შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გული ელოდება - სრულად


25-06-2015, 01:18
ავტორი D-roni
ნანახია 10 461

ქუჩაში მიდიოდა და ლაღი ღიმილით უღიმოდა ყველას და ყველაფერს .
როგორც ყოველთვის ვინც კი ღიმილით უპასუხებდა თავს მსუბუქად დაუკრავდა და ფრიალა კაბის ბოლოებზე ხელს წაივლებდა .
უყვარს დილის პოზიტიურად დაწყება და დასრულება ხომ საერთოდ .
სიცოცხლე მასში ისე ჩქებს , როგორც სიყვარული მის ვენებში .
სიყვარული , რომელიც სულ რამოდენიმე დღის წინ ეწვია , რომელიც ბავშვურ აკვიატებათ მიიჩნია და რომელიც აშკარად არ ჩანდა აკვიატება ან სულაც ამოჩემება .
ყველაფერი ასე დაიწყო ...
რამდენი დღის წინ კიბეებზე არბოდა ფრიალა ყვავილებიანი კაბით .
16 წლის იყო და როგორც იქნა რაღაც გაუხარდა ...
7 თვის უკან მშობლები დაკარგა , რომლებიც ცხოვრებაში ყველაზე მეტად ეძვირფასებოდნენ , ყველაზე ბედნიერ ადამიანად გრძნობდა თავს , ყველაზე მნიშნვნელოვანი არ აკლდა მას , ოჯახი !
სრულფასოვანი ოჯახი და ის რაც ბევრს აკლია საუბედუროდ , ოჯახური სიყვარული , დედის თბილი და გახურებული კოცნა ძილის წინ , მამის მკაცრი მაგრამ გამგებიანი და თბილი თვალები .
თავიდან არ ამოუვა , არ ამოუვა ის სითბო , რომელიც მიისი ოჯახის წევრების თვალებში სუფევდა და ცხოვრობდა .
ბედნიერების ნაპერწკლები , რომლებიც მათ თვალებში კიაფობდნენ .
ბებიის ამარა დარჩა და მას აღმერთებდა !
ქალმა ბევრი რამ გადაიტანა და ახლა იმის გამო , რომ შვილიშვილი ყველაზე ძნელ და ცუდ პერიოდში არ დაეტოვებინა მარტო ბედის ამარა ჩამოვიდა და მასთან ერთად გააგრძელა ცხოვრება .
ლაღი ცხოვრება , რომელსაც ყოველთვის ვარდისფერ ფერებში ხედავდა ხელიდან გამოეცალა .
არ გაბრაზბეულა ! ეწყინა მაგრამ ღმერთზე არ გაბრაზებულა თვლიდა , რომ მისი მშობლები ზედმეტად კარგები იყვნენ ამ ცხოვრებისთვის და თავისთან წაიყვანა ორივე , ანგელოზებად !
ცაზე აკიაფებულ სიბნელეს და მასზე დაჭედებულ ვარსკვლავებს უყურებდა გაბადრული სახით .
ბებიამ უთხრა შენი მშობლები და საყვარელი ადამიანები , რომლებიც ოდესღაც დაიკარგებიან და შენ დაკარგავ მათ იცოდე , რომ ისინი იქ ზევით უსასრულობაში იქნებიან თეთრებიო.
ხო და როდესაც ვარსკვლავებს ესაუბრება , გრძნობს როგორ ეხუტება უკნიდან ორი თბილი სხეული .
მათ სურნელს ისე ცხადად გრძნობს , რომ რეალობისგან ვერც კი გამოარჩევს .
წამითაც არ უგრძვნია სულიერი მარტოობა , ამის შესაძლებლობას არც საყვარელი ბებია არ აძლევს და არც მშობლები ციდან .
7 თვის შემდეგ ხასიათიც გამოუკეთდა და ყველაფერიც !
7 თვის შემდეგ აღმოაჩინა , რომ პატარა 16 წლის გოგო გაიზარდა და ის უკვე გოგონაც იქცა , იმ გოგონაც , რომელშიც სრული ქაოსი გაჩნდა , ყველაფერი ერთმანეთში სასიამოვნოდ აიხლართა .
და ამის მიზეზი , ისევ და ისევ მისი ვითომდა "აკვიატება" იყო .
რომელსაც სიყვარული ერქვა .

რამდენიმე დღის წინ ქშენით არბოდა სადარბაზოს კიბეებზე და თან გრძელ თმებს უკან იყრიდა .
თვალებში ცრემლები ჩაჰგუბებოდა და სლუკუნით არბოდა მეშვიდე სართულისკენ .
განიცდიდა ყველაფერს , იმ დღეს შემოაწვა ყველა ტკვილი , რომელსაც ამდენი ხანი გულის ერთ ყველაზე ბნელ კუნჭულში მალავდა , მაგრამ გული მაინც განათდა და ყველაფერი ისევ გონებას გადააბაარა , ტვინში წამდაუწუმ მისი ოჯახის ბედნიერი სახეები ესახებოდა და ეს უფრო აღრმავებდა მასში სევდას .
ვერც კი მოზომა ისე შეასკდა რაღაც მკვრივს , თავის უბედურებაზე უფრო აეტირა და რომ არა ვიღაცის დაძარღვული ძლიერი ხელები ინერციით უკან გადავარდებოდა .
თვალები რამდენჯერმე დაახამხამა , მხედველობა , რომ გაეწმინდა
ვერაფერი , რომ ვერ შეძლო თლილი თითები სახისკენ წაიღო მაგრამ გზაში გაუშეშდა უცნობის გახურებული თითები სახეზე , რომ იგრძნო .
თვალები ფრთხილად შეუმშრალა და ღიმილით შეხედა გაოცებულ სპეტაკ და პატარა გოგონას .
თავს ისევ პატაად თვლიდა , რადგან მასში ისეთი რაღაცეები ხდებოდა თავს არ აძლევდა გაზრდის საშუალებას , მაგრამ ვერ ხვდებოდა ბევრ ასაკობრივად დიდზე დიდი , რომ იყო .
ცხოვრებაში ყველაფერი რთული გამოვლილი ჰქონდა და ბედნიერებას გასავეთებული ელოდებოდა .
-კარგად ხარ ? - მოსმა ბოხი მაგრამ თბილი ბარიტონი და ადგილზე რწევა დაიწყო .
ყველა მეგობარს ჩამოშორდა თავის ერთადერთი დაქალის გარდა .
მისი და ბებიის გარდა ასე თბილად კაი ხანი იყო მის გულამდე და ყურამდე არავის ხმას არ მიეღწია .
გულმა ბაგა ბუგი , რომ ატეხა გაოცებულმა მიიდო მარჯვენა ხელი მკერდზე და გაოგნებულმა დაუგდო ყური გულის ცემას .
-დიახ , ბოდიში - ახედა ნიკაპ აკანკალებულმა და ჩამოგორებული ცრემლები არ შეიმჩნია .
არ იცის რატომ მაგრამ ბიჭის თვალებმა ისე ჩაითრია უკუნით სიბნელეში ჩაიკარგა მომენატალურად .
ყველა ტკივილი უცებ დაავიწყდა და იგრძნო ნაცნობი სილაღე და სიყვარული ვენებში მოთქრიალე სისხლში .
გულის ცემა დაუმშვიდდა და გულწფელი ღიმილით შეხედა ბიჭს , რომელმაც ისევ ცრემლები მოწმინდა გოგონას .
-მე ახალი გადმოსული ვარ , იკა - ხელი გაუწოდა მოკლე თმაზე მეორე ხელი გადაიტარა .
ისეთი მომხიბვლელი ღიმილით უყურებდა კინაღამ იქვე ჩადნა.
-ნანო - გაღიმა და თავისი ხელი ბიჭისას შეახვედრა - ჩემი წასვლის დროა ნახვამდის - გაუღიმა და გვერდი სწრაფად აურა .
ბიჭმა ზემოთა კიბეზე ეშმაკური ღიმილით აიხედა და მოხითხითე გოგონას მზერა გააყოლა , რომელმაც მომენტალურად დამალა ის , რომ ეშმაკურად და მალულად უცქერდა ზედა კიბიდან ქვემოთ მდგომ ბიჭს.

სახლში ასულმა ბებიას ლაღად გაუღიმა , როგორც იმ ტრაგედიამდე იცოდა.
ისე იღიმოდა უბედურს მომენტალურად გააბედნიერებდა თავისი პოზიტიური დამოკიდებულებით სიცოცხლისადმი .
ქალმა ეჭვნარევი მზერა შეავლო შვილიშვილს და თავზე ხელი გადაუსვა .
-რა კარგია შვილო , რომ იცინი - თავზე აკოცა და ცრემლიანი თვალებით ჩაჯდა მის წინ სავარძელში .
-აბა ცრემლები ! არ დავინახო - თითი დაუქნია და წამოდგომისას შუბლზე აკოცა გემრიელად საყვარელ ბებიას .
ოთახში შევიდა და ცხოვრებაში პირველად დღიურის წერა დაიწყო .
ვარდისფერი ბუმბულებიანი დღიური აიღო და მისი პორტრეტის ხატვა დაიწყო .
ყველაფერი აღწერა თავისი გრძნობებით დაგვირგვინებული . ს თავს
დაპირდა , რომ სანამ ყველაფერში კარგად არ გაერკვევა მანამდე არავის არაფერს ეტყვის !
დღეები გადიოდა , რამდენჯერმე შეხვდა სადარბაზოში და უბანში იკა ნანოს .
როგორც აღმოაჩინა აქ ბევრი ცნობია ამ ბიჭს , ნანოსაც ყველა იცნობდა და მისი ოჯახის ამბავიც უმრავლესობამ იცოდა .
ყველას ძალიან უყვარდა გოგონა .
რამდენჯერმე დაინახა

უბანის ბესეტკაში ბიჭებთან ერთად , რომ იცინოდა და თეთრ კბილებს ამზეურებდა .
მის სიცილზე ღიმილი ეფინებოდა და თავს ბედნიერ ადამიანად გრძნობდა .
როგორც კი მის ყურებაში ძალიან გაერთობოდა ბიჭი მანქანაში ჯდეებოდა და სადღაც მიდიოდა შინ კი ღამე ბრუნდებოდა.
იცის , რომ აქ მარტო ცხოვრბოს და ხშირად მოყავს მეგობარი ბიჭები და გოგონები .
ხშირად გაჰკრავდა გულში მწარე ნაპერწკალი და მთელ ორგანიზმში მტკივნეულ და გამაწუებენ ზარებას დარეკავდა .
ეგოისტურად უნდოდა მხოლოდ მას დაენახა მისი მომღიმარი და წარბ შეჭმუხნული სახე , ეგოისტურად უნდოდა მხოლოდ მას შეეგრძნო მისი სურნელი და სხვას არავის შეხებოდა მისი ძლიერი მკლავებით .
იმ საჭეზეც კი ეჭვიანობდა , რომელსაც მისი თლილი , მოვლილი თითებით ეხებოდა.
ხვდებოდა მაგრამ მაინც ძალიან უხაროდა საკუთარ თავის ჯერ არ განცდილი გრძნობებში გამოჭერა .
მიუხედავად იმისა , რომ იცოდა და ფიქრობდა , რომ მის გრძნობებს და სიყვარულს გასაქანი არ ექნებოდა მაინც ბედნიერდებოდა იმით , რომ მისი გული ვიღაცას ეკუთვნოდა .
თითოეული წამი უყვარდა , რომელსაც მასზე ფიქრებში ატარებდა.
დღე , როდესაც მის გაღიმებულ სახეს დაინახავდა .
ასე გავიდა 1 წელი , მაგრამ არაფერი ახალი არ ხდებოდა.
იცოდა და ხვდებოდა , რომ ბიჭზე უგონოდ იყო შეყვარებული მაგრამ ფილფანი იმ გამარჯობასაც აღარ იმეტებდა გოგონასთვის , რომელსაც უმოწყალოდ მიუგდებდა აათასში ერთხელ სადარბაზოში .
ხედავდა .
მის ცხვირ წინ , რომ გაშიშვლებულიყო მგონი მაინც არ შეხედავდა , ამაზე ფიქრებში კი თავის თავს მახინჯად რაცხავდა ავალიანი.
არც ერთი ბიჭი არ უნდოდა , რომელიც მის წინ დაწრწოდა მხოლოდ მასზე ფიქრები ანიჭებდა ბედნიერებას და სიხარულს .
არც ერთ ბიჭს არ უყურებდა წამითაც .
ყველასთან ლაღად და მეგობრულად იყო , როგორც ყოველთვის მაგრამ უმრავლესობა ბიჭებისა მასთან ურთიერთობას თავს არიდებდა .
ყველას უყვარდებოდა , მაგრამ ყველამ იცოდა მასთან შანსი , რომ არ ჰქონდათ .
აკრძალული ხილი ყველასთვის სასურველიაო , მაგრამ ბიჭებისთვს ეს ზედმეტად აკრძალული აღმონდა .
აუსრულებელ ოცნებად .

"შენზე ფიქრები მაღვიძებდა , შენზე ოცნება მაფიქრებს , ერთად ყოფნის დროა"
წამდაუწუმ სიმღერის ტექსტს ღიღინებდა და გაბადრული დაქროდა წინდაუკან .
სულ არ ადარდებდა ის ფაქტი , რომ ცალმხრივად იყო შეყვარებული სულ რაღაც 1 წელი და უკვე რამდენიმე თვე , მეორე წელიც სულ რამოდენიმე დღეში მიუკაკუნებდა ის კი ჯიუტად მიილტვოდა სიყვარულისკენ .
ეს ამდენი ხანი .
17 წლის იყო და 18 ის ხდებოდა სულ რაღაც 2 დღეში .
იზრდებოდა და იხვეწებოდა , კარგად ხვდებოდა ეს გრძნობები სერიოზულ ფაზაში , რომ გადადიოდა მაგრამ გულს ვეღარაფერს უხერხებდა .
მისი სილაღე და პოზიტივი მუდმივ მოწყენილობის ფაზას უახლოვდებოდა და ეს ბებიამისის გულს უფრო აღნებდა .
დაბადების დღეზე მეგობრები მიიყვანა სახლში , თვითონ ერთ ადგილზე იჯდა და ისევ მასზე ფიქრებში იღიმოდა .
ცრემლები მოდიოდა და თავჩაღუნული იჯდა , ჰაერის უკმარისობა , რომ იგრძნო აივანზე გავარდა და ცრემლიანი თვალებით გახედა მის ქემოთ ერთი სართულით აივანს , სადაც ფილფანი ვიღაც გოგოსთან ერთად დაინახა ნეტარებით , რომ უკოცნიდა ბაგეებს .
უხმოდ აზლუქუნებული ჩაიკეცა მოაჯირთან და თავი ხელებში ჩარგო.
მეორე დილას ბებიას განუცხადა უცხოეთში მინდა წასვლა საუნივერსიტეტო განათლება იქ მინდა მივიღოო .
-მინდა შენც ჩემთან ერთად წამოხვიდე ! - განუცხადა სერიოზული ტონით.
-ხუმრობ შვილო ? მე სადღა შემიძლია ეგეთები .
-არა ბებო არ ვხუმრობ პრეტენზიები არ მიიღება !
გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა, ზუსტად იცოდა მის სიახლოვეს დიდ ხანს კიდევ , რომ ვერ გაჩერდებოდა და ვერ უყურებდა , როგორ დადიოდა აქეთ იქით გაკრეჭილი ფილფანი სხვადასხვა გოგონებთან ერთად .

ბოლო დღეს ამ ორი წლის განმავლობაში დაწერილ დღიურს კითხულობდა და ცრემლებით ასველებდა ფურცლებს , ბოლო ფურცელიც შეავსო და თავიდან დაიწყო კითხვა ...
დღიურში ისე საუბრობდა თითქოს ფილფანს ესაუბრებოდა და ამდენი ხნის ოცნებას ასეთი სახით იხდიდა .
რამდენიმე ფურცელი გაავსო მასთან ლაპარაკით და ასე მოიოხა გული ამდენი ხნის განმავლობაში.


"შენზე ფიქრები მაღვიძებდა , შენზე ოცნება მაფიქრებს , ერთად ყოფნის დროა , წაგვიყვანს შორს "
"გული ელოდება"
დღე , როდესაც შეგხვდი ?
დღე , როდესაც შემიცვალე მთელი ცხოვრება . შენ მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინე ჩემს ცხოვრებაში , თითქმის მოუშუშებელი ტკვილი მომიშუშე , მაგრამ შენ დამიბრუნე და წამართვი ცხოვრების მიზანი .
მიხარია და მიყვარს ყოველი წამი , რომელიც შენზე ფიქრში მაქვს დახარჯულად , მე მას დახარჯულად არ კი მივიჩნევ არ ვიცი რა სიტყვით გადმოვცე ჩემი შენდამი გრძნობები , ამას ვერც ერთი სუტყვა ვერ გადმოსცემს ! ეს ჩემს უწიგნურობას არ დააბრალო გთხოვ , იმაზე განათლებული ვარ ვიდრე შენ წარმოგიდგენია , მე ვფიქრობ , რომ ლექსიკონში არ არსებობს სიტყვა , რომელიც შენდამი გრძნობების გადმოცემაში დამეხამრება .
შეიძლება სულელურად გეჩვენება პატარა გოგოს დიდი სიყვარულის ისტორია მაგრამ მინდა გითხრა , რომ ეს სულაც არ არის ჩემი ახირება ან თუნდაც სულელური აკვიატება .
იცი? მე თვითონაც ასე მეგონა , მეგონა შენდამი სიყვარული გამიქრებოდა მაგრამ ასე არ მოხდებოდა .
იგი დღითიდღე ღრმავდება და ძლიერდება , მეტირება , მეტირება ბედნიერებისგან , ვბედნიერდები შენს ჩვეულებრივ ტუჩის მოყვანილობაზე , რომელსაც ასე უბრალოდ არხევდი , კონტური , რომლის მოყვანილობას იცვლებოდა და შენ იღიმოდი .
ყველაზე მეტად იცი რა მაკვირვებს ? შენი ასეთი დამოკიდებულება .
მე შენს წინ ვტრიალებ , შენ კი არც მიმჩნევ .
თავი მახინჯად მიმაჩნდა , მაგრამ ასე არ აღმოჩნდა , იცი ? შენი ეს უყურადღებობაც ძალიან მიყვარს .
მიყვარს და ამის არც მრცხვენია .
ამდენ ხნიანი ტანჯვა წამება , ყოველდღიურ ბედნიერებად შემიცვალე .
შეიძლება ახლა უფრო ვიტანჯები მაგრამ ვფიქრობ ეს ნამდვილად ღირს ამათ .

ყოველი ღამე მიყვარს , რომელსაც შენზე ფიქრებში ვატარებდი .
ვატარებდი ? ვატარებ და იმედი მაქვს გავატარებ კიდევ ბევრს !
სიცოცხლის ბოლომდე მინდა შენი სიყვარულისგან ვიწვოდე , მინდა ეს ბავშვური სიყვარული მთელი ცხოვრება გამყვეს და ამით ვიცხოვრო და ვისულდგმულო .
გახსოვს სადაბრაზოს ინციდენტი ? რამდენი დრო გავიდა , შენ ჩემს საყვარელ კაბაზე დედის და მამის ნაჩუქარ კაბაზე შემეხე , მათზე დაღვრილი ცრემლები მომწმინდე და ამით უფრო გამაბედნიერე !
ყველაზე მეტად იცი რა მტკივა ? შენი ტკივილი !
მე არასდოს მეტკინება შენი სიყვარული , არასდროს მომბეზრდება შენზე ოცნება და ფიქრი .
სიცოცხლის არსი რამაც დამიბრუნა და ცხოვრების გაგრძელების სურვილი რამაც მომგვარა ის , როგორ შეიძლება დამავიწყდეს ?
მიყვარს შენი ბაგეებიდან დამცდარი თითო ეული ბგერა .
რამდენჯერ მიოცნებია იმ გოგონების ადგილზე ყოფნა , რომლებსაც ასე ეფერებოდი და ეხებოდი .
რამდენჯერ მიეჭვიანია მათზე , რამდენჯერ მიგრძვნია ის მძაფრი ტკივილი გულში და მუცელში , რაც შენი სხვასთან ხილვით იყო გამოწვეული და რასაც ეჭვიანობა ერქვა .
იცი ? იმ საჭეზეც კი ვეჭვიანობდი , რომელსაც შენს თლილ და მოვლილ თითებს ახებდი .
მაგრამ ყველაზე მთავარი იცი რა არის ? ის რაც შენ ღიმილს გგვრიდა იყო თუ არა ეს ჩეთვის მტკივნეული მე მაინც მაბედნიერებდა !

არ მინდა ჩემს გრძნობებზე ლაპარაკით გუნება წაგიხდინო და თავი მოგაბეზრო .
არ მინდა იფიქრო შენ რამეს გაბრალებ ! არა ჩემო სიყვარულო ეს წამითაც კი არ გაივლო გუნებაში , მე შენ მიყვარხარ ისეთი როგორიც ხარ , ჩემმა გულმა მიგიღო ისეთი , როგორიც შენ ხარ და არ მინდა შეიცვალო !
მინდა სულ იღიმოდე "ჩემი" ღიმილით , ეს ღიმილი ჩემი მაშინ გახდა როდესაც პირველად გნახე , არ ვაპირებ ამაშინ ვინმე შევიცილო .
ფილფანო , ჩემო სვანო , თუ შენ ამას კითხულობ ესეიგი მე უკვე აქ აღარ ვარ არ ვიცი რატომ გადავწყვიტე ამ ყველაფრის შენთვის გაზიარება , არ მინდა იფიქრო ამით რაიმის მიღწევას ვცდილობ .
მე მივდივარ , მივდივარ და ალბათ სამუდამოდაც მივდივარ აქედან .
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის , რომ ჩემს გულში სამუდამოდ დარჩე , სიტყვას ვდებ მიუხედავად იმისა , რომ ვიცი ეს არ გაინტერესებს , შენს გარდა ჩემს გაღიმებას გულრწფელად ვერავინ შეძლებს , ვერავინ ამიჩქროლებს სისცხლს და გამიორმაგებს გულის ცემას , ვერავინ შეძლებს მაგრძნობინოს ის , თუნდაც შენ , რომ მაგრძნობინებ უბრალოდ გამოხედვით ჩემთვის ყველაზე ბრალიანი , რომაა .
მივდივარ და გემშვიდობები .
მიყვარხარ ფილფანო .
მართალია შეიძლება ვერც მიხვდე ვინ ვარ , რატომ უნდა გახსოვდე ?
მაგრამ მე მაინც ყოველთვის მეყვარები , გულში აი იქ სადღაც შორს.
მინდა ერთი რაღაც გითხრა .
როდესაც მშობლები დამეღუპა ბებიამ მითხრა ისინი ცაზე არიან და იქიდან გიიყურებენო .
მითხრა თუ ვინმეს დაკარგავ , იქ აიხედე ზემოთ და იქ დაგხვდებაო .
როდესაც ცას შეხედავ , ყველაზე დიდი ვარსკვალი , რომელიც იქნება იმას დაჟინებით მიაშტერდი და იგრძნობ როგორ გეხუტები .
გინდა ეს შენ თუ არა მე ასე მოვიქცევი !
ახლა უკვე იქ შენც მეგულები , დიდ ხანს იცცოცხლე და ბედნიერად !
იცოდე , რომ იქ სადღაც შორს უსასრულობაში ვიქნები მე , იქნება ადამიანი , რომელსაც გააბედნიერებ თუნდაც შენი ერთი ამოსუნთქვით .
გაბედნიერდი და იგრძნობ , რომ მეც ბედნიერი ვარ .
სიყვარული ყველაფერს გაუძლებს , დროსაც და მანძილსაც !
მე თვით სიყვარულად ვიქეცი შენი წყალობით და გპირდები ყველაფერს გავუძლებ .
და თუ ოდესმე გნახავ , არ მინდა შენს თვალებში ზიზღი ამოვიკითხო.
ვიცი ეს არასდროს მოხდება და მე შენ ვეღარასდროს გნახავ , მაგრამ იცოდე ! დაიმახსოვრე მე შენ ვაკვლავებიდან ყოველთვის გითვალთვალებ , როდესაც პირველად იქ სადარბაზოში ზედა კიბიდან . და როგორც დღემდე ეულად ჩუმად ქურდულად გიმზერდი .
მიყვარხარ ფილფანო , მთელი არსებით .
მთელი სხეულით და მთელი გულით .
დარწმუნებული ვარ ვერასდროს შეგიყავრებს ისე ვერავინ როგორც მე მიყვარხარ .
მაგრამ თუ ამაში შევცდები და შეიყვარებ ადამიანს , რომლისგანაც იგივეს დაელოდები , ბედნიერი ვიქნები თუ მისგანაც ისეთივე ძლიერ გრძნობას მიიღებ პასუხად , რომელიც მე გამაჩნია შენს მიმართ .
და თუ ამაზე ძლიერს შენ მას დაიმსახურებ , ის კი შენ .
მიყვარხარ და მშვიდობით .
შენი ნანო ...

"შენზე ფიქრები მაღვიძებდა , შენზე ოცნება მაფიქრებს , ერთად ყოფნის დროა , წაგვიყვანს შორს "
"გული ელოდება"

ნახატს თლილი თითები გადაატარა და ცრემლიანი თვალები შეიმშრალა , გაეღიმა იმის გახსენებისას , თუ როგორ შეუმშრალა სევდიანი ცრემლები მან და უფრო გაბედნიერდა .
ნახატს , რომელიც რეალურ იკას გავდა ეს უფრო აბედნიერებდა .
შეეძლო გაბედულად მოფერებოდა მის სახეს და არ შეშინებოდა მისი მზერის .
წასვლის დრო , რომ დადგა და ტაქსში ჯდებოდა , ფეთიანივით გადმოვიდა მანქანიდან და დღიური ხელში დაიჭირა .
ჩქარი ნაბიჯებით მიადგა ფილფანის კარს და დააზარუნა .
დღიური კართან ფრთხილად დადო და კიბეს ამოეფარა .
კარი წელს ზემოთ შიშველმა ფილფანმა , რომ გამოაღო და აქეთი იქით თვალების ცეცება დაიწყო ამაზე უფრო გაეღიმა .
ქვემოთ დაიხედა და დღიურის დანახვაზე ირონიუალდ ჩაიცინა .
ხელში აიღო და ტერიტორია უფრო დაკვივებით მოათალიერა .
ღიმილით ჩაირბინა კიბეეები შელიამ და ტაქსში ჩახტა .
-წავედით ? - ჰკიტხა ბებიას და მხარზე მიეხუტა .
-წავედით ... - ჩაილაპარაკა ქალმა და შვილიშვილს თავზე აკოცა .

ამერიკაში ჩაფრენილმა ცრემლიანი თვალები შეიმშრალა და ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა .
არ უნდა იმაზე ფიქრი რა ეშველება მის გარეშე , არ უნდა იმაზე დარდი , რომ იმ ერთადერთ მცირედსაც ვეღარ ეღირსება მისგან , მისი დანახვა , რომ ჰქვია .
ტვინი იმაზე ფიქრით ჰქონდა გამოჭედილი , რა რეაქციებით კითხულობდა მის დღიურს .
ყველაფრის განსადევნად თავი გადააქნია და გაიღიმა .




^^^
განვლილ წამებს , წუთებს , საათებს , დღეებს , თვეებს და წლებს სევდიანი და ცრემლიანი თვალებით ამშიდებდა და აგერ უკვე მიწურულ მეოტხე წელს ღიმილიანი სახით შეხვდა .
ეშინოდა იმის , რომ იძულებული ხდებოდა საქართველოში დაბრუნებულიყო .
ბებიის დიდი დაჟინებული თხოვნის გამო იძულებული იყო უკვე უნივერსიტეტ დამთავრებული 22 წლის დაბრუნებულიყო სამშობლოში .
სადაც ყველაზე დიდი ტკივილიანი ბედნიერება დახვდებოდა .
ან დახვდებოდ აან არა .
ჯიუტად არ შედიოდა ინტერნეტში მის გვერდზე .
4 წელი გულს უღრღნიდა ის მავნე გრძნობბა სიყვარული და ეჭვიანობა , რომ ექვა .
ყოველ ღამეს ბალიშებს ცრემლებით ასველებდა და სულაც არ ფიქრობდა საფრთხეზე , რომელსაც ფიზიკური და სულიერი ტკივილი და შეშლა ერქვა.
ბებიას ყოველთვის ლაღად აჩვენებდა თავს , ბედნიერად მოჰქონდა თავი მაგრამ ვერავისაც ვერ ატყუებდა .
თვალებში ჩაბუდებული უბედური სხივები , რომელსაც უმისობა ერქვა ბოლოს უღებდა მის სულიერ მდგომარეობას .
ვარჯიშობდა და ასე იკლავდა დარდს , ფიზიკურ ვიზუალსაც აუმჯობესებდა და მთელი ამერიკის ბიჭებსაც ფეხქვეშ იფენდა , მაგრამ რათ გინდა? მის გარდა არც ერთ ბიჭს არ უყურებდა .
დაქალს ესაუბრებოდა ფილფანზე სკაიპში , ერთადერთი იყო იაკო , რომელსაც ყველაფერს უაზიარებდა .
ისიც ცრემლებით ისველებდა სახეს და დაქალის ტკივილი გულთან ძალიან ახლოს მიჰქონდა .

-ია შე ტკიპა - მხიარულ ნოტაზე ჩასძახა მონატრებულს მიკროფონში და სკაიპის კამერაში ბედნიერი გაეკრიჭა .
-არააა ? - ისე კარგად იცნობდა , მზერით მიუხვდა სათქმელს .
-კიიი - გაჰკივლა და უფრო გაეკრიჭა .
-მეღადავები ხო ? - ვერ იჯერებდა გაოცებული და ცრემლები მოსდიოდა თვალებიდან .
-არა ! დღეს ღამე მოვფრინავთ - გაუღიმა და თვალი ჩაუკრა .
-ვაიმეეე , შოკში ვარ - ხელებს იქიანებდა სახესთან და ემოციების დაკებას ცდილობდა - არ მჯერა , ჩემო სიცოცხლე ისე მომენატრე , ისე უნდა ჩაგეხუტო , გაგჭ....ტ!!!
-კარგი ახლა სულ რაღაც 4 წელი არ გინახივარ მეტი ხომ არა ? - გაუცინა კამერაში და გადაიკისკისა .
-გითხარი , გეუბნებოდი არ ღირს წასვლათქო რას აიჩემე ? იცი უშენობა როგორ მიჭირს ? - აზლუქუნდა საქართველოდან და თავი ხელებში ჩარგო.
-ხომ იცი ეს , რომ მჭირდებოდა ? - ცრემლებ წამოსულმა იკითხა და თავი ჩახარა .
-რაში დაივიწყე ? - ჰკითხა გაავებულმა .
-არა ... - ჩაილაპრაკა თავისთის .
-უფრო შეგიყვარდა არა ? - ჰკითხა და ჩაიცინა .
-მაშინ არ მეგონა უფრო მეტადაც თუ შეემეძლო მაგრამ , თურმე შემძლებია -ნერვიულად გაიცინა და მხრები ცრემლ მორეულმა აიჩეჩა.
-რომელზე ჩამოფრინდებით ? - ჰკითხა და უკანა გამოსახულებაში გამოჩენილ ნანას გაუცინა ხელის ქნევით . - ნანა , როგორ ხარ ? - გაუღიმა მონატებულ ქალს .
-რა ვიცი შვილო , ამის ხელში - მხრები აიჩეჩა ქალმა და შვილიშვილს მხარზე ხელი მოუთათუნა , ან წასვლა რა იყო ან წამოსვლა რა არის , ვეკითხები და მპასუხობს ? ისე მომენატრა მანდაურობა ერთი სული მაქვს როდის ჩამოვალ.
-ხო და ბებო ჩახვალ ხვალ დილას იქ იქნები - გაუღიმა ქალს და კომპიუტერთან დასვა იაკოსთან მოლაპარაკე .
თვითონ ფანჯარასთან დადგა და ცივი ყავის ჭიქას ხელები მძლავრად მოჰხვია .
ვარსკვლავებით გადაჭედილ "ამერიკულ ცას" თვალი მოავლო და ყველაზე დიდ ვარსკვლავს გაუღიმა.
იაკომ ნათლად დაინახა დაქალის ბედნიერი სახე და სიაყმაყით გაიჯგიმა ადგილზე .

თვითმფრინავში ისე ღელავდა , რაღა ავიაკატასტროფას უნდა მოეკლა იქვე ჩაკვდებოდა ნერვიულობისგან .
იმ დღიურს მის კართან , რომ ტოვებდა გეგმაში საერთოდ არ ჰქონდა საქქართველოში დაბრუნება .
ახლა კი , რომ ბრუნდება , მას , რომ გადაეყაროს ? იქნებ კიდევ იქ ცხოვრობს ? ან რატომ აღარ უნდა ცხოვრობდეს ?!
რომ შეხვდეს ? როგორ შეხედოს ?
ვერც იცნობს , ვითომ ვერ იცნობს .
კი აბა , სულ არ ჩაიკეცება მის წინ ...
თუმცა რატომაა დარწმუნებული ან სულაც რატომ გონია , რომ ბიჭი იცნობს ? იქნებ საცინად აიგდო მისი დღიური ? არა ამას არ იზამდა .
მართალია პირადად არ იცნობდა მაგრამ შორიდან ყველაზე კარგად იცნობდა .
აეროპორტში გასულმა ნაცნობი მეგობრები , რომ დაინახა ტირილი აუტყდა , იაკოს მძლავრად შემოხვია აცრემლებულმა ხელები და აზლუქუნებულს უფრო მაგრად მოეხვია მისი ტირილის ხმაც , რომ მისწვდა ყურთასმენას .
-ყველაზე მეტად გაფასებ და მიყვარხარ ჩემო ყველაზე ძლიერო - ჩაჩურჩულა და ლოყაზე აკოცა ...
-ყველაზე მეტად მიყვარხარ და შენს გამო მიხარია , რომ აქ დავბრუნდი და ისევ ვიბოდიალებთ ბევრგან ერთად , ბედნიერები !
შეეცდება ბედნიერი იყოს და არ შეიმჩნიოს ისე მძაფრი ტკივილი იკას არ ყოლით , რომ არის გამოწვეული .

იაკოს მანქანაში ჩაჯდა წინა სავარძელში და უკან ნანა მოაკალათა.
-ნანო , იცოდე დღეს თავიდან ვერ მომიშორებ !
-ჩემთან დარჩი რაა - შეევედრა და გაუცინა.
-შენ რო არ გეთქვა ისე ხო არ ვრჩებოდი - გაეკრიჭა და სიჩქარეს მოუმატა - ჰა არ გაიფინე ამერიკელი ბიჭები?
-დედა შვილო ისე უყყურებდნენ ჩემს ბავშვს მე გავთავდი ამის მაგივრად , გაივლიდა ქუჩაში და ყველა ამას უყუებდა - ემოციებით აღსასვსე საუბრობდა ნანა .
რაზეც ორივეს ეცინებოდა .
ცდილობდა გარეთ არაფერი დამჩნეოდა და სულ იცინოდა , იაკოს ვერ ატყუებდა მხოლოდ და თავის თავს , თორემ ისე ყველას ყველაზე ბედნიერი და ლაღი გოგონა ეგონა ჩვენი შელია.
ფეხზე მაღლები ეცვა ბასანუჩკს , რომ მიაგავდა ისეთი , ტანზე კი ღია კრემის ფერი ფრიალა მოკლე სარაფანი მოერგო.
გრძელი ქერა თმა უკან გადაეფინა და ლურჯი თვალები მრავლის მეტყველად გაეხილა .
ნაცნობი კორპუსი , რომ დაინახა ტანში სასიამოვნოდ გასცრა და მისი სხეული მთლიანად შიშმა მოიცვა .
თვალი უნებურად ნაცნობი აივნისკენ გააპატარა და ნაცნობი წელს ზემოთ შიშველი სხეული , რომ დაინახა ისე ჩამოცხა უნებურად ჩაჰკიდა შეშინებულ იაკოს ხელი .
ნანა მაქნანიდან როგორც კი გადავიდა შეშინებული მიუბრუნდა დაქალს და ცრემლიანი თვალები შეანათა.
-მიშველე , ის ... ის აივანზე დგას .
-გადადი და ისე მოიქეცი , თითქოს აღარც გაინტერესებს გაიგე ?! სვხანირად არ შეიძლება !
ოდნავ , რომ დაფიქრდა მიხვდა , რომ ცოტა ქალური ხრიკების გამოყენება არ აწყენდა .
კაბა გაისწორა ოდნავ მაღლა აიწია ისედაც მოკლე და კარი გამოაღო.
მანქანიდან ჯერ ერთი ფეხი გადაყო შემდეგ მეორე და კარიდან მთლიანი ტანით გადმოვიდა .
ზემოთ თვალი ააპაარა და დაინახა გაკვირებული და გაოგნებული მზერა.
გაიღიმა და შეუმჩნევლად მოაშორა მზერა სასურველ სხეულს .
კაბა გაისწორა და თმა სექსულუარად გადაიყარა ერთ მხარეს ამოღებული ზურგი , რომ კარგად გამოეჩინა.
უმალვე იგრძნო , როგორ დაეწვა უკანა ხედი ფილფანის მზერით და კმაყოფილმა ჩაიხითხითა.
იაკოს მზერას თვალი გაუსწორა და მისი მომღიმარი სახე , რომ დაინახა მიხვდა ისიც , რომ მიხვდა მის ჩანაფიქრს და ცერა თითი აუწია .
-ნანოოოო - მოესმა ნაცნობი ბიჭის ხმა და უკან მიბრუნდა .
სიამოვნებისგან გაიბადრა მისი ბავშვობის მეგობარი , რომ დაინახა .
ტრაგედიების შემდეგ ბიჭთან ურთიერთობა გაწყვიტა და მხოლოდ გამარჯობით შემოიფარგლებოდა .
გამოწვდილ ხელებს არც კი მიაქცია ყურადღება ისე ჩაეხუტა მონარებულს .
-ბოდიში , ბოდიში რაა ბოდიშის მეტი მართლა არაფერი მეთქმის ნიკუშ .
-კარგი რაა - მოიშორა და შუბლზე აკოცა - მესმოდა და მესმის შენი ! და სულ გაგიგებ !
-მაგიტომ მევასები რაა - უჩვეულოდ გამხიარულებული ადგილზე ახტუნავდა .
-ვაიმეე შენ დაცვად უნდა დაგიდგე კართან თორემ აქ რასაც გიცავდით მე და ფილფანი ეგ აღარ გეყოფა - გაიცინა და გოგონას გაოცებულ სახეს , რომ შეეჩეხა თავში ხელი წაირტყა .
ნანომ გულში ფეიერვერკები გაუშვა და ბიჭს გაუღიმა , მისი ნათქვამი არ შეიმჩნია ისე გადაუხვია თემას .
დროა აქეთ აყლაპინოს ნერწყვები სვანს .
-სხვა რა ხდება ? - გაუღიმა ბიჭს.
-რავი არაფერი , არ გინდა შენი ჩამოსვლა ავიღნიშნოთ ? დღეს მოემზადე და წავიდეთ კლუბში .
-უი არაა , დღეს იაკო უნდა დარჩეს ჩემთან , თავით უკან მდგარი მომღიმარი იაკოსკენ ანიშნა ნანას , რომ უხნისა რაღაცას .
ბიჭის მზერა , რომ დააფიქსირა ეშმაკურად ახითხითდა და თავი აქეთ იქით გააკანტურა .
-კარგი მე და იაკო წამოვალთ - გაიიცინა და აწითლებულ ბიჭს გაეკრიჭა .
-შენ ვინ ხარ რაა - ხელი სიცილით აუქნია მეგობარს .
-შენ ეგ სხვებისნაირი არ გეგონნოს , არ იცი რა ეშმაკუნაა - გააფრთხილა და სიცილით გადგა გვერდით - ჩემი ნომერი ჩაიწერე და დამირეკე დღეს ესე 11 ისკენ ...
-კაი ჩამიწერე - მობილური მისცა და იაკოს შეხედა .
-ამის პაროლი მე არ დამესზიმრება - დაბნეულს წინ აუფრიალა და გაიიცინა.
-მაცადე გოგო შევხედო ადამიანს - ჩაიდუდღუნა გაბრაზებულმა ნიკუშამ.
-ნიკუშ 4 წელია არ გინახივარ იქნებ მე მომაქციო ყურადღება - გაებუდა მეგობარს .
-შენ სულ ეეეგეთი ეჭვიანი რატო ხარ - შუბლზე აკოცა და ზემოთ აიხედა , ვიღაცას თვალი ჩაუკრა და მეგობარს მიუბრუნდა .
კარგად მიხვდა ვისაც ჩაუკრა თვალი და კიდევ ერთხელ გაიხარა იმაზე ფიქრით , რომ ზემოდან ფილფანი უყურებდა .





^^^
-ალბათ ფილფანიც იქნება ხო ? - ჰკითხა იაკომ დაქალს - ისე ის რატო გითხრა ვერ მივხვდი მაინც , თუ არ გიყურებდა ის ბიჭი , ესეიგი რაღაცას გეთამაშებოდა .
-

დაბნეული გავიდა აივანზე და თმიდან სველი პირსახოცი მოიშორა .
დანანებით , ტუჩებ დაბრეცილმა დახედა სველ მოკლე თეთრს ხალახთს სხეულზე , რომ შემოჰკროდა .
დიდ ვარსკვლავს მზერა გაუსწორა და გაუცინა .
-ამდენი ხანი ჩემს მოთქმას იტანდი , ახლა ვცდილობ ბედნიერი ვიყო , ამდენი წელი უმისობას მივტიროდი , ახლა კი ვცდილობ შევცვალო ყველაფერი , ბედნიერი ვარ და მადლობა შენ ! - ესაუბრებოდა ვარსკვალევებს და ეღიმებოდა .
ღიმილი სახეზე შეეეყინა ნაცნობ აივანს ინსტიქუტურად , რომ გადახედა და ირონიულად მომღიმარი ფილფანი , რომ დაინახა .
ბიჭის მზერად თვალი გააყოლა და , ნათლად დაინახა ნახევრად შეხსნილი ისედაც მოკლე ხალათი მკერდთან .
პატარა ხვრელი უფრო დიდდებოდა და ნათლად ჩანდა დიდი გამობურცული მკვირი , ლამაზი და გემრიელი მკერდი .
როგორც კი ფილფანის მზერა შემაძრწუნებელი და უხერხული გახდა გონს მოეგო და ხალათი შეიკრა გაბრაზებულმა .
წარბებ შეკრულმა დახედა ბიჭს , რომელმაც ქვედა ბაგებს ოდნავ დაასო კბილები და შემდეგ ენა გადაატარა .
გაბრაზებული შებრუნდა ოთახში და ემოციური საუბრით დაიწყო აქეთ იქით მიმოსმვლა და თან იაკოსთის ამბის მოყოლა.
-ჰაჰაჰაჰა ვაიმეე , შენ გირჩვენია მაგ სისულელეზე ფიქს ის მოფიიქრო , რა ჩაიცვა და რიითი გააგიჟო.
-ჰაჰ ეგ ვიცი - ეშმაკურად აათამაშა წაებები .
ამერიკაში ნაყიდი მუქი ვარდისფერი კაბა გადმოიღო და ტანზე მოირგო .
ბიუსჰალტერი არც კი ჩაუცვამს , ხშირ შემთვხევაში არც კი იყენებდა , არ ჭირდებოდა და რა ექნა .
სექსუალური ბიკინი მოირგო ტანზე "ტანგას" , რომ ეძახიან და კაბა გადაიცვა .
მკვირივი მკერდი მოტკეცილმა კაბამ ზევით ასწია და მადიანად წარმოაჩინა .
ფეხზე გამჭირვალე ფერის ბასანუჩკი - მაღლალ ქუსლიანი , მოირგო და გამშრალი ოდნავ ტალღოვანი თმა უკან გადაიგდო .
რომელმაც ოდნავადაც ვერ დაუფარა ღრმად ამოღებული უაკანა ადგილი.
მის დაზაგრულ ტანს ეს ყველაფერი ისე დააკვდა იაკო გაოცებული შეჰყურებდა დაქალს .
-როდის მოასწარი ასე დაქალება ?
-იიიი - გაცინა და სარკესთან დადგა ახლოს - მაკიაჟი არ მინდა , მარტო თვალის ფანქარს და ლაინერს წავისვამ.
-კონტური მოივლე ტუჩზე .
-კარგი ...
საერთო დაჯმში ბინიდან , რომ გადიოდნენ ნანამ გაოცებულმა შეათვალიერა გოგონები , შეაქო და გააცილა .
-ბეე დღეს აიკოსთან დავრჩები ამიტომ არ დამელოდო კარგი ?
-კარგი ბებო გენაცვალოს - შუბლზე აკოცა და დალოცვილი გაუშვა ორივე .
იაკოსთან ავიდნენ , ისიც მოემზადა და ნიკუშას ზარს დაელოდნენ .
ზარმაც არ დააყოვნა ...

ბედნიერები ჩავდინენ ქვემოთ და ნიკუშას მანქანაში ჩაუხტნენ , გზაში იაკო უფრო ახლოს გააცნო და გვერდით ბედნიერი მიუჯდა .
-ოპოპ , იაკო მე დამიტოვე და შენ ჩემი ძმაკაცის მანქანაში გადაცუნცულდი.
თვალებით ანიშნა ბოგვერაძემ მარტო მინდა ამასთან დარჩენაო .
ეჭვნარევი მზერით გადავიდა მანქანიდან და ტანის ნარნარი რხევით წავვიდა მინებ დაბურული შავი მანქანისკენ .
მანქანა ძალიან მოეწონა , აშკარად ეტყობოდა გემოვნებიანი მძღოლი , რომ ყავდა .
კარი გამოაღო და წინა სავარძელში ჩაჯდა .
საჭესთან ღიმილით გაიხედა .
-გამარჯ .... - სიტყვა შუაზე გაუწყდა , მანქანა ადგილს , რომ მოსწყდა და მძღოლად ფილფანი , რომ ამოიცნო მაგაზე ხომ სულ გადაირია .
-გამარჯობა ლამაზო - ცალ ყბას ჩაიცინა და თავი გოგონასკენ მიაბრუნა წამით .
-შენ ... - დაიწყო ბლუყუნი და თავი დაბნეულმა აქეთ იქით გააკანტურა - არა ეს აშკარად სიზმარია - თავისთვის ჩაიჩურჩულა და ხელი ნერვიულად შეიცურა თმაში .
მანქანა ბართან გააჩერა და კარი გაუღო გოგონას .
ნანო დაბნეული ჩაეჭიდა ფილფანის ხელს და მის ნებას დაყვა .
კარამდე ისე მიიყვანა ხელი არ გაუშვია. დაცვას დაენახა და გოგონას ხელი წელზე შეუცურა .
ისე დაიბნა წამით ცხოვრებაში , რომ არ დაბეულა .
შიგნით შესულებმა ცალკე კუპე აიღეს და ოფიციანტს თითქმის ბნელ კუპეში სასმლეის ამოტანა დაავალეს .
მხოლოდ ერთმანეთის სხეულებს ხედავდნენ ერთმანეთის პირისპი...

ხელები ერთმანეთში ახლართა და ღმერთს შველა თხოვა .
ნანატრი მომენტი დაუდგა და ეს ისე დიაბნა ხმის ამოღებას ვერ ბედავს .
ოფიციანტმა სასმელი მაგიდაზე დატოვა და კუპეს კარი გაიკეტა .
ისეთი სიჩუმე ჩამოწვა წამით თავი სიჩუმის ქვეყანაში ეგონა .
ფილფანი მასთან გადაჯდა და სასურველი გულ მკერდზე აიკრა .
-კარგად ხატავ - უჩურჩულა და სხეულზე უფრო აიკრა - კარგად წერ - უფრო ახლოს უჩურჩულა და ტუჩის კუთხეში აკოცა .
"შენზე ფიქრები მაღვიძებდა , შენზე ოცნება მაფიქრებს , ერთად ყოფნის დოა , წაგვიყვანს შორს " - ესღა უთხრა და გაოცებულს ბაგეებზე წატანა ...
სხეულზე უფრო აიკრა და ოდნავ მოშორდა - მიყვარხარ შელია ! , ამდენს თუ მიყურებდი იმას რატომ ვერ ამჩნევდი , რომ ყოველ ღამე შენს ოთახში ვიჯექი იქ შემოპარული და შენს ტირილს გაბადრული ვუსმენდი ? ერთხელაც არ გიგრძვნია შენი ტირილით გულ დამწვარი რამდენჯერ მოგფერებივარ თმაზე ? ერთხელად არ დაგინახავს ჩემი მზერა შენსკენ მომართული ? ერთხელ მაინც არ გაგჩენია კითხვა რატომ არ გაწუხებდნენ ბიჭები ?!
-მე ... მე... მე მეგონა ეს ყველაფერი ოცნება იყო და მელანდებოდა ...
-ეს რეალობა იყო , ჩვენი რეალობა შელია !
-თავი ზღაპარში მგონია - ჩაილაპარაკა გაოცებულმა და სასურველს თავი გულ მკერდზე მიადო .
-იცი რამდენი გეძებე ? ვერსაც ვერ გიპოვე ! 4 წელი გეძებდი გესმის ? შენ კი , შენ თითქოს მიწამ ჩაგყლაპა ...
-არ მინდოდა ვალდებულად გეგრძნო თავი .
-მე შენ მიყვარხარ გაიგე ?
-მეც - ესღა უთხრა და უფრო მიეხუტა სასურველ სხეულს .
-ცოლად გამომყვები ? - ჯიბიდან პატარა წითელი ბარხატის ყუთი ამოიღო და სიბნელეში ნათლად გამოჩნდა მოელვარე პატარა ქვა პატარა რგოლზე .
-რა ? - ცრემლები ვერ შეიკავა და მის კისერში ასლუკუნდა .
-ცოლად გამომყვები ? - გაუმეორა ბედნიერმა .
-რა თქმა უნდა - უთხრა და უფრო ჩაეხუტა სასურველს ...

^^^
-შენზე ფიქრები მაღვიძებს , შენზე ოცნება მაფიქრებს , ერთად ყოფნის დროა , წაგვიყვანს შორს - ძილში ნაცნობი ხმა ჩაესმა და გაჭირვებით დააშორა გაბადრულმა თვალები ერთმანეთს ... ბედნიერმა შეხედა მასზე მოქცეულ სასურველ სხეულს და ტუჩებზე გააკოცა .
-გული ელოდება - უჩურჩულა და მთელი სხეულით ზედ აეკრა .
ორი ერთმანეთზე შეყვარებული , მარადიული სიყვარულით , რომელთა სიყვარულმა ყველა ბარიერი გადალახა ...

დასასრული ...

დღეს ზედმეტად ემოციურ ხასიათზე ვარ , მომიტევეთ თუ თქვენც ასე დაგაყენეთ ...
მთავარია ისტორია კარგად დასრულდა , ძალიან მიყვარხართ !



№1  offline წევრი Annee

რა კარგი იყო <3 მომეწონა ძალი ან :*:*

 


№2  offline წევრი monika.niqo

Kai iyoo moomeewonaa ❤

 


№3 წევრი tatiko.1995

Vaime gaviziare esenis bedniereba

 


№4  offline წევრი Hela

როგორ მიყვარს შენი ისტორიები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent