სიყვარულის თერაპია [სრულად]
- ელისაბედ, დედი მოდი ერთი წუთით. - გისმენ.. გამარჯობა მზია დეიდა _ ღიმილით მიესალმა ქალს. - გამარჯობა.. ელისაბედ, შვილო, ჩემს თანამშრომელს სჭირდება ექთანი თავისი შვილისთვის, ახლახანს გამოიყვანეს საავადმყოფოდან. ვარჯიშები სჭირდება, რომ ფეხზე დადგეს, წამლები თავის დროზე, გადასხმები.. ჯერ ხომ არ მუშაობ და ვიფიქრე იქნებ გეცადა.. - რატომაც არა, მადლობა მზია დეიდა, იქნებ დაწვრილებით გამიგოთ ყველაფერი. - ნომერს მოგცემ და შეხვდი შვილო. - კარგი.. - გამომყევი და გამოგატან, ზეპირად არ მახსოვს.. ნომერი გამოართვა და დარეკა. ქალმა კაფეში დაუთქვა შეხვედრა. იქ მისულს, საშუალო ასაკის, სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი შეეგება. - გამარჯობა _ ღიმილით მიესალმა. - გამარჯობა ელისაბედ, სასიამოვნოა.. - ჩემთვისაც, ქალბატონო ნანი.. - ყავას ხომ დალევ? - დიახ _ ღიმილით უპასუხა. - ერთი კვირაა რაც საავადმყოფოდან გამოვიყვანეთ, ავარიაში დაზიანდა, სპეციალური ვარჯიშები სჭირდება რომ ფეხზე დადგეს, თვითონ კი უმწეოს როლში ყოფნა არ მოწონს.. ამ ერთი კვირის მანძილზე მესამე ექთანი გავუშვი, აღარ შემიძლია, ვერავის გუობს. სულ ჯუჯღუნებს, არაფერი მოწონს, რასაც თვითონ ვერ აკეთებს.. - უკაცრავად, რამდენის წლისაა? _ ღიმილით ჰკითხა. ქალსაც გაეღიმა. - 27-ის.. _ ელისაბედი აშკარად დაიბნა.. - ველოდი 16-17 წელს, თქვენი დახასიათების მიხედვით.. - არც ისე იყო უპრეტენზიო და ახლა სულ აღარაფერი აღარ მოწონს. - დიახ, გასაგებია და თანახმა ვარ.. - ანაზღაურება.. - ანაზღაურებაზე მერე ვილაპარაკოთ, თუ ერთი კვირა გავუძელი _ გაუცინა.. - იმედია გაუძლებ.. მე ვმუშაობ და ვერ ვახერხებ სულ სახლში ყოფნას, ხანდახან ღამის ცვლაშიც მიწევს და იმედია პრობლემა არ იქნება ღამე დარჩენა. - არა რა თქმა უნდა, დავრჩები.. - ძალიან კარგი, იცი რა? თუ უფრო მოსახერხებელი იქნება, შეგიძლია საცხოვრებლადაც გადმოხვიდე. - არა, როცა დაგჭირდებათ დავრჩები, სხვა დროს კი სახლში დავბრუნდები. - კარგი გენაცვალე, როგორც შენთვის იქნება უკეთესი. ხვალ დილით რომ მოხვიდე ხომ შეძლებ? - დიახ, რომელ საათზე? - ცხრისთვის.. - კარგი, ცხრაზე თქვენთან ვიქნები _ მისამართი გამოართვა და დაემშვიდობა. მთელი საღამო ფიქრობდა, როგორ შეეგუებოდა პაციენტს. საკმაოდ ჯიუტი გახლდათ ქალბატონი, საქალბატონე ელისაბედი, ასე ადვილად არ დაუთმობდა იმ ვაჟბატონს. სხვა ექთნებივით ვერ გააქცევდა. დილა ენთუზიაზმით დაიწყო. სწრაფად მოემზადა და პაციენტის სახლისკენ გაუდგა გზას. ძლივს ავიდა მერვე სართულზე, ლიფტების ეშინოდა და ამიტომაც მუდამ ფეხით დადიოდა. აქოშინებულმა ღრმად ჩაისუნთქა და ნელა დააკაკუნა კარებზე. ქალბატონმა ნანიმ გაუღო. - დილა მშვიდობის _ ღიმილით მიესალმა. - გამარჯობა, შემოდი. - კეთილი იყოს ჩემი ფეხი.. - მოდი, რამეს ხომ არ მიირთმევ? ყავა ან ჩაი.. - არა, წყალს თუ დამალევინებთ.. - ახლავე _ ჭიქა მიაწოდა. ერთი ამოსუნთქვით დაცალა.. - ძალიან დავიღალე კიბეებზე _ ღიმილით უთხრა. - ლიფტი მუშაობს.. - იცით, მეშინია _ გაუცინა. - არ არის საშიში, წამოდი ახლა პაციენტს გაგაცნობ. - აბა ვნახოთ. ოთახის კარები შეაღო ქალმა, ჯერ ელისაბედი შეატარა, შემდეგ თვითონ შევიდა და გაკვირვებით მომზირალ ბიჭს გაუღიმა. - ეს შენი ექთანია, ელისაბედი.. - ახალი სათამაშო? _ ირონიულად ჩაიცინა _ არ მოგბეზრდა მაინც? _ დაღლილი მზერით შეხედა ქალს. - შენთვისაა საჭირო, შენთვის.. - კარგი რა.. _ ხელი მობეზრებულად აიქნია და ელისაბედი უფრო კარგად შეათვალიერა. - მორჩა, ელისაბედია შენი ექთანია და მოვრჩეთ საუბარს, მე სამსახურში უნდა წავიდე და იცოდე, წესიერად მოიქეცი _ მკაცრად გააფრთხილა, ბიჭს ისევ ჩაეღიმა. _ წამოდი გენაცვალე, დანიშნულებას მოგცემ და გაეცანი. - დიახ _ გაუღიმა გოგონამ და კარებისკენ წავიდა. უეცრად მობრუნდა _ სასიამოვნოა _ გაუღიმა ბიჭს. - ჩემთვის არა _ აშკარად გაბრაზებულმა მიაძახა. ელისაბედს ჩაეღიმა. ქალბატონი ნანი გააცილა, დანიშნულებას გაეცნო..ექთნობასთან ერთად მზარეულობაც უნდა შეეთავსებინა, სხვა არაფერი ევალებოდა. წამლები წყალთან ერთად სინზე დაალაგა და ოთახისკენ წავიდა. მსუბუქად დააკაკუნა, კარები შეაღო და შევიდა. - მე არ მომიცია შემოსვლის უფლება _ გაღიზიანებულმა მიმართა. - უკაცრავად, აუცილებელი რომ არ ყოფილიყო, არ შემოვიდოდი _ მშვიდად გაუღიმა _ წამლის დალევის დროა. - არ მინდა _ ირონიულად გაუღიმა. - კარგი, ნება თქვენია, დავტოვებ და როცა გენებოთ მაშინ დალიეთ, თუ გსურთ სულ ნუ დალევთ, თქვენს თავს ავნებთ, თორემ მე ისედაც ჯანმრთელი ვარ როგორც ხედავთ. _ სინი იქვე დადგა, ისე რომ ადვილად მიმწვდარიყო ბიჭი და ოთახიდან გავიდა. საუზმე მოამზადა და ისევ შეაკითხა. წამალი დაულევია, კმაყოფილმა ჩაიღიმა და ახლა საუზმე დაუდო გვერდით. უხმოდ დატოვა ოთახი და მისაღებში გადაინაცვლა. შუადღისთვის კარებზე კაკუნი გაისმა. გააღო და ორი გაღიმებული ბიჭი შეხვდა. - გამარჯობაა _ უხერხული ღიმილით მიესალმა ერთი.. - მოდი გამოვიცნობ, ახალი ექთანი ხარ _ გაუღიმა მეორემ.. - გამარჯობა, სწორად მიხვდით, მობრძანდით. _ სახლში შევიდნენ. - ჩვენ მირიანის მეგობრები ვართ _ აქამდე როგორ არ გაახსენდა სახელი ეკითხა, რა სულელია... მირიანიო რომ გაიგო, კინაღამ ხმამაღლა გაიცინა, რომელ საუკუნეში ჩარჩა, რა სახელია.. _ მე ცოტნე და ეს ლევანი _ ღიმილით წარუდგინეს საკუთარი თავები. - სასიამოვნოა, ელისაბედი _ გაუღიმა გოგონამაც. - ოჰო, თვით დედოფალი უვლის თურმე ჩვენს მეგობარს _ გაიცინა ლევანმა. - მირიანიც ხომ მეფეა ბიჭო, რა გჭირს _ აჰყვა ცოტნეც _ ერთი ჩვენ ვართ მდაბიოები, რით გემსახუროთ თქვენო აღმატებულებავ? _ რევერანსით დაუკრა თავი. ელისაბედი გამხიარულდა. - რაო გაწვალებს მეფე? _ გაუღიმა ლევანმა. - სულაც არა. - ეს რაღაც ახალია _ გაიცინეს. - მცდელობა იყო, უბრალოდ მე მაქვს ზედმეტად მშვიდი ნერვები. - გასაგებია, ძალიან კარგი.. შევალთ ხომ მასთან? - შედით, რამე ხომ არ გინდათ? ყავა, ჩაი.. - ყავა თუ არ შეგაწუხებთ.. - ოთახში შემოგიტანთ _ ყავა მოამზადა და შეუტანა. - დაკაკუნება არ გასწავლეს? _ უხეშად უთხრა მირიანმა. - უკაცრავად, ხელები დაკავებული მქონდა და ვერ დავაკაკუნე _ მშვიდი ღიმილით მიუგო. - საინტერესოა მაშინ კარები როგორ გააღე? - ფეხები რისთვის მაქვს? _ ბიჭებს გაეცინათ. - შეგიძლია გახვიდე _ შეუღრინა. - აქ დარჩენას არც ვაპირებდი _ თვითკმაყოფილი ღიმილით გაიხურა კარები. ცოტა ხანში კი ისევ დაუკაკუნებლად შეიჭყიტა. _ სადილად რას მიირთმევთ? - არაფერს _ კვლავ იბღვირებოდა. - ძალიან კარგი, ერთი-ორი კილოგრამის დაკლება არ გაწყენდათ. თქვენ რას მიირთმევთ ბიჭებო? - რასაც შემოგვთავაზებ. - კარგი, მოვამზადებ და შეგატყობინებთ. კარტოფილი შეწვა, სალათი დაჭრა და სუფრა გაშალა. ბიჭებს დაუძახა.. - აქ ვერა? მარტო ხომ არ დავტოვებთ? - მას მაინც არ სურს ჭამა და თქვენ იქ უფრო მოხერხებულად მიირთმევთ. - ზედმეტად ხომ არ შეიჭერი დიასახლისის როლში? _ აგდებულად იკითხა. - დიასახლისის როლში რა მესაქმება? ექთანი ვარ _ კვლავ მშვიდი იყო. - ჭამა მეც მინდა. - როგოც გნებავთ _ გულში მორიგი გამარჯვება იზეიმა და საჭმელი ოთახში შეიტანა. საღამოს ქალბატონი ნანი დაბრუნდა. ბიჭები უკვე წასულები იყვნენ. ღიმილით მიესალმა ქალი და შვილის ოთახისკენ წავიდა. ვახშამიც მაშინ შეუტანა ელისაბედმა. - თქვენც ხომ ივახშმებთ? _ გაუღიმა ქალს. - ვივახშმებ შვილო. როგორ შეეწყვეთ ერთმანეთს? - ძალიან კარგად _ ღიმილს არ იშორებდა გოგონა. - მართლა? - დიახ, იმედია თქვენს შვილსაც არანაირი პრობლემა არ აქვს. - ძალიან დიდი პრობლემები მაქვს _ შეუღრინა. - რა პრობლემები? _ გადახედა დედამ. - არ მჭირდება ექთანი და ვერ გაგებინებთ. - არადა სწორედაც რომ ძალიან გჭირდებათ _ ჩუმად ჩაილაპარაკა. - შენთვის არაფერი მითქვამს. - სამაგიეროდ მე გითხარით.. ვარჯიშები გააკეთა, წამლები მიღებული აქვს, მგონი დღეს ჩემი საქმე დავასრულე, წავალ თუ შეიძლება _ გაუღიმა ქალს. - მარტო წახვალ? - არაუშავს, არ არის ძალიან გვიანი. ნახვამდის _ გაუღიმა ბიჭს და ოთახიდან გამოვიდა. სახლში მისული მაშინვე თავის ოთახში შევიდა და ლოგინზე მიწვა. თითქოს არაფერი, მაგრამ დამღლელი დღე იყო. ის ვაჟბატონი კი უარესად უშლიდა ნერვებს, მაგრამ ხომ წაატეხა ის რქები. ძალიან კარგი, თუ არ უნდა ექთანთან მეგობრობა, ძალით ვერაფერს გახდება. არც თვითონ უნდა იმ უჟმურთან ურთიერთობა, იდგეს და იჯუჯღუნოს, იდგეს რა - იწვეს და იჯუჯღუნოს. ............. ერთი კვირის შემდეგ უკვე ზედმეტად იყო გადაღლილი. მირიანი ყველაფერს აკეთებდა, რომ ელისაბედი წასულიყო და უკან აღარ დაბრუნებულიყო. იმდენად საშინლად იქცეოდა, გოგონა მართლა ფიქრობდა წასვლას, მაგრამ პრინციპის საკითხი იყო და რჩებოდა. მორიგი ასეთი ქცევა გაუსაძლისი გახდა. მშვიდი ნაბიჯით შევიდა ოთახში და იქვე, სავარძელში ჩამოჯდა. - რა გინდა? - უნდა ვილაპარაკოთ. - სალაპარაკო არაფერია, შენ ექთანი ხარ, შეასრულე შენი მოვალეობა და გადი. - ექთანი ვარ მონა კი არა. - ოჰ _ ჩაიცინა. - ზედმეტი მოგდის. - შენობთ ფორმაზე როდის გადახვედი? - ახლა, მართლა ზედმეტი მოგდის და თან არაჩვეულებრივად ხვდები ამას. - და? - ვერ ვიგებ რატომ იქცევი ასე. - მინდა და იმიტომ. - პატარა ჭირვეული ბავშვის პასუხია, არადა რომ შემოგხედონ ზრდასრული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ. - არ გინდა რა, შენ შენს მოვალეობას შეასრულებ და წახვალ. - ჰოდა მომეცი საშუალება რომ წესიერად შევასრულო. რაც უფრო ხარისხიანად გავაკეთებ, უფრო მალე გაივლი და უფრო მალე წავალ. - ჰოდა ძალიან კარგი, ახლავე დავიწყოთ ნაყოფიერად მუშაობა. - მადლობას მოგახსენებთ. იმ დღიდან არც ერთი ზედმეტი სიტყვა, არც ერთი ზედმეტი კომენტარი, ირონია - საერთოდ არაფერი. იყვნენ მხოლოდ ექთანი-პაციენტი. რამდენიმე კვირა გრძელდებოდა ეს ყველაფერი. ელისაბედი დილით მივიდოდა, უბრალოდ მიესალმებოდა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ვარჯიში, ემშვიდობებოდა და სახლში ბრუნდებოდა. თითქოს უნდა გაადვილებულიყო სამუშაოც, მათუ ურთიერთობაც, მაგრამ ასე არ მოხდა. გოგონა უფრო დაიძაბა, ვეღარ იყო თავისუფლად, მთელი დღე სერიოზული სახით დადიოდა, მხოლოდ ბიჭები - ლევანი და ცოტნე ახერხებდნენ მის გამხიარულებას. მირიანიც ხომ გაუცინარი ხელმწიფესავით იწვა და კრინტსაც არ ძრავდა ზედმეტად. იმდენი შეძლეს, მირიანმა გაიარა. მაგრამ ამით არ ამოწურულა ელისაბედის სამუშაო, ჯერ ისევ ესაჭიროებოდა ვარჯიშები, შესაბამისად კვლავ მასთან იყო. ერთ ჩვეულებრივ საღამოს კი ქალბატონი ლალი კვლავ ღამით მუშაობდა. ელისაბედიც უკვე შეჩვეული იყო მათთან დარჩენას. ჩვეულებისამებრ უსურვა მშვიდი ძილი პაციენტს და სასტუმრო ოთახისკენ წავიდა. შუაღამისას წყურვილმა გამოაღვიძა. გარეთ წვიმდა, გაიელვა კიდეც. ვერ იტანდა ასეთ ამინდში მარტო ყოფნას. ფეხშიშველი სწრაფი ნაბიჯით წავიდა სამზარეულოსკენ. ცივი წყალი ჭიქაში ჩამოისხა და მოსვა. შუქი რომ აინთო შეშინებული შებრუნდა გასასვლელისკენ. ჯერ კიდევ ვერ მიეჩვია, რომ მირიანს უკვე დამოუკიდებლად შეეძლო გადაადგილება. შიშისგან გაფართოებული თვალებით მიაჩერდა ბიჭს, რომელიც ზედმეტად დამშვიდებული, ირონიული მზერით ათვალიერებდა გოგონას. - შემიძლია რამით დაგეხმარო? _ არ შეიმჩნია მისი მზერა. - კი, შეგიძლია _ თვალებში უცნაურად უელავდა ნაპერწკლები. - როგორ? - რატომღაც აქამდე არ შემიმჩნევია შენი სხეულის მიმზიდველობა. - რით შემიძლია დაგეხმარო? - იდეალური ფორმები გაქვს-მეთქი ვერ გეტყვი, მაგრამ ურიგო ნამდვილად არაა. - მგონი დახმარება არ გჭირდება. - მჭირდება და მერე როგორ _ ნელ-ნელა მიიწევდა გოგონასკენ. - რა გინდა? _ ცდილობდა ხმის სიმტკიცე შეენარჩუნებინა. - ჩამოვთვალო? - უნდა დავიძინო. - ჩემთან ერთად ძილზე რა აზრის ხარ? _ ჩაიცინა. - ნახვამდის _ სცადა მოშორებოდა, მაგრამ არ გამოუვიდა, მირიანი უკვე ზედმეტად ახლოს იყო. სახე მისკენ რომ წაიღო, პანიკამ შეუტია. _ რაა..რას აკეთებთ? - ჩუ _ კისერზე ცხელი სუნთქვა მიეფრქვა და დაიბნა.. მხოლოდ დაბნევას ვინ ჩივის, უეცრად მოუდუნდა მთელი სხეული, ხმის ამოღების უნარიც წაერთვა.. მირიანის ტუჩები კი სულ ოდნავ და ძალიან ნაზად ეხებოდა ჯერ კისერზე, შემდეგ კი მოშიშვლებულ მხრებზე. უეცრად მოშორდა და თვალებში ჩააშტერდა. შემდეგ კი ისევ მოულოდნელად ტუჩებზე შეეხო. კმაყოფილმა გაუღიმა გაშეშებულ გოგონას და თითი ნიკაპზე დაუსვა _ ბუჰ _ ყურთან უჩურჩულა და გზიდან ჩამოეცალა. ადგილს მიყინული ელისაბედიც გამოფხიზლდა და ნელი ნაბიჯით წავიდა ოთახისკენ. იმდენად მოულოდნელი იყო, ვერც კი გააცნობიერა წესიერად რა მოხდა. არა როგორ ვერ მიხვდა, მისი ტუჩების შეხებაც კარგად იგრძნო, უბრალოდ მიზეზი ვერ ახსნა მისი ქმედების. ასე უეცრად.. გული ჯერ ისევ სწრაფად უცემდა, ფიქრებიც აქეთ-იქით გაურბოდა, თვალებს ხუჭავდა თუ არა, ის ინციდენტი ახსენდებოდა.. ყველაზე კარგ გამოსავლად აივანზე გასვლა ესახებოდა, ჰოდა გავიდა. წვიმის წვეთები წვდებოდნენ მოაჯირთან მდგარს და აგრილებდნენ. ვერასდროს წარმოიდგენდა, ოდესმე ასე თუ ესიამოვნება წვიმის წვეთების შეხება, მაგრამ ახლა გაუნძრევლად იდგა აივანზე და ტკბებოდა წვიმისგან წამოსული სიცივით. დილით ოთახიდან გასვლა კიდევ უფრო ეძნელა. ვერ ხვდებოდა თვითო რატომ რცხვენოდა, მაგრამ ფაქტი იყო დროს წელავდა. საუზმე მოამზადა და სუფრა გაშალა. ოთახის კარებზე დააკაკუნა და უკან გამობრუნდა. აი მირიანი ისე გამოვიდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. - დილა მშვიდობის _ ჩაიღიმა და სუფრას მიუჯდა. _ არ მიპასუხებ? - გამარჯობა _ ჩუმად ჩაილაპარაკა. - წუხელ ბევრად უფრო კარგად გამოიყურებოდი _ თვალი ჩაუკრა. - შეგახსენებ, მე ექთანი ვარ, ექთანი, რომელსაც ვერ იტან და გსურს რაც შეიძლება მალე წავიდეს შენი სახლიდან. - და იქნებ აღარ მსურს? - მე მსურს! _ კატეგორიულად ჩაილაპარაკა და თვალი გაუსწორა. თუმცა, ალბათ ჯობდა არ გაესწორებინა, ცოტა არ იყოს და დააბნია მირიანის მზერამ. - დარწმუნებული ხარ? - სავსებით. - კარგი.. კარგი კულინარი ხარ _ გულწრფელი ჩანდა. - ვცდილობ. - გამოგდის. კიდევ ორი კვირა გაატარეს ასე, მოულოდნელი კოცნების, გაბრაზების და სილის გაწვნის რეჟიმში. სათვალავიც კი აერია იმდენჯერ დაატყო სახეზე ხუთი თითი, შესაბამისად სწორედ ამდენივე კოცნის ატანა მოუწია. ორ კვირის შემდეგ კი თითქოს შვებისგან ამოისუნთქა. სამუდამოდ დატოვა ის სახლი და დაემშვიდობა მის ბინადრებს. თავიდან ყველაფერი კარგად იყო. თავს თავისუფლად გრძნობდა, ამდენი ემოციისგან დატვირთული, უმალვე მოეშვა, მოდუნდა. სიამოვნებას ანიჭებდა სახლში ყოფნა, იცოდა რომ იქ აღარ წავიდოდა. ერთი თვე გავიდა და რა? კარგი, ვაღიარებ, ცოტათი დააკლდა ის ოჯახი, მაგრამ ის ვაჟბატონი კი არა, ქალბატონი ნანი, ლევანი და ცოტნე. საღამოს უცხო ნომერი დაფიქსირდა ტელეფონზე. უპასუხა და ბედნიერებისგან გაიბადრა ბიჭების ხმა რომ მოესმა. არ ეგონა თუ დაურეკავდნენ, მოიკითხავდნენ, გააგრძელებდნენ მასთან ურთიერთობას. - ხვალ არის ჩემი დაბადების დღე და იცოდე ძალიან მეწყინება რომ არ მოხვიდე _ მშვიდად საუბრობდა ლევანი. - დიდი სიამოვნებით, მაგრამ მე იქ არავის ვიცნობ.. - რისი თქმა გინდა რომ მე არ მიცნობ? _ ნაწყენი ტონით საუბრობდა ცოტნე. - აი, ცოტნეს იცნობ, მეც მიცნობ, მირიანსაც იცნობ. - ჰო, ძალიან _ ჩაიფრუტუნა. - ხომ მოხვალ? - კარგი, მოვალ. - გამახარე, მოგწერ ზუსტად სად უნდა მოხვიდე. მეორე დღეს ლევანისთვის საჩუქარი შეარჩია. გამოიპრანჭა, თეთრი, მოკლე სარაფანი და ასევე თეთრი მაღალქუსლიანები ჩაიცვა. თმები კოსად აიწია, ცოტა მაკიაჟიც და მზად იყო. ადგილზე მისულს საკმაოდ ბევრი ხალხი დახვდა. ღიმილით წავიდა ლევანი მისკენ. გადაკოცნა, მოიკითხა, საჩუქარი გამოართვა. ელისაბედისკენ მიმავალი მომღიმარი ცოტნეც გამოჩნდა, სულ ბოლოს კი მირიანი გამოეცხადა. გადაკოცნა და ჩაიცინა. ჯერ კიდევ ვერ მიხვდა მისი ჩაცინების მიზეზს, სულ ასე უდროო დროს ეცინება. ჩვეულებრივი საღამო იყო, საკმაოდ მხიარული, სანამ მირიანი სცენაზე არ ავიდა. გაოცებული უყურებდა ბიჭს, ნუთუ უნდა იმღეროს? არა, ვერ წარმოიდგენს. - ქალბატონებო და ბატონებო! ერთი წუთით თქვენს ყურადღებას ვითხოვ.. ამ დარაბაზში ერთი ყველასგან გამორჩეული გოგონა იმყოფება, ზედმეტად ლამაზი და მიმზიდველი. ირონიული ღიმილმა შეცვალა გაკვირვება, თურმე მიმზიდვეკუ და გამორჩეული გოგონაც ჰყოლია და მთელი ეს დრო ასე უსირცხვილოდ, უნამუსოდ იქცეოდა. - ჰოდა მინდა რომ ამ გოგონას ცოლობა ვთხოვო _ ჩვეული თვალისმომჭრელი ღიმილით დაასრულა გამოსვლა. გაუფართოვდა თვალები? შუბლზე აუვიდა! ამას ნამდვილად არ ელოდა. თვალები მიმოატარა აქეთ-იქით ნეტავ ვინ არის ის უბედურიო, გაფაციცებით ეძებდა. - მგონი ცოტა დაგაბნიეთ, ამიტომ სცენაზე ვთხოვ ელისაბედს! _ კიდევ ერთხელ მიმოატარა გოგონამ თვალები, ჩათვალა რომ სხვა ელისაბედიც იქნებოდა, მაგრამ სცენისკენ არავინ წასულა. _ კარგი, დავაკონკრეტებ, ანგელოზის ფორმაში მყოფ ელისაბედს ვთხოვ ჩემთან მოვიდეს _ გოგონა ისევ დაბნეული აცეცებდა თვალებს. _ თეთრ სარაფანში გამოწყობილ ელისაბედს ვთხოვ ჩემთან მოვიდეს! - წადი, გოგო შენ გეძახის _ ზურგიდან ხელი მიკრა ცოტნემ სიცილით. არეული ნაბიჯით წავიდა და მირიანის პირისპირ დადგა. - აბა, გამომყვები ცოლად? - გაგიჟდი.. - ანუ? - არა რა თქმა უნდა. - რა? - არა.. - რატომ? - და კი რატომ? - იმიტომ.. - ჰოდა არაც იმიტომ _ სწრაფი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისკენ. ტაქსს აჩერებდა ხელი რომ მოკიდეს და შეაბრუნეს. _ რა გინდა? - სალაპარაკო გვაქვს _ თავისი მანქანისკენ წაიყვანა. _ ჩაჯექი. - სახლში მინდა. - უნდა ვილაპარაკოთ და შენ ეს იცი. ჩაჯექი, მშვიდად _ გაუღიმა. ელისაბედი ჩაჯდა მანქანაში. - სად მივდივართ? - ჩემს სახლში. - მართლა გაგიჟდი. - მშვიდად ვისაუბრებთ. კარები ქალბატონმა ნანიმ გაუღო. უხერხულად გაუღიმა, გულში კი კარგად ამკობდა მირიანს. - ელისაბედი შვილო _ ღიმილით ჩაეხუტა ქალი. _ მობრძანდი, როგორ გამახარე რომ გვესტუმრე. - არ გვესტუმრა დე _ გაუცინა ქალს ბიჭმა. - აბა? - მიხარია რომ რძალს ასე კარგად შეხვდი _ კვლავ იცინოდა მირიანი. - რას სულელობ _ შეუბღვირა ქალმა. - ხომ სულ გინდოდა ჩემი ცოლი გაგეცნო, ჰოდა გაიცანი. _ ხმასაც კი ვეღარ იღებდა ელისაბედი. - სიმართლეა? _ ახლა გოგონას შეხედა ქალმა. - არა _ ამოილუღლუღა. _ არა რა თქმა უნდა, უკაცრავად მაგრამ თქვენი შვილი სამკურნალოა.. - დე შეგიძია ცოტა ხანი დაგვტოვო? - კი დედა, კი, გავალ მეზობელთან.. _ როგორც კი სახლიდან გავიდა ქალი, მირიანმა ლაპარაკი დაიწყო. - დაჯექი და მომისმინე. - გისმენ ყურადღებით _ ირონია არ დაიშურა. - მოკლედ, ცოლად უნდა გამომყვე რა. - ოჰ, კიდევ? - კიდევ შვილები უნდა გამიჩინო. - ჰოო? კიდევ? - კიდევ ყოველ დილით კოცნით უნდა გამაღვიძო.. - კიდევ რამე გინდა? - კი, ყოველ ღამეც კოცნით უნდა დამაძინო.. - ზედმეტად ბანალური ხარ. - შენ იყავი არაბანალური და დამთანხმდი. - არ მესმის როგორ უნდა დაგთანხმდე როცა არ მიყვარხარ. - მე ასე ვერ ვიტყოდი. - რის საფუძველზე? - გინდა შენი რეაქციები შევამოწმოთ ჩემს შეხებაზე, კოცნაზე, მოფერებაზე? - არ შემეხო! _ გველნაკბენივით წამოხტა ფეხზე. - ხედავ? _ ჩაიცინა. - მე არ მიყვარხარ. - კარგი _ გაუღიმა. - უკაცრავად? - კარგი, წაგიყვან სახლში. ისევ მანქანაში ჩასხდნენ. მთელი გზა ფიქრობდა ბიჭის სიტყვებზე. თვითონაც არ იცოდა, რას გრძნობდა. მაგრამ იმედგაცრუება დაეუფლა ასე მარტივად რომ შეეშვა მირიანი. უყურებდა და ხედავდა მის სახეს, ეღიმებოდა თავისი ოჯახის წარმოდგენაზე, მირიანთან ერთად. ეს ხომ საშინელება იქნებოდა? სასიამოვნო საშინელება.. - შეგიძლია ჩახვიდე, მოვედით. - დამელოდები? - რაა? _ ვერ გაიგო რას გულისხმობდა. - აქ დამელოდები სანამ ბარგს ჩამოვიტან თუ დამეხმარები ჩამოტანაში? _ ეშმაკურად უღიმოდა და თვალები უციმციმებდა. მირიანსაც ჩაეღიმა და ელისაბედს გვერდი დაუმშვენა. __________________ ესეც ასე.. არ ვიცი რა გამოვიდა, მაგრამ რაც გამოვიდა ეს არია.. მომენატრეთ შოკოლადებო ძალიან.. აბა ველი თქვენს შეფასებებს ჩემო ტკბილებო და თბილებო..მიყვარხართოო... მგონი 17 ივლისამდე ვეღარაფერს შემოგთავაზებთ.. 2-იდან გამოცდები მეწყება და მთელი შემართებით მივიწევ ეროვნულებისკენ (სიცილი) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.