და მაინც,ისევ ერთად (სრულად)
დიდი ხანი უყურებდა თვალებში,თითქოს იქ ეძებდა რამე ხელჩასაჭიდს,რამე საიმედოს. უცებ ცრემლები წამოუვიდა,ვეღარ გაუძლო მის უემოციო გამომეტყვებას... ძირს ჩაიკეცა და თავი ხელებში ჩარგო -სანდრიი...გეხვეწები რა... მითხარი რომ,რომ..რომ შენ...-სლუკუნებდა ძალიან ხმადაბლა,და ძლივს გასაგონად სთხოვდა ალექსანდრეს,რომ ეთქვა:მიყვარხარ. დადიანი უბრალოდ უყურებდა გოგონას,რომელიც სჭირდებოდა. დადიანი დადიანი იყო,არ უყვარდა ეს დაკონკრეტება,ყველაფერს საკუთარი სახელი რო უნდა ერქვას,ყველაფერი "გაიასნებული" რო უნდა იყოს. ერთი იცოდა,ეს გოგო მისი კოკაინი იყო,პირადი ნარკოტიკი,ჰაერზე უფრო მეტად სჭირდებოდა. მაგრამ რა დაერქვა ამ გრძნობისთვის,ნუთუ სიყვარული ასე ძლიერი იყო. -სანდრიი...მე მივდივარ სანდრი...მომენატრები-რამდენიმე წუთში,სრულიად დაწყნარებული,მაგრამ მაინც სასოწარკვეთილი ნანიკა ადგა,მისი ღიმილით სევდიანად გაუღიმა,ფრთხილად გადაიხარა,დადიანს ყელში აკოცა,აი ისე,როგორც ბიჭს უყვარდა... და წავიდა. წავიდა ისე,რომ უკან არ მოუხედავს. ტკიოდა. ტკიოდა წარმოუდგენლად,ისე ტკიოდა,როგორც თქვენ არ გტკენით,და ვერც ვერასდროს გეტკინებათ ასე. ჰორიზონტს უყურებდა სანდრო,მერე ჯიბიდან შავი მარლბორო ამოიღო,და მშვიდად გააბოლა,ღრმა ნაფაზებს არტყამდა და იცოდა,რომ გოგო მაინც დაბრუნდებოდა. მერე რა რომ წავიდა,ის ისევ დადიანის საკუთრება იყო,კოკაინი,პირადი ნარკოტიკი... ჰო,ზუსტად ნარკოტიკი,რომლის არსებობაც დიდ სიამოვნებას ანიჭებდა,მაგრამ ნელ-ნელა კლავდა. ჰო...კლავდა... "მოგონებები" *** საოცარი იყო მათი გაცნობის დღე. ნანიკას დაბადების დღე იყო,დილას ლოგინში წამოჯდა,მაგრად გაიზმორა და ხმამაღლა ინატრა -გვირილები მინდაა,ბევრი,ბევრი გვირილა... ლამაზად ჩაცმული,მხიარულად დადიოდა მისაღებიდან-სამზარეულოში და პირიქით,თან თავისთვის გაურკვეველ მელოდიას ღიღინებდა და იცინოდა. ბებიამისი,უკვე ასაკში შესული ქალიც კი,დიდ მაგიდას აწყობდა და ნაირ-ნაირ კერძს ალაგებდა ზედ,ისეთი სხარტი ქალი იყო,დაუზარელი,ახალგაზრდას რომ შეშურდებოდა მისი ენერგია. ეღადავებოდნენ ხოლმე ნანიკა და მისი მეგობრები,შენ ყოველ დილა 5-6 ქილა რედბულს სვამ უეჭველიო. საღამოს კარები ლამის შემოანგრიეს ნიკომ,გოგამ,ლიკამ და ანამ,საჩუქრებით ხელში შევარდნენ ოთახში,ძღვენი საწოლზე დაუყარეს და პირდაპირ მაგიდას მიუჯდნენ. მოწყენილი იყო ნანიკა,მაგრამ არ იმჩნევდა. გვირილები უნდოდა ნანიკას,ძალიან ბევრი გვირილა სჭირდებოდა... ღამის 4-ზე დაიშალნენ,საშინლად მთვარი იყვნენ ბიჭები,ფეხზე ვერ იდგნენ და ბანცალით მიუყვებოდნენ ქუჩებს,ნანიკამ მათი გაცილება ინება,მიუხედავად იმისა ,რომ საშინლად ეძინებოდა. ნიკოს სადარბაზოსთან მისული,ნიკოს აცილებდა სახლში,როცა სიბნელეში მაღალი ბიჭის სხეული გამოიკვეთა,ნიკო ნანიკას მხარს მოცილდა და მას ჩამოეკიდა -ჰმმმმმ-ამოიზმუკუნა და თავი დაადო-სანდრექს... ჩემთან მოხვედი ა?? -გალეშილი ნაბი*ვარი ხარ რა-მშრალად უპასუხა ბიჭმა,მის სახეს სამწუხაროდ ვერ ხედავდა ნანიკა... -მე წავალ ნიკო-თქვა გოგომ და გაიღიმა,მიუხედავად იმისა რომ ბიჭი ვერ დაინახავდა -გააცილე რა ძმურად,არ მოიტაცონ-მხარზე ხელი ძლივს დაკრა ონიანმა სანდროს და კიბეებს მაღლა აუყვა. აღარ უქაჯია ნანიკას,ბიჭის მანქანაში კომფორტულად მოთავსდა და დაამთქნარა,ჩაეძინა... დილას რომ გაიღვიძა,მიმოიხედა,საკუთარ ოთახში არ იყო,დიდ მწვანე მინდორზე იწვა... -აუუუუ-სიხარულით წამოხტა ფეხზე,და გვირილებს ნეტარებით გახედა. იქვე ის ბიჭი იჯდა,სადარბაზოდან... -სანდრო დადიანი-სიგარეტი შუა და საჩვენებელ თითში მოიქცია ალექსანდრემ და შეუმჩნევლად გაიღიმა. -მე...მე...-დაიბნა გოგონა,გვირილებმა სულ გამოაშტერა -შენ ნანიკა წულუკიძე-თვალი ჩაუკრა სანდრომ. ნანიკა აღარ უსმენდა,ძირს დაიხარა,და საყვარელი ყვავილის კრეფა დაიწყო,თან იღიმოდა და თვალებს ხუჭავდა. -სად ვართ-ხმა ამოიღო ბოლოს გოგონამ -არ გეტყვი-თქვა სანდრომ -ეეე-შუბლი შეჭმუხნა ნანიკამ -წავედით?-მისი უკმაყოფილება დააიგნორა და ფეხზე წამოდგა დადიანი,თავი დაუქნია ნანიკამ,მანქანაში ჩაჯდომამდე უკანასკნელად მოავლო თვალი არემარეს და გაიღიმა... *** მას შემდეგ,ბიჭს ხშირად მიყავდა გვირილებთან ნანიკა,თანდათან უფრო და უფრო მეტს საუბრობდნენ და მალე,ერთმანეთი კარგადაც გაიცნეს. ნანიკამ იცოდა,სანდროს რა უყვარდა ყველაზე მეტად-მარლბორო,არაყი და ქალები. (ბოლოზე ბევრი იცინეს) სანდრომაც იცოდა რა უყვარდა ნანიკას ყველაზე მეტად-გვირილები,ალპენ გოლდი და კაცები (ბოლო სანდროს ჯინაზე თქვა) ნანიკა,მიუხედავად იმისა რომ ვერ იტანდა სიგარეტს,არაფერს ეუბნებოდა ბიჭს,მასში ეს მავნე ჩვევაც კი უყვარდა. მაგრამ სანდრო,ხშირად ბრაზდებოდა გოგოს ხასიათზე-ნანიკას ყვეკაფრის დაკონკრეტება უყვარდა,უნდოდა ყველაფერს საკუთარი სახელი რქმეოდა... ურთიერთობა ქონდათ,არაჩვეულებრივი. აი როგორი იცით? ერთად იყვნენ,მაგრამ თან არა. ერთმანეთის მაგრად ესმოდათ,უსიტყვოდ,თვალებით ხვდებოდნენ ერთმანეთის სათქმელს... გოგომ იცოდა,"მისი ბიჭი" არც ნაშებს იკლებდა,და არც გართობას,მაგრამ არასდროს უეჭვიანია ამაზე-ის მისი ბიჭი იყო,იცოდა რომ,ნანიკა რიგითი გოგო არ იყო მისთვის,და უსასრულოდ ბედნიერი იყო ამით. *** დრო გადიოდა,მათი ერთად გატარებული დღეების გახსენება ძალიან,ძალიან შორს წაგვიყვანს,თანაც,არ მინდა ამდენი ვწერო მათზე... *** ერთი იყო,ლუკა სულიკაშვილი,თურმე გიჟდებოდა ნანიკაზე,ნუ არც პირველი იყო და,არც უკანასკნელი,მაგრამ ნანიკა მასთან მეგობრობდა,ბიჭი ეუბნებოდა,შენგან არაფერს მოვითხოვ,უბრალოდ მინდა მეგობრული ურთიერთობა გვქონდესო,და წიკლაურიც არ იყო ამის წონააღნმდეგი. დადიანი არაფერს ამბობდა,მშვიდად ხვდებოდა მათ ამგვარ ურთიერთობას,მაგრამ იცოდა,სწორედ სულიკაშვილი იქნებოდა ის,ვის გამოც აირეოდა მათი ურთიერთობა... მაგრამ,ყელაფერს კარგად აკონტროლებდა,იცოდა რა დროს,რას გააკეთებდა,და ნერვიულობითაც არ ნერვიულობდა-თუ საჭირო გახდებოდა,უპრობლემოდ მოიშორებდა ლუკას. ბოლო კვირები,ძალიან უცნაური იყო,ნანიკა ისე ხშირად აღარ იყო სანდროსთან,უმეტეს დროს სულიკაშვილთან ატარებდა. მიზეზი გვიან გაირკვა:ლუკას სიმსივნე ქონდა,და ნანიკას გარდა "თურმე" არავინ ყოლია. წიკლაური სანდროს ეუბნებოდა,ძალიან გთხოვ,არ გაბრაზდე,ხომ იცი,საშინელება ხდება მის თავს და ბოლო დღეების ჩემთან გატარება უნდაო. ყველაზე უცნაური ის იყო,მხრებამდე თმები რომ ქონდა სულიკაშვილს,და ერთი ღერიც რომ არ ჩამოვარდნია. არაფერს ამბობდა დადიანი,ჯერჯერობით დუმილი ერჩია,უნდოდა ცხოვრებაში ერთხელ მაინც,ყველაფერს თავისით მიმხვდარიყო ნანიკა და ყველაფერი თვითონ დაელაგებინა... *** აგვისტო იყო,23. ისევ იმ მინდორზე იჯდნენ,ნანიკას თავი სანდროს კალთაში ედო და ფეხები გაეშალა,ბიჭი კი დროდადრო ამოიოხრებდა ხოლმე... -სანდრი...-დაიწყო ბოლოს სათქმელი ნანიკამ-ლუკამ...ხელი მთხოვა-ძლივს ამოთქვა -ვიცი-უემოციოდ უთხრა დადიანმა -იცი? და არ ამბობდი არაფერს?-გაოგნდა ნანიკა -ნანიკ...იმედი მქონდა,შენით დაალაგებდი ყველაფერს,არ მითხრა ახლა რომ,მაგ ახვარს გაყვები. მგონი სიმსივნე ქონდა ხო,მაგრამ არც თმა ცვივა და,მშვენიერ ჯანზეცაა,ცოლი უნდა თურმე მაგ პიდა*ასტს-მაინც მშვიდად საუბრობდა სანდრო,ერთი წამითაც ვერ შენიშნავდით მის ხმაში რამე აღელვების მსგავსს. -თურმე...ანალიზების პასუხი შეშლიათ-წამოდგა ნანიკა,წამოდგა სანდროც... -ჰო,რათქმაუნდა. ვერ ხვდები ნანიკ?? -რას უნდა ვხდებოდე -სულელი ხარ რა...კაი,არაფერი-სიმწრით გაიცინა დადიანმა -იცი სანდრო... ჩვენ ურთიერთობას რა ქვია? -ჩემი კოკაინი ხარ ნანიკ-გაიღიმა სანდრომ და მოეხვია,მაგრამ გოგომ თავი გაინთავისუფლა...არ გაკვირვებია ბიჭს. -ჩვენ რა გვქვია სანდრო??-იყვირა ნანიკამ. -ტონს დაუწიე...-მშვიდად უთხრა დადიანმა-ჰო და,სულიკაშვილს ნუ უსმენ,უეჭველი გაგიბაზრებდა,არ უყვარხარ შენ სანდროსო ხო? -ჰო...არა...არა რა სისულელეა... უბრალოდ,ვფიქრობ,დავთანხმდე თუ არა...-ბლუყუნებდა ანერვიულებული ნანიკა -აჰააჰ-გადაიხარხარა ბიჭმა-ცოლად უნდა გაყვე,ჩემს ჯინაზე,ვინც არ გიყვარს??? -... -ნანიკა! -.... -ნუ ტირი... ბოლოს გოგო გაჩერდა,დიდი ხანი უყურებდა თვალებში,თითქოს იქ ეძებდა რამე ხელჩასაჭიდს,რამე საიმედოს. უცებ ცრემლები წამოუვიდა,ვეღარ გაუძლო მის უემოციო გამომეტყვებას... ძირს ჩაიკეცა და თავი ხელებში ჩარგო -სანდრიი...გეხვეწები რა... მითხარი რომ,რომ..რომ შენ...-სლუკუნებდა ძალიან ხმადაბლა,და ძლივს გასაგონად სთხოვდა ალექსანდრეს,რომ ეთქვა:მიყვარხარ. დადიანი უბრალოდ უყურებდა გოგონას,რომელიც სჭირდებოდა. დადიანი დადიანი იყო,არ უყვარდა ეს დაკონკრეტება,ყველაფერს საკუთარი სახელი რო უნდა ერქვას,ყველაფერი "გაიასნებული" რო უნდა იყოს. ერთი იცოდა,ეს გოგო მისი კოკაინი იყო,პირადი ნარკოტიკი,ჰაერზე უფრო მეტად სჭირდებოდა. მაგრამ რა დაერქვა ამ გრძნობისთვის,ნუთუ სიყვარული ასე ძლიერი იყო. -სანდრიი...მე მივდივარ სანდრი...მომენატრები-რამდენიმე წუთში,სრულიად დაწყნარებული,მაგრამ მაინც სასოწარკვეთილი ნანიკა ადგა,მისი ღიმილით სევდიანად გაუღიმა,ფრთხილად გადაიხარა,დადიანს ყელში აკოცა,აი ისე,როგორც ბიჭს უყვარდა... და წავიდა. წავიდა ისე,რომ უკან არ მოუხედავს. ტკიოდა. ტკიოდა წარმოუდგენლად,ისე ტკიოდა,როგორც თქვენ არ გტკენით,და ვერც ვერასდროს გეტკინებათ ასე. ჰორიზონტს უყურებდა სანდრო,მერე ჯიბიდან შავი მარლბორო ამოიღო,და მშვიდად გააბოლა,ღრმა ნაფაზებს არტყამდა და იცოდა,რომ გოგო მაინც დაბრუნდებოდა. მერე რა რომ წავიდა,ის ისევ დადიანის საკუთრება იყო,კოკაინი,პირადი ნარკოტიკი... ჰო,ზუსტად ნარკოტიკი,რომლის არსებობაც დიდ სიამოვნებას ანიჭებდა,მაგრამ ნელ-ნელა კლავდა. ჰო...კლავდა... *** დათანხმდა ნანიკა,ჰო,ლუკას ცოლობაზე დათანხმდა. არც უფიქრია,ისე მიადგა სახლში და მიყვარხარ ლუკაო გამოუცხადა. შოკში იყო ქალაქი,დადიანი კი იცინოდა,ქორწილის დღეს დაქვრივება მოუწევსო. არაფერს ისმენდა ნანიკა,თვით ლიკამაც კი ვერაფერი შეაგნებინა. ჰოდა,ასე და ამგვარად,მოწევაც დაიწყო. 3 თვეში საქორწინო კაბა ჩაიცვა. თეთრი ატლასის კაბა,ტანზე მოტმასნილი,დიდი ხანი იჯდა საწოლზე,ისიც შავ მარლბოროს ეწეოდა,დანჯარაში იყურებოდა და,გადაწყვეტილებას მიიღო. ბედს ვერსად გაექცეოდა. სადარბაზოდან გამოსულმა,ლიმუზინზე უარი თქვა,განაცხადა,ტაქსით წავალ,მარტოო,და ვერავინ შეეწინააღნმდეგა... ტაქსიდან ჩამოსულმა,ღრმად ჩაისუნთქა,სადარბაზოს კიბეებს აუყვა და კარზე დააკაკუნა. გაეღიმა დადიანს,გაეღიმა ნანიკასაც... -მიყვარხარ ნანიკ *** 4 საათი,ზუსტად 4 საათი ელოდა ხალხი ნანიკას. უეცრად,პატარა ბიჭმა ჩამოიარა ველოსიპედით -სულიკაშვილი!!!-დაიყვირა-დადიანმა შემოგითვალა,ჭკვიანად თუ მოიქცევა,ქორწილში დავპატიჟებოოო ---- ---- სიყვარულით მეოცნებე ჰალუცინაციორი,ანუ ფსიქო.13 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.