შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული დრო (1)


23-06-2015, 11:20
ავტორი eleniko2002
ნანახია 1 698

მ ქვეყნად ყველაფერს აქვს დასასრული...ტკივილსაც - სევდასაც სიხარულსაც - ცრემლსაც - იმასაც კი...რასაც დასაწყისი არ ჰქონია... განსაკუთრებით ხანმოკლე ბედნიერებაა - სულ ერთ წამს გრძელდება... სწორედ ამ წამს უნდა მიუსწრო - დაიჭირო და მაგრად ჩაებღაუჭო "...
ბედნიერება ხანმოკლეა...სწორედ მაშინ მთავრდება ყველაფერი როდესაც წარმატების მწვერვალს მიღწეულს მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაკლია ბედნიერებამდე...მაგრამ ჰოპ და უეცრად სრულ სიშავეში აღმოჩნდები სადაც მარტოობისა და ტკივილის მეტი არაფერია..თუმცა არსებობენ ადამიანები რომლებიც არ გაძლევენ უფლებას მძიმე წუთებში დარჩე მარტო და ალბათ ეს არის მიზეზი წაქცევის შემდეგ მყარად წამოდგე ფეხზე და გაიარო სწორხაზოვანი ნაბიჯებით...
მირანდა (მია) ჯაფარიძე აწ უკვე წარმატებული ქალი..ესპანეთში ორ წლიანი მოღვაწეობის შემდეგ,მშობლების დაჟინებული თხოვნით როგორც იქნა ჩამოვიდა სამშობლოში..ბავშვობიდან არაფერი აკლდა მაგრამ ყოველთვის უნდოდა ყოფილიყო უბრალოდ მია ჯაფარიძე და არა "ბიზნესმენ კოკა ჯაფარიძის შვილი"... ხუთი წლიდან საკმაოდ კარგად ხატავდა და როდესაც ბაღში მასწავლებელმა პირველი კითხვა დაუსვა,"თუ რა უნდა გამოსულიყო როცა გაიზრდებოდა ", მიამ ამაყად უპასუხა მხატვარიო თუმცა გეგმები მაინც შეცვალა და ახლა უკვე დიზაინერი გახდა..მიუხედავად ამისა კარიერა ხომ ყველაფერი არარის..მითუმეტეს მაშინ როცა არაფერი გაკლია და ნებისმიერ ახირებას უსიტყვოდ გისრულებენ...მია ჯაფარიძეების ერთადერთი შვილია..თუმცა არასდროს ყოფილა "მეტიჩარა". .ყოველთვის უბრალოებით გამოირჩეოდა..
მშობლებთან ხუთ წლიანმა განშორებამ მაინც თავისი ქნა და დედის პირველივე შემოთავაზებაზე ყველაფერი უსიტყვოდ დათმო ... ვეღარ გაძლო მარტომ უცხო ქვეყანაში და რა ქნას...თუმცა როგორც დედამ უთახრა ყველაფერს ნულიდან დაიწყებს... დგას ახლა აეროპორტში ჩანთებით ხელში და მოუთმენლად ელოდება მონატრებულ ადამიანებთან შეხვედრას..მაგრამ მათ ნაცვლად მხოლოდ საუკეთესო მეგობრის ქმარს მოჰკრა თვალი..ცოტა არ იყოს გაუკვირდა ზურას დანახვა,მაშინვე უსიამოვნო ფიქრმა გაჰკრა თავში მაგრამ უარყოფითი ფიქრები უკუ აგდო და ზურას გადაეხვია..
-ზურიკელა როგორხარ?
-რავიცი ვარ რა.-გაუბედავად ამოილაპარაკა და ჩემოდანი წაართვა
-ზურა ხდება რამე? დაკო სად არის?-ცოტა არ იყოს გაუკვირდა ზურას საქციელი,სტუდენტობიდან მოყოლებული იცნობდა და არასდროს ყოფილა ასეთი სერიოზული..პატარა ბავშვივით სულ ცანცარებდა და მიას გამწარებით ირთობდა თავს..ის კი ახლა დუმდა და მთელი ძალით უჭერდა აკანკალებულ ხელებს საჭეს..
-მია არ ვიცი როგორ გითხრა-როგორც იქნა სიტყვებს თავი მოუყარა და სვლა შეანელა-შენი მშობლები ავარიაში მოყვნენ ახლა საავადმყოფოში უნდა წავიდეთ.
-კი..კი მაგრამ ეს როგორ-გაოგნებული სახით იჯდა და ვერ იჯერებდა ამწამს გაგონილ სიტყვებს
-ვიცი რომ გიჭირს ამ ყველაფერთან შეგუება მაგრამ უნდა გამაგრდე..ყველაფერი კარგად იქნება...დაკო იქ გველოდება..
მთელი გზა ელაპარაკებოდა მაგრამ მიას აცერთი სიტყვა აღარ ესმოდა ფიქრებით მშობლებს დასტრიალებდა.და ვინიცის რამდენჯერ დაუარა სხეულზე უსიამოვნო შეგრძნებამ თითქოს გრძნობდა რაღაც საშინელება უნდა დატრიალებულ იყო მის თავს და ვერ ინელებდა მათ გარეშე გატარებულ ხუთ წელიწადს..მხოლოდ ხუთს,მაგრამ ახლა უკვე მიასთვის დაკარგულ მთელ ცხოვრებას წარმოადგენდა..
ცოცხალ-მკვდარი მიაბიჯებდა თეთრ კოლიდორში..როგორ ვერ იტანდა წამლების სუნით გაჟღენთილ გარემოს..ვერც თეთრ ხალათიანებს იტანდა მაგრამ ახლა, ყველაფერი მათზე იყო დამოკიდებული..ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე როცა მონატრებული სხეული დალანდა და ამდენი წლის უნახავ მეგობარს გადაეხვია..თითქოს თავისუფლება იგრძნო და მის მხარზე აქვითინდა...
-ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება.-იმედის ნაპერწკალი აკიაფდა მიას გონებაში მასხომ დაკოსი საკუთარ თავზე მეტად სჯეროდა..თუმცა ეს ნაპერწკალიც წამსვე გაქრა როდესაც საოპერაციოდან თეთრხალათიანი,ჭაღარა შეპარული კაცი დაღონებული სახით წამოვიდა მათკენ..
-ჯაფარიძის ახლობლები ბრძანდებით?
-დიახ-ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა დაკომ და პასუხის მოლოდინში გაიტრუნა
-ვწუხვარ მისი გადარჩენა ვერ შევძელით...
-დედა როგორ არის-თითქოს მისი ნათქვამი ვერ გაიგონაო ისე იკითხა თითქოს გარდაცვლილი მამამისი არ ყოფილიყო
-სამწუხაროდ ვერც მისი გადარჩენა ვერ შევძელით..
წამით ირგვლივ მყოფებმა სუნთქვაც კი შეწყვიტეს ყველა გაიტრუნა.. ელოდებოდნენ მიას რა რეაქცია ექნებოდა..მაგრამ მას წარბიც კი არ შეუხრია..ეტკინა როგორ არ ეტკინა მაგრამ უცებ ვერ აღიქვა მისმა ტვინმა მომხდარი და კედელზე არსებულ შავ ლაქას ისე მიაშტერდა თითქოს სამუზეუმო ექსპონატი ყოფილიტო....ნელნელა გონს მოეგო..მუხლებზე დაეცა ტირილი და დაიწყო...ტირილი სიცილში გადაიზარდა და საბოლოოდ ყველაფერი შავმა ფერმა მოიცვა.ყველაფერი გაქრა და სიშავეში დარჩა მხოლოდ მია რომელიც ვიღაცას ეძახდა მაგრამ საკუთრაი ხმა თავადაც არ ესმოდა..რაღაცის თქმას ცდილობდა მაგრამ არ შეეძლო..ბოლოს კი ყველაფერი შავმა ფერმა დაფარა.მხოლოდ დაკოს ბუნდოვანი სახის დანახვა მოასწრო და გონება დაკარგა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent