ფიროსმანიც ხომ ვარდებს ჩუქნიდა...! (თავი 2)
-გაჩუმდები?!-გავიგე ზედმეტად ბოხი, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო, თანაც ნაცნობი... -რა?!-დაბნეულმა რა ვთქვი ვერ გავიაზრე. -არაფერი-გამიღიმა, ალბათ 5-7 წუთი იქნებოდ რაც მანქანასთან ვიდექით ორივე, ხმას არცერთი არ ვიღებით, მე არ ვიცოდი რა მექნა, რა მეთქვა, გონება გათიშული მქონდა ხოლო გული კი... ამოვარდნას და წვიმისგან დასველებულ ასფალტზე ჩა-ჩა-ჩას ცეკვას ლამობდა. -გამარჯობა-სიჩუმის დარღვევა მან გადაწყვიტა. -გამარჯობა...-ჩურჩულით ვუპასუხე და თავი ჩავხარე, რომ მის შავ თვალებს სადმე დავმალვოდი. -როგორ ხარ?!-ისევ ღიმილით მკითხა. -რავიცი, ვსველდები-გამეცინა-შენ?! -ხო... მეც!-ისევ ის მკაცრი ხმა, როგორ დასტყობია ეს 3 წელი, „აბა რა იქნება ანეტა, შენ შეიცვალე და ის არ შეიცვლებოდა?! მოიცა... და შენ შეიცვალე?! შესალებელია...“ -არ ჩაჯდები მანქანაში?!-მკითხა ღიმილით. -არ მინდა!-მკაცრად ვუპასუხე. -რატო?!-ღიმილით მკითხა. -იმიტომ! -კაი... მისმინე, შენ ახლა ოღონდ ჩაჯექი მანქანაში, რომ მიგიყვან სახლში და მერე გამებუტე კაი რაზეც ახლა ხარ გაბუტული, შევთანხმდით?!-სიცილით მკითხა. -..........-ხმა არ ამომიღია. -კაი ჩაჯექი რომ გამიცივდები-მითხრა თბილი ხმით და მანქნის კარები გამიღო, მეც ერთი გავხედე, გავიცინე და ჩემთვის განკუთვნილი ადგილი დავიკავე. -ეხლა მითხარი მართლა როგორ ხარ?!-გამომხედა და თან მანქანა ადგილიდან დაძრა. -რავიცი, კარგად! შენ როგორ ხარ?!-ვეცადე მკაცრი ტონით მეთქვა ის „კარგად!“ -მე არ ვიცი... -და... ეგ როგორ გავიგო?! -აი როგორ და არ ვიცი როგორ ვარ რა... -ისევ ისეთი ხარ ყიფიანი!-გავიცინე და ფანჯარაში გავიხედე. -შენც!-ნიშნისმოგებით ჩამიკრა თვალი-მეტს არაფერს არ მკითხავ?! -რა გკითხო?!-გაკვირვებულმა ვკითხე და მას გავხედე. -რავიცი... აი სად ვიყავი, რას ვაკეთებდი, ვისთან და ა.შ. -ეგ მე არ მეხება!-ისევ მკაცრად გავეცი პასუხი. -ხო რავიცი...-ტუჩის კუთხეში ჩატეხა და თავი გააქნია-კაი, ახლა მიგიყვანოთ სახლში-გაიცინა და მანქანა დაძრა ადგილიდან. გზაში ხმა არცერთს არ ამოგვიღია, მე ხომ მითუმეტეს, ისეც ძლივს ვიკავებდი თავს რომ არ მივვარდნილიყავი და არ... გულმა პირველად ჩავხუტებოდიო თქვა, არადა ტვინმა გამომელანძღაო, მათ ქიშპობაში კი სახლამდეც მივედით. -აი, მოვედით. -აჰ... მადლობა-შევეცადე გამეღიმა. -არაფრის-ამის თქმა და ჩემი ტელეფონის აზმუილება ერთი იყო-უპასუხე!-მკაცრად გასცა ბრძანება, მეც სენსორს ხელი გავუსვი და ტელეფონს ვუპასუხე. -გოგო მიხვედი?!-ნუცა იყო. -ჰა?! ააა... კი მივედი. -მოიცა და რანაერად მპასუხობ?! სად ხარ?!-ამასაც ხო ვერაფერს ვერ გამოაპარებ. -სახლში შევდივარ ნუცა-გავიცინე და ფანჯარაში გავიხედე. -კაი, ხვალ მოვალ , ხო გახსოვს რო უნდა გამყვე?! -სად?! -ვაიმე ანეტა რა გამოშტერდი ადამიანო, უეჭველი სკლეროზი გჭირს შენ, ალექსანდრეს დაბადების დღისთვის ხო უნდა გავიდეთ მაღაზიაში, დაგავიწყდა?!-ოოხ, ამან რო იცოდეს მე ვისთან ერთად ვარ, სულაც არ დასვამს ეგეთ კითხვებს... -ხო... გამოდი და გავიდეთ. -კაი, მიდი ჭკვიანად, ძილინებისა. -შენც-ესღა ვუთხარი და გავუთიშე. მხოლოდ ტელეფონის გათიშვის შემდეგ მივხვდი, რომ ირაკლი ამ დროის განმავლობაში თვალს არ მაშორებდა, ღიმილაკრული დამშტერებოდა. -რაიყო?!-გამეცინა მის გამომეტყველებაზე. -არაფერი!-უფრო მკაცრად გამცა პასუხი, მეც აღარ გავაგრძელე. -კაი წავალ მე... კიდევ ერთხელ მადლობა და ბოდიში-მან უბრალოდ გამიღიმა, მეც გადმოვედი და სახლისაკენ ავიღე გეზი. სახლის კარები გავაღ თუ არა, პირდაპირ ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი, უემოციოდ ჩამოვჯექი საწოლზე და... ჯერ ერთი ცრემლი ჩამოგორდა აწითლებულ ლოყაზე, მერე მეორე და ასე შეუჩერებლივ. -ჯანდაბა!!! რატომ ჩამოვიდა... რა უნდოდა... მე ხომ... მე ხომ მივეჩვიე უმისობას...-დავიღრიელე და თავი ხელებში ჩავრგე. ხშირად მიფიქრია იმაზე, რას ვიზამდი რომ ჩამოსულიყო, მაგრამ იმწამსვე ვიშორებდი მასზე ფიქრებს თავიდან, არ მინდოდა ესეთი ვარიანტი მქონოდა, არ მინდოდა... -ესე როგორ შემიყვარდი?!-კითხვა დავუსვი უსასრულობას. არ ვიცი როდის ჩამეძინა. დილით გვიან გამეღვიძა, ნუ გამეღვიძა რაა, ნუცამ გამაღვიძა. -აეგდე გოგოოოო. -ვაიმე ნუცა რა გინდა, დამანებე თავი-ნამძინარევი ხმით ამოვიოხრე და გვერდი ვიცვალე. -რა რა მინდა გოგო პირველია საათი, შენ კიდე გძინავს. -ოოოოო დამანებე, მეძინება. -უნივერსიტეტშიც არ წადი, მოიცა და რამე ხდება და მე არ ვიცი?!-გაკვირვებული სახით შემომხედა ნუცამ. -შენ იცი... -რა ვიცი?!-არ მაცადა დასრულება. -რადა...-ვერ ვამბობდი, ვერ ვაღიარებდი იმ ფაქტს რომ ყიფიანი ბათუმში იყო... -ვაიმე ამოღერღე ჯაფარიძე! მიდი!-წამოიყვირა და ზემოდან დამახტა. -ირაკლი... ირაკლი ჩამოვიდა... -ყიფიანი?!-გაოცებულმა ჩუმად მკითხა და თვალებში ჩამხედა. -ხო... -შენ საიდან იცი გოგო?! -ჯანდაბიდან! გუშინ შენიდან რომ მოვდიოდი, მაგრად გაწვიმდა, არაფერმა არ ჩამოიარა და უცებ ვიღაცის მანქანა გამიჩერდა ფეხებთან, ხელი დამიქნია ჩაჯექიო, ვიფიქრე ვინცაა ვერაა მის ჭკუაზე თქო და მივბრუნდი, წუთი არ იყო გასული რომ მტაცა ვიღაცამ ხელი და პირდაპირი გაგებით მომიგდო მხარზე, ვკიოდი, ვწიოდი, მარა შენაც არ მომიკვდე რაა, ბოლოს ეტყობა მასაც მოეშალა ნერვები და დამიყვირა „გაჩუმდებიო?!“ -და შენ?!-თვალებგაფართოებულმა მკითხა. -რა მე... თავი ძლივს მოვაბი სათქმელს, მე არ მოვყვებოდი, მაგრამ მაინც მომიყვანა სახლამდე. -ანუ მე რო დაგირეკე მასთან ერთად იყავი?! -ხო... -არც კი ვიცი რა გითხრა... -არც არაფერია სათქმელი ნუცა... არც არაფერი...-მას აღარაფერი არ უთქვამს. ავდექი, მოვემზადე და წავედით მაღაზიებში, ბევრი ძიების, ძებნისა და ქექვის შემდეგ ვიპოვე ზუსტად ისეთი საჩუქარი რომელიც ალექსანდრეს გაახარებდა. ეს 3 დღე ჩვეულებრივად გავიდა, ბიჭები სამსახურში იყვნენ, ჩემთან კი უმეტესწილად ნუცა რჩებოდა, ხანდახან ნიკაც, ნუ როცა ეცალა. უნივერსიტეტში დავდიოდით, ნუ ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა. პარასკევს ალექსანდრეს დაბადების დღე იყო, მოვემზადე, მე უფრო ადრე ავეწყვე ვიდრე გეგა და რატი, ესენი ხომ... დამტანჯეს რაა! -ვაიმე რას იპრანჭებით ამდენ ხანს რაარი-დავიყვირე რომ მათ გაეგოთ. -ხო ხო მოვდივართ-სიცილნარევი ხმით გამომძახა რატიმ და კიბეებზე დაეშვა. -ვაიმე ჰალელუია-გავიცინე და მეც წამოვდექი ფეხზე. -ვაახ, რა და გვყავს რაა-ამაყად გამოაცხადა გეგამ და გვერდით ამომიდგა, მეც ხელკავი გამოვდევი და მანქნისაკენ წავედით. დანიშნულების ადგილს მალევე მივედით, მართლაც რომ დიდი წვეულება მოეწყოთ, სიმართლე რომ ვთქვა სულაც არ მიყვარს ეს დიდი წვეულებები, ხმაური, არეულობა და ბევრი ხალხი, სიწყნარე მიყვარს ძალიან, ამიტომ არც ამ რესტორანში არ შევსულვარ დიდი სიხარულით. ალექსანდრე და ნუცა ვნახეთ, ძალიან მაგარი საათი ვაჩუქე, ვიცოდი ეს რომ უნდოდა, ამიტომაც ჩემმა საჩუქარმა მისი გახარება გამოიწვია, რამაც რათქმაუნდა მე მასიამოვნა. ყველა ერთობოდა, ბიჭები სვამდნენ და საუბრობდნენ, მე და ნუცა კიდე ჩვენთის ვიჯექით, იმ დღის შემდეგ სულაც არ ვიყავი კარგ ხასიათზე, მეშინოდა... ხო მეშინოდა რომ ყიფიანს კიდევ ერთხელ შევხვდებოდი... მეშინოდა რომ ჯერ კიდევ ვერ ჩამქრალი გრძნობა, თავიდან აალდებოდა. -აბა გოგოებო რას ჭორაობთ?!-გავიგონეთ ალექსანდრეს ხმა. -თქვენზე ვლაპარაკობდით-ღიმილით უპასუხა ნუცამ და ძმას გახედა. -მე მაქებდი ხო სიხარულო?!-სიცილით კითხა გეგამ, გვერდით მიუჯდა და ხელი გადახვია. -ოოჰ, მეტი საქმე არ მაქ შენ გაქო რაა!-გამოუცხადა ნუცამ და მისი ხელის მოშორება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. -ხელები გააჩრე აბაშიძე, თორე დაგიკავებ და...-სიცილით უთხრა გეგამ და საჩვენებელი თითი დაუქნია გაბრაზების ნიშნად. -ეეე, ბიჭო წესიერად-დატუქსა ძმაკაცი ალექსანდრემ, მაგრამ მაინც გაეცინა მათ „ჭიდავზე“ -აუ, ძმაც ასეთი უნდა რაა, სულ არ ვაინტერესებ-გაიცინა ნუცამ და სანდროს გახედა. -ჭკვიანი ძმა გყავს და ვერ ხვდები შენ-ნიშნისმოგებით ჩაუკრა თვალი სანდრომ და აწრიალებულ ტელეფონს დახედა. -ხო ბიჭო. -.............. -რესტორანში ვართ სად უნდა ვიყოთ, შენ სად ხარ?! -............... -მოიცა და... -.............. -გარეთ?!-გაკვირვებულმა გახედა სანდრომ კარებს. -............... -ხო, კაი გამოვალთ-ესღა უთხრა და ტელეფონი გათიშა. -„ის“ იყო?!-სიცილით კითხა გეგამ და წამით გამომხედა. -ხო-სანდროსაც გაეცინა. -რა მინდაო?! -სადაა ვაფშე?!-კითხა რატიმაც. -აქაა... გარეთ გამოდითო. -ხოდა გავიდეთ მერე-გამოთქვა ახალი აზრი გეგამ და ბიჭებს უკან გაყვა. -წამო-გაიცინა ნუცამ, ხელი დამავლო და გამაქანა გასასვლელისაკენ. გარეთ გავედით, აი უბრალოდ არ ვიცი როგორ ავხსნა სანდროს გახარებული სახე, როცა მის წინ მდგომი ავტომობილს მოჰკრა თვალი. - ღადაობ?! -არა!-გაისმა ჩემთვის ძალზედ ნაცნობი ადამიანის ხმა. „ჯანდაბა შენს თავს ანეტა, როცა ცდილობ რომ მასზე არ იფიქრო, მასზე გეფიქრება და მაშინ როცა არ გინდა რომ ნახო, მაინც და მაინც მაშინ ნახულობ...“ -აუ მეჩვენება! -აუ აბაშიძე რა ყ***ე ხარ ტო-გაიცინა გეგამ. -გამომართვი-სანდროსთან ირაკლი მივიდა და მანქნის გასაღები გაუწოდა-შენია! და ხო კიდე, დაბადების დღეს გილოცავ! -მადლობა ძმაო!-გახარებულმა გამოართვა სანდრომ გასაღები და ძმაკაცს გადაეხვია. -არაფრის. -აუ ირაკლი, მეც მაქ მალე დაბადების დღე და...-სიცილით უთხრა ნუცამ და თვალი ჩაუკრა. -მანქანას ვერა და... -ხო კაი კაი, მაინც არ დამსვამს ეს საჭესთან-ამოიოხრა ნუცამ და ხელი ჩაიქნია. -აუ ეგღა მაკლია ტრავმატოლოგიურში ამოყო თავი რაა-გამოაცხადა სანდრომ. -მაგისთვის იყავი წასული ეს 3 დღე რო არ ჩამდი?!-გაიცინა რატიმ. -ხო... -აბა ახლა მაგას სხვა მიზეზის გამო აქედან წაიყვანდი?!-ისევ გაიცინა გეგამ და ისევ წამით გამომხედა მე. -მოკეტე ჯაფარიძე!-დაუღრინა ყიფიანმა. -ხო კაი კაი, ვჩუმდები-გადაიხარხარა და ძმას დაეყრდნო. -აეეეეეეეე ხალხო რაფრა ხართ?!-უცებ ნიკას ხმა გავიგონე, რომელიც ახლახანს მოსულიყო ბიძაშვილის დაბადების დღეზე. მის სიდებილეზე ყველას გაგვეცინა, მაგრამ პასუხის გაცემა არ გვაცადა, პირდაღებული უყურებდა მის წინ მდგომ “AUDI R8”-ს, ჯერ სანდროს გახედა, მერე ყიფიანს მერე კიდე დანარჩენებს გამოგვხედა. -ახლა არ თქვათ რომ ამ „კრებენერატისაა“ ეს თოჯინა-ცოტა აკლდა და ტირილს დაიწყებდა, რაზეც ყიფიანს გაეცინა. -გასკდი გულზე ჩემია!-კმაყოფილმა გასცა პასუხი სანდრომ. -აუუუუუუ... ირუშ, ძმობას გაფიცებ იტყუება ხო?! -არ გატყუებს ნიკა, მისია-გაიცინა ირაკლიმ და ჩემს გვერდით დადგა. -აუ გავიყინე-წამოიძახა ნუცამ. -მერედა მე აქ ტყუილად ვარ?!-წამოიყვირა გეგამ და ნუცას აეკრო. -ვაიმე მომაშორეთ ეს დებილი არსება ვინმემ! -გოგო როგორც შენ ამბობ ამ „არსებას“ აფანატებენ გოგოები-ისე უპასუხა მისთვის არც კი შეუხედავს. -ხოდა წაეთრიე მათთან! -მე შენთან მინდა და რა ვქნა?!-გაიცინა და შუბლზე აკოცა. -ჭირი! მომშორდი გეგა! -არა! -ვაიმეეე სანდრო, სად ჯანდაბაში ხარ?! -აქ ვარ დაი-სიცილნარევი ხმით უპასუხა. -მერედა რა ჯანდაბას აკეთებ მანდ, მოდი და მომაძვრე ეს ნივთი! -ბიჯო ეს გამითამამდა თუ მეჩვენება?!-სერიოზული სახით გახედა ყიფიანს გეგამ. -მეც ვატყობ მაგას-მანაც სიცილით უპასუხა. -გაგიხსენებ ყიფიანი ამას-გამოაცხადა ნუცამ და ჯაჯგუნს მორჩა. -მიყვარს დამჯერი გოგოები! -ვერ ვიტან გათამამებულ იდიოტებს!-ხურდა დაუბრუნა ნუცამ. -მე და ნუცა მივდივართ!-უთხრა სანდროს სრული სერიოზულობით, ნუცას ხელი დაავლო და მანქნისაკენ გააქანა. -რა... რას ქვია მივდივართ?! მე არსად არ წამოვალ! -სად მიგყავს ბიჭო?!-კითხა სანდრომ. -უვნებელს დაგიბრუნებ უკან ნუ გეშინია-დააიმედა ძმაკაცი და ნუცა მანქანაში ჩატენა. -გეგა გეყოფა! გადაირიე ბიჭო შენ?!!! -კი!-ესღა უპასუხა და მანქანა დაძრა. -სულ გადაირია-სიცილით გამოვაცხადე. -კაი ხანია-დამეთანხმა რატიც, ტელეფონზე ურეკავდნენ ამიტომაც გვერდით გავიდა და უპასუხა. -ერთ დღესაც თავს მაცემინებს და...-გაიცინა სანდრომ და თავი გააქნია. -დაანებე თავი, ხომ იცი რომ...-გამოექომაგა ძმაკაცს ყიფიანი. -რომ ვიცი მაგიტო ვარ ჩუმად. -მოიცა და რა ხდება?! რა იცით?!-ინტერესით წამოვიძახე და ბიჭებს გადავხედე. -ისეთი არაფერი-გამცა პასუხი ირაკლიმ. -სანდრო რა ხდება?!-ვითომ ირაკლის პასუხი არ გამიგონია, სანდროს მივუბრუნდი. -გიპასუხე მგონი უკვე!-ხმა გაიმკაცრა ყიფიანმა. -მერედა ეგ რა პასუხი იყო?! -ჩვეულებრივი! -საერთოდ არ შეცვლილხარ-ირონიული ღიმილი ავიკარი სახეზე და ნიკას მივეყრდენი. -აუ წავიდე უნდა მე-გავიგე რატის ხმა. -სად?!-კითხა ნიკამ. -რავიცი ბიჭო სამსახურიდან დამირეკეს, ახლავე უნდა წავიდე. -გამიყვან თუ ვერ ასწრებ?! -წადი შენ მე გავიყვან!-გაისმა ყიფიანის როგორც ყოველთვის გაწონასწორებული და ცივი ხმა. -არ მინდა რატი გამიყვანს. -დაი ვეღარ ვასწრებ და გაგიყვანს ირაკლი-აჰა, ძმაც მას ქვია... მგლის ხახაში თავისივე ხელით ჩამდო. -კაი...-ამოვიბურტყუნე. -წავედი მე, კარგად ბიჭებო, ხვალ გნახავთ-დაემშვიდობა ბიჭებს-პატარავ ჭკვიანად და სახლში რო მიხვალ დამირეკე-თავზე მაკოცა და წავიდა. -გამასეირნებ ცუნცულ?!-ქალივით ააფახურა წამწამები ნიკამ და ძმაკაცს მხარზე ჩამოეკიდა. -ფუ შენი პიდარასტი ********-გინება გულში ჩაამთავრა. -აუ, არ გეცოდები?! გამაკატავე რააა-ახლა 5 წლის ბავშვის როლი მოირგო. -მტოვებთ?!-საცოდავათ ამოვიკნავლე. -მე აქ ვარ!-ჩაერთო საუბარში ყიფიანი. -ხოდა ანეტი აგერ ეს დევი და ჩვენ დავგაზეთ ეხლა-დაავლო ნიკამ ხელი ძმაკაცს და ჩატანე მანქანაში. -როგორ ხარ?!-მკითხა ირაკლიმ ისე რომ ჩემთვის არც კი შემოუხედავს. -კარგად... -შეგცივდებოდა, წამო შევიდეთ! -არ მინდა, სახლში წავალ მე...-მინდოდა თავის დაძვრენა, მაგრამ არაფერიც არ გამომივიდა. -მე ვთქვი რომ გაგიყვანდი და გაგიყვან, ცოტა დავლიოთ და წაგიყვან, ნუ გეშინია, ჯერ შენ დატოვებას არ ვაპირებ-ნიშნისმოგებით მიპასუხა, უცებ ხელზე ხელი მომკიდა და რესტორენში შემიყვანა. არ ვიცი რა ვიგრძენი... ამას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, აი რო იტყვიან მუცელში პეპლები დაფრინავენო, აი ეგრე იყო, მაგრამ ჩემს შემთხვევაში პეპლების ნაცვლად დინოზავრები იყვნენ, მისი ცივი ხელიც კი მწვავდა. რესტორანში შევედით და დავჯექით, ჩემს პირდაპირ მოთავსდა ვაჟბატონი. -ერთი ვისკი თუ შეიძლება-უთხრა ოფიციანტს და მე გამომხედა-შენ რას დალევ?! -მე... უბრალოდ წყალი. -ახლავე მოგიტანთ-ოფიციანტი წავიდა, მაგრა მალევე დაბრუნდა. -დღეს ძალიან ლამაზი ხარ!-მითხრა მისი მკაცრი ხმით და ვისკი მოსვა. -მადლობა-მსუბუქად გავიღიმა და რესტორანში არეულ ხალხს თვალი მოვავლე. -მომიყევი რამე შენზე, 3 წელი გავიდა... 3 წელია არ მინახიხარ! -ხო... 3 წელი... რავიცი, ისეთი არაფერი, საექიმოზე ვსწავლობ, ყველაფერი ისევ ისეა... -აჰა... გასაგებია, შეყვარებული არ გყავს!-მისმა ტონმა გამაკვირვა, კითხვის ნაცვლად, მისი ხმა ბრძანებითს გავდა. -არა... არ მყავს. -მეც ეგ ვთქვი-გაიცინა და კიდევ ერთხელ მოსვა ვისკი-მე არ მკითხავ არაფერს?!-მკითხა როცა არაფერი არ ვუპასუხე. -და რა გკითხო?! -რავიცი არ გაინეტერსებს ეს 3 წელი მე არს ვაკეთებდი?! -ეგ მე არ მეხება! -მკითხე!-ხმა გაიმკაცრა. -კაი, შენსკენ რა ხდება?!-ვკითხე და თან გავიცინე. -ისევ ისეა ყველაფერი, ნუ თითქმის! ვმუშაობ, ახალი კომპანია გავხსენი რუსეთში, ამ თვეში აქაც ვაპირებ ახალი რესტორნის გახსნას, ბარი მაქვს და უფრო დიდი მინდა რაღაც. -წარმატებებს გისურვებ. -მადლობა. -არ წავიდეთ?!-ვკითხე დაქანცულმა და მუდარანარევი სახით გავხედე. -დაიღალე?!-მკითხა და ჩემსკენ გადმოიხარა. -ხო... სახლში მინდა. -კაი, წავიდეთ. ბარიდან გამოვედით, მანქანაში ხმა არცერთს არ ამოგვიღია, ჩემი საყვარელი სიმღერა სასიამოვნოდ იღვრებოდა მთელს სულსა თუ სხეულში. -ისევ გიყვარს “Noize MC — Моё море”?! -ხო... ისევ ისე მიყვარს...-ესა და ეს იყო ჩვენი დიალოგი, მალე სახლშიც მივედით, გადასვლას ვაპირებდი როცა მკლავზე ხელი მომკიდა და მისკენ მიმაბრუნა. -არ დამემშვიდობები?! -კარგად ყიფიანი. -კარგად-გამიღიმა და ხელი შემიშვა. მეც სახლისკენ წავედი, კიბეები სირბილით ავიარე და კარების წინ გავჩრდი. ყველაფერს ველოდი, იმის გარდა რაც იქ ვნახე, პირი ღია დამრჩა, უბრალოდ გონს ვერ მოვსულიყავი, არ მჯეროდა, არ მჯეროდა რომ ჩემი თვალები ამას ნამდვილად ხედავდნენ. -არ არსებობს!!!-ვთქვი ჩურჩულით ხმაწართმეულმა და ხელში ავიღე კარებთან დატოვებული 3 ცალი თეთრი ვარდი... - - - - - - - - გამარჯობა ჩემო კარგებო ესეც ხალი თავი მაპატიეთ დაგვიანება გამოცდა მქონდა დღეს ქართულში და ამიტომ ვერ ავტვირთე გუშინ, მთელი დღე ნერვიულობაში დავლიე დაძინებით კი 5ზე დამეძინა ისეც 2 საათით. დღეს კი როგორც კი სახლში მოვედი ავტვირთე გული დამწყდა რომ არავინ არ წაიკითხა ახალი ისტორია, ალბათ არ მოგწონთ და ამის ბრალია, მითხრაით ღირს გაგრძელებას?! ველოდები შეფასებას და კომენტარებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.