შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიროსმანიც ხომ ვარდებს ჩუქნიდა...! (თავი 6)


29-06-2015, 00:00
ავტორი llella
ნანახია 3 226

ანეტას ნაამბობი:

ოთახიდან გამოვვარდი, მივხვდი რომ იქ ჩემი ადგილი აღარ იყო, ერთხელ და სამუდამოთ ხომ უნდა ელაპარაკათ ამ თემზე არა?!!!
ჩემი ძმაც დებილივით დადის ნუცასთან ერთად და ნუცას გარეშე, ნუცასთან ერთად იმიტომაა დებილივით, რომ უყურებს ავიწყდება ყველაფერი, ამხელა კაცი პატარა ბავშვივით იქცევა და მის გარეშე ისეც ვერ ძლებს, ეს ნუცაც სულ გეგასავითაა, მაგრამ ცდილობს ყველანაირად რომ ამაზე საუბარს თავი აარიდოს, ვიცი რატომაც, გონია რომ ჩემთან გაუფუჭდება ურთიერთობა, არა ვაღიარებ რომ სასტიკად ეჭვიანი ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში არაფერს არ ვამბობ, ოღონდ ესენი იყვნენ კარგად და ესენი დალაგდნენ.
ძალიან ადრე იყო როცა გავიღვიძე 8 იქნებოდა საათი, კარგი ამინდი იყო მზე ანათბდა და გუშინდელი წვიმის მერე არაჩვეულებრივი ამინდი იყო, ნუ ჩემთვის მაინც, მისაღებში შევედი, გუშინდელი ამბები ამომიტივტივდა თავში, გამეცინა და გზა გავაგრძელე, კარები გავაღე, გარეთ გავიხედე, გარემო მოვათვალიერე და დღის კარგად გაყვანის გეგმები დავაწყე, უკან მოვბრუნდი და სამზარეულოში შევტყაპუნდი ფეხშიშველმა.
მაცივარში ვიყავი შემძვრალი როცა ფეხის ხმა გავიგე, თავი გამოვყევი და თმააბურდული, მძინარე სახით, ფეხშიშველი ირაკლის ვკიდე თვალი, მინდოდა გამეცინა, მაგრამ არ გავიცინე, ისევ შევძვერი მაცივარში და გამოვალაგე რაც კი მომყვა, საშინლად მშიოდა ამიტომაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერს ერთიანად ჩავსანსლავდი.
-მეც მშია-გავიგე ირაკლის ძილისგან უფრო დაბოხებული ხმა.
-რას შეჭამ?!
-რაც არი-გამიცინა და მაგიდას დაეყრდნო.
მეც მალევე გავაწყვე მაგიდა და მის პირდაპირ მოვთავსდი.
-რამე გეგმები გაქვს დღისთვის?!-გამომხედა და მკითხა.
-არა.
-არაჩვეულებრივი!-კმაყოფილმა ჩატეხა ტუჩის კუთხეში.
-.............-ვერ გამეგო რა იგულისხმა, გაკვირვებულმა ავწიე ცალი წარბი, ისიც მიმიხვდა და გაიცინა.
-მე მაქვს გეგმა და იმიტომ გკითხე.
-და მე რა შუაში ვარ?!
-შენ თავში ხარ!
-ვერ გავიგე.
-„ნა ხადუ“ აგიხსნი რაა-თვალი ჩამიკრა და ჭამა გააგრძელა.
-არსად არ ვაპირებ წამოსვლას-ვუთხარი მკაცრად.
-ვნახოთ!
-აბა ბაღნებო რაფრა ხართ?!-გავიგონე გეგას სიცილნარევი ხმა.
-ვჭამთ.
-აუ მეც მინდა.
-მერედა მოდი და ჭამე-გავიცინე და თეფში დავუდგი.
-ჩვენც გვშიააააააააააა-წამოიყვირეს ოთახში ახლად შემოსულებმა ნიკამ და სანდრომ.
-მოდით მერე.
-სანდრო...-ღიმილით გახედა გეგამ სანდროს და თვალებით რაღაც ანიშნა.
-აღირსე?!-გაეცინა ყიფიანს.
-ვააახ ძლივს რააა, აი ძლივს რააა!!!-გადაიხარხარა ნიკამ.
-მოკეტეთ ორივემ!-წამოიძახა გაბრაზებულმა-საქმე მაქვს მერე შენთან!-სანდროს გახედა.
-კაი-გაეცინა სანდროს გეგას აწითლებულ სახეზე, აი მე კიდევ სიცილისგან სულს ძლივს ვითქვამდი.
-ბებია რაფერ გადარეულხარ შვილო-გაკვირვებულმა გამომხედა თეკლამ-რატომ იცინი?!
-რატომ თეკლა და ამ დებილს ეშველა და ჩვენს გვეშველა-პასუხის გაცემა დამასწრო რატიმ.
-რა ქონდა საშველი?!
-მოგიყვები მერე.
-თქვენ ხომ რამე არ გეშველებათ-გაიცინა და თავზე ხელი გადაუსვა აჭარხლებულ გეგას-ახლავე ხაჭაპურებს დაგიცხობთ.
-არ შეწუხდეთ, მე და ანეტა მივდივართ-უცებ გავიგე ირაკლის ხმა, გაკვირვებულმა გავხედე მან კი ისევ უბრალოდ გამიღიმა.
-რა... რას ქვია მივდივართ?!
-აი ფეხით უნდა ვიაროთ რა, ნუ ხანდახან ისიც, ისე მანქნით!-გაიცინა და საქმის ვითარებაში გამარკვია.
-არსად არ ვაპირებ მე წამოსვლას!
-ვნახოთ!-დარწმუნებულმა ისევ გამიმეორა 5 წუთის წინ ნათქვამი და ჩაი მოიყუდა.
-მე და ჩემი ცხოვრება „წავინადირებთ“ და მოვალთ მერე-დაკრიჭა კბილები ნიკამ.
-აი ახლა არაფერს არ ვეუბნები-გაიცინა და ფეხზე წამოდგა სანდრო, მას ნიკაც აყვა.
-როდის მოხვალთ?!-ვკითხე პირგამოტენილმა.
-რავიცი მე გააჩნია როგორი ნადირობა იქნება-ისევ გაიკრიჭნენ, ვაშლს დაავლეს ხელი და გავარდნენ გარეთ.
-თუ იყვნენ ესენი ნორმალურები-ჩაიბურტყუნა რატიმ.
-რას ერჩი ბიჭებს ვიცოდე?!-სიცილით კითხა ბერომ.
-რას და რა „ნადირობა“ აუტყდათ ახლა?!
-აბა შენ არ გამოგდის და-გადაიხარხარა ბაბუამ, მას კი მე, გეგა და რატი ავყევით, თეკლას კი უნდოდა სიცილი მაგრამ შვილიშვილს აღარ დასცინა.
-რა იცი შენ?!-გადაიხარხარა რატიმაც.
-რავიცი, მე რძალს ვერ ვხედავ ვერსად და...-მიმოიხედა იქნებ სადმეა დამალულიო-თეკლა შენ ხედავ სადმე აქ საყვარელ გოგონას, რომელსაც ამის ცოლი ქვია?!-ახლა ბებიას მიუბრუნდა.
-ვერა ვერ ვხედავ-გაიცინა ბებიამ.
-აჰა თუ გამოგდის რამე.
-1 კვირა მოიცა და...-დააიმედა რატიმ.
-1 კვირაში რას იზამ რო?!
-ნახავ!-კმაყოფილმა გაიღიმა და ფეხზე წამოდგა-მე წავიდე უნდა და არ ვიცი როდის დავბრუნდები.
-აუ... გაგიჟდით ხალხო?! ერთად რას მოდიოდით ვერ გავიგე რაა-დავიწუწუნე.
-აგერ ირაკლი ხომ გყავს?! თან სადღაც მივდივართო და...-გაიცინა, ქურთუკს ხელი დაავლო და გავარდა გარეთ.
-მე და ნუცაც კი გაგართობდით მაგრამ...-გამომხედა გეგამ.
-შენ და ნუცა?!-ცალი თვალი მოვჭუტე და გავიკრიჭე.
-უხ შე ჭინკა-გაიცინა-ხო მე და ნუცა.
-იეს!-წამოვიყვირე ბოლო ხმაზე.
-რა გაყვირებს გოგო?!-გავიგე ნუცას ხმა, რომელიც ოთახში ახლახანს შემოსულიყო.
-მეყვირება-გავეკრიჭე აჭარხლებულ დაქალს, მერე კი მისი ფერის ცვლის მიზეზს.
-დილამშვიდობისა-მიესალმა ყველას.
-დილამშვიდობისა შვილო-გაუღიმეს მოხუცებმაც.
-მოემზადე მივდივართ!-გავიგონე ირაკლის ხმა, რომელიც მე მომმართავდა.
-ჰა?!-გაკვირვებულმა გავხედე, მას კი ჩემი სახის დანახვაზე გაეცინა.
-ჩაიცვი თქო, ცოტა თბილად, რომ მივდივართ!
-სად?!
-მიდი ჩაიცვი და ნახავ რომ მივალთ!
-მე არ მოვდივარ!-გამოვაცხადე და გავხედე ოთახში მყოფებს, 4 კაცი ისეთი თვალებით მიყურებდა, იქვე მიმაცხრილავდნენ ჩემი ამ პასუხისთვის.
-მოდის აბა არ მოდის!-წამოიძახა გეგამ.
-ხო ხო აბა რაა, მიდი ჩაიცვი-აყვა ნუცაც.
-გაისეირნეთ ბებია, ხომ ხედავ დანაწილდნენ ესენი, მარტო ხომ არ იჯდები სახლში?!-აყვა ყიფიანს მაიმუნობაში თეკლაც.
-მარტო რატომ, აგერ ნუცაც ხომ აქაა-უცებ ნუცას ვარიანტს ჩავეჭიდე.
-ნუცას არ ცალია თქო-ჩაეკვეხა გეგა, მისი უადგილო ფორმალობებით.
-ადი და ჩაიცვი!-გასცა ბრძანება ყიფიანმა და ბოროტი მზერა მესროლა.
-აუ არ მინდა-ვცადე თავის დაძვრენა.
-ან ნებითა შენითა, ან ძალითა ჩემითა!
ამ ფრაზით მან შემახსენა წინა დღეს მომხდარი ფაქტი, რომელიც არც თუ ისე კარგი, უფროსწორად საშინელი მოგონებების სიაში იყო ჩემთვის, ამიტომაც ფეხზე წამოვვარდი და ოთახისკენ ავიღე გეზი.
ოთახში შესულმა ერთი დავუღრინე და კარადას ვეცი, შავი შარვალი, მაისურზე მოვიცვი „საროჩკა“ ბათინკებიც ჩავიცვი, თმები მაღლა ავიწიე და მზად ვიყავი.
კიდევ ერთხელ კარგად გამოვლანძღე ყიფიანი, მისი უტვინო ტვინი და კარების სახელური ქვემოთ ჩამოვწიე, როცა კარებთან აყუდებული ყიფიანი დამხვდა.
-წავედით?!
-კი.
კიბეებზე დავეშვით, ამ დრომდე კი მისი შეთვალიერებაც მოვასწარი, ნაცრისფერი სპორტულები და ბოტასები ეცვა, როგორც ყოველთვის ხელზე საათი, ისევ ისეთი სიარულის მანერა, მაგრამ... მაგრამ მაინც შეცვლილია...
-ჩვენ წავედით და არ ინერვიულოთ თუ ცოტა დაგვავგვიანდა-დაუბარა ირაკლიმ ბავშვებს და კარები გააღო-გადი და გამოვალ მეც, საქმე მაქვს გეგასთან.
-კაი-მეც გარეთ გავედი და დავუწყე ყიფიანს ცდა, ზუსტად 2 წუთის შემდეგ კი ის უკვე ჩემს გვერდით იდა.
-აბა მზად ხარ თავგადასავლებისთვის?!-გამიღიმა დ მანქნის კარები გამოაღო.
-არა-გულწრფელად გავეცი პასუხი, მას კი ამაზე გაეცინა.
-არაჩვეულებრივი.
-სად მივდივართ?!
-ნახავ!
-მაინც?!
-მაინც?!-გამიმეორა კითხვა და მანქანა დაძრა.
-ხო-გამეცინა მის გამომეტყველებაზე.
-მოდი ესე გეტყვი, დღეს მე და შენ-აქ რატომღაც გაეჩრდა, ტუჩის კუთხეში ჩატეხა და თავი მსუბუქად გააქანა-ჩვენ... რამდენიმე ეტაპიანი გასეირნება გვაქვს.
-ვერ გავიგე.
-გეუბნები „ნა ხადუ“ აგიხსნი თქო-გაიცინა და გზას გახედა.
-კაი-მეც გამეცინა.
ჩემი თავი უნდა გამელანძღა ახლა, აქ, მასთან ერთად რომ ვიყავი, მაგრამ უნდა ვაღიარო, ბრძოლაში გონებას გულმა აჯობა, მინდოდა, ხო... მინდოდა ყიფიანთან ერთად ახლა აქ ვყოფილიყავი, გამევლო მასთან ერთად რამოდენიმე ეტაპიანი გასეირნება, მაგრამ ვიცოდი, საჭიროზე მეტად არ მოვუშვებდი საკუთარ თავთან, ამას კი საკუთარ თავს არასდროს არ ვაპატიებდი, მართალია მისი თითოეული ქმედება მაბნევდა და საგონებელში მაგდებდა, მაგრამ ვცდილობდი ამაზე არ მეფიქრა, ეს ძმებიც ხომ გადამრევენ, ერთი სისხლის მაინც არ ვიყოთ, რას მიკეთებენ ვერ გამიგია, არა ესენი ხო ჩაბერილები არიან მაგრამ ბერო და თეკლა?! რაღაც ხდება და მე არ ვიცი... ნამდვილად...!
-ეხლა მივირთვათ შენი საყვარელი ცეზარი-უცებ ფიქრებიდან ყიფიანის ხმამ გამომაგდო.
-ჰა?! ახლა არ ვჭამეთ?!-გავიცინე.
-ჩემი მომზადებული?!
-რაა?!
-ხო ჩემი მომზადებული საჭმელი უნდა გაგასინჯო.
-არა სიკვდილს ჯერ არ ვაპირებ-გავიცინე.
-არც მე არ ვაპირებ ჯერ შენ მოკვლას.
-არადა გეგმაში გაქვს ხო?!-გავიცინე და ფანჯარა ჩამოვწიე.
-არა, მაგრამ ფიქრი შეიძლება-მასაც გაეცინა.
-ბოროტო-დავეჯღანე და ფანჯარაში ხელი გავყავი.
-მიყვარს როცა იცინი-მაჯახა და ამ დაჯახებამ ჩემი გაქვავება გამოიწვია.
-...............-ხმა არ ამომიღია, ანდა რა უნდა მეთქვა.
-როცა იბნევი ეგეც მიყვარს-გაიცინა და გამომხედა.
-არ ვიბნევი...-ვუთხარი თავდაჯერებულმა.
-ხო რავიცი-გაეცინა, ამის შემდეგ კი არცერთს ხმა არ ამოგვიღია, მე ხომ საერთობ არ ვიყავი რაიმეს მთქმელი.
-აი მოვედით.
-აქ უნდა მოამზადო ცეზარი?!-ბუნებას თვალი მოვავლე და შემდეგ გაკვირვებულმა ყიფიანს მივაჩრდი.
-მარტო მაგას ხო არ გიკეთებ-გაიცინა.
-კაი-მხრები ავიჩეჩე და წინ წავედი.
არაჩვეულებრივი ადგილი იყო, ასეთი რამ არასდროს მენახა, არაჩვეულებრივი ბუნება, გორაკივით იყო, რომლის იქეთ დიდი და გაშლილი მინდორი მოჩანდა, იქვე ჩამოვჯექი და დავიწყე იქაურობის შესწავლა.
-ლამაზია არა?!
-ძალიან-მისთვის არც შემიხედავს ისე ვუპასუხე-მადლობა-ჩურჩულით ვუთხარი.
-რისთვის!?-გამიღიმა და ისე გამომხედა.
-აქ მოყვანისთვის...
-არაფრის! და ხო, ეს ძალიან მაგარი დასაწყისია.
-გაგრძელებაც გვაქვს?!
-რათქმაუნდა!-გაიცინა და ფეხზე წამოდგა-წამო მასტერკლასი უნდა ჩაგიტარო კულინარიეში.
-წამო-მის გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე და ფეხზე წამოვდექი.
აი მართლა ძალიან მაგრად ამზადებს, ყველაფერს ისე აკეთებს რომ დასაწუნს ვერ უპოვიდი რომც გინდოდეს, „იიფ, იიფ, იიფ, ეს ვის ოჯახშიც შევა“ გულში გადავიხარხარე ჩემს ფიქრებზე და ისევ მისი დაკვირვება გავაგრძელე.
-აბა, დააგემოვნე ჩემი ნახელავი და მითხარი თუ ვარგა.
-უგემრიელესია-გულწრფელად ვუპასუხე, როგორც კი გავსინჯე ჯერ მწვადი და მერე ცეზარი-მიდი ჭამე შენაც, თუ რამე და მარტო არ მოვკვდები-გავიცინე და ვანიშნე შენაც ჭამე თქო, მასაც გაეცინა და ჭამა დაიწყო.
იქ დიდხანს გავჩერდით, ვჭამეთ, ვიცინეთ, ვისაუბრეთ, ხან რაზე, ხან რაზე, ისევ იმ ულამაზესი ადგილის თვალიერებით ვიყავით გართული როცა მუჭისოდენა წვეთები არ დაგვეცა, ისე გამიხარდა წვიმა რომ რავიცი... ფეხზე წამოვვარდი და სახე ცას შევუშვირე, რომ დავსველებულიყავი.
-ანეტა რას აკეთებ! ჩქარა მანქანაში შედი დასველდები.
-ვიცი რომ დავსველდები-გავიცინე და ისევ გავაგრძელე „დასველება“
-მერედა რაღას დგახარ?!
-იმიტომაც ვდგავარ რომ დავსველდე.
-გადაირიე გოგო?! გაცივდები!
-მერე რაა, მოვრჩები არაუშავს, ასეთ ადგილას კი არ ვიცი კიდევ როდის მოვალ, თანაც მაშინ რომ იწვიმოს.
-მოგიყვან კიდევ გპირდები ოღონდ ახლა ჩაჯექი მანქანაში.
-არა!-დავეჯღანე და ხტუნვა დავიწყე.
-აუ ეს სულ გადაირია ტო-გაიცინა ყიფიანმა და ჩემსკენ წამოვიდა.
-არც შენ ხარ ნაკლები.
-ჩაჯექი თქო მანქანაში!-გასცა ბრძანება, მაგრამ ახლა მე გამქამებელი არ ვიყავი.
ადგილიდან იმიტომ კი არ ვექანებოდი, რომ მისი გაბრაზება მინდოდა, ან იმიტომ რომ მასზე მინდოდა რაღაც სახის შთაბეჭდილება დამეტოვებინა, არა...! ეს წვიმა უბრალოდ ჩემი სულის მდგომარეობას გამოხატავდა, ახლა, ამ წუთას... მეც... უფროსწორად ჩემი გულიც ასეთივე მუჭისოდენა ცრემლებით ტიროდა , უფრო ბღაოდა, უნდოდა მისულიყო ყიფიანთან და ჩახუტებოდა, მისი სურნელით აევსო ფილტვებ, მაგრამ ისევ საკუთარ თავს ვერ უკეთებდა ამას, მინდოდა ბოლო ხმაზე მეღრიალა, რომ მიყვარდა ყიფიანი... ხო ისევ მიყვარდა... განა დროს შეუძლაი გრძნობა შეანელოს...? გააქაროს...?! დაინდოს...?! ჩემთვის დრო არაფერს არ ნიშნავს... თუ მიყვარს ბოლომდე მიყვარს და მორჩა... ახლა კი უბრალოდ ისევ ტანჯვის მეშინია... ვიცი... ვიცი რომ ყიფიანი შეიცვალა, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის, ჯერჯერობით მაინც...!
-ანეტა გთხოვ!
-ხო კარგი, კარგი წამო-გავიცინე და უკან გავყევი დაღვრემილ ყიფიანს.
-ღირსი ხომ ხარ ახლა გაცივდე?!
-მერე რაა, სამაგიეროდ კარგი იყო...
-ხო რო სველდები ძაან მაგარია-გაიცინა და მანქანა „დაქოქა“
-გეთანხმები-ისევ ფანჯარაში გავიხედე, ვაკვირდებოდი, გამჭვირვალე მინაზე წურწურით ჩამომავალ წვეთებს, რომლებიც ერთმანეთის გავლით გზას იკვლევდნენ, დიდი ხანი ვიარეთ, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ხმა არცერთს არ ამოგვიღია.
-მოვედით-მაღაზიის წინ გააჩერა, საათი კი უკვე 8 იქნებოდა.
-აქ რა გვინდა?!
-რა გვინდა და იქ სადაც ჩვენ უნდა წავიდეთ ასეთი გალუმპული ვერ მიხვალ-გამარკვია საქმის ვითარებაში და კარები გამიღო-გადმოდი.
-უკვე დამღალე...-გავიცინე და მანქნიდან გადმოვედი.
-ვიცი-გაიცინა და წინ მე შემატარა.
-გამარჯობა რითი შემიძლია დაგეხმაროთ?!-მოგვიახლოვდა ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელიც საყვარლად მიღიმოდა.
-ამ გალუმპული ქალბატონისთვის გვინდა რაიმე-მკაცრად უთხრა ყიფიანმა ბიჭს და „აახვიე“ მზერით შეხედა.
-კაბა?!
-არა, ზუსტად ასეთი სპორტიული-მის ტანზე მოთავსებულ სპორტიულზე ანიშნა-ოღონდ გოგონას.
-ახლავე-ბიჭი გაგვცილდა, მაგრამ მალევე დბრუნდა უკან, მე გასახდელში შევედი, მოვირგე ყიფინის არჩეული სპორტულები, ჩემი თავი შევათვალიერე სრკეში, მერე კი გარეთ გავედი.
-ძალიან გიხდებათ-ბიჭმა დაასწრო ყიფიანს.
-შენ შეგიძლია წახვიდე-დაუღრინა უცნობს და მე მომიბრუნდა-მართლა ძალიან გიხდება.
-მადლობა.
-კაი, წავედით რომ არ დავაგვიანოთ-ხელი დამავლო და სალაროსთან მიმიყვანა, გადაიხადა და ისევ ავტომობილში დავბრუნდით.
-ასე ჯობია-გამიღიმა და შემათვალიერა.
-ხო...
-ვსო, წავედით ახლა მთავარ ადგილას.
დიდი ხანი ვიარეთ 9 იქნებოდა საათი აეროპორტის წინ რომ გაჩერდა, გაკვირვებულმა გავხედე, მას უბრალოდ გაეცინა და მანქნიდან გადავიდა.
-აქ რა გვინდა?!-ვკითხე როცა შენობაში შევედით.
-ნახავ!-ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, პირდაპირ გაიხედა და გაიღიმა, მე კიდევ მის მზერს თვალი გვაყოლე და როცა ნაცნობ სხეულს ვკიდე თვალი სიხარულისგან ხტუნვა კინაღამ დავიწყე.
ჯერ წინ გავიხედე, მერე ირაკლის გავხედე ღიმილიანი სახით და მეც არ ვიცი რატომ, ან რანაერად, მაგრამ მაგრად ჩავეხუტე მომღიმარ ყიფიანს... ხო სიხარულისგან მეც ვერ გამეგო რა ვქენი, მანაც სწრაფად მოახდინა რეაგირება და მაგრად მომხვია წელზე ხელები, ზუსტად 10 წამის მერე მივხვდი რა მდგომარეობაშიც ვიყავი, სწრაფად მოვშორდი ყიფიანს და მონატრებული მეგობრისკენ წავედი ჩქარი ნაბიჯებით...
„ჯანდაბას შენი თავი ანეტა... ესაა ხო თავი შორს დავიკავებო...! გეტყობა როგორც შორსაა...!“ ვლანძღავდი თავს გზაში, მანამ სანამ მონატრებულ მეგობარს მაგრად არ მოვხვიე ხელები...!




- - - - - - -
გამარჯობა ბავშვებო
ესეც ახალი თავი... იმედია მოგეწონებათ
არ ვაპირებდი ახალი თავის დადებას, მაგრამ ჩემი მეგობრების "სერენადის" მერე გადავწყვიტე რომ დამედო, მთხოვეს, მეც დავპირდი დაგიდებთ თქო... ხოდა შევასრულე თხოვნა უი ხო მიყვარხართ ძალიან მაგრად ბავშვებო და კიდევ ერთხელ მადლობა იმ ლამაზი დღისთვის, ბევრი ვიცინე, ვიხალისე და რაც მთავარია სიყვარულით ვიყავი სავსე..
ველოდები შეფასებას დ კომენტარებს მწყინს კომენტარებს რომ არავინ არ ტოვებს... მართლა მწყინს...
მადლობა, რომ მიძლებთ და კითხულობთ



№1  offline წევრი Only DrEAmer

აუ ეგ ყიფიანი რაგყავს რა მოკლედ :3 ^^ გაააგრძელე და არგაბედო გაწყვეტა ჩემ გამო მაინც ^^ love

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

აი ძაან მაგარია რა ^_^ შემიყვარდა მე ამ ორი გიჟი არსებისწყვილიი.. მე მგონია რომ ანეტა სწორად იქცევა ყიფიანს ახლოს რომ არ უშვებს ყიფიანმა უნდა იწვალოს ცოტა გოგონას გულის მოსაგებად :3 აბა რაფრე უნდა :3 ბოლოს ჩახუტების სწენა მომეწონა. მოკლედ დემეტრე და თამუნამიყვარს, ანეტა და ირაკლი და შენც მიყვარხარ. ვოტ დავამთავრე: დ

 


№3  offline წევრი ^^dreamer^^

დავიწყოთ იქედან რომ ძალიან კარგი წერის სტილი გაქვს, მართალია იყო რაამოდენიმე გრამატიკული შეცდომა, მაგრამ ეგ არაფერი, ყველას ეშლება და თანდათან გამოსწორდება, თუ ყურადღებას მიაქცევ ქართულის გრამატიკას.
ახლა ისტორია, ძალიან მომეწონა, ორიგინალური და სასიამოვნოა. წყვილიც კარგია, ვიცი რომ ძნელია ბევრი კომენტარი რომ არ გხვდება, მაგრამ დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო. მესმის შენი, მაგრამ არაუშავს.
წარმატებებს გისურვებ და იმედია კიდევ არ დაგჭირდება სერენადები რომ დადო და მკითხველი გაახარო.

 


№4  offline წევრი -tiko))

Ali es ro ar damifaso mogklav Raaa .. Bolo bolo xel motexili gwer komentars

Magari xar magrat wer da arachveulebrivat xarrr… Ai martla magrat wer… magari xar da mikaqalll gadareulooooo
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№5  offline წევრი lika

კომენტარიeri txovna maqvs yvelastan vinc amas kitxulobs roca waikitxavt daweret komentari ro lelas gonia aravin kitxulobs da shewyvetaze fiqrobda da arisalbatoba imisa rom mis genios tavshi am azrma xelaxla gaielvos da daweret komentarebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent