საზაფხულო ბანაკიდან დაწყებული სიყვარული(თავი 5)
ლაშას წასვლიდან 1 კვირა გავიდა, დღეები ნელა და ყოველგვარი ხალისის გარეშე გადიოდნენ, იშვიათად თუ შეამჩნევდნენ ჩემს სახეზე ღიმილს, შეიძლება ყველაფერი მქონდა მაგრამ ერთი მთავარი, ჩემი პირველი სიყვარული მაკლდა, რომელიც აქედან ათასობით კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა.. სკოლაში ჩვეულებრივ დავდიოდი, მაგრამ მასწავლებლები და ასევე ბავშვებიც ცდილობდნენ ჩემგან თავი შორს დაეჭირათ.. ერთ დღესაც როცა სახლში მივედი დედამ გამოკითვა დამიწყო, რას ვაპირებდი დაბადების დღეზე და ასე შემდეგ, გადაწყდა რომ ვიხდიდი და ვპატიჟებდი იმ კლასელებს, რომლებსაც ჩემს მეგობრებად არ ვთვლიდი, რომლებთად ყოფნაც ჯოჯოხეთს გავდა, მაგრამ ეს დედას ახირება იყო და იძულებული ვიყავი შემესრულებინა.. სანამ ეს დღე დადგებოდა, ფანჯარასთან ვიჯექი და წიგნს კითხულობდი, გარეთ წვიმდა, ამიტომ გადავწყვიტე დღიურში კიდევ ერთი ჩანახატი მიმემატებინა.. "ახლა ვზივარ ფანფრის წინ, ვკითხულობ წიგნს, საკმაოდ რომანტიული და ცხოვრებისეული შინაარსი აქვს დართული, ასევე ხაზი აქვს გასმული მძაფრ სიუჟეტიან სიყვარულს, ჩვენ ადამიანები ვქმნით ცხოვრებას, ცხოვრება მთელი სიყვარულია, ჩვენი გადასაწყვეტია იქნება თუარა სიყვარული კარგი, ექნება მას ბედნიერი დასასრული თუ საშინელებათა ფილმის შინაარრს დავურთავთ, ამიტომ არღირს ვინმეს დავაბრალოდ რამე, ან სიყვარულს შეურაცყოფა მივაყენოთ.. ის რაც პირველი სიყვარულის დაკარგვას მოჰყვება, სიტყვებით რთული გადმოსაცემია, ეს იწვევს გულის მსვრევას, ნაფლეთებად ქცევას რომელიც გრძელი პროცესისაგან შედგება..და საბოლოოდ რაც გვრჩება ეს მოგონებებია" იმედი მქონდა ამით ჩემი სათქმელი გადმოვეცი და გული დავიმშვიდე... დაბადების დღემდე 1 დღით ადრე სახლის მორთვა დაიწყეს, რათქმაუნდა მეც ვეხმარებოდი მაგრამ მოწყენილობა მაინც მეტყობოდა.. გათენდა მეორე დილა, ყველამ მომილოცა მამას გარდა, მივიღე ასევე საჩუქრები, მხოლოდ მამას არ უჩუქებია არაფერი, არ მწყენია რათქმაუნდა უბრალოდ გამიკვირდა.. -დედა მამას რა ჭირს? -არვიცი ამ ცივი პასუხის შემდეგ სკოლაში წავედი, გარს მეხვეოდნენ კლასელები და დიდი კლასელები, როგორც წინა წლებში ისევე მომილოცეს და საღამოს 5 საათზე ჩემს სახლში შეიკრიბნენ.. ყველაფერი გენიალურად მიდიოდა სანამ კარზე ბრახუნი არ ატყდა.. გავაღე და მოულოდნელად გავშეშდი, ვერაფერი ვთქვი, ადგილზე გავქვავდი.. წინ ლაშა მედგა.. -დაიცა რა? მოიცა აქ რაგინდა? -მამაშენის დამსახურებაა რომ დღეს შენს წინაშე ვდგავარ ახლა მივხვდი ასე რატომაც იქცეოდა ის. ძლიერად ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე.. შეიძლება ვთქვი წინა წლებშიაც ასეთივე დაბადებისდღე მქონდა თქო მაგრამ ეს სრულიად განსხვავებული იყო, რადგან ადამიანი რომელიც მიყვარს ჩემს გვერდით იდგა.. ყველა გაკვირვებული გვიყურებდა, ზოგის თვალებში ბოღმა იკითხებოდა, ზოგიერთისაში კი სიხარული ჩემი ბედნიერებისა.. -ჩემი გოგო გახდა 15 წლის, აბა როგორ გრძნობ თავს გაზრდილ ამპულაში -არაჩვეულებრივად და იცი რატომ?! შენ მყავხარ -მიყვარხარ კატუს -მეც მიყვარხარ.. რამოდენიმე წუთის შემდეგ ლაშამ ყურადღება ითხოვა, ხელში ღვინის ჭიქა აიღო და დაიწყო : "კატო! უშენოდ მგონი მოვკვდები... არა, მგონი კი არა, ნამდვილად მოვკვდები. შენ ის ფერები ხარ, ჩემს ცხოვრებას თეთრს რომ ხდიან, ის ძალა ხარ, რომ მაცოცხლებს,ისე, ისე, ისე ძალიან მიყვარხარ, რომ სიტყვები არ მყოფნის,ჩემი ცხოვრების აზრი ხარ,ნაპერწკალი, რომელმაც ერთ დროს გულში გამკრა და დღითიდღე ისე ძლიერ ღვივდება,მისი ჩაქრობა შეუძლებელია, თუ ის ჩააქრეს ჩემი ცხოვრებაც გაქრება,ასე მგონია. ჟანგბადი, წყალი, ჰაერი, დედამიწა, გალაქტიკა, სამყარო, ცა, მზე, მთვარე, მიწა, თოვლი,წვიმა, სითბო, სიცივე, ჭექა-ქუხილი, ელვა,სეტყვა, ვულკანი,მიწისძვრა, ამ ყველაფერს შენ ჩემში იწვევ, აერთიანებ... და მინდა ამ ჭიქით შენ გაგიმარჯოს" უბრალოდ ამ სიტყვების შემდეგ ცრემლების შეკავება ვერ შევძელი და ცრემლები წამსკდა მასთან მივედი, ჩავეხუტე და ვუთხარი რომ მეც იგივეს ვგრძნობდი მის მიმართ.. დაბადების დღე დასრულდა, მეორე დღეს სკოლაში მე და სანდრო გამოვცხადდით, ყველა წინა დღეზე ლაპარაკობდა, რომ ეს საშინლად რომანტიული და გულის ამაჩუყებელი მოვლენა იყო, მასწავლებლებიც როგორც იქნა ჩემს სახეზე ძველებურ, არა უფრო ბედნიერებისაგან წამოსულ ღიმილს ხედავდნენ.. ყველაფერი ბედნიერი დღეებით გაგრძელდა და ისევ ისე ერთმანეთის სიყვარულში გადიოდა დღეები.. პ.ს მოგწონთ? არდავაგვიანე როგორც დაგპირდით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.