შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული სიცოცხლის ფასად 9


1-06-2015, 18:34
ავტორი ReaDer))
ნანახია 2 157

ვეღარ გადავწყვიტე რა გამეკეთებინა..ცოტახანს კიდევ მოვიცადე და როცა მესამედ დაიზუზუნა კარის ზარმა, ფეხზე დამფრთხალი წამოვდექი და ნელი ნაბიჯებით გავედი მისაღებში, ნათურა ავანთე, კარებს მივუახლოვდი და ნელი მოძრაობით გამოვაღე. სადარბაზოში განათება გამორთული იყო
და შესაბამისად უცებ ვერ გავარჩიე ვინ იყო, მაგრამ სუსხიანი ბარიტონმა მაშინვე მიმახვედრა თუ ვინ იყო ის შავი სილუეტი წინ რომ მედგა..
-გამარჯობა ლენა-ნერვიულობისგან დამუხტული ატმოსფერო ბოხმა ბარიტონმა გასჭრა და ყოველივე თითქოს ჩემს სულში ჩაიღვარაო ისეთი შეგრძნება დამეუფლა..წამით აღელვებისგან შევბარბაცდი კიდევაც, თავს ძალა დავატანე და ჩუმად წავილუღლუღე
-აქ რა გინდა? ან ჩემი მისამართი საიდან იცი?-შევეკითხე დაძაბული ხმით და შევეცადე ოთახიდან გამომავალ შუქზე მისი სახე გამერჩიე..სიბნელეში ჩაძირული მწვანე თვალები უცნაურად უელავდა და გამომეტყველებაც შეცვლოდა
-შეტყობინებას არ კითხულობ?-მკითხა გაღიზიანებულმა-გითხარი ცუდად ვართქო..შენ კიდე..მოკლედ ახლა აქ ვარ და სხვას არაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა..-დაასრულა მკაცრი ხმით საუბარი მაგრამ მალევე დაამატა-ხო მართლა, არ შემომიშვებ?
მის შეკითხვაზე დავიბენისავით თითქოს ვერ გამეაზრებინა იმდენი რომ მოსულის სახლში შემოშვება თავისთავად მომიწევდა მაგრამ მაინც ურცხვად მოვიტყუე
-არ ვარ მარტო..ჯობია წახვიდე..-ვუთხარი ცივად და კარების მიხურვა დავაპირე, როცა ხელი ძლიერად დაჰკრა და მიხურვამდე გააჩერა-რას მიბედავ ლენა? შენ მე ვინ გგონივარ ჰა?! არ გამოგდის სამაგიეროს გადახდვები იცოდე..-მითხრა ირონიულად და კარებს ხელი უშვა-კარგად..-წაიჩურჩულა ცივი ხმით და
ბარბაცით შებრუნდა წასასვლელად. კარებს ვხურავდი როცა მისი ხმა გავიგე..უჩვეულოდ მშვიდი ხმა, როგორიც აქამდე არ მომესმინა მისგან-იმ დღეს დილამდე გყარაულობდი..დაბნეული იჯექი სკამზე და აღარ იცოდი გზადაკარგულს რა გექნა..ქალაქგარე რაიონში ვცხოვრობ ამიტომაც არ ჩამოიარა მანქანებმა სანამ მთლად არ გათენდა..უკან ვაღიარებ საკუთარმა სიამაყემ არ გამომიშვა..მაგრამ, ის მამაკაცი
რომელმაც სახლამდე მიგიყვანა მე გამოგიგზავნე..იმიტორო როცა ვხედავდი როგორი მარტოსული იჯექი წვიმაში..მარტოდ..უცხო ქუუჩებში..მე..(წამით გაჩუმდა) მოკლედ..(ღრმად ჩაისუნთქა) მისამართიც იმ კაცისგან ვიცი.-დაასრულა საუბარი და კიბეებისკენ წავიდა როცა წამით წაბარბაცდა და რომ არა ჩემი სწრაფი რეაქცია და ხელის შეშველება ალბათ კიბეებზე დაგორება ა აცდებოდა..ჯერ კიდევ მის მონაყოლის გააზრებაში ჩაძირული ვცდილობდი დიმიტრის
ბინაშ შეყვანას, ფრთხილი მოძრაობებით დავეხმარე შემოსულიყო, მდივანზე წამოვაწვინე და საჭირო საშუალებები მოვიტანე. იმდენად დიდი იყო ახლა ჩემი დაბნეულობა რომ ყველაფერს გაუაზრებლად ვაკეთებდი..გული გამალებით მიცემდა და ფიქრებში ბოლომდე ჩაძირულს დიმიტრის ჭრილობაზე ყურადღების გადატანა მიჭირდა მაგრამ როცა სახვევები შევხსენი და შევნიშნე მდგომარეობა გაუარესებული იყო, თავი გაბრაზებულმა გადავაქნიე და მკაცრი ხმით შევეკითხე
-მე რა გაგაფრთხილე?
-რავქნა..-შეეცადა გაეცინა მაგრამ ტკივილისგან მმიმიკებსაც ვვეღარ აკონტროლებდა-ცუდი პაციენტი ვარ..-წაიჩურჩულა ძლივს და თვალებში ჩამაშტერდა, იმდენად შეცვლილიყო ახლა მისი მზერა რომ დაბნეულს არარ ვიცოდი რა მექნა და თვალი სწრაფად ავარიდე, ჭრილობა დავუმუშავე შემდეგ ყუთი შევინახე და მის წინ ჩამოვჯექი
-აბა მარტო არ ვარო? რაღაც ვერ ვამჩნევ ვერავის..-ჩაილაპარაკა ცივი ხმით და გარემოს თვალი მოავლო, შემდეგ მე გამომხედა და პირდაპირ თვალებში ჩამაშტერდა..შევეცადე კითხვა დამეოგნორებინა ამიტომაც საუბრის თემა შევცვალე
-ასე სანამდე უნდა გაგრძელდეს? ექიმი გჭირდება..-ვუთხარი ჩუმი ხმით და თვალი ავარიდე
-სადამდეც საჭირო იქნება!-წამოიძახა ცივად- ვიცი რომ ექიმი მჭირდება..და მყავს კიდევაც-ბოლო სიტყვებზე ჩაიღიმა და მზერა უკვე ჩემს ტანზე გადაიტანა. თავიდან ბოლომდე ამათვალიერა, მერე ცალყბად ჩაიცინა და ბოხი ბარიტონით წაიჩურჩულა
-შენი საღამური მომეწონა..-ეშმაკურად ჩაიცინა და უცნაური მზერა მომაბყრო. ვიგრძენი "კომპლიმენტზე" როგორ ამიხურდა ლოყები და თავი მორცხვად დავხარე
-ახლავე დავბრუნდები-წამოვიძახე სწრაფად და ოთახში გავედი, მოწყვეტით დავეხეთქე საწოლზე და შევეცადე მომხდარი გონებაში გადამეხარშა..იმდენი რამ მოხდა ამ ცოტა დროში რომ ფიქრებისგან ტვინი ამერია..ვცდილობდი ყველაფერი დამელაგებინა გონებაში და გადამეწვიტა თუ რა იქნებოდა ჩემი შემდეგი "მოქმედება".იმდენად დავარწმუნე საკუთარი თავი იმაში რომ დიმიტრი საკუთარი ცხოვრებიდან სწრაფად უნდა გამექრო, რომ მისმა გამოჩენამ თავიდან ბოლომდე ამრია..მისმა მონათხრობმა
კი საერთოდ ბრინჯივით დამაბნია..ვერ ვხვდებოდი რა დამოკიდებულება ჰქონდა ჩემდამი..ან საერთოდ რა უნდოდა ჩემგან..მაგრამ მაინც..იმდენად სასიამოვნო იყო მასთან სიახლოვე რომ..
-ლენა მეგობა ჩაგეძინა..-უცებ გამომარკვია ფიქრებიდან ნაცნობმა ბოხმა ბარიტონმა და მოულოდნელობისგან შევხტი. შემოსასვლელს მიყრდნობილი ნახევრად შიშველი დიმიტრის დანახვისას გულმა ფარხმალი დაყარა და ისე დამიწყო ძგერა რომ მეგონა ეს უკვე დიმიტრისაც ესმოდა..ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა და წარბშეკრული ჩამომიჯდა გვერდით
