შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღაპრული რეალობა (10)


16-06-2015, 22:54
ავტორი casas
ნანახია 3 684

იმ დღის შემდეგ ჩაათაისთან ნორმალური ურთიერთობა აღარ ქონია..ერთმანეთს ყოველ ჯერზე ძაღლებივით უღრენდნენ ხოლმე..ნუ ჩაათაი განსაკუთრებით.თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ნათაის დანახვაზე..ალბათ მწარე მოგონებებს ახსენდებდა.თავის თავს დააბრალოს..თვითონ იწვევდა ხოლმე და ყოველთვის მისი მიზეზით ჩხუბობდნენ.მოქცეულიყო წესიერად და იცხოვრებდნენ ეხლა როგორც უფროსი და მოახლე.არ უნდოდა?! კი ბატონო..ნათაი ახლა უფრო კარგად გრძნობს თავს.არც მისი თავხედობა აწუხებს და არც მისი ზედმეტად გამომწვევი ქცევები..

ჩაათაის ოთახს ალაგებდა,უეცრად ქვემოდან საუბრის და სიცილის ხმა რომ მოესმა..ძალიან გაუკვირდა.ამდენი ხანი არის რაც ამ სახლში მუშაობს და ჩაათაის სახლში იმ გათხიპნილი ქალის გარდა არავინ არ მოუყვანია.ზოგჯერ ეჭვიც კი ეპარებოდა იმაში,რომ საერთოდ ყავდა თუ არა მეგობრებიიი..უცეებ მოილია ოთახში რაც საქმე ქონდა...კაბა შეისწორაა და სარკეში შეაათვალიერა საკუთარი თავი..როცა მიხვდა,რომ არც ისე კატასტროფულად არ გამოიყურებოდა და თავისუფლად შეეძლო ქვემოთ ჩასვლა,ოთახიდან გამოვიდა და ნელა ჩაუყვა კიბეებს....მისაღებში ისე მოულოდნელად შევარდაა,ჰო ზუსტად შევარდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჩაათაის ძახილით,რომ უცებ მიიქცია ყველას ყურადღება..სამი მამაკაცის გაურკვეველი ემოციის სახეები და ჩაათაის,როგორც ყოველთვის,ცეცხლით მოგიგზგიზე თვალები მისკენ იყო მიმართული

-უი ბოდიში...არ ვიცოდი სტუმრები თუ გყავდათ უფროსო-ისეთი მეამიტური სახე დაიჭირა,ვითომ საერთოდ არ იცოდა სახლში უცხო ადამიანების არსებობის შესახებ..გულში საკუთარ თავს ტაშს უკრავდა და საქართველოს მომავალს ლაფში ავლებდა იმისათვის,რომ ასეთ პერსპექტიულ მსახიობს კარგავდა უცხო ქვეყანაში,ვიღაციის მოახლეობისთვის.. "აფსუს,რა ნიჭი იკარგება ჩემი სახით?!" ფიქრობდა და ადგილიდან არ იძვროდა

-ეს რა ანგელოზი გყოლია სახლში,ამას გვიმალავდი?-სიტყვით გამოვიდა ერთ-ერთი მათგანი..

-შენი შეყვარებულია?-ახლა მეორემ გადაწყვიტა ასპარესზე გამოსულიყოო

-არა,არა რას აამბოობთ..ღმერთმა დამიფაროოს...- სწრაფად მიაყარა ნათაიმ და თან ხეზე სამჯერ მიარტყა ხელი,ვითომდა ამ უბედურების თავიდან ასაცილებლად

-რას უწუნებ გოგო შენ ჩვენს ბიჭს?-წარბები აწკიბა პირველმა ბიჭმა და ხელებგადაჯვარედინებული მიაჩერდა ნათაის

-ყველა ერთად ჩამოვთვალო?-ნათაიმაც ბიჭს მიმართა და ხელებგადაჯვარედინებული დაუდგა წინ

-გეყოოს..მე შენ რა გითხარიი-ღრენით შეაწყვეტინა ჩაათაიმ და თვალების ბრიალით გადახედა..-გაიცანი ესენი ჩემი მეგობრები არიან-მერთი,კივანჩი და მურატი.ეს კი ჩემი დამხმარეა ნათაი-ახლა ბიჭებს გადახედა

-მე შენ ძალიან მომწონხარრრ..უკვეეე-ისევ პირველი გამოვიდა სიტყვით,რომლის სახელი მერთი ყოფილა..ნათაის შექებისგან ლოყები აუწითლდა.მასაც ძალიან მოეწონა ეს ბიჭი..მართალია მხოლოდ ეხლა ხედავს მაგრამ ადამიენების ამოცნობა არასოდეს არ უჭირდა..ყოველთვის პირველი შთაბეჭდილებები მართდებოდა ხოლმე..ხოდა ეხლაც დარწმუნებული არის,რომ მერთი ძალიან კარგი ადამიანი იქნება..რაც მთავარია მხიარული..

-სასიამოვნოა-მეორემ ხელი ჩამოართვა მხოლოდ..როგორც დაიმახსოვდა მიისი სახელი კივანჩია..ძალიან სერიოზული გამომეტყველება ქონდა მამაკაცს..უემოციოდ აბრიალებდა ცისფერ თვალებს და როგორც ჩანს არც ზედმეტი ენაწყლიანობით არ გამოირჩევა.."ეს ალბათ ზუსტად თავისნაირი შეარჩია ჩემმა უფროსმა" ფიქრობდა და წინასწარ ჯავრობდა რა აიიტანდა მეორეს ჩაათაისნაიირს.

-ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთს-ირონიულად მიმართა მესამემ და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.მხოლოდ ახლა გაიხედა კუთხეში მდგომი მამაკაცისკენ,რომლის ხმაც ძალიან ეცნოო.მოულოდნელობისგან კი თვალები შუბლზე აუვიდა,როცა ახლაგაცნობილ მამაკაცში რამდენიმე დღის წინანდელი ინციდენტის თანამონაწილე ამოიცნო..გაუბედავად ჩამოართვა ხელი კაცს და თვალებში ჩააშტერდა..

-ესეიგი ნათაი....-ორაზროვნად ჩაილაპარაკა მურათმა და ნათაის ხელზე ეამბორა

-ზედმეტი ზრდილობა მავნებელია..თან თქვენთვის-მკვახედ მიუგო და ხელი უცებ გამოგლიჯა

-საიდან იცნობთ ერთმანეთს?-საუბრაში ჩაათაი ჩაერთო,რომელიც მთელ ამ გაცნობის რიტუალს წარბაწეული აკვირდებოდა

-შენთან ვიყავი მოსული და შენმა დამხმარემ ძალიან თავაზიანად მიმიღო-იგივე ირონიული სახე...ოო როგორ უნდა დაუკაცროს იის ლამაზი შავი თვალები..იქნებ მერე ისწავლოს ჭკუა და მიხვდეს,რომ ასე ურცხვად არ ათვალიეროს..რა უტაქტობაა..

-როგორც დაიმსახურეთ ისე მიგიღეთ-ოდნავ დააშორა ბაგეები ერთმანეთს და აფერისტულად გაუღიმა

-ამჯერად რა გააფუჭე?-ახლა მას მიუბრუნდა ჩაათაი მობეზრებული გამომეტყველებით

-გავაფუჭე? როგორ გეკადრებაათ..სტუმარი შინ შემოვიპატიჟე,ყავა და ნამცხვარი მივართვი და თქვენზე დალოდებაც შევთავაზეე..მაგრამ დაიჟინა მეჩქარებოა და კიდევ გესტუმრებითო..ჰოდა აი შეასრულა პირობა-ურცხვად მოიგონა ტყუილები და მამაკაცს გამარჯვებულის თვალებით გადახედა..არა როგორი აფერისტი გოგოა..საიდან მოიტანა ასეთი რაღაც..რო თქვას ახლა ამ კაცმა კარები ცხვირწინ მომიხურაო მერე რას იზაამს.არა რა იმდენს იზამს მართლა გააგდებს ჩაათაი სახლიდან და დარჩება მერე ამხელა ქალაქში ღია ციის ქვეშ..

