ფიროსმანიც ხომ ვარდებს ჩუქნიდა...! (თავი 3)
ყველაფერს ველოდი, იმის გარდა რაც იქ ვნახე, პირი ღია დამრჩა, უბრალოდ გონს ვერ მოვსულიყავი, არ მჯეროდა, არ მჯეროდა რომ ჩემი თვალები ამას ნამდვილად ხედავდნენ. -არ არსებობს!!!-ვთქვი ჩურჩულით ხმაწართმეულმა და ხელში ავიღე კარებთან დატოვებული 3 ცალი თეთრი ვარდი... სახლის კარები ხელის კანკალით გავაღე, ნელა შევედი და სახლის შუაში მდგომ დივანზე მოვკალათდი, მინდოდა დავფიქრებულიყავი ყველაფერზე, მაგრამ არ მეფიქრებოდა, მინდოდა გავრკვეულიყავი ყველაფერში, მაგრამ ვერ ვერკვეოდი. -მორჩა!-წარმოვთქვი თავდაჯერებულმა-მორჩა გესმის ანეტა?! აღარ ვაპირებ ისევ ვიტანჯო, ვიტანჯო იმ გრძნობისთის, რომელსაც სახელს ვერ ვარქმევ, განა ეს სიყვარულია?! განა ასე შეიძლება გიყვარდეს ადმიანი?! ეს თუ სიყვარულია...-დავიჩურჩულე და ყვავილებს დავხედე-სიყვარული გადამრჩენი უნდა იყოს და არა მკვლელი!-საშინელი ხმით წარმოვთქვი ეს სიტყვები და ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი. ყვავილები იქვე საწოლზე დავყარე, აბაზანაში შევედი, გადავივლე, იმედი მქონდა რომ ეს მაინც გამომიყვანდა მდგომარეობიდან, მაგრამ ვერც ცხელმა წყალმა მიშველა, ჩემი ზედმეტად მოკლე და ღია საღამური ჩავიცვი, აივანზე გავედი და იქვე მდგარ საქანელა სკამში ჩავესვენე. არ მომბეზრდება იმაზე საუბარი რომ ბათუმი ღამ-ღამობით ულამაზესია, მისი ქუჩები ლამპიონების შუქზე, პატარა ლაბირინთებს გავს, ისეთს რომლიდანაც გზას ადვილად გაიკვლევ... აივანსა და ჩემს ოთახს შორის მოქცეულ შუშის კარებში გავიხედე და საწოლზე დაყრილ „მკვდარ“ ყვავილებს გავხედე, წამით გულში რაღაცამ გამკრა, მინდოდა მეღრიალა ბოლო ხმაზე, მინდოდა მთელი ქუჩა თავზე დამემხო, ეს ვარდები ერთიანად დამებდღნა და მომესროლა მიუსავლელში. -ვერ გიტან!-ისე ვთქვი თითქოს ჩემს წინ იდგა ყიფიანი და მას ვეუბნებოდი ყოველივეს. უცებ წვიმა წამოვიდა, აი ისეთი მე რომ მიყვარს, ქარი, ჭექაქუხილი, ელვა და ამას დამატებული მტევნების ოდენა წყლის წვეთები. -მიყვარს წვიმა... მას კი ვერ ვიტან… დიდხანს დავყავი ავნანზე, ბოლოს როგორც იქნა ვიგრძენი სიცივე და ვინებე სახლში შესვლა. ყვავილები ჩემდა გასაკვირად ლარნაკში ჩავაწყე, მე კი დასაძინებლად წავედი. ნუცას ნაამბობი: ორივე მანქანაში ვიჯექით, ნერვებისგან შემეძლო იქვე მიმეხრჩო გეგა, მაგრამ მაინც ვერ ვიმეტებდი. -გეგა სად მივდივართ?! -რავიცი, ვისეირნოთ ბათუმის ქუჩებში-ღიმილიანი სახით გამომხედა. -ვერა ხარ შენ ხო?! -არა არის ეგეთი ვარიანტიც ისე-მიპასუხა სიცილით. -სახლში მინდა. -წაგიყვან, მაგრამ ჯერ არა! -მე ეხლა მინდა!