ყინულის ფრთები
სიჩუმე,სრული სიჩუმე.როგორ უყვარს ეს სიჩუმე,ყველაზე ლამაზი და განსხვავებული სიჩუმე,აი ის აისს რომ ახლავს თან,მზე ამოდის და თითქოს რამოდენიმე წამით ყელაფერი ჩუმდება და იყინება.გაიფიქრა ალათ თუნდაც იმიტომ ღირდა ამ ქვეყნად გაჩენა რომ ამ სიჩუმით დავმტკბარიყავიო,მერე ჩაიცინა და სახურავიდან ჩამობობღება დაიწყო.ეს მისი საყვარელი ადგილია,მისი სახლის სახურავი.სულ აქ მოდის როცა კი საფიქრელი აქვს,ან უბრალოდ განმარტოვება უნდა,განსაკუთრებით როცა კარგი ამინდია და უღრუბლო ცა.ცუდა ამინდშიც ბევჯერ ამოსულა,მართალია ჩამოვარდნითაც ბევრჯერ ჩამოვარდნილა მაგრამ სულაც არ მიიჩნევს ამას ტრაგედიად პირიკით ეცინება დედის წიოკს რომ გაიგებს ხოლმე.ჯერ არ უნდოდა ჩამოსვლა მაგრამ მაინც უწევს,დღეს პირველი დღეა 12 კლასის,არც კი სჯერა რომ ზაფხული ასე მალე მიილია და უკვე ბოლო წლის პიველი დღეა. თავსი თავზე დიდად საუბარი არ უყავს,ყოველთვის მაჩნდა რომ ჩვეულებრივი ადამიანია,მისი გატაცებებით და ინტერესებით,ინტერესებს რაც შეეხება ძალზე ბერვი აქვს,თუმცა ხშირად მის ინტერესს ყველაფერი არარეალური იწვევს და ამის გამო პრობელბმებიც შექმნია.17წლისაა და საყვარელ საქმიანობად ფიქრი აქვს არჩეული,ხშირად ფიქრობს თავის წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე.მშობლებმა კესანე დაარქვეს,თუმცა მეგობრებმა სანი შეარქვეს-სულ პოზიტიური და მხიარული იყო.ხახ "მეგობრებმა" მწარედ გეაღიმა და ფეხით აივნის ზემო კიდე მოსინჯა რომ უსაფრთხოდ დაშვებულიყო.ხო ერთ დროს მეგობრებით გარშემორტყმული გოგონა იყო,ყველა იცნობდა და ყველა მასზე ჭკუას კარგავდა.სახლი სანი დღემდე შემორჩა.სალშიც კი სანის ეძახიან და უკვე თვითონაც შეეჩვნია ამას.აივნანზე უსაფრთხოდ დაშვების შემდეგ თავის ოთახში შევიდა.უვეკ მიჩვეული იყო უხმოდ გადაადგილებას ამიტომაც ოთახის მეორე ბოლომდე ისე მივიდა არავინ გაუღვიძებია,უნდოდა კიდევ ცოტახანი დამტკბარიყო მარტოობით.კარადა გამოაღო და იმ დღისათვის ჩასაცმელი აირჩია,ჩვეულებრივი ტანსაცმელი და არა საზეიმო-საკარნავალო კოსტუმი,ხომ იცის რომ მისი კლასეები დღეს გამოპრანჭულები შემოივლიან მთელს სკოლას.არა,არასწორად არ გაიგოთ,მას არ უყვარს კუდაბზიკობა თუმცა თუ ამას სხვა აკეთებს ყურადღებას არ აქცევს.უკვე შეეჩვია ყურადღება არ მიაქციოს ასეთ რაღაცეებს. ახლა რაღა ქნას,ოთახს თვალი მოავლო,აი მთელი ზაფხულია გეგმავს ოთახის მოწესრიგებას მაგრამ ვერადავერ მოაღწია აქამდე.კედლებზე ძველი სურათები,საყვარელი პერსონაჟების პლაკატები და მისი ნახატებია გაკრული,თუმცა არცერთი როკჯგუფის პლაკატი არაა,არც სურათებია რაიმე სახის ტრაგიზმით გადატვირთული უბრალოდ მისი ჩანახატებია ბუნების ხედები და საყვარელი ადამიანების სახეები.ლოგინზე წამოწვა და ის იყო სურათების მიღმა ისტორიებზე უნდა დაეწყო ფიქრი რომ დედამ დაუძახა: -სანი,უკვე გაიღვიძე?მიდი მოწესრიგდი მე კი მანამდე შენს საყვარელ ერბოკვერცხს და ბეკონს გაგიმზადებ -არა დე არ მშია ტკბილი მირჩევნია რამე (მართალია ერბოკვერცხი ძალიან უყვარს მაგრამ დღეს ჭამის სურვილი არ ქონდა.) -კარგი მაშინ კაკაოს და შოკოლადიან ბლინებს დაგახვედრებ -------------------------------------------- პირველი პოსტია და პირველი "ჩანახატი" ასე რომ თუ თქვენს აზრს და შთაბეჭდილებებს გამიზიარებთ გულიანად მოგისმენთ :3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.