ტრიუმფალური თაღი (ნაწილი II )
ნელა ჩაუყვა ბაია პარიზის ქუჩებს და ბოლოს თავის კორპუსთან შეჩერდა. კიბეებს აუყვა, ჩანთაში გასაღები მოძებნა და ბინაში შევიდა. რთულია სტუდენტური ცხოვრება. წარმოიდგინეთ ძალიან პატარა ბინა. არანაირი მატერიალური და მორალური დახმარება ოჯახიდან. სრულიად უცხო ქვეყანა, უცხო ხალხით. და მხოლოდ ახლა იაზრებ, რომ მარტო ხარ და ეს 21წლიანი ცხოვრება რომელიც გამოგივლია სრული უაზრობა და ფარსი ყოფილა. ხოლო იმ ურთიერთობების ფასი ნოლია რომელიც სხვასთან დაგიმყარებია. ბაიამ მხოლოდ ერთი რამ იცოდა ზუსტად. სამუშაო სჭირდებოდა და თან რაც შეიძლება სასწრაფოდ. დანაზოგი ფული უკვე ელეოდა. საქართველოდან არავინ ჰყავდა გამომგზავნი. ყველაფერი თავისით უნდა მოეგვარებინა. ჩუმად შევიდა ბინაში რათა მისი მეწყვილისთვის არ დაეფრთხო ძილი. ფეხაკრებით გადაკვეთა ოთახის ნახევარი. მაგიდაზე ჩანთა დადო. კარადიდან საღამური გამოიღო, აბაზანაში შევიდა თავი მოიწესრიგა და ლოგინში დაწვა. დაწვა მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა დაძინებას. ყველასთვის ნაცნობი მომენტია ალბათ, დაწვები ლოგინში მაგრამ არ გიწერია ძილი ოცნებების გადამკიდე. ზემოთ ვახსენე რეალისტია თქო სწორედ ამიტომ არაადეკვატური იქნება თუ გეტყვით მეოცნებეა მეთქი. უეჭველად გაიფიქრებთ კი მაგრამ სად მეოცნებე და სად რეალისტიო?! მაგრამ ღამე ოცნებები იმარტოხელებდა ბაიას. ბავშვობიდან ოცნებობდა ოჯახზე, ჰარმონიულ და თბილ ოჯახზე. მაგრამ ასეთი არასდროს ჰქონია. დედა მის მშობიარობას გადაყვა. ამ ამბის მერე მამა გალოთდა და სულ რაღაც ერთ წელიწადში ფატალურად დაამთავრა სიცოცხლე. არც და არც ძმა არ ჰყავს. თავშესაფარში გაგზავნას ბებომ გადაარჩინა. რაც არის დღეს სწორედ მას უნდა უმადლოდეს. ერთადერთი ძე ხორციელი რომელიც მართლა უყვარს ბაიას ამ ქვეყნად მისი საყვარელი ბებიკოა. ასეთი რთული ხასიათის გამო მეგობრები არ ჰყავს. მეგობრებს ვინ ამბობს ერთი გულითადი მეგობარიც კი არ ჰყავს. ბავშვობაში ჰყავდა თათია მაგრამ ისიც წაართვა უფალმა. ნამდვილად საშინალებაა. ალბათ დაგრთგუნეთ კიდეც ჩემო მკითველებო მაგრამ, ხომ უნდა დაგანახოთ ვისთან გვაქვს საქმე. თავისი არსებობის მანძილზე ეს გოგო ცხოვრებას ებრძვის. მეამბოხე და მებროძოლი სულის მქონე ადამიანია. სწორედ ამ თვისებებმა მოაღწევინა აქამდე. კარგად სწავლობს, უნივერსიტეტში 100იანი დაფინანსებით მოხვდა. ილიაუნელია სხვათაშორის. სტიპენდიაც აქვს. და ახლა გაცვლით პროგრამაშიცაა. შარშანაც მოხვდა თუმცა უსახსრობის გამო ვერ წავიდა. მაგრამ ახლა სულ სხვა შემთხვევაა იყო. ეს ხომ პარიაზია. სამყაროსა და საკუთარი მეობის ცენტრი. ამ იდეალურ შანს ხელიდან ვერ გაუშვებდა. თან სკოლაში ყოველ ჩატარებულ გაკვეთილში ანაზღაურებას აძლევენ. მაგრამ უნდა იმდენი გამოიმუშავოს საქართველოში მყოფ ბებოსაც გაუგზავნოს ცოტა. დიახ, ასეთი კეთილი და მზრუნველი გახლავთ ბაია. ღამის ოთხი საათი სრულდებოდა, გვერდი, რომ იცვალა და დასაძინებლად მოემზადა. ისიც იმის გამო, რომ ხვალ სკოლაში უნდა წავიდეს და გამოძინება სჭირდება. აბა ისე ვინ მოსთვლის რამდენჯერ დასთენებია ოცნებაში და შემდეგ ღამის დაბრუნება უნატრია ძილით ვერდაკმაყოფილებულს. # # # დილა ჩვეულებრივზე კარგად დაიწყო. ბაიაც გახარებული იყო იმით, რომ დღეს თავის მოსწავლეებს უნდა შეხვედროდა. მის განწყობას კარგი ამინდიც უწყობდა ხელს. უჯრიდან კოხტად დაკეცილი ცისფერი შარვალი გამოიღო. საროჩკა საყელოთი და პიჯაკი მოიცვა. გარეთ საკმაოდ ცივა კარგი ამინდისდა მიუხედავად. ნოემბერია მაინც და სიცივეც ამით აიხსნება. თან ბაიასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალს. -პირველი ეფექტიაო _ გაიძახის. 12 წლის განმავლობაში ბევრი რამ ისწავლა. ზუსტად იცის როგორი მასწავლებელი არ უნდა იყოს მოსწავლეთათვის. მათთან დამეგობრებას აპირებს მაგრამ რამდენად გამოუავა, ამას მალე ვნახავთ. თავისი ბინის მეზობელს დაემშვიდობა “Starbucks”ის ყავა ხელში დაიჭირა, ლეპტოპის ჩანთა გადაიკიდა და სკოლისაკენ გასწია. ხალხი ირეოდა პარიზის ქუჩებში და ეს განსაკუთრებით მოსწონდა ბაიას. სახლიდანაც ადრე გამოვიდა, რომ ფეხით მისულიყო სკოლამდე. არც ისე შორს იყო მისი ბინიდან სამსახური. ბოლოს ლიონის უმაღლეს სკოლასთან შეჩერდა. ერთი ღრმად ამოისუნთქა და ამაყი ნაბიჯებით წავიდა სკოლის შესასვლელისკენ. მალევე მიიპყრო მოსწავლეთა ყურადღება თავისი გამორჩეული ვიზუალის გამო. ბაიაც თავაწეული მიაბიჯებდა, რომ არა ერთი საბედისწერო შეცდომა. უცებ ეზოში დაგდებულ ქვას ფეხი წამოჰკრა და კიბეებთან გაწვა. ყველაფერი ერჩევნა ახლა იმას, რომ აწ უკვე თავისი მომავალ მოსწავლეების წინ არ წაქცეულიყო. ნეტა მიწა გასკდეს და ჩემიტანოსო ფიქრობდა. მალევე მიეშველა რამდენიმე ბიჭი და წამოაყენეს ბაია. -Merci _ მადლობა. უთხრა ბაიამ , გაუღიმა და ფოიეს მძიმე კარები შეაღო. თან გულში თავის თავს ლანძღავდა ახლა როგორღა დავიმსახურებ მოსწავლეთაგან პატივისცემას ნორმალურად სიარული არ ვიცი და მათ რა უნდა ვასწავლოო. სხვათაშორის ბაია გაკვეთილებს ისტორიის საგანში ატარებდა, ისტორია კი საკმაოდ საინტერესო საგანია. -ყველაფერი კარგად იქნება _ ჩაილაპარაკა ბაიამ და კოორდინატორთან მივიდა. როგორც გაიგო გაკვეთილებს მეთერთმეტე კლასებს ჩაუტარებდა. პირველი გაკვეთილი პირველ საათზე ჰქონდა 219 საკლასო ოთახში ჰქონდა. -წარმატებებს გისურვებთ მათთან _ უთხრა კოორდინატორმა და გაუღიმა. ვერ მიხვდა ბაია რას ნიშნავდა ეს „მათთან“ მაგრამ ყურადღება აღარ გაუმახვილებია ამაზე. ის ამბავი გაუხარდა, რომ ჯერ კიდევ საათ სახევარი ჰქონდა თავისუფალი, მანამდე კი ყველაფრის დაათვალიერებს მოასწრებდა. საკლასო ოთახები საჯარო სკოლის კვალობაზე საკმაოდ კარგად იყო მოწყობილი, კაბინეტები უახლესი აპარატურითა და ტექნიკით იყო აღჭურვილი. ბიბლიოთეკაში, რომ შეაბიჯა თავი მართლაც რომ სამოთხეში ეგონა. ბევრი გაეგონა ამ სკოლაში მოთავსებულ უნიკალურ წიგნებზე მაგრამ რას წარმოიდგენდა ასეთი მაგარიც თუ იქნებოდა. ხუთი წუთი მაინც დასჭირდა აზრზე მოსასვლელად. ნამდვილად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ილიას უნივერსიტეტს ყველაზე კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდა მთელ თბილისში მაგრამ ის ამასთან შედარებით არაფერი იყო. ხტუნვა ხტუნვით წავიდა წიგნებისაკენ ამით კი რამდენიმე ადამიანის დაინტერესებით აღსავსე თვალი დაიმსახურა. მერე მიხვდა, რომ აქ სხვა ამპლუაში იყო ამიტომ ხტუნვას მორჩა და ნელ-ნელა დაუყვა სექციებს. ცდილობდა ყველა წიგნს ხელით შეხებოდა. ჯერ მათი სიძველე აკვირვებდა, მერე სისუფთავე, ბოლოს წიგნთა რაოდენობა. ძალიან შეყვა წიგნების თვალიერებას. სულ დაავიწყდა გაკვეთილიც და ყველაფერიც. მაჯის საათზე რომ დაიხედა უკვე პირველი ხდებოდა. ტვინში კინაღამ სისხლი ჩაეცა, როცაა გაანალიზა, რომ დააგვიანდებოდა. რას იფიქრებდნენ მოსწავლეები ?! ჯერ ის ეზოს ინციდენტი არ ეყოფოდა ვითომ. ლექტოპის ჩანთა ხელში მოიმარჯვა და სულ კისრის ტეხვით ავიდა მეოთხე სართულზე. საკლასო ოთახის კარებთან შეჩერდა, სუნთქვა დაირეგულირა და კარები შეაღო. მოსწავლეები უკვე თავიანთ ადგილებზე ისხდნენ. ბაიასთვის ყურადღებაც არ მიუქცევიათ კვლავ განაგრძეს ლაპარაკი. ბაიამ ერთი ამოიხვნეშა და მისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა. მხოლოდ ახლა მიხვდნ მოსწავლეები, რომ ბაია არა ერთ-ერთი მათთაგანი არამედ მასწავლებელი იყო. კი მიხვდნენ ამას მაგრამ ლაპარაკი მაინც არ შეუწყვეტიათ. ბაიამ ერთი გვარიანად ჩაახველა არც ამაზე ჰქონიათ რეაქცია. ამაზე კი უკვე კარგად მოეშალა ნერვები. ფიქრობდა, რომ ეს უპირველეს ყოვლისა მისი დაბდუბობის და უპუნქტუალობის გამო ხდებოდა მაგრამ ორივეს მოეძებნებოდა ახსნა. არ აპირებდა ბავშვებს დამუქრებოდა თუ არ ისწავლით ნიშანს არ გაღირსებთო ! ყველაზე მეტად მაგ ფრაზას ვერ იტანდა მისი მასწავლებლებისგან და ზუსტად იცის ამას არასდროს გამოიყენებს. -Psrdon _ უკაცრავად. ტონს აუწია ბაიამ და ძვლივს მოაქციეს ყურადღება. -გისმენთ. აგდებით უპასუხა ერთ-ერთმა შავგრემანმა მოსწავლემ. -მე თქვენი ახალი მასწავლებელი ვარ და გაკვეთილს ვიწყებ. -მერედა დაიწყეთ. უპასუხა ბიჭმა და ზურგი აქცია ბაიას. -ახლავე შემოტრიალდით. გამაფრთხილებლად გაისმა ბაიას ხმა. -თქვენს მოსმენას არ ვაპირებთ. თუ დაწყება გსურთ დაიწყეთ. უპასუხა ახლა უკვე მეორე გოგომ და მანაც ზურგი აქცია ბაიას. იმ წამს ფუტები ასდიოდა თავიდან. სიამოვნებით დააწიწკნიდა თმებს იმ გოგოს მაგრამ როგორღაც დამშვიდდა. მიხვდა, რომ არ ღირდა მათთან შეკამათება დღეს მაინც. ლეპტოპი დახურა, ჟურნალი გადადო და ბავშვებისკენ წავიდა. აშკარად მისმა ქმედებამ მოსწავლეებში გაკვირვება გამოიწვია. ბაიამ აქ ვითომც არაფერიაო შავგრემანის გვერდით დაჯდა. ბავშვები გაჩუმდნენ, ბაია კი ღიმილ აკრული გასცქეროდა მათ. -დაიწყეთ მე გისმენთ. მაინტერესებს ასეთი ინტერესი თქვენში რამ გამოიწვია, რომ ისტორიის საგანს ზურგი აქციეთ. -ჩვენ ქუჩის თემაზე ვლაპარაკობდით. პასუხი ისევ შავგრემანმა გასცა. -მერედა რა. როგორც ჩანს ეს თქვენთვის საინტერესოა. რაც ჩემი მოსწავლეებისთვის საინტერესოა ის ჩემთვისაც საინტერესო ხდება. ამიტომ გისმენთ დაიწყეთ. უთხრა ბაიამ და რაც შეეძლო კომფორტულად მოკალათდა სავარძელზე. -ჩვენ არ ვაპირებთ თქვენთან რამის მოყოლას. ¬_ კატეგორიულად განუცხადა გოგომ და ალმეცრად ახედა ბაიას. -მე კი არ ვაპირებ აქედან ადგომას მანამ სანამ არ გავიგებ რამ განაპირობება თქვენი ჩემდამი ასეთი დამოკიდებულება. გოგონას (და არამარტო მას), თვალები გაკვირვებისგან შუბლზე აუვიდა. -არასდროს დაინტერესებულა სხვა მასწავლებლები იმით თუ რატომ ვერ ვიტანდით მათ. ახლა უკვე მესამემ დაიწყო ლაპარაკი. -მოკეტე დიუნან ! დაუყვირა შავგრემანმა და ფეხზე წამოდგა. ამან დიუნანის დაფრთხობაც გამოიწვია. -დასხედით. ახლავე ! გამაფრთხილებლად გაისმა ბაიას ხმა სივრცეში. შავგრემანიც თავის ადგილს დაუბრუნდა. ორ წუთიანი დუმილი ზარის ხმამ დაარღვია.სტუდენტები უპარდონოდ წამოიშალნენ და საკლასო ოთახი დატოვეს. მხოლოდ დიუნანი დარჩა თავის ადგილზე. ბაიაც წამოდგა სავარძლიდან და თავის მაგიდასთან მივიდა. -ჩვენ არასდროს გვეკითხებოდნენ მოგვწონდა თუ არა მასწავლებლები. არც მასწავლებლები ანაღვლებდათ ეს უკანასკნელი. ლაპარაკი დაიწყო მან. -ჩვენ ღარიბი ფენის წარმომადგენლები ვართ. მათთვის უბრალოდ საჭიროა განათლებბა მივიღოთ. ჩვენ არ ვსწავლობთ. კარგა ხანია ავიღეთ ამაზე ხელი. არც მასწავლებლები ცდილობდნენ რაიმეს შეცვლას. თქვენც არ გირჩევთ, თორემ აქ ზოგიერთი ისეთია ცხოვრებას გაგიმწარებთ. დამიჯერეთ არ ღირს ჩვენგამო ასეთი მსხვერპლი. ჩვენ ცალკე კლასი ვართ, ამ სკოლაში არავინ გვემეგობრება. „ოროსანთა დინასტიაო“ ასე გაიძახიან რაც თავი მახსოვს. ნუ გეწყინებათ ჩემი მეგობრების თქვენდამი ასეთი დამოკიდებულება. მათ თქვენაც იმათნაირი ჰგონიხართ. -შენ არ გგონივარ იმათნაირი ? -არვიცი. -Au revoir _ უთხრა ბიჭმა რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ და საკლასო ოთახი დატოვა. - დროებით _ ჩაილაპარაკა ბაიამ და თვალი მიმავალ ბიჭს გააყოლა. მთელი დღე ვერ მოისვენა. ვერ აეხსნა რა ხდებოდა მის თავს. ვერ იჯერებდა ასეთ პრესტიჟულ სკოლაში სოციალური დაყოფა ასე მკვეთრად, რომ შეიმჩნეოდა. ჯერ ისიც არ იცოდა რა შესაძლებლობის მქონენი იყვნენ ეს ბავშვები. და საერთოდ ამდენი წელი უქმად ყოფნის შემდეგ რომც მოენდომებინა ასწავლიდა თუ არა რამეს. გოგონა ნამდვილ საგონებელში ჩავარდა. ერთი წუთით ისიც კი იფიქრა იქნებ არასწორად მოვიქეცი ამ სამსახურს, რომ დავთანხმდიო. მაგრამ შემდეგ ეს აზრები უკუაგდო. -რაღაც უნდა მოვიფიქრო _ სულ ამას იმეორებდა და თავში ერთი იდეაც კი არ მოსდიოდა როგორ შესძლებდა ამას. შუადღის სამი საათი იწყებოდა, როცა სკოლა დატოვა და ქუჩას დაუყვა. ერთ-ერთ კაფეში ცოტა წაიხემსა და გაზეთს გადაავლო თვალი იქნებ რაიმე სამსახურს წასწყდომოდა. მაგრამ სანამ ზუსტ გრაფიკს არ გაარკვევდა სამსახურზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო. წახემსების შემდეგ ცოტა ხანი კაფეში დაჰყო, ისევ და ისევ ბავშვებზე და მათ იმედჩაკლულ თვალებზე ფიქრობდა. რას შეცვლიდა მხოლოდ ერთი ადამიანი მათთვის ?! რეალურად ვერც ვერაფერს. მაგრამ ბაია არ დანებდებოდა. ვერასდროს აპატიებდა საკუთარ თავს ახლა, რომ დანებებულიყო. შეეძლო საერთოდ გაეტარებინა ეს ფაქტი და სხვა მასწავლებლების მსგავსად ფული ჩაედო ჯიბეში. ასე უფრო მარტივიც იქნებოდა მისთვის მაგრამ მისი ბუნება არ აძლევდა ამის უფლებას. თან შიგნით დაუოკებელი სურვილი კლავდა, რომ ამ ბავშვებისთვის უკეთესი ცხოვრების პერსპექტივა დაენახებინა. ამასობაში მოსაღამოვდა. ბაიამაც ტრიუმფალურ თაღს მიაშურა და თავისი საყვარელი ადგილი დაიკავა. მალევე მიუჯდა გვერდით ნაცნობი მამაკაცი. გოგონამ უკვე თავისი ინიციატივით წამოიწყო ლაპარაკი. -Bonjour _ ჩაილაპარაკა თამამად, თავი მამაკაცისკენ შეატრიალა და გაუღიმა. -Bonjour _ მამაკაცმა ღიმილითვე უპასუხა. -მე ბაია ვარ. -სასიამოვნოა. კლოდი. _ მოკლედ მოუჭრა მამაკაცმა. -არ მეგონა საფრანგეთში კიდევ თუ ხდებოდა სოციალურ ფენებად დაყოფა. _გოგონა ცდილობდა საუბარში აეყოლინებინა კლოდი. -ეს საიდან მოიტანეთ? _გაკვირვება დაეტყო მამაკაცს ხმაში. -თავად გავხდი ყველაფრის მოწმე. -იქნებ უკეთ განმიმარტოთ გეთაყვა. ოხხ ეს ფრანგი მამაკაცები. ჯელტმენობის კლასიკურ მაგალითს იძლევიან, ყველა დროის ეპოქაში. -ერთ-ერთ სკოლაში სადაც ამჟამად დროებით ვმუშაობ, მეთერთმეტე კლასს ვასწავლი. ისინი მე არ აღმიქვამენ როგორც მასწავლებელს. და საერთოდ არავის აღიქვამენ პედაგოგად. მოსმენაზე პროტესტს აცხადებენ და თავად ლაპარაკობენ ქუჩის თემებზე. რომ ვკითხე რატომ იქცევით ასე მეთქი, ჩვენი ქცევით არასდროს დაინტერესებულანო მასწავლებლები. მხოლოდ ერთმა მოსწავლემ ამიხსნა, რეალურად მიზეზი. ამ კლასში ღარიბი ფენის წარმომადგენლები არიან თავმოყრილი. სწავლაზე ხელი აქვთ აღებული. არც საგანს ცემენ პატივს და ალბათ გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ არც პედაგოგს. -იქნებ მითხრათ რომელ სკოლას გულისხმობთ, ძალიან დამაინტერესა ამ ამბავმა. -ლიონის უმაღლესი სკოლა. -საინტერესოა. ჩაილაპარაკა მამაკაცმა, კაპიუშონი გადაიძრო და ბაიას გახედა. -თუ თვენი მონაყოლით ვიმსჯელებთ მათ საკუთარი თავის რწმენა აქვთ დაკარგული. თქვენი მიზანი მის დაბრუნებაშია. გააკეთეთ ყველაფერი რათა დაანახოთ მათ, რომ რაღაც შეუძლიათ. სხვას ვერაფერს გეტყვით _ ჩაილაპარაკა მამაკაცმა რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ და თავი წინ გაატრიალა. ორივენი ხმაამოუღებლად გასცქეროდნენ ტრიუმფალურ თაღს. ბაიას მამაკაცის ნათქვამ სიტყვებზე ფიქრობდა გონებაში კი ხვალინდელი დღის გეგმებს აწყობდა.. ---- ვიცი ცოტა დამაგვიანდა, სამაგიეროდ დიდი თავია გულითადი მადლობა თამარას და წინა თავზე დაწერილი კომენტარების ავტორებს. იმედი მაქვს მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.