"სიყვარული სიცოცხლის ფასად"16
აი ახალი თავიიც..იმედი მაქვს მოგეწონებათ მეგობრებო..ველი შეფასებებს..მხოლოდ ერთი თავი დამრჩა და ანუ მალე მოვრჩები..პ.ს ჩემი თხოვნა იქნება თავის წაკითხვისას მოუსმინოთ "Broken Crown by Mumford and Sons" თუკი მოახერხებთ..მადლობა წინასწარ და ველიი შეფასებებს აუცილებლაადდ!!! ბედისწერა..ზოგისთვის უფლის "გადაწყვეტილება" რომელიც მთელ მათ ცხოვრებას განაგებს მიღებული როგორც ადამიანის მიერ დაუწერელი კანონი, ზოგისთვის კი ცხოვრების რარაც მონაკვეთი რომლის შეცვლაც მიწიერს შეიძლება ძალუძდეს.."რაც გიწერია არ აგცდება"ო ნათქვამია..მაგრამ ყველას განა როდი სჯერა ამ ფრაზის, ბრბოში ისინიც გამოირჩევიან, რომელნიც ყველაფერს აკეთებენ რომ შეცვალონ ბედისწერა..წაიყვანონ ის კარგისკენ ან ყველაფერი გააკეთონ საყვარელი ადამიანის დასაცავად თუნდაც ეს მათ სიკვდილის ფასად დაუჯდეთ..არავინ არ იცის რა მოელის ცხოვრებაში ამიტომაც არასოდეს თითქმის არაფრისთვის არ ვართ მზად..ამ დროს კი ჩნდება იმედი-შეგრძნება იმისა რომ ყველაფერი კარგად იქნება, ის რაც ყოველთვის თან გვსდევს და მხოლოდ ყველაზე კრიტიკულ მომენტში იწყება მისი კვდომა.. -როგორ არ გესმის რომ უნდა მოვკლათ?!-ავისმომასწავებლად ჩაესმოდა უცნობი მამაკაცის სიტყვები გონებაში და თვალებს ტკივილისგან ძლიერად ხუჭავდა თითქოს ეს იყო გზა რეალობის დავიწყებისა და ტავის გადარჩენისა არადა უბრალოდ თავს იტყუებდა..თავს იტყუებდა რომ ყველაფერი აწი შეიძლებოდა კარგად ყოფილიყო. -როგორ არ გესმის რომ მიყვარს?..არ შემიძლია მსგავსი რამ დავუშვა კახა..-მთელი ემოციებით მუდარაზე გადასული მამაკაცი უფროსი მეგობრის გადარწმუნებას ცდილობდა საკუთარი სიყვარულის შესანარჩუნებლად, თუმცაღა კახას ტონზე და სიმტკიცეზე უკვე გრძნობდა რომ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო..არჩევანის გაკეთების მომენტი სწორედ ახლა დაუდგა, როცა უნდა გადაეწყვიტა გაეწირა თუ არა სიყვარული და შეენარჩუნებინა მეგობარი ან პირიქით..სიტყვა "პირიქით"ის გახსენებაზეც კი გული ეყინებოდა მისთვის იმდენად რთული იყო რომ მათგან რომელიმე აერჩია..ნეტა რისი იმედი ჰქონდა ამ დროის განმავლობაში როცა ლენას სიყვარულს ძლიერად ინახავდა გულში და მეგობარს ერთგულებას ეფიცებოდა? ალბათ იმისა რომ "მეგობარი" სწორედ ის სიტყვაა რომელსაც ეხლა ის უნდა გადაერჩინა.."გამიგებს, კახა გამიგებს.."თავს იმშვდიბებდა მთელი ამ დროის განმავლობაში იმის გააზრების გარეშე რომ ყოველივე ფუჭი იმედი იყო.. -გამომყევი..-ცივად უთხრა მამაკაცმა და ოთახიდან გამოსვლა სთხოვა დიმიტრს..დაბნეულ გოგონას ხელი მჭიდროდ მოუჭირა, თავი "ყველაფერი კარგად იქნება"ს ნიშნად დაუქნია და ოთახიდან გაქრა -დიმიტრი თუ ხვდები საერთოდ რას აკეთებ?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა მამაკაცმა როცა სახლს კარგა მანძილით გასცილდნენ -არ ვიცოდი ვინ იყო როცა გავიცანი..არაფერი არ ვიცოდი ისე შემიყვარდა..ძალიან შემიყვარდა, მთელი არსებით კახა..განა სხვა გზა არ არსებობს რომ ალექსანდრეზე შური ვიძიოთ, განა ასე გაიმეტებ შენს მეგობარს?-მუდარანარევი ხმით ესაუბრებოდა და ბოლთას ცემდა. კახა გაშტერდა, თითქოს ფიქრებით სულ სხვაგან იყოო ისე მიშტერებოდა შორეულ გადათეთრებულ მთებს და ცივი ჰაერის ნაკადს სახეს ახვედრებდა გამოსაფხიზლებლად -ღმერთო ჩემო..ეს..არ შემიძლია დიმიტრი განა ვერ ხვდები, მთელი რვა წელია ეს მაქვს გეგმაში და ეხლა..ამ ამბის.. -ეხლა ერთადერთი მეგობრის გამო გეგმებს როგორ შეცვლი და გოგონას ცოცხალს როგორ დატოვებ ხო?-ირონიული ტონით შეაწყვეტინა საუბარი დიმიტრმა და მზერა მანაც შორეულ მტებს გაუსწორა -იცის ვინც ხარ?-ჰკითხა კახამ ჩაფიქრიანებული ტონით -არა..არ მითქვამს ვინ უნდა ვყოფილიყავი და არა ვარ..-ბოლო სიტყვებს ხაზი გაუსვა და კახას გახედა..-კახა გთხოვ..ძალიან მიყვარს, ვერ მოგცემ მისი მოკვლის უფლებას მიუხედავად იმისა რომ ერთ დროს დავიფიცე რომ მას მე თვითონ მოვკლავდი.. -ზუსტად. შენ დამპირდი დიმიტრი(თვალებში ნაღვლიანი მზერით ჩახედა) დამპირდი რომ ჩვენი მეგობრობის სახელით დამეხმარებოდი რომ შური მეძია და საბოლოოდ რა გამოვიდა? შეგიყვარდა შენი მომავალი მსხვერპლი და ეხლა მთხოვ რომ ცოცხალი დავტოვო, შემდეგ რომ ბედნიერად იცხოვროთ?! შენ გინდა გახდე ჩემი მოსისხლე მტრის სიძე, შეხვიდე მათ ოჯახში და დააფასო ისინი, იყო ჩემი მტრის შვილიშვილების მამა და ბედნიერად იცხოვრო მათთან ერთად?! ამას მთხოვ გესმის დიმიტრი შენ ახლა მე ამას მთხოვ!!(ტკივილიანი ხმით ღრიალებდა კახა და სიმწრისგან მორეულ ცრემლებს ძლივს აჩერებდა თვალებიდან რომ არ გადმოგორებულიყვნენ) შენ, ჩემი ერთადერთი მეგობარი მთხოვ ამას..(თავი ჩაღუნა და საოცარი ტკივილით ჩაილაპარაკა) არ მეგონა თუ ასე შევცდებოდი შენში.. -კახა..-მამაკაცს მხარზე ხელი დაადო და შეეცადა დაეწყნარებინა-მაპატიე გთხივ..შენ ყველაფერი არასწორად გაიგე..მისმინე-ხელები მხრებზე დაავლო და თავი ააწევინა რომ მისთვის თვალებში ჩაეხედა-მსგავსს არაფერს გთხოვ, შენ ვერ გამიგე..უბრალოდ ნუ მოკლავ ლენას..ამას ვერ გადავიტან..გპირდები თავს დავანებებ სამუდამოდ გოგონას თუკი ცოცხალს დატოვებ..მე იმდენად მიყვარს ლენა..იმდენად, რომ მზად ვარ მისი სიცოცხლის გადასარჩენად ტავიც კი გავწირო..მზად ვარ სამუდამოდ მოვშორდე მას თუკი სიცოცხლეს შეუნარჩუნებ..(თვალები სულიერი ტკივილისგან მჭიდროდ დახუჭა, რეალობა მისთვის უკვე საზიზღრად აუტანელი იყო)-ჩვენ გავანადგურებთ ალექსანდრეს კომპანიას და სამუდამოდ მოვშორდებით ამ ქალაქს, გესმის?! აი ამას გთხოვმე, როგორც შენი ერთადერთი მეგობარი კახა..-თბილი ტონით დაასრულა საუბარი და მეგობარს მხრებიდან ხელები მოაშორა. ადგილზე მიყინული მამაკაცი თითქოს აღარ სუნთქავდაო იმდენად შოკისმომღვრელი იყო დიმიტრის აღიარება გოგონას მიმართ მისი დამოკიდებულების შესახებ.. განა რა მეგობარი იქნებოდა იგი, რომ თავისი ერთადერთი ახლობლისთვის სიყვარული აეკრძალა, ბედნიერება აეკრძალა?! მაგრამ იმის გააზრებაც უჭირდა რომ მას უარი უნდა ეთქვა თავისი ცხოვრების მთავარ მიზანზე ასე უცებ და ასე სწრაფად.. -დრო მჭრდება..-ცივად ჩაილაპარაკა მამაკაცმა..-ჩემი დაცვა აქ დარჩება რაიმე რომ არ მოხდეს, მე მივდივარ..-მანქანისკენ უემოციო სახით წავიდა-სავარაუდოდ ამ სარამოსთვის დავბრუნდები..გადავწყვეტ როგორ უნდა მოვიქცეთ-ხმაჩამწყდარმა დაასრულა საუბარი, დაცვა გააფრთხილა და უკანმოუხედავად ჩაჯდა მანქანაში და ადგილიდან გაქრა. დიმიტრი ცოტახანს აზრზე ვერ მოდიოდა, შიშმა, იმედგაცრუებამ, მოლოდინმა და სხვა უამრავმა შეგრძნებამ ერთად შეიბყრო იგი. მძიმე ნაბიჯებით შევიდა სახლში და ლენას ფრთხილად ჩამოუჯდა გვერდით. გოგონას მთელი სახე წაშლოდა, სახეზე არც ფერი და არც სიცოცხლის რაიმე ნიშანწყალი აჩნდა.. -ლენა..-თბილიხმით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და გაშტერებულ გოგონას ხელის მტევანზე ხელი ჩამოადო- ყველაფერი კარგად იქნება..-შეეცადა ხმა მტკიცე ჰქონოდა მაგრამ თავის სიტყვებში თვითონაც აღარ იყო დარწმუნებული კახას საქციელის შემდეგ-არავის მივცემ იმის უფლებას რომ რამე დაგიშავოს.. გოგონას ხმა არ ამოუღია გაშტერებული კედელს მიშტერებოდა -ვინ ხარ დიმიტრი?-საშინლად ტკივილიანი ხმით ჰკითხა მამაკაცს, თვალებში ჩააშტერდა და თვალებიდან ცრემლი ჩამოუგორდა -ლენა..მე..შენ ბევრი რამ არ იცი..-ნერვიულად დაიწყო ჩურჩული მამაკაცმა და შეეცადა გოგონა მიეხუტა მაგრამ საპასუხოდ ლენამ თავი გვერდით გაწია -ჰოდა მითხარი..-ხმის კანკალით უთხრა ისე რომ კედელს მზერას არ აშორებდა -ეხლა ამის დრო არ არის..ჯერ ეს პრობლემა უნდა მოგვარ -დიმიტრი ! ვინ ხარ ადამიანო?! -ყვირილით შეაწყვეტინა ლენამ საუბარი და ახლა უკვე თვალებში ჩააშტერდა. მამაკაცს ფეხებში ძალა გამოეცალა, არასოდეს უგრძვნია თავი ასე სუსტად, ყველაზე მეტად სწორედ ეხლა უმძიმდა ხმის ამოღება..თავს ძალა დაატანა და დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ჩუმად ჩაილაპარაკა -მე კახას ერთადერთი მეგობარი ვარ..იმ ადამიანის რომელმაც შენი მოკვლა დიდი ხანია შეუკვეთა..უფრო სწორად-წამით გაჩერდა ძალის მოსაკრეფად და ღრმად ჩაისუნთქა-უფრო სწორად მე შემიკვეთა..-მძიმედ ჩაილაპრაკა და მზერა ლენას გაუსწორა. გოგონა თითქოს გრძნობებისგან, ემოციებისგან დაიცალაო, მოსმენილმა იმდენად იმოქმედა მასზე.. სახეზე ფერი მთლად დაეკარგა, მთელს სხეულში ძალა გამოეცალა, ერთი ამოიგმინა და გულწასული დაეცა იატაკზე -ლენა..-შეშინებულმა წამოიძახა დიმიტრმა და გოგონასთან მივარდა, ხელში აიტაცა და საწოლზე წამოაწვინა-დროზე წყალიი-მკაცრად დაუღრიალა დაცვას თვითონ კი ლენას გამოფხიზლებას ცდილობდა. დაცვამ წყალი მოიტანა, სახეზე შეასხა და რამოდენიმეჯერ შეანჯღრია. ცოტახანში ლენა გონზე მოვიდა. წამწამები ძლივს დააშორა ერთმანეთს და დიმიტრის დანახვაზე შეშინებულმა უკან დაიწია -გადი გთხოვ..არ მომეკარო-კანკალით იმეორებდა სიტყვებს და თვალებს ძლიერად ხუჭავდა -ლენა..-გოგონასკენ გაიწია..-რომ გაგიცანი არ ვიცოდი ვინ იყავი..არც მაშინ როცა შემიყვარდი გესმის?! ყველაფერი მხოლოდ ახლახანს გავიგე, მაშინ როცა საავადმყოფოში მოხვდი..მაგრამ უკვე გვიანი იყო..აღარ შემეძლო შენი მიტოვება გესმის?! ძალიან მიყვარხარ ლენა..ამიტომა ამოგიყვანე აქ რომ საკუთარი მეგობრისგან დამეცავი?! განა ვერ ხვდები რამდენად მტკივნეულია ჩემთვის ყოველივეს გააზრება?! მე საყვარელი ქალი უნდა დავიცვა ერთადერთი მეგობრისგან! განა ეს ადვილია?! ჩემს მდგომარებაში შემოდი და წარმოიდგინე ეხლა როგორ ვარ..-მთელი ემოციებით საუბრობდა და თან ლენას სახეზე აკვირდებოდა. გოგონა წამით შედგა, დიმიტრს ცრემლიანი თვალებით გახედა და სევდიანად რამოდენიმეჯერ ამოიგმინა.. -გადი გთხოვ..-ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა და დიმიტრს მზერა აარიდა. მამაკაცმა თავი დანებების ნიშნად ჩახარა, მზიმედ წამოდგა და ნელი ნაბიჯებით გააბოტა ოთახიდან.. მაშინვე გარეთ გავარდა ცივი ჰაერის ჩასასუნთქად, ძალაგამოცლილმა დაიჩოქა შორეული მტების წინ და თვალები ტკივილისგან დახუჭა ხელებში კი მიწა მომუშტა, თავი ზემოთ ასწია და მთელი ემოციებით დაიღრიალა. მისმა ექომ მთელი შორეული მთები მოიცვა და ჰაერის კოველი ნაკადიც კი გააპო იმდენად ემოციური იყო იგი..მერე თავი ჩახარა და ფიქრი დაიწყო იმაზე თუ რა უნდა გაეკეთებინა ან შეეძლო თუ არა საერთოდ რაიმეს გაკეთება. ალბათ ვერც კი გაიაზრა თუ რამდენი ხანი იყო ასე რადგან როდესაც თავი მძიედ ასწია და მიღებული გადაწყვეტილების შესასრულებლად პირველი ნაბიჯი უნდა გადაედგა, მიხვდა რომ უკვე კარგა გვიანი იყო. უემოციოდ ამოიღო მობილური ჯიბიდან და ნაცნობი ნომერი აკრიფა -ალექსანდრე ისევ ქალაქში ხარ?-ჰკითხა ნათესავს უემოციო ხმით და მზერა სივრცეს გაუშტერა -კი დიმიტრი, ასეთი ხმა რატომ გაქვს? რა ხდება?-გაკვირვებულმა ჰკითხა მეგობარმა და მოპასუხის რეაქციას დაელოდა -რაღაცაში უნდა დამეხმარო..-მძიმედ ჩაილაპარაკა და ბიჭს მთელი მისი გეგმა გაანდო-ყველაფერი ასეა..მე ვერ გავაკეთებ არჩევანს მეგობარს და საყვარელ ადამიანს შორის როცა ორივე ერთადერთია ჩემთვის ამიტომაც..სავარაუდოდ თორმეტისთვის, ამ სახლთან იქნები და როა ნიშანს მოგცემ ლენას გაიყვან..და თავის ოჯახს დაუბრუნებ..-ღრმად ჩაისუნთქა -და შენ დიმიტრი?! იქნებ გადაიფიქროს კახამ და როგორაც შესთავაზე ისე მოიქცეს..-მოსმენილისგან დაბნეული ალექსანდრე ძლივს უყრიდა სიტყვებს ტავს და ნათესავის გადაფიქრებას ცდილობდა -კარგად დავინახე მისი რეაქცია ცემს ნათქვამზე..ის არ არის მზად ამისთვის ალექსანდრე..მან ცხოვრების ნახევარი გაატარა ამ შურისძიების სურვილით და ეხლა ვერავის..ჩემ გამოც კი არ შეცვლის გადაწყვეტილებას..დამიჯერე, მას მე კარგად ვიცნობ..-უემოციოდ საუბრობდა-რაც შემეხება მე..მაგას აზრი აღარ აქვს, მთავარია ლენა და კახა გადარჩება.. -შენ არიცი რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს!-მუდარანარევი ხმით აფრთხილებდა ნათესავი -ვიცი..ყველაფერივიცი..ლენას მამა ეყოლება რომელიც ამ ამბის შემდეგ დაიცავს, კახა კი მიხვდება რომ არ ღირდა..არ ღირდა ყოველივე ერთადერთი მეგობრის სიცოცხლედ..-მძილემდ ჩაილაპარაკა -ამას არ დავუშვებ..მაგრამ..დიმიტრიი!!-მუდარით იმეორებდა ნათესავი -შენ დამპირდი რომ რაც გთხოვე, შეასრულებდი ლენას სიცოცხლე შენს ხელთაა -კარგი. ყველაფერს გავაკეთეებ-დანებების ნიშნად ჩაილაპარაკა ალექსანდრემ -მადლობა..მადლობა ალექსანდრე-შედარებით თბილად ჩაილაპარაკა და მობილური გათიშა. ნელი ნაბიჯებით აუყვა ბილიკს და სახლში შევიდა. ფორთოხლის წვენი ჩამოასხა, ბუტერბროდი გააკეთა და ლენას ოთახს მიაშურა. ფრთხილად შეაღო კარი და გოგონას გახედა, რომელიც უემოციოდ წამოწოლილიყო საწოლზე და მოკუნტული ძლივსღა სუნთქავდა, ლოგინტან ჩაიხარა და სიინი წინ დაუდო -ჭამე..მთელი დღეა არაფერი მიგიღია..-თბილად უთხრა ლენას და თავზე ხელი გადაუსვა -ეხლა რა იქნება დიმიტრი?-ცრემლები წამოსცვივდა გოგონას -ლენა..-ახლოს მიიკრა გოგონა-ყველაფერი კარგად იქნება გესმის?! შენ არაფერი მოგივა, გპირდეპი..-ყურში ეჩურჩულებოდა დიმიტრი და თან თავზე ეფერებოდა..უცებ შემობრუნდა როცა კარის გაღების ხმა გაიღო და შეშინებული მზერა გაუსწორა შემოსულს.. -რა გადაწყვიტე?-ჰკითხა მძიმედ და თვალი აარიდა, შეუმჩნევლად აკრიფა ნომერი და შეტყობინება გააგზავნა "დროა" მისწერა ალექსს და მზერა კახას გაუსწორა -დიმიტრი..-დაიწყო ნერვიულად მამაკაცმა-იცი როგორც გაფასებ..შვილივით ხარ ჩემთვის და ანგელოზივით რომელიც ყველაზე მძიმე პერიოდში მოევლინა ჩემს ცხოვრებაში..ალბათ არასოდეს დავუშვებდი რომ შენი ბედნიერებისთვის ვინმეს ხელი შეეშალა მაგრამ ახლა..ყველაფერი ზედმეტად რთულადაა იმისთვის რომ სხვანაირად მოგვარდეს დიმიტრი.. -კი მაგრამ კახა..-ისევ შეეცადა მეგობარი გაბრძოლებას. ორივე ფეხზე წამოდგა და დიმიტრიმ კახასკენ გაიწია, მაგრამ ლენას მოშორდა რომ მამაკაცს არაფერი არ ეეჭვა -ნუ მაწყვეტინებ გთხოვ..-მძიმედ ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ჯიბიდან ამოღებული იარაღი გოგონას წინ აღმართა-შენ კარგი ადამიანი ხარ..ახალგაზრდა, ცხოვრებაში უამრავი გოგონა შეგიყვარდება..მე კი..მთელი ცხოვრებაა ეს მიზანი მაქვს და ეხლა უბრალოდ ვერ შევცვლი გესმის?! მაპატიე დიმიტრი მაგრამ ეხლა ვეღარაფერს ვეღარ შევცვლი..ლენა უნდა მოკვდეს-მკაცრად ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ხელი სასხლეტს გამოსდო..დიმიტრიც მზად იყო უკვე გეგმის განსახორციელებლად..წამით თითქოს საუკუნო სიწყნარემ და მდუმარებამ დაისადგურაო ოთახში, მაგრამ მალევე შეიცვალა ყველაფერი როცა მდუმარება იარაღის ხმამ გააპო..როცა ჰაერის ყველა ნაკადი ერთად გახვრიტა გასროლილმა ტყვიამ..მოულოდნელმა ტყვიამ..რომელიც პირდაპირ ეძგერა იქ მდგომის გულს და მალევე გამოასალმა სიცოცხლეს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.