-ხელები ერთმანეთში ავხლარშე და თვალებში ჩავაშტერდი. -მე გეუბნები არა!-„ხმა აღარ ამომიღია, ამ ხისთავიანთან მაინც ვერ გავაწყობი ვერაფერს და ისევ ჩუმად ყოფნა ვარჩიე, არადა რა მქონდა საწუწუნო ვერ გამეგო... მოკეტე ნუცა“ ჩემ თავს გავუჯავრდი და ფანჯარაში გავიხედე. -გამოდი!-ვერ გავიგე როგორ გადმოვიდა გეგა მანქნიდან და როგორ მოვიდა ჩემთან, კარები გააღო და ხელი გამომიწოდა, მეც მისას ჩემი შევაგებე და მანქნიდან გადმოვედი, ჩემი მოკლე კაბა შევისწორე და მის პირდპირ დავდექი. -წავედით. -სად?! -რავიცი... სადმე-გაიცინა, ხელი ჩამკიდა და დაუყვა ბათუმის ქუჩებს. -გეგა...-ხელი გამოვართვი და გავჩერდი, ის შემობრუნდა, გაუკვირდა ჩემი საქციელი, პირდაპირ დამიდგა და თვალებში ჩამხედა. -რა ხდება?! -ეს... შენ ნორმალური გგონია... რასაც ეხლა... ნუ რასაც ჩვენ ვაკეთებთ... -სრულიად-აუღელვებლად გამცა პასუხი და ტუჩის კუთხეში ჩატეხა. -მე კიდე არა!-არ დავმალე ჩემი გაკვირვება. -და რატომ?! -რას ქვია რატომ?! -ხო მაინტერესებს რას ხედავ აქ არანორმალურს?! -არა შენ რომ სრულ ჭკუაზე რომ იყავი კი ვიცოდი მაგრამ ასეც თუ გქონდა ჩაბერილი არ მეგონა. -მე ისე გაბრაზებაც ვიცი!-თითი დამიქნია გაბრაზების ნიშნად და თან გაიცინა. -კაი ერთი... არ შემ...-მინდოდა დამემთავრებინა წინადადება, მაგრამ არ მაცადა, ხელი ჩამავლო და პირდაპირ დაიწყო სვლა, ძალიან დაღლილი ვიყავი, იმდენი ვიარეთ, რომ ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი. უნდა ვაღიარო, რომ მასთან ერთად ყოფნა მსიამოვნებდა, მასთან თავს ყოველთვის დაცულად ვგრძნობდი, ნერვებს მიშლიდა, მაგრამ ვიცოდი და ვგრძნობდი რომ ის ჩემს გულში დიდ ადგილს დაიკავებდა და ეს მახარებდა კიდეც. მალე ბულვარშიც მივედით. -ვაიმე აღარ შემიძლია. -დაიღალე?!-მზრუნველი ტონით მკითხა და გამომხედა. -ხო... -ცოტახანი დავჯდეთ, გინდა?! -აუ კი-შემოთავაზება მომეწონა. -კაი წამო დავჯდეთ და ქალბატონ აბაშიძეს ნაყინი უნდა?! -კი-გავიცინე და სკამზე ჩამოვჯექი, მოკლე კაბა ქვემოთ დავქაჩე და კიდევ ერთხელ დავიწყევლე თავი ამ კაბის ჩაცმის გამო. -გამარჯობა-გავიგე უცნობი ხმა, თავი მაღლა ავწიე და 2 ახალგაზრდა მამაკაცს შევავლე თვალი-შეიძლება დავჯდეთ. -ამ...-მინდოდა მეთქვა არა თქო, მაგრამ არ მაცადეს. -ჩამოვჯდებით-გაიცინა და გვერით მომიჯდა, მე იქეთ გავიჩოჩე და ვვოცნებობდი, ესენი გეგას მოსვლამდე „გაქცეულიყვნენ“, ხო გაქცეულიყვნენ და არა წასულიყვნენ, რადგანაც თუ „ჩემი ხისთავიანი“ მათ აქ დაინახავდა მართლა სასირბილოდ გაუხდიდა საქმეს. -რა გქვია?!-მკითა მეორემ. -თქვენთვისვე ჯობია წახვიდეთ-ვცადე მკაცრი ხმა მქონოდა, მაგრამ შიშს მაინც ვერ ვფარავდი. -ოოხ-გაიცინა პირველმა-რაიყო, გვცემ?! -მე გცემთ!-გაისმა გეგას ბრაზიანი ხმა, უფროსწორად ზედმეტად ბრაზიანი ხმა. -შენ ვინ ხარ ვაფშე?! -მე?!-ცალყბად გაიცინა და მე გამომხედა-მისი შეყვარებული! მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით, „ჩემმა ხისთავიანმა“ ის ორი სცოდავი არსება მწვანილებივით დანაყა. როცა ჩემ შეშინებულ სახეს წააწყდა მაშინვე მოსწყდა მისი გაბრაზების ობიექტებს და ჩემსკენ წმოვიდა. -ნუცა კარგა ხარ?! -კი... კარგად ვარ. -რატო ტირიხარ გოგო არ გადამრიო ახლა!-ხმა გაიმკაცრა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია, წარბი გახეთქვიდა და ლოყაზე ქონდა გაჭრილისავეთ, საიდანაც სისხლი მოსდიოდა. -სისხლი მოგდის...-მოვიჩურჩულე. -მერე რაა, გული გამისკდა კინაღამ-გაიცინა და გულში ჩამიკრა, მეც ინსტინქტურად მოვხვიე ხელები. -შემეშინდა-ამოვიკნავლე. -არასოდეს გესმის?! არასოდეს არაფრის არ შეგეშინდეს! ხომ იცი რომ მე ყოველთვის დაგიცავ! -ვიცი... -წამო წაგიყვან სახლში. -არ მინდა...-ჩემმა პასუხმა გააკვირვა, ღიმილაკრულმა გამომხედა და თავზე მაკოცა. -აბა სად გინდა?! -არ ვიცი... მაგრამ ახლა სახლში ვერ წავალ, თანაც ალექსანდრე არაა სახლში და მარტოს არ მინდა... -რა პრობლემაა ტო-გამიღიმა-გინდა ღვაზე?!-უცებ მკითხა. -ახლა?!-გავიცინე. -ხო, ახლა! -სულ გადაირიე?! -შეიძლება მასეც ითქვას-გამიცინა-წამოდი. -ცივა... -არაუშავს გაგათბობ-გამიღიმა და ზღვის მიმართულებით წამიყვანა. ზღვის წინ ვიჯექით ორივე და მოჭიდავე ტალღებს შევსცქეროდით, მისი მოსაცმელი მეხურა მხრებზე, მაგრამ მაინც მციოდა და მაკანკალებდა. -გცივა?!-მკითხა და გამომხედა. -ცოტა... -მოდი აქ-ჩემსკენ მოჩოჩდა და უკნიდან ამეკრო-ახლა გათბები-ჩემს კისერში ჩარგო თავი და ისე გამცა პასუხი. მანამ არ წავსულვართ იქედან სანამ წვიმა არ დაიწყო, მთელი ღამე მანქანაში გავატარეთ, დაღლილობამ და ნერვიულობამ მისი ქნა და მალევე დამეძინა, დილით კი თბილი ხელის შეხებამ გამაღვიძა. ანეტას ნაამბობი: დილით ადრე ავდექი, წასასვლელად მოვემზადე და მისაღებში გავედი, რატი გაღვიძებული დამხვდა. -დილამშვიდობისა. -დილამშვიდობის-ჩემსკენ წამოვიდა და შუბლზე მაკოცა-სად მიდიხარ?! -სად უნდა მივდიოდე რატი?!-გავიცინე-უნივერსიტეტში. -მოიცა და შენ ჯერ არ იცი?!-ტუჩის კუთხეში ჩატეხა და ზემოდან დამხედა. -და რა უნდა ვიცოდე?!-გაკვირვებულმა ავზიდე წარბები ზევით. -ის რომ 1 თვე არ ივლი უნივერსიტეტში! -და რატო არ ვივლი?!-კიდევ უფრო გაკვირვებულმა ვკითხე. -იმიტომ რომ მოგიხსნეს. -რატო მომიხსნეს?!-ჩემი გაკვირვება პიკს აღწევდა. -ვაიმე ანეტა რამდენ კითხვას სვამ-სახიდან ღიმილს არ იშორებდა, ცხვირზე ხელი მომიჭირა და ლოყაზე მაკოცა-გადავწყვიტეთ, რომ სოფელში წავიდეთ 1 თვით დასასვენებლად სასტავი და ამიტომ, შენი და ნუცას საქმეც მოვაგვარეთ და დაგითხოვეს 1 თვით!-მომაწოდა ინფორმაცია უფროსმა ძამიკომ. -ვერა ხართ თქვენ!-დავდე განაჩენი. -ვიცით. -ეეე და მე ეხლა უნდა ვგებულობდე მაგას?! -შენ რა გგონია მე შენზე ადრე გავიგე?!-გამიცინა-მეც დღეს დილით დამირეკეს და მითხრეს ასე და ასე ვაპირებთ და იცოდეო. -მოიცა და თუ აქამდე არ იცოდი აბა უნივერსიტეტის საქმე ვინ მოაგვარა. -არის ერთი...-გაიცინა და სამზარეულოს მიმართულებით წავიდა. -მოიცა და ანუ აღარ წავიდე?! -ხო, მიდი მოემზადე, დღეს მივდივართ ასე სამისკენ და იცოდე. -ვაიმე, გადამრევთ მე თქვენ! უფრო ადრე რომ გეთქვათ არა?! -რავი არა-გაიცინა და წვენი მოსვა. -არც შენ ხარ სულ დაწყობილი-გავიცინე და ოთახისკენ მივბრუნდი. -მე წავედი და ორისკენ მოვალ-მომაძახა უკან-მეც ჩამილაგე რაა. -გეგას?! -ხო მაგასაც. -და ისე სადაა?!-ეხლაღა გამახსენდა რომ გეგა , რაც ნუცა წაიყვანა გუშინ ღამით იმის მერე არ გამოჩენილა. -მოვა მალე, დარეკა და... -კაი. ოთახში შევბრუნდი, ყველაფერი ჩავალაგე რაც კი მჭირდებოდა, მერე ბიჭების ოთახში შევედი, მათაც ჩავულაგე ყველაფერი, მერე აბაზანაში შევედი, გადავივლე და გარეთ ხალათშემოხვეულმა გავლასლასდი. გეგასთან და რატისთან არასდროს არ მქონდა ამის პრობლემა, ეხლა კიდე არცერთი არ იყვნენ სახლში, ამიტომაც მისაღებში, ძალზედ სასწაულ ფორმაში სიმღერ-სიმღერით შევედი. მიყვარს Ed Sherman-give me love. სასწაული სიმღერაა. -„Give a little time to me or burn this out, We'll play hide and seek to turn this around, All I want is the taste that your lips allow, My, my, my, my, oh give me love, My, my, my, my, oh give me love, My, my, my, my, oh give me love, My, my, my, my, oh give me love, My, my, my, my, give me love!“ ისე შევედი სამზარეულოში, რომ არც დავვინტერესებულვარ სახლში ვინმე იყო თუ არა, ასეთ სასწაულებრივ ფორმაში, რასაც ქვია ბოლო ხმაზე ვღრიალებდი ჩემ საყვარელ სიმღერას და თან მაცივარში ვიქექებოდი, მინდოდა დავნაყრებულიყავი, მაგრამ როცა ჩაცინების ხმა გავიგე, გაკვირვებულმა ფრთხილად გამოვყევი თავი მაცივრიდან და ვეცადე გული დამეწყნარებინა, რაც არც თუ ისე კარგად გამომდიოდა, ადგილიდან ვერ ვექანებოდი. -გააგრძელე...-გავიგე ნაცნობი ხმა, ერთი წამით დაძაბულობა და შიში სადღაც გაქრა, მაგრამ მერე როცა გავიაზრე, ვინ იყო ჩემს სახლში ნერვიულობა და დაძაბულობამ მაშინ იჩინეს თავი თუ იჩინეს. ნელა შევტრიალდი მისკენ და მაცივრის კარები მივხურე, ამდენი ხნის განმავლობაში ღია რომ იყო და დამხურეო, რომ მეხვეწებოდა. -შენ... აქ რა გინდა?!-ხმაჩამწყდარმა ვკითხე და მაცივარს ავეკარი. ჯერ ხმას არ მცემდა, აი იდიოტის ღიმილით მიყურებდა და ხმას არ იღბდა, როცა თვალები ფეხებიდან ზემოთ ააყოლა, აი მაშინღა მივხვდი რა ფორმაში ვიყავი მის წინ. -შენს წასაყვანად მოვედი!-მკაცრად მიპასუხა და სკამზე ჩამოჯდა. -სად უნდა წამიყვანო?!-გავიკვირვე და შევეცადე საცოდავი მოკლე პირსახოცი როგორმე გამედიდებინა. -სოფელში! -და შენ მე რატომ უნდა წამიყვანო?!-„ვაიმე დღეს რაღაც მჭირს მგონი ტვინზე და მე ვერ ვხვდები... რაარი ვერანაერ ინფორმაციას ვერ ამუშავებს ჩემი ტვინი“ გამოვლანძღე საკუთარი თავი, მაგრამ ადგილიდან ისევ არ გავქანებულვარ, ის კი უკმეხად აგრძელებდა ჩემს თვალიერებას, „ეს ჭირიანი შიში რომ არა გამოგთხრიდი მაგ თვალებს!“ დავუცაცხანე გულში და შევეცადე, ცოტათი მაინც დავმშვიდებულიყავი. -იმიტომ რომ ასეა საჭირო! -ბიჭები მოვლენ მალე და მათთან ერთად წავალ... -მე წაგიყვან! -არ წამიყვან!-„ოოხ საიდან ამდენი გამბედაობა?!“ ჩემი თავის მე გამიკვირდა. -მე წაგიყვან-მეთქი! -არ წამიყვან!-გავიმეორე და დოინჯი შემოვირტყი, მან კი ზემოთ აცოცებულ პირსახოცს დააკვირდა, რომელიც ისედაც მოკლე უფრო ზემოთ აწეულიყო. -მისმინე...-შეეცადა მშვიდათ ეთქვა, მაგრამ არც თუ ისე კარგად გამოსდიოდა ეს ყველაფერი-გეუბნები მე წაგიყვან თქო, ანუ მე წაგიყვან! შენი ძმები იქ ჩამოვლენ, არ ცალიათ, მე კიდევ შენს წასაყვანად მოვედი და წაგიყვან კიდევაც! -სად არიან გეგა და რატი?! -საქმეზე!-მოკლედ მომიჭრა და ჩემს გვერდით მდგარი ონკანისკენ წავიდა, იქვე მდგარ ჭიქას ხელი დაავლო და წყალს შეუშვირა. -ჯობია ჩაიცვა-თავი მოაბრუნა და ისე მითხრა. -შენ არავინ გეკითხება!-გაბრაზებულმა მივაძახე და ფეხშიშველმა გავტყაპუნდი სამზარეულოდან. „რას მბრძანებლობს ერთი ვიცოდე, ვინ მისცა ჩემთან ასეთი ტონით საუბრის უფლება?! ეგ მკაცრი ტონი რომ არ ქონდეს რა ეშველება რაა... არავინაა და ვერც ვერაფერს ვერ მეტყვის და ვერ მასწავლის თუ რა და როგორ უნდა გავაკეთო“ ჩავიდუდღუნე გულში და ოთახისკენ წავედი. მოვწესრიგდი, თმები გავიშრე და დავივარცხნე, თხელი სარაფანა ჩავიცვი და თმები მაღლა ავიწიე, არადა გარეთ ისე წვიმდა, მეტი რომ არ შეიძლება, ერთი სიტყვით ინგრეოდა ქვეყანა. უცებ თვალი კუთხეში მდგარი პატარა მაგიდისკენ გამექცა, რომელზეც საყვარელ ლარნაკში ვარდები ეწყო. გულში რაღაც ჩამწყდა, მაგრამ თითქოს და ეს ძაფი თავიდან გადააბა ვიღაცამ, ვერაფერს ვერ ვხვდებოდი, ანდა მეშინოდა გაგების, ერთი გავიღიმე და აივნისაკენ წავედი. -წვიმს...-ჩავილაპარაკე ჩემთვის და ისევ ჩემს საქანელა სკამში მოვთავსდი. ვიცოდი რომ რაც არ უნდა მომხვდარიყო, ყიფიანი გულთან ახლოს არ უნდა მიმეშვა, ვერ გადავიტანდი ისევ იმ ტკივილს რაც ადრე გადავიტანე, მიყვარდა მარტოს... ჩემთვის... ჩემით... და ეს იყო ყველაზე მტანჯველი... არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, როგორ მოვქცეულიყავი, ვხვდებოდი რომ მე და მას შორის არანაერი სასიყვარულო ურთიერთობა არ იქნებოდა, ჯერ ერთი იმიტომ რომ ის სხვანაერი იყო, აი... აი რაღაცნაერი... რომ ვერ დაახასიათებ ისეთი, ყოველთვის სადღაც იკარგებოდა, ხან 1 დღით, კვირით, თვით... მაგრამ ვიცოდი რომ დაბრუნდებოდა. ირაკლი ყიფიანი პირველად ჩამი ძმის დაბადების დღეზე ვნახე და იქ გავიცანი, მაშინ ზუსტად 18 წლის ვიყავი, ერთ თვეში კი 19 წლის შევრსულდებოდი, ბიჭების მონაყოლიდან მასზე სულ რაღაცნაერი წარმოდგენა მქონდა, აი მეშინოდა მისი... ხო მეშინოდა, ყოველთვის საშინელებები მესმოდა მასზე, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც არავის არ ვუჯერებდი და ვხედავდი მასში რაღაც კარგს, პირველივე დღიდან მივხვდი რომ ყიფიანი არ იყო ისეთი როგორც სხვები, აი არ იყო და მორჩა, არ უყვარდა ზედმეტი ბოდიალი, არ იცოდა თავის დაძვრენა რაიმე საქმიდან, პირდაპირი იყო, არ შეეძლო არ ამდგარიყო და არ ჩარეოდა ჩხუბში, ერთი სიტყვით მოჩხუბარი და ბუნტის თავი იყო, არ მოსწონდა ადამიანი-ეუბნებოდა. განა ყველას მოსწონდა ასეთი ირაკლი?! არა რათქმაუნდა მაგრამ ამ ჩვევების გამო აფასებდნენ და მისდამი დიდ პატივისცემას გრძნობდნენ. ეხლა კიდე ვიცოდი რომ აღარ მივცემდი ჩემს თავს კიდევ ერთხელ დაცემის უფლებას, კიდევ ერთხელ ტირილის უფლებას, არ მინდოდა დავტანჯულიყავი, ამიტომაც ირაკლისგან ყველანაირად შორს დავიკავებდი თავს, ნუ ვეცდებოდი მაინც... -სახლში შემოდი, ცივა აქ! თანაც როგორ გაცვია!-ფიქრებოდან მისმა ხმამ გამომიყვანა. -არ მინდა...-ისე ვუპასუხე მისთვის არც კი შემიხედავს. -გთხოვ... შემოდი სახლში, გაცივდები! -............ -ანეტა!-ხმა გაიმკაცრა. -ვაიმე არ მინდა სახლში ადამიანო ვაახ!-ნერვებმოშლილმა გავეცი პასუხი და ქალაქს გავხედე. -ხმას დაუწიე!-არც მან დამაკლო-რომ გეუბნები შემოდი თქო ესეიგი უნდა შემოხვიდე! -თავი დამანებე!-დავუყვირე და გასვლა დავაპირე, მაგრამ არ გამიშვა. -არ დაგანებებ! -რა უფლებით?!-გაბრაზებულმა დავეჯაჯგუნე, მაგრამ ვერაფერი ვერ მოვუხერხე. -უფლებებზე ნუ მელაპარაკები! იმ უფლებით რაც გამაჩნია! -ჩემთან დაკავშირებით-თითი გულ-მკერდზე მივიბჯინე-შენ-ახლა მას მივადე საჩვენებელი თითი-არანაერი უფლება არ გაქვს! გამიშვი! -დაწყნარდი! და ნუ ყვირი თქო! -შენ ნუ ყვირი! -კაი ვსო-ხმა დაიწყნარა-მიდი გაემადე და წავიდეთ, მე კიდე ბარგებს წავიღებ-ხელი მიშვა და ოთახში შებრუნდა. -იდიოტი!-ჩემთვის ჩავიდუდღუნე. -გავიგე!-მომაძახა, მე კიდევ ტუჩზე ვიკბინე და ოთახში შევედი. ავიღე ტელეფონი და რატის დავურეკე. -ხო ანეტ. -რატი სად ხარ?! -საქმეზე ვარ პატარავ რა მოხდა?! -რადა... ირაკლია მოსული და... -ხო მას გამოყევი, ჩვენ იქ ვიქნებით-მიმიხვდა რის თქმასაც ვაპირებდი-ვერ ვახერხებ გამოვლას, დროში ვერ ვეტევი და... -აუუუ, ხო კაი კაი-ბუზღუნით გავეცი პასუხი. -ნუ ბრაზდები, კია ეგ ყიფიანი ბრაზიანი, მარა არც იკბინება დ არც ცოფიანია-გადაიხარხარა. -რომ გნახავ მოგკლავ!-დავაიმედე ძამიკო. -მეც მიყვარხარ!-სიცილით გამცა პასუხი, მე ერთი ამოვიოხრე და ტელეფონი გავუთიშე. ოთახს თვალი მოვავლე და გარეთ გავედი, სადაც ყიფიანი დამხვდა,დივანზე მოკალთებული, ტელევიზორს უყურებდა, შევედი თუ არა გამომხედა. -წავედით?! -ხო... -არაჩვეულებრივი-გაიცინა და ბარგს ხელი დაავლო. მანქანაში ჩავჯექით, მან მისი ადგილი დაიკავა და მანქანა აგდილიდან მოსწყვიტა. ვხვდებოდი რომ ეს „მგზავრობა“ მშვიდად არ ჩაივლიდა... - - - - - - გამარჯობა ხალხო მომენატრეთ ესეც ახალი თავი და იმედია მოგეწონებათ, მაპატიეთ დაგვიანება, უბრალოდ გამოცდები მქონდა და დაბეჭდვისთვის ვერ ვიცლიდი ახლა კიდე ისეთი გახარებული და კმაყოფილივარ საკუთარი თავით რომ მეტი არ შეიძლება, გამოცდები დავასრულე და შევეცდები ყველა დღე ვტვირთო ახალი თავი ველოდები შეფასებას და კომენტარებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.