შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაინც მოგარჯულებ(2 ნაწილი)


22-06-2015, 16:20
ავტორი ანკა
ნანახია 8 325

გზაში ხმა არცერთს არ ამოუღია. ბექა ხანდახან შეავლებდა თვალს კატოს, ჩაიღიმებდა და ისევ გზას გახედავდა. კატო მის დაჟინებულ მზერას გრძნობდა, ძალიან არ სიამოვნებდა და ამიტომ სულ ფანჯარაში იხედებოდა. თავში სულ ის უტრიალებდა რა ეთქვა, როდესაც სახლში მიიყვანდა. ვერაფრის მოფიქრება ვერ მოასწრო. ფიქრებიდან მამაკაცის ხმამ გამოიყვანა
-მოვედით(ბექა)
-ნახვამდის(კატო) - უპასუხა უემოციოდ და მანქანის კარი გამოაღო.
-არაფრის, მადლობა საჭირო არ იყო(ბექა) - გაიგო ისევ ბოხი ბარიტონი და წარბშეკრული დაიძრა სახლის კარისკენ
-იდიოტი(კატო) - ჩაილაპარაკა თავისთვის და ოთახში ავიდა.
ისეთი დაღლილი იყო, არაფრის თავი არ ჰქონდა. პირდაპირ საწოლზე დაეგდო და გაითიშა.
მეორე დღეს მშვენიერ ხასიათზე გაიღვიძა. თავის თავს უთხრა, რომ დღეს ბექაზე ნერვებს არ მოიშლიდა. ახალი იდეით კმაყოფილმა გარდერობი გადაქექა და შავი შორტები, თეთრი ტოპი და შავი კეტები აირჩია. თავისი ქერა თმები გაიშალა და პირველ სართულზე ჩავიდა.
-გაიღვიძე ქალბატონო? გუშინ როგორ გამოგვეპარე(გიო)
-დაღლილი ვიყავი და წამოვედი. თქვენ დიდხანს დარჩით კიდევ?(კატო) - იკითხა და მაცივრიდან კრუასანები გამოიღო.
-არც ისე. შენ სახლში როგორ მოხვედი?(გიო)
-ბექამ მომიყვანა.
-აჰაა, გასაგებია(გიო) - ჩაილაპარაკა ორაზროვნად. ზედმეტი ფიქრების გასაფანტად კატომ დაუზუსტა.
-ნამდვილი იდიოტია(კატო) - გიომ საპასუხოდ ჩაიცინა. - მარი ადგა?
-კი და აუზში ნებივრობს.
-აუუ, მეც მინდაა!! - ძლივს მოწყდა საჭმელს და ეზოსკენ გააპარა თვალი.
-გინდა დღეს პლაჟზე წავიდეთ?(გიო)
-აუ კიი, ძაან მაგარი იქნება!(კატო) - შემოჰკრა გახარებულმა ტაში და ეზოში გავარდა
-კატო იცი რა მაგარია! მოდი რა ჩამო!(მარი) - ამოსძახა ბედნიერმა და აუზზე ანიშნა
-ამოდი მაქედან, დღეს პლაჟზე მივდივართ(კატო) - ახარა მხიარულად
-ვაა, მართლა?! რამაგარია! ამოვდივაარ!
სახლში შესულებს ყველა ძმაკაცი შეკრებილი დახვდათ. ბექასკენ გააპარა თვალი და ირონიულ ღიმილს წააწყდა. ნერვები მოეშალა, მაგრამ დილის პირობა გაახსენდა, თავი გააქნია უაზრო ფიქრების თავიდან მოსაშორებლად და დამშვიდებული დაჯდა დივანზე. მარიც მალე ჩამოვიდა და საუბარი პლაჟზე ჩამოაგდო
-პლაჟზე როდის წავალთ?(მარი)
-შენ გოგო კიდე წყალში გინდა? მთელი დღეა ბასეინში აგდიხარ(გიო) - გაუცინა გიომ
-ოოო, მერე რაა!!!(მარი) - გაიბუსა პატარა ბავშვივით.
-პლაჟი მართლა კაი იდეაა!(დემე) - ჩაერთო საუბარში
-წავიდეთ! აბა მაიამიში ხალხი პლაჟის გამო ჩამოდის და ჩვენ კლუბებში ვიაროთ?!(ნიკა) - დაასკვნა მაიამიში ტურისტების სიმრავლის მიზეზი და კმაყოფილმა გადახედა მეგობრებს.
-მაშინ ჩვენ გამოვიცვლით და ჩამოვალთ!(კატო) - ხელი დაავლო დაქალს და მეორე სართულზე აათრია.
მარი ლურჯ ბიკინიში გამოეწყო, კატო კი თეთრში. ორივე ძალიან ლამაზი იყო, თვალს ვერ მოწყვეტდით. ზემოდან ჯინსის შორტები და ფრიალა მაიკები გადაიცვეს, ჩანთაში ათასნაირი კრემი ჩაყარეს და მზად იყვნენ. ბიჭებთან კმაყოფილები დაბრუნდნენ
-რაარის გოგო მაგხელა ჩანთა, პლაჟზე მოდიხარ თუ სამოგზაუროდ!(გიო) - დასცინა ბიძაშვილს და ღიმილი პირზე შეაშრა კატოს მამისმკვლელ მზერას როცა გადააწყდა. ხელები ზემოთ ასწია დანებების ნიშნად და ძმაკაცებს გადახედა, რომლებიც გიოს ამ საქციელზე ფხუკუნებდნენ.
-წავედით?(დემე) - იკითხა, როცა სიცილისგან გული იჯერა
-ჰო(ნიკა) - წამოხტა დივნიდან და პლაჟს მიაშურა.
ბექა სულ ჩუმად იჯდა. ხმა არ ამოუღია, კატოზე დაკვირვებას კი არ ერიდებოდა.
-უჟმური(კატო) - გადაულაპარაკა დაქალს, რასაც მისი კისკისი მოყვა
-კაპასი(ბექა) - გაიგო ზურგს უკან ბოხი ხმა და დაბღვერილი მიუტრიალდა. ბექამ თვალი ჩაუკრა და გზა გააგრძელა.
-იდიოტი(კატო) - ჩაილაპარაკა ამჯერად თავისთვის და უხასიათოდ გააგრძელა სიარული.
პლაჟი სახლიდან ძალიან ახლოს იყო. ფეხით რამდენიმე წუთში მიხვიდოდი. მათაც არ დააყოვნეს, უკვე სანაპიროზე იდგნენ და ულამაზეს პეიზაჟს გასცქეროდნენ. გოგოებმა მოსაცმელები გაიხადეს. ორი ულამაზესი დაქალის დანახვისას ბიჭებმა პირი დააღეს. ბექასაც გაოგნებული სახე ჰქონდა, თუმცა ემოციები მალევე გააკონტროლა და ზღვაში შეცურა. მას სხვებიც მიჰყვნენ. კარგად ერთობოდნენ, ჯერ დაჭერობანა ითამაშეს, მერე კიდევ რაღაც მოიგონეს, უაზრობა, მაგრამ მაინც სასაცილო და ბოლოს - ერთმანეთს სახეში წყლის შესხმა დაუწყეს. კატომ იფიქრა გუშინდელი საქციელის გამო სამაგიეროს გადავუხდიო და ბექასთვის მოულოდნელად, სახეში წყალი შეასხა. ბექა არ დაბნეულა და მთელი ძალით შეასხა კატოს წყალი. თუ ოდესმე ცუნამი არ გინახავთ, დაახლოებით ამის მსგავსი იყო. კატოს, როგორც იტყვიან ხოლმე „გადაეკეტა“. ოო, აი აქ კი ბექას საქმე ცუდად იყო. მივარდა და თავი წყალში ჩააყოფინა. ცოტახანს გამარჯვებული მზერა მოაპყრო მეგობრებს, თუმცა მისმა სუსტმა ხელებმა ბექას ვერ აჯობეს. ბიჭმა ხელები წელზე მოხვია, მხარზე გადაიკიდა და ღრმად შეცურა
-ააა, რასშვები იდიოტო!!! გამიშვიი!(კატო) - კიოდა განწირული, მაგრამ უშედეგოდ
-შენ ჩუმად მანდ! - გაიგო ბექას მკაცრი გაფრთხილება. ჩვენი ჯიუტი გოგო მაინც არ ნებდებოდა. ხელებს და ფეხებს უმისამართოდ იქნევდა და ცდილობდა როგორმე ამ „პირუტყვის“ მკლავებიდან თავი დაეძვრინა. როდესაც უკვე საკმაოდ ღრმად იყვნენ, ბექამ კატო მხრიდან გადმოიყვანა და ხელებს შორის მოიქცია. მამაკაცის სურნელი ძალიან სიამოვნებდა, თუმცა მისი ტორებიდან თავის დაღწევის სურვილი უფრო ძლიერი იყო
-ნუ ფართხალებ! - უბრძანა კატეგორიული ტონით
-ხელები გამიშვი იდიოტო!(კატო)
-რატომ მაგიჟებ? - ჰკითხა და დაჟინებით ჩააცქერდა ღია ცისფერ თვალებში
-ვერ ხარ შენ! რას გაგიჟებ, წადი რა თავი დამანებე, ავადმყოფი ხარ!
-რა ჯიუტი ხარ, რატომ არ ჩერდები? - კითხა ღიმილიანი სახით
-იმიტომ რომ გამიშვა!
-ჯიუტო
-აუ, დამანებე რა თავი! - ამოუშვა დაღლილმა რამდენიმე სიტყვა და დანებების ნიშნად ფართხალი შეწყვიტა
-მაინც მოგარჯულებ - უთხრა მამაკაცმა და სახე ძალიან ახლოს მიუტანა. მისი სურნელი ცხვირში მოელამუნა და თავბრუ დაახვია, თუმცა საბედნიეროდ გონს მალე მოეგო
-ოცნებას ვერ დაგიშლი... ახლა გამიშვებ? - ჰკითხა და თვალი თვალში გაუყარა.
პლაჟისკენ ორივე ცურვით დაბრუნდა. კატო ძალიან კარგად ცურავდა, თუმცა არც ბექა იყო ნაკლები. სანაპირომდე მალე მივიდნენ და დაღლილები შეუერთდნენ მეგობრებს.
-წადი ბიჭო შენს თავს შეხედე სარკეში რას გავხარ(დემე) - ამბობდა დამცინავად და ნიკას უყურებდა.
-შენ საერთოდ იცი სარკე რა არის?(ნიკა) - ახლა ამან დაიწყო სიცილი.
-კაით ტო, თქვენ კიდე სუ ტვინს როგორ ბურღავთ!(გიო) - თქვა უკმაყოფილომ და ყურსასმენები გაიკეთა, იქნებ ცოტათი მაინც დაეხშო მათი ხმა.
მარი აშკარად ერთობოდა მათი კინკლაობით და ყურადღებით უსმენდა ორივეს არგუმენტს, რომ უფრო სიმპატიური იყო.
-აი, კატო მოვიდა! კატო, რომელი უფრო სიმპატიურია? მე თუ ეს მახინჯი?(დემე) - ჰკითხა თავმომწონედ და ნიკას გახედა
-მახინჯები შენსკენ მოიკითხე(ნიკა) - შეუბღვირა და ისიც სულმოუთქმელად მიაჩერდა კატოს
-ორივე სიმპატიურები ხართ(კატო) - გული არ ატკინა არცერთს
-კაი რაა.. ამას მადარებ?(ნიკა) - შეიცხადა იმწამსვე.
კიდევ დიდხანს იმსჯელეს, რომელი უფრო სიმპატიური იყო, მაგრამ იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ დასკვნას ვერ გამოიტანდნენ. არც ერთი მხარე თავის პოზიციებს არ თმობდა. კატომ მობეზრებულმა გააქნია თავი და მარის სთხოვა მისთვის გასარუჯი კრემები წაესვა. შემდეგ კმაყოფილი გაწვა შეზლონგზე და ტანი მზეს მიაფიხცა.
საღამოს ყველა კმაყოფილი დაბრუნდა შინ. კლუბში აღარ წასულან. ბიჭებმა გოგოებს მეორე დღეს ქალაქის დათვალიერება შესთავაზეს. ისინიც სიხარულით დასთანხმდნენ და მეორე დღის მოლოდინში ტკბილად დაიძინეს.
კატო, როგორც ყოველთვის, ენერგიულად წამოხტა საწოლიდან. იმ დღეს გადაწყვიტა კაბა ჩაეცვა, ზემოთ შავი, ქვემოთ კი ზოლებიანი, შავი ქუსლებიანი სანდლები შეუხამა, მზის სათვალეები და ცოტა მაკიაჟი. მზად იყო...
მაინც მოგარჯულებ(2 ნაწილი)

მარის ოთახში შეირბინა და გამოწყობილი დაქალი კმაყოფილმა შეათვალიერა
-ძაან ლამაზი ხარ კატუსს(მარი)
-მადლობ... შენც ჩემო ულამაზესოო!!!(კატო) - ჩაეხუტა და ბედნიერად ჩამოვიდნენ პირველ სართულზე.
-აბა წავედით?(კატო) - იკითხა მოუთმენლად
-ვაუ, რა ლამაზები ხართ!(დემე) - ემოციები ვერ დამალა
-ვინმემ არ მოგვტაცოს თქვენი თავი(ნიკა) - შეაქო გოგოები
-შენ რო გვერდით გვეყოლები ვინ მოგვეკარება(დემე) - დასცინა ძმაკაცს და მის უკმაყოფილო სახის დანახვისას უფრო უმატა სიცილს. ბექას არაფერი უთქვამს. კარიდან გასვლისას მივიდა კატოსთან და ყურში ჩასჩურჩულა:
-ძალიან ლამაზი ხარ(ბექა)
თითქოს ესიამოვნა კომპლიმენტი. კმაყოფილმა გააგრძელა გზა და მანქანასთან გაჩერდა. ორად განაწილდნენ: ბექას მანქანაში ჩაჯდებოდნენ კატო და მარი. დემეს მანქანაში კი გიო და ნიკა. კატოს თავისდა საუბედუროდ წინ დაჯდომა მოუწია. მთელი გზა ხმა არავის ამოუღია. ბექა, როგორც ყოველთვის, სულ კატოს უყურებდა.
მივიდნენ თუ არა ადგილობრივ პარკში, თითქოს შვებით ამოისუნთქა. მანქანიდან გადმოვიდა და ბიჭებს შეუერთდა.
-აბა დავჯდეთ ატრაქციონებზე?(ნიკა) - წამოიძახა მოულოდნელად
-აღუუ!!! დედიკო ხომ არ გინდა?(დემე) - დასცინა ძმაკაცს და გვერდზე გახტა, რომ მისი მოქნეული ხელი აეცილებინა.
საბოლოოდ მაინც გადაწყვიტეს ეშმაკის ბორბალზე დამსხდარიყვნენ.
-მე არ მინდა, თქვენ დაჯექით(კატო) - გამოაცხადა ღიმილით.
-რატო?(გიო) - გაიკვირვა იმწამსვე.
-არ ვიცი, არ მინდა უბრალოდ(კატო)
-კაი რა, წამოდიი..(დემე) - შეეხვეწა და ეშმაკის ბორბლის კაბინაზე ანიშნა
-არა, არ მინდა რა, მართლა(კატო) - უი ხო, თქვენ არ იცით... კატოს სიმაღლის ეშინია, ძალიან...
-წადით თქვენ და კატოსთან მე დავრჩები(ბექა)
-არაა საჭირო(კატო) - უპასუხა და შეუბღვირა
-კაი მაშინ აქვე იყავით მოძებნა რომ არ გაგვიჭირდეს(გიო) - ვინ მოუსმინა კატოს!
თავის თავს იწყევლიდა. რა უნდა ეკეთებინა ახლა ბექასთან ერთად?!
-რატომ არ გინდოდა დაჯდომა?(ბექა) - შეეკითხა და ინტერესიანი თვალები მიაპყრო
-შენ ჯდებოდი და იმიტო(კატო) - უტიფრად იცრუა და სიარული განაგრძო
-და ახლა მე რომ აქ ვარ?(ბექა) - უპასუხა და ჩაიცინა
-არ გამიმართლა(კატო)
-ეგრე რატომ იქცევი?(ბექა)
-როგორ ასე?(კატო) - გაიკვირვა
-რავი, უხეშად
-ჩვეულებრივად ვიქცევი
-არ იქცევი
-აუ, დამანებე რა თავი!
-აი ისევ(ბექა) - ჩაიცინა და გზა გააგრძელა.
-იდიოტი ხარ! - ეს თქვა თუ არა, მაშინვე იგრძნო, რომ ვიღაცამ ხელი ძლიერად მოკიდა. - გამიშვი იდიოტო!! ხელი მეტკინა! - ვის აინტერესებდა სტკიოდა თუ არა ხელი კატოს. ბექას ძლიერად ჰყავდა დაჭერილი და პარკში არსებული პატარა ტყისკენ მიყავდა.
არ უნდოდა ახლა ეტირა, ძალიან არ უნდოდა, მაგრამ სხვანაირად არ გამოუვიდა, მაინც გადმოუვარდა რამდენიმე ცრემლი. უხმოდ ტიროდა და მამაკაცს მიყვებოდა. როგორც იქნა გაჩერდა და გოგოს მოუბრუნდა. კატოს თავი დახრილი ჰქონდა, არ უნდოდა თავისი ცრემლები ვინმეს დაენახა და სისუსტე გამოეჩინა.
-რატომ მაგიჟებ? არ შეგიძლია წესიერად მოიქცე და მელაპარაკო?! - ეკითხებოდა გაღიზიანებული და მგონი ყვიროდა კიდეც.
-არა - ამოილაპარაკა ხმაჩამწყდარმა, ცოტა ამოისუნთქა და ისევ გააგრძელა - ვერ გიტან! - შეეპასუხა უფრო ხმამაღლა, მაგრამ ხმა ვეღარ გააკონტროლა. გაებზარა. ბექამ მაშინვე შეატყო ცვლილება და მიუახლოვდა:
-შენ რა, ტირი? - კითხა შეწუხებულმა და თავი ააწევინა. ცრემლიან თვალებში ჩახედა და თავი არაკაცად იგრძნო. როგორ არ უყვარდა ქალის ცრემლები, კატოსი მითუმეტეს. თავისი პატარა ჯიუტი და კაპასი გოგოს ცრემლებს არავის აპატიებდა, ახლა კი თვითონ იყო ამის მიზეზი.
-ხელი გამიშვი(კატო) - უხეშად მოიშორა და გვერდზე გაბრუნდა
-მაპატიე, არ მინდოდა... გთხოვ - გაისმა ბექას ბოხი ხმა მუდარის ნოტებით. გული მოულბა. იმწამსვე... ისეთი გაბრაზებული იყო... ახლა კი, უცბად აპატია. არაფერი უპასუხია, უბრალოდ თავი ჩახარა.
ტელეფონზე დაურეკეს. ნომერს დახედა - მარი იყო. უპასუხა და მეგობრებისკენ გაემართა. ბექაც უხმოდ მიყვა.

........
ესეც მეორე თავი <3
იმედი მაქვს იმედებს ნაწილობრივ მაინც ვამართლებ...
ძალიან გთხოვთ დაკომენტარება არ დაგეზაროთ <3 ამით უდიდეს სიხარულს მომანიჭებთ <3
ველი შეფასებას...
ძალიან ძალიან მიყვარხართ ყველაა!!! <3 <3 <3



№1  offline წევრი დადუ♥♥

Sayvarlobaa DA tu ufro male da did tavebs dadeb uketesi iqneba <3

 


№2  offline მოდერი ^paradise^

Dzaliaaan kargad wer <3 ankaato warmatebebi :* saintereso istoriaaa <3 beqa ragacnairiaa sayvareli :* ar meyo kide minda wakitxva :*

 


№3  offline მოდერი ანკა

დადუ♥♥
Sayvarlobaa DA tu ufro male da did tavebs dadeb uketesi iqneba <3

ძალიან დიდი მადლობა! <3 ძალიან ბედნიერი ვარ რომ მოგეწონა... <3
ეს 3 დღე ძალიან გადატვირთული მაქვს და ამაზე უფრო დიდი თავების დაწერა არამგონია შევძლო, თუმცა შემდეგ აუცილებლად გავზრდი თავების ზომას <3 <3 <3
მადლობა რომ დააკომენტარე ძალიან გამახარე love

^paradise^
Dzaliaaan kargad wer <3 ankaato warmatebebi :* saintereso istoriaaa <3 beqa ragacnairiaa sayvareli :* ar meyo kide minda wakitxva :*

მადლობაა!!! ძალიან გამახარე <3 ბედნიერებისგან მგონი ცაში დავფრინავ უკვე wink
მე კიდევ შენი ისტორია მომწონს! <3 სულ ვკითხულობ <3 <3 <3
თავების ზომას აუცილებლად გავზრდი რამდენიმე დღეში, მანამდე ფიზიკურად ვერ მოვახერხებ, რადგან სახლიდან თითქმის მთელი დღე გასული ვარ. როგორც კი თავისუფალ დროს ვნახულობ მაშინვე ვწერ <3
მადლობა კიდევ ერთხელ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent