ვარსკვლავების მეჯლისი 1თავი
ყველას ცხოვრბაში დგება მომენტი როდესაც ხვდები ყველაფრით დაიღალე და მეტი აღარ შეგიძლია. ყველაფერში კი აბსოლუტურად ყველაფერი იგულისხმება ურთიერთობები,სწავლა,მუშაობა...... ხადახან ძილიც და მთელი დღე უსაქმურად ყოფნაც დამღლელია. სწორედ ამ დროს გვიძვრებიან ტვინში წარსულის მოგონებები.გვახსენებნ თავს. თავდან გვტკენენ გულს და ყველა ის შეგრძნება გვიბრუნდება რაც თავდაპირველად განვიცადეთ. ვიწყებთ ჩვენი თუ სხვისი საქციელის გაანალიზებას,ვხვდებით შეიძლეოდა სხვა ნაბიჯი გადაგვედგა და დღეს უფრო ბედნიერები ვყოფილიყავით ვიდრე ვართ,ან იქნებ იმ სხვას გადაედგა ჩვენთვს ბევრად მომგებიანი ნაბჯი. მაშინ ოწყება გონებაში ქაოსი. გვინდება ავდგეთ და წავიდეთ სადმე შორს,რომ დავივიწყოთ ყველაფერი. გვინდა გავექცეთ რუტინულ,ერთფეროვან ცხოვრებას. თითქოს ეს გვშველიდეს ან შეცვლდეს რამეს. მერე ვხვდებით ამასაც არ აქვს აზრი და ხნდახან იმ ყველაზე სტრესულ მომენტში,როდესაც ფიქრისგნ ტვინი გიდუღს და ვეღარ აზროვნებ,ყველაზე ცუდი ფიქრი გვჩნდება ტვინში,სიკვდილი. მიუხედავად იმისა რომ, არ გვინდა,თვითმკვლელობაზეც გვეფიქრება. გვინდა ფანჯარა გავაღოთ,ან მანქანის კარი გავაღოთ და გადავხტეთ. ან მანქანა შეასკდეს რამეს,ან მიწა გაგვიკდეს და ჩაგვიტანოს. ვიცით რომ ამაზე ფიქრითაც კი დიდ ცოდვას ჩავდივართ,მაგრამ რა ვქათ ჩვენ ტვინში ბოროტი აზრები შემოძვრება თუ კეთილი ამას ხომ ვერ ვაკონტროლებთ.მერე უფალს პატიებას ვთხოვთ ამ სისუსტისთვის. მერე ნერვები გვეშლება ჩვენივე უაზრო ფიქრებზე და ტირილი გვინდება. თუმცა ცრემლებიც გამშრალი გვაქ და ნუგეშს ამაშიც ვერ ვპოულობთ. მაგრამ თუ მოხდა სასწაული და ერთი სულ პაწაწინა ცრემლი ჩამგვგორდება,მეორე მოჰყვება მეორეს მესამე და საბოლოოდ ყველა ემოცისგან დაცლილები ვწევართ საწოლში,ჰამაკში თუ სხვა იმ ადგილას სადაც ზედმეტად კომფორტულად ვიგრძენით თავი,რომ ამ ფიქრებს შემოეღწიათ გულში.შედეგად კი შეიძლება ამქვეყნიურობას დავუბრუნდეთ და ველოდოთ სხვა დროს როდის დაიწყება ისევ თავიდან, ან უფრო დიდ დეპრესიაში გადავვარდებით საიდნაც წარსულის აჩრდილი კი არა მომავლის იმედიც ვერ გამოვიყვანს. მერე ვხვდებით უაზრობაა წარსულზე ფიქრი,რომ ეს არაფერ წინსვლას არ მოგვიტანს,მხოლოდ ზიანს,სულის ტკივილს. რთულია ეს ცოვრება,რთული მაგრამ უნდა გავუძლოთ. მარტოობის ტკივილს კი არ უნდა შევეგუოთ უნდა ვებრძოლოთ. ზედმეტად ხანმოკლეა ცოვრება დეპრესიებს რომ გადავაყოლოთ. ვეცადოთ მისგან მაქსიმალურად მეტი მივიღოთ,თორემ ცოტას დაკმაყოფილებულები იმაზე ცოტას მივიღებთ,ვიდრე ველოდით. დაუფიქრდით და მიხვდებით რომ ასეა. ბედნიერება? ეს ყველაზე მრავლისმომცველი სიტყვაა სიყვარულის შემდეგ. ბევრჯერ გვითქვამს «ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ» «ამაზე ბედნიერი არასდროს არ ვყოფილვარ» ყოველ ჯერზე,ყოველ სიხარულზე,ყველაზე მცირე სასიხარულო ამბავზეც კი ასე ვამბობთ,თუნდაც ურთულესი გამოცის ჩაბარებსას,რომლისთვისაც ამდნი ვიწვალეთ,ზოგმა ბევრი ენერგია ჩადო ზოგმა ცოტა მაგრამ მაინც ყველას ერთნარად უხარია ერთ ნაწილს შრომა დაუფასდა,მეორეს გაუმართლა. ჩემი აზრით,ეს სიხარულია რომელიც ბედნიერებს ერთ-ერთი საფუძველია. ყველანაირ ბედნიერებას ხომ სიხარული უდევს საფუძვლად. ნამდვილი ბედნიერება კი,ჩემი აზრით,მაშინ შევიგრძნობთ,როდესაც უფლის სიახლოვეს ვგრნობთ. ამბობენ ნამვილ და ყველაზე დიდ ბედნიერებას მშობიარობის შემდეგ შეიგრძნობენ დედებიო,მე არ ვიცი ალბათ ასეა და მგონია სწორედ ამ დროს ვგრძნობთ უფლის სიახლოვეს. შიში?? ოოო.. ეს ყველაზე ვერაგი გრძნობაა. სიყვარულივით ამანაც შეიძლება დიდ უბედურებაში გაგხვიოს. უამარავი რამის შიში შეიძლება გვქონდეს,მაგრამ ამ ბოლო დროს რატომღაც მარტოობის შიში გამიჩნდა. გაგიკვირდებათ,ალბათ,21 წლის გოგოს რატომ შეიძლება ასეთი შიში გქონდესო,მე კი გეუბნებით ნელ-ნელა გამიცნობთ და მხვდებით. მე კი ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ,არაფრით განსაკუთრებული,არც სილამაზით გამოვირჩევი და არც იდეალური ხასიათით. საშუალო სიმაღლის,არც გამხდარი მაგრამ არც პუტკუნა,სადღაც შუაში :D ხასიათი კი საშინელი მაქვს,ხანდახან ზედმეტად დამყოლი,ხან კიდევ ზედმეტად ფიცხი.ისე შემიძლია ვატკინო საყვარელ ადამიანს გული არც კი დავფიქრდე ამაზე,თუმცა მეორე წუთში საკუთარ თავზე ვბრაზობ ასე არ უნდა მოქცეულიყავთქო. ბევრი მეგობარი მყავდა ყოველთვის. მაგრამ არ ვიცი რატომ,ალბათ ჩემი ხასიათების გამო ბევრი ჩამომშორდა,ბევრი კი შემომრჩა ბავშვობიდან. მგონია რომ ჩემი ზედმეტად გულახდილობა და პირდაპირობა აშინებს ამ ხალხს. ყოველთვის გულწრფელად ველაპარაკები ყველას,შეიძლება არც დავფიქრდე ჩემი საუბრის შედეგზე,წამებში შემიძლია გადმოვალაგო ჩემი გრძნობები და მნიშვნელობა არ ჰქონდეს ამას ვისთან მოხდება ეს. თუმცა არის რაღაც რაზეც ვერასდროს ვერავისთან ვსაუბრობ,სწორედ ის მარტოობის შიში რაზეც გიყვებოდით. მიუხედავად იმისა,რომ დიდი ოჯახი მყავს ყველას ვუყვარვარ,ნათესავებიც და მეგობრებიც გვერდით მყვანან,მაინც მარტოდ ვგრძნობ თავს. არ მინდა ისე წავიდე ამ ქვეყნიდან ვერ გავიგო რას ნიშნავს დედობა,რას ნიშნავს საყვარელ ადამიანზე ზრუნვა. ვგრძნობ რომ ამ შიშის გამო ოჯახის წევრებს და დაქალებს ვეჯაჭვები,თითქოს მათთან ახლოს ყოფნისას ვპოულობ ხსნას,მაგრამ ეს ასე არაა. მგონია ამ შიშმა კლანჭები ჩამავლო და არც აპირებს გამიშვას სადმე. ბავშვობაში ბევრჯერ მეგონა რომ მყვარებია,მაგრამ არასდროს არავის გამოვტყდომივარ ამაში. ყოველთვის ვფიქრობდი პატარა ვარ რა დროს ჩემი ეგეთებიათქო. და ამ სულელურმა ფიქრებმა დამაკარგინეს საყვარელი ადამიანი. ბავშვობის სიყვარული დანიელი,რომესაც ექვსი წელი ვუყვარდი,მაშინ მეც მიყვარდა,მაგრამ შორს ვიყავით ერთმანეთისგან.ის სხვა ქალაქში ცხოვრობდა,მე სხვა. სწორედ ამიტომ ვიკავედი თავს,ვერ ვიჯერებდი რომ მას ასე ვეყვარებოდი,მეგონა ერთმანეთს რომ აღარ ვნაავდით გრძნობა გაუნელდებოდა და სხვა გოგოს დაუწყებდა დევნას. თავიდან არა მაგრამ მერე ჩემმა ყველანაირმა ცდამ,რომ დამერწმუნებინა არ მიყვარდა,შედეგი გამოიღო,მერე ძალიან ახლო მეგობრები გავხდით. მართალია სიყვარულს მეგობრობის ჩირქს არ უნდა ვაცხებდეთ,მაგრამ მე სხვანაირად არ შემეძლო. ან ჩემი თავისთვის უნდა მეჯობნა რომ მეგობრები ვყოფილიყავით ან კიდევ ჩემ თავსაც და მასაც სიყვარულში უნდა გამოვტყდომოდი,რის საშუალებასაც უკვე ჩემი სიამაყე არ მაძლევდა. ახლა მახსენდება როგორ ცდილობდა ხოლმე ჩემთან მარტო დარჩენილიყო. მერე საათობით ვსაუბრობდით ხოლმე. ერთად სეირნობისას თუ გვერდიგვერდ ჯდომსას სულ ხელი ჰქონდა ხოლმე მოხვეული. მე კი სიამოვნების ჟრუანტელი მივლიდა და ვბრუვდებოდი,ეს კი დისკომფორტს მიქმნიდა და ვცდილობდი მომეშორებინა,სულ გავურბოდი. ახლაც მეცინება ჩემ საქციელზე :ჩემ სახლში ვისხედით და ვსაუბრობდით წასვლას აპირებდა ტუჩის კუთხეში რომ მაკოცა. ვერც კი გავიაზრე ისე უცებ წავიდა. მაშინ ძალიან გავბრაზდი მერე მისი საქციელი შემთხვებითობას მივაწერე,მეგონა ლოყაზე უნდოდა კოცნათქო.:D ძალიან ბავშვურად ვფიქრობდი მაშინ. ის ყველანაირად ცდილობდა ეგრძნობინებინა ჩემთვის რომ ვუყვარდი. პირდაპირ არასდროს ამბობდა ამას. მე კი ყურადღებას არ ვაქცევდი. მეგონა გავა ზაფხული მე ჩემ ქალაქში დავბრუნდები ის თავისაში და დაგვავიწყდება ყველაფერითქო. მან მართლაც იპოვა სხვა გოგოები,ერთ გოგოზე არასდროს არ ჩერდებოდა. ახლაც ასეა,მგონია ვერავინ ვერ იპოვა თავისი შესაფერი ან არც ცდილობს ამას პირველს მე მაჩვენებდა ხოლმე თავისი მოწონების ობიექტს,ჩემ აზრს ისმენდა ყურადღებით.მე კი ყველა გოგოზე ვეჭვიანობდი განსაკუთრებით ერთზე,რომლის მიმართ გრძნობა მოწონებას გასცდა და ძალიან დაუახლოვდა. მეც ანალოგიურად დავიწყე მერე ჩემი მოწონებული ბიჭების ფოტოების გაგზავნა და მისი რეაქცია ახლაც კი მახსოვს,მართლა სიმპატიურ და მიმზიდველ ბიჭზე ისეთი რაღაცები მითხრა ლამის შემაძულა. განსაკუთრებით ის პერიოდი მენატრება ვარსკვლავების ქვეშ რომ ვისხდით და ვსაუბრობდით. ვარსკვავების მეჯლისს ვუყურებდი და მონუსხული ვუსმენდი მას. თავი ჩემ კალთაში ედო,მე მის თმებში დავძვრებოდი. ხშირად ხდებოდა ასე. ჩვენი ოჯახის წევრები იცნობდნენ ერთმანეთს,ბებიები და ბაბუებიც მეგობრობდნენ. ამიტომ ვიყავით ხოლე ხშირად ერთად. ახლა? ახლა უკვე დიდები ვართ. კარგი მეგობრები,ვენდობი საკუთარი თავივით,ყველაფერზე მისაუბრია მასთან. ახლა უკვე ერთ ქალაქში ვცხოვრობთ,ჩემ მეზობლად გადმოვიდა. ახლა უკვე ჩემი დაქალი მოსწონს მაგრამ ერთად არ არიან სამწუხაროდ. ახლა უკვე აღარ მაღიზიანებს მისი მოწონების ობიექტები. ალბათ მივეჩვიე,ალბათ გრძნობაც განელდა. მაგრამ მის შეხებაზ ჟრუანტელი მაინც მივლის ხოლმე. ახლა კი მივდივარ საქართველოდან. ცოტა ხნის წინ მე და ჩემმა დაქალებმა გამოცდები ჩავაბარეთ,გერმანიაში ვაგრძელებთ სწავლას. უზომლდ ბედნიერი ვარ რომ ამდენს მივაღწიე. რომ ჩემი შრომა დამიფასდა,რომ ოცნებას ავიხდენ საქართველოს საზღვრებს გავცდები და გერმანიაში ჩავალ. ხო ყველაფერი კრგად უნდა იყოს წესით,მაგრამ მე ამაშიც განსხვავებული ვარ. გული მწყდება ჩემი სხვა დაქალები და ოჯახის წევრები აქ რომ რჩებიან. საიდან დავიწყე და სად წამოვედი. უბრალოდ სანამ ბარგის ჩალაგებას დავიწყებდე ვწევარ და ბავშვობის ტკბილ-მწარე მოგონებებს ვიხსენებ. ვხვდები რომ აქაურობა უზომოდ მომენატრება. ჩემი ტკბილი და ფუმფულა საწოლიდან დაწყებლი,ჩემი სოფლის წყაროს წყლის გემოთი და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გრილი სურნელის ჩათვლით ყველაფერი და ყველა მომენატრება. ვიცი ახლა ჩემი მშობლები ჩემსავით ნერვიულობენ. პირველად მიდის მათი ქალიშვილი ასე შორს,მე კიდევ პირველად ვწყდები მათ კალთას ამდენი ხნით. სახლში უჩვეულო სიჩუმეა. ფიქრებიდან კარზე ზარის ხმას გამოვყავარ. -თეკო როგორ ხარ?-მესმის თიკას ბედნიერი ხმა დედაჩემს რომ ეხუტება ახლა. -მამიდას სიცოცხლე შენ როგორ ხარ?-დედას ოდნავ ნაღვლიან ხმაზე გული მწყდება და ცრემლი მგორდება თვალებიდან. -ქალბატონი სადაა?? -წევს ჯერ არ ამდგარა ვხვდები ახლა რაც მოხდება და თავზე ვიმხობ ბალიშს. -გაიღვიძე ძილისგუდა დღეს ბევრი საქმე გვაქ,შენ კიდევ გძინავს რა საქციელია ეს?- მსაყვედურობს თიკა და პლედს მხდის,ხვდება ეს არ მიშველის და ზედ მახტება,მერე ხელებს ნაზად მაშვებინებს ბალიშიდან და ბალიშსაც ისვრის ოთახის ბოლოში. სანახაობით გაოცებული მეხუტება და ცრემლიან თვალებს მიკოცნის. -ელენე,ჩემო ელენიკო ეს რა დღეში გაქ თვალები წუხელ სულ არ გეძინა?- ახლა ხმა რომ ამოვიღო ვიცი უარესად ავბღავლდები და მხოლოდ თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად.-ჩემო გოგო რა გატორებს,დამშვიდდი ახლა იმაზე იფიქრე რამხელა წარმატებას მიაღწევ იქ.ახლა კი ავდგეთ და ნაყინების საჭმელად წავიდეთ.-თავისი იდეით კმაყოფილი იღიმის და პირსახოცს მესვრის-ადექი გადაივლე და გავიდეთ. ვიცი თავს ვერ დავიხსნი მისგან და მეც დაპროგრამებიულივით მივდივარ აბაზანაში. სწრაფად მოვწესრიგდი,სახლიდან გამოსვლამდე დედას და ბებიას გემრიელდ ვაკოცე და მოვეხხვიე. -თიკუნ მალე ვჭამოთ ოღონდ ბარგი არ მაქ ჩალაგებული ჯერ. -არ იდარდო ელუსი მოვასწრებთ ჩვენ საყვარელ სანაყინეს მივადექით დაა იქ შესული სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ჩემი საუკეთესო მეგობრები შეკრებილან ჩემს გასაცილებლად. ბევრი ხვევნა-კოცნის,სიცილის და ტირილის შემდეგ სახლში წამოვდით მე,თიკა და მარიამი. ამ ორმა ჩამილაგეს ბარგი ისე რომ ცხვირიც არ ჩამაყოფინეს შიგნით. ბევრი ტანსაცმელი არ მქონია მაგრამ გადაწყვიტეს რომ მე დასვენება მჭირდებოდა და თავად აგვარებდნენ ყველაფერს. შემდეგ მარკეტში გავიარეთ პირადი ჰიგიენის ნივთები რომ მეყიდა. სახლში დაბრუნებული უკვე ბოლო წუთებს ვითვლიდი სანამ აეროპორტში წავიდოდით.დედას ოთახში ვიჯექი ვეხუტებოდი და ორივე ვტიროდით. მერე მარი და თიკაც შემოვიდნენ და იქით -აქედან მოგვეწებნენ და ჩვენთან ერთად ატირდნენ. წესით ტირილის შემდეგ ემოციებისგან უნდა ვიცლებოდეთ,მე კი უფრო ვმძიმდებოდი. -რა მეშველება უთქვენოდ?? -შენ კი არა ჩვენ რა გვეშველება უშენდ,შენ მიდიხარ და ჩვენ გვტოვებ აქ-ამოიტირა მარიმ. -სწორედ ეგ მატირებს რომ მე მივდივარ იქ მარტო ვიქნები და თქვენ ყველანი ერთად. -დე ნუ ტირი დამშვიდდი თორემ ასეთ დღეში რომ გხედავ გადავიფიქრებ შენ გაშვებას-კიდევ უფრო მოვუჭირე დედას ხელები და ვიგრძენი ჩემ წელზე თიკას ხელებიც როგორ დაიჭიმა. -ადექით ახლა დაგვავგვიანდება-სიმყუდროვე მამამ დაგვირღვია.-ბოლო ძალები მოვიკრიბე და წამოვიზლაზნე საწოლიდან. გზაში ბევრი ფოტო გადავიღეთ,ვიდეოც.ვიცანცარეთ და ჩემი მშობლებიც ვაცანცარეთ. რეგისტრაციას გავდიოდი თვალში მარი და თიკა რომ დამაკლდნენ. დედა მიხვდა ჩემ ფიქრებს და ჩამჩურჩულა თიკამ თავი ვეღარ შეიკავა,არ უნდოდა გებნახა კიდე რომ ტიროდაო და საპირფარეშოში გავიდნენო. მერე იყო დიდი და დამღლელი მგზავრობა. მე,თათია და ლანა ერთად ვისხედით თვითმფრინავთში. ვუყურებდი ყველა ფოტოს და ვიდეოს და მეტირებოდა,ვიდეოში თიკა ამბობდა ამას რომ ჩახვალ იქ უყურებო ძალიან როცა მოგენატრებით მაშინო და არ იტირებო მკაცრად მაფრთხილებდა. არ ვიცოდი ეს როდის გადაიღეს,მე კი სტამბულის აეროპორტში ვიჯექი და ვტიროდი ცხარე ცრემლით. თათიანდა ლანა დამცინოდნენ ჯერ ეხლა წამოხვედი და რა დღეში ხარო მერე როგორ იქნებიო,მე ყურადღებას არ ვაქცევდი მათ. ვგრძნობდი რომ გერმანიაში რაღაც კარგი უნდა მოხდარიყო,მაგრამ რა ჯერ ვერ ვხვდებოდი. ესეც ახალი ისტორიია,შეგპირდით სანამ გამოცდებს არ მოვრჩებიარ დავიწყებთქო მაგრამ ვეღარ მოვითმინე.ველი შეფასებებს.იმედია მოგეწონებათ.რას იტყვით გავაგრძელო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.