შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ე ლ ა. 2


29-06-2015, 01:34
ავტორი tamuna12
ნანახია 1 810

ელას და სანდროს სახლში უამრავი ხალხი ირეოდა. ძველ საგამოფენო დარბაზს მოგაგონებდათ იაქურობა. ყველაფერი მტვერს შთაენთქა კედლზე დაკიდებულ სურათზე ძნელი იყო სახეების გარჩევა. ჯაბამ ხელით გადაწმინდა სურათი და იქედან მომზირალ ბედნიერ წყვილს სინანულით ააყოლა თვალი. ნუთუ დამთავრდა ელას და სანდროს ამბავი? გაიფიქრა გულში და იმ ოთახს მიაშურა სადაც ელა ეგულებოდა.
ტყავის სავარძელზე მისვენებულ ქალს თვალები დაეხუჭა ხელი კი გარდაცვლილი მეუღლის ხელზე ედო. თავსაბურავი საბოლოოდ ჩამოსცილებოდა თავიდან და თმები დაუდევრად ჩამოშლილიყო. კარს აეკრა ბორძიკული, სიგარეტის ღერი ამოიღო და ნერვიულად აათამაშა თითებში.
არაფერი გააჩნდა,არეული ცხოვრების გარდა. ღერიდან , ღერში გადადიოდა , მისი
პრობლემები....არაფერს , გამოასწორებს ეგო ეუბნებოდა ხოლმე ელა, ისიც არასდროს ეწინააღმდეგებოდა, ყოველთვის ერთიდაიმავეს მპასუხობდა -
,,ვიცი''-ო ...
არაფერი ებადა ღირებული და რაც ებადა იმასაც მისცემდა ელას!
ხელზე მსუბუქი შეხება იგრძნო, ვერც მიხვდა როდის ან რატომ დახუჭა თვალები. ჯაბა, გაიგონა ხმა და შეხებაც განმეორდა. შეეშინდა თვალის გახელის, შეეშინდა რომ ყველაფერი სიზმარი აღმოჩნდებოდა. თვალს გაახელდა და არ დახვდებოდა ელა, პატარა ელაკო, რომელიც უკვე სულაც აღარ იყო პატარა.
გამბედაობა მოიკრიბა ცალი თვალი ოდნავ გაახილა პირველი, რაც დაინახა მწვანე თვალები იყო, თვალები, რომელშიც ხშირად ჩაძირულა, თვალები, რომელიც ულაპარაკოდ უგებდნენ ხოლმე, თვალები, რომელიც ბოლოს ათი წლის წინ ნახა.
ჯაბა წამოიმართა. ქალი თითქმის გულამდე სწვდებოდა.უნდოდა მკლავები ფართოდ გაეშალა და მთელი ძალით ჩაეკრა გულში, მაგრამ იდგა გახევებული. სიჩუმე ელამ დაარღვია.
-შეგიძლია თავისუფალ ოთახში შეხვიდე და დაიძინო. თქვა და ისე სწრაფად გატრიალდა სიტყვის თქმაც არ დასცალდა ჯაბას. რაჯანდაბაა? ისე რატომ მომმართავს, როგორც დაქირავებულ მუშას?
ეტყობა მბრძანებლობა ქმარმა ასწავლა, ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა და ბიჭებს მიაშურა იმის სათქმელად, რომ სახლში აპირებდა წასვლას.
აჩი და გეგა ორივე ტელეფონზე მოსაუბრე დაუხვდა ეტყობოდა დაკრძალვის ამბებს აგვარებდნენ. დანახვისთანავე მისკენ წამოვიდნენ.
-ხალხის ნაკადი არ წყდება პოლიციელებით გაივსო სახლი. უკმაყოფილოდ გააქნია თავი გეგამ.
-როდის არის დაკრძალვა? იკითხა ჯაბამ.
-ხუთშაბათს. გამოეპასუხა აჩი.
-ჯაბა მოდი საქმე გადავინაწილოთ. მე და აჩი გარე საქმეებს მივხედავთ შენ კი ელას მიაქციე ყურადღება.
-საკმარისზე მეტი ყურადღება მაქვს მინაქცევი, მაგრამ ვინ დამიფასა? კინაღამ ხმამაღლა წამოსცდა ბორძიკულს, თუმჩა შესანიშნავად იცოდნენ ბიჭებმა რაც ხდებოდა ჯაბას თავს.
მხარზე ხელი დაადეს ძმაკაცს და დროებით გამოემშვიდობნენ.
დაკრძალვამ მშვიდად ჩაიარა. ელა უემოციოდ მიუძღვებოდა სამგლოვიარო პროცესიას წინ. აღარც ცრემლი შერჩა და აღარც ძალა. გამოფიტული გადაღლილი იყო.მიუხედავად იმისა, რომ სანდროს გვერდით რთული ცხოვრება უწევდა, მიუხედავად იმისა, რომ დაკარგა ყველა მეგობარი, ყველა ინტერესი, შეწყვიტა სწავლა და ცხოვრობდა როგორც დევნილი, მაინც არასოდეს უნანია წლების წინ მიღებული გადაწყვეტილება. სანდრო არაჩვეულებრივი ქმარი, მეგობარი და თანამოაზრე იყო. მათ შორის ასაკობრივი ზღვარის არსებობას ვერც კი გრძნობდა ქალი. სხვებს, თუ შიშის ძარს სცემდა (და უმარავი მტერიც ჰყავდა) ელასთან საოცრად ბავშვური, გულღია და თბილი ხდებოდა.
ცხოვრების დასასრული იქნებოდა ეს ელასთვის, რომ არა პატარა სანდრო მამის მოსახელე, რომელიც არამარტო სახელით, არამედ ხასიათითაც ძალიან ჰგავდა მამას. აღნაგობაც მამის გამოჰყოლოდა. მხოლოდ სახე, ნაკვთები და რაც მთავარია თვალები, დედის ჰქონდა. ელამ ბავშვი დაკრძალვას გაარიდა. ეშინოდა,ძალიან ეშინოდა.
მიწას მიაბარეს ალექსანდრე ყიფიანი. დიდი პატივითა და მოწიწებით დაიკრძალა. მდიდრული სასაფლაო მეგობარმა ქურდება უსახსოვრეს. გული წაუვიდა , როცა ქმართან ერთად საკუთარი თავიც აღმოაჩინა საფლავის ქვაზე. ასეთი წესია ჩვენში შვილო თბილად აუხსნა ერთ-ერთმა ავტორიტეტმა, რომელიც სანდროს უფროსი მეგობარი და მათ ოჯახში მიღებული პირი იყო.
მეგობრებმა მიაცილეს სახლამდე. აჩი და გეგა წამითაც არ შორდებოდნენ მხოლოდ ჯაბა ერიდებოდა მასთან კონტაქტს. წუხდა ელა, ძალიან წუხდა ამის გამო, მაგრამ თავი არ ჰქონდა რაიმე ეკითხა ჯაბასთვის. მარტო დარჩენა მოისურვა, შეუსრულეს თხოვნა. დარჩა უზარმაზარ ორსართულიან სახლში მარტო. ოთახების დათვალიერებას შეუდგა. მტვრის მძიმე სუნი ფილტვებს უხეთქავდა. ფანჯრები გამოაღო ყველგან. თანაცხოვრების ერთი წელი გაატარეს მხოლოდ ამ სახლში. სანდრომ იზრუნა ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც ელას უყვარდა. სახლი საოცრად მყუდრო გამოდგა. ბუხარი შეანთო და უცებ იგრძნო როგორ დააწვა მხრებზე სიმარტოვე.



№1  offline წევრი Elle025

განსხვავებული და კარგი ისტორიაა...მომწონს...ველოდები შემდეგ თავს ♥ ♥ ♥ love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent