შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი ტკივილი - {9}


27-06-2015, 10:40
ავტორი TroUbleMaKeR.
ნანახია 2 370

- ცოტნეე.
- ჰაა - ვკითხე როდესაც სახლის ეზოში, ხის ქვეშ გაშხლართული ვიწექი და ეზოს საოცარ სიმწვანეს მივშტერებოდით.
- ასე მალე როგორ შეგიყვარდი? ნუ თუ მართლა გიყვარვარ. – გაბრაზებულმა შემომხედა.
- მანამდეც გიცნობდი.
- ჰააა? მანამდე მე რომ არ გიცნობდი?
- გახსოვს ციხეში ერთად რომ მოვხვდით?
- კიი, მერეე?
- არა მაქამდეც გიცნობდი და მომწონდი, მაგრამ მაგის მერე უფრო და უფრო „ჩამივარდი“ გულში და მერე შემიყვარდი.
- ჰმმ, რაღაც მეეჭვება ეგრე რომ იყოს.
- არა შეენ ეჭვებშიიი - ისეთი სასაცილო ხმით თქვა ორივეს გაგვეცინა. - როგოოოოოორ?
- რა როგორ?
- შენ რა ეხლა მომეჩვენა თუუ მართლა გაიცინე?
- არა მართლა გავიცინე.
- რააა? ეს დღე არასოდეს არ დამავიწყდება... უნდა აღვნიშნოთ. - ისევ გავიცინე. - აი, აი ხომ ვთქვი მაინც გაგაცინებ ერთ დღეს თქო. რა საყვარლური ღიმილი გქონია. მოდი ავღნიშნოთ.
- როგორ?
- როოგორ დაა... მმმ.. მოდიი მაკოცე. - წარბაწეულმა გავხედე. - ხო, რა იყო ამდენი ხანია ერთად ვართ და რაა, რა გიკვირს?
- ზედმეტი არ მოგივიდეს.
- მაშინ მოდი დაჭერობანაზე. მე ვიჭერ და თუ დაგიჭირე გკოცნი, მოსულა?
- მმმ, არ ვიციი.
- გაიქეცი - მეც მაშინვე წამოვფრინდი და პატარა ბავშვებივით გახარებულები ერთი დიდი ხის გარშემო დავრბოდით. უცებ გადავუხვიე, ცოტნესგან შეუმჩნევლად და კაკლის ხეს ჩემი ჭკუით შეუმჩნევლად ამოვეფარე.
- ოპპ, დაგიჭირეე. - გული კინაღამ გამისკდა ისე შემაშინა მისმა უეცარმა გამოჩენამ.
- ცოტნეეეე.
- რა იყოოო?
- შემეშინდააა.
- არაუშავს ჩემო პატარა. - ახლოს მომიტანა სახე. მე კიდე ხან მარჯვნივ გავწევდი თავს ხან მარცხნივ. ბოლოს თავი დამიჭირა და ისე მაკოცა.
- იცოდე ეს პირველი და ბოლოა. - და ისევ გავიქეცი.
- ეე ეგრე არ მაწყოობს. - გამომეკიდა და მალევე დამეწია. დამიჭირა და მთელი სახე დამიკოცნა. მემგონი ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად ვიყავი ასეთი მხიარული და ამავე დროს ბედნიერი. რაჭაში ყოფნამ რაღაცნაირად შეცვალა ჩემი ცხოვრება, ხომ შეიძლებოდა ასე ბედნიერად თბილისშიც ვყოფილიყავით, მაგრამ, არა ყველაფერი კარგი აქ ხდებოდა და მეშინოდა აქ არ დარჩენილიყო.
- მდინარეზე არ წავიდეთ?
- აქ მდინარე არის? - გაკვირვებულმა ვკითხე.
- კი არის. - სიცილით მიპასუხა. - ართალია ძალიან სწრაფია, მაგრამ კარგი ადგილი ვიცი.
- კაი გამოვიცვლი და ჩამოვალ, აქ დამელოდე.
- მალე.
- იცოდე მაქედან ფეხი არ მოიცვალო - სიცილით ვუთხარი.
- ჰოოო მალეე. - საძინებელში ავვარდი კუპალნიკები ჩავიცვი და მალევე წავედით მდინარეზე. ეს დღე განსაკუთრებულად ცხელი იყო. ისეთ ადგილას მიმიყვანა სადაც მდინარის წყალი ჩაგუბებული იყო.
- არა მე მანდ არ გადმოვხტებიიიი, მეშინიააა. - ხეზე ამძვრალი გავკიოდი, ცოტნე კი თავისას არ იშლიდა.
- ჩამოხტი მალეე, გიჭეერ.
- კი აბა სულ დამიჭეერ, რომ გადმოვხტე სულ არ გაგახსენდები შენ თავს უშველი თავზე რომ არ დაგახტეე.
- ჩამოხტი მალე თორე ამოვალ და გადაგაგდებ.
- არაა. - უკვე კარგად გაგრილებული ცოტნე იდგა და მელოდებოდა. - გველი რომ იყოს?
- ხო გველი იქნება, აი მაგალითად მაგ ხეზე.
- ააა - ერთი დავიკივლე და მდინარეში თავით გადავეშვი.
- ხომ გითხარი ნუ გეშინიათქო, მაინც ხომ გადმოგახტუნე.
- ეგ ჩემით გადმოვხტიი, უბრალოდ შენ შემაშინე. - ენა გამოვუყავი და ნაპირზე ასასვლელად გავიწიე, მაგრამ უცებ ცოტნემ ხელში ამიყვანა და უფრო ღრმაში გადამაგდო. - ცოტნე მოგკლაავ, მეშინიაა. - იმის შიშით რომ აქ გველი შეიძლებოდა ყოფილიყო ვეღარაფერს ვაკეთებდი და ცურვა სულ დამვიწყებოდა, მარტო იდიოტივით ვფართხალებდი, ცოტნე კიდე სიცილისგან შუაზე იხეოდა. - ცოტნეეე....
- ჰო კაი კაი ხოოო, ნუ წიკვინებ ოღონდაც. - მოვიდა, ზუსტად მისი სიმაღლე იყო იმ ადგილას წყალი, ნაპირისკენ გამიყვანა და თან მკოცნიდა. - ჩემი პატარა გოგოო.
- ხომ გითხარი ის კოცნა პირველი და ბოლო იქნებათქოო, ასე რომ შემეშვი ეხლაა.
- ხო მარა მერე მე ისევ დაგიჭირე, ამიტომ არაა. - ორივე ნაპირზე ავედით, მე გამშრალება დავიწყე ის კიდე იქვე გაიშხლართა და მზეს მიეფიცხა.
- ადე წავიდეეთ.
- ო მოიცა ცოტა ხანი რაა.
- აუ მშიაა.
- გშიააა? ოღონდაც შენ ჭამე რამე და ეხლავე წავიდეთ თუ გინდა თბილისში მაგდონალდში წაგიყვან.
- არა სახლში მინდა ჯერ-ჯერობით.
როგორც იქნა სახლში ძლივს-ძლივობით მივლასლასდით, ვჭამეთ და ძალა გამოცლილები საწოლზე დავეხეთქეთ.
- ეი, შენ მემგონი არ გძინავს ააქ.
- არაუშავს დღეს დავიძინებ.
- ცოტნეე.
- მოდი ჩემთან პატარა.
- ცოტნე მეთქიიი. და პატარას ნუ მეძახიი.
- პატარა.
- ცოტნე! - უკვე ვბრაზდებოდი, ოღონდ ხუმრობით.
- პატარა.
- ცოტნე!
- პატარა, პატარა, პატარა, პატარა, პატარა. - უცებ ფეხი ვკარი და საწოლიდან გადავაგდე.
- მოგიხდება მასე.
- ამას არ გაპატიეებ - მეცა და ღუტუნი დამიწყო. პატარაობიდან ვერ ვიტანდი ღუტუნს, მაგრამ მიდი და გაგეჩერებინა ახლა ეს ვირგლა.
- კაი, კაი გეყო, ცუდათ ვარ, მართლა. ეხლა კიდე წადი შენს ლოგინში დაიძინე.
- ეე კარგი რაა, უბრალოდ ერთად დავიძინოოთ.
- არა,არა, ვერა, ვერ ვიძინებ როცა ვინმე წევს ლოგინში ჩემს გარდა.
- ეეუფ, შენ ვერ გათხოვდები.
- ჰა ჰა ჰა. წადი დაიძინე. - თავის ლოგინში გადაწვა და ორივემ დავიძინეთ.
ღამე არ ვიცი რატომ, მაგრამ ნოე დამესიზმრა, ალბათ ძალიან მენატრებოდა და მაგიტომ, არა ნამდვილად მენატრებოდა, მისი თბილი ჩახუტება, როგორ ზრუნავდა ჩემზე, მისი თბილი და გულწრფელი ღიმილი, მაგრამ რას ვიზავთ ის ჩემი უგუნურობის გამო დავკარგე, ნაწილობრივ ვნანობ კიდევაც და ნაწილობრივ არა. არ ვნანობდი მის გაშვებას მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი სულელური საქციელების გამო სულ არ გაგიჟებულიყო და არ მინდოდა მისთვის დიდი პრობლემა გავმხდარიყავი. ვნანობდი იმიტომ, რომ ის ერთადერთი იყო ვინც ასე ძალიან და გულწრფელად მიყვარდა, ერთი ვიცოდი, რომ მის ადგილს ვერავინ ვერასოდეს ვერ დაიკავებდა. ის ყოველთვის იქნებოდა ჩემს გულში სადაც უზომოდ მეყვარებოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent