მე შენ აგირჩიე, პატარა ქალბატონო! 13
ის დღე მალე მიილია. საღამოს გოგოებმა მანამდე ილაპარაკეს სანამ ძილი არ მოერიათ. ___დიტო/ბექა/ლუკა___ -ბიჭო რაღაც უნდა გითხრათ (ლუკა) -აბა გისმენთ (დიტო) -ცოლი მომყავს (ლუკა) ბიჭებს თვალები გაუფართოვდათ -რაო? ვაა არ მეგონა მაგ სიტყვებს თუ მოვისმენდი შენიდან, ძაან ყოფილხარ შეყვარებული გვანცაზე (ბექა) -აბა რა ვარ, მინდა რო სულ ჩემთან იყოს, მოკლედ ხვალ ყველას თვალწინ ვთხოვ ხელს (ლუკა) -რო არ დაგთანხმდეს? (დიტო) ხუმრობით თქვა დიტომ -რას არ დამთანხმდება მოიცა რა (ლუკა) -კაი ბიჭო ვღადაობ, დაგთანხმდება აბა რა (დიტო) -აუ ბიჭო ბეჭედზე რა ვქნა? ისე როგორ ვთხოვ, ნინის ან ანის უნდა ვთხოვო და რომელიმე გამყვება საყიდლად, ეგენი უფრო მიხვდებიან როგორი მოეწონება გვანცას (ლუკა) -ხო და ერთერთი გვანცასთან იყოს მაინც რო არაფერი იეჭვოს (ბექა) -ხო, რომელი წავიყვანო? (ლუკა) -რომელიც დაგთანხმდება (დიტო) -ბიჭო და სად უნდა თხოვო? (ბექა) -რავი აუზთან იმდენი ხალხია, აი მანდ ყველას თვალწინ (ლუკა) -მე მომწონს ჩვენი სარძლო (დიტო) -მეც, კაი გოგოა ძაან (ბექა) -ბიჭო და ქორწილსაც აქ იხდი? (დიტო) -არა ბიჭო, საქართველოში (ლუკა) -ჯერ მოიცა, დაგთანხმდეს (ბექა) -აბა რას იზავს (ლუკა) -მე ნინის აუცილებლად საქართველოში ვთხოვ ხელს და ქორწილსაც იქ გადავიხდით (დიტო) -მეც ეგრე ვაპირებ (ბექა) -დააწყვეს გეგმები ბიჭებმა, ჩემზე კი დაქაჩეთ თვალები და თქვე თავებს შეხედეთ, ყურებამდე ხართ შეყვარებულები ორივე (ლუკა) თქვა ლუკამ და სიცილი დაიწყო -მოკეტე და დავიძინოთ (დიტო) ___ნინი___ მე დილით არც ისე ადრე გამეღვიძა, გოგოები არ დამხვდენ, აუზისკენ გავიხედე და არც იქ იყვნენ, უჩემოდ სად წავიდნენ? ჩავიცვი, ნომრიდან გავედი და მათი ძებნა დავიწყე. უცებ გავიგონე უკნიდან გვანცას ხმა -ნინი გაიღვიძე? წამო ჩვენთან ერთად (გვანცა) მივუახლოვდი -სად იყავით? (მე) -რავი აქვე ახლოს ვსეირნობდით, ისე ტკბილად გეძინა აღარ გაგაღვიძეთ, აი ანიც მოსულა (გვანცა) -კიდე კაი რო გღვიძავს, აი ნაყინები მოგიტანეთ (ანი) -მადლობა (მე) -გოგო აუზზე როდის წავიდეთ? (გვანცა) -ჯერ დილაა და შუადღისკენ გავირუჯოთ (ანი) თქვა ანიმ და ნაყინი გემრიელად ჩაკბიჩა. შუადღე მალე მოვიდა. სამივე აუზზე წავედით, ანი და გვანცა წყალში ჩავიდნენ, მე შეზლონგზე მოვთავსდი. ცოტა ხანში ლუკა მოვიდა და ჩუმად მითხრა გამომყევი ბართანო, მეც ავდექი და გავყევი, ბართან დავჯექით -აუ ნინი მისმინე ერთი სათხოვარი მაქ შენთან (ლუკა) -რა არი, გისმენ (მე) -დღეს მინდა რო გვანცას ხელი ვთხოვო და გამომყვები ბეჭდის საყიდლად? მე ვერ ვერკვევი ეგეთ რაღაცეებში (ლუკა) -ვა რა კაია, კი რა პრობლემაა გამოგყვები (მე) -აუ ჯიგარი ხარ, ოღონდ ანის დაუბარე გვანცასთან იყოს და არ უთხრას რო გასულები ვართ რა (ლუკა) -კაი კაი არაა პრობლემა, დამელოდე (მე) მე ანის დავუძახე და მანაც აუზის ნაპირზე გამოცურა -გოგო მისმინე, ლუკა აპირებს დღეს გვანცასთვის ხელის თხოვნას, და ბეჭედზე მივყვები, იცი რა ქენი შენ? გვანცას არ მოშორდე, ჩემზე უთხარი რო ოთახში ვარ და ყველანაირად ეცადე რო 2 საათი მაინც იქ არ ავიდეს, კაი? (მე) -აუ რა მაგარია, კაი არაა პრობლემა (ანი) -კაი დროებით (მე) ისევ ლუკასთან მივედი -ყველაფერი რიგზეა, ჩავიდმევ და წავიდეთ (მე) ოთახში ავედი, ჩავიცვი და ისევ ლუკასთან დავბრუნდი. მე და ლუკამ სამკაულების უამრავი მაღაზია მოვიარეთ, ბოლოს ერთი ბეჭედი მომეწონა ძალიან -გვანცას როგორი გემოვნება აქვს არ ვიცი, მაგრამ მე ეს ყველაზე მეტად მომეწონა (მე) -ხო და მაგას ავიღებ (ლუკა) -კარგს იზავ, ძალიან ლამაზი და ძვირფასია (მე) ლუკამ ბეჭედი იყიდა და უკან დავბრუნდით სასტუმროში, რომ მივედით აუზისკენ გავიხედე, ანი და გვანცა ერთმანეთის გვერდით შეზლონგებზე ირუჯებოდნენ, „როგორც ჩანს ყველაფერი რიგზეა“ ვფიქრობდი კმაყოფილი. -აბა შენ იცი (მე) -მადლობა დიდი (ლუკა) ნომერში ავედი, საცურაო კოსტიუმი ჩავიცვი და გოგოებს შევუერთდი -გოგო სად იყავი? (გვანცა) -რავი ვისვენებდი ზევით, მომშივდა და (მე) ვუთხარი გვანცას დაახლოებით 5-ის ნახევარი იქნებოდა -გვანც მოდი ჩემთან (ლუკა) დაუძახა ლუკამ გვანცას, ისიც ადგა და მასთან მივიდა - რა იყო? (გვანცა) -ხო იცი როგორ მიყვარხარ? (ლუკა) -ვიცი ვიცი, მეც მიყვარხარ (გვანცა) უცებ ლუკამ დაიჩოქა და ყველამ მას შეხედა -გვანცა, ყველაზე მეტად მიყვარხარ, ძალიან ძალიან, მინდა რომ ჩემი იყო და სულ ჩემთან იყო, ყველაფერი ხარ ჩემთვის, ცოლად გამომყვები? (ლუკა) ყველამ გვანცას შეხედა, ის გაოცებული თვალებით უყურებდა ლუკას, მერე კი თვალები ცრემლებით აევსო. მათ შემხედვარეს, მე და ანის გვეღიმებოდა. ყველა ჩუმად იყო და გვანცას პასუხს ელოდნენ -თანახმა ვარ (გვანცა) ამის თქმა და ხალხის ჟივილხივილი ერთი იყო, ყველა ტაშს უკრავდა. ლუკას სახე გაუბრწყინდა, გვანცას ბეჭედი თითზე მოარგო, ჩაეხუტა და შუბლზე აკოცა. საყვარლები ^^ ხალხი მალე დაიშალა და ჩვენც ოთახებში ავედით, გვანცა და ლუკა დარჩნენ ცოტა ხნით, მაგრამ გვანცა მალევე შემოგვიერთდა მე და ანის. -გოგო მაჩვენე ბეჭედი (მე) -აუ რა ლამაზია, ყოჩაღ ლუკას, რა საყვარელია (ანი) -კი ძაან, არ ველოდი, დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის, ვაიმე არც ახლა მჯერა (გვანცა) უბედნიერესი იყო გვანცა. მერე ყავა ამოვატანინეთ ოთახში და ჭორაობა დავიწყეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.