-ისეთი გემრიელი ხელი აქვს და ისეთი თავაზიანიააა-მურათის აყვა აფირისტობაში და თვალი ჩაუკრა შეუმჩნევლად..მიხვდა თავისნაირ აფერისტთან რომ აქვს საქმე და მისი თავიდან მოშორება ასეთი ადვილი,რომ არ იქნება..

-ხოდა ახლა ჩვენ ვიგემოთ მისი თავაზიანობა-სიტუაცია ისევ მერთმა განმუხტა და კომფორტულად მოკალათდა სავარზელში.

-ახლავე გაგემებთ. მოვამზადებ ყველაფერს და მოგართმევთ-გაუღიმა ბიჭებს და სამზარეულოში გავიდა..ყველაზე ადვილად მოსამზადებელი სალათები აირჩია...უცებ თავში იდეა რომ მოუვიდა..სწრაფად გამოაღო მაცივარი და იქ საჭირო პროდუქტების ხილვით გახარებული,საქმეს შეუდგა..გადაწყვიტა ხაჭაპური გამოეცხოო..საქართველოს საფირმო კერძი..დიდი გამოცდილება არ ქონდაა ქართულ კულინარიაში მაგრამ იმდენად მონდომებული იყო,თუ სადმე რამე წაუკითხავს და უნახავს ყველა ცოდნა ერთად გაიხსენა და მშვენიერი ხაჭაპურიც გამოაცხო.თავისი თავით კმაყოფილმა სუფრა გააწყო და ბიჭებსაც დაუძახა..დიდი ჟრიამულით შეცვივდნენ სამზარეულოში და თავიანთი ადგილები დაიკავეს..

-უუფ რა გემრიელი სუნებია-პირი ააცმაცუნა მერთმა

-შენ გემო უნდა ნახო-საკუთარი თავი შეიქო

-ერთი არ მომწონებია,ჩემი ფეხი აღარ იქნება ამ სახლში-თავისი საფირმო ირონიული ღიმილით ჩაიხითხითა მურათმა

-მაგ პატივს თუ დაგვდებ,დიდად მადლობლები დაგრჩებით-ჩუმად უჩურჩულა ნათაიმ

-კარგი,კარგი ნუ ღელავ..მაინც მოვალ ხოლმეე-არა აშკარად მის ნერვებზე თამაშობდა ეს კაცი..რა უნდა მაინც ვერ გაიგოო...არ უარყოფს,რომ ძალიან სიმპაწიური მამაკაცია და ნებისმიერი ქალი მოიხიბლებოდა მისით.მაგრაამ ასე რატომ გადაეკიდა ან ასე დამშეული რატომ უყურებს ცოტა კი ეუცნაურება...ვერც იმას ვერ იტაანს ყველაფერზე პასუხი რომ აქვს ამ კააცს..უუხ როგორ არ უყვარს ხოლმე დამარცხებულის როლში ყოფნა."მე შენ გაჩვენებ სეირს..დამაცადეე...განახებ როგორ უნდა მათვალიერო ეგრე ურცხვაად" გულში გეგმებს აწყობდა და თან პარალელურად თავის ნახელავს დებდა სუფრაზე...

-იცოდეთ ყველამ უნდა ჭამოთ-ლამაზად ჭრიდა და თან ყველას უდებდა თითო ნაჭერს თეფშზე.

-ეს რა არის?-იკითხა მერთმა და თან მისი ყველა მხრიდან შესწავლა დაიწყოო..რა ინტერესიანი არის ეს ბიჭი..ყველაფერი აინტერესებს და ყველაფრის გაგება უნდა

-ეს არის ქართველების ტრადიციული კერძი ხაჭაპური-სიამაყით გამოაცხადა და გაიჯგიმა

-აბა მოდი გაგსინჯო ხა..ჩააფურო-ძლივს წარმოთქვა მისი სახელი და გემრიელად უკბიჩა

-იმედია არ მოგვწამლავს-სერიოზული სახით ჩაიდუდღუნა ჩაათაიმ

-ყოველ დილით საწამლავით ვერ მოგიხერხეთ ვერაფერი და ეგ მოგწამლავთ?-სერიოზული გამომეტყველებით უთხრა და გულში დიდი ბრაზის ბურთულა ეზრდებოდა..როგორ გაუბედა და ეს როგორ უთხრა..ვითომ სულ მის გაკეთებულ საუზმეს არ მიიირთმევდეს..უმადური კაციი..ღირსია აწიი საერთოდ აღარ გაუმზადოს ხოლმე და მერე ნახავს სეირს..

-ცოტა დახვეწა გჭირდება ხუმრობებში,ისე არაგიშავს-თავის ქნევით უთხრა მერთმა..ჩაათაიმ ერთი გადმოხედა თვალებისბრიალით და ხაჭაპური თეფშზე გადაიღო..ყველამ რომ მოკბიჩა პირველი ლუკმა სულმოუთქმელი ელოდებოდა მათ რეაქციას..აინტერესებდა როოგორი გამოუვიდა..ისინი კიდევ მაინცდამაინც ახლა არ იღებდნენ ხმას და რაც შეეძლოთ ნელა ჭამდნენ.მოთმინების ძაფი ლამის ბოლომდე რომ გაუწყდა სწორედ მაშინ წამოიყვირა მერთმა

-რა გემრიელია..ხაჩაფუროო მომეწონეეეეეე-წამოიძახა და კიდევ ერთი ნაჭერი გადაიიღო

-როგორც ვატყობ ხშირად მომიწევს ამ სახლში სიარული-დიდად სასიხარულო ამბავი ახარა მურათმა..

ჩაათაი და მეორე მისნაირი წყნარად იყვნენ და უემოციო სახით ილუკმებოდნენ.უიმე ზუსტად ორივე ასეთი ერთნაირი როოგორ არის..ან კარგი ეთქვათ,ან ცუდიი..არა რა უჟმური რომ იქნება ადამიანიი იქ მორჩა ყველაფერი..ჭამას რომ მორჩნენ მალევე დატოვეს სამზარეულო და მისაღებში გადაინაცვლეს ისეევ...ნათაი უცებ დატრიალდა და მიალაგა ყველაფერი...თან გულში ბედნიერებას გრძნობდა..ძალიან გაუხარდა ასე,რომ მოეწონათ მიისი ნახელავიი..დარწმუნებულია ჩაათაისაც ძალიან მოეწონა...უბრალოდ არ თქვა თორე..რომ არ მოწონებოდა ისეთ მწარე რაღაცას ეტყოდა საერთოდ დაავიწყებდა ყველაფერს..ძალიან კარგად გაიცნო ამ მოკლე დროში უფროსი და იცი მისი ხასიათებიი..ასე,რომ აღარ წყინს მისგან მწარე რეპლიკები..უბრალოდ მასზე შეპასუხების სიამოვნებას ვერ მოიშლის..ძალიან მოსწონს საშინლად გაბრაზებულს რომ ტოვებს მამაკაცს..რა ქნას სიამოვნებს და....ყველაფერი რომ დაალაგა და დარწმუნდა სამზარეულოში საქმე არაფერი არ ქონდა მისაღებში გავიდა და ოთახში ასვლას აპირებდა მერთმა რომ მოაბრუნა და მათთან ერთად ყოფნა შესთავაზა

-მოდი რა შენ მაინც გესაუბრო თორემ ამ უჟმურებს,რომ უყურებ ხმის ამომღები არ არის არცერთი.-მუდარით სავსე თვალებით გადახედა

-კი მაგრამ გვიანია,სახლში წასვლას ვაპირებდი-უხერხულად შეიშმუშნა

-ოღონდ შენ ეხლა მოწყენილობისგან სიკვიდლისაგან მიხსენი და პირობას ვდებ მე წაგიყვან სახლში-მეტი დამაჯერებლობისთვის გულზე მიიდო ხელი და მეამიტურად ააფახუნა წამწამები

-კარგი კარგი-უცებ დანებდა და მერთის გვერდით დაიკავა ადგილი.-ისე როგორ უძლებ ამდენ უჟმურს?-უცებ რაც მოადგა ენაზეე ის წამოიძახა

-უფს,მაპატიეეთ-საცოდავი სახე მიიღო ყველას გაბრაზებულ მზერას რომ გაადააწყდა

-რა არის საპატიებელი-ხელი აიქნია მერთმა და ბიჭებს შეუღრინა-როგორ ვუძლებ და სულ ვლაპრაკობ,ვლაპარაკობ და ვლაპარაკოობ..ვირთობ ჩემ თავს რა-ხმამაღლა გადაიხარხარა მერთმა


-მე მესმის შენი-მხარზე ხელი დაარტყა თანაგრძნობის ნიშნად და გადაიკისკისა

-ა ძმაოო,ძლივს ჩემი ჭკუის ვიპოვე-ტაში შემოკრა და ბიჭებს გახედა

-კლუბებში გოოგოების დასაკერად და დასალევადაც ეგ შენი ჭკუის წაგყვეს-ნიშნისმოგებით უთხრა ჩაათაიმ

-ზოგიერთზე უკეთესადაც დავკერავ გოგოს,თანაც ბევრად მომხიბვლელს-თვალი ჩაუკრა ჩაათაის და მიახვედრა მასზე რომ საუბრობდა-და დალევას რაც შეეხება შენთან ვარ-

-გადაწყდაა..ორ დღეში ჩემთან წვეულებას ვმართავ და საპატიო სტუმარი ხარ ჩემი-

-იცი..ცოტა უხასიათო უფროსი მყავს და თუ განმათავისუფლა აუცილებლად მოვალ-თავი მოისაწყლა

-დარწმუნებული იყავი არ გაგანთავისუფლებს-ღრენით გადახედა ჩაათაიმ

-არც შევეკითხები-ნიშნისმოგებით ჩაუკრა თვალი

-არც?-მარჯვენა წარბი მაღლა აწია...კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა მერთმა,რომ შეაწყვეტინა

-შენი უფროსი მე მომანდე...ვნებიანი ღამის შემდეგ ყველაფერზე მთანხმდება ხოლმე-გამომწვევად ჩაილაპარაკა და თან ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა

-ახლავე ხომ არ დავიწყოთ შენი ვნებების ჩაცხრობა?-დაბღვერილმა გადმოხედა და ოდნავ წამოიწია

-ეე რას ვარდები-ტონი შეარბილა მერთმა..იცოდა ჩაათაის ეს სიტყვები რასაც ნიშნავდა და მწარე გამოცდილება არწმუნებდა ახლა უარესი რომ ელოდა..ერთხელ ასე გახუმრება გადაწყვიტა ჩაათაისთან და მწარედაც ინანა...მეგობარმა ვნებების ჩასაცხრობად შუა ზამთარში აუზში ჩააგდო..ამიტომ სანამ გახუმრებას გადაწყვეტს ხოლმე წინასწარ იჭერს თადარიიგს და გასაქცევ ადგილს ეძებს..

-ჩვენი წასვლის დროა-ფეხზე წამოდგა კივანჩი და გასასვლელისკენ წავიდა...ძლივს არ გაიგონა ამ კაცის ხმაა..მთელი საღამოა ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს..ლამის პირი გააღებინა და ენაა უნახა ადგილზე თუ ქონდა..ეგონა გადაყლაპაოო..დანარჩენებიც უკან მიყვნეენ..კივანჩი უბრალოდ დაემშვიდობა...მურათმა გასვლის წინ კიდევ ერთხელ შეათვალიერა ვნებიანი თვალებით და მანქანაში ჩაჯდა...მერთი დიდი ხნის მეგობარივით ჩაეხუტა და ისე დაემშვიდობა..სტუმრები რომ გააცილეს მხოლოდ მერე გაახსენდა სახლში რომ იყო წასასვლელიი და მერთს რომ უნდა წაეყვანა..რაღას გააწყობდა...იმ ღამეში მარტო ვერ წავიდოდა...ამიტომ დარჩენა გადაწყვიტაა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent