შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ წუთში სამოცჯერ! (თავი 2)


28-06-2015, 21:51
ავტორი zoidze99
ნანახია 2 526

მოვტრიალდი და წასვლა დავაპირე, თუმცა უცებ ზურგზე ბურთი მთელი ძალით მომხვდა, უკან მოვიხედე და ისევ მისი შავი თვალები აღმოჩნდნენ ჩემს წინ. ძალიან გავბრაზდი და ვუთხარი, რომ თამაში დაგვეწყო.
ეს ბიჭი გამაოცებს, ძალიან მაგრად თამაშობდა და ადვილად მოახერხა ჩემი დამარცხება. სახეზე ჭარხლის ფერი დამედო, წასვლა გადავწყვიტე თუმცა უცნობმა შემაჩერა.
-ალქაჯო პირობა დაგავიწყდა?
-რა გინდა?
-სულ ასეთი თბილი ხარ?
-დიახაც!
-შენ გგონია ასე გაგიშვებ?
-ჯანდაბა! რეგვენო თავი დამანებე!
-დაისჯები! მწარედ დაისჯები!
ზურგზე გადამიკიდა და სადღაც მივყავდი, დავიბენი და გონს, რომ მოვეგე მუშტებს ვურტყამდი, თუმცა უშედეგოდ.
-იდიოტო გამიშვი! შენ სად გაიზარდე?
ჩემს სიტყვებს აზრი არ ჰქონდა, მგონი არც კი მისმენდა.
-ბიჭო გამიშვი შენ სულ გამოშტერდი? რას აკეთებ?
-ალქაჯო ნუ წიკვინებ და მაგ მუშტებს, ნუ მირტყამ, მაინც არ მტკივა.
ამასობაში მეთვრამეტე სართულზე აღმომოვჩნდით და ზემოდან გადავყურებდით ქალაქს, სადაც თითოეული ადამიანი წერტილივით მოჩანდა .
-აქ რატომ მომიყვანე? გამიშვი! ახლავე გამიშვი! სიმაღლის მეშინია.
-მახინჯო შენ რა სიმაღლის მართლა გეშინია? ხოდა ძალიანაც კარგი! ისწავლი ჭკუას და აქ იმიტომ
ამოგიყვანე რომ, ბოდიში უნდა მოიხადო და სურვილის შეასრულო
-რაა რა ბოდიშზე მელაპარაკები?
-მემგონი გაგაფრთხილე რეგვენი არ დაგეძახა არა?!
-კაი ერთი.. მოუნდა ბიჭს ბოდიშები დაგავიწყდა, რომ
შენ მახინჯი და ალქაჯი მიწოდე?ასე რომ ბარი-ბარში ვართ
-სარკეში ჩაიხედე! მახინჯო! ახლა კი სურვილი ამისრულე. ბიჭს ჩაეცინა
-ჯერ იქნებ სახელი მაინც მითხრა
-მე ნიკუშა ვარ და შენ არ მეტყვი სახელს?
-არა! მკაცრად მოვუჭარი
-კაი ახლა სურვილის ჯერია
-რა გინდა?
-მაკოცე
მივედი და ლოყაზე ვაკოცე
-გოგო გადაირიე? ბავშვი ხარ რა! რა ლოყაზე კოცნა მოგინდა? მე ეგ არ მიგულისხმია.
-ჰაჰაჰჰა კაი იუმორიის გრძნობა გაქვს
-მეტყობა რომ ვხუმრობ?
-შენ ხომ არ გადაირიე? მაგისთვის შეგიძლია ბო*...
უეცრად ისე მაკოცა, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. გონს რომ მოვეგე სახეხი მაგრად დავარტყი.
-როგორ გაბედი?შემ მე პირველი კოცნა მომპარე..თვალებში ცრემლები ჩამიდგა.
ეუცრად ძალიან გაუკვირდა თუმცა დაუბრუნდა უხეშობას
-ჰაჰ ვითომ არ მოგეწონა?
მსურდა მეორედ გამერტყა თუმცა ამჯერად მისმა ძლიერმა ხელმა გამაჩერა.
ახლოს მიმიზიდა და ყურთან ბოხი ხმით ჩამჩურჩულა
-ისე შეგიყვარდები, რომ ჩემზე ჭკუას დაკარგავ!
მისი ქმედებები ძალიან მაბნევდა, თუმცა ამჯერად ვეცადე სიტუაციას მოვრგებოდი. მის ყურთან გადავინაცვლე და ნაზი დაბალი ტონით ჩავჩურჩულე
-თვალები დახუჭე რა!
მგონი იფიქრა რომ ვაკოცებდი და თვალებდახუჭული პირღია გაშეშდა
ხმამაგლა გამეცინა გავიქეცი და დავუძახე
-ვერ ეღირსები ვაჟბატონო!

ნიკუშა გონს მოეგო და გაბრაზებული დაბრუნდა მეგობრებთან. სახეზე ეწერა ყველაფერი. მისი მეგობრები გიო და ალექსი ნიკასკენ წავიდნენ:
-სადაა ის გოგო?(გიო)
-მაგ ქაჯს ვიპოვი და მოვარჯულებ! (ნიკუშა)
-რა ქვია ის მაინც თუ იცი?(ალექსი)
-არა მაგრამ მაინც ვიპოვი! (ნიკუშა)
უკანმოუხედავად წავიდა ნიკუშა და იქვე გოგონებთან მივიდა
-მარი ხომ არ იცი ის გოგო ვინ იყო?
მარი იმ უბანში მცხოვრები ჭორიკანა იყო და არც კარგი რეპუტაციით გამოირჩეოდა
-როგორც ვიცი აქ გადმოდის მალე, სხვა არაფერი.
-აჰაა კაი გასაგებია.
გულში ფიქრობდა რომ მწარედ აზღვევინებდა, თუმცა ამის გამო ნამდვილად არ აპირებდა გოგონას მოძებნას. მისი თვალები გონებაში დარჩა. შავი თვალები რომლებიც თითქოსდა არაფერს ამბობდნენ, არადა ნიკუშამ მისი სული ამოიკითხა.
ანა ანისთან წავიდა. გოგონები მასთან ძალიან ახლოს ცხოვრობდნენ. ლიკუნასაც დაურეკა, მოიყარეს თავი და ანამ ყველაფერი უამბო დღევანდელ თავგადასავალზე.
-მალე გადახვალ და სისხლს გაუშრობთ ერთმანეთს (ლიკუნა)
-საქმეც გამომიჩნდა ძალიანაც კარგი (მე)
-ხვალ ისევ მიდიხარ ხო ახალ ბინაში? (ლიკუნა)
-ხო, და წამოდიც თქვენს ერთად დავგეგმოთ, როგორი იქნება ჩემი ოთახი იცით მოგეწონებათ ძაან მაგარი რაღაცეები მოვიფიქრე (მე)
-არც ვაპირებდით შენს მარტო დატოვებას. გაიცინეს გოგონებმა
ცოტახანში სახლში დავბრუნდი. შინ მშობლები დამხვდნენ
-ანაა დეე მოგეწონა ბინა?
-აუუ კი დე ძალიან მაგარია! ერთი სული მაქვს როდის გადავალთ.
-შენს დაბადების დღემდე უნდა მოესწროს. მაჩვენე შენი ჩანახატები
-ახლავე მოიცა
-დეე ძალიან კარგია! მეც მომწონს ცოტა შესწორებები შევიტანოთ და ეგაა ხვალვე დაიწყებენ მუშაობას. შეგიძლია მიხვიდე და ისე გააკეთო ყველაფერი, როგორც გინდა.
-კაი მივალ ხვალ, თან გოგოებს გავიყოლებ.
-კაი და საათს დახედე აბა რომელია? ჩაიცინა დედაჩემმა
-ვაიმეე! წამოვიყვირე ფორმა ავიღე და რეპეტიციაზე გავიქეცი. მანამდე ნანუკას მივწერე, ჩემს მეგობარს რომ ეზოში ჩამოსულიყო და ერთად წავსულიყავით. ყურსასმენები ავიღე და სწრაფად ჩავიარე კიბეები.
-ნანუკა რაშვრები გოგო როგორ ხარ ?
-რავი რა არამიშავს. წამოდი ჩქარა წავიდეთ თორემ დაგვაგვიანდება
-ხო გოგო წამო ვნახოთ ბავები.
მივედით დ ყველანი გადავკოცნეთ მალე რეპეტიციაც დაიწყო ძალიან დავიღამეთ თუმცა ჩემთვის ყველა რეპეტიცია იმდენად სასიამოვნოა რომ დაღლა მეორეხარისხოვანია. ცეკვის დროს ყველაფერი მავიწყდება და მსიამოვნებს თითოეული ნაბიჯი, მისი სასუალებიტ შეგიძლია გამოხატო შენი ხასიათი, გრზნობები, ემოციები. რეპეტიცია რო დასრულდა გამოვიცვალეთ და ფეხით დავუყევით ქუჩებს. მე და ნანუკას ფეხით სიარული გვირჩევნია, სულ ფეხით ვბრუნდებით სახლში, მაგრამ დღეს ლუკამ მოაკითხა. ლუკას ნანუკა მაგრად უყვარს, თუმცა ნანუკას წინა სიყვარულზე იმდენად გაუცრუვდა იმედები, რომ ვფიქრობ ეშინია ახალი ურთიერთობების დაწყების. მოკლედ ნანუკა ლუკას გაყვა, მე კი დავრჩი მარტო სიმღერებთან და ცარიელ ქუჩებთან. სარეპეტიციო დარბაზი ჩემს მომავალ უბანშია. ფიქრებში ვიყავი გართული და აჰა კიდევ ერთი ბედნიერება! წვიმამ დასცხო და მთლიანად დავსველდი. ტანსაცმელი ტანზე მომეწება. უეცრად საბურავების დამუხრუჭებ ს ხმა გავიგე. პირდაპირ ჩემს წინ გაჩერდა ვიღაც ბიჭი მოტოთი თუმცა სახეს ვერ ვხედავდი ჩაფხუტი ეკეთა.
-ბიჭო შენ სულ გადაირიე თითქმის დამეჯახე.
ბიჭმა ჩაფხუტი მოიხსნა ეს ნიკუშა იყო.


მოკლედ ვეცადე საინტერესო ყოფილიყო. იმედია მოგეწონებათ. ბოდიშს გიხდით შეცდომებისთვის და გთხოვთ კომენტარებში დააფიქსიროთ თქვენი აზრი.
მადლობა რომ დამითმეთ დრო.



№1  offline წევრი zoidze99

madloba tqveni titoeuli momentari maxarebs

 


№2  offline წევრი KaTE:))

ალბათ გაინტერესებს ჩემი შეფასება.გამოსწორებულხარ და ეს ძალიან კარგია. გრამატიკულად ბევრი შეცდომა არ გაქვს, მაგრამ ტექსტის შინარსი გქონდა ცოტათი შეუმუშავებული ანუ...
წინადადებები შეკრული და გადაბმული უნდა იყოს. ერთი თემიდან მეორეზე "გადახტომა." სასიამოვნო წასაკითხი არის.კარგია გარემოს აღწერა, რადგან გონებაში წარმოვიდგინოთ ის ადგილი. გოგონა არ უნდა იყოს ძალიან ენატლიკინა და ორ წამში არ უნდა გადაუშალოს ბიჭს თავის ცხოვრება: "-როგორ გაბედი?შემ მე პირველი კოცნა მომპარე. " აი ხომ ხედავ აქაც "მ" ზედმეტია. ხომ გითხარი რამოდენიმეჯერ წაიკითხე შენი ჩანახატიმეთქი. ასევე ვერ გავიგე მოთხრობას პირველ პირში წერ თუ მესამეში?
პირების არევა კატასტროფად მიმაჩნია და არ მომწონს შენ რომ ეს გემართება. ნიკუშასთან უცებ დაამთავრე დიალოგია. ანუ იცი პატარ პატარა სიუჟესტებს წერ. უნდა გაავრცო ერთი სიუჟესტი რომ უფრო დიდი გამოგივიდეს. მკითხველსაც არ გაუჩნდეს კითხვები! რამოდენიმე დღეში დავდებ ჩემს სიახლეს და გამახარებ თუ ნახავ და წაიკითხავ. (კომენტარზეც არ ვიტყოდი უარს) მიხვდები იმ სიახლით რასაც გეუბნებოდი, მაგრამ მთლად მას კი არ დაეოდო მანამდეც განვითარდი. აბა კეთილი სურვულებით ქეთათო
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№3  offline წევრი zoidze99

KaTE:))
ალბათ გაინტერესებს ჩემი შეფასება.გამოსწორებულხარ და ეს ძალიან კარგია. გრამატიკულად ბევრი შეცდომა არ გაქვს, მაგრამ ტექსტის შინარსი გქონდა ცოტათი შეუმუშავებული ანუ...
წინადადებები შეკრული და გადაბმული უნდა იყოს. ერთი თემიდან მეორეზე "გადახტომა." სასიამოვნო წასაკითხი არის.კარგია გარემოს აღწერა, რადგან გონებაში წარმოვიდგინოთ ის ადგილი. გოგონა არ უნდა იყოს ძალიან ენატლიკინა და ორ წამში არ უნდა გადაუშალოს ბიჭს თავის ცხოვრება: "-როგორ გაბედი?შემ მე პირველი კოცნა მომპარე. " აი ხომ ხედავ აქაც "მ" ზედმეტია. ხომ გითხარი რამოდენიმეჯერ წაიკითხე შენი ჩანახატიმეთქი. ასევე ვერ გავიგე მოთხრობას პირველ პირში წერ თუ მესამეში?
პირების არევა კატასტროფად მიმაჩნია და არ მომწონს შენ რომ ეს გემართება. ნიკუშასთან უცებ დაამთავრე დიალოგია. ანუ იცი პატარ პატარა სიუჟესტებს წერ. უნდა გაავრცო ერთი სიუჟესტი რომ უფრო დიდი გამოგივიდეს. მკითხველსაც არ გაუჩნდეს კითხვები! რამოდენიმე დღეში დავდებ ჩემს სიახლეს და გამახარებ თუ ნახავ და წაიკითხავ. (კომენტარზეც არ ვიტყოდი უარს) მიხვდები იმ სიახლით რასაც გეუბნებოდი, მაგრამ მთლად მას კი არ დაეოდო მანამდეც განვითარდი. აბა კეთილი სურვულებით ქეთათო


მადლობა ქეთათო რომ
ყოველთვის ნახულობ ჩემს სიახლეს და შეცდომებზე მიმითითებ. ვეცდები გამოვასწორო.შენს სიახლეს აუცილებლად ვნახავ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent