ფრთხილად! სახლი დაკავებულია...
-კაილ, მე უნდა წავიდე... ერთ კვირში აუცილებლად დავბრუნდები, თავს გაუფრთხილდი მეგობარო. -ისევ მიდიხარ? ნუთუ არ მოგბეზრდა სოფელში ხეტიალი?არადა ხო იცი აქ უშენოდ რა უაზრობაა... -ჰაჰა,კაილ,სულ რაღაც ერთი კვირა და ისევ მოვალ-ვეუბნებოდი ჩემს საუკეთესო მეგობარს თან ვხითხითებდი. -კაი ლილე...კაი-ამოიხვნეშა -კარგად, თავს გაუფრთხილდი დამპალო -კარგი,ჭკუით! არ გადარიო სოფელში ძროხები!- მითხრა დაცინვით -ნუ გეშინია-მკვახედ ვუპასუხე და ტელეფონი გავუთიშე. ბარგს ვალაგებდი,თან ვფიქრობდი ლოფელზე,ძალიან მინდოდა, ცოტა ხნით დასვენება. როგორც იქნა ჩავალაგე ბარგი, მანქანაში ჩავჯექი და გავუდექი,სოფლის გზას.უკვე გვიანი იყო, როდესაც სახლს მივადექი. ძალიან გამიკვირდა,ყველა ლამპიონი გამორთული იყო...სიმართლე გითხრათ შემეშინდა კიდეც. კიდევ კარგი ტელეფონი დასატენი არ მქონდა და განათებას მაგით შევძლებდი.გადავედი მანქანიდან და საშინელი კივილის ხმა მომესმა, უბნის ბოლოს სახლიდან.უნებურად შევხტი და შეშინებული შევვარდი სახლში.ბებო დავინახე და შიში სულ გადამავიწყდა. ჩავეხუტე, მოვეფერე ჩემს მონატრებულ ბებოს... გავაბით საუბარი...თურმე რაღაც ავარია მომხდარა და დროებით გაუთიშავთ დენი. ჩვენს საუბარში გოგონა შემოვიდა,ბებოს მეზობელი ყოფილა,იმ სახლიდან საიდანაცკივილის ხმა მომესმა. მთელი ღამე ვისაუბრეთ,შემდეგ კი მან მთხოვა: -ლილე,ხვალ სახლში მარტო ვარ, რაღაც მეშინია სახლში მარტო ყოფნა და თუ ჩემთან ერთად დარჩები, ძალიან გამიხარდება. -კარგ,ელენე. ხვალ 10 საათზე შენთან ვარ. ბებიას არ მოეწონა,ელენეს ესე რომ დავუახლოვდი, მან მითხრა: -ბებია გენაცვალოს,ელენე კარგი გოგოა,მაგრამ მის სახლში უცნაურობები ხდება.წადი მასთან ღამე, მაგრამ დამპირდი თუ რამე უცნაური შეამჩნიე,ელენეც წაამოიყვანე ჩვენთან და სახლში მოდით. -კარგი ბებო-მეც ვუთხარი ბებიას ამ სიტყვების მერე,გული საგულიდან ამომვარდა,მაგრამ ელენესთან არ შევიმჩნიე. ეს სახლი პირდაპირ სასაფლაოს დაჰყურება თავზე.ბნელი ოთახებით იყო სავსე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.