შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?! (თავი 15)


22-04-2015, 00:20
ავტორი llella
ნანახია 6 526

ბიჭების შემოსვლის მერე კოკას ხასიათი შეეცვალა, დაძაბული იჯდა, ხან ტელეფონს ხან კიდე სიგარეტის კოლოფს ათამაშებდა ხელში, ასე ვიყავით თითქმის 1 საათი, ვსაუბრობდით ყველაფერზე, კოკა ძალიან კარგი ადამიანი ჩანდა და იყო კიდეც. საუბარშიც ეტყობოდა დაძაბულობა. საუბრის დროს კოკას ტელეფონზე დაურეკეს, არ ვიცი ვინ იყო მაგრამ მას შემდეგ რაც ეკრანს დახედა იმ 3 ჩემთვის უცნობ ბიჭს გახედა.
-თამუნა ვუპასუხებ და მოვალ-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ისიც გარეთ გავიდა.

კოკას ნაამბობი:

მე და თამუნა ვსაუბრობდით როცა ბარში ჯაბა შემოვიდა ძმაკაცებთან ერთად, „ამას აქ რა ჯანდაბა უნდა, ეს რუსეთში არ უნდა იყოს ეს?! ფუ შენი ....... ! ეგღა გვინდოდა ახლა რაა!“ ჩემთვის შევიცხადე და თამუნას მივუბრუნდი. ყველანაირად ვცდილობდი რომ თავი მომეთოკა, არ მივვარდნილიყავი და არ გამეგლიჯა ბარათელი, მაგრამ თამუნას გამომეტყველებაზე შევამჩნიე რომ ჩემი ბრაზის დამალვა არ გამომდიოდა. შუა საუბარში ტელეფონზე დამირეკეს, ეკრანს დავხედე და როცა დემეტრეს სახელი ამოვიკითხე, ერთი კარგად შევიგინე და თამუნას მივუბრუნდი.
-თამუნა ვუპასუხებ და მოვალ-მანაც თავი დამიქნია, გარეთ გავედი და დემეტრეს ვუპასუხე.
-ხო ბიჭო.
-რას აკეთებთ?
-სწორად დასვი კითხვა! რას ვაკეთებთ თუ რას აკეთებს?
-აუ ნუ მასხარაობ, ჰო რას აკეთებს?!
-არაფერს ნაყინს მიირთმევს შენი ცხოვრება
-მოიცა არ უწიკვინია არ წამოვალო და შენ ვინ ხარო და რაღაცეები?!-გაიცინა წერეთელმა.
-შენნაერი ცხოველი ხო არ ვარ გოგოს ყვირილი დავუწყო, ადამიანურად ვთხოვე და ისიც დამთანხმდა.
-კაი მერე მოვალ მეც.
-ბიჭო... მისმინე...
-ხო რა ხდება?
-ისე ახლავე რო წამოხვიდე უკეთესი იქნება!-ხმა გავიმკაცრე რაზეც დემეტრე ანერვიულდა.
-კოკა რა ხდება?!
-აუ დემეტრე ახლა რაშია საქმე...
-ამოღერღე !!!-დაიყვირა.
-წყნარად და გაგებით მოეკიდე ეხა რასაც გეტყვი და გინება და ლანძღვა არ დაიწყო.
-თუ არ იტყვი რა ხდება მერე ნახე შენ გინება და ლანძღვა.
-დემეტრე ბარათელია ბათუმში...
-.......
-წერეთელი გესმის რა გითხარი?!
-2 წუთში მანდ ვარ!-პასუხის გაცემა არ მაცადა ისე გამითიშა ტელეფონი.
ფუ ამის დედა ...... არაჩვეულებრივი, დალეწავენ ერთმანეთს და ეგაა, მეტი არაფერი.
ბარში დავბრუნდი და როცა დავინახე რომ ჯაბა ჩემ ადგილას დამჯდარიყო და ცდილობდა თამუნასთან გაება საუბარი, იმწამსვე მათკენ დავიძრი. ეს რომ არ მომეშორებინა ეხლა თამუნასთვის და დემეტრეს მოესწრო მერე უნდა გენახათ თქვენ სამკვდრო-სასიცოცხლო ომი.

თამუნას ნაამბობი:
კოკა გავიდა თუ არა იმ უცნობებიდან ერთ-ერთი ჩემსკენ წამოვიდა და კოკას ადგილი დაიკავა.
-შენ ლექსოს და ხარ თამუნა?!-თვალებში მიყურებდა და ისე ეწეოდა.
-კი.
-მე ჯაბა... ჯაბა ბარათელი.
-სასიამოვნოა.
-დემეტრე დაცვას გაყოლებს?!-ირონიულად გაიღიმა.
-უკაცრავად?!-სერიოზულად ვერ გავიგე რას ამბობდა და გამიკვირდა.
-ვხედავ დროს არ კარგავს...-ჩემი გაკვირვებული სახის დანახვისას მკითხა.
-რას გულისხმობ?!
-გიფრთხილდება ანუ მისთვის ძალიან ძვირფასი ხარ!-მისმა ამ ნათქვამმა დამაბნია, უნდა მეკითხა რას გულისხმობდა მაგრამ კოკამ არ მაცადა.
-ჯაბა აქ რა გინდა?!-კოკა მოვიდა თუ არა ჯაბას მიუბრუნდა.
-გაგიმარჯოს კოკა, როგორ ხარ?!
-მასხარაობის თავი არ მაქ, ჯობია წახვიდე!-ზედმეტად სერიოზული მეჩვენა კოკა.
-რატო ვითო?! მე და თამუნამ არაჩვეულებრივად გავუგეთ ერთმანეთს.
-ჯაბა შენთვისვე ჯობია რომ წახვიდე!
-შეხვედრამდე თამუნა, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა-ფეხზე წამოდგა და მე მომიბრუნდა
-თამუნა რამე ხო არ გითხრა?!-ჯაბა წავიდა თუ არა კოკა მე მომიბრუნდა.
-ისეთი არაფერი, უბრალოდ მითხრა დემეტრემ დაცვაც მოგიჩინაო.
-ფუ მე მაგის-გინება გულში დაამთავრა და უცებ სახე გაუქვავდა, თვალი გავაყოლე იმ მიმართულებას სადაც ის იყურებოდა და როცა კარებში მდგარი გაბრაზებული დემეტრე დავინახე, ძალიან, ძალიან მაგრად შემეშინდა...
დემეტრემ კოკას გახედა, რომელსაც სახეზე ბრაზი დატყობოდა, შემდეგ დარბაზს თვალი მოავლო და ჯაბაზე გააჩერა მზერა, აი დავიფიცები და ესეთი დემეტრე ჯერ ნანახი არ მყავდა, მისი დაბერილი ძარღვები, მოკუშტული წარბები და შეკრული მუშტები ძალიან, ძალიან ცუდის მომასწავლებელი იყო. ჩვენკენ წამოვიდა, გვერდით მომიჯდა და ჯაბას გაუსწორა მზერა.
-აბა რას აკეთებთ?-აუღელვებლად დასვა კითხვა. მიკვირს როგორ შეუძლია იყოს ესეთი, 2 წუთის წინ ადამიანის მოკვლა შეეძლო, ეხლა კიდე მშვიდად გვეკითხება თუ რას ვაკეთებთ.
-რა ვქნათ, ვლაპარაკობდით-გასცა პასუხი კოკამ.
-და რაზე?!
-რავი ისეთზე არეფერზე, ჩემზე ვუყვებოდი...-ვუყურებდი და მოცემული სიტუაცია მაოცებდა, ერთს ამბობდნენ და თვალებით სხვა რამეს ეუბნებოდნენ ერთმანეთს.
ჩემმა „ბოროტმა“ ჯერ მე გამომხედა, მერე მზერა ჯაბაზე გადაიტანა, თვალებით ჭამდნენ დემეტრე და ჯაბა ერთმანეთს, ამ სიტუაციის გამო არც კი ვიცი როგორი სახე მქონდა, მაგრამ ბიჭების გაკვირვება დავომსახურე.



- - - - -
გამარჯობა ბავშვებო. ესეც ახალი თავი, ისედი მოგეწონებთ. ვიცი რომ პატარაა მაგრამ ცუდად ვრ და ვერფრით ვერ დავდე ამაზე დიდი.



№1  offline წევრი qaosia

Mm auu xvalamde ramoicdis:// dzz Kaia maraa cud adgilas shecherda:d :-*
--------------------
ქაოსი

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

მალე დადეე რააა ეხლა გაჩერება იქნებოდაა :(

 


№3  offline წევრი Niacule

აუუუ რაპატარაა კარგი რაა,ისედაც ერთხეკ დებ და კიდევ პატარა(((

 


№4  offline წევრი tatiko:)

:):):):)KArgia

 


№5  offline წევრი fuck..of

Meti romantika da meti vnebata gelva ra tamunasa da demetres shoris :-( :-D

 


№6  offline წევრი llella

Niacule
აუუუ რაპატარაა კარგი რაა,ისედაც ერთხეკ დებ და კიდევ პატარა(((
gushin dzaan cudad viyavi da magito davwere dzaan patara da dgeshi mxolod 1 tavi ideba da chemi bralo araa 2 da 3 ro ver vtvirtav

 


№7  offline წევრი cancara

Male dade didi tavebiii

 


№8  offline წევრი კუსა ♥

ძალიან კარგია მაგრამ აი ძალიან გთხოვ დიდი თავები დადე , უკვე მერამდენედ გეუბნები

 


№9  offline წევრი lamazmani

ძაან კაია მომწონს ველი ახალ თავს ძაან მაგარი გოგო ხარ

 


№10  offline წევრი llella

lamazmani
ძაან კაია მომწონს ველი ახალ თავს ძაან მაგარი გოგო ხარ

madloba didi <3 ^_^

 


№11  offline წევრი fuck..of

Auu ufro meti vnebata gelva raa :-D ai ro dagvburdzglos iseti :-D dzalian magari xar da chemi favoriti istoriaa. Ai dzalian kargi xar <3

 


№12  offline წევრი llella

fuck..of
Auu ufro meti vnebata gelva raa :-D ai ro dagvburdzglos iseti :-D dzalian magari xar da chemi favoriti istoriaa. Ai dzalian kargi xar <3

იქნება ეგ ვნებათა ღელვაც მოიცადეთ და იქნება :დ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent