შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეთავსებით ძიძა (დასასრული)


24-06-2015, 06:40
ავტორი PARVENU
ნანახია 22 937

ბოდიში! მეტი რა შემიძლია გითხრათ და მადლობა ამ უზომოდ დიდი მოთმინებისთვის. იმისთვის რომ იტანდით ჩემს მართლაც უპასუხისმგებლო საქციელს... ბოდიშების გარდა არაფერი მომდის თავში. რისი დაწერაც ტვინის შერყევამდე მოვასწარი ესაა, ვერც ვწერ ვერაფერს. ვფიქრობ ტაიმაუტი ავიღო. ვატყობ, გადამწვარი ვარ უკვე. ვინც ასე თუ ისე მიცნობს, იცის რამდენი პრობლემა მაქვს პირადის მხრივ და გამიგებენ იმედია.
კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში და ურმესი მადლოობა თითოეულ თქვენგანს!!!!


888
გაოგნებისგან და განცდილი შოკისგან ხმის ამოღება არ შემეძლო. იმდენად აბსურდულ, მოულოდნელ და პარადოქსულ სიტუაციაში ვიყავი რომ ადგილიდან დაძვრას ვერ ვახერხები. თავში რამდენიმე ჩაქუჩი მირახუნებდა და გულის რევის შეგრძნებას გზავნიდა მუცელში. უსიამოვნო ჟრუანტელი, თავიდან ფეხებამდე მივლიდა და გააზრების უნარს მიკარგავდა.
-შენ რა... ხუმრობ?!-აღმომხდა განცვიფრებულს, თვალები ლამის ბუდიდან გადმომცვენოდა.
-მეტყობა რამე ხუმრობის?!-აშკარად ეწყინა ჩემი ნათქვამი და წარბები შეკრა.
ისიც მთელი სხეულით დაჭიმული აღმართულიყო ჩემ წინ. ხელები სახსრების გათეთრებამდე მოემუშტა და ნერვიულად ირწეოდა ცერებზე. თვალებს კი წამითაც არ მაცილებდა. გამჭოლი მზერით ჩემ თვალებს ჩაჭიდებოდა და ამით უფრო მბოჭავდა.
-არა!.. რაღაც აშკარად მომესმა!..-ნერვიულად გავიცინე და ახურებული სახის ხელის ქნევით გაგრილებას შევეცადე.
-რას ხედავ გასაკვირს იმაში, რომ შეიძლება შემყვარებოდი?!-დამიღრინა განაწყენებულმა და კისერზე მოისვა ხელი.
თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომაცალესო, ადგილზე შევბარბაცდი და რომ არა მამაკაცის სწრაფი რეაქცია, აშკარად რამეს მოვიტეხდი. წელზე ხელი მომავლო და მკერდზე ამაწება.
-დისტანცია დაიცავი!-წამოვიძახე ჯერ კიდევ შოკში მყოფმა და ხელის კვრით მოვიშორე.
ნათქვამი უნდა გადამეხარშა, რაშიც მისი ასეთი სიახლოვე ხელს მიშლიდა და გონების მოკრება, ფაქტიურად არ შემეძლო.
-ნუ ჯიუტობ, ლიკა!-ადუდღუნდა შუბლშეკრული და ძალის-ძალად დაიხია უკან.
მკლავები კვლავ ჩემკენ ჰქონდა გამოშვერი, თითქოს ნებისმიერ წამს უნდა დავეჭირე.
-რაღაც მჭირს... ან გჭირს!.. ფაქტია გონზე ვერ ხარ... ეს... ეს...-ვბურტყუნებდი ჩემთვის, თან სადარბაზოს კედელს ვეყრდნობოდი, მუხლებში რომ არ ჩავკეცილიყავი.
გული ყურებში მიბაგუნებდა... და. თანდათან უფრო ვრწმუნდებოდი, რომ დილით დრამინა უნდა დამელია... ან ჩანთაში მაინც ჩამედო.
-რა თქვი?! ანუ... რა იგულისხმე?!-მხოლოდ ახლა აღვიქვი კაცის სიტყვები, დაძაბული რომ მომჩერებოდა და თვალებ გადმოკარკლულმა ავხედე.
-ის ვიგულისხმე, რომ არავისთვის არ მემეტები და არც არსად მინდა გაგიშვა! მინდა ჩემთან იყო, მარტო ჩემს გვერდით და მარტო მე მინდა მიღიმოდე!..-თვალები აენთო და ხელების ნერვიულად ქნევას მოჰყვა.
-ძიძა გინდა ვიყო შენი, ხომ?!-ისტერიული სიცილი აღმომხდა და მის გამომეტყველებას როგორც კი წავაწყდი, წამში დავსერიოზულდი.-ეს... რანაირად!.. შენ საცოლე გყავს!.. მე კი...-ავბლუყუნდი დაზაფრული.
-არ გინდა ზემოთ ავიდეთ? იქ გიპასუხებ ყველა შეკითხვაზე!-ამოიქშინა და ჩემკენ გამოიწია, კედელს რომ ავეკარი.
-აქ ვილაპარაკოთ!-წამოვიძახე და ხელები წინ გავიშვირე იმის ნიშნად, რომ არ მომკარებოდა.
-ლიკა, გეყოფა!..-გამოსცრა კიბილებს შორის სახე მორყეულმა,-გეყოფა ეს უაზრო გაჯიუტება!..
-კარგი, კარგი!-დავნებდი და ხელები დავუშვი,-ოღონდ არ მომიახლოვდე!-გავაფრთხილე და მისი გაღიზიანებული ქშენისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ისე შევაბიჯე ლიფტში.
-ხო იცი, რომ ხვალ მივდივარ,-გადმომხედა, როგორც კი ლიფტი დაიძრა და კედელზე აკრულ სარკეს მიეყრდნო.
-მერე?-ინდიფერენტული სახით გადავხედე.
-ისიც ხომ იცი, რომ შეიძლება დიდხანს ვერ გნახო?-ცდილობდა მშვიდი ტონი შეენარჩუნებინა.
-მერე?-დეჟავიუს განცდა დამეუფლა.
ჩვენ უკვე გავლილი გვქონდა ეს.
გაგრძელებაც მახსოვდა...
შესაშურად კარგად მახსოვდა.
-ამის დედაც!..-შეიკურთხა და სახეზე ხელი ჩამოისვა,-ამ მერეს მეტი, არაფერი გემეტება ჩემთვის გოგო?! ვაფშე არაფერი?!
-კი, მემეტება!-გესლიანად გავუღიმე და გულზე დავიკრიფე ხელები,-ერთი გემრიელი ალიყური მემეტება, იმ სიტყვებისთვის და ქმედებისთვის, დღეს რომ დამაჯილდოვე... რა, დაგავიწყდა?!
დავინახე, როგორ შეეცვალა წამში მზერა. თაავზე ხელი გადაისვა ანერვიულებულმა და დარწმუნებული ვარ, ოდნავ მოზრდილი თმები რომ ჰქონოდა, ძირიანად დაიპუტავდა.
გულში დანაშაულის გრძნობამ გამკრა, მის მზერას რომ გადავაწყდი და თვალი ავარიდე. არ მინდოდა ასეთისთვის მეცქირა. დარწმუნებული ვიყავი, ცოტაც რომ მეყურებინა, გულშემოყრილი ჩავეფსკვნებოდი მკლავებში.
არ მინდოდა იმ კომფორტზე ფიქრი, რასაც მისი თბილი ხელები მაგრძნობინებდნენ.
არ მინდოდა!..
-მისმინე!-ამოიოხრა და ხურდის ჩასაყრელ ყუთს დაეყრდნო,-ვიცი ცუდად გამომივიდა... საშინლად მოგექეცი, მაგრამ... თავი ვერ შევიკავე. ძალიან გავბრაზდი, როდესაც გავიგე რომ წასულხარ!.. ვიცი, ვიცი რომ ყველაფერი ჩემი ბრალია!-ხელის აწევით გამაჩერა, როგორც კი სათქმელად პირი გავაღე,-ამიტომ, მინდა რომ ბოდიში მოგიხადო და...-ნერწყვი გადაყლაპა და კვლავ შრამზე წაივლო ხელი.
-კარგი!-აღარ მინდოდა კიდევ გაეგრძელებინა, ისედაც ვხედავდი, რომ უჭირდა საუბარი,-გასაგებია!
-ანუ?-დაჟინებით დამაშტერდა და კვლავ მომიახლოვდა.
-მიღებულია შენი ბოდიში,-გული ყელაში მომებჯინა და წამში კარებში გავხტი, როგორც კი ლიფტი გაჩერდა.
ხელები ზურგს უკან დავმალე, ნერვიული მტვრევა რომ არ შეემჩნია და გაუბედავად შევყევი სახლში. ინტერესით მოვავლე პატარა, მყუდრო ბინას თვალი, შესაშური სიზუსტით რომ იყო მილაგებული და გულში ეჭვმა გამკენწლა. ვიგრძენი, როგორ წამოვწითლდი სახეზე, ანას ფუსფუსი რომ წარმოვიდგინე თითოეულ ოთახში, მიუხედავად იმისა, რომ ეს თითქმის შეუძლებელი იყო და ნერწყვი მძიმედ გადავაგორე.
ეჭვიანობის მწველი ნექტარი, მთელ სხეულში მივლიდა.
-რამეს დალევ?-აფორიაქებულმა გადმომხედა ადგილზე აწურულს.
-არაფერს, მადლობა,-ზედმეტად დაძაბული ატმოსფერო იყო ჩვენს ირგვლივ ჩამოწოლილი, რაც უფრო გაუსაძლისს ხდიდა სიტუაციას.
-არ მინდა, იმის გამო, რაც აქ ხდება, უხერხულად იგრძნო თავი,-მიხვდა, რაც მაწუხებდა, ზამბარასავით დაჭიმული რომ ჩავეშვი სავარძელში,-უბრალოდ, მინდა გაიაზრო ის, რასაც გეტყვი.
-გისმენ,-ჩემი მცდელობა გამეღიმა, იდეაშივე ჩაკვდა.
-მგონია, უკვე ხვდები, რასაც ვგრძნობ. ისიც იცი, რომ მივდივარ და არ მინდა ისე წავიდე, რამე გაურკვეველი დამრჩეს შენთან,-ჩემს წინ ჩაეშვა სავარძელში და მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო,-ანა ჩემთვის წარსულია... როგორ იფიქრე რომ ის შეიძლება ჩემი საცოლე ყოფილიყო ან... ამას უკვე არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ მინდა იცოდე, რომ არასდროს გავაკეთებდი ისეთ რამეს, რაც შენ შეურაცყოფას მოგაყენებდა,-გულწრფელი, თბილი მზერით მომჩერებოდა და წამით არ მაცილებდა თვალებს,-ვიცი, შემეშალა შენთან და... უბრალოდ, ვერ ავიტანე შენი სიტყვები. ჩვენგან წასვლა და ის ბიჭი, ერთმანეთს დავაკავშირე, მერე მისი ზრუნვა და...
-შენ რა, საბა ჩემი...-მკერდზე მივიდე თითი გაოგნებულმა.
-მე შენზე არაფერი ვიცი, გარდა იმისა თუ სად ცხოვრობ, სად სწავლობ, ვინაა შენი დედ-მამა, ვისთან ატარებ უმეტეს დროს, სად დადიხარ...
-ხო, ძალიან ცოტა რამ გცოდნია,-ირონიულად ავწკიპე წარბი.
-არაფერი ვიცი შენ გრძნობებზე, არ ვიცი რას გრძნობ ჩემ მიმართ!-ჯიუტად აგრძელებდა თავისას და შუბლ შეჭმუხნული გაფაციცებით მაკვირდებოდა.-ახლა არაფერს გთხოვ, არც გკითხავ. ჯერ ჩემ ნათქვამზე დაფიქრიდი.
-გვიანია, ჯობია სახლში წავიდე!-აფორიაქებული წამოვდექი ფეხზე.
-კარგი, წავიდეთ!-წამში დამყვა ისიც.

888
მანქანაში ხმა არცერთს ამოგვიღია. ზედმეტად ბევრი აღმოჩნდა დღეს მოსმენილი თუ ნანახი. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი მომხდარს. მხოლოდ გულის გამაყრუებელ ბაგაბუგს და მანქანის სალონში გამეფებულ ნაცნობ და უკვე საყვარელ სურნელს აღვიქვამდი. რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ აზროვნების უნარი ჯერ კიდევ არ დამეკარგა.
საქარე მინაზე დადენილ წვეთებს ვაყოლებდი მზერას და რატომღაც ყველას გულებს ვადარებდი.
დავრწმუნდი, რომ სერიოზულად ვიყავი გადაღლილი.
-ხვალ დილით მივემგზავრები,-წვიმის ხმაურში ძლივს გავარჩიე ნათქვამი და სუნთქვა შემეკრა.-ალბათ ვერ გნახავ!-მანქანა ზუსტად სადარბაზოს წინ გააჩერა და მთელი ტანით მომიბრუნდა.
-მშვიდობიან მგზავრობას გისურვებ,-ამოვიბურტყუნე და ხელი მოვმუშტე, შუბლზე რომ არ მეტკიცა.
-მადლობა!-ცალყბად ჩაიცინა და კვლავ ჩუმად დამიწყო თვალიერება.
ვიგრძენი, როგორ ამიცახცახდა მთელი სხეული დაჟინებულ მზერაზე და ლამის ცეცხლი წამეკიდა. ზურგში ოფლმა გამოჟონა და აუტანლად ამექავა ხერხემალი.
მეგონა საუკუნე გავიდა, სანამ დაკვირვებით შემისწავლიდა და საწყის ფორმას დაუბრუნდებოდა.
-ჭკვიანად ადი სახლში და თავს გაუფრთხილდი!-უჩვეულოდ ხმა შეცვლილმა გადმომილაპარაკა და ჩაკეტილი კარი გახსნა.
ბანცალით ავუყევი კიბეებს. დარწმუნებით შემეძლო მეთქვა, რომ გონება გათიშული მქონდა. ვერაფერს ვერ აღვიქვამდი. გარდა ამწვარი საფეთქლისა, რომელიც განუწყვეტლივ მიბჟუოდა.
ის კი ვერ გამეხსენებინა, თუ როდის მოასწრეს ტიმოთეს ტუჩებმა მასზე შეხება.

888
ძილში განუწყვეტლივ ვბორგავდი. საღამოს განმავლობაში, უამრავჯერ გამეღვიძა კოშმარისგან დაზაფრულს. მუცელში სიცარიელის გრძნობა მივლიდა და ყრუ ტკივილს მგვრიდა. საბოლოოდ გამთენიისას გამომეღვიძა. ბირში მლაშე გემო მქონდა და გულისცემა კი აჩქარებული. მუხლებ აკანკალებულმა ძლივს მივაღწიე აბაზანამდე, გული რომ ამერია და ძალაგამოცლილი კაფელზე ჩავჯექი.
გრილი ზედაპირის შეხება წარმოუდგენლად მესიამოვნა და გაობლილი ლოყა კედელს მივადე.
გული აჩქარებულად მიცემდა და განუწყვეტლივ მაკანკალებდა.
-ორსულობის სიმპტომებია,-რომ არა დაუძლურებული კიდურები, ისტერიულად გამეცინებოდა.
ზოზინით მივიღე შხაპი და საწოლზე პირსახოციანად გავიშოტე. მძიმე სუნთქვისგან უკვე ფილტვები მტკიოდა, მზერას კი განთიადს შეგებებულ ზეცას არ ვაცილებდი.
დაზაფრული წამოვხტი ფეხზე საათს რომ შევხედე და წამში აღმიდგა გონებაში გუშინდელი ღამე. გონს რომ მოვედი ჩაცმული სველი თმებით ჩავრბოდი კიბეებზე. ფილაქნებიდან შეშხეფებულ დაგუბებულ წყალზე ყურადღება არ მიმიქცევია, ისე დავუყევი სირბილით ტროტუარს. არც ტაქსი მახსოვდა, არც მისი დანიშნულება. არც ის, რომ მშობლებისთვის არაფერი დამიბარებია მგონი, მე კი გალუმპული მივრბოდი ჯერ კიდევ ლამპიონებით განათებულ ქუჩებში.
ნაცნობი კორპუსის შემჩნევისას ჩახშული სიცილი აღმომხდა და რომ არ წავქცეულიყავი, ერთ-ერთ ბოძს მივეყრდენი. სირბილისგან ფერდი მტკიოდა, ყოველი მძიმე ჩასუნთქვისას გაუსაძლისად რომ მჩხვლეტდა და მოსულიერების საშუალებას არ მაძლევდა. სუნთქვა ხორხში მქონდა გახირული და ჩამწვარი.
გამომშრალ ტუჩებზე ენა გადავისვი, მზის პირველი სხივები რომ დაეცა მიწას და აძგერებული გულის დამშვიდებას შევეცადე. რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე, იმაში დარწმუნებულმა, რომ საცაა გონებას დავკარგავდი და ჩქარი ნაბიჯებით შევვარდი სადარბაზოში. პირველივე საფეხურზე ფეხის შედგმისას ვიგრზხენი, როგორ დამეხვა თავბრუ და წონასწორობა დაკარგული მოაჯირს ჩავეჭიდე, რომ არ წავქცეულიყავი. საფეთქლები მოწოლილი სისხლისგან გამიცხელდა და თვალთ დამიბნელდა. წუთი მაინც დამჭირდა მხედველობის დასაწმენდად და ბანცალით ავუყევი კიბეებს. ლიფტში ისედაც არასაკმარისი ჰაერი უფრო მეტად წამიჭერდა ყელში და სულს შემიგუბებდა. ისევ კიბეებით მეცოდვილა ჯობდა.
ნაცნობი, შავი კარების დანახვისას აღუწერელი ტრიუმფის განცდა დამეუფლა და მოკანკალე სიცილი აღმომხდა. დაღლილობისგან აცახცახებული კარს მივეყუდე მხრით და ზარის ღილაკს დავაწექი.
სიხარული წამში შეცვალა ჯერ სიცარიელის, მერე სასოწარკვეთილების აუტანელმა გრძნობამ და სუნთქვა შემიკრა. მისავათებულს ზარიდან ხელი ჩამომივარდა და ის იყო იატაკზე უნდა ჩავცურებულიყავი, საყრდენი რომ გამომეცალა.
ინერციით გვერდით გადავვარდი და ტკივილის მოლოდინში თვალები დავხუჭე, ყრუდ რომ მივეხეთქე მკვრივ სხეულს. უმისამართოდ გამეღიმა წელზე რომ შემომაჭდეს მკლავები და ნაცნობმა გრილმა სურნელმა ნესტოები ამიწვა.
თითქოს არც ყოფილიყო, ისე გაქრა გულის რევის შეგრძნება და აქამდე განუცდელი სითბო დამეუფლა.
-ლიკა?!-ჩუმი, დაუჯერებელი ტონი მისწვდა სმენას და ჟრუანტელმა თხემიდან ტერფამდე დამიარა, ცხელი ტუჩები რომ შემეხო საფეთქელზე.
-მეგონა ვეღარ... ვეღარ მოგისწრებდი!-ქოშინით ამოვიჩურჩულე და ძლიერად ჩავაფრინდი სანახევროდ შეკრული პერანგის საყელოებზე.
გულის მიერ სისხლის თითოეულ გადატუმბვას ლოყით ვგრძნობდი და სულელივით მეღიმებოდა. ასეთი კმაყოფილების განცდა, დიდი ხანი იყო არ მეგრძნო. თითქოს პირველად მოვიქეცი სწორად, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში და წამითაც არ მაწუხებდა უხერხულობის განცდა.

888
აეროპორტში უხერხულად აწურული ვადევნებდი გამომშვიდობების სცენას თვალს და ვგრძნობდი ნელ-ნელა როგორ მაწვებოდა ყელში ბურთი და სუნთქვას მიკრავდა. ცოტაც და ავზლუქუნდებოდი... თან გულიანად. მე კიდე არ მინდოდა ტიმოთეს მომტირალი ვენახე.
არ მინდოდა, ზედმეტად პათეტიკური გამოვჩენილიყავი მის თვალში. დილას სახლში შევარდნაც ეყოფოდა ჯერ.
-კეთილი მგზავრობა,-ტუჩებს ძლივს მოვუყარე თავი, რომ გამეღიმა, როგორც კი მომიახლოვდა.
-ყოველ შემთხვევაში "მერეს" მაინც ჯობია,-ცალყბა ღიმილით დამხედა და ლოყაზე ხელისგული მომადო.-ჭკვიანად იყავი და თავს გაუფრთხილდი, ხო?!-უჩვეულოდ ნათელი მეჩვენა თაფლისფერი ირისები.
უღონოდ დავუქნიე თავი და მეც უნებურად გამეღიმა, სიცილით რომ წამეთამაშა თვალებზე ჩამოფხატულ ჩოლკაზე.
-მომენატრები!..-ზედ ყურთან მიჩურჩულა, ტუჩები ლოყაზე გამოაცურა და ტუჩის კუთხეში მსუბუქად შემეხო,-შენი ღრმულებიც მომენატრება!-თვალები ნეტარებისგან მიმელულა, ცხელი ჰაერი ტუჩებზე რომ გაიბნა და გაუცნობიერებლად ჩავეჭიდე ქურთუკის საყელოზე.
მიბნედილი თვალები გაჭირვებით გავახილე, ცხელმა თითებმა კისერზე რომ დაიწყეს თარეში და მოციმციმე ირისებს მზერა გავუსწორე.
-შენც მოგენატრები!-ტუჩის კუთხე მხიარულად ჩატეხა, მის ზედაზე ჩაბღაუჩებულ ჩემს ხელს თითები გადაუსვა და წამში გამაშვებინა.
ეიფორიიდან რომ გამოვეფი, უკვე თვითმფრინავი აფრენილი იყო, დარბაზი კი ნელ-ნელა ცარიელდებოდა. სასდინელი სიმარტოვის განცდა დამეუფლა და ხელის გულები ცივი ოფლით დამეცვარა.
-ლიკა, ჩვენთან ხომ წამოხვალ?!-ბურანიდან ჩუმმა ხმამ და პატარა ხელების შეხებამ გამომიყვანა.
ღიმილი ვერ შევიკავე ჩემ კაბაზე ჩაბღაუჭებულ იანას რომ ვკარი თვალი, ინტერესით რომ ამომყურებდა და ტუჩებს აცმაცუნებდა.
-მეტი რა გზა მაქვს,-ავუჩეჩე კულულები და კარებში გაჯგიმული, გულზე ხელებდაკრეფილი ტყუპებისკენ გავემართეთ.
ესენი კვლავ არ კარგავენ ჩვეულ სიმკაცრეს!

888
ტიმოთეს წასვლის შემდეგ, ახლიდან დაიწყო დრომ ათვლა. საშინლად მდორე და ზოზინა ინტერვალებით. ასე მეგონა საუკუნე იყო გასული, კალენდარს რომ ავხედავდი ერთ თვეს და ორ კვირას მიჩვენებდა. როდესაც ამ დროის ხანგრძლივობას და ტიმოთეს უნახავობას ვიხსენებდი, ისტერიული ტირილი მიტყდებოდა.
ვაღიარებ, პათეტიკური, ნამდვილი დეპრესიონერა გავხდი!
ტყუპები სკოლას დაუბრუნდნენ, იანა კი ბაღს. მე კვლავ უნივერსიტეტში ვაგრძელებდი სიარულს. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჩემი მკვდარი გამომეტყველების ატანა ყოველ დღე უწევდათ მეგობრებს.
საბა სერიოზულად ფიქრობდა ჩემს ფსიქოლოგთან მიყვანას. ეს ფიქრი უფრო მოეძალა, როდესაც ჩემი მდგომარეობის არსსა და მიზეზს ჩასწვდა.
ხშირად ვხედავდი მის თვალებში გამკრთალ ეჭვიანობის ნაპერწკლებს და მეღიმებოდა. ჩემი მდგომარეობა მახსენდებოდა, როდესაც მის ახალ-ახალ გოგოებს ვაწყდებოდი ხოლმე.
ერეკლე და ლიზა, მართალია საყვედურებით, გაბრაზებით და შერიგებებით შეხვდნენ ჩემს ახალ გრძნობას, მაგრამ საბასგან განსხვავებით უფრო ლოიალურები იყვნენ.
ინტენსიური მონატრების ჩაცხრობაში კი წინდაუკან პორწიალით მეხმარებოდნენ.
ჩემ ქრონიკულ მონატრებას ისიც ამწვავებდა, რომ სატელეფონო კავშირი თითქმის არ გვქონდა. ესეც ჩემივე სურვილით, შუა ლაპარაკის დროს ბღავილი რომ არ ამეტეხა. ისედაც ყოველ დილით მიწევდა სველი ბალიშების გაწურვა.
მთელი ეს პერიოდი რაჭის კადრები მიტრიალებდა თვალწინ. ისევ იქ მინდოდა ყოფნა. იმ აურზაურში და აყალმაყალში, ოღონდ კვლავ მეგრძნო მისი სიახლოვე.
საბას შემოთავაზებაზე უნდა მეფიქრა!

888
-მხეცებო, რას შვებით აბა? დაანგრიეთ დარბაზი?-სიცილით შევაღე ბიჭების გასახდელის კარები და ოცამდე პატარა ბიჭს ხელის აწევით მივესალმე.
-გამარჯობა,-ერთხმად იხულვეს ბავშვებმა და ჩაცმა განაგრძეს.
-აბა, წავიდეთ?-ღიმილით ავუქოჩრე თმები ჩანთა მოკიდებულ ტყუპებს.
-დღეს მამამ უნდა წაგვიყვანოს,-უჩვეულო მზერით ამომხედეს და უხერხულად შეიშმუშნენ.
-აჰა, აბა, მე რატო მითხრა ბებიათქვენმა, შენ გამოიყვანეო?-გაკვირვებულმა ავწკიპე წარბები.
-დაავიწყდა ეტყობა,-მალულად გადახედეს ერთმანეთს.
-ლიკა, როგორ ხარ?-მომესმა ზურგს უკან და გაოცებული გავტრიალდი,-რამდენი ხანია არ მინახიხარ,-ღიმილით ჩამომართვა ხელი ბიჭების მწვრთნელმა.
-კარგად, შენ?-ზრდილობად დავიღვარე.
-ჩვენ წავედით, მამა გველოდება,-გააზრებაც ვერ მოვასწარი, ისე აორთქლდნენ ტყუპები და მარტო დამტოვეს.
გაოგნებისგან თვალები გადმომცვივდა ლამის. სხვა დროს, ცოფიანი ძაღლებივით იღრინებოდნენ, როგორც კი თავიანთ მწვრთნელს სადმე ახლოს ნახავდნენ, ახლა კი მას მარტო შეატოვეს ჩემი თავი.
მგონი მეორედ მოსვლა იწყებოდა.
-ბავშვებიც წავიდნენ. არ გინდა სადმე აქვე, კაფეში დავსხდეთ?-მომხიბლავად გამიღიმა ბიჭმა.
-ბოდიში მეგობარო, მაგრამ დღეს ლიკას არ ცალია!-თითქოს გვირაბის ბოლოდან გაისმა ხმა და ადგილზე შეხტომისგან, წელზე მოხვეულმა ხელმა მიხსნა,-და საერთოდ, არც ხვალ ეცლება, არც ზეგ და არც არასდროს!-ზედმეტად ტკბილი მეჩვენა ინტონაცია.
გონზე მანქანის კარების მიჯახუნებამ მომიყვანა და გაფართოებული თვალებით შევხედე, როგორ მოუარა მანქანას და ჩემ გვერდით დაიკავა ადგილი.
-შენ... ეს... როგორ...-უაზროდ ავლუღლუღდი და ხელების ქნევას მოვყევი,-როდის ჩა...
სიტყვა გამიწყდა, მოუთმენლად რომ წამავლეს კისერზე თითები და მომთხოვნად წაეტანნენ ჩემს ტუჩებს. გაუცნობიერებლად, ამდენი ემოციისგან კვნესა აღმომხდა და ძლიერად ჩავეჭიდე კეფაზე მოხვეულ მკლავზე. კანკალ ავარდნილი ინსტიქტურად ავყევი კოცნაში, ბარძაყზე მოუხეშავი თითების შეხება რომ ვიგრძენი და სხეულზე ტაომ დამაყარა. საბოლოოდ გამეთიშა გონება, თითებმა მაღლა, დაჟინებით რომ იწყეს კაბის ქვეშ სვლა და მუცელი ამომიბრუნდა თეძოზე რომ შემომეჭდნენ. უნებურად დავყევი, მისკენ რომ მიმაჩოჩა, სალონში კი უფრო მეტად ჩამოცხა. დაგუდული ქშენა აღმომხდა, ტუჩები რომ მომაცილა და ყელზე გადაინაცვლა. ხარბად შევისუნთქე ჰაერი და აქოშინებულმა დაბუჟებულ ტუჩებზე ენა გადავისვი.
ასე მეგონა ცეცხლი მეკიდა ბაგეებზე.
-რამდენი ხანია, ამას ვნატრობდი!..-მძემე სუნთქვას ამოაყოლა ნათქვამი და ჩემს ყელში ჩარგო თავი,-უბრალოდ შეგხებოდი, თუნდაც წამით მაინც!
-როდის ჩამოხვედი?
-ამოვიკნავლე მისავათებულმა, ჯერ კიდევ სიამოვნების ბურანში ვიყავი გახვეული.
-დღეს დილით,-მიჩურჩულა, ტუჩები კი წამით არ მოუშორებია. დაჟინებით დაატარებდა ლავიწზე ახურებულ ბაგეებს.
-რჩები?-გულის ფანცქალით დავუსვი კითხვა.
-შენ გინდა რომ დავრჩე?-ხორხისმიერი გაუხდა ხმა და გაფაციცებით ჩამაშტერდა თვალებში,-მიპასუხე, ლიკა! გინდა დავრჩე?
დაბნეულმა გავაცეცე თვალები. ასე მეგონა შუბლზე მეწერა, როგორ მენატრებოდა, ეს კიდევ აბსურდულ კითხვებს მისვამდა.
-შენ როგორ ფიქრობ?-თვალებმოჭუტულმა გავხედე.
მხოლოდ ღიმილით შემათვალიერა და კვლავ ტუჩებზე წამეტანა.

888
-კიდევ დიდხანს უნდა გემალათ?!-გულზე ხელებ დაკრეფილი ისხდნენ ჩემ წინ მეგობრები და დაბღვერილი გვავლებდნენ თვალს მე და ტიმოთეს.
-არა, მაინც როგორ არ გვითხარი?!-აშკარად განაწყენებული იყო ლიზა.
-რომ არ მეთქვა, არც ახლა გეცოდინებოდათ,-ავიჩეჩე მხრები და ვეცადე გვერდზე გავჩოჩებულიყავი, წელზე რომ მომხვია ტიმოთემ ხელი.
-შეხედე, კიდევ რომ ტლიკინს ბედავს?!-აღშფოთდა ლიზა და დაბღვერილ საბას გადახედა, სიგარეტს სიგარეტზე რომ ეწეოდა.
-კარგი რა, ლიზა. რაღა აზრი აქ? ბოლო-ბოლო შეყვარებულია, კი არ გათხოვილა,-ლოყაზე მიეფერა ერეკლე გულის ვარდს.
-არა, მაინც როგორ გამოგვაპარე?!-ჩაიდუდღუნა გოგომ და აქამდე ჩუმად მჯდარ ტიმოთეს გაუღიმა.-ოქრო გოგო გყავს ხელში მოგდებული.-უცებ გამხიარულდა, მაგრამ სიცილი სახეზე შეგვაშრა, უსიტყვოდ რომ დატოვა ლოლაძემ მაგიდა.
-მოვალ მალე,-მიჩურჩულა ტიმოთემ და ისიც მას მიჰყვა.
-რა დაემართა?-განაწყენებული ვიყავი საბას სიჩუმითა და წასვლით.
-ეჭვიანობის სენმა შემოუტია ჩვენ "ნასტაიაში გრუზინს",-აროხროხდა ერეკლე.
-აი, დადგა ის დღე, რომლისიც ეშინოდა,-ჰაერში გაფშიკა ხელი ლიზამ შთაგონება წვეული მზერით.
-თქვენ ორი, ღამღამობით ერთმანეთს ხომ არ ურახუნებთ თავებს?-ტუჩ აბზუებულმა გავხედე აწითლებულ წყვილს და ახლა მე ამიტყდა სიცილი.
-ნუ ხარ გარყვნილი! მშვენივრად იცი, რომ ჯვრისწერამდე არაფერი არ იქნება,-სიმწრის ღიმილით მიჩურჩულა ლიზამ და ისე მიჩქმიტა, ლამის სული ამომიღო.

888
-რა მოხდა? რაზე ელაპარაკე საბას?-ინტერესით ავხედე, როგორც კი გვერდით მომიჯდა ტიმოთე და თვალები ჩემზე მოშტერებული საბასკენ გავაპარე.
-მე და მას რა გვაქ სალაპარაკო, შენ გარდა?-ზანტი ღიმილით გადმომილაპარაკა.-გაუჭირდა იმასთან შეგუება, რომ ახლა და მერეც, შენ ცხოვრებაში მთავარი მამაკაცი, მე ვარ და ვიქნები,-თვითკმაყოფილი იერით მიეყრდნო საზურგეს ჩემიანად.
-ნება დაგრთე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ზედმეტად გაიჯეჯილეთქო!-დაუსისინა ლოლაძემ.
-რომ არ დაგერთო, როგორ ფიქრობ, ვის აირჩევდა?-სიმშვიდეს ინარჩუნებდა მამაკაცი და ცალყბად იღიმოდა.
-ისა და, ჩვენ გავალთ, თუ ხელს გიშლით,-წამოიძახა გაღიზიანებულმა ერეკლემ.
-შენ რა, გადაირიე?-შეშფოთებულმა ავხედე ლაღად მოცინარ კაცს.
არ მომწონდა მათი ასეთი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი. არც ის, თუ როგორ უღრენდნენ ერთმანეთს.
-უბრალოდ ჩემს ტერიტორიას ვიცავ,-მიჩურჩულა და მაგიდის ქვეშ, მუხლზე თითები მომიჭირა.
შემცბარმა, მხოლოდ გაღიმება მოვახერხე. ამაოდ ვეცადე კონცენტრირება მათ საუბარზე მომეხდინა და მეც ჩავრთულიყავი. გონება ფეხზე მოთარეშე მოუხეშავი თითებისკენ გამირბოდა, უტიფრად რომ მიიწევდნენ ზევით. ხელის კვრა, მუჯლუგუნი და უხერხული ჩახველება უშედეგო აღმოჩნდა. ინდიფერენტული სახით იჯდა, ვითომც აქ არაფერიო და ლამის თეძომდე აეწია კაბის ბოლო. მთელი ძალით ვცდილობდი თვალები სიამოვნებისგან არ მიმელულა და ხმა დამემორჩილებინა, მაგრამ ისე მქონდა დამძიმებული ქუთუთოები, ვხვდებოდი დიდხანს ვერ გავძლებდი.
ვერაფერს რომ ვერ გავხდი, საპირფარეშოში გასვლა მოვიმიზეზე, აქამდე შეუმჩნეველ შემოსწრებულ მეგობრებს თავი დავუკარი და სუფრიდან გავიპარე.
ცივმა წყალმა ცნობიერება დამიბრუნა თუ არა, სუნთქვის დარეგულირებას შევეცადე.

888
ჩემი უახლოესი მეგობრების და შეყ... ტიმოთეს გაცნობამ,.ასე თუ ისე, მშვიდობიანად ჩაიარა. თუ, რა თქმა უნდა, ლოლაძის მუდამ დაბღვერილ სახეს არ შევიმჩნევდით, წამდაუწუმ რომ ეკამათებოდა ჩემს უკვე ყოფილ უფროსს. ისიც სულ ნიშნისმოგებით ესაუბრებოდა და ერეკლეს გაფრთხილებას, სულაც არ აქცევდა ყურადღებას.
ბაგა-ბაღში მეგონა თავი!
შვებით ამოვისუნთქე ჩემი სახლში წაყვანა-არ წაყვანის ომში ძალის-ძალად რომ მოიგო ტიმოთემ და ტრიუმფალური მზერით გამომიღო მანქანის კარი.
-ხვალ გნახავთ!-დავემშვიდობე მეგობრებს და ღიმილით მივაკარი ლოყაზე ტუჩები დაბღვერილ საბას,-ხო იცი, რა ძალიან მიყვარხარ!
-იცოდე, ჭკვიანად ლიკა!-ასეთი მომთხოვნი ტონი, მისგან დიდი ხანი იყო რაც არ გამეგონა,-თავი არ მომაკვლევინოს, ისე მიგიყვანოს სახლში... ზედმეტების გაერშე!-მის გასაგონად უფრო აუწია ხმას.
-ეჭვიც არ შეგეპაროს!-ირონიული ღიმილით დაუქნია თავი.
-არ შეგიზხლია, ცოტა ზრდილობიანად მოიქცე?-მანქანა რომ დაძრა, მაშინ მომაგონდა ყველაფერი და გაღიზიანებულმა შევუღრინე.
-არაზრდილობიანად როდის ვიქცეოდი?-უცოდველი თვალებით გადმომხედა.
-სულ, მაგრამ დღეს დააგვირგვინე,-უფრო მეტად გამაბრაზა მისმა პასუხმა.
-როცა შენ ხარ ჩემ გვერდით, ყველა ზრდილობის ნორმა მავიწყდება!-მიუხედავად იმისა, რომ გზას თვალს არ აცილებდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მზერით მბურღავდა,-...და ერთადერთზე, რაზეც ვფიქრობ, ეს შენი სიმრგვალეებია!-ხორხისმიერმა, ინტონაციურად მდიდარმა ბარიტონმა, სულ გამომთიშეს გარე სამყაროსგან.
-უტიფარი ხარ, ტიმოთე!-წამოვიძახე აზრზე მოსულმა და გაბრაზებულმა მოვკუმე ტუჩები.
-შენთან არ შემიძლია თავის მოთოკვა, რა ვქნა,-გაიცინა აშკარად გამხიარულებულმა.
-ხოოო, ვიცი შენი აწყვეტის ამბები, მომსწრეც კი ვარ,-სარკასტულად გადავხედე და ფხუკუნი ამიტყდა, სიცილი სახეზე რომ შეახმა.
-არ მინდა, ეგ ოდესმე კიდევ მიხსენო!-ზედმეტად ცივი იყო მისი ხმა.-შენ არ უნდა ყოფილიყავი მანდ, არ უნდა გენახა...
-არ მინახავს, საბედნიეროდ,-ზიზღისგან ტუჩები დამებრიცა.
-საერთოდ, ეგეთი ფეთხუმი რომ არ იყო, არც მოსმენა მოგიწევდა თუ როგორ...
-გაჩერდი! არ გააგრძელო!-წამოვიყვირე გააფთრებულმა.
ეჭვიანობის, ეგოიზმის თუ მესაკუთრეობის უჩვეულო ნაზავი მიტრიალებდა სხეულში და მთელ შიგნეულობას მიღრღნიდა. ვიცოდი, რომ მე არ მეხებოდა, რომ არ იყო ჩემი საქმე, მაგრამ... უბრალოდ ყველა იმ გოგოსთვის თავის წაცლა მინდოდა, ვინც ოდესმე შეხებოდა ტიმოთეს.
-საიტერესო საყურებელი ხარ, როცა ბრაზდები,-სიცილით ამიჩეჩა თმები და ლოყაზე წამეთამაშა.
-ბავშვივით ნუ მექცევი,-ჩავიდუდღუნე გაღიზიანებულმა.
-არ ხარ თუ?-გაკვირვებულმა ამათვალიერა და კვლავ სიცილი აუტყდა.
ზედმეტად კარგ ხასიათზე იყო!..
-არამგონია ბავშვებს ასე უყურებდე,-ირონიულად ვუჩურჩულე, ფეხზე თითები მსუბუქად მოვუჭირე და შემკრთალს ყურის ქვეშ კოცნა მივაკარი.
სიცილი ვერ შევიკავე, მოულოდნელობისგან საჭე რომ გაექცა და აქოშინებული გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რომ გაეჩერებინა.
-ასე არასდროს შემეხო... კინაღამ რაღაცას შევასკდი... რამე რომ მოგსვლოდა?!-წამოიძახა აღშფოთებულმა და ძრავა გამორთო.
-ცოტა შეფუცხუნება არაფერს გავნებს,-ნიშნისმოგებით გავუცინე.
-არც შენ!-გონზე ვერ მოვედი, ისე წამავლო კისერზე თითები და ტუჩებზე დამაცხრა.
წინააღმდეგობის გასაწევად, რაღაც წამოვიძახე და გრძნობა მორეულმა მეც კოცნით ვუპასუხე. გაშლილი ხელისგული მძიმედ მოძრავ მკერდზე მივადე და მთლიანად მას მივენდე. მუცელში კვანძი შემეკრა, ტუჩებმა ყელზე რომ გადაინაცვლეს და ოხვრით დავუჭირე ხელი, გულ-მკერდთან ღილებს რომ წაეტანა.
-სირცხვილია... დაგვინახავენ...-ძლივს მოვატრიალე ენა პირში და კვნესა ვერ შევიკავე, მოშიშვლებულ თეძოზე თითები რომ წამავლო.
-მაცადე!..-მძიმე სუნთქვას ამოაყოლა ნათქვამი და აკვნესებულს ბიბილოზე კბილები წამავლო.
აფორიაქებულმა, ჯანდაბაში მოვისროლე სინდის-ნამუსი, პერანგის საყელოზე რამდენიმე ღილი ჩავუხსენი და აკანკალებული თითები გადავატარე ახურებულ კანზე. გავიგე, ვნებააშლილს, როგორ აღმოხდა ჩახშული გმინვა ტუჩებით ყელზე თარეში რომ დავიწყე და ნასიამოვნებს ჩამეღიმა, უღონოდ რომ გადაუვარდა თავი.
-ლიკა!..-ამოიკვნესა ყურის ქვეშ სველი კოცნა რომ დავუტოვე და ტკივილამდე მომიჭირა თეძოზე თითები.-იცოდე, კიდევ თუ გააგრძელებ...-არ დაუსრულებია, ხელი მომავლო და თავის მუხლებზე მომაკალათა.
მოუთმენლად წაეტანა კაბის ღილებს და სანამ გააზრებას მოვასწრებდი, უკვე მკერდ მოშიშვლებული ვიჯექი მის წინ.
მეგონა სიამოვნებისგან გული წამივიდოდა მკერდზე ხელი რომ წამავლო და გულამოვარდნილს ტუჩებზე დამაცხრა. ვგრძნობდი, თავისუფალი ხელით, როგორ ცდილობდა უფრო მეტი შიშველი კანი შეეგრძნო და ამით, სულ მირევდა თავ-გზას. ბუნდოვნად ჩამესმოდა ყრუ ოხვრა და ასე მეგონა, მთელ სხეულზე ცეცხლი მეკიდა.
-ტიმოთე!..-წამოვიძახე გაუცნობიერებლად, ფრთხილად რომ წამომწია, ტუჩებით უკეთ რომ მისწვდენოდა მკერდს.
ზურგით საჭის მყარ ზედაპირს აღვიქვამდი, მკერდით ტიმოთეს ცეცხლწაკიდებულ ტუჩებს და სულ არ მახსოვდა, კარგა ხნის დაგვიანებული რომ მქონდა სახლში. კაბის ქვეშ მოთარეშე მოქნილი თითები კი ჩვენ ადგილმდებარეობასაც მავიწყებდა.
-ტიმოთე, გაჩერდი!.. ტელეფონი რეკავს!..-ძლივს აღვიქვი ზარის ხმა და ვეცადე ოდნავ მოვცილებოდი, მაგრამ ისე ვიყავი საჭეს მიკრული, გატოკებაც კი ვერ მოვახერხე.
-მოიცდის!..-დაგუდულად ამოთქვა და ყელზე მომაკრო ტუჩები.
-ტიმოთე, შეწყვიტე!..-ხმის დაწმენდას შევეცადე, თუმცა მოზღვავებული ემოციისგან სულ ჩამწყდომოდა.
ხელი წამით არ გაუშვია, ისე გადავსწვდი სავარძელზე მიგდებულ მოზუზუნე ტელეფონს და საბას სურათის დანახვისას, ერთიანად დამიარა სირცხვილმა.
-ჯერ კიდევ არ ვარ გამოფხიზლებული, თორემ სიამოვნებით გადავალეწავდი ამ ტელეფონს თავზე!-აშკარად ლოლაძის მისამართით თქვა გაღიზიანებულმა და საჭეზე ამაწება, გვერდითა სავარძელზე გადასვლას რომ შევეცადე,-არ გაინძრე! მინდა პირდაპირ გიყურო, როცა დაელაპარაკები... თან ჯერ არ დამისრულებია შენთან. ზედმეტად მეგემრიელა შენი მკერდი!-ცალყბა ღიმილით ჩამაყოლა ყელიდან თითი თვალებ გაფართოებულს და შიშველ კანზე მომეფერა.-უპასუხე, სანამ ჯერ კიდევ შემიძლია თავის შეკავება!-წამში ჩაეხლიჩა ხმა.
-ალავიძე, ხუთ წუთში სახლში თუ არ იქნები, საკუთარი ნაწლავებით ჩამოვახრჩობ მაგ ტიპს!.. ზუსტად ხუთ წუთში, ლიკა!..-ხმის ამოღება არ მაცალა, ისე აყვირდა ყურმილის ბოლოდან და დარწმუნებული ვარ გახელებული ქშინავდა.
-საბა, რა გჭირს? კი არ მიტაცებს...-რაც შემეძლო გულუპრყვილო ინტონაციით ავლაპარაკდი.
-ნუ მალაპარაკებ, ლიკა! მშვენივრად ვიცნობ მისნაირ ტიპებს და ძირში დავამტვრევ ხელებს!..-ლამის იყო ყურმილიდან გადმომხტარიყო.
-შენც ჩემნაირი ხარ და იმიტომ, ხო?-ჩაიქირქილა ტიმოთემ.
-იდი...-წამოიყვირა, მაგრამ ეგრევე ჩაჩუმდა,-სახლში წაიყვანე, გესმის?! ხუთ წუთს გაძლევ ამილახვარი!.. ხელები საჭეზე მიიბი, თორე მე მიგიბამ, თან ისე, საუკუნე ვერ ახსნა!
-ფაქტიურად საჭეზე მაქ მიბმული,-გულწრფელი ტონით უპასუხა, თითები კი გულ-მკერდზე გადამატარა.
-მალე მივალთ, საბა. დაგირეკავ ეგრევე,-სასწრაფოდ მივაყარე, ტიმოთეს გადაგლესილ თვალებს რომ გადავაწყდი.-წავიდეთ!-ყურმილი დავკიდე თუ არა, მკაცრად მოვთხოვე.
-საკმაოდ არაკომფორტულია მანქანა, თორემ მე ვიცი რასაც ვიზამდი,-ჩაიცინა, მკერდზე და ტუჩებზე მხურვალე კოცნა მომაკრო და. საშუალება მომცა, უწინდელ ადგილს დავბრუნებოდი,-დღეიდან ამ კაბის თაყვანისმცემელი ვარ!-ჩაიქირქილა, ღილების შეკვრით დაკავებული რომ შემათვალიერა და თავის ქნევით დაქოქა მანქანა.
-საოცარი იუმორი გაქვს,-სარკასტულად ამოვთქვი, ამით ვცდილობდი უხერხულობის და რიდის განცდა დამემალა.
-ჯერ სად ხარ. სახლში რომ მომადგები ჩანთებით, უფრო მეტს გაიგებ,-ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
-სახლიდან რომ გამომაგდებენ, პირველს შენ მოგმართავ,-ხუმრობაში გავატარე მისი ნათქვამი.
-გინდა ვითამაშოთ?-მოულოდნელად წამოაყენა იდეა.
-ჯანმრთელად ხარ?-ეჭვით შევათვალიერე უჩვეულოდ თვალებ ანთებული.
-ნიძლავზე თამაში, გინდა?-მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა და საჭეზე დაყრდნობილი მომიბრუნდა.
-რა თამაში?-ავიჩეჩე მხრები.
-რაც გინდა, თუნდაც ბურა,-ეშმაკურად მოჭუტა თვალები.
-თავანი?-ზედმეტად აზარტული ვიყავი.
-ნათქვამს აასრულებ და შენი ფეხით მოხვალ ჩემთან!-ხმა დაიდაბლა ჩემკენ გადმოხრილმა და თვალები დააწვრილა.
-ყვავილები და შამპანურიც ხომ არ მოგიტანო?-გულიანად გამეცინა.
-არა, მაგას მე დაგახვედრებ. შენ ბარგის მოტანა გევალება მხოლოდ!-ტუჩის ცალი მხარე აზიდა და მომნუსხველად შემათვალიერა.
-ახლა გინდა ვითამაშოთ?-სულ დავკარგე აზროვნების უნარი.
-არა, მერე... ცოტა ხნის შემდეგ. როცა მე გეტყვი! მოსულა?-მარჯვენა ხელი გამომიწოდა და აალებული მზერა მომაპყრო.
-მოსულა!-ჩემი მარჯვენა შევაგებე, მხურვალე ხელისგულს.
-გარასხოდების გარეშე იცოდე!-დამიქნია თითი გამაფრთხილებლად.
-არის!-გავიცინე და კარი გამოვაღე,-ნახვამდის,-დასამშვიდობებლად გავუღიმე და საფეთქელთან, ზუსტად იარაზე ვაკოცე.
-ალავიძის ქალო, იცოდე, სიტყვა სიტყვაა!-გადმომძახა საქარე მინიდან და თვალი ჩამიკრა.
მასვენივრად ვიცოდი, რასაც გულისხმობდა. ისიც ვიცოდი, რა იმალებოდა მაზიანის ქვეშ და ისიც, რომ ხუმრობაში შეფარულ სერიოზულ წინადადებასთან მქონდა საქმე.
მეც დავთანხმდი, ფაქტიურად!
დღეს, საკმაოდ ბევრ სულელურ გადაწყვეტილებას ვიღებდი. გააზრებასაც ვერ ვასწრებდი, ისე ვამატებდი ერთ სისულელეს მეორეს.
ალბათ ტიმოთეს ბრალი იყო...
ალბათ კი არა, ნამდვილად მისი ბრალი იყო...
ტიმოთესი და თავისი თბილი ხელების!..
სახლში ასულს, როგორც კი საბასთან საუბარს მოვრჩი, ჩვენი შეთანხმება დავიწყებული მქონდა.
გონებაში კი საყვარელი მამაკაცის სითბოსგან აბრჭყვიალებული თვალები მიტრიალებდა.

888
-იცი, მოდი გავბანალურდეთ და კინოში წავიდეთ,-ერთ დღეს, სრულიად მოულოდნელად წამოაყენა ახალი იდეა ტიმოთემ და ზანტი ღიმილით დამხედა.-საღამოს სესიაზე.
-ფილმი რომ არ ვიცით?-გამეცინა მეც.
-რა მნიშვნელობა აქვს?-აიქნია ხელი და კისრამდე გარზდილ თმებზე წამეთამაშა.-უბრალოდ წავიდეთ. თავს ვერ ვაპატიებ, რომ გკითხონ კინოში დაგპატიჟა თუ არაო და შენ რო ვერ უპასუხებ.
-აი, რა გადარდებს თურმე!-მოჩვენებითი წყენით ჩავიქნიე ხელი და სიცილით წამოვხტი, დასაჭერად რომ გამომიდგა.

888
-ტიმოთე, ეს რა არის?!-უკმაყოფილოდ ავუფრიალე ბილეთები,-სულ ბოლო რიგში აგიღია ადგილები. ფილმს საერთოდ ვერ ვნახავთ!
-მაგის ყურებას მაინც არ ვაპირებ. სხვა რამით ვიქნები დაკავებული,-ცალი წარბი აზიდა და მიმზიდველად ჩატეხა ტუჩი.
-არც კი იოცნებო!-დავუქნიე თითი და გაღიზიანებულმა შევაბიჯე ჩაბნელებულ დარბაზში.
მიუხედავად იმისა, რომ საღამო იყო, სავარძლები თითქმის ბოლომდე იყო შევსებული პოპკორნ მომარჯვებული ხალხით, ფუტკრის სკასავით რომ ზუზუნებდნენ.
ჩვენ რიგში, თითქმის ცარიელი იყო ყველა სკამი. დაკავებულ ადგილებზეც, სულ წყვილები ისხდნენ, ან მოხარხარე ბიჭები.
-წინ წადი,-მიმითითა ტიმოთემ, წელზე თითები მომიჭირა და უკან მომყვა.
ბოდიშებით ვიკვლევდი გზას, თეძოზე სიცივე რომ ვიგრძენი და მოულოდნელობისგან ადგილზე გავშეშდი, უკანალზე ხელი რომ წამავლეს.
-ნუ ჩერდები!-ვითომც არაფერიო, ისე მომაძახა და ხელი არ აუღია, ისე მიბიძგა.
-შენ სრულ ჭკუაზე ხარ?!-ღრენით გადავუჩურჩულე, როგორც კი ადგილები დავიკავეთ და ხელზე გავკარი.
-ნუ ცოფდები, ალავიძე,-წყნარა გადმომილაპარსკა,-ჩემი ბრალი არაა, ასეთი მიმზიდველი საჯდომი რომ გაქვს!
-ეგ მეც ვიცი და არ არის საჭირო სხვების თვალწინ გამოხატო შენი აღფრთოვანება,-სარკასტულად გავუცინე და ნიკაპზე წავეთამაშე.
-მერწმუნე, მე ჩემი აღფრთოვანება რომ გამოვხატო, სულ ცოტა, ორი კვირა ვერ შეძლებ ფეხზე გავლას!-ვნებიანად გამიღიმა და ხველება ავარდნილს ზურგზე მომითათუნა ხელი.
-არამგონია მაგდენის გაქაჩვა შეგეძლოს!-ხმაჩახლეჩილს წამომცდა და სირცხვილისგან სახე მომემანჭა.
-გინდა აქვე დაგიმტკიცო?!-გაოცებისგან წარბები აწკიპა.
-არ მინდა სახალხოდ შერცხვე!-უკან ვერ დავიხევდი.
-ალავიძე, ნუ მიწვევ, შენთვის აჯობებს!-გამაფრთხილებლად გადმომხედა და დაკვირვებით შემათვალიერა.
-მე?!- შევიცხადე, ვითომც აქ არაფერიო,-საიდან მოიტანე?!
-ფაქტიურად მითხარი, აქვე გამ...-შუა წინადადება გაწყვიტა და ტუჩის კვნეტით აეყუდა საზურგეს,-შენი "მაიმუნობის" გარეშეც, ერთი სული მაქვს, როდის გახდები სრულყფოილად ჩემი და უფრო მეტად ნუ მირთულებ მდგომარეობას.
-ფილმს ვუყუროთ!-წამოვიძახე აღელვებულმა და ავტომატურად გავატრიალე ეკრანისკენ თავი.
ის იყო, ოდნავ მოვეშვი და ფილმის სიუჟეტს გონება დავატანე, ხელი რომ მომხვიეს და თავი ჩემ ყელში ჩარგეს.
-არ უყურებ?-ავიქნიე მხარი მჩხვლეტავი წვერი ლავიწზე რომ მომეკრო.
-რა სუნამოს ხმარობ?-ჩემი კითხვა დააიგნორა და ჩუმად მკითხა.
-"ენიგმას" ან "დიორს"-ბოლო პერიოდში აჩემებული სუნამოები დავუსახელე.
-მომწონს!-მძინარესავით ალაპარაკდა და მუცელზე დამადო ხელისგული.-ოღონდ შენი კაბის სიგრძე არ მომწონს... მოუხერხებელია!-უკმაყოფილომ დაამატა და უფრო მეტად მომაკრო არტერიაზე ტუჩები.
-მთავარია მიხდება,-ჩავიქირქილე და კომფორტულად მოვეწყე, თან ისე, თავის მოხერხებულად დადება რომ შეძლებოდა.
იმ დღეს მუხლს ოდნავ ქვემოთ, მაღალწელიანი, ტანზე მოყვანილი ქვედაბოლო მეცვა, კეტებს და ფრიალა პერანგს ზუსტად რომ ეხამებოდა და ძალზე კომფორტულად მაგრძნობინებდა თავს.
ფილმის დასრულებამდე არ გაუღია ხმა ტიმოთეს. ჩუმად ჩაერგო ჩემ ყელში ცხვირ-პირი და მონოტონურად დააცურებდა მუცელზე თითებს. თითქოს არც ესმოდა, რაც მის გარშემო ხდებოდა. თავის სტიქიაში ჩაძირულიყო და სულაც არ ფიქრობდა იმაზე, რომ ოდნავი შეხებითაც კი ისე მიფანტავდა გონებას, ვერაფერზე ვერ ვახდენდი კონცენტრირებას.
გარეთ გამოსულებს, ფოიეში აყუდებული შუბლშეკრული საბა და ოცდამეერთე საუკუნის რომეო და ჯულიეტა რომ გადაგვეყარნენ, ფხუკუნი აგვიტყდა.
-ამილახვარი, კარგად გამოიძინე?-აშკარა იყო, რომ ისინიც იქ იყვნენ... და სავარაუდოდ საბას წყალობით, რომელიც ვერ იტანდა ფილმებს.
-საკმაოდ კარგად,-ირონია არ დააკლო ტიმოთემ და თავზე მაკოცა.
-ცოტა კიდე და სამუდამოდ დაგაძინებდა ლოლაძე,-აკისკისდა ლიზა და აპილპილებულ ბიჭს ლოყაზე უჩქმიტა.
-მართლა, აქ რა გინდოდათ თქვენ?-ეშმაკური ღიმილით გადავხედე მეგობრებს და აფხუკუნებულ ტიმოთეს მხარი გავკარი.
-იმას რასაც თქვენ. ფილმის საყურებლად მოვედით,-ადუდღუნდა ლოლაძე, თუმცა წამით არ მოუცილებია მზერა ჩემ გვერდით მდგომისთვის.
-ხო, მაგრამ ეჭვი მაქვს, საბა და ტიმოთე სულაც არ იყვნენ ფილმის ყურებით დაკავებულები,-აროხროხდა ერეკლე.
-და შენთვის ლიზას ფერება იყო ხო ფილმი?-სიგარეტს წაუკიდა საბამ და სახეში შეაბოლა.
-რას ვიზამთ. მე დღეს კინოთეატრი არ მქონდა დაგეგმილი. შენ აიტეხე რატომღაც და ჩამიშალე გეგმები!-ნიშნისმოგებით გადახედა ძმაკაცს და წამში მოწყდა ადგილს, ხველა ავარდნილმა ლოლაძემ გამძვინვარებულმა რომ შეხედა.

888
-ლიკა, გღვიძავს?-ჩუმი, მოწუწუნე ხმა გაისმა ყურმილში და ოხვრით შევძვერი საბანში.
-შენი წყალობით, იკვე აღარ!-ამოვიზმუვლე და კვნესით ჩავრგე ბალიშში თავი, ციფერბლატს რომ ავხედე.
დილის ხუთი საათი იყო!..
-ერთ სურვილს შემისრულებ?-ახლა გავარჩიე მისი ხმა, უჩვეულოდ ნელა და. ჩუმად საუბრობდა.
-მითხარი!-წამში წამოვჯექი საწოლზე, პარალელურად თვალებს ვიფშვნეტდი.
-ჩამოდი რა!-მუდარა გაურია ხმაში.
-ქვემოთ ხარ?-ფეხზე წამოვხტი და აივანს ვეცი, მაგრამ ვერავინ შევამჩნიე,-რატო მატყუებ?!
-შენ თავს ვფიცავარ, ქვემოთ ვარ და ჩამო რა!-დაღლილი, თბილი ტონით საუბრობდა.
-დამელოდე!-გულაძგერებულმა ჩავძახე და ბალეტკები ამოვიცვი.
-მე შენ სულ დაგელოდები, ხო იცი!-ჩაცინება მისწვდა სმენას, სანამ გავთიშავდი.
სულ კისრისტეხით ჩავირბინე კიბეები და თვალი ლამპიონებით განათებულ ქუჩას მოვავლე. ბედნიერს გამეღიმა, სიბნელეში შეფარული რომ ჩევამჩნიე, ხეს რომ აყუდებოდა და თავის ქნევით მივუახლოვდი.
-რა იყო, ვერ დაიძინე?-ტუჩებს თავს ვერ ვუყრიდი.
-რაღაც მაგდაგვარი,-ჩაიცინა და გულზე ამიხუტა.
-რო არ გიცნობდე, ვიფიქრებ საცაა ატირდებათქო,-ამოვიჩურჩულე, ფეხის წვერებზე წამოვიწიე და ყელზე მივაკარი ტუჩები.
-მიყვარხარ, ალავიძის ქალო!-ჩუმი ხმით მითხრა და ძვლების ატკიებამდე მომხვია მკლავები.
მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი და ღრმად ამოვიქშინე. გაყინული ხელისგული მჩხვლეტავ ლოყაზე ავასრიალე და მხარზე უფრო კომფორტულად ჩამოვადე თავი. ჩუმი ჩაცინება რომ მისწვდა სმენას, მერე მივხვდი რომ ჩემი პულსაცია დაკარგული გულისცემა მასაც ესმოდა.
-ადი ახლა, არ გაცივდე!-საფეთქელზე მაკოცა და ნაზად მიბიძგა წასასვლელად.
-თავს გაუფრთხილდი,-ნიკაპზე მივაკარი ტუჩები და სირბილით გადავკვეთე გზა,-ხო, მართლა...-გავჩერდი და ღიმილით მივბრუნდი მისკენ,-მეც მიყვარხარ!-დავუყვირე და კისკისით გავტრიალდი, ცალყბად რომ ჩაიცინა და კეფაზე მოისვა თითები.
იმ საღამოს ისე გათენდა, წამითაც არ მომიხუჭავს თვალი. დებილივით მომღიმარი, ჭერზე მიხატულ ბურას ბანქოს ვუყურებდი.

888
-ვერ გავიგე, ამ ზამთარში რა რაჭა აგიტყდათ! არ შეიძლება ახალ წელს თბილისში შევხვედროდით?-ვწუწუნებდი და ბოლო ჩანთას ვტენიდი საბარგულში.
-ნუ მეჯიუტები, ლიკა!-უჩვეულოდ აღელვებული იყო ტიმოთე.
წამდაუწუმ ეკარგებოდა გასაღები და გზააბნეულივით სცემდა ბოლთას სადარბაზოდან მანქანამდე.
-ოოხ!-ჩავიქნიე დანებების ნიშნად ხელი და ღვედი გადავუკარი,-არ მოდიხარ? თუ გადაიფიქრე?-გავძახე მიწას ჩაჩერებულს, შუბლ შეჭმუხნული, გამალებით რომ ფიქრობდა რაღაცაზე.
-ხო იცი, რომ მიყვარხარ?!-თვალებ მოჭუტულმა ამომხედა.
-მერე?-გაკვირვებულმა დავუქნიე თავი.
-ისიც ხო იცი, რომ სიცოცხლეს მირჩევნიხარ?
-მერე?
-და არაფერს არ გავაკეთებ ისეთს, რაც შენ გავნებს.
-მერე?
-კაროჩე რა!-ჩაიქნია ხელი და თავი მოიქექა,-ჩემს იქეთ გზა არ გაქვს... არც შენ არც მე!-მტკიცედ თქვა და ჩემ გვერდით დაიკავა ადგილი.
გაკვირვებული ვადევნებდი მის თითოეულ ქმედებას თვალს და აზრი ვერ გამომქონდა, თუ რა ჭირდა. მხოლოდ მაშინ ვინებე გონზე მოსვლა, თბილისს რომ გავცდით.
-ბავშვები არ მიგვყავს?-გაოცებულმა გავატრიალე უკან თავი.
-თუ მოინდომებ, მალე გვეწვევიან!-ერთი გადმომხედა ღიმილით და კვლავ გზას მიუბრუნდა.
-რას ქვია ეს?!-შუბლი შევკარი და მისკენ მივტრიალდი ტანით.
-რას და ვეცდები, კონტრაქტი გავაფორმო და ჩემი შვილისთვის სახლი ვიქირავო... ცხრა თვით, მხოლოდ შენ სხეულში!-ჩამიკრა თვალი და ლოყაზე ხელი მომისვა.
-ტიმოთე, გადაირიე?-სერიოზულად დავეჭვდი მის ფსიქიკაში.
-ერთ კვირაში ოცდაცხრა წელი მისრულდება. დროა ოჯახზე ვიფიქრო,-აიჩეჩა მხრები და თბილი მზერა მომავლო,-მიყვარხარ, ამილახვარის ქალო!-კისერზე თითები მომავლო და საჭეზე ხელი არ გაუშვია, ისე დამეკონა ტუჩებზე.
გონს მერე მოვეგე...
მერეც მიჭირდა დაჯერება და აღქმა...
კარგა ხნის შემდეგ ამომიტივტივდა გონებაში დადებული ნიძლავი...
ისიც, თუ რაზე იყო შეთანხმება...
თითქოს ახლა აღვიქვი, წინა დღით, ტიმოთეს დაჟინებული მოთხოვნით ნათამაშები ბურას აზრი და ისიც თუ რა სამარცხვინოდ წავაგე...
დაჯერება მიჭირდა!..
თუმცა, წინა დღით მომხდარი მოვლენები, ტიმოთეს სიტყვები და ყელზე, ყურს ქვემოთ გსმოხახული სამი პატარა ბანქოს კარტის ტატუ, ყველაფერს ცხადყოფდა!..
რატომღაც სულაც არ მინდოდა წინააღმდეგობა გამეწია...
ასეც მოვიქეცი!..



№1  offline წევრი SaLoOme

იიიფ რა თავი მეღირსააა ❤❤❤❤ ტიმოთეი მიყვარს. მეც და შენც მიყვარხარ ჩემო ელენეე ❤❤❤

 


№2  offline წევრი Niacule

ხო იძახით როგირია მსუყე და თქვენთვის დამაკმაყოფილებელი თავიო,აი ძმაო ეს იყო კაააარგადდდ ჩამსუყებული :დდდდდდ უმაგრესი გოგო ხარ აი ძაააანნ მაგარი.
იმედია მალე დალაგდება შენი პირადი და ახალდამოთხრიბმოთხრობით დაგვიბრუნდები ❤❤❤

 


№3  offline წევრი anna777

ძალიან კარგი იყო მეტდ ვერაფერს
ვერ ვიტყვი დილას კარგ ხასოათზე დამაყენა. :D
--------------------
სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს

 


№4  offline წევრი Queen

ვაუუუ.....ძააალიან,ძაალიანნ მაგარიი იყოო,,,,ვაბშე ყველაზეე კაიი ხარ ელე♥♥♥
ისტორია ხო შეუდარებელი იყო და იყოოო ♥♥

 


№5  offline წევრი Heartbeat

აიი აუღწერლად გადასარევი იყო..მეწყინა რომ,დამრთAვდა მიყვარს შEნი წერის სიტილი Dა შEნც მიყვარხარ ძაან
ძაან მაგარი ხარ!!!!❤️❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
გაიღიმეთ..მთავარია პოზიტივი❤️

 


№6  offline წევრი Annee

ეუფ.. აა თავი გენაცვალე ! დასასრულიც ასეთი უნდა.. ^_^ როგორ მიყვარს ასეთი ისტორიები .. სულ ღიმილით წასაკითხი რომაა.. :*:*:* შენი ყველა ისტორია მიყვარს ამიტომ.. <3 უნიჭიერესი ხარ. შენი შემოქმედების წაკითხვის მერე მინდა თუ არა უმაგრეს ხასიათზე ვდგები.. <3 სასწაული გოგო ხარ ელე !!! იმედი მაქვს მალე დაგვიბრუნდები და ცოტათი გაგვიპუნქტუალურდები :დდ

მიყვარს მე ეს გოგო! !!! <3

 


№7  offline წევრი Anuuc^.^

მეღირსა და არ ჩამაყოლე საფლავშიი:დდ კარგი იყოო და მალე დაგვიბრუნდიი
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№8  offline წევრი NA NO

მეღირსააა ეს რა ვნახეეეე,, უუფ ახლააა ვიწყეებ კითხვააას :D

 


№9  offline წევრი nanako123

Shen ra magari gogo xar , rom icode ?! Aღfrtovanebuli var :ddd

 


№10  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaime ra magari iyooo memyina ro daasrulee ❤️

 


№11  offline წევრი NA NO

საბა ნახე შეეენ:დ გამოცდების მერეეე ახალი ისტორიის გაშანშალებაას ველოდებიი ელოო :*

 


№12  offline წევრი si-xa

ძალიან,ძალიან მაგარი გოგო ხარ.ყველა ისტორია წაკიტხული მაქვს რაც კი აგიტვირთავს სუ პირველი თავებიდან.სუ სუ პირველ ისტორიაზე პირველივე თავზე მივხვდი რომ განსაკუთრებული გოგო ხარ და ძალიან მიყვარხარ.წარმატებები პირად ცხოვრებაში იმედია მალე დაგვიბრუნდები.

 


№13  offline წევრი Only DrEAmer

ვაიჰჰ ^^ ტიმოთე რა კაციაა <3 მიხარია როდადეე ძალიან მაგარი თავიიყო love

 


№14  offline წევრი PARVENU

ვაიმე, როგორ მაბედნიერებთ ბავშვებო, რომ იცოდეთ! აი, გულწრფელი, უდიდესი მადლობა ასე რო უდგახართ ავტორებს გვერდში და მაქსიმალურ მოთმინებას ამჟღავნებთ! ძალია, უზომოდ მახარებთ და მადლობა, ასეთი თბილები რომ ხართ!
ადმინისტრაციამ ყოველი ისტორიის შემდეგ დადებული წერილის დადების უფლება არ მომზა, პირადი აზრი დააფიქსირეთ, როგორც ჩვეულებრივ ხდება, კომენტარებშიო, ხოდა აქვე გეტყვით, რომ ძალია, ძალიან მიყვარხართ მე თქვენ!!!
ფეისბუქზე ეს დღეები იშვიათად შევდივარ, ნუ გუშინ შევედი მგონი ერთი კვირის თავზე და ბოდიში მათ, ვისაც პასუხი ვერ გაგეცით ან ვერ მოგიკითხეთ1 სუ ყველა მახსოვხართ და ვეცდები აქტიური მომხმარებელი გავხდე, როგორც კი გამივლის შერყევა და წოლითი რეჟიმიც მომეხსნება!
თითოეული კომენტარის ავტორს ეხება და მათ, ვინც უბრალოდ კითხულობთ: მართლა ძალიან მიყვარხართ და გაფასებთ!!!
გოეთესი არ იყოს, ტავტოლოგიად მექეცით თქვენც და ეს საიტიც მგონი! wink love
--------------------
Parvenu

 


№15  offline წევრი Winchester ))

აუუუუ აი ძაან მაგარია ❤ ორჯერ წავიკითხე თავიდან ბოლომდე და რაღაც საოცრებაა. საოცარი წერის მანერა გაქვს. გრამატიკაშიც არ გაქვს შეცდომები. შენი იუმორი რაღაც სასწაულია :D:D:D ამ თავშიც იმდენი ვიცინე რომ არ ვიცი. ძალიან მიყვარხარ. შენი წინა ისტორიებიც მაქვს წაკითხული და ძალიან მაგრებია.❤❤❤ ძალიან მიყვარხარ ❤❤❤

 


№16  offline წევრი Margvelashvili

ჩემო ელოო <3 ძალიან მაგარი გოგო ხარ :-) ეს თავი რათაცნაირად უფრო მომეწონა :-) ძალიან მაგარი გოგო ხარ აი ძალიან ძალიან ძალიანნნ:-) ველი შემდეგ მოთხრობას :-)
. სიყვარულით მარიამი<3<3<3

 


№17  offline წევრი nine

შენი ყველა ისტორია წავიკითხე და გააააავგიჯდი :D მაგარი ხარ ძალიან love ეს ისტორია უმაგრესი იყო იცი რატომ მომეწონა ყველაზე მეტად? აი ისტორია როცა წერენ და ასრულებენ იქვე სრუნდება და ვსო ( ნუ რათკმაუნდა მკითხველი კითხულობს და გაგიჯებით მოსწონს კიდეც კარგი ნაწერი რათკმაუნდა. მაგრამ აი შენ რომ გამააცოცხლე მათი გმირები ეს იყო გაგიჯეეეეება..ამით მე ასე დავინახე რომ ისინი აგრძლებენ ცხოვრებას როგორც ჩვენ და არ არიან გამოგონილები და რომ ბედნიერება მართალც არსებობოს და ერთ დღეს მეც მეწვევა.მოკლედ შოკი ხარ და ველოდები შენს ახალს და კიდე უფრო შოკში მინდა ვიყო მიდი დასრულების შემდეგ love
--------------------
მე ვბერავ ლამაზ ბუშტებს, ოცნების ლამაზ ბუშტებს, ისინი ფრენენ მაღლა,წვდებიან მაღალ ღრუბლებს, ჩემი ოცნებაც ცაში მიყვება ლამაზ ბუშტებს, მიწაზე არ აქვს სახლი ჩემს ოცნებებს და ბუშტებს

 


№18  offline აქტიური მკითხველი lalita

რაც მართალია, მართალია კარგად წერ ყოჩაღ

 


№19  offline წევრი Brunette

როდის დაგვიბრუნდები? :)))) ყოჩაღ ძალიან კარგად წერ <3 მიყვარს შენი ისტოროები :)) <3

 


№20  offline წევრი gvancacuna

Sadd daikargee? Momenatra sheni dawerili istoriebi ❤

 


№21  offline აქტიური მკითხველი uchveulo

elloo male dagvibrundii ra momenatra sheni iatoriebii

 


№22  offline წევრი nine

მოგვენატრე ძალიან
--------------------
მე ვბერავ ლამაზ ბუშტებს, ოცნების ლამაზ ბუშტებს, ისინი ფრენენ მაღლა,წვდებიან მაღალ ღრუბლებს, ჩემი ოცნებაც ცაში მიყვება ლამაზ ბუშტებს, მიწაზე არ აქვს სახლი ჩემს ოცნებებს და ბუშტებს

 


№23 სტუმარი ემი

ეხლა წავიკითხე პირველად და ძალიან ვიხალისე....


აუუუ, ძალიან კარგი ხაააარ love

 


№24  offline აქტიური მკითხველი aanamaria

შენი ყველა ისტორია ზეპირად ვიცი და ვგიჟდები მე შენზე ვაბოდებ love

 


№25  offline წევრი Ana Imnadze

ვაიმე,როგორ მომეწონა <3
მერამდენედ ვკითხულობ უკვე აღარ მახსოვს

 


№26  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Momecona dzalian dzaliann

 


№27  offline წევრი Merri

აიძალიანმაგარიმოთხრობა იყოო❤❤სასიამოვნო საკითხავი..მხიარული და რაც მთავარია გრამატიკულად გამართული და ჩამოყალიბებული????❤ნამდვილად გვასიამოვნე ამ მოთხრობით????

 


№28 სტუმარი nini

auuu gagrdzeleba mindaaaa

 


№29 სტუმარი სტუმარი ლილე

ნიჭიერი ხარ და თან ძალიან????

ნიჭიერი ხარ და თან ძალიან????

 


№30  offline აქტიური მკითხველი terooo

Რა კარგი იყოოო...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent