის ვეუბნებოდით: „ვინც არ უნდა შეგიყვარდეს, გახსოვდეს, ჩვენ ყველაზე ადრე გვიყვარდა ერთმანეთი“. და თუ ოდესმე შეძლებთ ასეთი ნამდვილი მეგობრის პოვნას, ჩათვალეთ რომ ნამდვილი განძი იპოვეთ.
დიტო? დიტო იყო ბიჭი რომლის გვერდით ყოფნაზეც ყველა გოგო ოცნებობდა, მაგრამ, განა მართლა უყვარდათ ის? არა, მათ მისი იმიჯი უყვარდათ. ის ეძებდა გოგოს, რომელიც შეიყვარებდა დიტოს და არა მის ფულს, მე კი შემიყვარდა დიტო ჯავახიშვილი, ჩემთვის განსაკუთრებული, მაგრამ არა მისი იმიჯის გამო, არამედ იმის გამო როგორიც იყო ის, მე მისი სული შემიყვარდა.
მეორე დღეს დილის 11 საათზე გამეღვიძა, შხაპი მივიღე, ჩავიცვი და მაშინვე სამზარეულოში ყავის ადუღებას შევუდექი. ყავით სავსე ფინჯანი ავიღე და აივანზე დავჯექი, ძალიან ლამაზი დღე იყო. ყავას ვსვავდი და თან ქუჩაში მოსიარულე ადამიანებს ვაკვირდებოდი, როცა ჩემი მობილური აწკრიალდა. დიტო იყო
-გისმენ დიტო (მე)
-ნინ შენ და ანი დღეს სადმე კაფეში მოდით რა, საქმე მაქ (დიტო)
-კაი, სად და რომელზე? (მე)
-მოვიფიქრებ და მესიჯით გამოგიგზავნი (დიტო)
-აა კაი (მე)
-გკოცნი, დროებით (დიტო) მობილური გავთიშე და ისევ გავაგრძელე უცნობი ადამიანების ყურება. დაახლოებით 10 წუთში გვერდით ანი მომიჯდა
-დილამშვიდობის (ანი)
-რაღა დილა, შუადღეა უკვე, ძილისგუდა (მე) თან გამეცინა
-აუ რა კარგი დრო ვატარეთ გუშინ (ანი)
-შენი წყალობით (მე) ვუთხარი, მივიწიე და ლოყაზე ვაკოცე
-ხო მართლა, წეხან დიტომ დამირეკა სადმე შემხვდით დღესო (მე)
-ხო მშვიდობაა? (ანი)
-რავი კიი მემგონი, რაღაც საქმე მაქო და ვნახოთ (მე)
-აუ ყავა მეც მომინდა (ანი) თქვა და ყავის გასაკეთებლად სამზარეულოში შევიდა.
შუადღისას ჩავიცვით და წავედით იმ კაფეში სადაც დიტომ მითხრა. რომ შევედით ის და ბექა უკვე მისულები იყვნენ და კუთხის მაგიდასთან ლუდს სვავდნენ, ჩვენც შევუერთდით
-როგორ ხართ? (ბექა)
-რავი გუშინდელი დღის შემდეგ მე არაჩვეულებრივად (მე)
-მეც, თქვენ როგორ ხართ? (ანი) ამ დროს ოფიციანტი მოვიდა რომ შეკვეთა მიგვეცა, 2 ნაყინი შევუკვეთეთ ცივ ყავასთან ერთად და მანაც მალევე მოიტანა
-დიტო აბა გისმენთ, რა უნდა გეთქვა? (მე)
-ესეიგი ამ დილით მომივიდა თავში კაი აზრი, მოდი ყველა ერთად წავიდეთ ეგვიპტეში, აბა რას იტყვით? (დიტო) და წარბები აათამაშა
-ვაიმე, ჩემი ოცნებაა მანდ წასვლა (მე)
-მემგონი ყველას ოცნებაა, ხო და წავიდეთ რა (დიტო)
-აუ კი წავიდეთ, რა დროს გავატარებთ (ანი)
-ვსო ბექა შენც თანახმა ხარ ხო? (დიტო)
-სადაც თქვენ, იქაც მე (ბექა)
-ლუკა და მისი შეყვარებულიც თუ წამოვლენ კაი იქნება, და გაგაცნობთ (დიტო)
-კაია ძაან, უკვე ერთი სული მაქვს, როდის წავიდეთ? (მე)
-რავი, ზეგ წავიდეთ, მოსულა? (დიტო)
-კაი, აუ რა მაგარია (მე) ძალიან გამიხარდა და უკვე ვერ ვითმენდი როდის გავიდოდა 1 დღე...
აი დადგა ეს დღეც, დილის 8 საათზე ავდექი, უფრო სწორად წამოვფრინდი საწოლიდან. ბარგი წინა ღამით მქონდა ჩალაგებული , შხაპი მივიღე, ჩავიცვი. ანიც უკვე მზად იყო და დანარჩენების ზარს ველოდით. როგორც წინა ღამით გავიგეთ, დიტოს და ბექას მეგობარი ლუკა, მის შეყვარებულთან ერთად მოდიოდა. მართალია ძალიან მიხაროდა, მაგრამ მგზავრობა ოდნავ მაშინებდა, თვითმფრინავში არასდროს ვმჯდარვარ.
10 საათი იყო ჩვენი კორპუსთან ორი მანქანა რომ მოვიდა. დიტო და ბექა ერთად ისხდნენ, ჩვენც მათი მანქანით მივიდოდით აეროპორტამდე, ხოლო ლუკა და მისი შეყვარებული გვანცა, ცალკე. ბიჭებმა ორივე გაგვაცნეს, ორივე კარგები ჩანდნენ. მართლა მესიამოვნა მათი გაცნობა. აეროპორტში დროულად მივედით და როცა თვითმფრინავში ვსხდებოდით დიტომ სახეზე დაძაბულობა შემატყო
-რა გჭირს? (დიტო)
-თვითმფრინავში არასდროს ვმჯდარვარ და (მე)
-კაი რა, მე ხო აქ ვარ, რა განერვიულებს (დიტო) და თბილად გამიღიმა, ამ სიტყვების შემდეგ მართლა მომეხსნა დაძაბულობა და დიტოს გვერდით, ფანჯარასთან მოვკალათდი.



№1  offline წევრი anaa

ძაან მაგარიაა :*

 


№2  offline წევრი lamazmani

კაია მომწონს მალე დადე ველი love აუ საყვარელი დიტო

 


№3  offline მოდერი ^paradise^

ნინიიიი მალე დადე <3 შემოვდივარ რომ შევამოწმოოო დადე თუ არა :დ ძალიან მაგარი გოგო ხარ :* ძალიან კარგად წერ<3

 


№4  offline მოდერი ანკა

ყოჩაღ ძალიან კარგი იყოო!!! <3
ასე გააგრძელე აბა შენ იცი, წარმატებები... <3 <3 <3

 


№5  offline წევრი Nini13

ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent