შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერეს მსხვერპლი(თავი7)


27-06-2015, 10:38
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 532

რეალობაში წარმოიდგინა მათი ფლირტი.მათი ფლირტი,როცა მარტო დარჩემოდნენ და გული შეეკუმშა.
„რისი ბრალია ეს“-ჰკითხა საკუთარ თავს.მალევე იგრძნო სირცხვილის საშინელი შეგრძნება და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანა.
იქნებ იმის ბრალია,რომ ლუკაც მას ჰგავს..განა ტყუპის ცალები არ არიან...იქნებ მას რომ ვერ ხედავს,ახლა ამიტომ აგიჟებს მისი ძმა..არა,რაც არ უნდა იყოს,იკაზე ხომ არ წერს ლექსებს.იქნებ ის უბრალოდ მასთან გამოგზავილი აჩრდილია..დიახ,ნატალიაც ამას ფიქრობს..აბა რა უნდა იფიქროს? აღიაროს,რომ ორივე ძმა მოსწონს..ან იქნებ ლუკას სიყვარული იმიტომ ცაიჭედა თავში,რომ იკა დაკავებულია...თან ეს აშკარაა..ისეა გაგიჟებული მანანაზე.მასზე საჯაროდ განაცხადა ინტერვიუში,რომ იდეალურია..მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს,სამზარეულოში დიდ ხანს ფუსფუსებსო და ესეც ხუმრობით თქვა..ხომ იცის მათი სიყვარულის ისტორია..ნუ,ვის არ ეცოდინება,ვინც თვალს ადევნებს ახალ ამბებს...
დიახ,ნატალია ასე ფიქრობდა..მერე როგორ გრძნობდა თავს,როცა მის გვერდით იყო..ეს ყველაფერი აგიჟებდა...იკას სიახლოვე სიამოვნებდა..მაგრამ ის არასდროს იყო მის ახლოს..უბრალოდ ისიც კი უხაროდა,რომ იმავე ჟანგბადს სუნთქავდა...ცეკვის გაკვეთილამდე წუთებს ითვლიდა..იქ ხომ იკას ნახავდა...
„შესანიშნავია.იკა ლუკას მაკეტია“-ამასაც ფირქობდა ხოლმე..ხედავდა იკას და ლექსებს უწერდა მის ძმას,რომელიც მისი თქმით უფრო საყვარელი იყო..უფრო მამაკაცური..მაგრამ ეს იქნებ საკუთარ თავს დააჯერა? დიახ,დააჯერა..ალბათ,დააჯერა..
ახლა,იმაზე ფიქრობს,რომ რამე ცუდად არ გააკეთოს..არ უნდა ეს ბიჭმა შენიშნოს,მაგრამ ის განა უყურებს მას...შეყვარებულს ვერ აშორებს თვალს...მანანას,რომელსაც „ტოპკა“ ჩაუცვამს და შორტებში მადიანად ამოძრავებს თეძოებს..ეს ხომ მისი საყვარელი მოძრაობაა.მართალია,რომ კარგად გამოსდის...
„მასზე კარგად ვერასდროს ვიცეკვებ,მაგრამ მე მოცეკვავეობას არც ვაპირებ“-ამითი აიმედებს გოგონა თავს,როცა რამე არ გამოსდის...
თუმცა იკასაც არ გამოსდის..
რამდენიმე გაკვეთილი მანანამ გააცდინა..რაღაც კონცერტები და ათასი რამ იყო..შესაბამისად,იკაც არ უნახავს და რაღაც ას გრძნობს..თითქოს აკლია მნიშვნელოვანი რამ..ეს ამაზრზენი არაა..თითქმის ცოლიანი მამაკაცია,ეს გოგონა კი რას ფიქრობს მასზე...არა,ნატალია,მართლაც,გაგიჟდა,რაც ამ მწერლობას მიჰყო ხელი,მაგრამ ეს ხომ მასთან თავისით მივიდა..განა ვინმემ მიიწვია? არა,ეს ბუნებრივია და თანდაყოლილი...ეს მუზები და ილუზიები ისაა,რაც გოგონას აღმაფრენას ანიჭებს...ლუკა...მისთვის ეს სახელი ისევ ბევერს ნიშნავს,ორივე უყვარს თუ რა ხდება? არა,ამ უკანასკნელს ვერასდროს აღიარებს...
აღარ უნდა იკა კვლავ ნახოს..
„რამე გრძნობა არ დაიბადოს“-მუდამ ფიქრობს ნატალია ფიქრობს,მაგრამ განა მან იცის,რომ ეს უკვე მოხდა...გოგონას ქვეცნობიერი როგორ იწვის...არა,არ იცის..ან არ უნდა,რომ იცოდეს..
გადის დღეები.გადის,მაგრამ ისე არ ჩაივლის თორმეტი საათი,რომ ლექსი არ დაწეროს ლუკაზე..ვითომ უძღვნის,მაგრამ ბიჭმა ხომ არაფერი იცის ამის შესახებ...არაფერი შეცვლილა..მხოლოდ ისაა,რომ ლუკა კითხულობს ლექსებს,კითხულობს და უბრალოდ სიამოვნებს..რა იცის მასზე რომაა..არ იცის,მაგრამ არც აპირებს ადრესატის ვინაობის გაგებას..იქნებ ეშინია რამის? არა,რისი უნდა ეშინოდეს...თუმცა ამ მოულოდნელობათა სამყაროში არაფერია გასაკვირი..არაფერია დაგეგმილი და,ამიტომ წინასწარ ვერც ვერაფერს განვსაზღვრავთ.
იკას კვლავ ხედავს...ხელავს,როგორ ცდილობს „ჯაივის“ სწავლას.
-ამ ჯგუფთან ერთად შენც დადექი-ღიმილით ეუბნება ტერი,რომელიც მანანას გვერდით ზის და ციცილით სკდება.
-ჰაჰაჰაჰ-მანანა გამომწვევად იცინის და იკას ამაყად აკვირდება.
„დამპალი“-ნატალია ამას ფიქრობს,მარგამ რატომ არ იცის..განა ასეთი რეაქცია არ ჰქონდა პირველადაც? ფოტოთი გაიგო მათი ამბავი და მაშინაც იგივე გაიფიქრა...მას მერე შეიძულა მანანა და რაღაც გული არარ მისდის....ამ ყველაფერს იმას აბრალებდა,რომ იკა ლუკასს ტყუპის ცალი იყო და უყვარდა მისი მასწავლებელი..ვერკამ შესძლო ეს,ხოლო თორნიკე ნატალიასთან არასდროს იქნებოდა..
იქნებ ეს მხოლოდ ისი ტყუილებია..ვის გაუგია საკუთარი თავის მოტყუება? მხოლოდ მწერალს..გოგონას,რომელიც თავს ჰიპნოზს უკეთებს...
არა,ეს,მართლაც,განსაკუთრებულია..ეს რაღაც საოცარი შეგრძნებაა და საკმაოდ სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს გოგონაში...
ერთ ღამეს სიზმარი ნახა...ისევ „ვერნისაჟში“ იყო,მაგრამ ამჯერად მასთან უნდოდა გამოსაუბრება და ამის მიზეზს ეძებდა.რაღაცის მოწონდება სთხოვა..სთხოვა და შენიშნა,რომ ბიჭს ელდა ეცა..სხვას სთხოვა მიეწოდებინა და გოგონას თვალი მოაშორა...ეს იყო და ეს გაეძვიძა ნატალიას..ეს არაფერი სასიამოვნო არ იყო,მაგრამ მაინც ბედნიერი იყო..თითქოს რაღაც ადრენალინი ურტყამდა ტვინში..მთელი დღე შესანიშნავ ხასიათზე იყო..
ნუთუ,ეს იყო სიამოვნების მომგვრელი...მაგრამ შეყვარებლს ხომ ყველაფერი უხარია...ღმერთო,ეს რა იყო..რას ნიშნავდა ყოველივე ეს? ვინ იყო ნატალია თუ არა შეშლილი გოგონა...
მეორე დღეს სიზმარი თითქოს აუხდა..არა,ეს,მართლაც,თითქოს რაღაცის მანიშმებელი იყო...დიახ,სიზმარს ჰქონია აზრი...მასში იქნებ დიდი აზრი იყო ჩადებული.
ჯაივის ცეკვა დასრულებულიყო..გოგონა წყლის დასალევად ავიდა,მალევე დაბრუნდა და კარების გაღება სცდა.არ იღებოდა და კიდევ სცადა.შემდეგ შეამჩნია,რომ ბიჭს ეკიდა მასზე ხელი.
„ვის უკეტავ?“-გაიფიქრა ნატალიამ და ბიჭს გაუღიმა:
-შეიძლება?
იკამ კარი გამოაღო და გაუღიმა.რაღაც საოცრად და ღრმად გაუღიმა გოგონას..ეს ხომ შესანიშნავი შესახედი იყო,რამაც დააკარგვინა გულის რიტმი...არა,ეს გასაოცარი რამ ნატალიასთვის...მაგრამ მალევე მოსცილდა ბიჭს და ჰიპ-ჰოპზე შევიდა..როგორ უნდოდა მისი თუნდაც ერთი სიტყვა გაეგო.ასე ახლოს მასთან არასდროს ყოფილა აქამდე და ახლა უფრო სიმპათიური მოეჩვენა იკა...მისი თმა რამდენიმე წამში შეიცნო..მის მზერას რამდენჯერ იხსენებდა....მის ღიმილს,რომელიც მუდამ თვალ წინ ედგა...
„ვერ ვარ“-გაიფიქრა,მაგრამ არა ერთჯერადად,ხშირად ფიქრობდა ამას...ხშირად..დაიხ,ხშირად...ნატალია,მართლაც,შეშლილია..მწერალი ნატალია და რაღაც საოცრად ილუზიაზე შეყვარებული..მუზები და მუზები...
თვითონაც ვერ გარკვეულიყო საკუთარ თავში..ამ დღის მერე ორჯერ ზედიზედ დაესიზმრა იკა...არ ახსოვს რა ხდებოდა სიზმრებში,მაგრამ ზუსტად იცის,რომ ის იყო..იცის,რომ ის ლუკა არ იყო...
„რატომ დამესიზმრა“-ფიქრობს,მაგრამ პასუხი ვერ უპოვია და ან თვითონ იცის ის.
ამბობენ,თუ ადამიანი შენზე არ ფიქრობს,არ დაგესიზმრებაო,მაგრამ განა ნატალიას სჯეროდა,ამ ცრურწმენის?არა,მას არ სჯერა....სიყავრულის სჯერა და ესეც მას ზურგს აქცევს..ლამისაა ჩამოუყალიბოს გოგონას სტერეოტიპი იმის შესახებ,რომ ცალმხრივი სიყვარულის მეტი არ არსებობს მისთვის...არა,ეს ხომ უსამართლობაა.განა ცხორვრება ასეთი დაუნდობელია?ალბათ,არ უნდა იყო...ვინ იცის,მაგრამ ის კი აშკარაა,რომ ნატალია ახლა,ამ წამს,საშინლად გრნობს თავს...უბრალოდ აღარ ჰგავს თავს...არ იცის,რა ხდება მასში,მაგრამ,მგონი,არც აინტერესებს ეს.
ნატალია ხომ მუდამ ამ შეგრძნებებისკენ მიილტოდა..უნდოდა ცხოვრებაში ყველაფერი განეცადა..უნდოდა ჰქონოდა მრავალი სიცოცხლე...სიცოცხლე სრულიად განსხვავებული რამდენიმე ან უამრავი ადამიანის...ახლა მწერალია შეიგრძნობს ამას..მაგრამ მწერლობა განა იმას ნიშნავს,რომ რეალობაში აღარაფერი გაინტერესებს...
ერთ დღე,რაღაცამ დაარტყა ტვინში და სულელური ტექსტი მისწერა იკას,ვითომ 4ლოვეს გვერდის დალაიქება უნდოდა.თვითონაც არ იცის,რატომ გააკეთა ეს...მაგრამ ეს ხომ მისთვის ჩვეული სიტუაციაა.იქნებ აინტერესებდა,რას გააკეთებდა მამაკაცი.მამაკაცით მოვიხსენიებ,თორემ ამ ბიჭით დავიღალე...ზედმეტად ახალგაზრდულად მიმაჩნია..
ათასი ლექსი და ათასი ფიქრი,მაგრამ ყველაფერი ფარული..იქნებ აეხადოს ამას ფარდა როდესმე და იქნებ ლუკასთვის ცნობილი გახდეს ნატალიას გრძNობების შესახებ და ან იქნებ ეს იკამაც უნდა გაიგოს..ვინ იცის...
ნატალიამ არ იცოდა,მაგრამ იკაც კითხულობს მის ლექსებს...სხვათაშორის მისმა ახალმა რომანმაც გაიტაცა.მანანასაც შეუნიშნავს ეს,მაგრამ არაფერი უკითხავს..ერთხელ კითხა,რას აკეთებო და მამაკაცმა პასუხად მხოლოდ გაუღიმა.
ყველა ქალი ფანტაზიორია...მამაკაცი გაიხედავს მათ ახლოს და მაშინვე ჰგონიათ,რომ მას უყურებს,მოსწონს და რაღაც საოცრად უნდა მასთან სიახლოვე...ეს მართალია,მაგრამ ისიც მართალია,რომ მწერალი ქალი თითოეულ სულიერზე ფანტაზიორია..ნატალიაც ხომ ასეთია..მწერალი და შეშლილი..ლუკაზეც ამას ფიქრობდა და იკაზეც..
რამდენიმე დღის წინ არ ჩაციკლულიყო,თვალს ვერ მაშორებსო,წასვლისას დარბაზში ჩემი ნახვის გამო მოვიდაო...და კიდევ ათასი რამ..ამიტომაა,რომ ეშლებოდა რეალობა და ვერც ჩასწვდებოდ მას..დიახ,ვერ ჩასწვდებოდა.
„არა,გაბრიელა არ მოსწონს“-ფიქრობდა და თანს თვალს ვერ აშორებდა ერთმანეთის ახლოს მჯდომ იკასა და გაბრიელას.“მასთან ვიდეოს ათვალიერებს,საერთოდ არ აინტერესებს,როგორ ქალი“-ამას ფიქრობდა და თან უბრზდებოდა თავს.
„მართლაც,მწერალი როგორი არსებაა..“-ფიქრობდა თითქოს ამის ბრალი იყო ეს..იქნებ ეს მხოლოდ მუზები და ილუზია იყო..იმისთვის უნდოდა,რომ აღეწერა,მაგრამ არა,ეს არ იყო სიმართლე..როგორ უნდოდა მანანა გაეგლიჯა შუაზე.
„ძუკნა“-ყოველ წუთს ამას ფიქრობდა და მით უფრო ღიზიანდებოდა,როცა წარმოიდგენდა იკას მკერდზე თუ როგორ ედო თავი მანანას.
„აშკარად ერთად ცხოვრობენ“-ვერ ამოეგდო თავიდან და არც არავისთან საუბრობდა ამის შესახებ.
ალბათ,მოქმედება იყო ამისთვის საჭირო...მოქმედება,რაც არ ჩანდა.
ერთ დღეს,რადგან ცუდად იყო,მხოლოდ საყურებლად მივიდა დარბაზში.ადრე ასე არასდროს იქცეოდა და,ალბათ,ყველას გაუკვირდა.მათ ხომ არ იცოდნენ ამის მიზეზი.გოგონაც არ აღიარებდა ყოველივე ამას.
ცოტა ხანს თვალი ადევნა ბალეტის გაკვეთილს და მერე,თითქოს დაღლილი,გამოვიდა მოსაცდელში,სადაც იკა მაგიდასთან ტელეფონში ჩამძვრალიყო.
მოშორებით რკინის სკამზე დაჯდა და ნაუშნიკები გაირჭო.”I know you” ჩართო და რაღაც წერტილს მიაშტერდა.თან ფიქრობდა,იკა მიყურებს და ჩემთან საუბარი უნდაო,მაგრამ ისევ ფანტაზიად მიიღო მისმა ქვეცნობიერმა და არც კი შეუმჩნევია,თუ როგორ მიუჯდა გვერდით მამაკაცი.უკანასკნელ ხმაზე უსმენდა მუსიკას.
-me too-ჩაილაპარაკა იკამ და გოგონას ტალღოვან თმებს შეხედა.
ეს არ გაუგია ნატალიას...მამაკაცმა ახლა მისი თავის პარალელურად წაიღო თავი და გოგონას იგივე გაუმეორა.ამ სიტყვებზე გაშრა ნატალია და ნაუშნიკები წამშივე გამოიძრო.
-კარგად ხარ?-უპასუხა ისე,რომ არც კი შეუხედავს.
-მეტყობა რამე ავადმყოფის?
-მაგას მე არ უნდა მეკითხებოდე.
-გიცნობ.
-ჰო,მეც გცნობ..ქუჩაში რომ შევხვდე მივხვდები,რომ ის ხარ ვინც,მთელი დღეები აქ ზის და საცოლეს ელოდება.
-არა,მე სხვა ნაცნობობას ვგულისხმობ.
-უსაქმური რომ ხარ და აქ რომ დაყუდებულხარ-გადაიხარხარა გოგონამ და თვალები მოაშორა მამაკაცს.როგორ უნდოდა,რომ არ შეეხედა მისთვის..არ უნოდა,რადგან არ უნდოდა იკას შეეტყო რამე.
-არ ვბრაზდები.
-შესანიშნავია.წადი და „ჯაივში“ ივარჯიშე.
-მეზარება.
-სხვა დრომ ხომ-იკამ გააწყვეტინა:
-სხვა დროს აქ ასეთი იდუმალი გოგონა არ მეჯდა გვერდით.
-ჰაჰაჰჰა-ნატალიამ გადაიხარხარა და ირონიით აღსავსე თვალები მიაპყრო მამაკაცს.
-ნატალია.
-ჩემი სახელი გაგიგია.
-შენც,ჰო?
-იკა.
-თამამი ხარ.
-ვიცი.
-ნატალია,იდუმალებით აღსავსე ხარ.ასე არაა?
-მიხვედრილი ხარ.
-გოგონა ილუზიიდან?-შეიჭრა გოგონას თავლებში.
-საიდან?!თითქოს გაიკვირვა.
-„ინსტაგრამიდან“.
-ცოტა ხნის წინ დავრეგისტრირდი და-გაუღიმა ნატალიამ.
-ჩემზე მეტი „ფოლოვერი კი გყავს.
-შენც მათ შორის ხარ?-მხრები აიჩეჩა..არადა ახსოვს ის დღე,როცა იკამ „დააფოლოვა“.
-ჰო,ნატალია.
-გასაგებია-ფეხზე ადგა გოგონა და დარბაზისკენ უნდოდა გადაედგა ნაბიჯი,როცა იკამ შეაჩერა.
-დაჯექი..მე ჯერ არ დამისრულებია საუბარი.
-საუბარი? ჩვენ ვსაუბრობდით?-ცივად უპასუხა.
-ხუთი წუთი.
-გისმენ.
-შენი შემოქმედების ფარული თაყვანისმცემელი ხარ...
-საიდან იცი?
-მარტოსული მწერალი..-უბრლაოდ ვიცი.
-ჰაჰაჰაჰა.
-ნუ იცინი,ნატალია.გამომძიებლობა მეხერხება.
-არ მიყვარს გამომძიებლები.
-და ფეხბურთელები?
-ზოგადად არაფერი არ მომწონს..
-საინტერესოა.
-მაგრამ ერთი ფეხბურთელი მგონი მიყვარს-მგონიზე აქცენტი გააკეთა..ის ლუკას გულისხმობდა..ახლა კი გამართლდა იკას ეჭვები.
„ნუთუ,ჩემი ძმა უყვარს?“-უნდოდა გადაემოწმებინა..დაეკმაყოფილებინა ინტერესი,მაგრამ გაჩუმდა,მხოლოდ გაუღიმა.
-საინტერესოა-ორიოდე წუთის მერე უპასუხა და ეს ინტერვალი თვითონაც ვერ აეხსნა.
-მოკლედ ახლა დაასრულე?
იკას არაფერი უპასუხია და ნატალიაც გასცილდა.
იმ საღამოს ძმისთვის არ დაურეკავს..აპირებდა,მაგრამ გადაიფიქრა..იცოდა ამის მიზეზი,მაგრამ არ აღიარებდა.წესით,ლუკასთვის ეს უნდა მოეყოლა,მაგრამ არ მოიქცა ასე და თითქოს მიზეზ ვერ პოულობდა..თითქოს,რადგან მისთვის ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იყო...
„მანანა ერთადერთდია“-განა ყოველ დღე არ ფიქრობდა ამას?
ლუკა არაა თბილისში და,როგორც გოგონამ შეიტყო მისი პოსტიდან,22-ში ჩამოდის...ანუ არ ისე მალე..დიახ,არ ისე მალე..მისი ნახვის შანსები ცოტაა..თან ის ვერ ხვდება ამ გრძნობაზე...როგორ უნდოდა ეკითხა ნატალიას იკასთვის,შენს ძმას შეყვარებული ჰყავსო,მაგრამ დადუმდა..რა იყო ამის მიზეზი? რა და სიამაყე თუ შიში იმისა,რომ ამაყი ვერ იქნებოდა და ან იქნებ ის,რომ იკა იზიდავდა..რაღაც საოცარი თოკით,რომელიც აკავშირებდა მასთან.
მეორე დღეს ისევ ცუდად იყო და ისევ იჯდა.იკაც მალე შემოვიდა და მაშინვე გოგონასკენ აიღო გეზი.ახლაც უნდოდა საუბრის წამოწყება.
„რა უნდა?“-გაიფიქრა ნატალიამ,თითქოს არ ესიამოვნა ეს..გაიფიქრა,მაგრამ ურიტმო სუნთქვას კვლავ გრძნობდა...იმასაც აცნობიერებდა,რომ მისი ძარღვები გავსებულიყო ადრენალინით.
-ნატალია..-გვერდით მიუჯდა გოგონას.
-ჰო-არც კი შეუხედავს გოგონას.
-ნატალიას,როგორ ხარ? ისევ ცუდად ხარ?
-ჰო.
-ჩემდა საბედნიეროდ.
-რატომ?-მაცდურად კითხა გოგონამ.
-რიტორიკული კითხვაა?
-აშკარად,გამოგელია სათამაშო და საყურებელი.
-არა,არაა მასე.
-აბა?
-რატომ ხარ ასეთი?
-როგორი?
-გულგრილი.
-მე?
-უბრალოდ გინდა,რომ ასეთი იყო..ჩემთან ასეთი ხარ და რატომ?
-შენ ვინ ხარ?
-მე?ნატალია..ნატალია..
-ნატალია-მზერა მოაშორა გოგონამ.
-შენთვის უთქვამთ,რომ საშინლად მიმზიდველი ტუჩები გაქვს?
-მრავალჯერ.და შენთვის ის არ უთქვამთ,რომ ადამიანს თავი არ უნდა მოაბეზრო?
უნებურად მოკიდა ხელი ხელზე ნატალიას და თვალები მისი ბაგეების წინ გაუშეშდა.
-გოგონა ილუზიიდა..იცი,რომ გუშინ შენი თითოეული რომანი წავიკითხე?
-საიდან უნდა ვიცოდე-ცივად უპასუხა.არადა უნდოდა ეკითხა,მართლაო.რაც არ უნდა იყოს,მის პასუხში აღფრთოვანების კვალი ჩანდა..დიახ,იყო...აბა,ამის დამალვა,სრულიად დამალვა, ხომ შეუძლებელი რამ იყო.
-ახლა იცი.
-თამუნა გერქვა არა მანდ?
-ჰმმ...
-უკეთ გაგიცანი..ახლა მეტი ვიცი შენს შესახებ..
ამ სიტყვებზე ცრემლი მოადგა გოგონას..გაახსენდა,თუ როგორ იძიებდა და იკვლევდა ლუკას და სკამიდან ადგა.ჩანთას მოკიდა ხელი და გარეთ გავიდა..უბრალოდ წავიდა,მაგრამ ამის მიზეზი არ იცოდა იკამ..ან იქნებ იცოდა და არ აღიარებდა.
-მივდივარ,მანან-მიაძახა საცოლეს.
-რატომ? შენ ხომ..-გააწყვეტინა იკამ:
-მოვიწყინე..
-მართლა? შემოდი,გაგამხიარულებ.
-დავიღალე.დასვენება მჭირდება.
ქალს გაუკვირდა,მაგრამ არ შეწინაღმდეგებია ირაკლის:
-კარგი,ჯერ გაკოცებ.
-არ ვარ ხასიათზე-სწრაფად გააღო კარი და გარეთ გავიდა.
შემდეგ დღეს,ერთი კვირის მერე,ისევ ხალისიანად იდგა ძელთან ნატალია..იკა დარბაზის კუთხიდან ადევნებდა მას თვალს..არ აღიარებდა,მაგრამ ის მოსწონდა..თითქოს რაღაც აკავშირებდა გოგონასთან.ეგონა,რომ იცნობდა ნატალიას,სრულიად..თვით მანანაზე კარგადაც..ამ ბოლო დროს გულგრილი გახდა საცოლის მიმართ....ერთ ლოგინში ეძინათ,მაგრამ თითქოს მისდამი გული უნელდებოდა...ერთად იყვნენ თითქმის სულ,მაგრამ მასზე იშვიათად ფიქრობდა..ამას გრძნობდა..დიახ,გრძნობდა,მაგრამ უჭირდა ყოველივე ამის საკუთარ თავთანაც თქმა..
ნატალია რომ თავს არიდებდა ისიც,აშკარა იყო.
კვირა დღე იყო,როცა ჰიპ-ჰოპიდან დაღლილი გამოვიდა და მაშინვე წყლის დასალევად გავიდა.ეს არ გამოპარვია მამაკაცის თვალს და მაშინვე უკან აედევნა გოგონას.ნატალია ოთახში შევიდა,სადაც „რაკოვინა“ და რამდენიმე ჭიქა ელავდა და იკაც შეჰყვა.შორიდან უყურებდა და მერე უცბათ მიუახლოვდა.არ იცოდა,რას აკეთებდა და იმ მომენტში საერთოდ არ ფიქრობდა...დიახ,არ ფიქრობდა..
გოგონას თავი ხელებში მოიქცია..ისიც ახსოვს როგორ სასიამოვნოდ ეხბოდა მისი ხვეული თმა...ოფლიანი იყო,მაგრამ მაინც რაღაც განსაკუთრებულად ეჩვენებოდა...თავი წამიერად წინ წაიღო,მიუახლოვდა ნატალიას მიმზიდველ ტუჩებს და თავისი ჩააწება..გოგონა აზრზე ვერ მოსულიყო..მისი მოგერიებაც არ შეეძლო..მისი რაღაც ნაწილი იმასაც კი ფიქრობდა,სიზმარში ხომ არ ვარო.
ამ დროს გოგონას რეაქციები გამძაფრებულიყო...საშინლად სწვავდა ადრენალინი და კოცნა უფრო გასაოცარი ეჩვენებოდა,ვიდრე ის რეალობაში იყო.
ცოტა ხანში მამაკაცი უკან წაიწია და ოთახი დატოვა.როცა გოგონა დარბაზში დაბრუნდა ის წასული იყო,აღარ მისი მანქანა ეყენა.
„იდიოტი“-გაიფიქრა და მანანას გაკვეთილზე შევიდა.
-რუმბა იცეკვეთ-ქალის ხმაში აღელვება ჩანდა.
რუმბა ეს ხომ სასიყვარულო ცეკვაა.განა შეყვარებული წყვილები არ ეწაფებიან მის სწავლას? განა მათ არ უხარიათ,როცა რიტმულ მუსიკაში ერთმანეთს სასიამოვნოდ ეხებიან?
„იქნებ დაგვინახა“-გაიფიქრა,მაგრამ მალევე შეასწროეა-„მე რა,ის მკოცნიდა“-არადა თვითონაც ძალიან სიამოვნებდა ის..დიახ,უნდოდა,რომ კვლავ განმეორებულიყო.
ახლა უფრო უხერხულად დადგა და თითქოს თავს დამნაშვედ აღიქვამდა,მაგრამ განა რა იყო მისი ბრალი? ჯერ არაფერი იცოდა.ვერ გარკვეულიყო სიტუაციაში....და თანაც საკუთარ გრძნობებსაც უჭერდა თითქოს რაღაცას.ლუკაზე აღარ წერდა..თითქოს სულ წაშლილიყო მისი სამყაროდან მამაკაცი,რომელსაც ასე ეტრფოდა...შორიდან,მაგრამ ეტრფოდა.
მეორე დღეს სკოლაში არ წასულა..დილას თავისუფალი იყო...მასწავლებლები ჰყავდა იმ დღეს,მაგრამ ექვსი საათიდან და ეს იმას ნიშნავდა,რომ დაქალთან გაატარებდა ცოტა დროს მაინც.
ამაზე ფიქრობდა,როცა ზარის ხმა გაიგო.
ზარის ხმა,რომელმას ასეთი აღელვება მოჰგვარა..ზარი,რომელმაც ცოტა ხნით გონება დაუბინდა და ისედაც ჩუმ ოთახში მარადიული მდუმარება ჩამოწვა...

იმედია,კვლავ არ დაიზარებთ კომენტარის დაწერას,ვინც კითხულობთ.
მიყვარხართ და გელით..



№1  offline წევრი Anuuc^.^

მმმ...ძალიან კარგი იყოო❤მიყვარხარრ
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

Anuuc^.^
მმმ...ძალიან კარგი იყოო❤მიყვარხარრ

მადლობ.. love
Marley
ძალიან, ძალიან, ძალიან, მომეწონა ეს თავი!

მადლობ.. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent