შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი ტკივილი - {6}


24-06-2015, 11:51
ავტორი TroUbleMaKeR.
ნანახია 2 606

მთელი დღეები ვიწექი უაზროდ ლოგინზე და ვბოდავდი. როცა გამახსენდებოდა რა მოხდა და როგორ აღმოვჩნდი აქ, ამზე ტირილი მიტყდებოდა და ვბოდავდი. თავიდან ცოტნე მხოლოდ საჭმლი შემოსატანად შემოდიოდა, მაგრამ მის დანახვაზე ისტერიკები მეწყებოდა, ვყვიროდი, ვწიოდი, ვკიოდი ოღონდაც გასულიყო, ამაზე კი თვითონ ძალიან ბრაზდებოდა და ყვირილს დაიწყებდა, ერთი-ორ ლარნაკს მიამტვრევდა და გავიდოდა. როცა უკვე მიხვდა, რომ არ მინდოდა მისი დანახვა ცალი თვალითაც კი, მერე თავის ძმაკაცს აგზავნიდა და მას შემოჰქონდა საჭმელი, მაგრამ სულ ტყუილად, არაფერს არ ვაკარებდი პირს ცოცხალი თავით. ყოველ შემოსვლაზე წინა დღის საჭმელი ხვდებოდა, ხელუხლებელი, ის მიქონდა და ახალი შემოქონდა. ერთხელ კორიდორიდან ნაბიჯების და ლაპარაკის ხმა მომესმა, ცოტნე და მისი ძმაკაცი (გიგა) ლაპარაკობდნენ და თან კიბეებზე ჩადიოდნენ. მაშინვე მივფორთხდი კარებთან და ყური დავადე, რომ გარკვევით მომესმინა რას ლაპარაკობდნენ:
- ე ბიჭო, შე**მა, რას აპირებ?
- რაზე?
- რა რაზე ბიჭო, რამდენი ხანი უკნდა გყავდეს ეს გამოკეტილი? რას აწვალებ ბიჭოო?
- სანამ ჭკუას არ ისწავლის!
- და საერთოდ რა გინდა მაგ საწყალი გოგოსგან? ან რა ჭკუა უნდა ისწავლოს ბიჭო?
- რა რა მინდა შე**მა, არ იცი რო მიყვარს?
- მერე რო გიყვარს იქ რომ გამოკეტე გგონია ეგრე შეუყვარდები თუ რაა?
- აუ დამანებე თავი რაა, ტვინს ნუ ***ავ რა.
- შე *ირო, 19წლის ჯორი ხარ, ამხელა კაც თავში ტვინი აღარ დაგრჩა? რამდენისაა საერთოდ თუ იცი?
- 16.
- მერე, მერე რას ერჩი ბიჭო, შენ მართლა შ** ხო არ გააქ? პატარა ბავშვი და რა ჭკუა გინდა რომ ისწავლოს?
- წესიერად მოქცევა უნდა ისწალოს და როგორ უნდა მელაპარაკოს. სანამ არ ისწავლის იქ იქნება.
- შემ მართლა **ეო მოკლავ ეგრე.
- აუ გაა**ი რაა, ნუ წატ***ი ტვინი რაა.
- დაფიქრდი რას აკეთებ.
- უკვე ვიფიქრე და ვიცი რასაც ვაკეთებ ასე რომ დაწყნარდი ეხლა და ოთოს დაუძახე საჭმელი აუტანოს.
- ის მაინც თუ იცი რომ პირს არ აკარებს?
- ძალით აჭამეთ არ მაინტერესებს. - მოვშორდი კარებს და საწოლზე დავეხეთქე. ახლა უფრო გამიმძაფრდა შიში. არა, გამორიცხული იყო, ასე მე ვერ გავძლებდი, ამდენი ნერვიულობისგა, წივილ-კივილისგან ისედაც გაფრენილი მქონდა, ფსიქიკა შემერყა და ახლა ეგღა მაკლდა, რომ აქ მოვმკვდარიყავი. გამოსავალი ალბათ მხოლოდ ერთი იყო, ის რომ წესიერად მოვქცეულიყავი ცოტნესთან და მაშინ გამომიშვებდა ოთახიდან, ეგეც „ალბათ“. ფანჯარასთან მივედი, გავიხედე და საბოლოოდ დავრწმუნი, რომ აქედან გაპარვის არანაირი შანსი არ მქონდა. იქვე ძირს დავჯექი. ამ დროს კი ოთომ შემოაღო კარები და როგორც ყოველთვის, ხის „ლანგრით“ წინ სკამზე დამიდო საჭმელი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად არ გასულა.
- ჭამე - მითხრა და საწოლზე ჩამოჯდა.
- არ მშია.
- რა არ გშია 1კვირაა საჭმლისთვის პირი არ დაგიკარებია, არც წყალი დაგილევია, ჭამე, სიკვდილი ძაან გინდა? - ყვიროდა.
- ისედაც მალე მოკვდები.
- აჰა უკვე ბოდვაც დაიწყე, ჭამე დროზე
- მართალია აქ ყოფნის განმავლობაში ფსიქიკა შემერყა, მაგრამ ამჯერად არ ვბოდავ და არ ვშია მეთქი.
- აქ ვიქნები სანამ არ შეჭამ, მალე ჭამე თორემ ძალით გაჭმევ.
- ვერ ვხვდებიშენ რა გენაღბლება მე შევჭამ თუ არა?
- ცოტნემ მითხრა იქ იყავი სანამ არ შეჭამსო, ასე რომ დროზე ჭამე, ისედაც ბევრი საქმე მაქვს.
- აჰა, ანუ ცოტნემ თქვა და იმიტომ ხარ აქ. დიდი ხანია ცოტნეს ხუშტურებს ასრულებ?
- ენა დაიმოკლე გოგო და დროზე ჭამე მეთქი.
- აა არ გესიამოვნაა? რა იყო ცუდია როცა სიმართლეს გეუბნებიან? კარგი ხმას არ ამოვიღებ. - გავჩუმდი, მაგრამ ჭამაზე არც მიფიქრია, უბრალოდ ვიჯექი და იატაკს მივშტერებოდი.
- ელი არ ვღადაობ, მალე ჭამე.
- არა
- ჭამე მეთქი - გამწარდა და ახლოს მოვიდა.
- არა მეთქი რომ გებნები ვერ გაიგე? წადი რა ხო გაქ საქმე და ის გააკეთე რაა, დამანებე თავი რა გენაღვლება შენ მე შევჭამ თუ არა?
- ჭამე მეთქი გოგო რომ გეუბნები ვერ გაიგე - პური აიღო და ძალით ჩამტენა პირში. ყბას ხელით მიჭერდა, საშინლად მტკიოდა და წიხლებს ვურტყავდი მუცელიში, რომ როგორმე მომეშორებინდა. ის კიდე ხელს არ მიშვებდა და ძალით მტენიდა, ასე კი შეიძლება გადამცდომოდა და გავგუდულიყავი. კივილი დავიწყე.
- დამანებეეე, ხელი გამიშვიიიი. ვეღარ ვსუნთქაავ - და კიდევ ბევრი ამდაგვარი რამ. ხელებით უკვე სახეს ვუკაწრავდი და ვცდილობდი მომეშორებინა. ამ კივილ-წივილზე უცებ ცოტნე შემოვარდა ოთახში:
- არ რა ხდება - ბოლო ხმაზე იღრიალა და რომ დაგვინახა ოთოს მივარდა, მომაშორა და ერთი კარგი უთაქა სახეში - შე *ლეო **გ ხო არ გაქ რეებს აკეთებ.
- არ ჭამდა და ხომ თქვი აჭამე.
- მე არ მითქვამს მოკალითქო, დროზე გაა**ი ეხლა აქედან - ასეთი გაცოფებული ცოტნე მაშინაც არ მენახა როდესაც მე ვაბრაზებდი. ოთო გავიდა და ცოტნე ჩემთან მოვიდა. მე კიდე კუთხეში ვიყავი მიჭუჭყნული და ვტიროდი, ტკივილისგან რა გამეკეთებინა აღარ ვიცოდი.
- კარგად ხარ? (ცოტნე)
- გამანებე თავი - ძლივს ამოვთქვი ტირილ-ტირილით.
- კარგი დამშვიდდი და ბოდიში, უბრალოდ მინდოდა რომ გეჭამა. ამდენი ხანი მშიერი ხარ სახეზე ფერი არ გადევს, მკვდარს გავხარ.
- ხო გინდოდა რო მეჭამა არაა, თუ იმიტომაც გამოგზავნე ოთო რო მოვეკალი.
- კარგი გთხოვ დამშვიდდი - მომიახლოვდა და მიმიხუტა.
- დამანებე თავი მეთქიი, მომშორდი.
- კარგი ხო რა დაგემართა, არაფერს არ დაგიშავებ. დამშვიდდი ეხლა, გთხოვ ნუ ტირიხაარ. - უფრო მიმიხუტა და ზურგზე ხელს მისმევდა, დამშვიდების მიზნით.
- არ შემიძლია, რა დაგიშავეე? რა მოხდება რომ დამანებო თავიი, რატომ მექცევი ასე?
- ჩუ ჩუუ, დამშვიდდი. იმიტო რო მიყვარხარ.
- და ვინც გიყვარს ყველას ასე კეტავ ოთახებში?
- კაი გთხოვ დამშვიდდი ეხლა და მაგაზე მერე ვილააპარაკოთ - აღარაფერი აღარ მითქვამს, ხელში ამიყვანა და სასაცილოდ მიხუტებულმა ლოგინზე დამაწვინა. ძილი არ მინდოდა, ამიტომ წამოვჯექი და მივაშტერდი, საწოლის ნაპირზე ჩემს ფეხებთან იჯდა.
- გთხოვ რამე ჭამე რაა? ძალიან გთხოოვ, ჩემი ხათრით.
- შენი ხათრი ჯერ ერთი რატომ უნდა მქონდეს და მეორე კიდე არ მშია.
- ელიი, გთხოოვ რაა, ძალიან გთხოვ. - ცოტა ხანი ჩუმად ვიჯექი, ცოტნე კი მოუთმენლად ელოდებოდა ჩემს პასუხს.
- მხოლოდ იმ პირობით, რომ ამ ოთახიდან გამიშვებ.
- მთელ სახლში?
- ხო
- ბაზარი არააა - საჭმელს გახარებული მივარდა და მომიტანა, ფეხებზე დამიდო და მეც ჭამა დავიწყე. ცოტა მოვსულიერდი. აქამდე სულ თავი მტკიოდა და თავბრუ მეხვეოდა. წყალი თურემე ისე მდომებია რომ მოვრჩი დალევას ცოტნეს მივუბრუნდი:
- კიდე მინდა წყალი - და ჭიქა გავუწოდე.
- ეხლავე - გამიღიმა და ქვემოთ ჩამარდა წყლის ამოსატანად. ლიტრიანი ბოთლით ამომიტანა და ისიც უცებვე ჩავცალე.
- აი ეს უკვე მომწონს, კარგი გოგო ხარ - გამიღიმა და თეფში ტუმბოზე გადადო. - ახლა კი შეგეძლება ეზოში სეირნობაც.
- კი მაგრამ მოხარული ვიქნები თუ შენს ძმაკაცებს აქ არ ვიხილავ.
- აჰ, უი ხო, მაგაზე კიდევ დიდი ბოდიში რა და ბაზარი არაა დღესვე გავუშვებ თბილისში.
- ძალიან კარგი. - გაშტერებული მიყურებდა.
- აქ აპირებ დაძინებას?
- ჰა, რა, ა, უი არა, ხოგავდივარ, კაი აბა ჭკუით იყავი და დაისვენე. - საბანი გადავიფარე და მხარზე დავწექი, დაძინებას ვაპირებდი.
- ტკბილი ძილი - მითხრა, დაიხარა შუბლზე მაკოცა და გავიდა. რატომღაც მესიამოვნა მისი კოცნა და თავი უკეთ ვიგრძენი. მხოლოდ ახლა დავფიქრდი მის გარეგნობაზე, როგორი მამაკაცური იყო, მაღალი, ჩხირი, ცისფერი მომაჯადოებელი თვალებით, მაგრამ ძალიან შავი თმებით. უცებ თავი გავიქნიე, რომ ფიქრები გამეფანტა და გამიკვირდა რაზე ვფიქრობდი. ერთი ღრმად ამოვისუნთქე და დავიძინე.



№1  offline წევრი mari )))

მაგარია იმედია ხვალაც დადებ ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent