შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი ტკივილი - {10}


28-06-2015, 09:07
ავტორი TroUbleMaKeR.
ნანახია 2 378

- ცოტნე, გააჩერე - უცებ წამოვიყვირე. მოულოდნელობისგან უცბათ შეხტა და დაფეთებულმა გააჩერა.
- ჰა რა იყო? რა მოხდა? ცუდად ხარ?
- არა, ნახე რა ლამაზია. - არ დამიცდია მაშინვე გადავხტი მანქანიდან და მინდორისკენ გავიქეცი. ცოტნეც გამომყვა. - ნახე რა ლამაზია! გეგონება ნახატს უყურებო. საამაყო სილამაზეა, ეს ავლა-დიდება მარტო ქართველებს გვაქვს.
- კი მართლაც ლამაზია, არ ვიცოდი ესეთი ხედები თუ გიზიდავდა.
- ყოველთვის ვჩერდები ასეთ ადგილებზე და დაშტერებული ვუყურებ ხოლმე. - უკნიდან მომეხვია და ყელში მაკოცა.
- კი გეთანხმები, მართლაც ლამაზია, დიდი სიამოვნებით დავდგებოდი ახლა აქ შენთან ერთად და დავტკბებოდი ყურებით, მაგრამ თბილისი გველოდება, მერე რომ დაგვიღამდეს გზას ვერ გავიკვლევთ. ძაან დანგრეულია.
- ჰოო, კაი წავიდეთ. ოღონდ 15 წუთში.
- კაი მოდი დაჯე. - მინდორზე დაჯდა და მეც გვერდით მიმიჯინა. - იცი როგორ მიყვარხარ?
- კი მარა ხომ იცი „გამეორება ცოდნის დედაა“.
- უზომოდ, უსასრულოდ, ცამდე და ცის იქით.
- ჩემი რომანტკული ბიჭი - თვალებში შევხედე და გავუღიმე.
- ჩემი ცხოვრების არსი ხარ.
- შენ ჩემი სუნთქვა.
- ჩემი გულის ფეთქვა.
- ძაან შევიჭერით როლებში. - ორივეს გაგვეცინა.
- ხო... ისე წარმოიდგინე, 17ის რომ გახდები ცოლად მოგიყვან, მერე შვილებს გააჩენ და უფრო გაგიხანგრძლივებენ სიცოცხლეს. - სახიდან ღიმილი წამეშალა, გავფითრდი.
- რა იყო რამე მოხდა?
- იცი, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ რაც უნდა იცოდე...
- რაამე ცუდია? - ხმა აუკანკალდა - მითხარი! - ცოტა ხანი ასე ჩუმად ვიყავი და ხმას არ ვიღებდი. მაგრამ მერე ძლივს-ძლივობით ამოვილუღლუღე.
- იცი, მეე.. მეე..
- ჰა, რაა? მითხარი მოვკვდი კაცი!
- მეე... სტელირული ვარ!!!
- ჰააა? - სახეზე გაურკვევლობა გამოეხატა. - რას ნიშნავს ეგ?
- ანუ.. ანუ იმას ნიშნავს რომ მე შვილები არ მეყოლება... არასოდეს... - ისევ დუმილი, უხმო მაგრამ თვალებით გამოხატული ტკივილი, ახლა უკვე ორმაგი ტკივილი. ხმას არ იღებდა, ან რა უნდა ეთქვა, რა ქონდა სათქმელი? ამიტომ ისევ მე დავარღვიე დუმილი:
- კარგი, წავედით, თორემ დაგვიღამდება - წამოვდექი და მანქანისკენ წავედი. მალევე თვითონაც მოვიდა და ისევ გზა გავაგრძელეთ.
- ელი, არ ვიცი რა ვთქვა, უბრალოდ მტკივა, მეც შენსავით მტკივა...
- არ გინდა არაფერი. არ არის აქ სიტყვები საჭირო, მთავარი რაც იყო გითხარი უკვე. ეს პატარაობიდან ვიცი, თითქოს შევეგუე, მაგრამ რაც უფრო ვიზრდები, ვხვდები, რომ ძნელია, ძნელია იცხოვრო მათ გარეშე ვისაც შვილები ჰქვიათ. მას მერე პატარა ბავშვებზე ჭკუა მეკეტება... კარგი, ვხვდები უკვე ზედმეტად მოგაბეზრე თავი, არ გვინდა არაფერზე ლაპარაკი, მოდი მე უკან გადავალ და წავუძინებ, შენ ხომ არ დაიღალე?
- არა, მიდი შენ დაიძინე.
- კაი. - უკანა სავარძლებზე გადავფორთხდი როგორღაც და გავიშხლართე, თუ იმასაც გაშხლართვა ერქვა, ფეხები სად წამეღო არ ვიცოდი.
- ელიი...
- ჰაუ?
- მიყვარხარ.
- მე უფრო!
- ხომ იცი რო მე უფრო.
- კაი ეგრე იყოს.
- შენს მშობლებს როდის გამაცნობ?
- ოომ, რავი როხა მზად იქნები სავარაუდოდ.
- მზად ვარ სრულიად.
- ოკ, და შენს მშობლებს როდის გამაცნობ.
- შენებს რომ გამაცნობ იმის მერე.
- აჰაჰ, კარგი.
- კაი დაიძინე.
- ხო ვცდილობ.
*********
- მმ, მივედით უკვეე? - ცოტნეს ხელებში გამომეღვიძა.
- ხო, მოვედით უკვე შენთან ვართ.
- რომელი საათია?
- 17:00 დაიძინე, დაღლილი იქნები, თან იმ სავარძელზე ცუდად იწექი.
- არაა, აღარ მეძინება, დამსვი.
- ბარემ ლოგინში ჩაგაწვენდი.
- არა, აღარ მინდა აგერ დივანზე დამსვი. რამეთი გავირთობ თავს, შენ წადი დაიძინე, ჩემზე დაღლილი იქნები.
- გზაში კი მეძინებოდა, მაგრამ ეხლა აღარ. მოდი კინოს ვუყუროთ.
- აჰჰ, კარგი მოდი, სხვა მაინც არაფერია გასართობი. - დივანზე კარგათ მოვკალათდით და STEP UP 2ის ყურება დავიწყეთ.
- კი მაგრამ, რატომ მაინც და მაინც 2? როცა უკვე 4იცაა გამოსული?
- არა თუ გინდა პირველიდან დავიწყოთ და მერე მივყვეთ. - სიცილით ვუთხარი.
- კაი ჩუმად ვარ!
- ყველაზე მეტად მიყვარს 2, არა დანარჩენებიც ძაან მაგარია, მაგრამ ეს სულ სხვაა.
- ნუ ხო, მაგრამ მაინც მეგონა, რომ ტიტანიკს ან რაიმე მსგავს სულელურ რომანტიკას აირჩევდი. მართალია არც ეს ჩამოუვარდება რომანტიკაში, მაგრაამ...
- აპ, აპ, აპ ტიტანიკზე ხმაა, ვგიჟდები მაგ კინოზე - გავაწყვერინე.
- შარში ვარ.
- თუ ხმას ამოიღებ კიდევ ან ტიტანიკზე ან საერთოდ ჩემს ლეონარდოზე, მიგახრჩობ...
- მმმმ, მეც მიყვარხაარ - თვალებში შემომციცინა.
- აჰაჰ, კაი გაჩე არ გინდა. უყურე კინოს, რისთვის ჩამართვევინე?
- ჰო კაი ჩუმად ვარ. - გავჩუმდით. უცრო მივეკარი, კომფორტულად მოვეწყვე და წყნარად დავიწყეთ კინოს ყურება.
- ელიი.
- მე შენ რა გითხარი? ზმუკიი.
- ხო მარა არ შემეძლო რო არ მეკითხა.
- რა იყო?
- ხვალ რომ წავიდეთ შენებთან?
- ასე ძაან გინდა?
- ხო რავი, საჭიროდ ვთვლი.
- ჰო კაი კაი, როგორც გინდა, გაჩუმდი ეხლა და უყურე.
- ჰო კაი. - საფეთქელზე მაკოცა და როგორც იქნა დავიწყეთ კინოს ყურება მშვიდად.



№1  offline წევრი რახელი

ცუდად რომ დასრულდეს გული მეტკინებააა....მომწონს ძალიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent