შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

''არის რა''-ს პრინციპი (სრულად)


26-06-2015, 00:57
ავტორი Wku
ნანახია 8 822

-როდემდე შეიძლება დედიკო იგლოვო ის მათხოჯი ბიჭი უკვე 24 წლის ხარ
-დედა არ ვგლოვობთქო ვაა,პირიქით ძალიან კარგია რომ ასე მოხდა
-აბა დედიკო,რატო დადიხარ ესე ცარიელ ტარიელივით
-დედა არავინ მიყვარდება და რა ვქნა?
-არაფერი დედიკო,ნუ ბრაზდები უბრალოდ შენთვის კარგი მინდა
დედაჩემთან გაცხარებული სატელეფონო საუბარი კარებზე გაბმულმა ზარმა შემაწყვეტინა.
-უნდა გაგითიშო ვიღაცაა კარებზე
-კარგი,ლიზა იცოდე ჭკვიანად
-კარგი,მომიკითხე მამა და გადარეული
-კარგი
საძინებლიდან სირბილით წავედი კარებისკენ.არც მიკითხავს ისე გავაღე
-ლენა დეიდა როგორ ხართ
ჩემი კარის მეზობელი უსაყვარლესი ლენა გადავკოცნე და კარებიდან გავიწიე რომ სახლში შემოსულიყო
-რავიცი შვილო,დღეს ჩემი შვილი ბრუნდება ამერიკიდან
-გილოცავთ
-ხოდა,ბაზარში მინდა გასვლა და ეს ცანცარა დაიტოვე რა თორემ,ამის ამბავი რომ ვიცი არ დამაცდის არაფერს
-არ არის პრობლემა
-ხოდა კიდევ,გასაღებს დაგიტოვებ და თუ დანიელი მოვა,გაფრთხილებული მყავს რომ გვერდით მეზობელს ექნება გასაღებითქო და თუ არ შეწუხდები..
-არა რა შეწუხებაა,პირიქით ხოიცით როგორ მიყვარხართ და მიხარია რომ გეხმარებით
-ვაიმე,ჩემო ლამაზო ხომ იცი ჩვენც ძალიან გვიყვარხარ,წავედი ეხლა და საღამოს გელოდებით
-კარგით
ლენა დეიდა როგორც კი გავაცილე,მის შვილიშვილს 4 წლის ანამარიას შემოვუბრუნდი.არა სუ მიკვირდა ვის დაემსგავსა ეს ბავშვი ასეთი ლამაზი.მამა ცუდი ბიჭი არაა მაგრამ არც კარგი ,დედაც ნორმალური გოგოა მაგრამ ეს ბავში რაღაც გასაოცრად ლამაზია.
-აბა რა ვქნათ მე და შენ?
-ვიჭორაოთ
თავისი პატარა ხელები ერთმანეთს შემოარტყა და სამზარეულოსკენ გაიქცა.სიცილით მივყევი უკან და მაცივრიდან თავისი საყვარელი ალუბლის ნამცხვარი და ფორთოხლის წვენი გამოვუღე და წინ დავუდე.
-მადლობა
საყვარლად ჩაიტიტინა და ჭამას შეუდგა.ძალიან კარგად ახზრდილი ბავშვია,ჭამის დროს არასდროს ლაპარაკობს და ჭამის წინ ყოველთვის ლოცულობს.ბაბუა,დედის მამა მამაოა და საკმაოდ ეკლესიურად ღზრდიან ბავშვს რასაც მე პირადად მივესალმები.ვუყურებდი პატრა ანამარიას და არ მჯეროდა რომ ასე უცებ გაიზარდა.4 წელია რაც ცალკე გადმოვედი საცხოვრებლად.თავიდან ბატონი გიოგრგი ანუ მამაჩემი ,გაგიჟდა,გადაირია აქ რა გაკლიაო,ყველაფერი გაქო და ცალკე რატო გადადიხარო.მაგრამ ბოლოს როცა მთავარი მიზეზი გაიგო რომელიც ჩემმა უფროსმა ძმამ მოუთხრო,რისი წინააღმდეგიც ვიყავი.მოლბა და გადმოვედი საცხოვრებლად მყუდრო უბანში.9 სართულიანი კორპუსია.მერვე სართულზე მაქ პატარა 3 ოთახიანი ბინა.კოფორტულად მოწყობილი რაც ჩემმა საყვარელმა მამიკომ და დედიკომ უზრუნველყვეს.გადმოსვლის თანავე დავუახლოვდი,ჩემს კარის მეზობლებს ლენა დეიდას და მის ოჯახს.ლენა 3 შვილი ყავს.ერთი ომში დაეღუპა.ერთი ამერიკაში ცხოვრობს თავისი ბიზნესი აქ და საკმაოდ შეძლებულია.არაფერს აკლებს ლენას და მის ძმას.ყევლაზე პატარა მახოა.26 წლისაა ანამარიაც სწორედ მისი შვილია.ყავს უსაყვარლესი ცოლი მედეა.ორივე მუშაობენ და არაფერს აკლებენ ბავშვს.ცალკე გადასვლა არც უფიქრიათ რადგან იციან ლენა არ გაუშვებს,თან ისეთი საყვარელი ქალია მისგან წასვლა საკმაოდ რთულია.არასდროს მინახავს დანიელი მაგრამ ვიცი რომ სიმპატიური მამაკაცია,29 წლისაა და საკმაოდ წარმატებული ამერიკაში.ახლა ჩემი მშობლებიც ამერიკაში არიან მამაჩემის ბიზნესის გამო,ჩემი უფროსი ძმაც მათთან ერთადაა წასული.როდესაც მამას ვკითხე ვინმე დანიელ ლიპარტელიანს ხომ არ იცნობთქო.სულ აქო და ადიდა.ეგ ისეთი კარგი ბიჭიაო,შენს უტვინო ძმას კი არ გავსო.აღმოჩნდა რომ დანიელი და ბექა ძმაკაცები ყოფილან და გამიკვირდა.ფიქრებიდან პატარა ანამარიას ხმამ დამაბრუნა
-ლიზა
-გისმენ
თან მაგიდის ალაგება დავიწყე
-მარტო რატო ცხოვრობ?
არასდროს დაუსვამს ეს კითხვა ჩემთვის
-ასე მირჩევნია
-ანუ ქმარი არ გყავს?
-რა თამაშს მეთამაშები შე პატარა მაიმუნო.არა არ მყავს
-არც შეყვარებული
-არა
გაღიმებულმა ვუპასუხე
-ძალიან,კარგი შენ უნდა გახდე ჩემი ბიცოლა
გაოგნებული ვუსმენდი 4 წლის გაწრიპულ ბავშს და ყურებს არ ვუჯერებდი ნუთუ ამან ეხლა ბიცოლაო მითხრა
-ანამარია ძალიან წახვედი შენ ოცნებებში ხოიცი,ეგ მეორედ აღარ თქვა არსად
თითქოს გაბრაზებულმა ვუთხარი,მანაც თავი დამიქნია და ცივი წვენი მოსვა.
-დღეს ცეკვა არ გაქ ქალბატონო?
-არა,მამიკომ მითხრა დღეს არ წახვიდე დანიელი რომ მოვა სახლში იყავიო
-გასაგებია,წამო რამეს ვუყუროთ
-წამოდი
ძლივს ამოირჩია ერთი ანიმაცია.ისეთი ინტერესით უყურებდა თითქოს პირველად უყურებსო.არადა მთელი ოთახი ამ ანიმაციის გმირებით ყავს მორთული.ისე ვიყავი გართული ამ ანიმაციის ყურებით რომ ზარის ხმა ძლივს გავიგონე.
-ლენა მოვიდა ეტყობა
ვუთხარი ინტერესით მოჩერებულ ბავშვს და კარებისკენ წავედი.ახლაც ისე რომ არაფერი მიკითხავს კარები გავაღე და ჩემს წინ მდგარ უუსიმპატიურეს მამაკაცს გაოგნებულმა შევხედე
-დიახ
ვკითხე და მისი სახის ნაკვების შესწავლა განვაგრძე,როგორი მოვლილი სახის ნაკვთები აქ.
-ბიძია
უცებ გავიგე პატარა ანამარიას ძახილი და დავინახე როგორი მომღიმარი სახით ააფრიალა პატარას სხეული და ძლიერ მკლავებში ჩამალა
-ჩემი კნოპკა
გახარებულმა ჩაილაპარაკა.
‘’როგორ უხდება ღიმილი’’ გავიფიქრე გულში და მათ შემხედვარე მეც გამეღიმა.ამ დროს ლენაც ხმაც გაისმა
-დანიელ
გახარებული წამოვიდა ლენა შვილისკენ
-დედა
ისიც გულში ჩაიკრა და რამსი ცრემლები წამომივიდა ასეთი თბილი დახვედრა რო ქონდათ.
-ბიძია ეს ლიზა,ლიზა ეს ჩემი ბიძია დანიელი
-სასიამოვნოა
ძლივს ამოვიღე ხმა და მის მუქ მწვანე თვალებში დავიკარგესავით
-ჩემთვისაც
უინტერესოდ ჩაილაპარა და ისევ ანამარიას მიუბრუნდა.
-ლენა დეიდა აი თქვენი გასაღები
-მადლობა,დეიდა საღამოს გელოდებით
გაღიმებულმა მივუხურე დედა შვილს კარები და სახლში შევბრუნდი.
-რა ეტყობა ეხლა ამას 29 წლისობის
ჩემთვის ჩავილაპარაკე და ოთახში შევედი.ლოგინზე მიგდებული ტელეფონი ავიღე და მარიამის ნომერი ავკრიფე
-მარუშ რას შვები?
-ვიყინები
-მერე,ირაკლი მანდ არ გყავს უთხარი და გაგათბობს
სიცილით ვუთხარი მის საქმროზე
-აუ,ლიზა რა
-გავიდეთ ჩვენს კაფეში?
-კაი, ნახევარ საათში იქ ვარ
-კარგი,გაკოცე
ვუთხარი და გავუთიშე.კარადის კარები გამოვაღე და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე.შავი ელასტიკი,თეთრი გრძელმკლავიანი მაიკა და გარედან შავ-თეთრი ბეწვის მომსასხამი.ფეხზე თბილი შავი ოდნავ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამოვიცვი და თმები კუდად ავიწიე.სახლის კარები კმაყოფილმა გამოხურე და კიბეებს დავუყევი რომ უკნიდან მახოს ხმა მომესმა
-ლიზა
-ხო,მიშკა
-დღეს საღამოს ხომ მოხვალ
-არვიცი,ვეცდები
-იცოდე,გელოდებით
-კარგი
სანამ კიბეებს ჩავირბენდი გავიგონე როგორ უთხრა მიშკამ დანის
-კარგი გოგოა
-ნუ,არის რა
‘’არის რა’’-ო,ხოარის ღირსი დააჩიჩქნო ის თვალები.უკმაყოფილომ დავიხედე ზედ.ნუ ეხლა რა ვქნა ზოგიერთივით აირბაგები და საზამთროები არ მაქ სხეულზე მაგრამ არც ჩემს ფორმებს ვუწუნებ რამეს.სახის ნაკვთებს ხომ საერთოდ.უამრავი თაყვანისმცემელი მყავს,არ ვყეყეჩობ მართლა მასეა,სამსახურშიც და ისეც.
გაბრაზებულმა დავქოქე ჩემი პატრა მინი კუპერი და ადგილს მოვწყდი.პატარა და მუშაო ამ მანქანაზეა ნათქვამი.10 წუთში უკვე კაფის ავტოსადგომზე ვაყენებდი მანქანას.კარები დაღონებულმა შევაღე და ბარმეს ხელის აწევით მივესალმე.ეს კაფე ჩემი ნათლიისა და ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქ.ჩვენს ადგილას წავედი და მარიამს წინ დავუჯექი.ყურადღება არც მოუქცევია ტელეფონში იყო ჩამფლული.აშკარა იყო რომ ირაკლის ემესიჯებოდა
-შენი სახელი მესროლე ლამასო
დაბოხებული ხმით ვუთხარი და მის რეაქციაზე სიცილი ამიტყდა.დაბნეულმა ამომხედა.
-გოგოებო როგორ ხართ
-კარგად ვატო,შენ როგორ გიკითხო
ღიმილით მოვიკითე მეგობარი
-რავიცი,აბა,იგივე?
-მე ვაფლი,ნაყინით და ბანანით და ფორთოხლის წვენი
-მე ბრაუნი და ჩაი
ღიმილით უთხრა მარიამმა-
და ისევ ტელეფონს მიუბრუნდა
-აუ მომისმინე ბრაუნ,მეც აქ ვარ
გაბრაზებულმა ავუქნიე ხელი
-რაღაც უნდა გითხრა
-რა?
-ნიკუშა და ლენკა
-მერე
-შვილი ეყოლათ
ხმა ვერ ამოვიღე უბრალოდ ნიკუშას ხელში აყვანილ ბავშვს ვუყურებდი.რამდენჯერ გვიოცნებია და დაგვისახავს რას დავარქმევდით ბავსვშს ან როგორ ავღზრდიდით.მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ ის მოხდებოდა რაც მოხდა
-ვულოცავ
ნაძალადევი ღიმილით ვუთხარი და ვაფლს წვალება დავუწყე
-მაინც თავისას მიაღწია მაგ ბოზმა,რამდენი იჩალიჩა ჯერ ლოგინში ჩაუხტა და დაგაშორათ ეხა შვილი გაუჩინა და ვითომ ბედნიერი ოჯახია,არადა იმდღეს ნიკუშა ეუბნებოდა ირაკლის,ლიზა მენატრება სიკვდილამდეო
-გეყოს მარიამ,რაც იყო წარსულში დარჩა,არ მაინტერსებს,აქ ამ თემის განსახილველად არ მოვედით
-კარგი,ჩუმად ვარ
ამ დროს მარიამის ტელეფონმა დარეკა
-ხო იკა
-...
-ლიზასთან ერთად ვარ
-..
-მოგიკითხა
მითხრა
-ჩემგანაც
ჩაფიქრებულმა ვუპასუხე და ვაფლს დავაკვირდი.მთლიანად გადავეშვი წარსულში ,აღარ მესმოდა რას ლაპარაკობდნენ იკა და მარიამი.
...
22 წლის ვიყავი ნიკუშა რო გავიცანი.ირაკლის დაბადების დღეზე.ძალიან საყვარელი ბიჭი ,საშუალო სიმაღლის,შავგვრემანი ყავისფერი თვალებით.მისი უსაზღვრო იუმორით და მანერებით მოვიხიბლე.მაგ დღის შემდეგ იყო შემთხვევით შეხვედრები უნივერსიტეტთან.სახლშ გაცილებები და ახალი წლის ღამეს სიყვარულის ახსნა.ნიკუშა 25 წლის იყო.უბედნიერესი ვიყავი მსი გვერდით.აღმოჩნდა რომ ჩემი ძმაც იცნობდა.ჩემმა სამეგობრომაც ადვილად მიიღო.მისმა სამეგობრომაც ადვილად მიმიღო გარდა ლენკასი.იმ დღეს კაფეშივე მივხვდი რომ რაღაც ვერ იყო რიგზე.მაგრამ ყურადღება არ მივაქციე.მერე გავიგე რომ ბავშვობიდან ყვარებია ლენკას ნიკუშა,ნიკუშა კიდევ როგორც დას ისე უყურებდა.ვენდობოდი ნიკუშას.ჩემმა ოჯახის წევრებმაც გაიცნეს.მისი ოჯახის წევრებიც გავიცანი.ჩემი დაბადების დღე იყო,მთელი დღე ველოდებოდი ნიკუშას ის კი არ ჩანდა,ბოლოს განერვიულებულმა კლუბი დავტოვე და სახლში ავაკითხე,ჩემი მშობლების სახლთან საკამოდ ახლო ცხოვრობდა.კარები ღია დამხვდა,სახლი ნაომარს გავდა,მის ოთახში კი ერთმანეთზე ახლართული ლენკას და ნიკუშას სხეულო იყო.არაფერი მითქვამს ჩუმად დავტოვე მისი სახლი,მეც მქონდა მისის სახლის გასაღები.ჩუმად დავდე იქვვე ჩვენს ფოტოსთან და სახლიდან გამოვედი.კლუბში მივბრუნდი,ისე ვიქცეოდი რომ ვერავინ მიხვედრილიყო რო ძალიან ცუდად ვიყავი,განადგურებული ვიყავი.ტელეფონი გავთიშე და მეორე დღეს უამრავი მესიჯი და ზარი დამხვდა.მხოლოდ ერთი მესიჯი მივწერე ‘’მშვიდობით,სასიამოვნო იყო შენი გაცნობა’’ და მანდ დამთავრდა ყველანაირი ჩვენი ურთიერთობა.მისი დანახვა არ მინდოდა ამიტომაც ცალკე გადავედი საცხოვრებლად და მალევე ჩემი მშობლებიც წავიდნენ ამერიკაში.მას შემდეგ იმ უბანში არ ვყოფილვარ და მასსზეც არაფერი გამიგია.
-მისმენ ლიზა
ხელი ამიქნია მარიამმა
-კი,გისმენ რა ხდება
-ტელეფონი გირეკავს
ახლაღა შევამჩნიე ჩემი ამღერებული ტელეფონი,ღიმილით გავუსვი ხელი
-ხო მიშკა
-მიშკა კიარა გოგო
-ხო
-აქ ვერ ვიშოვეთ და რო წამოხვალ თუ არ გეზარება ანამარიას ალუბლის ნამცხვარი წამოუღე თორე გადაგვდა მთელი ოჯახი და დანიელიც გააგიჟა შენ რო მომიტანე ეგეთი არ მინდა,ლიზასთან რომ ვჭამე ისეთი ნამცხვარი მინდაო
-კარგი წამოვუღებ
ღიმილით ვუპასუხე
-და ხარ რა
-აფერისტო
-გელოდებით
ტელეფონი გავთიშე და ვატოს ვანიშნე მოსულიყო
-გუშინ ალუბლის ნამცხვარი რო წავიღე,ხო გახსოვს?
-ხო
-აი ეგ მინდა კიდევ 10 ნაჭერი ხო გაქვთ
-კი,ჩაგიდებ ეხლავე
-მიდი,მადლობა
-რა ხდება?
დაინტერესებულმა იკითხა მარიამმა და შემომხედა
-არაფერი, ჩემი მეზობელი ხოიცი ლენა
-ხო
-შვილიშვილი რო ყავს ანამარია ,მაგას ვაჭამე დღეს ნაცხვარი და თურმე ეხა გადაუდგამს ოჯახი და ბიძამისი გაუგიჟებია ესეთი არ მინდა ლიზასთან რომ ვჭამე ისეთი მინდაო
-ვაიმე,მაგის ბიძა ხო დაღუპულია
-კიდე ყავს,ამერიკაში რო იყო ეგ ჩამოვიდა
-მერე
-რა მერე?
თითქოს ვერ მივხვდი რაზე უმიზნებდა ისე ვკითხე
-როგორი?
-არის რა
გაღიმებულმა ვუპასუხე
-რამდნეი წლისაა?
-29
ვეღარაფრის თქმა მოასწრო,ვატო მოვიდა და ნამცხვრის ყუთი წინ დამიდო
-მადლობა ჩემი კარგო,ჩემზე მიაწერე და ხვალ გამოვივლი კაი?
-კაი
-მარიამმ უნდა დაგტოვო
-კარგი
მხრები აიჩეჩა
-ესე ადვილად მიშვებ
გაკვირვებულმა ვკითხე
-ირაკლი მოვა ეხლა ირაკლი
-ოხ,პრინცი მობრძანდება?
-დიახ
სკამზე გასწორდა და ყელი მოიღერა
-კარგი წავედი ჯულიეტა
სიცილით გადავკოცნე და გასასვლელისკენ წავედი.მანქანა გაღიმებულმა დავქოქე და სახლისკენ წავედი.გზად ფორთოხლის წვენიც ვუყიდე და სწრაფად ავირბინე კიბეები.კარებზე დავაკაკუნე და დაველოდე როდის გააღებდნენ.
-ლიზა მოვიდა
დაიძახა მედემ და გადამკოცნა
-ვაიმე,გაგვაგიჟა, რა ნამცხვარი აჭამე ასეთი
-საიდუმლოა
სიცილით ვუთხარი და მისაღებში შევედით.
-ეს ვინ მოსულა
გაღიმებული წამოვიდა ჩემსკენ მიშკა და გადამკოცნა
-ეს გოგო ჩემო დანი არის ოქრო გოგო,ძალიან ახლობელია
-მივხვდი
-როგორ?
-მიშკას რო გეძახის და არა მახოს
გაიცინა დანიმ.’’როგორ უხდება სიცილი’’
-ლიზა ეს ჩემი ბედოვლათი ძმაა დანიელი
-ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთ ,არა ლიზა
გაღიმებული მიყურებდა
-დიახ
ძლივს ამოვღერღე და ჩემსკენ გამოქცეული ანამარია ხელშ ავიყვანე.მისკენ არ შემიხედავს მაგრამ ვგრძნობდი როგორ მიყურებდა.
-მოდით ყველანი სუფრასთან
დაიძახა ლენამ და ყველა სასტუმრო ოთახში მიგვიწვია.
-ერთი მაგარი აზრი მაქ
იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო და ყველას შემოგვხედა
-აბა,მიშკა გაგვანდე შენი ბრძნული აზრი
-იანვარია,ცივა,თოვლიც არ მოდის თბილისსში და წამო ბაკურიანში ავიდეთ ძაან მაგრა გავერთობით,ლიზაც წამოვა,რამდენი ხანია თან დანიც არ ყოფილა სუფთა ჰაერზე და მეც ერთი კვირით ავიღებ შვებულებას
-კარგი აზრია,ბავშვისთვისაც კარგია და ლენაც დაისვენებს თან როგორ უყვარს თოვლიანი მთები
წამში აყვა ქმარს მედეა
-ძალიან კარგი აზრია
დაენთანხმა დანიც და მე შემომხედეს
-არ ვიცი,ძალიან კარგი აზრი კი არის მაგრამ მამას უნდა რუსეთში წავიდე რო იქ რამოდენიმე პარტნიორს უნდა შევხვდე ერთი ქართველიცაა და გააჩნია როდის წავალ
-კაი რა ლიზ,გთხოვ
მედეა მხარზე ხელი დამადო და მუდარით შემომხედა
-კარგი ხო,ვეტყვი მამას ცოტახნით გადადოს შეხვედრა,მეც ცოტას დავისვენებ და უკეთ დავალაგებ აზრებს
გავუღიმე და გახარებული ანამარია კალთაში ჩავისვი.
-ჩვენს მოგზაურობას გაუმარჯოს
წითელი ღვინის მოკალი მაღლა აღმართა მიშკამ და ხმამაღლა განაცხადა
-გაუმარჯოს
ყველამ ერთხმად შევყვირეთ და ჭიქები ოდნავ მივადეთ ერთმანეთს
-როდის წავიდეთ
კითხვით გამოვიდა დანი
-ხვალ
-ძალიან კარგი,ჩემს მეგობრებსაც ვეტყვი და ისინიც წამოვენ
ღვინო მოსვა დანიმ და შემომხედა.მეც ჯიუტად შევხედე და დაჰიპნოზებული ვერ ვაცილებდი თვალს.გონს ანამარიას წუწუნმა მომიყვანა
-ნამცხვარი მინდა
-ანამარია,დედიკო საკმაოდ მიირთვი უკვე
-აუ,მინდა
-ანამარია ცუდად გახდები,გასუქდები
-ოო
ბუზღუნით ჩახტა კალთიდან,სათამაშოს ხელი დაავლო და ოთახში შევარდა
-მიგეცა ერთი რას უზამდა
შეეცოდა ბებიას შვილიშვილი
-არა,ლენა ძაან ათამამებ და არ შეიძლება,ნუ გეცოდება ასე უკეთესია მისი ორგანიზმისთვის და მისთვისაც,სულ რომ დაუთმო თავზე გადავა და ძალიან ცუდი ხასიათები ჩამოუყალიბდება
-ხო,ეგეც მართალია
საათს რომ შევხედე ისე გასულა დრო რომ უკვე 12 ხდებოდა
-კარგით ახლა დაგტოვებთ მე დაგვაინდა უკვე
ფეხზე წამოვდექი და მოსასხამი ავიღე
-სასიამოვნო იყო შენი გაცნობა დანიელ
-ჩემთვისაც ლიზა
გამიღიმა და ისევ მიშკას მიუბრუნდა
-ხვალ 8ზე გავდივართ მომაძახა მიშკამ
-კარგი.ღამემშვიდობს
-შენც ჩემო ლამაზო
ლოყაზე მაკოცა ლენამ და სახლის კარები გავაღე.როგორც კი შევედი ყველანაირი დაძაბულობა მომეხსნა.არასოდეს ვყოფილვარ ასეთი დააბული ლენასთან პირიქით ყოველთვის გახსნილი ვიყავი მაგრამ დღეს თითქოს რაღაც მბოჭავდა.’’რაღაც კი არა ვიღაც’’ ამომძახა ალტერეგომ.სწრაფად გადავივლე და ჩემოდნის ჩალაგება დავიწყე.2 საათი იყო ყველაფერი რომ დავამთავრე და ჩემს მშობლებს დავურეკე.მამამ ერთ-ერთი პარტნიორი მაინც ვერ ახერხებდა მოსვლას და როგორც კი ჩამოხვალ გადაფრინდიო.მეც რათქმაუნდა დავთანხმდი.მთელი ღამე ვერ დავიძინე.ბოლოს წოლა რომ მომბეზრდა სამზარეულოში გავედი ალუბლის ნამცხვარი გადმოვიღე ,ყავაც გავიკეთე და მისაღებში ტელვიზორის წინ მოვკალათდი.ფილმს საერთოდ არც ვუყურებდი მგონი,სულ იმაზე ვფიქრობდი რა მოხდებოდა ბაკურიანში.საათი იყო რომ მაღვიძარას ხმამ მომიყვანა გონს.ყველაფერი მტკიოდა დივანზე წოლისგან.სწრაფად წამოვდექი,გადავივლე,ყველაფერი გადავკეტე და ზუსტად რვა საათზე უკვე ჩემოდნებს ვალაგებდი მანქანაში.
-დანი შენ ლიზასთან ერთად წამოდი,ამხელა გზაზეე თან მარტო ძნელია
უთხრა მიშკამ,დავიანახე როგორ დაუბრიალა თვალები დანიმ მიშკას
-არ არის პრობლემა,თუ არ უნდა ნუ წამოვა,არ გამიჭირდება მარტო სიარული
ირონიულად გავუღიმე და მანქანის კარები გამოვაღე.სიმღერა ჩავრთე და მანქანის დაძვრას ვაპირებდი რომ უცბად გაიღო კარები და დანი შემოხტა მანქანაში.გაოცებულმა შევხედე გაღიმებულ დანის და ისევ წინ გავიხედე
-ჰა,ეხა წავედით
ხელები ერთმანეთ შემოარტყა და ღვედი შეიკრა.მანქანა დავძარი და სწრაფად გავიყვანე უბნიდან.
-ასე სწრაფად თუ იარე მოყინულ გზებზე ალბათ სადმე გადავიჩეხებით
ირონიულად ჩაილაპარაკა
-თუ არ ენდობი ჩემს გამოცდილებას და ტარებას შეგიძლია ჩაბრძანდე და შენს მეგობრებთანე რთად წამოხვიდე
არც მე დავაკელი და სიმღერას ავუწიე.თავი სიცილით გააქნია და ფანჯარაში გაიხედა.
-შეყვარებულმა თუ იცის რო ბაკურიანში მიდიხარ?
-არ მყავს
არც გამიხედავს მისკენ ის ევუთხარი
-კაიი,მატყუებ
გაიოცა გეგონება რამე სენსაცია ვუთხარი
-არა რას გატყუებ სერიოზულად ვამბობ
-ეხა არ მითხრა რო არც მყოლიაო
-მყავდა
-მერე რატო დაშორდი
ყელში რაღაც გამეჩხირა როდესაც გუშჰინდელი ფოტო დამიგდა თვალწინ
-გრძელი ამბავია
-დროც ბევრია
-არვიცი,არ ღირს ამაზე საუბარი
კენტად ჩამოგორებული ცრემლი მუჭით მოვიწმინდე და გზას გავხედე
-კაი,არ იტირო არ მომიყვე არ მინდა
ხმა მის მერე აღარ ამოგვიღია.მთელი გზა სიმღერების ხმა იყო გამეფებული მანქანაში.ჩასვლისთანავე დავბინავდი მამაჩემის სასტუმროში რომელიც ახლადგახსნილი იყო.არ ვყეყეჩობ მართლაც რომ საოცარი ხედები და მომსახურება აქ.რათქმაუნდა ყველა ნომერი უფასო იყო ჩვენთვის.4 ოთახი ავიღეთ.ჩემთვის,პატარა ოჯახისთვის,ლენასთვის და დანისთვის.ისე მოხდა რომ ლენას და ჩემი ოთახები გვერდიგვერდ იყო რაც ძალიან გამიხარდა რადგან მიშკას და დანის ოთახები ჩვენს ერთი სართულით ზემოთ იყო.მალევე დავბინავდი და სასადილოში ჩაავედით
-რა სილამაზეა ლიზა,არ უნდა შეწუხებულიყავი რა
დაიწყო მედემ
-აი კაი რა,ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავთ და ვსიო არ გავიგო ამაზე საუბარი მე
-მადლობა დიდი ჩემი ოქრო გოგო ხარ
ლოყაზე მაკოცა ლენამ და მიმტანს გახედა
-ოხ,ეს ვინ მოსულა
-დიტო
გახარებული გადავეხვიე ჩემს მეგობარს
-აქ საიდან,ნინო როგორაა?
-მოგიყვები მერე კაი?
მის თვალებში სევდა ამოვიკითხა ამიტომაც უხმოდ დავუქნიე თავი
-კარგი,აბა რას ინებებთ
როგორცკი ვისადილეთ.იქვე სასტუმროს კაფეში დავსხედით,ლენამ მგზავრობამ დამღალაო და ნახევრად მიძინებულ ანამარიასთან ერთად ოტახში ავიდა.
-რას ინებებთ?
-მე ცხელი შოკოლადი და ალუბლის ნამცხვარი
-3 ყავა და შოკოლადის კეკსი
-ახლავე
როგორცკი მიმტანმა დაგვტოვა მიშკამ თავისი ბრძნული მზერა მიიღო
-დღეს დავისვენოთ და ხვალ ვისრიალოთ და გავერთოთ
-კარგი აზრია,თან სადაცაა ჩემი მეგობრებიც ჩამოვლენ
-რომელ სასტუმროში უნდა დაბინავდნენ?
კითხა მედეამ
-სახლი აქვს ჩემს მეგობარს აქვე სასტუმროსთან ახლოს და მანდ
-აა,გასაგებია,ჩვენი შეკვეთაც მოიტანეს
სანამ პატარა ნაჭერ ალუბლის ნამცხვარს პირში ჩავიდებდი რამის უკან გადმომვარდა როცა დავინახე როგორ ადგა ღიმილით დანიელი და ვიღაც გოგო შეახტა და პირდაპირ ტუჩებზე დააკვდა.ხველება ამიტყდა და შოკოლადი მოვსვი.
-უკაცრავად
-რაიყო არ გინახია როგორ კოცნიან ბიჭებს
გაიწელა გოგო და დანის შევხედე რომელიც გაოცებული მიყურებდა
-არა თქვენ რა შუაში ხართ უბრალოდ მოულოდნელი იყო
-უიმეე კაი ხო,დანუშკი როგორ ხარ?
-კარგან ნატა შენ?
-შენგან დავიწყებული როგორ ვიქნები
-კარგი ნატა ჩვენც მიგვიშვი
მომენმა უკნიდან ხმა და ინსტიქტურად მივტრიალდი,სამი ახმახი იდგა და იღიმოდა.მათ უკან კი სამი საკმაოდ ლამაზი გოგონა მოყვებოდა უკვე
-ჩემი ძმები და რძლები
გამხიარულდა დანი და თითოეული ჩაიკრა გულში
-მომენატრეთ ძაან
-ჩვენც ტო ჩვენც
-გამარჯობა,მიშკა როგორ ხარ?
-რავიცი დავით კარგად შენ როგორ გიკითხო
-რავიცი აბა
-მედეას უკვე ვიცნობთ და ამ ლამაზ ქალბატონს რაღაც უცხო სახე აქვს
-გაიცანით ეს ჩვენი ოჯახის ახლობელი ლიზაა
-სასიამოვნოა,მე დავითი ჩემი ცოლი მირანდა,ეს ვახო და ლიაკო,ეს ჩაპუტკუნებული კი ლევანი და ლილე
-სასიამოვნოა
გავუღიმე და მაგიდასთან მოვიპატიჟე,როგორც კი შეკვეთა მისცეს
-აუ ამხელა სახლი გვაქ და სასტუმროში რატო ყრით ფულს,თან ძაან გაიწეწებით რა
-არ ვიხდით ფულს,ეს ლიზას მამის სასტუმროა და დაგვპატიჟეს
-აა,უკაცრავად
-არაუშავს,მე დაგტოვებთ გზამ იმოქმედა ჩემზე
-ხო,ადი თან დაძაბული იჯექი სჭესთან
თბილად გამიღიმა დანიმ და მასზე მიყუდებულ ‘’ნატაშკას’’ ხელი გადახვია.ბოღმისგან რამის გავსკდი
უკან გამოვბრუნდი და მიმტანს ველაპრაკებოდი როცა გავიგე
-აუ,ხო მაგრი მძღოლია,მაგაზე მაგრად მგონი ბევრი კაციც ვერ ატარებს
აშკარად მედეას ხმა იყო
-არის რა
უპასუხა დანიმ და კიდევ ერთხელ მინოდა მივარდნილიყავი და თვალები დამეგლიჯა მისთვის.ოთახში როგორცკი ავბრუნდი მაშინვე ამოვალაგე ტასაცმელი.გადავივლე და ტელეფონზე დედას დავურეკე.ისე შევყევი ლაპარაკს რომ ძლივს გავიგე კარებზე კაკუნი,სწრაფად გავაღე და დაბღვერილი დანი დამრჩა ხელთ.
-ხო,მშვიდობაა
-არ უნდა მოქცეულიყავი ასე
დავიბენი,ვერ მივხვდი რა უნდოდა
-როგორ?
ამოვილუღლუღე შეშინებულმა
-რა და არ უნდა გადაგეხადა ფული,არ არის საჭირო,რაც გააკეთე ისიც იკმარე
ბრძანებას უფრო გავდა მისი ტონი
-უკაცრავად?თუ არ გინდა ეხა ძაან მაწყენინო და გამბრაზო ვითომ ეს სიტყვები არ გითქვამს,სანამ ჩემს ტერიტორიაზე ხარ,ფულს არაფერში გადაიხდი გასაგებია?თუ არ მოგწონს გადადი ნატაშკასთან
გავცოფდი,არ ვიცი ეს რატომ ვუთხარი მაგრამ თითქოს გული მოვიფხანე
ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ და შიშისგან რამის წავიქეცი.ლოყაზე ნაზად მაკოცა
-ნუ ეჭვიანობ,პატარა ქალო
‘’ეჭვიანობო’’ .აი ეხა კი დავთხრი თვალებს
-უკაცრავად და რატომ უნდა ვიეჭვიანო?
მხრები სიცილით აიჩეჩა და გავიდა.
-იდიოტი
ჩავიბურტყუნე და მარიამს მივწერე რომ ჩამოსულიყვნენ მაგრამ ვიცი უარით გამომისტუმრა არ სცალია ირაკლისო.მერე ვაჩეს მივწერე იქნებ ნათლია მაინც ჩამოვიდესთქო მანაც უარით გამომისტუმრა.გაბრაზებული ჩავედი კაფეში და დიტოს დავუძახე.ჩაი შევუკვეთე .
-დიტო აბა რატომ გაქ ესეთი თვალები?
-აუ ლიზ,როგორ ვთქვა რა,გაცოფებული ვარ
-რატო?
-ნინიმ მიღალატა
-რაა
მაგაზე პატიოსანი გოგო მეგონა არ დადიოდა მთელს მსოფლიოში,ბიჭისთვისაც არ ქონდა ნაკოცნი პირველი იყო დიტო ყველაფრით
-ეხა რას შვები?
-რავი,შენ ძმას ვეხვეწე რო არ მინდოდა ოფისსში მუშაობა,რამე ისეთი მინდოდა ხალხთან კონტაქტი რომ მქონოდა,შენნმა ძმამ ვერ მოიფიკრა ზატო მე მოვიფიქრე და აღმოვჩნდი ამ ოქრო ხალხში
გაიცინა და ჩაი მოსვა
-ძალიან მენატრებით ყველა,როგორ გაიფანტეთ,ყველა საზღვარგარეთა,შენ აქეთ ხარ
-მეც მომენატრე,შე პატარა კუდრაჭა
გულზე მიმიხუტა და თავზე მაკოცა.დიტო ჩემი ძმის ბავშობის მეგობარი იყო.ობბოლი იყო და ბავშობიდან თავის თავს თვითონ არჩენს.წამოსვლის წინ გადავეხვი დიტოს და დავინახე როგორ გვიყურებდა დანი და გეფოცებით ცოტაც და ალბათ ბოლს გამოუსვებდა.ლოყაზე ვაკოცე დიტოს და ოთახისკენ წავედი.მშვიდად მეძინა სანამ მეზობელი აივნიდან კისკისის ხმა გავიგე მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.მეორე დილით ადრე ავდექი და სასრიალოდ წავედი.
''არის რა''-ს პრინციპი (სრულად)

მთელი 2 საათი ვისრიალე და ბოლოს კაფეში დავჯერი და ცხელ შოკოლადს ვსვავდი როცა დავინახე ხელიხელ გადახვეული ნატა და დანი.ხელები ისე ძლიერად მოვუჭირე ჭიქას თითები რომ ამეწვა და სწრააფდ დავდე.მაგ საღამოს კარგად გავერთეთ.ანამარიაც საკმაოდ კარგად გაერთო,ვიგუნდავეთ,ვიცინეთ მაგრამ ეს ყველაფერი დანსი გარეშე.საღამოს ვახშმის შემდეგ ცოლ-ქმარი სადღაც გაიპარნენ,ლენაც ანამარიას დავაძინებო.ისევ მარტო დავრჩი ამიტომაც მეც მალე ავედი ოთახში.ნაოშნიკებში სიმღერებს ვუსმენდი თან ოთახისკენ მივიდოდი როცა დავინახე როგორ შედიოდნენ დანი და ნიტა ხვევნა კოცნით ჩემს გვერდით ოთახში.მერე გაამხსენდა დღეს ნათქვამი ლენას სიტყვები კიდევ კარგი ოთახი გავუცვალე დანის იცი რა კარგი ხედიაო.
-ეხა უსმინე მთელი ღამე ამის კვნესას
ამოვიბურტყუნე და ოთახში შევედი.გადავივლე და ლოგინში ჩავწექი.შუაღამე იყო მამაჩემმა რომ დამირეკა ტელეფონზე
-ხო მამ
-მამი,აი ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ სასწრაფოდ უნდა გაფრინდე მოსკოვში თორემ ვკარაგვთ პარტნიორს,ქართველმაც ვნახოთ თუ შევძლებ ჩავალო,თუ არა არაა პრობლემაო,აი ძალიან გთხოვ რა
-არაა მა პრობლემა,ხვალვე წავალ შენ ბილეთები დამიჯავშნე
-კარგი მამიკოს ოქრო ხარ დ აბოდიში რა
-რისი ბოდიში
მაშინვე წამოვდექი ბარგი ჩავალაგე და ქვევით ჩავიტანე.რესეფშენში წერილი დავტოვე და სასტუმრო დავტოვე.სწრაფად ვატარებდი მანქანას რომ მალე უნდა ჩავსულიყავი თბილისსში.გამთენია 7 საათი იყო რომ ჩავედი და მაშინვე ლენას დავურეკე,ვიცოდი ეღვიძებოდა
-ლენა დეიდა აი მაპატიეთ რა მაგრამ თბილისსში ჩამოსვლა მომიწია რა აი ძალიან დიდი ბოდიში,მოსკოვში მივდივარ დღეს და ვერაფრით დაგემშვიდობეთ ძალიან გვიანი იყო,თვქენ გაერთეთ ყველანი გაფრთხილებულები არიან და რამე თუ დაგჭირდეთ აუცილებლად გააკეთებენ
-ვაიმე დედიკო არაუშავს,მშვიდი ფრენა,რატო წუხდები ჩემო ლამაზო
-არ ვწუხდები ლენა დეიდა,ბავშვებსაც ბოდიში მოუხადეთ დაანამარია ჩამიკოცნეთ
-კარგი დედიკო
მალევე გამოვიცვალე და აეროპორტში წავედი.მთელი ღამის უძინარს თვითფრინავში გემრიელად მეძინა.მოსკოვში ისე ციოდა რომ რამის იქვე მივეყინე.კიდევ კარგი მეორე დღეს მქონდა შეხვედრა თორე იქვე ჩამეძინებოდა.კარგადგამოვიძინე და მეორე დღეს გრძელი მუხლებამდე შავი კაბა ჩავიცვი,კრემისფერი მაღალქუსლიანი,თმები დავიხვიე და გავიშალე და ბეწვის ქურქი მოვიცვი.პატარა ჩანთა და დოკუმენტები ავიღე და რესტორნისკენ წავედი.
''არის რა''-ს პრინციპი (სრულად)

იქ მისულს 2 შუახნის მამაკაცი მეუღლეებთან ერთად დამხვდა.ბებია დედის მხრიდან რუსი მყავდა ამიტომაც თავისუფლად ვსაუბრობდი რუსულად
-მოგესალმებით
-მოგესალმებით
თავი დამიკრეს და მაგიდასთან მიმიპატიჟეს
-ახლა მოვა ჩვენი კიდევ ერთი პარტნიორი,დღეს ჩამოვიდა საქართველოდან და გზაშია უკვე და დავუცადოთ მანამდე ჩვენ შევუკვეთოთ რამე
-თანახმა ვარ
შეკვეთა მივეცით,მე მსუბუქი სალათი და თეთრი ღვინო შევუკვეთე.
-აი ისიც მოვიდა
ფეხზე წამოვდექი რომ რუსულად მივსალმებოდი რომ ერთ ადგილას გავქვავდი მომღიმარი დანიელი რომ დავინახე.
-გამარჯობა ლიზა
-კი მაგრამ შენ ბაკურიანში არ ..
-ხო ლიზა ბაკურიანში დამტოვე მაგრამ სასწრაფო შეხვედრა მქონდა და წამოვედი
არ დამაცადა საუბარი
-ნატაშკა მოიწყენს
ირონიულად ვუთხარი და მასპინძლებს გავხედე.დიდხანს ვისაუბრეთ,ბევრი ვიკამათე.ზოგჯერ რამოდენიმეჯერ კინაღამ დავიბენი დანიელის დაჟინებულ მზერას რომ წავაწყდი.მაგრამ ბოლოს მაინც შევთანხმდით.
-სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა ქალბატონო ლიზა
-ჩემთვისაც ბატონო ვლად
რესტორნიდან გამოსულმა ტაქსი გამოვიძახე და ტაქსში ჩაჯდომას ვაპირებდი რომ ტაქსის კარები ვიღაცამ დაიჭირა და ტაქს უთხრა წასულიყო
-ე,რას აკეთებ
-მანქანით ვარ თან ერთი გზა გვაქ
-რაიცი?
-ჩემს სასტუმროში ვინ დაბინავდა ეგ არ უნდა ვიცოდე?
ხმა არ ამომიღია ისე ჩავჯექი მანქანაში და ღვედი შევიკარი.
-ზეგ მივდივართ და ხვალ ქალაქი ხომ არ დავათვალიეროთ
-არ ვიცი,რატომ არ მიტხარი მამაჩემის პარტნიორი რომ იყავი
-სურპრიზი ჩამეშლებოდა
-კაი რა
ამოვიბუზღუნე და ღამის მოსკოვს გავხედე
-ანუ ხვალე ვსეირნობთ?
-ვნახოთ
მხრები ავიჩეჩე.დანარჩენი გზა ჩუმად ვისხედით.სასტუმროში მისვილისას სანამ ოთახში შევიდოდი მკავზე დამეკიდა და ყურზე მიჩურჩულა
-ულამაზესი იყავი
ხმა არ ამომიღია ისე შევედი ოთახში.მთელი ღამე არ მეძინა.თან ვბრაზობდი ჩემს თავზე რომ მის ყოველ დანახვაზე ვიბნეოდი თან მახსენდებოდა მისი და ნატაშკას ხვევნა კოცნა გამახსენდა და ბოლოს ძლივს ჩამეძინა.დილით ვიღაცის ხელის შეხებამ გამომაფხიზლა და შეშინებული წამოვფრინდი საწოლზე.
-შენ დებილი ხარ? ან როგორ შემოხვედი ან აქ რა გინდა ვაბშე?
-აივნის კარები უნდა ჩაკეტო ხოლმე
-იდიოტო გადი ოთახიდან დროზე
-კარგი მაგრამ ერთი პირობით,1 საათში ქვევით გელოდები გავისეირნოთ
-კარგი
ზუსთად ერთ საათში ქვევით ვიყავი
-კარგად გამოიყურები
-მადლობა
დიდხან ვისეირნეთ
-მედეამ მომიყვა შენი ისტორია
ცხოვრებაში პირველად გავბრაზდი მედეას გრძელ ენაზე
-ხოო
-ხოო,არაკაცი ყოფილა
-ყველა ერთნაირი აღმოჩნდება ზოგი დასაწყისსში ზოგიც ბოლოში
ორაზროვნად ჩავილაპრაკე და გავხედე
-რას გულისხმობ?
-არაფერს კაი,მიდი ფოტო გადამიღე
''არის რა''-ს პრინციპი (სრულად)

ბევრი ფოტოები გადავიღე,რამოდენიმე სელფიც,ბოლოს კაფეში დავსხედით
-გოგონას ალუბლის ნამცხვარი და ცხელი შოკოლადი,მე კაპუჩინო და შოკოლადის ნამცხვარი
-დაგიმახსოვრებია
-არ იყო ძნელი
-დიტო შენი ვინ არის?
-ნატა შენი ვინ არის?
გაიცინა
-სიმართლე ვთქვა?
მხრები ავიჩეჩე
-უბრალო ნაშაა
-დიტო ბავშობის მეგობარია და ოჯახის ახლობელი
-კარგია
გაიღიმა და კაპუჩინო მოსვა.ბევრ საინტერესო თემაზე ვისუბრეთ
-არ მინდა აქედან წასვლა,ძალიან კარგად ვგრძნობ შენთან ერთად თავს
-კარგია აქ
სასტუმრობდე ხმა არ ამოგვიღია.
-ძილინებისა
-ტკბილი ძილი
ლოყაზე მაკოცა და ოთახში შევიდა.4 საათზე მქონდა ფრენა ამიტომაც ყველაფერი მოვაგროვე და რესეფშენში ჩავედი
-ანგარიში თუ შეიძლება
-თქვენი გადახდილია
-კი,მაგრამ
-ახლა ჩემს ტერიტორიაზე ხარ ქალბატონო
-ახ,უკაცრავად ,მადლობა დიდი მასპინძლობისთვის
სასტუმრო დავტოვე და ტაქს ჩემოდანი მივაწოდე და ჩავჯექი.უცებ გვერძე მომიჯდა დანიელი და ტაქს უთხრა წასულიყო
-კარგი რა
-რა კარგი
-მეორე ტაქსით წასულიყავი
-პინგვინმა თუ თავისი მეორე ნახევარი იპოვა მას არასდროს ტოვებს
-მერე რომელი პინგვინი მე მნახე,პინგვინი თბილისსში გელოდება
-აუ,ლიზა როგორ აფუჭებ ხოლმე ყველაფერს რა
-კარგი რა,კარგი რა დროს ნატაშკა,ის წარსულია რომელიც არასროს მევასებოდა ესეთი ქალი
აეროპორტშიც ის ლაპარაკობდა მე ვბუზღუნებდი.მაგრამ მიხაროდა რომ ის ჩემს გვერდით იყო.თვითფრინავშიც ერთად მოვხვდით.თბილი თითების შეხებამ მომიყვანა გონს.თვალები რომ გავახილე დანიელის მხარზე მედო თავი
-უი,ბოდიში
-საუკეთესო ფრენა იყო ჩემს ცხოვრებაში
ლოყაზე მაკოცა და წინ წავიდა.თბილისში დაბრუნებიდან 1 კვირა არ მინახავს დანი.მე ჩემს საქმეებზე დავრბოდი.მარიამის ქორწილი ახლოვდებოდა და ყველანი ვემზადებოდით.თითქოს უფრო გაიჟღენთა გული ‘’დანი’’-თ ის კი არ ჩანდა.ერთ დღეს მარიამს შევხვდი კაფეში,ყველაფერიმ მოვუყევი
-როგორი ბიზნეს პარტნიორია
-არის რა
-აუ თქვენ რა ‘’არის რა’’-ს პრინციპით მოძრაობთ?
-რა ‘’არის რა’’-ს პრინციპი კაი რა
ლენას და ბავშვების ჩამოსვლა ისე გამიხარდა მთელი დღე გვერდიდან არ ვიშორებდი მონატრებულ ანამარიას.დანიელზე რომ ვიკითხე.
-ქალაქიდანაა გასული საქმეზე
ეს პასუხი მივიღე მიშკასგან
მარიამის ქორწილის დღეს.ისე ვნერვიულობდი რომ რამის ორჯერ გავხიე კაბა.კრემისფერი მუხლს ოდნავ აცილებული კაბა მეცვა გასწორებული თმა უკან მქონდა გადაყრილი.ყველაფერმა საუკეთესოდ ჩაიარა.ჩემდა საუბედუროდ ნიკუშა მისი ცოლ-შვილთ იქ იყო და როგორც კი ცოტა დალია მაშინვე შევნიშენ მისი დაჟინებული მზერა მაგრამ არ შევიმჩნიე.აივანზე ვიყავი გასული სუფთა ჰაერზე როდესავ ვირაცის ცხელი ხელი ვიგრძენი მხარზე.სწრაფად შევბრუნდი და ერთ ადგილას მოქანავე ნიკუშა შემრჩა ხელთ
-ლიზა მენატრები,მიყვარხარ ლიზა,გთხოვ მაპატიე
-ნიკუშა წადი ცოლ-შვილი გელოდება
-ლიზა გთხოვ ხომ იცი არ მიყვარს ის მე შენ მიყვარხარ
-ნიკუშა გთხოვ დამანებე თავი აღარ მიყვარხარ მე
-აბა ვინ გიყვარს
-არის ვიღაც
-კიმაგრამ ვინ შეცვალა ჩემი თავი
-მე შევცვალე
გავიგონე დანის ხმა და შემდეგ მისი ხელები ვიგრძენი რომელიც ზურგიდან ჩამეხუტა.მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა და ინტიქტურად მუცელშე შემოჭდილ მის ხელებს ხელები დავადე და ზურგით მივეხუტე.
-ახ,ესეიგი ეს არის
-კი,ეს არის
მტკიცედ ვუთხარი ,თითი დაგვიქნია და დარბაზში შებრუნდა.წამში მოვეშვი და მისკენ შევბრუნდა.ხელები ახლა უკვე ჩემს წელზე ჰქონდა შემოხვეული.
-მადლობა
-რატომ მიხდი მადლობას,რაიმე მოვიტყუე?
-კი მაგრამ
-არავითარი მაგრამ,მიყვარხარ
ხმა ვერ ამოვიღე უბრალოდ ხელები შემოვხვიე და ჩავეხუტე
-ანუ შენც
-ანუ
გავიცინე და ლოყაზე ვაკოცე
3 თვის შემდეგ
-როგორი ცოლია?
-არის რა
გაიცინა დანიმ და კალთაში ჩამისვა
-თქვენ და თქვენი ‘არის რა’-ს პრინციპი
გაიცინა მარიამმა და გაბერილ მუცელზე ხელი მოისვა
''არის რა''-ს პრინციპი (სრულად)


-----
მოკლედ ეხლა რა ხდება, რადგანაც პირველმა თავმა არც თუ ისე დიდი ფურორი მოახდინა,ვაპირებდი რომ აღარ გამეგძელებინა მაგრამ შემდეგ გამოჩნდა ელე<3 რომელმაც გადამაწყვეტინა რომ დამეწერა და დღეს ეს ისტორია ზუსტად ერთ საათში დავწერე,შეიძლება ძალიან სისულელე იყოს მაგრამ მე მას იმედი არ გავუცრუე და მხოლოდ მის გამო ოდნავ შევაფხიზლე მუზა მაგრამ მაინც მიკვდა <3 მოკლედ წაიკითხეთ და ''შეაფასეთ''...მიყვარხართ <3



№1  offline წევრი Wku

ელე♥
აიი ძაან კარგიი იყოო დაა შეენ მააგარიი გოოგოო ხაარ პირობაა შეეასრულეე love

dzalian didii madloba chemo kargo <3

 


№2  offline წევრი salomee

Dzalian sayvarloba iyoo❤

 


№3  offline მოდერი Nina))

ელე♥
აიი ძაან კარგიი იყოო დაა შეენ მააგარიი გოოგოო ხაარ პირობაა შეეასრულეე love


კიდევ უფრო შემიყვარდი. love
წკუ,სჯობს არ მიაქციო ხოლმე კომენტარების რაოდენობას ყურადღება,მეც არ მყავს ბევრი მკითხველი,ხოლმე,მაგრამ მაინ ვწერ.
შენ შენს საყვარელ საქმეს ასრულებ,სხვა კითხულობს თუ არა ეგ უკვე სხვა საკითხია...
ბევრი ისეთიც არის,რომელიც კითხულობს და არ აკომენტარებს,რაც ჩვენ "მწერლებს" გულს გვწყვეტს,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ დაწყებული შუა გზაზე გაწყვიტო.
წარნატებები..
ნიჭიერი გოგო ხარ და დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები! love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№4  offline წევრი Wku

madloba kvelas <3 nina udidesi madlobaa <3

 


№5  offline წევრი angel_ina

gamatbo da damatkbo nichiero :*
--------------------
ხელმოწერა

 


№6  offline აქტიური მკითხველი uchveulo

kargi iyo me momewonaa ❤️

 


№7  offline ადმინი შამანი

თბილი ისტორია იყო...ყოჩაღ,კარგი გოგო ხარ! ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№8  offline წევრი idm.4

Aris raa :d ♥♥♥

 


№9  offline მოდერი ენემი

აუ საოცრებაა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent