ბოსი. 1
ბოსი თავი 1 სამყაროსგან გამოთიშული შევყურებ ლექტორს,რომელიც გაუჩერებლად საუბრობს სამართლის კოდექსზე,თუმცა მისი არცერთი სიტყვა არ მესმის.ფიქრებით სხვაგან ვარ და სამომავლო გეგმებს ვაწყობ.ჩავთვალე რომ სამსახური უკვე ვიშოვე,პირველი ხელფასიც ავიღე და ახლა საკუთარი აპარტამენტის შემკობით ვარ გართული. ამ დროს ზარის ხმა ისმის და ოცნებებიდან რეალობაში ვბრუნდები.ვცდილობ რაც შეიძლება სწრაფად ჩავალაგო ბარგი და მანქანამდე მივაღწიო.გზად ჩემი მეგობარი მარკი მხვდება ფართო ღიმილითა და გაშლილი ხელებით ჩასახუტებლად. -ანა,საით მიიჩქარი? -მეკითხება მარკი,მას შემდეგ რაც ჩვენი სხეულები ერთმანეთს შორდება და ოდნავ მოშორებით ვდგები. -გასაუბრებაზე . ძალიან მეჩქარება მარკ,მოგვიანებით დაგიკავშირდები. -ზრდილობიანად ვცილდები მას და მანქანაში ვჯდები,თუმცა ის ისევ მაჩერებს. -ამაღამ წვეულებაა. -ჩაწეულ ფანჯარაში ჰყოფს თავს და მეკრიჭება. -არ ვიცი მოვახერხებ თუ არა მოსვლას. -ეცადე მაინც. -კარგი. -ხელებს საჭეზე ვაწყობ და ვცდილობ ამ მანერით მივახვედრო თუ როგორ მეჩქარება. -თუ რაიმეს გადაწყვეტ აუცილებლად დამირეკე. -კარგი. -ვცდილობ ავირიდო,მაგრამ ის ისევ მიყურებს. -მშვენივრად გამოიყურები . -მადლობ. -მის კომპლიმენტზე უნებურად მეღიმება,შემდეგ კი სახის მიმიკით ვატყობინებ რომ საუბრის დასრულების დრო დადგა. -კარგი,მე წავალ . - დაბნეული შორდება მანქანას და ხელი კეფისკენ მიაქვს,შემდეგ კი იზელს. -ყველაფერი კარგადაა? -მას აქამდე არასდროს ულაპრაკია ჩემთან ასეთი დაძაბულობით. -ამ.. კ-კი ... -დარწმუნებული ხარ? -სრულებით. ეცადე საღამოს მოხვიდე. -ძრავას ვრთავ და ადგილს ნელ-ნელა ვწყდები. -წარმატებები. მარკს მადლობის ნიშნად ხელს ვუწევ და კოლეჯის ავტოსადგომს ვშორდები. --- ერთი შუქნიშანიღა დარჩა შენობამდე,რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი.ჩანთაში კიდევ ერთხელ ვიჭყიტები იმის შესამოწმებლად რომ ნამდვილად მომქავს თუ არა რეზიუმე,რომლის დაწერაზეც დიდხანს ვეწვალე. ჩემი მშობლები გამახსენდა,რომლებიც განუწყვეტლივ დაფუსფუსებდნენ ჩემს გარშემო და ცდილობდნენ დამხმარებოდნენ რეზიუმეს დაწერაში. "იცოდე ყველაფერი უმაღლეს დონეზე უნდა იყოს,რომ მოეწონო მისტერ ტომლინსონს." მეუბნებოდა მამა და ცალი თვალით ჩემს დოკუმენტებში იჭყიტებოდა. "ეს სამსახური შენთვის მნიშვნელოვანია,ეს შენი ცხოვრების ახალი დასაწყისი იქნება." ხშირად მეუბნებოდა დედა,თუმცა ეს ისედაც ვიცოდი. ამ სამსახურზე ხომ დიდიხანია ვოცნებობდი. შუქნიშანზე მწვანე ინთება და მეც დაუყოვნებლად მივიჩქარი დანიშნულების წერტილამდე. ავტოსადგომზე მანქანას ვაჩერებ,კიდევ ერთხელ ვამოწმებ თავს პატარა სარკეში,თმას ვისწორებ და ჩანთით ხელში შენობის შესასვლელისკენ მივდივარ. შენობაში შესვლისთანავე ოპერატორი მაჩერებს და ვინაობას მეკითხება,შემდეგ კი ერთ-ერთი დაცვის წევრი კაბინეტისკენ მიმიძღვის. იმ წამში თავი შეიარაღებული თავდამსხმელი მეგონა,თუმცა უაზრო ფიქრები თავიდან ამოვიგდე და კაბინეტის კარი ღიმილით შევაღე. -შემოსვლამდე აკაკუნებენ. -გაისმა მამაკაცის ხმა და შევკრთი. ზუსტად ჩემს პირდაპირ მდგარ დიდ საწერ მაგიდასთან ამ კომპანიის დირექტორი იჯდა,ხელში კალამი ეჭირა და რაღაც საბუთებს დაჰყურებდა.ჩემი შესვლისას კი თავი ასწია და წარბშეკრულმა ის სიტყვები წარმოთქვა. დავიბენი. -მაპატიეთ. მე... -არ ვიცოდი რა მეთქვა,ამიტომ თავის მართლებას ვიწყებ. -შემოდით. -მის წინ მდგარ სკამზე მიმითითა და მეც უსიტყვოდ შევასრულე მისი სურვილი. -რა გნებავთ? -ინტერესიანი მზერა მომაპყრო,თუმცა ხელიდან საბუთებს არ უშვებდა. -მე..- ღრმად ჩავისუნთქე და გაღიმება ვცადე. -გასაუბრებაზე მოვედი. -ოჰ,თქვენ მის ბენეტი ბრძანდებით? -დიახ. -გელოდებოდით. -ამჯერად თბილად გამიღიმა და ფეხზე წამოდგა ხელის ჩამოსართმევად. გაოცებული შევყურებდი მას,შემდეგ კი მეც იგივე გავიმეორე და ხელახლა მივესალმე მას. -რეზიუმე. -ამბობს მისტერ ტომლინსონი,მაგრამ მე მაინ ც გაოცებული შევყურებ. შემდეგ ხელს მიწვდის ,რაზეც ვხვდები თუ რა უნდოდა.ჩემი რეზიუმე. ჩანთიდან ვიღებ და ვაძლევ,თუმცა თვითონ თვალს არ მაშორებს. -თქვენ ჯერ კიდევ სწავლობთ? -ვერ მივხვდი ეს შეკითხვა იყო თუ უბრალოდ აღნიშნა,თუმცა მაინც ვუპასუხე. -და რატომ აარჩიეთ ჩემი კომპანია? "ჩემი" უფრო მაღალი ტონალობით თქვა ვიდრე ველოდი,თანაც გამოკვეთა "ჩემი" და არა "ჩვენი",ან უბრალოდ "ეს" კომპანია. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს,ისედაც ყველამ იცის თუ როგორი პიროვნებაა მისტერ ტომლინსონი. მკაცრი,მძიმე ხასიათისა და დიდი ქონების პატრონი,სიმპათიური,ყველასთვის სასურველი,თუმცა ძნელად მისაწვდომი,აი ასეთია ის. -კოლეჯში ჩარიცხვის დღიდან გადაწყვეტილი მქონდა აქ მუშაობის დაწყება,თუკი ეს შესაძლებელი იქნებოდა. მომწონს ეს კომპანია. -და რატომ გინდათ ადვოკატობა? -უკაცრავად? -რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ადვოკატი და არა მაგალითად პროკურორი? -სამართლიანობა მიყვარს ,მეც სამართლიანი ვარ ,ამიტომ ვფიქრობ რომ ნამდვილად ღირს სიმართლის დაცვა. -მაგრამ თქვენი ყველა კლიენტი მართალი არ იქნება. -ვეცდები მათში სიმართლე აღმოვაჩინო. -და ვამბობ ყველაზე სისულელეს რაც კი ცხოვრებაში მითქვამს. ჩემი სიტყვებისგან გაოცებული ძლიერად ვაჭერ ტუჩებს ერთმანეთს,რომ კიდევ რამე არ წამომცდეს. მისტერ ტომლინსონი რამდენიმე წამით მაშტერდება,შემდეგ სკამიდან დგება და ხელს მიწვდის. -სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. -გაოცებულმა ავხედე,ნუთუ ასე მალე დასრულდა ეს გასაუბრება? თუმცა ჩემი სიტყვების შემდეგ ალბათ წარმოდგენა სრულიად დაეკარგა. დაღონებული ვდგები და ხელს ვუწვდი დასამშვიდობებლად.შემდეგ კარისკენ ვბრუნდები და მივდივარ. -განვიხილავთ თქვენს ვარიანტს და დაგიკავშირდებით. -აი,სიმბოლური წინადადებაც,რომელსაც ყოველთვის ამბობენ გასაუბრების დასრულებისას,თუმცა ხშირ შემთხვევაში არ უკავშირდებიან. "ჰო,რა თქმა უნდა,დამიკავშირდებით." გავიფიქრე ჩემთვის და ამოვიოხრე. გასაუბრებიდან პირდაპირ სახლში მივდივარ და ჩემ მშობლემს დაღონებული ვუხსნი თუ რა როგორ მოხდა,ვწუწუნებ და ბოლოს ტირილით ვასრულებ გამოსვლას. მშობელი ხომ ის ადამიანია,ვინც ყოველთვის გამშვიდებს,გაიმედებს მაშინაც კი როცა იცის რომ სულ ტყუილად გიჩენს იმედის ნაპერწკალს.ხოდა ჩემი მშობლებიც იგივეს აკეთებენ და იმ აზრზე დავყავარ რომ კომპანიიდან აუცილებლად დამირეკავენ. საღამოს ისევ მარკი მიკავშირდება და მთხოვს წვეულებაზე წასვლას.თავიდან უარზე ვიყავი,თუმცა ბოლოს მაინც დამითანხმა. --- სარკის წინ ვდგავარ და ტანსაცმელს ვათვალიერებ მარკის ლოდინში. ფანჯრიდან ვხედავ როგორ უახლოვდება მანქანა სახლს და დაბლა ჩავდივარ რომ დიდხანს არ ვალოდინო.ზუსტად ამ დროს, როგორც ფილმებში და წიგნებში ხდება ხოლმე,მობილური რეკას იწყებს. ვხვდები რომ ეს მარკი იქნება და არ ვპასუხობ,თუმცა გარეთ გასვლისას დავინახე რომ მას ტელეფონი არ უჭერია. დაპანიკებული ვპასუხობ ზარს და ბოლოს სიხარულით ვკივი. -გამარჯობათ ანაბელ ბენეტს ვესაუბრები? -კითხულობს ვიღაც კაცი.მისი ხმა მეცნობა,თუმცა უცბათ ვერ გავიხსენე ვის ეკუთვნოდა. -დიახ? -ტომლინსონების იურისტთა ასოციაციის დირექტორი ლუი ტომლინსონი გატყობინებთ რომ ორშაბათიდან სამსახურში გელოდებით. -რა? -ხმა ამიკანკალდა სიხარულისგან. დუმილი ჩამოწვა,მხოლოდ უცნობის მძიმე სუნთქვა ისმოდა. -ორშაბათს გელოდები ანა... - წუთიერი დუმილი მისმა სიტყვებმა დაარღვია,შემდეგ კი გათიშა. აი,ამ სიტყვების მოსმენა მინდოდა ყოველთვის. თუმცა არ მეგონა თუ თავად დირექტორისგან გავიგებდი. თანაც როგორი თბილი ჩანდა,ბოლოს კი "შენობითაც" მომმართა და სახელიც შემიმოკლა,ყველანაირი 'მის' და 'ქალბატონოს' გარეშე. მეუცნაურა მისი ეს საქციელი,თუმცა დასაფიქრებლად არც დრო და არც სურვილი მქონდა. ამ სიახლის გავრცელების სურვილი მკლავდა. --- რას ფიქრობთ ახალ მოთხრობაზე? იმედია მოგეწონებათ. გთხოვთ შემიფასეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.