შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ე ლ ა.


28-06-2015, 22:12
ავტორი tamuna12
ნანახია 2 243

სწრაფად გაარღვიეს ბრბო და ქალის დანახვისას ადგილზე გახევდნენ. ასეთი არახსოვდათ. მუდამ მომღიმარი, ბედნიერი, მოუსვენარი.ახლა კი მათ წინ ოცდაათი წლის ქვირივი იდგა. მათი დანახვისას თავი მძიმედ ასწია და ტკივილით აღსავსე მზერა მიანათა.ვერცერთმა ვერ გაუძლო მის თვალებს.ერთ წამში სამი ახოვანი მამაკაცის სხეულმა დაფარა ქალის ლამაზი სახე. მწვანე თვალებს ელვისებური სისწრაფით მოსწყდა ცრემლები.
-მშვიდად ელა.
-ჩვენ შენთან ვართ ელაკო.
-ყველაფერს გადავაგორებთ ელი.
იმეორებდნენ და რიგირიგობით იხუტებდნენ გულში. მხოლოდ ჯაბა იდგა მოშორებით.
აკვირდებოდა ქალის ყინულივით ცივ მზერას და ცდილობდა აღედგინა ის ლამაზი თვალები, რომელიც ოდესღაც ელა ყიფიანის სავიზიტო ბარათი იყო. თვალები ისევ ისეთი თუმცა, მზერა არაფრისმთქმელი გახდომოდა. ფიქრებმა გაიტაცა ჯაბა ბორძიკული, სწრაფად დაიწყო კადრებმა მონაცვლეობა. ბავშვობა, ბიჭები, უბანი, სკოლა, ელას გათხოვება, უთქმელი სიტყვები.
ათი წელი მის გარეშე ოო ღმერთო მთელი ათი წელი საყვარელი თვალების, ღიმილის გარეშე. ბევრია, ძალიან ბევრი.
ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ ოთხნი. ჯაბა, გეგა, აჩი და ელა. ერთადერთ გოგონას "ბრიგადაში" თავივით უფრთხილდებოდნენ. დღე არ არსებობდა ერთმანეთის გარეშე. იყო ბევრი მხიარული დღე.
მერე სკოლა დაამთავრეს და ერთ დღესაც ელამ მოულოდნელად შეყვარებული გააცნო ბიჭებს. სახტად დარჩნენ, როდესაც მამაკაცში ქართველი კანონიერი ქურდი, ალექსანდრე პირველი ამოიცნეს. იყო ბევრი ლაპარაკი, რჩევა, საყვედური. არ ემეტებოდათ ჩვიდმეტი წლის გოგონა ოცდარვა წლის ქურდისთვის. ელამ არ მოიშალა. უყვარდა სანდრო, ძალიან უყვარდა.
შემდეგ იყო ქორწილი. საქართველოში იმ დროისთვის უკვე ძებნილად ითვლებოდა ყიფიანი, ამიტომ ქორწილი მოსკოვში გადაიხადეს. სანდრომ იზრუნა, რომ ელას საყვარელი ხალხი მნიშვნელოვან დღეს გვერდით ჰყოლოდა. ბიჭების სრული შემადგენლობით ჩასვლა მოსკოვში თავად უზრუნველყო.
ბედნიერი იყო ელა,ნამდვილი დედოფალი. იმ დღეს ბოლოჯერ ნახეს. თვალები დაუკოცნეს, ცრემლები მოუწმინდეს და გულში სათითაოდ ჩაიხუტეს. გოგონამ შეჰპირდა საყვარელ მეგობრებს, რომ არ დაიკარგებოდა.
გული ეკუმშებოდა ბორძიკულს არ ემეტებოდა გოგონა დასატოვებლად. ბევრი ემოცია არ გამოუხატავს. მუდამ სიდინჯით გამოირჩეოდა ყველასგან. ხმაც და ხასიათიც ერთნაირად მკაცრი ჰქონდა. კარგად იცნობდა ელა თავის ჯაბაკოს ( ბავშვობიდან ასე მიმართავდა), მაგრამ მაინც უჩვეულოდ ცივი ეჩვენა დამშვიდობებისას.
აფრინდა თვითმფრინავი დომოდედოვოდან და აი უკვე ათი წელი გავიდა მას შემდეგ. თითქოს გუშინ მოხდა ყველაფერი.
დღეს აქ არის, ქმრის ცხედარს თვალს არ აშორებს. ხან მშვიდია ხან კი ნერვიულად იზელს კისერს(როგორც ჩვეოდა)ყურადღებას არავის აქცევს. ამაყად მოუღერებია ყელი. მგლოვიარეც კი საოცრად ლამაზია. ყურებზე გადაწეული გრძელი მუქი ფერის თმა, პატარა კურნოსა ცხვირი, ნაზი მისი ასაკისთვის შეუფერებელი კანი, დიდი მეტყველი თვალები. ხშირად ისწორებს თმაზე ჩამოცოცებულ შავ თავსაბურავს.ისევ ისეთი ხარ ელა! ისევ ისეთი!
ჯაბა, აჩის შეძახილმა დააბრუნა რეალობაში.
- რა გჭირს . აქ ელას დასახმარებლად მოვედით. ათასი რამეა მოსაგვარებელი და ნუ გამოშტერდები ახლა. გაწყრა აჩი.
-ჩვენ უნდა მოვაგვაროთ დაკრძალვის ამბები? ჩვენს გარდა არავინ ყავდა ყიფიანს?
შეკითხვა მოულოდნელი აღმოჩნდა ბიჭებისათვის თანაც უადგილო.
-კი ელა ყავდა, ელამ კი ჩვენ გვთხოვა შეუბღვირა გეგამ და აგრესიულად გადააფურთხა.
-რა გჭირს ჯაბა?ელა მგლებშია ჩავარდნილი. ვერ ხედავ რა ხალხია შეკრებილი ააქ? არიცი რა წრეში ტრიალებდა სანდრო? გოგომ ისიც არიცის ქმარი ვინ მოუკლა. შეიძლება აქ დასეირნობს ძაან თავისუფლად. ასეთ დროს გინდა მივატოვოთ?თუ რამე საწინააღმდეგო გაქვს შეგიძლია წახვიდე დაამატა ბოლოს აჩიმ.
შერცხვა ბორძიკულს რაც წამოროშა. განა თვითონაც არიცოდა?, რომ ელას გამო სიცოცხლესაც არ დაიშურებდა. ხვდებოდა ბრაზი ალაპარაკებდა. დიახ! გაბრაზებული იყო ქალზე, რომელმაც ძალიან მარტივად უარი თქვა ბავშვობის მეგობრებზე. არც ერთი ზარი, არც ერთი მოსაკითხი სმს. არაფერი მიუღიათ ამ დროის განმავლობაში.ახლა კი ურცხვად ითხოვს დახმარებას. თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს არსად გამქრალა. ამის დედაც გაიფიქრა ჯაბამ და ქალისკენ დაიძრა.



№1  offline წევრი tamuna12

ძალიან გთხოვთ თუ წაიკითხავთ შემიფასეთ. ღირს გაგრძელებად?

 


№2  offline წევრი tatukaa

კი ღირს <3

 


№3  offline წევრი etia

საინტერესო ჩანს და იმედია გააგრძელებ love

 


№4  offline წევრი kapa

Ragac axalia ganagrdze aucileblad

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent