შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიკოლა!


29-06-2015, 03:34
ავტორი Tay194
ნანახია 2 077

დღეს პირველი ივნისია,ბავშვთა დაცვის დღე.მოკლედ,რომ ვთქვათ ბავშვთა ბაირამობის დღეა.ხუთი წლის ნიკო ბოლოჯერ მიდის ბაღში და ამისთვის განსაკუთრებულად ემზადება.თავის ფიგურას სარკეში ათვალიერებს და საროჩკაზე მორგებულ პატარა ჰალსტუხს ისწორებს.კმაყოფილი უყურებს თავის სილუეტს და აციმციმებული თვალებით შეჰყურებს გვერდით მდგომ დედას, რომელიც რაღაცას არიგებს და ესეც ყურადღებით, ყურებდაცქვეტილი უსმენს.რა სასაცილოა არა?!ჰო სასაცილოა, როცა ასეთი პატარა ბიჭი გოგოს გამო ეწყობა ასე.თუ მის პატარა თითებს დავაკვირდებით, რომელსაც ნერვიულობით ერთმანეთში უაზროდ ხლართავს ან მუშტავს შევნიშნავთ,რომ აშკარად საპასუხისმგებლო საქმეზე მიბრძანდება.დიახ დღეს გადაწყვიტა თავის ბაღელ ნინას უთხრას, რომ უყვარს.უყვარს ბავშვს და რა ქნას?!მშობელიც ხელს უწყობს და არიგებს როგორ აუხსნას სიყვარული. ერთი ამას უყურეთ რამდენი შოკოლადი გაუმზადებია, აღარაფერს ვამბობ ულამაზეს გვირილების თაიგულზე, რომელიც საგულდაგულოდ შეუფუთავს ლამაზ შესახვევში და მასთან ერთად ამაყად მიაბიჯებს წინ.მაშინვე შეაღო ოთახის კარი და იქვე პატარა წითელ, ფუშფუშა კაბაში გამოწყობილ გოგონასთან მივიდა, რომელსაც ფეხიფეხზე გადაედო და გემრიელად მიირთმევდა ნამცხვარს.მალევე გაემართა თავისი სიყვარულისკენ და მის წინ დადგა კოპეპშეკრული.გაბრაზებილი სახე აქვს, მაგრამ ვერ ხვდება რატომ?!პატარაა, ნერვიულობს, მაგრამ უნდა შევახსენო ამ ჩერჩეტ ბავშვს, რომ თაიგული რომელსაც ზურგს უკან მალავს გოგოს უნდა მისცეს და აწითლებული ლოყებიც მალევე მოიფერიანოს.ნუ შეუძლია ის შოკოლადები დატოვოს,მაგრამ არა მოქრთამვაც საჭიროა.დაბნეული იდგა სანამ გოგონას ხმამ არ გამოაფხიზლა გამარჯობა ნიკოო!ამას უფრო შერცხვა,მალევე მიაჩეჩა თაიგული,შოკოლადები მაგიდაზე დაუწყო და გიჟივით გამოვარდა გარეთ.ეჰ არა ამით ხომ ყველაფერი გააფუჭა.ვინ იცის კიდევ როდის ნახავს ამ გოგოს?არა რა საცემი კი არა მოსაკლავი ხარ!იყავი ახლა მასე და ღვარე ცრემლები.ტირის ხომ პატარა ბიჭია და ტირის, რა ქნას?ვერ გაბედა და ვერ უთხრა რომ უყვარს!ჩუმად შევიდა ერთ ოთახში და სკამზე დაღვრემილი სახით დაჯდა.მალევე მოიშირა ობოლი ცრემლი და ხელები დამუშტა.უცებ წამოხტა ფეხზე, დოინჯზე შემოიწყო ხელები და წარბებშეკრულმა დატოვა ბაღი.მარტო წამოვიდა არც მასწავლებლები გაააფრთხილა და არც არავინ.გამოიპარა აი ასე ადგა და წამოვიდა.ქუჩაში მიდის ეს წერტილა ბიჭი და ფიქრობს!ვკვდები ისე მაინტერესებს რაზე ფიქრობს?!არა არა კარგად უნდა დავუგდო ყური, რომ არაფერი გამომეპაროს!მოწყენილი სახით მიაბოტებს და ხვდება, რომ ცუდად მოიქცა. ისე მოიქცა რაც ნამდვილ ვაჟკაცს არ შეეფერება,საყვარელ გოგოს ვერ უთხრა, რომ უყვარს.საინტერესოა ამ ასაკში საერთოდ თუ იციან რა არის სიყვარული,ახლა დამებადა ეს შეკითხვა როცა ამ პატარა კაცის ფიქრებს შევეჯახე.ისინი ხომ ძალიან პატარები არიან და რა არის მათთვის სიყვარული როცა არ იციან ეს რა გრძნობაა?იქნებ ეს ჩვენ ვერ ვხვდებით, რომ პატარებს ყველაზე გულწრფელი და წმინდა სიყვარული შეუძლიათ!იქნებ ნამდვილი სიყვარული ნებისმიერ დროს შეიძლება გეწვიოს,მაგრამ შენმა ცუდმა ან მცდარმა ქმედებებმა უბრალოდ დაგავიწყოს ის,დაჩრდილოს და უკან წარსულში დატოვოს.არ მისცეს გაშლის, გაფურჩქვნის უფლება ამ გრძნობას და შენს გულში ჩაკლას,სამუდამოდ დაასამაროს, მაგრამ რა იქნება თუ ბედმა გაგვიღიმა და ნამდვილი, წრფელი სიყვარული არ წაგვართვა. რა იქნება თუ ჩვენ შევეცდებით მაინც იმ გრძნობის შენარჩუნებას და შენახვას, რომელიც სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება ჩვენს მეხსიერებაში.
ამ შემთხვევაში ჩვენ არ დავკარგავთ გრძნობას,იმ წრფელ გრძნობას, რომელიც სიცოცხლის ძალას და უკეთესი მომავლის იმედს მოგვცემს

_ნიკო არ მოდიხარ?ხმამაღლა დაუყვირა ძმაკაცს, რომელიც გაშტერებილი ერთ წერტილს უყურებდა და დამიანეს ხმა არც ესმოდა.მალევე გადმოვიდა დამიანე მანქანიდან, სიგარეტის კოლოფიდან ბოლო ღერიღა ამოიღო,სათვალეები თვალებიდან შუბლზე გადაიტანა და ნიკოს გვერდით ამოუდგა
_რომელი საათია?არც შეხედა ძმაკაცს ისე კითხა და პასუხის მოლოდინში ნერვიულად გადაისვა თმაზე ხელი
_სულ გამოშტერდი შე***!რათ გინდა საათი ტო?დამიანემ გაღიზიანებულმა გახედა და სიგარეტს მოუკიდა_ან ამ სკოლასთან რაღა გვინდა?
_ახლა გამოვა!მთელი სერიოზულობით თქვა და წარბაწეულმა გახედა გვერდით მჯდომ ძმაკაცს, რომელიც უაზროდ იცინოდა
_შენი გამოსწორება არ იქნება!უთხარი მაინც,რომ გიყვარს?!ეჭვისთვალით გახედა ძმაკაცს. ხმა, რომ არ ამოიღო ხელი ჩაიქნია ამას არაფერი ეშველებაო და მობეზრებულად დახედა საათს _ახლა გამოვა შენი გოგო!თვალი ჩაუკრა ნიკოს და ახლა ორივე ერთდროულად მიაშტერდა სკოლის კარს
_ჯერ ადრეა, მაგრამ მალე ვეტყვი!მხარზე ხელი მსუბუქად მისცხო დამიანეს და პატარა ბავშვივით გაეკრიჭა
_გამოვიდა!უცებ დაიყვირა დამიანემ და ნიკოს გახედა.ნიკომ უცებ მოიშორა რეიბანები და გაფართოვებული თვალებით დაიწყო სასურველი ქალბატონის შეთვალიერება
_ ლამაზია არა?!ისე უყურებდა ეზოში მდგარ გოგონას, რომ მის მეტს ვერავის ამჩნევდა.თითქოს ნიკო და ის ერთად და სხვა არავინ და არაფერი.მაინც როგორ გაზრდილა, თან როგორ გალამაზებულა.ამ ხუთ წელიწადში სად მოასწრო ასე გალამაზება
_სხვებს არ გავს ნიკო!არ აწყენინო!ჩემი უბნელია და მაგ პონტში,ხო აზრზე ხარ!აწყენინოს?რატომ უნდა აწყენინოს გოგოს, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარს!ან ძალიანაც, რომ უნდოდეს როგორ აწყენინებს ვერ არის ეს ბიჭი კარგად
_წავედით!უცებ გამოაცხადა და ფეხზე წამოდგა
_მორჩა, დამთავრდა კინო?გაკვირვებულმა გახედა ნიკოლას,რომელიც უკვე მანქანასთან მისულიყო.მალევე წამოდგა დამიანეც და მის გვერდით დაიკავა ადგილი
_საით?
_ბარში რატისთან!მალევე გასცა ბრძანება და მანქანაც მაშინვე მოწყდა ადგილს


მოკლედ ეს ახალი ისტორიაა..წინაზეც ვწერდი ორს ერთად და რავიცი ასე უფრო კარგად ვწერ..დაწერეთ თქვენი აზრი ამ ისტორიასთან დაკავშირებით..ძალიან მინდა გაგრძელება რადგან აი პირველი ისტორია,რომ დავწერე და ძალიან,რომ მოგწონდათ ეს იმაზე ბევრად მაგარი იქნება :დ

უყვარხართ ანუკის <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent