ვერეს მსხვერპლი(თავი 2)
თამარის ღრმა ძილი ჩვევია.ბომბი რომ ჩამოვარდეს,მას მაინც არ დაურღვევ ამ მყუდროებას,ამიტომ არც ნატალიას სკოლაში წასვლა გაუგია.გოგონა სწრაფად გაემზადა,ჩაალაგა ჩანთა და სკოლისკენ გასწია.კიდევ კარგი,სკოლა სახლის გვერდით აქვს,თორემ ისე ეზარება ადრე ადგომა და სახლიდან გასვლა.არა,გინდ ადრე ადგეს მაინც ვერ იტანს წასვლას.სამ წუთში სკოლაშია,მაგრამ მაინც ხშირად აგვიანებს.ცოტა ხნის წინ მთელი ერთი გაკვეთილი ფეხზე დააყენეს.არ გაუმართლდა.ახალი დირექტორია და დაიწყო ხრუშტულები. „ბედი არ მაქვს“-ნატალია ამ სიტყვებს ხშირად ამბობს,მაგრამ ჯერ არავინ იცის აქვთ თუ არა ის/ კლასში უღიმღამოდ შეაბიჯა. -როგორ ხარ?-დიანა წამოვიდა მისკენ. პასუხად მხოლოდ გაუღიმა და საკოცნელად მიიწია. ზარი მალე დაირეკა.პირველი მათემატიკა ჰქონდათ.სათვალიანი მაღალი ქალი სწრაფად შემოვიდა ოთახში და მის დანახვაზე ყველა ფეხზე წამოდგა. -დავალება ვინ დაწერა?-იკითხა ჩვეულად და რაღაც ქაღალდებში დაიწყო ქექვა. -მარიამი დღეს არ მოვა?-დიანა შეხედა გვერდით მჯდომ ნატალიას. -არ ვიცი.არ დავლაპარაკებივარ. -უი,არც მე. -ეგ სულ აცდენს ორშაბათს-გაეღიმა ნატალიას და მასწავლებლისკენ წაიღო მზერა. -ნატალია,მეორე ამოცანა წაიკითხე-ზუსტად მას მიმართა ნანა მასწავლებელმა. -ახლავე-გოგონამ კითხვა დაიწყო. -სწორია...ადვილი იყო ეს ნომერი.შემდეგიც წაიკითხე. გოგონამ შემდეგიც უღიმღამოდ ჩაიკითხა.მათემატიკაში ძლიერია,ესმის,თანაც შესანიშნავად,მაგრამ სიყვარულით არ უყვარს.როცა მორჩა ტელეფონს დახედა.თამარი წერდა: „გამექეცი“. „მძინარა,გოგო..ვისზე რას ამბობ.“ „ავდგები.მეძნება,მაგრამ რა ვქნა.წასასვლელი ვარ“ „წარმატებები“. ამ დროს მარიამაც შემოაღო კარი. -სასწაული-დიანას გახედა ნატალიამ. -შეიძლება?-მარიამმა ჰკითხა მასწავლებელს. -რატომ აგვიანებ?-რიტორიკული კითხვა დასვა და დაფაზე დავალების წერა განაგრძო-აი,ეს ნომრები გექნებათ.ვინც არ დაწერთ,ორიანი. -დავიღალე-მარიამმა ჩვეულად ამოიხვნეშა. -ჩვენს,მარიამ,ჩვენც-ნატალიამ უხალისოდ შეხედა დაფას,სადაც ნომრების კორიანტელი ეწერა. მარიამი და დიანა,ასე ვთქვათ,სკოლის მეგობრები არიან.დიანა ტანმოვარჯიშეა და ცარიელი კუნთია.მარიამი კი ერთი ღიპუცა გოგოა,ძალიან ზარმაცი.სამედიცინოზე უნდა ჩააბაროს,კარდიოქირურგობას აპირებს.ზარმაცია,მაგრამ მაინც სწავლობს,სხვა რა გზა აქვს.ხოლო დიანა უფრო განსხვავებული ფენომენია.სწავლა შეუძლია,ნიჭიერია,მაგრამ რათ გინდა,მერე ვინ გაერთოდ მილიონ მეგობარში და ვინ გაიცნოს პლეხანოვზე ხალხი.ბევრი მეგობარი ჰყავს და სულ წვეულებებშია. ახლა მალე საატესტატო გამოცდები ექნებათ,მაგრამ დიანა თავს არ იწუხებს და არც ნერვიულობს,მერე ვისწავლი რამეს,ყველაფერი კარგად იქნება,გადავლახავო,მაგრამ ვინ იცის.უდარდელი არსებაა.ნატალია ხშირად ეუბნება,შენი მშურსო.ის ხომ ვერაფერსა და ვერავის „იკიდებს“. არა,ნატალია,მართლაც,განსხვავებული გოგოა.რაღაცნაირია და ყველასგან მუდამ გამოირჩეოდა. თვით პირველ კლასშიც კი,როცა ყველაეზე გრძელი თმა ნაწნავად შეეკრა და მუხლამდე ჯინსის იუბკა ეცვა...ახლაც ახსოვს მისი ხშირი მეგობარი ზოლიანი მაისური..არც იისფერი იყო და არც მწვანე,მაგრამ არც ლურჯი...რაღაც ამოუცნობი ფერი რომ იყო.. . ახლაც ახსოვს ყველაზე მაღალი იყო,რაც საშინლად აკომპლექსებდა,მაგრამ ახლა როგორ უნდა უფრო მაღალი იყოს.კი ეუბნებიან,რათ გინდაო,მაგრამ გოგონას ხომ მუდამ მაქსიმალური უნდა.უკეთესი და კიდევ უკეთესი-ეს მისი დევიზია. მაქსიმალისტია და ყველაფერში ცდილობს,რომ დაიპყროს უმაღლესი მწერვალი.არ აქვს მნიშვნელობა,რა იქნება..უცნაური დევიზი აქვს:ყველაფერი ან არაფერი.სულ ამის გარშემო ტრიალებს.. მოკლედ ისე უღიმღამოდ ჩაირა გაკვეთილებმა.ქართულის გაკვეთილზე ესე წაიკითხა და ყველა აღფრთოვანებული დატოვა.ის,მართლაც,კლასში ყველაზე კარგად წერს.ისე წერს,რომ თვით მასწავლებლის კონკურენტიც კია.უბრალოდ გასაოცარი რამაა მისი თემის მოსმენა..გამაგიჟებელი..როგორ სიამოვნებს ნატალიას,როცა გაფართოვებული თვალებითა და ბედნიერი სახეებით უყურებენ ბავშვები და მასწავლებელი.თურმცა რა ბავშვები უკვე მე-11 კლასელები არიან,მაგრამ ნატალია ხომ მალე 18-ის გახდება. სკოლის მერე სახლში წავიდა,სამეცადინო ჰქონდა უამრავი,მაგრამ ჯერ რომანის ახალი თავი დაწერა და მერე ლოგინზე წამოგორდა წიგნებთან ერთად,რაც ხშირად ჩვევია ხოლმე.წიგნები და ის ერთად რომ გორაობენ,ისეთი სასაცილოები არიან,რომ გაგიჟდები. დავალებებს მედგრად შეუდგა.ბიოლოგიის ტესტებს აკეთებდა და აკეთებდა.კითხულობდა დანართებს,მაგრამ შემდეგ თვალები დაეხუჭა და კინაღამ ჩაეძინა.თავს მაინც ძალას ატანდა,მაგრამ ბოლოს ფეხზე წამოდგა.საათს რომ შეხედა შვიდი ხდებოდა. მსუბუქად ივახშმა და მერე ლეპტოპი ჩართო.ისევ იგრძნო მუზების მოზღვავება და ორი ლექსი დაეწერა,მერე ისევ დაუბრუნდა დავალებებს და,როგორც იქნა,მორჩა. ათი ხდებოდა,როცა ლოგინზე უსუსურად მიეგდო.ვინ იცის რამდენ ხანს იქნებოდა ასე,ზარის ხმა რომ არ გაეგო.დედამისს ჩასძინებოდა და თვითონ მოუწია გაღება.მამამისი მოსულიყო.იმ დღეს ბევრი ლექცია ჰქონდა და დაქანცული შემოვიდა.ფეხზე გაიხადა და სააბაზანოს მერე პირდაპირ სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა. -თამარისთან მივდივარ-გასძახა ახლადგაღვიძებულ დედას,“კურტკა“ მოიცვა და კარებიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა. -თამარ,ნატალია მოვიდა-ნინა დეიდამ,თამარის დედამ,გასძახა შვილს. -უი,ნატუკ-ახლადდაწოლილი და დაღლილი თამარი ფეხზე წამოფრინდა. -იცი,რა მაქვს შენთვის? -რა? -ბევრი ბევრი შოკოლადი. -მართლა?-ხელებში ჩააცივდა ნატალიას. -ჰო,დედაჩემმა იყიდა და მე მაინც არ ვჭამ ჰო იცი და. -უი,უი ჩემი „ალპენ გოლდები“,სნიკერსები,კიტ-კეტები.შნ გენაცვალე-გამოართვა ცელოფანი და მაგრად გადაეხვია,როგორც პატარა ბავშვებმა იციან ხოლმე. -ჩემი პატარა-შუბლზე აკოცა ნატალიამ და ლოგინზე დაეშვა. -მმმმ..-გახსნა ერთი დიდი სნიკერსი და კბილები ატაკა. -როგორი სასიამოვნო სუნი ასდის შენს ლოგინს,როგორც ყოველთვის. -გოგო,რას ჩააცივდი ამ ლოგინს. -სიმართლეა და. ნატალია ცდილობდა,რომ ლუკაზე არაფერი ეთქვა მასთან.არ უნდოდა,არარსებულზე საუბარი და თან თავს ძალიან უხერხულად გრძნობდა.თითქოს რაღაც ბოჭავდა და განძრევის საშუალებას არ აძლევდა. -ჰო,მართლა..“გრეის ორმოცდაათ ელფერში“ რა მოხდა?“როგორ დასრულდა?“-მიაშტერდა ნატალია დაქალს. -არ გინახავს? -არა,როდის ვნახავდი.ამ მედლის გადამკიდე-გაეცინა გოგონას. -მოდი,ახლა ნახე.მოყოლილს ნანახი სჯობს. -კარგი. -აჰა,ვუშვებ-თამარიმ გაუღიმა. ნატალია გაშტერებული უყურებდა.გაწკეპლის მომენტზე ზიზღით შეხედა გრეის. -ტფუუუ-გვერდით გაიხედა და მერე თამარის სახეს დააკვირდა. -არაკაცი-თამარიმ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა. -წავიდა..აი,მასე-სახე გაუცისკროვნდა ნატალიას. თამარის არაფერი უპასუხია. დასასრულს ნატალიამ გაკვირვებით წარმოთქვა: -ასეთ დასასრულს არ ველოდი. -ყველაფერი მთავრდება იქ,სადაც დაიწყო-ჩაეცინა თამარს. -ლიფტში..ჰაჰააჰჰა. -გოგო,იცი,დღეს.. -რა დღეს?-ნატალიამ გააწყვეტინა და მიაშტერდა გაფართოებული თვალებით,როგორც იცოდა ხოლმე. -ბიჭი გავიცანი. -მერე? -საყვარელია-ბავშვური გამომეტყველებით უპასუხა თამარიმ. -მაღალია?-ნათალია სიმაღლეზე ჭედავდა.185 სანტიმეტრზე დაბლა ბიჭს ვერ განიხილავდა.უბრალოდ ეს იყო მისი სუსტი წერტილი.ხშირად კი დასცინოდნენ ხოლმე ამაზე,მაგრამ არ ადარდებდა. -ჰო,მაღალია. -რამდნენია სიმაღლეში? -არ გამიზომავს,გოგო. -ვერ კითხე. -ვერა ხარ შენ. -მაშინ უთხარი,რომ შენს დაქალს აინტერესებს. -ჰაჰაჰჰაჰა-გადაბჟირდა თამარი. თამარი ნატალიას სიმაღლეა,გამხდარი აღნაგობის გოგონაა.ქერაა და მწვანე თვალები ულივლივებს. -გოგო,რამდენითაა შენზე მაღალი? 185 მაინც ვერ იქნება ეგ უბედური? -რა იყო? მე მოვწონვარ,შენ ხო არა-თამარი კვლავ იცინოდა. -მითხარი.ჩემი დაქალი მოსწონს მერე. -185 მაინც იქნება ჰო. -კიდევ კარგი.ვარჯიშობს? ათლეტური და კუნთიანი ტიპია თუ პოლის ჯოხი? -ფიტნესის დიდი მოყვარული და საკმაოდ დაკუნთული..ათლეტურია ძალიან.. -გენაცვალე შენ-თვალები აუელდა ნატალიას. -სიმპათიურიც? -მოდი,“ფეისბუქში“ განახებ. -უკვე დაამატე? -თვითონ დამამატა. -ი ვსიო.ყოჩაღ გოგოს. -აი,ნახე-მის წინ მართლაც ათლეტური და საკმაოდ კარგი გარეგნობის მქონე ბიჭი იყო.ყავისფერი თმა,მოცისფრო თვალები...მიმზიდველი ნაკვთებიც... -რამდენისაა? -23ის.მაგისტრატურაზე სწავლობ-გაუღიმა თამარიმ. -რა სფეროში? -აუ,გოგო,ანკეტას ავსებ. -მწერლები ასეთები ვართ-არ დაუთმო ნატალიამ. -ეკონომიურზე. -უი,მაგარია ეკონომიას გასწავლის-გაეხურა ნატალია. -აბა,გოგო. -მაგარი ბიჭია..არ გაუშვა.. -ოჰოჰო.. -მართლა,კარგია. -შენ თუ მიწონებ ესე იგი კარგია. -აჰამ..აბა,შენი ყოფილი რა იყო-გადაიხარხარა ნატალიამ. -შენ ლაპარაკობ ჩემზე? გაიხსენე ეგ იდიოტი? -რომელი?-ნატალიამ მხრები აიჩეჩა თითქოს ვერ მიმხვდარიყო -კაი,“დაიკიდე“. -ჰაჰჰაჰაჰაჰაჰ-გადაიხარხარა ნატალიამ. -კარგი,გვეყო. -ეს იდეალურია შენთვის..არ გაუშვა,იცოდე,თორემ მე ვარ რიგში. -ოხ,ნატალია... -იმედია,შინაგანადაც მდიდარი სამყარო აქვს.. -ასე ჩანს,ნატალია...შენ ჩემი მწერალი ხარ... -ჰო.. -კარგი,აბა გაიქეცი,თორემ სამი ხდება.ხვალ სკოლა გაქვს.. -კარგი,მეზარება,მაგრამ რა ვქნა.. ნატალია დაემშვიდობა დაქალს და სახლისკენ გასწია.სულ რამდენიმე წუთის სავალი იყო.უბერავდა ქარი..საკმაოდ ციოდა,მაგრამ გოგონას არა..პირიქით მისი მთელი არსება მტანჯავ ცეცხლს მოეცვა.. ასე გავიდა დღეები..კვირები..გოგონა კვლავ ლუკაზე ფიქრობდა...სამწუხაროდ,ის დიდი ხანი არ ენახა..ზოგჯერ ფიქრობდა,ეს არაფერიაა,გადამივლისო,მაგრამ ასე არ ხდებოდა...ზოგჯერ ეს მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი ეგონა.. მაგრამ თავიდან ვინ ხვდება რა არის რეალური და რა ილუზიის ნაყოფი..ვინ ხვდება,რას გრძნობს სინამდვილეში და რა არის უბრალოდ შექმნილი,თავის მიერ შექმნილი..გონებისა თუ გულის რაღაც ნაწილში... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.