შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"სიყვარული სიცოცხლის ფასად"15


23-06-2015, 20:46
ავტორი ReaDer))
ნანახია 2 403

-სად ვართ?- დაძაბული ხმით ვკითხე ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ და შევეცადე გარემო შემეთვალიერებინა, მაგრამ უკვე საკმაოდ ბნელოდა, ირგვლივ კი არანაირი განათება არ იყო, მხოლოდ მანქანის ფარების განათება მანიშნებდა იმას რომ აშკარად ტყეში ვიყავით.
-უსაფრთხოების მიზნით არ ვთვლი მიზანშეწონილად რომ შენ ეს იცოდე..-მიპასუხა ასევე დაძაბული, ჩამწყდარი ხმით და ერთი შემომხედა
-ცნობისთვის ეგ უსაფრთხოება ზუსტად მე მჭირდება..მე მკლავენ და არა შენ..-ცივად ვუთხარი და ნათქვამზე მთელი სხეული თავიდან ამიკანკალდა. მისი ნათქვამის შემდეგ რაც მხოლოდ ერთ ფრაზას მოიცავდა, მთელი გზა გაშტერებული და დაძაბული ვიჯექი მანქანაში და როცა მაღალი სიჩქარით აუყვა
რაღაც აღმართს არც კი შევწინააღმდეგებულვარ, რადგან შიშს მთელი ჩემი რაობა მოეცვა. კითხვაზე მსგავსი რამ საიდან გაიგო ან ვინ აპირებდა ამის გაკეთებას, პასუხები ვერ მივიღე, მხოლოდ ის მითხრა რომ უსაფრთხო ადგილას მივყავდი და ხმა აღარ ამოუღია, იმისდა მიუხედავად რომ თავიდან შეწინააღმდეგება ჩემგან დიდი იყო
-საკუთარ თავს თვითონ მივხედავ...ალექსანდრე დამიყენებს დაცვას ან რაიმე იქნება..არ მინდა შენი დახმარება-ვუთხარი ცივად მაშინ და შევეცადე მზერა გამესწორებინა, ნელა მოატრიალა თავი მწვანე თვალებით მომაშტერდა და ირონიულად ჩაიცინა.
-არ ამოიღებ ხმაას?!-განვაგრძობდი ყვირილს მაგრამ ამაოდ, მისი ერთადერთი სადარდებელი ეხლა სწრაფი სიარული და დანიშნულ ადგილამდე მალე მისვლა იყო, შეშინებული "მე" კი უპასუხობის შემდეგ მალევე დაჰყვა მის ნებას და ეხლა უკვე აქ ვიყავით.
-ყველაფერი კარგად იქნება..-მითხრა პაუზის შემდეგ და მანქანიდან გადმოვიდა, მეც უკან გავყევი და როცა მანქანიდან გადმოვხტი ტერფები იქვე მიმეყინა. აშკარად სადღაც მთაში ვიყავით, მაგრამ ვერაფერს ვერ ვარჩევდი გარდა ხეებისა. დიმიტრს უკან გავყევი და მალევე თავი მყუდრო, საშუალო ზომის სახლში ამოვყავი. სანთლები აანთო და ახლა უკვე შევძელი ყოველი დეტალი გამერჩია, კედლები, იატაკი, ყველაფერი ხის იყო. მუქი ყავისფერი ავეჯი
ხის პატარა მაგიდა ხილით და ბუხარი საშინლად სასიამოვნო მყუდროებას აღძრავდა ჩემში და მომინდა სამუდამოდ აქ დავრჩენილიყავი მაგრამ რეალობის გააზრებისას ტანში გამცრა. სახლს ჰქონდა ასევე პატარა საძინებელი, სამზარეულო და აბაზანა. ყველაფერი საოცარი გემოვნებით და სიყვარულით იყო გაკეთებული, დიმიტრმა მანქანიდამ სურსათი ამოალაგა რომელიც აშკარად ჩემს "მოტაცება"მდე ჰქონდა ნაყიდი, ყველაფერი მაცივარში შეაწყო მერე მისაღებში გავიდა და ბუხრის დანთება დაიწყო
-ყველაფერი იმდენად მყუდრო და სასიამოვნოა..-ჩუმად ჩავილაპარაკე და კიდევ ერთხელ მოვავლე ოთახს თვალი
-ბაბუაჩემის სახლი იყო..ზაფხულობით აქ ამოდიოდნენ დასასვენებლად..მერე მე დამრჩა..არავინ არ იცის მისი არსებობის შესახებ..როცა განმარტოვება მინდა აქ ამოვდივარ მაგრამ ეხლა ამისთვის დრო ნაკლებად მრჩება, პირველი უცხო პირი ხარ ვინამაც ამ სახლში შემოაბიჯა ჩემი ოჯახის გარდა..-ხმადაბლა ჩაილაპარაკა და თვალებში ჩამაშტერდა
-პირველი უცხო პირი საშინელი მიზეზით..-უხერხულად ჩავიცინე და რეალობის გააზრებისას ტკივილისგან სახე დამემანჭა. მოშიშვლებულ მკლავებზე გასათბობად ხელები რამოდენიმეჯერ ავასრიალე და თვალები დავხუჭე რომ რამენაირად არ მეფიქრა სიცივეზე. რამოდენიმე წუთში მკლავებზე თბილი ქსოვილის შეხება ვიგრძენი
-ჩაიცვი..აქ ძალიან ცივა, განსაკუთრებით ღამით..-გავიგე ბოხი ბარიტონი უკნიდან და თვალი შავ დიდ სვიტერს შევავლე..
-არმინდა გავთბები-ვუთხარი ცივად და თვალი ავარიდე
-ჩაიცვითქო-მითხრა მკაცრად და ბუხრისკენ წავიდა. მის ნათქვამს მაინც დავყევი და თბილი სვიტერი გადავიცვი, იმდენად მესიამოვნა სითბო რომ თვალები სიამოვნებისგან დავხუჭე. ცეცხლიც მალევე აგიზგიზდა, მაგრამ სიცივეს უკვე გაევლო დიმიტრის სვიტერის წყალობით. პატარა სამზარეულოში გავედი და ორი ყავა გავაკეთე. სახლში ელექტროენერგია აშკარად არ იყო, ამიტომაც დიმიტრს რამოდენიმე სანთელი აენთო, ჩუმი ნაბიჯებით გავუყევი კოლიდორს მისაღებისკენ როცა დიდ სილუეტს დავეტაკე
-ბოდიში..შენთვისაც მომქონდა ყავაა..-ვუთხარი ჩურჩულით და თავი ქვემოთ დავხარე. მისი ცხელი სუნთქვა პირდაპირ ჩემს არტერიას ეხეთქებოდა და მთელს მუცელს სასიამოვნოდ მიმღვრევდა. თავი უფრო ახლოს მოიტანა ჩემს კისერთან და ტუჩებით ნელა შემეხო. მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა და იქვე გავშეშდი
-მადლობა..-მითხრა ღიმილით და ჭიქა გამომართვა. დაბნეული მოვშორდი და სწრაფი ნაბიჯებით ავიღე ბუხრისკენ გეზი..ყავა რამოდენიმეჯერ მოვსვი და როცა ვიგრძენი რომ დიმიტრიც ჩემს უკან იჯდა დაძაბული ხმით ვიკითხე
-ეხლა რა იქნება?..სულ ასე ვერ დავიმალები..საერთოდ რა ხდება არვიცი..
-პირველ რიგში შენს ოჯახს უნდა ესაუბრო..ეს ამბავი არ უნდა გახმაურდეს, დაქალებს უნდა სთხოვო და ოჯახი მოატყუო რომ მათთან ერთად წახვედი დასასვენებლად სადმე..ეს აუცილებელია, სხვანაირად ეს "პრობლემა" ვერ მოგვარდება, რადგან ყველაფრის მიზეზი სწორედ მამაშენია..-ბოხი ხმით ჩაილაპარაკა, მერე წამოდგა და გვერდით ჩამომიჯდა თეთრ ფუმფულა ხალიჩაზე ბუხრის წინ.
-კი მაგრამ რა დააშავა ალექსანდრემ ასეთი?..-ვკითხე საცოდავი ხმით და მის სახეს გავხედე..ცეცხლის ალზე მწვანე თვალები უელავდა და მზერაც გამკაცრებოდა.
-ბევრი რამ..-მითხრა მოკლედ და თვალებში ჩამაშტერდა
-რატომ მაინცდამაინც შენ?..ან საიდან გაიგე ყველაფერი?..-ვეკითხებოდი დაძაბული ხმით და მისი მზერისგან დაბნეულს უკვე ხელებიც კი მიკანკალებდა
-არის რაღაცეები რისი ცოდნაც არ საჭიროებს..-ჩაილაპარაკა მკაცრად
-მსგავსად იმის ცოდნისა თუ სად ვარ ეხლა ხო?..-ვიკითხე გულუბყვრილო ხმით და ტუჩები დავბრიცე, რაზეც დიმიტრს გაეცინა
-დიახ-მითხრა ღიმილით და ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია-რატომ მაინცდამაინც მე?-სახე დაუსერიოზულდა-ალბათ ამიტომ..-ჩაილაპარაკა ჩამწყდარი ხმით და ტუჩებზე დამეწაფა..მოზღვავებული გრძნობებისგან და დაბნეულობისგან სადაც იყო გავსკდებოდი, ისე დავიბენი რომ აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა..-უნდა დაიძინო..-მითხრა თბილი ხმით როცა ბაგეებს მოწყდა, მაგრამ ჩემი სახე ისევ თავის ხელებში მოექცია
-მე..არ..კარგი..-ლუღლუღით ვუთხარი და დაველოდე როდის მომაშორებდა ხელებს მაგრამ ლოდინი საუკუნედ გაიწელა-უნდა წავიდე..-ვუთხარი და ხელების ჩამოწევა დავაპირე როცა ტუჩებზე ისევ მეძგერა, მისმა ამ ქმედებამ ისე დამაბნია და გამაბრაზა რომ სწრაფად გამოვერკვიე რეალობაში და ძალით მოვაშორებინე ხელები
-ზედმეტი მოგდის დიმიტრი..-ვუთხარი ანერვიულებულმა და საძინებლისკენ წავედი, პასუხად კი მხოლოდ ჩაცინება მივიღე რამაც უფრო გამაცეცხლა, სწრაფად შევვარდი საძინებელში და კარები მივხურე.-უზრდელი..-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა და სააბაზანოში შევედი. დროისშეგრძნება დაკარგული არც ვიცი რამდენი ხანი ვიდექი ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ, ფიქრებში დაკარგული თუ რა ხდებოდა საერთოდ ჩემს თავს ან რა მელოდა მომავალში, ძლივს გამოვერკვიე რეალობაშ და ტანის შემშრალება დავიწყე. დიდხნიანი ძებნის შემდეგ რომ რაიმე პერანგად ჩამეცვა, ვერაფერი ვერ ვნახე
და ისევ კაბით გადავწყვიტე დაძინება, თმები დავივარცხნე, სვიტერი საწოლთან გადავკიდე და საბნის ქვეშ შევცურდი, სიცივისგან ემბრიონის ფორმა მივიღე და ხელები გადავაჯვარედინე, საოცრად მციოდა და თავსაც ვერ ვითბობდი ამ თხელი კაბით..ხელებს ერთმანეთზე ვახახუნებდი და ბევრს ვმოძრაობდი რომ გავმთბარიყავი მაგრამ არ გამომდიოდა, დიდხანს ვწვალობდი და ბოლოს მაინც ჩამეძინა..ძილში ჩაძირულმა ვიგრძენი როგორ დამძიმდა მარცხნივ საწოლი და ყველაფერი მაშინვე გათბა..საერთოდ აღარ მციოდა როცა ცხელი მკლავების შემოხვევა ვიგრძენი მუცელზე..ჩემს დახშულ მეს საზიზღრად უნდოდა რომ გამღვიძებოდა
და გვერდით მწოლიარე კივილით ამეკლო როგორ გაბედა და აქ შემოვიდა მაგრამ ამდენხნიანი წვალების შემდეგ რომ გავმთბარიყავი და გაყინული ძვლების გახსენებაზე იმდენად სასიამოვნო იყო ახლა ეს სითბო და მისი სიახლოვე, რომ შინაგანი პროტესტის ხმა მაშინვე ჩავახშვე და შევეცადე ძილი გამეგრძელებინა
-როგორ გაროფილხარ..ჯიუტო..-გავიგე ბოხი ხმის ჩურჩული ყურთან ახლოს და მაშინვე ვიგრძენი რომ სილუეტმა უფრო ახლოს მიმიკრა რომ გავმთბარიყავი.
როდესაც გავიღვიძე დიმიტრი ჩემს გვერდით აღარ იყო. ზანტად გავახილე თვალები და მზერა ოთახს მოვავლე, ნელი მოძრაობით წამოვდექი და როცა სიცივის ნაკადი მაშინვე მომაწყდა მთელს სხეულზე, დიმიტრის სვიტერს ხელი ვტაცე და მაშინვე გადავიცვი. ნელი ნაბიჯებით გავედი მისაღებში და როცა დიმიტრი ვერც იქ ვნახე, გარეთ გავედი. ახლა უკვე კარგად ვარჩევდი გარემოს, ირგვლივ გაუვალი ტყის დანახვაზე გული შემეკუმშა და შევეცადე გზას გავყოლოდი რომლითაც აქ მოვსულიყავით. დაცვარულ ბალახს მივუყვებოდი როცა აღმართის მსგავსს მივაგენი ტყიდან გამოსვლის შემდეგ, ზემოთ ავედი, ირგვლივ მიმოვიხედე და იქვე გავშეშდი..ირგვლივ სულ მთები და ტყეები იყო, არანაირი სახლის და სულიერის ნასახი არ ჩანდა..
-სად ვართ?..-შევეკითხე სივრცეს გაკვირვებულმა და მთებს გავხედე
-ხევსურეთში..ძალიან მაღლა..კმაყოფილი ხარ?-გავიგე მკაცრი ბარიტონი უკნიდან და სწრაფად მოვბრუნდი
-რატომ გამოხვედი სახლიდან?
-გეძებდი..-ვუთხარი ჩუმად და თვალი ავარიდე
-მეორედ სახლიდან ასე შორს არ გამოხვიდე..ეს საშიშია..-მითხრა მკაცრად
-პატიმრობას არ ვაპირებ დიმიტრი..უბრალოდ დამაინტერესა სად ვიყავი და გამოვედი..მგონი ამის უფლება მაქ..-გაბრაზებულმა ვუთხარი და სწრაფად გავუყევი გზას
-ნუ ბუზღუნებ ლენა..მე უბრალოდ შენს უსაფრთოხებაზე ვზრუნავ-მესმოდა ცივი ტონი უკნიდან
-ეს უკვე ზედმეტია.-ვუთხარი ასევე ცივად და სახლში შევვარდი. გემრიელი კერძის სუნზე და საყვარლად გაწყობილ სუფრის დანახვაზე ხის მაგიდაზე მისაღებში, იქვე შევდგი
-ჩემი შედევრია-გავიგე კმაყოფილი ხმა უკნიდან-მორჩი წუწუნს და მოდი, შემიფასე-მაგიდასთან ჩამოჯდა და ჩემს რეაქციას დაელოდა
-არ მშია-ვუთხარი მკაცრად და ოთახს მივაშურე. სწრაფად წამოხტა ფეხზე და მკლავში ხელი დამავლო-შენ ვხედავ კარგად არ მიცნობ..როგორ იქცევი?-გაბრაზებულმა იკითხა და მისკენ მომატრიალა
-შენ როგორ იქცევი?..გკლავენო მოდიხარ და მეუბნები, მერე სადღაც მოგყავარ ოჯახისგან შორს, როცა მათმა არაფერი იციან და გარეთ გასვლასაც მიკრძალავ. ეს სწორი საქციელი გგონია?!-ყვირილით ვკითხე და თვალებშ ჩავაშტერდი
-მე სწორად ვთვლი ყველა ჩემს საქციელს და არავის არ მივცემ უფლებას რომ რომელიმე ვინმე გამიკრიტიკოს, მითუმეტეს შენ!-ბრაზით დამიღრიალა და ორივე ხელები ჩამავლო-შენმა ოჯახმა უკვე ყველაფერი იცის როგორც გითხარი, გუშინ დავურეკე შენს დაქალებს და ყველაფერი მოგვარებულია ეს ერთი და მერე მეორე..იქ სადაც შენ იყავი ნებისმიერს შეუძლია დაგინახოს თუ ასე არ მოხდა ყველაფერი უკვე..შენ კი გეძებენ ლენა გესმის?! მკველი გეძებს რომელსაც ერთი სული აქვს როდის გამოგასალმებს სიცოცხლეს მამაშენის დასატანჯად! გესმის ლენა?!-მკაცრად მიღრიალებდა და თვალებში ჩამშტერებოდა-მე კიდე ამის უფლებას არავის არასოდეს არ მივცემ! არასოდეს..დაიმახსოვრე ეს!-მითხრა შედარებით მშვიდად
-რატო მერე?! წესით საერთოდ არ უნდა გაინტერესებდეს რა მომივა..როცა გინდა გამოჩნდები როცა გინდა გაქრები?! განა ეს წესიერია?! თოჯინასავით მებყრობი და ამას მე ვეღარ ავიტან..-ვუთხარი მკაცრად და მზერაც გავიმკაცრე-ხელები გამიშვი, მტკივა-ჩუმად ჩავილაპარაკე და თვალი ავარიდე
-"რატო" "რატო" "რატო" მხოლოდ ეს გაინტერესებს..-ნერვიულად იმეორებდა და ჩემს წინ ბოლთის ცემა დაიწყო..უკვე მეგონა რომ გასაგებად გითხარი ყველაფერი მაგრამ ვხედავ ვერაფერს ვერ მიხვდი ლენა!-მკაცრად ჩაილაპარაკა და ბოლთის ცემას განაგრძობდა, -მაგრამ არაუშავს..შემიძლია ისევ გავიმეორო იგივე..-სწრაფად ჩაილაპარაკა და წინ ამესვეტა. ხელები მჭიდროდ მომხვია წელზე და გამალებით დამეწაფა ბაგეებზე..დაბნეულს სუნთქვა მეკვროდა და მის მოცილებას ვცდილობდი მაგრამ ამაოდ, უფრო ძლიერად მომხვია ხელები და მთელი ვნებით დამაცხრა ტუჩებზე..აზროვნებადაკარგულმა საპასუხოდ ხელები კისერზე შემოვხვიე და თმაში შევუცურე რაზეც უფრო მეტად გაცხარდა, ხელებში ამიტაცა და სამზარეულოს კედელს მიმანარცხა..
-დიმიტრი..გაჩერდი..-ვბუტბუტებდი ხმადაბლა და ჩემი ქვეცნობიერით მის შეჩერებას ვცდილობდი
-არ შემიძლია...ოღონდ ეხლა არა..-ჩურჩულით მითხრა და ისევ დამაცხრა ტუჩებზე..-მიყვარხარ ლენა..მთელი არსებით მიყვარხარ..-ყურში მჩურჩულებდა და ხელები კაბის ქვეშ შემიცურა რაზეც გული გადამიქანდა
-დიმიტრი..-საპასუხოდ მხოლოდ მისი სახელის წარმოთქმაღა შევძელი, დანებების ნიშნად მაისური სწრაფად გავხადე, ტუჩებზე საოცარი ვნებით დავეძგერე და ვნების ქარ-ცეცხლში გადავეშვი..ვერ გავაცნობიერე ისე ამოვყავი თავი საწოლზე. რეალობადაკარგული ხელებს მის წელზე ვასრიალებდი და საპასუხოდ დიმიტრის ვნებიან კოცნას ვიღებდი. უცებ კარებიდან რაღაც ხმა გავიგე
-ოჰოჰოჰოო..-წამოიძახა ვიღაცამ-არ მეგონა თუ საკუთარ მსხვერპლთან მსგავსი კავშირის დამყარება შენს გეგმებში შედიოდა დიმიტრი..-ჩაილაპარაკა გაკვირვებით ვიღაც მამაკაცმა და კარებთან შედგა..სწრაფად მოვშორდი დიმიტრს და შეშინებულმა შევეცადე მამაკაცის სახე გამერჩია. დიმიტრს მთელი სხეული დაეძაბა, სახე ბრაზისგან აენთო მაგრამ დანებების ნიშნად მის თვალებში საოცარი ტკივილიც ამოვიკითხე
-აქ რას აკეთებ კახა?-ჰკითხა ტკივილნარევი ხმით და სევდიანი თვალებით გამომხედა
-დაწყებული საქმის დასასრულებლად მოვედი-მკაცრად ჩაილაპარაკა მამაკაცმა და მზერა გამისწორა.


მოკლედ ვცდილობ მალე დავწერო..იმედია მოგეწონათ..ველი შეფასებებს!! თქვენი კომენტარები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია..



№1  offline წევრი saliii

აუ რა კარგია...რა მომენტზე გაწყვიტე წერა :)

 


№2  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Auu raa momentzee gacxvitee :((((( malee dadee mainteresebss dzaliann :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent