ზღაპრული რეალობა (13)
დილიდან რაღაც ძალიან აფორიაქებული იყო...ისე ღელავდა თითქოს ქორწინდებოდეს და პატარძალი იყოს..არადა,უბრალოდ წვეულებაზე მიდის.რამდენიმე დღის წინ მერთმა,რომ დაპატიჟა.როგორც იქნა დადგა ეს დღეც,როცა სახლიდან გავა და ხალხს გაიცნობს..თან ბიჭების ნახვაც ძალიან უნდა,მიუხედავა იმისა,რომ სულ ერთხელ ყავს ყველა ნანახი,მაინც კარგი შთაბეჭდილება დაუტოვეს...განსაკუთრებით მერთმა,რომელიც დღეს პარტნიორობას გაუწევს..აბა მის ძვირფასს უფროს მისთვის არ სცალია და...თავის ლამაზმანთან ერთად მიდის წვეულებაზე..აბაზანიდან გამოსულმა შემთხვევით ახედა საათს და ფეთიანივით უკან გახტა -"რამხელა დრო გასულააააა....აბა რა გეგონა ნათაი მთელი დღე აბაზანაში რომ ნებივროობბ"-დუდღუნებდა თავისთვის და თან პარალელურად სველ თმას იშრობდა.სახეზე მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა...არ მოსწონს ზედმეტად გადათხიპნილი რომ არის..ყოველთვის ცდილობს სადათ და ლამაზად იყოს..განსაკუთრებით თვალის ჩახატვა უყვარს,რაც მის ისედაც ლამაზ თვალებს უფრო მეტყველს ხდის...წითელი ტუჩსაცხი და მორჩა,მზადაააა...ყველაფერს,რომ მორჩა გარდერობთან მივიდა და საკუთარი ხელფასით ნაყიდი კაბა გამოიღო...როგორ იწვალა ამ კაბის ყიდვისაას...მხოლოდ გუშინ გაახსენდა დღეს მერთის წვეულება,რომ იყოოო.იმის გათვალისწინებით,რომ ამ ქალაქში არც მეგობარი გოგონა ყავდა და არც სავაჭრო ცენტრების მდებარეობა იცოდა,ძალიან ბევრი იწვალა,ჯერ ზუსტ დანიშნულების ადგილას მისვლამდე,შემდეგ კი კაბის არჩევაზე....ყოველთვის მარისთან ერთად დადიოდა საყიდლებზე..ერთობლივი ძალებით არჩევდნენ ხოლმე ყველაფერს..ეხლა კიდევ მარტო შეებრძოლა ამხელა პრობლემას რასაც შოპინგი ქვია...მთელი დღის სიარულისა და ნერვების ფასად დაუჯდა საბოლოოდ როგორი კაბაც უნდოდა ისეთის ყიდვა...ახლა კი,როცა სარკის წინ დგას და მის თავს უყურებს,ნამდვილად არაფრად მიაჩნია გუშინდელი წვალება..იმდენად მოსწონს კაბა საკუთარ ტანზე...გრძელი ოდნავ გაშლილი,სამკუთხედი ზურგით,წელზე წვრილი ქამრით დაა მთლიანად შავ ბადეზე ნაქარგებით,ძალიაან უხდება....თმაც სადაათ გაიშალაა...ბოლო შტრიხების შესწორებას,რომ მორჩა სწორედ მაშინ გაისმა მერთის ზარი ტელეფონზეე...შეახსენა,რომ ძირს ელოდება..უცებ აიღო ჩანთა და კიბეებზე დაეშვა...გარეთ გასვლამდე ერთი ღრმად ჩაისუნთქა და კარი გააღო..მერთი ზურგით იდგა და ვერ შეხედა როგორ მიუახლოვდა... -საღამო მშვიდობისს-ნაზად მიესალმა მამაკაცის ყურადღება,რომ მიექცია...ნათაის ხმის გაგონებაზე უცებ შემოტრიალდა და სითბოთი აღსავსე თვალებით მიაჩერდა.. -აი ეს მესმის....რა ლამაზად გამოიყურებიიი...ვატყოობ დღეს მომიწევს დამშეული მამრების მოგერიება-კომპლიმენტებით ავსებდა და თან პარარელურად მანქანის კარს უღებდა -მადლობა,შენც ძალიან სიმპატიურად გამოიყურები...რამდენი შენზე შეყვარებული გოგო შემხედავს შურის თვალით-უთხრა და გადაიკისკისა..მართლა ძალიან მამაკაცურად გამოიყურებოდა მერთი...ძალიან უხდებოდა მუქი ლურჯი შარვალ-კოსტუმიი.. -ხოდა ერთობლივი ძალებით შევუტიოთ-მერთიც გამხიარულდა -მე ხომ იცი შენთან ვარ ბოლომდე-მხარზე ხელი მიარტყა მეგობრულად და გაუღიმა -ისე სად აქვს ამ შენს უჟმურ უფროსს თვალები,ასეთი ანგელოზი ყავხარ სახლში...- -და იმ ქათამთან ერთად დადის ხო??-ბოლომდე დასრულება არ აცადა მერთს და გულიდანად გადაიკისკისა -ზუსტი სახელი შეგირჩევია-ბიჭიც აყვა სიცილში -ისე რატომ არ მოგწონს?-ვითომ სხვათაშორის კითხა -კარგი რა ხუმრობ? ბაზარი არ არის ვიზუალი კარგი აქვს,მაგრამ ტვინი მართლა ქათმის აქვს რა-შუბლშეჭმუხნული საუბრობდა და თან გზას უყურებდა -მერე შენს ძმაკაცს ჯადოს უკეთებს?-გულუბრყვილოდ კითხა -ჰაჰაჰაააააა,რა გამაცინეეეეე...არა რა ჯადოო,პროსტა ერთობა რა...არ უნდა ზედმეტი თავის ტკივილი..ამასთან კიდევ როოგორც თვითონ უნდა ისე არის ყველაფერიი..-უცებ ჩამოურაკრაკა მიზეზი -მოვედით-უთხრა და თან მანქანა გააჩერა ლამაზი ორ სართულიანი სახლის წინ...სწრაფად გადავიდა მანქანიდან და ნათაისაც დაეხმარა გადმოსვლაში.მერთმა ხელკავი გამოსდო და გამამხნევებლად გაუღიმა...ფეხების კანკალით მიდიოდა და გარემოს ათვალიერებდა....ეზოში შესულს ძალიან ლამაზი სანახაობა დახვდა..მთელი ეზო ლამაზად მოერთოოთ..აქა იქ მაგიდა და სკამები დაედგათ..განათებაც გაეკეთებინათ და უამრავი ადამიანი ირეოდა ერთმანეთში...ზუსტად ისე იყო ყველაფერი,როგორც ფილმებში ხედავდა ხოლმე და ყოველთვის ოცნებობდა ოდესმე ასეთ წვეულებაზე მოხვედრაზე...და აი ეს ოცნებაც აუხდა...ისიც შემთხვევით....რაღაც ამ ბოლო დროს მისი ოცნებები ნელ-ნელა ახდენას იწყებენ რაც ძალიან სასიამოვნოა..ფიქრებიდან მერთის ხმამ გამოაფხიზლა,რომელიც ღიმილით აცნობდა ვიღაც ახალგაზრდა ქალს..უცებ მოეგო გონს და ღიმილით დაუქნია თავი..მერთის აკიაფებულ თვალებს რომ შეხედა მაშინვე მიხვდა მის დამოკიდებულებას ამ გოგოს მიმართ..ეშმაკურად ჩაუკრა თვალი და ანიშნა "ყველაფერს მივხვდი და ვერსად გამექცევი სანამ არ მომიყვებიო".ეზოში შესულს მურატი და კივანჩი გამოეგებენ..ძალიან გაუხარდა მათი იქ ხილვა..ფაქტიურად ამხელა ქალაქში ამ სამი ადამიანის მეტი ნაცნობი არ ყავდა...მიუხედავად იმისა,რომ კივანჩი ცოტა უხასიათო იყო და მურატი კიდევ ყოველ ნახვაზე ურცხვად ჭამდა თვალებით. -შენს შესაძლებობში ეჭვიც არ მეპარებოდა-ინიციატივა ისევ მურატმა გამოიჩინა ისევ იგივე ურცხვი თვალებით აათვალიერა...ნათაი სიბრაზისგან წამოენთო და ალბათ ერთი კარგად უთავაზებდა სახეში ამდენი ხალხი,რომ არ ყოფილიყო ირგვლივ.. მთელი ნებისყოფა მოიკრიფა და სიმწრის ღიმილით გაუღიმა.წვეულება ჩვეულ ტემპში მიდიოდა,ზოგი ცეკვავდა,ზოგი საუბრობდა,ზოგი კი უბრალოდ ერთმანეთის ალერსით იყო დაკავებული..მერთი ერთი წამითაც კი არ მოშორებია გვერდიდან..იმდენი ხალხი გააცნეს თავგზა აერია და ნახევარის ვინაობა რა თქმა უნდა ვერც დაიმახსოვრა..ბევრი მისთვის საინტერესო ადამიანიც გაიცნოო,ისეთები მხოლოდ ტელევიზიით რომ ყავდა ნანახიი..ჯერ ზუსტად არ იცოდა მერთი რას წარმოადგენდა და საიდან იცნობდა ამხელა ელიტას,მაგრამ მისი ვარაუდით ისიც მსახიობი უნდა ყოფილიყო...ყველას აინტერესებდა ვინ იყო,საიდან იყო,რატომ იყო და ასე შემდეგ ამიტომ,ბევრის ინეტერესიანი მზერა იყო მისკენ მიმართული,რაც ასე ვთქვათ ცოტა მოსაბეზრებელიც კი იყო და უხერხულადაც გრძნობდა თავს..კიდევ კარგიი ბიჭები სულ მის გვერდით იყვნენ და ყველანაირად ცდილობდნენ უცხოდ არ ეგრძნო თავი.მხოლოდ რამდენიმე წუთით დატოვეს და ერთი სული ქონდა ისევ როდის მოვიდოდნენ..რა ექნა მაინც ეუხერხულებოდა ასე მარტო დგომა...მაგიდასთან იყო და ხალხს ათვალიერებდა უეცრად ვიღაც,რომ დაეტაკა და ხელზე ხელი მოუჭირა..გაოცებისგან და ტკივილისგან სახე დაემანჭა და ინსტიქტურად აუქნია ხელიი.. -მეორედ მერთთან გაკარებული არ დაგინახო!-ვიღაცის ზიზღნარევმა ხმამ აიძულა შემობრუნებულიყოო და უცებ შეეჩეხა სიბრაზისგაბ აგიზგიზებ თვალებს..თავიდან დაჯერება უჭირდა..თავი სერიალში ეგონაა...არა მართლაა სასაცილო იყოო,სატირალი რომ არ ყოფილიყო..ვიღაც გადარეული მერთზე შეყვარებული ქალი მოდიოდა და მერთისგან თავის შორს დაჭერას თხოვდა...თან ველური მეთოდებით,ხომ შეიძლებოდა ცოტა უფრო ნაზად მოქცეოდა... -თორემ?-რატომ ცდილობდა ქალის გაღიზიანებას თვითონაც ვერ ხვდებოდა..უბრალოდ იმ მომენტში ძალიან გაბრაზდა და მიხვდა ამ ქალს ერთი მერთის კალთისქვეშ ამოფარებული კუკლა,რომ ეგონა..სწორედ ამიტომ ექცეოდა ასე გაბედულად..ხოდა სწორედ ახლა გაიგებდა ვინ იყო ნათაი ! -თორემ ნახავ რაც მოხდება-ისევ აგრძელებდა მუქარას და თან თვალებში უყურებდა უტეხად -ხოდა ეხლა მე გეტყვი რაც მოხდება..ახლავე აახვევ აქედან ვითომ შენი მაგარი გოგოს სიფათით და მეორედ მე და მერთი სადაც ვიქნებით იქ ვერ მოხვალ-წარბშეუხრელად ემუქრებოდა და თან გულში კისკისებდა ქალის შიშშეპარულ თვალებს,რომ ხედავდა..აშკარად არ ეგონა ამ ქალს ნათაი თუ წინაღმდეგობას გაუწევდა..არაა რა ნამდვილად შეცდა მის შეფასებაში...ერთი შეუღრინა და უცერემონიოდ გაეცალა..ესეც ასე..პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი "ველური წესებით მებრძოლ ელიტაში". თავისი თავით ამაყი იდგა და თან სასმელს სვამდა,ზურგი ვიღაცის მზერამ საგრძნლობლად რომ აუწვა..მანამდეც შეამჩნია,თუმცა ყურადღება არ მიაქცია..ახლა კი ძალიან აინტერესებდა ვინ უყურებდა ასე უტეხად..უცებ შეტრიალდა და ჩაათაის კმაყოფილებისაგან მომღიმარ სახეს გადაააწყდა...აი თურმე ვინ აკლდა ამდენი ხნის განმავლობაში..თავიდან თვალში,რომ არ მოხვდა ცოტა კი გაუკვირდა,,მაგრამ მერე ბიჭებდა უთხრეს ცოტა ხანი დააგვიანდებააო..მერე გადაავიწყდა და აი ახლა უკვე თვითონ შეაახსენა თავი..ოდნავ დაუკრა თავი მისალმების ნიშნად და ისევ შემოტრიალდა..გულში პეპლები აუფართხალდა და გულისცემაც აუჩქარდა.. -საყვარელოო შეხედე იქ ნათაი არის...წამოდი რა მივესალმოოთ-ცოტახანში ჩაათაის ლამაზმანის ხმა მოესმა,რომელიც ხელს მისკენ იშვერდა და მამაკაცს ექაჩებოდა...მობეზრების ნიშნად თვალები გადაატრიალა,როცა მისკენ წამოსული ის ორი შეამჩნია..როგორც ჩანს ქალმა მოახერხა მისი დაყოლიება..ახლა და ასეთ სიტუაციაში ნადვილად არ უნდოდა ჩაათაის ნახვა და მისი მწარე კომენტარების მოსმენა...თავს უფრო მშვიდად გრძნობდა როცა იცოდა,რომ ის ახლო-მახლოს არ იყო. -საღამო მშვიდობის,როგორ ხარრრ??-დიდი ხნის დაქალივით გამოექანა მისკენ მისი უფროსის პარტნიორი და კარგადაც ჩაკოცნა...გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა და იძულებით მოხვია ხელი.. -მადლობ კარგად,თქვენ?-ზრდილობის განსახიერება იყო ამ საღამოს... -ძალიან ლამაზად გამოიყურები,ხომ მეთანხმები საყვარელო??-კომპლიმენტებით ავსებდა და თან ჩაათაის ითანხმებდა ყოველ სიტყვაზე...მამაკაცმა ოდნავ დაუკრა თავი და ჭინკებათამაშებული თვალებით შეხედა. -უნიფორმის გარეშე არასდროს არ მინახიხარრრ-ისევ იწელებოდა ქალი და ცდილობდა ნათაის საუბარში აყოლიებას...ნამდვილად რაღაც სჭირდა..არასოდეს არ გამოუჩენია ინიციატივა მასთან საუბრის..ახლაა კი ენათ იყო გატლეკილი... -როგორ არა,აუზზე მნახეთ საცუარო კოსტუმით-მაინც ვერ მოითმინა და დაკაწრაა...ჩაათაის მის ნათქვამზე უმნიშვნელოდ ჩაეღიმა და თავი გვერდით გაატრიალა კიდევ კარგი ბიჭები მოვიდნენ და სიტუაცია ცოტათი განმუხტეს,თორე ნამდვილად არ ქონდა ამ ქალის მოსმენის თავი..არა ცუდს არაფერს არ ამბოობდა და სხვათაშორის ძალიან კარგადაც ექცეოდა...უბრალოდ თვითონაც არ იციის რატომ ამოიჩემა..თუმცა იციის და აღიარება არ უნდა...ცოტა ხანი ისაუბრეს,მერე კი მურატმა როგორც ყოველთვის თავი ახლაც გამოიჩინა და საცეკვაოდ გაიწვია.ძალიან არ უნდოდა მასთან ერთად ცეკვა მაგრამ რას იზამდა,უარსაც ვერ ეტყოდა ამიტომ ნაზად ჩასჭიდა მამაკაცის გამოწვდილ ხელს თავისი ხელი და საცეკვაო სცენისკენ წაყვა...რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მურატი ზედმეტსაც არ საუბრობდა და არც ზედმეტად დააცოცებდა ხელებს.... ისაუბრეს,ისიც მშვიდად ზედმეტი დაკბენების გარეშე..მთელი ამ დროის განმავლობაში ჩაათაის შუბლშეკრულ მზერას გრძნობდა,თუმცა ყველანაირად ცდილობდა მისკენ არ გაეხედა და მთელი ყურადღება მურატისკენ ჰქონდა მიმართული...ცოტახანსი საცეკვაო მოედანს კიდევ ერთი წყვილი შეემატა ჩაათაის და მისი ქათმის სახით...მუსიკა რომ დამთავრდა სცენიდან გასვლას აპირებდაა უეცრად მამაკაცის გამყინავი ხმა რომ მოესმა -ვნახოთ აბა ცეკვაშიც ისეთივე მაგარი თუ ხარ როგორიც კოცნაში-მისკენ დახრილიყო და ჩუმად უჩურჩულებდა...თან ხელგაწვდილი ელოდებოდა ნათაის პასუხს -თქვენ როგორიც კოცნაში ხართ ისეთი თუ ხართ ცეკვაში სჯობს ეხლავე უარი გითხრათ-აფერსიტულად უღიმოდა -შევამოწმოთ აბა !- მისმა მკაცრმა ხმამ აიძულა დათანხმებოდა და მის გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება..როგორც მის მამაკაცის გავარვარებული ხელები იგრძნო წელზე მაშინვე დაურა ცხელმა ტალღამ სხეულში და სიამოვნებისგან ლამის თვალები მიენაბა...ნელა და აუჩქარებლად ცეკვავდნენ... -საუცხოო ხარ დღეს-სიჩუმე ისევ ჩაათაის ჩურჩულმა დაარღვია..არა ხომ ბევრა უთხრა დღეს იგივე,მაგრამ მისგან მოსმენილი მაინც სულ სხვა იყოო..სულ სხვა ემოცია გამოიწვია და სულ სხვანაირად აუძგერა გული..პირველმა კომპლიმენტმა იმდენად იმოქმედა დაბნეულმა სიტყვის თქმაც ვერ მოახერხა და ერთიანად გაწითლებულმა დახარა თავი... -შემომხედე-მამაკაცმა ნიკაპზე მოკიდა ხელი და ნაზად ააწევინა თავი-ხშირად მოგიწევს ჩემგან იგივეს მოსმენა და უნდა მიეჩვიო-საუცხოოდ თბილი იყო მისი ხმა და ძალიან გაუკვირდა...და ჰო ესიამოვნა,თანაც როგორ.. -კი მაგრამ...თქვენ არ გაქვთ უფლება..თქვეენ შეყვარებული გყავთ-ლუღლუღებდა და თან ერთიანად აწითლებული თავის დახრას ცდილობდა -მაქვს,თანაც როგორრ-ისევ რებუსებით ესაუბრებოდა და თან თვალებში უყურებდა უტეხად -არ მომწონს ასეთი თვალებით,რომ მიყურებთ-გაუბედავად ასწია თავი მაღლა და თვალებში ჩახედა -ასეთით როგორით?-ინტერესით კითხა -თბილი,მომთხოვნი და მკაცრი-უცებ ჩამოურაკრაკა -და ეჭვიანი-თავისი ვარიანტიც დაამატა და წარბებშეკრულმა დახედა -უკაცრავად?-ეგონა მომესმაოო -არ მომწონს ზოგიერთის დამოკიდებულება შენს მიმართ-თვალების ბრიალით უთხრა და უფრო მჭიდროდ მიიკრა მკერდზე...ნათაი ზუსტად მიხვდა ზოგიერთში ვინც იგულისხმებოდა..რა თქმა უნდა მურატი.მთელი ცეკვის განმოვლობაში შუბლშეკრული უყურებდათ ჩაათაი... -მე თავისუფალი ვარ-თვალებდაკვესებულმა უთხრა.ესიამოვნა როგორ არა მამაკაცის ეჭვიანობა....მაგრამ არ უნდოდა პოზიციების ასე ადვილად დათმობა.. -უკვე აღარ-ფრთხილად დაიხარა მისკენ და შუბლზე აკოცა..ისევ ის ცხელი ტალღა და ისევ გონის დაკარგვამდე სასიამოვნო ცხელი ტუჩები...ფრთხილად შეუცურა წელზე ხელი და სცენიდან გაიყვანა...უცებ შეჩერდა,იქვე დადებული ყვავილებიდან ერთ-ერთი აიღო და ლამაზად ჩაუბნია თმაში...ნათაიმ ნაზად გაუღიმა,ნელა აიწია ფეხის წვერებზე და ლოყაზე აკოცა მთელი სინაზით და მონდომებით..მონდომებით,რომ ეს კოცნა სამუდამოდ დაამახსოვრდებოდა მის მეხსიერებას,როგორც მათ ურთიერთობაში წინ გადადგმული ერთი ნაბიჯი..ნაბიჯი ბედნიერებისა...და იმედი იმისა,რომ ყველაფერი რეალობა,ზღაპრული რეალობა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.