-რამე მოხდა?-მკითხა მკაცრი ხმით და სახეზე დამაკვირდა. თავი დავხარე და მზერა ოთახის კუთხეს გავუშტერე
-არაფერი..არ შეიძლებოდა შენთვის ადგომა-რბილი ტონით ვუთხარი და თვალი სახვევებს მოვავლე. მარჯვენა ხელი მხარზე დამადო და ბოხი ხმით წაიჩურჩულა
-შეიძლება დღეს აქ დავრჩე?-მისმა შეხებამ იმდენად დამაბნია რომ ორი წლის ბავშვივით დავიწყე ლუღლუღი
-კი..შეგიძლია აქ დაიძინო..მე მდივანზე დავწვები..შენთვის წესიერი დასაწოლი ეხლა საკმაოდ მნიშვნელოვანია..-დამრიგებლურად ვუთხარი და ავხედე თუარა მის თვალებს შევეჩეხე რომლებიც თურმე სახეზე მაკვირდებოდა..მისი ცინიზმი სადრაც გამქრალიყო და თვალებში მცირეოდენი სითბო ჩაღვროდა..საუბრის ტონით ცდილობდა ეს სითბო დაემალა მაგრამ ამბობენ თვალები ადამიანის სულის სარკეაო და მართალიც ყოფილა..მის მოკიაფე მწვანე თვალებში მისი სული წიგნივით გადაშლილიყო და მის
ამ რეალობისადმი დამოკიდებულებას ჰყიდდა..მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, სწრაფად წამოვდექი ფეხზე და ვთხოვე საწოლზე წამოწოლილიყო
-მირჩევნია მე დავწვე მდივანზე..ჩემს გამო არ მინდა შენ გაწვალდე-მითხრა ჩუმი ხმით და თვალი ამარიდა..შიგადაშიგ სახეს ტკივილისგან მანჭავდა მაგრამ ყველანაირად ცდილობდა ეს არ შეემჩნია
-არანაირად!-წამოვიძახე მკაცრად-ერთხელ მაინც დაუჯერე "ექიმს"-ვუთხარი შემპარავი ხმით და უნებურად გამეღიმა ჩემდამი მის წოდებაზე. არვიცი გაღიმებაზე თუ რაიმე გაახსენდა და იმაზე, მაგრამ იმდენად გულწრფელად გაებადრა სახე რომ წამით მომინდა ჩავხუტებოდი კიდევაც..მაგრამ თავს ძალა დავატანე, წამოვაწვინე და მისაღებისკენ წავედი..
-ღამე ყოველთვის ვბორგავ..-გავიგე შემპარავი ტონი ზურგს უკან..-იქნებ ექიმს დაეთმო თავისი სიამაყე და ჩემს გვერდით უბრალოდ წამოწოლილიყო..რომ ყურადღება მიექცია..-მითხრა ეშმაკური ხმით და სახეზე შეკავებული ღიმილი მაინც გაეპარა
-მგონი პაციენტი ზედმეტს ითხოვს-ვუთხარი დაბნეულმა მაგრამ შევეცადე ხმა მკაცრი მქონოდა..-თუ რაიმე გვერდითი მოვლენა დაფიქსირდება მაშნვე აქ გავჩნდები პაციენტო-ვუთხარი ღიმილით მაკრამ მკაცრად და მისაღებში გავედი..დარწმუნებული ვიყავი რომ ამ ღამეს თეთრად გავათენდი და ჩემი ფიქრები უკვე მტკიცდებოდა როცა ოთახიდან ვიღაცის გმინვა მომესმა..უცებ წამოვხტი შეშინებული და დაბნეულმა ვერ გავიაზრე ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო..ჩემი ოთახისკენ გავქანდი და მზერა დიმიტრის მივაბყრე..კოშმარშ
ჩაძირული ხელებს საწოლს ურყამდა, მთელი ტანით ბორგავდა და "არ წახვიდეთ..ნუ დამტოვებთ" წამოიძახებდა განწირული ხმით და მთელი ხმით ამოიგმინებდა ხოლმე შიგადაშიგ..შეშინებული მივვარდი მასთან და შევეცადე გამომეფხიზლებინა, როგორც იქნება რეალობაში გამოვარკვიე და მის სრულ გამოფხიზლებას დაველოდე პარალელურად კი მის დამშვიდებას ვცდილობდი
-ყველაფერი კარგად არის დიმიტრი..დაწყნარდი..-აფორიაქებული ვჩურჩლებდი და მხარზე ხელს ვუსვამდი..რამოდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქა, მერე უსიცოცხლო თვალები მომაბყრო და ჩუმი ხმით მითხრა
-რა დავუშავე ასეთი? რატომ მიღალატეს ?! რატომ ლენა?-მეკითხებოდა ჩემთვის მიუხვედრელ შეკითხვებს და სახეს ტკივილისგან გრეხდა..დაბნეული მის დამშვიდდებას განვაგრძობდი და მხარზე ხელს ვუსვამდი როცა შევამჩნიე რომ მთელი სხეული საშინლად უხურდა. სწრაფად წამოვხტი, თერმომეტრი მოვიტანე და სიცხე გავუზომე, საკმაოდ მაღალი ჰქონდა..ნერვიულობისგან უკვე აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, სიცხის დამწევი წამლები დავალევინე და როცა ცოტათი მაინც მოვახერხე მისი დამშვიდება გვერდით ჩამოვუჯექი და მის ყველა მოძრაობას ვყარაულობდი სანამ არ ჩაეძინა.
ემოციებისგან დაღლილი ზანტად წამოვდექი ფეხზე და ოთახიდან უნდა გავსულიყავი როცა მისი თხოვნა გამახსენდა.."არ მატყუებდა" გავიფიქრე გონებაში, ცოტახანს შევდექი ყოყმანის გამო მაგრამ ბოლოს შემოვბრუნდი, საწოლს მეორე მხრიდან მივადექი და ნელი მოძრაობით შევიხიზნე პლედის ქვეშ..ვგრძნობდი როგორ მიხურდა მთელი მარცხენა მხარე გვერდით მწოლიარე ადამიანიდან წამოსული სიცხის გამო..უბრალოდ დამეკარგა საკუთარი გულის კონტროლი და გამალებით მიცემდა..ტანი დიმიტრისკენ გადავატრიალე ,თავი ზემოთ ავსიე და მბრიონის ფორმა მივიღე მისთვის რომ თვალი მედევნებინა..მეგონა მთელი ღამე
ისევ არ ჩამეძინებოდა მაგრამ შევცდი..ემოციებისგან დაცლილს მალევე ჩამეძინა გვერდიდან მომავალ სითბოში გახვეულს რომელიც კანს და მთელ შიგნეულობას მიწვავდა.."დაიღუპე ლენა" წავიჩურჩულა ჩუმად, ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე. მალევე ჩამეძინა..

ველი შეფასებეებს!!..
პ.ს ვიცი რომ მკითხველი ისტორიას ბევრი არ ჰყავს, მაგრამ ერთიც რომ იყოს ეს უკვე ჩემთვის დიდი სტიმულია, ასე რომ, მადლობთ ამისთვის..



№1  offline წევრი saliii

sityvebit ver gadmovem im emociebs rasac amis kitxvis dros vgrdznob dzaan kargi xar imedia agar daagvianeb :*

 


№2  offline წევრი ReaDer))

saliii
sityvebit ver gadmovem im emociebs rasac amis kitxvis dros vgrdznob dzaan kargi xar imedia agar daagvianeb :*

მადლობა დიდიი <3 მიხარია ვიღაცას მაინც რომ მოსწონს და კითხულობს :/ შევეცდები აღარ დავაგვიანო :3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent