შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დარჩი ჩემთან... (თავი მეორე)


8-03-2015, 12:40
ავტორი Депрессивный
ნანახია 3 129

უკვე ოთხის ნახევარი იყო, ოთახიდან გამოვედი და დედაჩემს ვუთხარი რომ ნუცასთან მივდიოდი. სახლიდან გამოვედი, კიბეები ჩავირბინე და ავტობუსის გაჩერებაზე დავდექი. 10წუთში იქ ვიყავი და ქალბატონ ნატოს დავურეკე
-ქალბათონო ნატო, გამარჯობა, ანუკი ვარ
-ხო მახსოვხარ, სად ხარ?
-მოვედი, რომელი სადარბაზოა?
-მეორე სადარბაზო, მეხუთე სართული
-კარგით.
ავედი კიბეებზე, ღრმად ჩავისუნთქე და კარებზე დავაკაკუნე, კარები ძალიან ლამაზმა ქალბატონმა გამიღო
-ანუკი შენ ხარ?
-დიახ, ქალბატონო ნატო
-შემოდი (მითხრა და გამიღიმა)
მეც არ დავაყოვნე და სახლში შევედი, ირგვლივ შევათვარიელე და ძალიან მომეწონა, ლამაზი მყუდრო და სადა სახლი იყო. როგორც ჩანდა, გიგა არ იყო სახლში.
-აქეთ შემოდი (სიჩუმე დააღვია გიგას დედამ)
-კარგით.
-აბა გისმენ.
-როგორც გავიგე, ბავშვებს ამზადებთ ინგლისურ ენაში
-ასეა
-მეც მინდა თქვენთან მომზადება
-რომელ კლასში ხარ? და რომელ სკოლელი ხარ?
-მეათე კლასში ვარ, სკოლა N27
-უი, ჩემი გიგას სკოლელი ხარ?
-დიახ.
-კარგი, დედა რატომ არ მოგყვა თან?
ძალიან დავიბენი აღარ ვიცოდი რა მეპასუხა...
-დედა მუშაობს, ძალიან დაკავებულია და ვერ მოახერხა წამოსვლა.
-კარგი, 260ლარს ვიღებ მე თვეში
-დიახ ვიცი ყველაფერი, და თანახმა ვარ.
-მაშინ დღეები შევარჩიოთ, სამშაბათი და შაბათი რომ იყოს?
-იყოს.
-კარგი ანუკი, მაშინ სამშაბათს და შაბათს დაგელოდები 4საათზე.
-კარგით, მაშინ მე წავალ.
-კარგი, აბა შენ იცი. ხვალ წიგნებიც და 100ფურცლიანი რვეულიც მოიტანე.
-კარგით.
უზომოდ ბედნიერი წამოვედი, ვეღარ მოვითმინე და ნუცას დავურეკე
-ნუცც, ნატოსთან ვიყავი
-ვინაა ნატო?
-რადაგემართა? გიგას დედა
-აა ხო, რამოხდა მერე
-რავი, დღეები შევარჩიეთ უკვე, სამშაბათი და შაბათი
-ანუკი მაინც შენი გაიტანე ხო.
-ხო, აბა რა. კაი წავედი ავტობუსი მოდის
-მიდი.
სახლში რომ მივედი, ჩემს ოთახში შევედი, დამალული 260 ლარი ავიღე და ჩანთაში ჩავიდე. აბაზანაში შევედი და დავიწყე ყველაფერზე ფიქრი, უკვე დიდი იმედები მქონდა რომ ოდესმე გიგა ჩემი ბიჭი გახდებოდა მაგრამ როგორც კი გამახსენდებოდა მისი ხასიათი იმ წუთასვე იმსხვრეოდა ჩემი ოცნებები. გათენდა შაბათიც, ავდექი, ჩავიცვი და დედასთან გავედი.
-დეე როგორ ხარ?
-კარგად ანა შენ?
-ანუკი!
-კაი ხო, ანუკი
-მე დღეს ნუცასთან მივდივარ 4საათზე
-გუშინ არ იყავი ნუცასთან?
-ჰო, მერე რა, დღესაც მივდივარ
-გაკვეთილები იმეცადინე?
-დედა, დღეს ხომ შაბათია
-მერე რა
-ხვალ ვიმეცადინებ რა
-ხვალეც მოვა, ერთი არ გიმეცადინია.
ავდექი და ელენესთან შევედი
-ელე რას შვები?
-არაფერს, მშია
-მერე ადექი და ჭამე
-ხო მეზარება
-მოგიტანო?
-კი, ძალიან მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ, კაი 5წუთში შემოგიტან
სამზარეულოში გავედი, პური გავხუხე, ზევიდან ლორი და ყველი დავადე და ელენეს შევუტანე.
-ძალიან გემრიელია, მადლობა ანუკ
-არაფრის, წავედი ეხლა მე ნუცასთან
-კაი, მიდი.
შევედი ჩემს ოთახში, დავიცვი და გავედი სახლიდან, ჩავირბინე კიბე და ისევ ავტობუსის გაჩერებაზე დავდექი, 10წუთში იქ ვიყავი, კარებზე დავაკაკუნე, კარები გაიღო და გამოჩნდა გიგა, ისეთი სიმპატიური და საყვარელი იყო სუნთქვა შემეკვრა, აღარ ვიცოდი რა მექნა...
-შენ ჩემი სკოლელი არ ხარ?
-კი
-მერე აქ რაგინდა
-ნატო მასწავლებელთან დავიწყე მომზადება
-შემო, რაგქვია
-ანუკი
-ეგ ჯინსი მეორედ აღარ ჩაიცვა
დავიბენი აღარ ვიცოდი რა მეთქვა, თავს ძალიან დამცირებულად ვგრძნობდი
-ნატო მასწავლებელი სადარის?
-მალე მოვა, შენ გევასები ხო?
ვერაფერი ვერ ვუთხარი...
-ამოიღე ხმა, რას გაჩუმდი
მაინც ვერ ვუთხარი ვერაფერი... ბურთი მომდგა ყელზე და სკამიდა ავდექი, კარებისკენ წავედი
-სად მიდიხარ
-წავალ მე, ნატო მასწავლებელს არ უთხრა რომ საერთოდ მოსული ვიყავი, მეთვითონ დავურეკავ
-კაი, როგორც გინდა
წამოვედი, და ვიცოდი რომ ძალიან სულელურათ ვიქნეოდი, მაგრამ აღარ შემეძლო ამდენი დამცირების ატანა,
უცბათ ტელეფონზე უცხო ნომერი მირეკავს...



№1 სტუმარი natia

au dzaaan magaria prosta patara tavebia da gazarde sàmjer mainc warmatebebi

 


№2  offline წევრი eelleeniko

ძალიან მაგარია wink მაგარია ააააა wink მალე დადე რა შემდეგი თან ცოტა დიდი love

 


№3 სტუმარი Mia ♥

მალე დადე და გაზარდე თავებიი !! >3

 


№4  offline წევრი Депрессивный

natia
au dzaaan magaria prosta patara tavebia da gazarde sàmjer mainc warmatebebi

natia
au dzaaan magaria prosta patara tavebia da gazarde sàmjer mainc warmatebebi

Mia ♥
მალე დადე და გაზარდე თავებიი !! >3

დიდი მადლობა ბავშვებო love love აუცილებლად გავადიდებ თავებს.

 


№5  offline წევრი Tako_Latibashvili

კარგია...
ცოტა დახვეწე ^^ და თავები გაზარდე ♥

 


№6  offline მოდერი Kira

ra kargia.. love: male dade da cota tavebi gazarde ra dzaan pataraa :D warmatebebi love
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent