მაინც მოგარჯულებ(7 ნაწილი)
იმ დღეს აღარსად არ წასულან. კატო მთელი დღე თავის ოთახში იყო და ქვემოთ არ ჩადიოდა. ნამდვილად არ უნდოდა ბექას ნახვა. საღამოს მარი გაახსენდა. თავისი გიჟი დაქალი... მაშინვე ტელეფონი აიღო და დაურეკა: -ოჰჰ, ეს ვის გავახსენდი!!!(მარი) - ჩასძახა დაქალმა მხიარულად. -რას შვებიიი, მომენატრეე...(კატო) - უთხრა და ჩაეღიმა. -მეც. რახდება მაქეთ ახალი? -რავი აბა... -როგორია ლონდონი?? -მაგარია - უპასუხა მხიარულად. -შენ და ბექა ჭამთ ისევ ერთმანეთს? - ჰკითხა ინტერესით -აუუ, ნუ მკითხავ - ამოიოხრა და საწოლზე გადაწვა. -რახდებაა??? - ცნობისმოყვარეობისგან კინაღამ ტელეფონიდან გამოხტა -რავი, იდიოტია რა - თქვა და გაეცინა -რა ქნა?? -იდიოტმა რა უნდა ქნას! -გოგო ნუ მაწვალებ!!! მალე თქვი ახლა ჰეე გელოდები! -დღეს დილით გამომიცხადა მიყვარხარო -ვაიმეე!!!! აუ რასაყვარელიაა! - შეჰკივლა სიხარულისგან. -კი ძაან - უპასუხა და ისევ გაიცინა. -ვიღაცა შეყვარებულიაოო!!! - ამოსძახა ეშმაკურად. -აუ კაი რა გოგოო... -ოოო, გეყოს ახლა. ჩემთან მაინც აღიარე! ძლივს გამოჩნდა შენი მოსაწონი ბიჭი(მარი) - ბედნიერი დახტოდა თავის ოთახში. -ნუუ... შეიძლება მომწონს... - ამოღერღა ძლივს. -მერე როდის აპირებდი თქმას ქალბატონო?? - ჰკითხა ვითომ გაბრაზებულმა -ჯერ მეც არ ვიცი რა მინდა და შენთვის რა მეთქვა -კაი ხო, ახლა მაგას მნიშვნელობა არააქვს. -კაი მაარ, წავედი ახლა მე და რომ ჩამოვალ მაშინვე ჩემს სახლში დაერჭობი -ოქეიი - ტელეფონი გათიშა და გვერდზე გადადო. ნეტა ახლა რა უნდა ქნას? მთელი დღე ოთახში გამოკეტილი ვერ იქნება. დილის კოცნაზე საუბარი მაინც მოუწევდათ, თუმცა კატო ამას მაქსიმალურად წელავდა. ისე თუ დაფიქრდება, ბექა მაინც სხვანაირია. მექალთანეა, თუმცა სხვანაირად გამორჩეული. თან როგორი სიმპატიურია... თვალები დახუჭა და ბექას სახე წარმოუდგა თვალწინ. -ჩამოდი ჭამე, არ მოგშივდა? - შემოაღო ოთახის კარი ბექამ - მთელი დღე მაგ ოთახში ჩაკეტილი ვერ იქნები. - კატომ უხმოდ გახედა და საწოლიდან წამოდგა. სირცხვილისგან ზედაც ვერ უყურებდა. კართან იდგა, უნდა გასულიყო, როდესაც ბექამ ხელი მოკიდა და თავისკენ მიაბრუნა -კატო მომისმინე ერთწამს - უთხრა და თვალებში ჩახედა -გისმენ - უპასუხა თითქმის ჩურჩულით. -თუ დღევანდელზე საუბარი არ გინდა, მე არ დაგაძალებ. როცა მზად იქნები მაშინ ვილაპარაკოთ - ხელი გაუშვა და კარში გაატარა. ვახშამზე ხმა არ ამოუღიათ. ბექა სულ მას უყურებდა. კატოც გააპარებდა ხოლმე თვალს, თუმცა როდესაც ბექას მზერას აწყდებოდა, მაშინვე დარცხვენილი სხვაგან იხედებოდა. -ძილინებისა(კატო) - გაუღიმა ოთახიდან გასვლამდე -ტკბილი ძილი(ბექა) იმ ღამეს ბექაზე ფიქრში ჩაეძინა. არ ეგონა, რომ ბექა გაუგებდა და დროს მისცემდა. უკვე 100%-ით იყო დარწმუნებული, რომ უყვარდა, თუმცა თითქოს თქმას ვერ ბედავდა. დილით სულ სხვა განწყობაზე გაეღვიძა. ჯერ კიდევ ადრე იყო. სამზარეულოში ჩავიდა და იქაურობა მოათვალიერა. მოუნდა რამე გემრიელი გაეკეთებინა. ისე, თუ თქვენც დაუკვირდებით, ბექამ ჩვენი კატო ძალიან შეცვალა. ადრე, საჭმლის კეთების გაგონებაც არ უნდოდა. ახლა კი, ძალიან უნდოდა რამე გემრიელის გაკეთება ესწავლა. მისი მშველელი ისევ ნათელა იყო... დაურეკა და ამჯერად ბლინების გაკეთება აახსნევინა. ნათელას ძალიან უკვირდა, მანდ მზარეულობისთვის ჩახვედი თუ ბიზნესის მისახედადო, თუმცა ამ კითხვას კატო ოსტატურად „ახტებოდა“. ცხობასაც შეუდგა და ნახევარ საათში ყველაფერი მზად იყო. ამ დროს ბექაც ჩამოვიდა. -დღეს რა გვაქვს საჭმელი პატარა მზარეულო? - ჰკითხა და გაუღიმა -ბლინები გავაკეთე - უპასუხა მშვიდად და ყავა დაასხა. გემრიელად ისაუზმეს. კატომ ბექას შექება კვლავ დაიმსახურა და ბედნიერებისგან დაფრინავდა. ამით თითქოს ცდილობდა თავისი თავიც დაერწმუნებინა იმაში, რომ ბექას ღირსი იყო. ალბათ გაგიკვირდებათ კატოს ასეთი ფიქრები, თუმცა ასეთია და რა ქნას. დაუმსახურებლად არაფერი არ უნდა. საღამოს ისევ მორიგი წვეულება იყო. კატოსთვის საბედნიეროდ ბოლო. მეორე დღეს საქართველოში ბრუნდებოდნენ. გარეთ ძალიან ცხელოდა, ამიტომ მოკლე ღია ცისფერი კაბა აირჩია და თმები აიწია. ქვემოთ ჩასულს, ბექამ ხელი წელზე მოხვია და მანქანაში ჩასხდნენ. გზა თითქოს უფრო გაიწელა... კატო მთელი საღამო თავს აფორიაქებულად გრძნობდა. თავის თავზე ეშლებოდა ნერვები დაწყნარებას რომ ვერ ახერხებდა. ბექაზე ფიქრები თავიდან არ ამოსდიოდა და უფრო მეტად იკარგებოდა სხვა სამყაროში. -წამოდი ვიცეკვოთ(ბექა) - გამოაფხიზლა ბექას ხმამ. გაუღიმა და საცეკვაოდ გავიდნენ. მთელი ცეკვა მასზე აკრული იყო. ძალიან სიამოვნებდა და თავის ფიქრებზე თვითონვე ეცინებოდა. მელოდიას ისე აყვა, გარშემო ვერაფერს ამჩნევდა. მხოლოდ ტაშის ხმამ გამოაფხიზლა. ირგვლივ მიმოიხედა და დაინახა როგორ უკრავდა ხალხი ტაშს მას და ბექას. უხერხულად გაიღიმა და ბექას ხელი ჩასჭიდა იმ იმედით, რომ იგი გამოსავალს იპოვნიდა. ბექა გამოშტერებული ღიმილით უცქერდა თვალებში. მგონი ეს დაყრუვდა!!! კატომ ერთი შეანჯღრია გამოფხიზლდიო და სცენიდან ჩამოვიდნენ. საღამოც დამთავრდა და ჩვენი ჯერ არ შემდგარი წყვილი სახლში დაბრუნდა. დილიდან ბარგს ალაგებდა. შუადღეს დაღლილი ჩავიდა პირველ სართულზე და ბექას პირდაპირ დაჯდა. -ჩაალაგე ბარგი?(კატო) -კი, შენ?(ბექა) -მეც(კატო) -ხომ არ წავიდეთ მაშინ? ცოტა რიგიც იქნება ალბათ(ბექა) -კი, რავი. ბექამ ჩემოდნები მანქანაში ჩაალაგა და აეროპორტისკენ დაიძრა. რიგში არც თუ ისე დიდი ხანი მოუწიათ დგომა. თვითმფრინავიც მალევე დაიძრა. კატო, როგორც ჩანდა, ძალიან დაღლილი იყო. ბექას მხარზე თავი ჩამოდო და ტკბილად დაეძინა. მამაკაცი მთელი გზა თვალს ვერ წყვეტდა. როცა ჩავიდნენ ნაზად შეარხია -კატო, გაიღვიძე, ჩამოვედით(ბექა) - თვალები ზანტად მოიფშვნიტა და ბექას გახედა, რომელიც უცნაურად უღიმოდა. -რანაირად მიყურებ(კატო) - უპასუხა სიცილით და წამოდგა. აეროპორტში მამამისი ელოდებოდა. მაშინვე მისკენ გავარდა და მთელი ძალით ჩაეხუტა. -ვაიმე შვილო! ასე თუ მოგენატრებოდი საერთოდ არსად არ გაგიშვებდი - უთხრა სიცილით და თვითონაც მაგრად მოხვია ხელები. -გამარჯობათ, ბატონო ლევან!(ბექა) - გაიგო ზურგს უკან ბექას ხმა და მამას მოშორდა. ლევანი ახლა მას გადაეხვია და სახლში წამოვიდნენ. -ბექა, შვილო, წამოდი ჩვენთან დაისვენე და მერე წადი სახლში(ლევანი) - შესთავაზა თავაზიანად -მადლობთ, მაგრამ იყოს... მერე შემოგივლით(ბექა) - გაუღიმა და დაემშვიდობა. - კარგად - უთხრა კატოს და ლოყაზე აკოცა. კატო ისე გამოაშტერა ამ კოცნამ, რომ მთელი დაღლილობა მოეხსნა. მამას ენერგიულად მიუბრუნდა და სახლში წავიდნენ. მაშინვე სამზარეულოში შევარდა და ნათელას ძლიერად ჩაეხუტა -კატოო, როგორ მომენატრე, ჩემო გოგო(ნათელა) - გულში ჩაიკრა მოხუცმა და ცრემლები წამოუვიდა. -კაი რა ბეე, არ იტიროო... ხო არ ვკვდები - უპასუხა სიცილით და ლოყები დაუკოცნა. შემდეგ ოთახში ავარდა და ბარგი ამოალაგა. დაღლილი მიესვენა საწოლზე და მარის ნომერი აკრიფა -ალო, უკაცრავად, ოფიციალურ გიჟს ვესაუბრები?(კატო) - ჩასძახა მხიარულად -დიახ(მარი) - უპასუხა სიცილით -გთხოვთ 10 წუთში ჩემს სახლში მობრძანდეთ და შემდეგ კლუბში წავიდეთ. -მოთხოვნა მიღებულია - ამოსძახა ოპერატორივით და ტელეფონი გაუთიშა. კლუბში წასასვლელად მოკლე წითელი კაბა გამოიღო და გამოიპრანჭა. მალე კარზე ზარი იყო და გასაღებად გაიქცა. -მარიი!!!!! - იკივლა დაქალის ნახვით გახარებულმა და ძლიერად ჩაეხუტა. ბავშვობიდან ძალიან ცოტახნით თუ დაშორდებოდნენ ერთმანეთს. ამიტომ ძალიან მოენატრა. -კატოო!!! როგორ მომენატრეე! - გაუხარდა მარისაც დაქალის ნახვა. -მეც, მეც... წამო კლუბში წავიდეთ და იქ ვიჭორაოთ. კატოს მანქანაში ჩასხდნენ და კლუბისკენ წავიდნენ. გზაში სიმღერები ბოლო ხმაზე ჰქონდათ ჩართული და სიმღერას ყვებოდნენ. ბარმენს სასმელი შეუკვეთეს და კუთხეში მაგიდასთან მოკალათდნენ. -აბა?(მარი) - ჰკითხა და წარბები აზიდა. სულ ასეთი უაზრო კითხვების დასმა იცის ხოლმე მისთვის საინტერესო თემაზე -რა აბაა... - უპასუხა მობეზრებულმა -რა აბა და რა ხდება შენსა და ბექას შორის? -რავი. იმ დღეს რომ მაკოცა ისე მრცხვენოდა ქვემოთ არ ჩავსულვარ და მერე თვითონ ამოვიდა და მითხრა როცა მზად იქნები მაშინ ვილაპარაკოთ მაგ თემაზეო -აუუუ, რასაყვარელიაა!!!(მარი) - მოეწონა ბექას საქციელი. -ხოო - დაეთანხმა და ბექა წარმოუდგა თვალწინ. -კაი, გვეყო ახლა ეს თემა. დღეს მაგრად ვსვავთ და ვერთობით ბოლომდეე!!! - იყვირა ხმამაღლა და გაიცინა. ბევრი დალიეს და მთელი საღამო იცეკვეს. ბოლოს დაღლილები დაესვენენ თავიანთ მაგიდასთან. -აუ კატოო, დავიღალე ძაან(მარი) - უთხრა ძალაგამოცლილმა -მეეც, წამო წავიდეთ რა... -მთვრალი ხარ, მანქანას როგორ ატარებ! - შეიცხადა იმწამსვე -არ ინერვიულო, შემიძლია ტარება - შეეწინააღმდეგა -ტაქსი გამოვიძახოთ რა - ბოლოჯერ სცადა შეეცვლევინებინა კატოსთვის გადაწყვეტილება -არა-თქო! - უპასუხა მკაცრად. მარიც უსიტყვოდ დაემორჩილა. კატო ისეთი ჯიუტი იყო, თუ რამეს გადაწყვეტდა, ვერ გადაათქმევინებდი. მართალია ცოტა დალეული ჰქონდა, თუმცა მაინც ცდილობდა მანქანაზე კონტროლი არ დაეკარგა. მარი სახლამდე მიიყვანა და ახლა თვითონ წამოვიდა. წყნარად მიყავდა მანქანა, თითქოს არაფერი საშიში არ იყო, როდესაც წინ უეცრად მანქანა გამოუხტა. მხოლოდ მისი ანთებული შუქების დანახვა მოასწრო. შემდეგ თითქოს ყველაფერი გაქრა... თავის ტკივილმა გამოაფხიზლა, წამლების სუნმა ცხვირი აუწვა, შემდეგ აპარატის გაბმული წრიპინიც გაიგო. თვალების გახელა უნდოდა, თუმცა ძალა არ ჰქონდა. -კატო, კატო... - მოესმა ვიღაცის ხმა. საშინლად ნაცნობი და ახლობელი. ბექა იყო - ვიცი რომ კარგად იქნები. გთხოვ არ გაბედო და არ დამტოვო მარტო. იცოდე მეც თავს მოვიკლავ, გეფიცები! თუ შენ არ იცოცხლებ, ამქვეყნად მეც აღარაფერი მექნება ფასეული. ის, რაც სიცოცხლის სურვილს მომცემს. მიყვარხარ კატო! ჩემი ჯიუტი გოგო ხარ და ძალიან მიყვარხარ! ამის მერე სულ შენთან ვიქნები. არსად არ გაგიშვებ მარტო. მუდამ გაგაკონტროლებ. კატო, კატო... ვიცი, რომ კარგად იქნები. შენ ძლიერი ხარ და შეძლებ ამას - ბუტბუტებდა მამაკაცი და თითქოს გული შუაზე ეხლიჩებოდა. არ ეგონა ასეთი ძვირფასი თუ იყო კატო მისთვის. ხომ იცით, ადამიანები მხოლოდ მაშინ იგებენ რაიმეს ფასს, როდესაც მას კარგავენ. მართალია კატო არ დაუკარგავს, თუმცა ხომ გაუელვა თავში წამიერად ამ აზრმა. კინაღამ ჭკუიდან შეიშალა. ექიმებს ბოლო ხმაზე უყვიროდა კატოსთვის რამე ეშველათ. ისინი კი დაზეპირებულ ფრაზას იმეორებდნენ: „რასაც შევძლებთ, ყველაფერს გავაკეთებთ“. როგორ ვერ იტანდა ამ სიტყვებს... ამწუთას იგი კატოს გვერდზე სკამზე იჯდა და მისი ხელი ეჭირა. ნაზად აკოცა ხელზე და პალატაში შემოსულ ლევანს გახედა. -ლევან, შვილო, ერთწამს მოდი - დაუძახა და პალატიდან ცოტა მოშორებით გაიყვანა. - მესმის, რომ კატო შენი მეგობარია, მაგრამ ასე არ შეიძლება. წადი და დაისვენე. მასთან მე და მარი ვიქნებით. -არა, ბატონო ლევან, თქვენ არ გესმით - მიმართა და ნერვიულად გაუღიმა - მე კატო მიყვარს! ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს და სანამ აქედან არ გამოწერენ, არსად არ წავალ - უპასუხა მტკიცედ და ისევ კატოს პალატის კარისკენ გაიხედა. ლევანი სახტად დატოვა ახალგაზრდა ყმაწვილის ამ აღიარებამ: -მოიცა... შენ და კატო ერთად ხართ?! - ჰკითხა გაკვირვებულმა. -ჯერ არა, მაგრამ მალე ვიქნებით - წარმოთქვა სერიოზულად და თვალებში ჩახედა. - იმედია წინააღმდეგი არ ხართ. -არა, რას ამბობ! მე შენ მეორე შვილად მიმაჩნიხარ! პირიქით, გამიხარდა კიდეც - უპასუხა და მეგობრულად გადაეხვია. -მადლობთ - გაუღიმა მომავალ სიმამრს. -მოდი მაშინ, თუ წასვლას არ აპირებ, ჩავიდეთ და ყავა დავლიოთ. გამოფხიზლება არცერთს არ გვაწყენს - ხელი მხარზე დაკრა და დერეფანს გაუყვნენ. ..... თავში ისევ ბექას სიტყვები უტრიალებდა. ძალები მოიკრიბა და თვალები გაახილა. ოთახს თვალი მოავლო და ვერავინ ვერ დაინახა. წამიერად გაუელვა თვალწინ ავარიის მომენტმა და თავი ასტკივდა. ექთანი გამოიძახა. -უკვე გაიღვიძეთ? თავს როგორ გრძნობთ? - ჰკითხა ზრდილობიანად უცნობმა ექთანმა. -თავი მკტივა - უპასუხა და თვალები დახუჭა. -აი, ეს ინებეთ და მალე გაგივლით - წამალი და ჭიქა წყალი მიაწოდა. -მადლობთ - წყალი მოსვა და ჭიქა ექიმს გაუწოდა. ამ დროს ოთახში მამამისი და ბექაც შემოვიდნენ -კატო, შვილო, როგორ ხარ? - ჰკითხა ანერვიულებულმა მამამ სიხარულით -ცოტა თავი მტკივა, ისე კარგად - უპასუხა და შეძლებისდაგვარად გაუღიმა. ბექა კედელზე ატუზულიყო და სევდიანად უყურებდა. ლევანს ტელეფონზე დაურეკეს, ბოდიში ამოიხადა და გარეთ გავიდა. -შენ არაფერს მეტყვი?(კატო) - იკითხა და ბექას გახედა. მამაკაცმა ირონიულად ჩაიცინა. -რა უნდა გითხრა -რავი, რამე - უპასუხა და თავი ჩახარა -შენ ნორმალური ხარ საერთოდ? მთვრალი საჭესთან რატომ დაჯექი! კიდევ კარგი, სერიოზული არაფერი გჭირს! რამე რომ მოგსვლოდა რას აპირებდი!!! სხვებზე რატომ არ იფიქრე! მამაშენზე! შენს დაქალზე - მარიზე! ნათელაზე! - წყობიდან გამოსული ვერც ხვდებოდა, რომ ბოლო ხმაზე ყვიროდა - ან, თუნდაც ჩემზე - დაამატა შედარებით წყნარად და ოთახიდან გავიდა. კატოს გული ეტკინა ბექას ასეთ საქციელზე. თავი ვერ შეიკავა და ატირდა. იცოდა, რომ დააშავა და ცუდად მოიქცა, მაგრამ მაინც არ მიაჩნდა თავი ბექას ყვირილის ღირსად. თავი ბალიშში ჩარგო და უხმოდ ატირდა. საღამოს ოთახის კარი მამამისმა შემოაღო -კატო, გძინავს? -არა მა, მოდი - უპასუხა წყნარად და მისი გვერდზე სკამზე ანიშნა. -კატო, ასეთი რამე როგორ გააკეთე. როგორ შეიძლება მთვრალმა მანქანა მართო... -აუ შენც დაიწყე?! - გააწყვეტინა ნერვებმოშლილმა - გავიგე, რომ არასწორად მოვიქეცი. ამის მერე აღარ ვიზავ. კმაყოფილი ხარ?! - უპასუხა აგრესიულად. -კარგი - ჩაილაპარაკა გულნატკენმა ლევანმა -აუ მა, მაპატიე რა, არ მინდოდა(კატო) - მოუბოდიშა, როდესაც გააცნობიერა, რომ ზედმეტი მოუვიდა. -არაუშავს, შენი მესმის - გაუღიმა და თმებზე მოეფერა. -უკაცრავად, ბატონო ლევან, შეიძლება მე და კატო მარტო დაგვტოვოთ ცოტახნით? - ოთახის კარი ბექამ შემოაღო. კატომ მისი დანახვისას გვერდზე გაიხედა -კი, როგორ არა, მოდი(ლევანი) - ფეხზე წამოდგა და პალატის კარი გაიხურა. ბექა კატოს მიუახლოვდა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. -კატო მაპატიე, გთხოვ... - თქვა და გოგონას გახედა. კატომ ხმა არ გასცა, ჯიუტად იხედებოდა გვერდზე - კატოო... ვაღიარებ, ასე არ უნდა მეყვირა, უბრალოდ თავი ვეღარ შევიკავე. როცა წარმოვიდგინე, რომ შეიძლებოდა რამე მოგსვლოდა, კინაღამ ჭკუიდან შევიშალე. მაპატიე რა... - უთხრა და თვალებში ჩახედა. -მეორედ მასე აღარ მიყვირო - გააფრთხილა გულნატკენმა და თვალებიდან ობოლი ცრემლი გადმოუვარდა. -არასოდეს. კაი, არ იტირო რა, გთხოვ... - გოგონასკენ მიიწია და ჩაეხუტა. თავი მის კისერში ჩარგო და ფილტვები სასიამოვნო სურნელით გაივსო. კატომ ხელები კისერზე მოხვია და თვითონაც ჩაეხუტა. თავი ბედნიერად იგრძნო და ჩაეღიმა. ცოტა ხანში ბექას ნელა მოშორდა და უხერხულად გაუღიმა. მოულოდნელად ოთახის კარი მარიმ შემოგლიჯა. -გოგო შენ ნორმალური ხარ? გამიხეთქე გული!!! - უსაყვედურა დაქალს და საწოლზე მის გვერდით. -აუ ახლა შენც არ დამიწყო საყვედურები, დღეს მეყო უკვე - უთხრა სიცილით და მომღიმარ ბექას გახედა. -მოდი ჩაგეხუტო ჩემო გიჟო-გადარეულოო(მარი) - ხელები მოხვია და მთელი ძალით ჩაეხუტა. მაინც როგორ უყვარდათ ერთმანეთი ამ ორს. -მეც ხომ არ ჩამეხუტებით? - შემოაღო ოთახის კარი ლევანმა და ღიმილით იკითხა. -მოდი შენც - დაუძახა მხიარულად კატომ. -არა, ახლა ვერ მოვალ. ექიმმა თქვა უნდა დაისვენოსო და ამათი ოთახიდან გამოსაყრელად მოვედი - უპასუხა სიცილით. პალატიდან მხიარულად გავიდნენ და კატოც მარტო დატოვეს თავის ფიქრებთან, რომელიც მხოლოდ ბექას უკავშირდებოდა. თვალები დახუჭა და მალევე დაეძინა. ....... ესეც შემდეგი თავი ჩემო უსაყვარლესებოო!!! ძალიან მიხარია, რომ მოგწონთ. უდიდეს სტიმულს მაძლევთ თქვენი თბილი კომენტარებით <3 <3 <3 როცა თქვენს კომენტარებს ვკითხულობ, თავს უბედნიერესად ვგრძნობ და ახალი შემართებით ვიწყებ ახალი თავის წერას იმედი მაქვს ისიამოვნებთ... ველი შეფასებას... პ.ს. შავ-თეთრ სურათზე მოტოციკლთან ბექაა :)) როგორ მოგწონთ ჩვენი ბიჭი? :დდ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.