შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბანდიტი და მე ( Part II)


29-06-2015, 03:08
ავტორი Beatrixkiddo
ნანახია 3 739

მანქანა სწრაფად გავაქანე უბნიდან რაც შეიძლება შორს, სულელი ბიჭი, დებილი, უჭკუო. როგორ ვერ ხვდება, რომ ეს გოგო იყენებს მას, რაში დასჭირდება მისნაირი ტიპი პრინცესას? მისი ძმას ხომ ასეთია? ყველა ეგეთია. გამონაკლისები არ არსებობენ, წრფელი სიყვარულის ვინ იდიოტს სჯერა? მაშინვე მივხვდი, რომ მოეწონა, უკან რომ გამოგვყვა მანქანით. ასეთი მზრუნველი გაბრო არასდროს მინახავს, მხოლოდ ჩემთან არის ასეთი. ცრემლი სწრაფად მოვიშორე ლოყებიდან, გაბრაზებულმა უფრო მოუმატე სიჩქარეს, მაგრამ იმწამსვე გავაჩერე, როგორც კი გეგა დავინახე, მეგობრებთან ერთად იყო, მანქანაში ჯდებოდა, ფარები ჩავაქრე და ჩემთვის ვიჯექი, თან ვუყურებდი. თეთრი საროჩკა ცოტა ჩახსნილი ჰქონდა, მისი დის მგავსად, ბროლივით კბილები და გიშერისფერი თმა ჰქონდა, გულმა ისევ უაზროდ დაიწყო ბაგა-ბუგი. ჯანდაბა, როდის გაქრება ეს გრძნობა ჩემი გონებიდან? მისი ხელების შეხება გაახსენდა ჩემს სხეულს და გამაჟრიალა. ჩუმად გავყევი უკან, ნელნელა მიდიოდა და მეც შესაბამისად შევანელე სვლა. ბოლოს ჩემი დაბურული შუშები სულ ავუწიე და გვერძე მივუყენე მანქანა, ფარები ავუნთე, ისიც მიმიხვდა ჩანაფიქრს და ხელი უარის ნიშნად დამიქნია. არასდროს უყვარდა რბოლა ქუჩაში, ნატურალურ პირობებში, მე კი მის მანქანას ფარით მივედე, გაეჩხაპნა და მალე მოვწყდი ადგილს, რატომღაც გეგამ დაწევა არ ცადა. გაბრაზებული სულ უკან უკან ვიხედებოდი, მაგრამ მალე თვალთახედვას მოწყდა და მეც უკან, უბნისკენ გავბრუნდი. გაბრაზებულ ქალს რომ უნდა გამოეკიდო უნდა, ვერ ისწავლა! გზაში ტელეფონმა დამირეკა, უცნობი ნომერი იყო.
- შენნაირ გიჟს დავუდგები გგონია? რაც არ უნდა მაგარი მანქანა მყავდეს?
მისი ხმა ისე მესიამოვნა, ჩემდა უნებურად გამეღიმა და თვალები ამემღვრა. გავიცინე, მეტი არ შემეძლო, პასუხს ვერ ვცემდი, წინადადებებს ერთმანეთზე ვერ გადავაბამდი.
- ჩემი ნომერი საიდან?
ამჯერად გეგას გაეცინა, ხმა არ ამოუღია ცოტახანი, ხრინწიანი და სევდიანი ხმით მითხრა:
- არასდროს დამვიწყებიხარ, შენ წახვედი კატო, მე არასდროს წავსულვარ.
არ გადმოურეკია, უკან სარკეშიც არ ჩანდა, ამ ბიჭს ხომ გამოკიდება ვერ ვასწავლე, ვერასდროს. სხვანაირი იყო, ჩვენი სამყარო ორად იყოფოდა. მე ერთი მანქანის ზეთით დასვრილი გოგონა, სულ რაღაც 18 წლის ვიყავი, ჩვენი რომანი 1 წელი გაგრძელდა, 6 თვის წინ კი წამოვედი, ნელ-ნელა ჩემში პატარ-პატარა თვისებებს ცვლიდა, უფრო თავშეკავებული უნდა ვყოფილიყავი, თურმე, არც ასე არ უნდა ჩამეცვა, გამომწვევად, არც სპორტული ლიფით სიარული არ შემიძლია, აკრძალვების დაწესება არავის შეეძლო, ღმერთს არ ვუხრიდი თავს, გეგას ვერ შევარჩენდი ამას. ჯანდაბა, მგონი პირველი სიყვარული სიამაყეს შევწირე. ახლა კი იგივე მახეში ეგება გაბრო. ამხელა კაცი იმედი მაქვს, სულელი არ გამოდგება. მალე უკვე წვეულებაზე ვიყავი, მანქანა დავაყენე, თვალებით გაბროს ვეძებდი. ბიჭებმა მითხრეს, გოგო გააცილა სახლში და დაბრუნდებაო. იქვე დაგდებული ნახევრადდალეული ლუდი მოვიყუდე და უაზროდ გავაგრძელე ცეკვა. ჯანდაბამდეც გზა ჰქონია ყველას, უბრალოდ ის 5 წელი, რაც გაბროსგან მახსოვს, ამხელა ამაგი და პატივისცემა რითი დავუბრუნო? ნება მივცე წაიტეხოს კისერი?
გაბროს მანქანა უხეშად შემოსრიალდა და ფეხებთან გამიჩერდა. გაღიმებული სახით გადმოვიდა და პირდაპირ მე ჩამეხუტა.
- ჩემზე ჭკვიანი რატო გგონია პატარა გოგო თავი?
გაბროს ხელები მოვიშორე და თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე.
- აგერ ნახე თუარ გატკენს გულს.
- ხო? მე პირიქით არ მინდა მოხდეს, თორე ვინ ნახე, მე რო გული მატკინოს!?
- პირველი იქნება მერე, არაუშავს.
- წამო წამო, ჩამიჯექი.
- სად მივდივართ უფროსო?
- ახალი მანქანა ჩამოვიყავნე, აეროპორტშია.

გაბროს იდიოტივით გავუღიმე და მივხვდი რომ მანქანაზე გათხოვება რომ შემძლებოდა,არც დავფიქრდებოდი ისე ვიქნებოდი შევროლეს ცოლი. სულ არ მჭირდება ქმარი და შვილი, მითუმეტეს შვილიშვილები, მაქამდე სიცოცხლეს არც ვაპირებ. მანქანაში რუსული სიმღერა ჩაირთო, ბუდუ პაგიბაც მალადიმ და გამეცინა. გაბრომ კი მუსიკა წამშივე გამორთო.
- არც იფიქრო. ერთი წამითაც, არ იფიქრო.
- რაა? ვერ გავიგე გაბრო რამ გაგაღიზიანა.
- ჯერ წინ გაქვს მთელი ცხოვრება, არ გამაგონო ავარიები და კატასტროფები.მანქანის ფარს რაუქენი ისე??
თავი გავიშტერე და მივხვდი, რომ გაბროს ვერც ვერაფერს გამოვაპარებდი.
- გეგაა....
თავი ჩაიქნია და თბილისის აეროპორტში ამ ერთი სიტყვის იქით, სიჩუმეში ვიმგზავრეთ. მეზიზღებოდა,რომ მხოლოდ ეს ერთი ადამიანი დარჩა ისეთი,რომელსაც ვერ გამოვაპარებდი მინიმალურ ტყუილებსაც კი. არადა ჩემი მთელი ცხოვრება და ‘კარიეკა’ აფიორაზე მაქვს აწყობილი. თბილისის აეროპორტში რომ მივედით, გეგა ახალ მანქანაზე გადაჯდა, მე კი მისი მანქანით დავბრუნდი უკან. ერთ მომენტში წინ წავიდა,გამასწრო, მეც ვცადე დაწევა, მაგრამ აზრი არც ჰქონდა, რაღაც მონსტრზე იჯდა და პირველად შემეშინდა... სვლა შევანელე და დაბურულ შუშებში უაზროდ ვიყურებოდი, არა, ბოძს არ შემოეხვია, კარგია, ნელ-ნელა ისევ ავკრიფე სიჩქარე, გვერდით შავი მანქანა მომიდგა, ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ჯიუტად არ ვინძრეოდი. 1,2,3,4,5,6.... ყურები მიწუოდა. ქუჩაში პანიკა ატყდა. მე არაფერი მესმოდა. გაბროს ახალი მანქანაც არსად ჩანდა, შავმა მანქანამ სვლა გააგრძელა, მე კი გაშტერებული ვიყურებოდი. გვერძე გავიხედე და შუშაზე 4 ნატყვიარები დავინახე. კარები გავაღე და გარედან კიდევ ორი იყო. გულმა ფეთქვა გაახშირა და გული რომ არ წამსვლოდა უკან სავარძელზე დავეხეთხე. სირენების ხმა მალევე მომესმა... გაბრო ვეგონე, მისი მოკვლა უნდოდათ, სიმწრისგან შუბლი გამიცხელდა, მანქანის კარი მოვხურე და პოლიციის პროტესტის მიუხედავად გავექანე შავი მანქანის ცხელ კვალზე.

ქუჩაში იდგა ორი პოლიციელი, ერთი მანქანისკენ გარბოდა, მეორემ კი თავის ქნევით უთხრა:
- ვსო, მორჩა, ამ უბანში პოლიცია 7 წელია არ შესულა, აქ თითონ გვარდებიან, ამ ჭუჭყიან ნაბი**რებს დაუხოცავთ ერთმანეთი, დაანებე თავი.
უბნის ბოლოდან მანქანის ძრავის ხმა ჯერ კიდევ ისმოდა.



№1  offline წევრი konkia007

რამდენი ხანია გელოდები რა ჟმოტობაა რაპატარა თავია what

 


№2  offline წევრი Beatrixkiddo

konkia007
რამდენი ხანია გელოდები რა ჟმოტობაა რაპატარა თავია what

ვიცი, ვიცი...

 


№3  offline წევრი marisa

მე არაფერს ვწერ სიდიდეზე და დადების დროზე, რადგან არ აქვს აზრი, თორემ ვიტყოდი ერთ-ორ სიტყვას :დდ ვნახე შენი კომენტარი და რა თქმა უნდა, პერსონაჟებს რაღაც ნაკლი უნდა ჰქონდეთ, ყველა ავტორს არ უნდა ჰგავდეს და ა.შ. ეს ძალიან კარგია. უბრალოდ, აღვნიშნე რომ ძალიან ხშირად მესმის ეს, მითუმეტეს ჩვენთან და არ მომწონს ხოლმე :) უჰ, გელი, ბიბი.. :)

 


№4  offline წევრი Beatrixkiddo

marisa
მე არაფერს ვწერ სიდიდეზე და დადების დროზე, რადგან არ აქვს აზრი, თორემ ვიტყოდი ერთ-ორ სიტყვას :დდ ვნახე შენი კომენტარი და რა თქმა უნდა, პერსონაჟებს რაღაც ნაკლი უნდა ჰქონდეთ, ყველა ავტორს არ უნდა ჰგავდეს და ა.შ. ეს ძალიან კარგია. უბრალოდ, აღვნიშნე რომ ძალიან ხშირად მესმის ეს, მითუმეტეს ჩვენთან და არ მომწონს ხოლმე :) უჰ, გელი, ბიბი.. :)

რა თქმა უნდა, ფენიმიზნის უკან წაწევას არ ვცდილობ :))))))) უბრალოდ რეალურთან ახლოს კია სიტუაცია ამ მხრივ :))) მადლობთ!

 


№5  offline წევრი mari_shavidze

ძალიან მომწონს ეს ისტორია :3 მოუთმენლად ველი მომდევნო თავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent