შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი ტკივილი - {11}


29-06-2015, 12:17
ავტორი TroUbleMaKeR.
ნანახია 2 322

- ელიიი, ელიიი გაიღვიძე ადექი რაა... - სიზმარში ჩამესმა ცოტნეს ხმა.
- უუუ
- უ კი არა ადე მალე რაა
- რომელი საათია?
- 5:30
- შენ შემთხვევით ხომ არ გაჟრიალებს, სად უნდა ავდგეე, დამაძინე რაა!
- აუ კაი რა გთხოოვ, წამო მზის ამოსვლას ვუყუროოთ. - თვალებდახუჭულმა სახეზე თათუნი დავუწყე. - რას აკეთებ?
- ღილაკს ვეძებ რომ გამოგრთოო!!!
- ეე კაი რა წამო თბილისის ზღვაზე ავიდეთ და ვუყუროთ.
- თბილისის ზღვაზე რაღა გვინდა?
- რავი მაინც ცხელა და ცოტას გავგრილდებით.
- ფუუუ მე იქ ჩამსვლელი არ ვარ. მიდი დაწექი შენც და დამაძინე რაა.
- ძალიან გთხოოვ!
- ვაიმეე როდიდან უყურებ მზის ამოსვლას?
- რაც შენ გაგიცანი.
- ოჰოჰოჰ, კაი გეყო.
- მიდი ჩაიცვი.
- აუ ვინ ხარ შეენ რა, გადი გათრიე ხო, მაცადე გამოცვლა მაინც.
- მმ როგორ მიყვარხაარ - გაკრეჭილი გავიდა, მეც ზოზინით და ძლივს-ძლივობით გამოვიცვალე და დიდი ვაი-ვაგლახით წავედით თბილისის ზღვაზე. ვიჯექით და ველოდებოდით მზის ამოსვლას, მე კიდე ამასობაში ჩამეძინა. ისევ სიზმრებს ვხედავდი, ვითომ ქობულეთშში ვიყავით და ზღვაში შევცურე დააა...
- აუ ცოტნე შენ კარგად ხაარ?? რომ დავმხრჩვალიყავი სად მიდიოდი ნეტა ვიცოდეე?
- აგერ არა ვარ სიხარულოო? - დებილივით იდგა და იცინოდა, მე კიდე სასტიკად გამწარებული ძლივს-ძლივობით ამოვდიოდი წყლიდან - აბა სხვანაირად ვერ გაგაღვიძე დაა. თან მაგრად დამცხა და ვიფიქრე შენც არ გაწყენდა გაგრილება.
- ამ ბინძურ წყალში მაინც არ ჩაგეგდე.
- ოჰ, კარგი არ გინდა, ვითომ ჯერ არ გიბანავია რაა აქ.
- როცა ჭკუა არ მქონდა კიი.
- შენ ეხლაც არ გაქ ჭკუა.
- შენ გაჩვენებ ვის არ ააქვს ჭკუა - გავეკიდე, ისიც რა თქმა უნდა გაიქცა და სიცილ-ხარხარით მირბოდა, მე კიდე გამწარებული მივსდევდი, უნდა მომეკლა. ბოლოს გაჩერდა და ადგილიდან არ იძვროდა, თავიდან გამიკვირდა, მაგრამ მერე მეც მეტი რა მინდოდა მივვარდი და ზურგში მთელი ძალით ვურტყავდი. გაჩერების მიზნით ღუტუნი დამიწყო, რასაც ვერასოდეს ვერ ვიტანდი.
- აუ... კარგი... გაჩეე... ცცუდად..ვარ..არ...შეიძლებაა.. ჩემთვის.... - შეშინებულმა თავი დამანება. - ჰაჰააა, მოტყუვდიი. - და ისევ ვთხლიშე ერთი კარგად ზურგში და გავიქეცი. დამეწია, ამომატირავა და მხარზე „გადამიდო“. - ეე ბიჭო ტვინში სისხლი ჩამექცევაა.
- ღირსიც იქნები, აბა რა გეგონაა?
- კაი ხოო მაშინ პირდაპირ მანქანისკენ წამიყვანე და წავიდეთ სახლში, დღეს ხო ჩემებთან უნდა გავიდეთ.
- დაეტიე შენ მანდ!
******
- რომელი საათიაა? - აბაზანიდან გავსძახე ცოტნეს.
- 12. მალე დაიბანე და გამოდიი, მეც მინდა დაბანა და თან ხომ უნდა წავიდეეთ.
- ხო დამაცადე ჯერ ეხლა შევედიი.
- რა ეხლა შეხვედი უკვე 1საათია მანდ ხაარ.
- ხო კაი არ იტირო გამოვდივარ, სამზარეულოში გადი და აქეთ არ გამოიხედო, თორე მოგკლაავ.
- ოჰ, კარგი ხო, შეგიძლია გამოხვიდე. - პირსახოცშემოხვეული ნელა გავტანტალდი და ის იყო ჩემი ოთახის კარი უნდა შემეღო უკნიდან მომვარდა. - აა დაგიჭირეეე. - და კისერში დამიწყო კბენა.
- აუ ცოტნეე, რა გითხარიიი. ეხლა შენით გამეცალე თორე რომ გამოვიცვლი არ ვიცი რას გიზავ.
- ნნნწ. მმმ ჩემი სიცოცხლეე, როგორ მიყვარხაარ.
- ნუ მაიძულებ გავაკეთო ის რაც არ მინდა.
- და რა გინდა? - უცებ შემოვბრუნდი და ფეხი უხერხულ ადგილას ამოვარტყი, ნუ ძაან მწარედაც არა, მარა მაინც ჩაიკეცა. დრო ვიხელთე და ოთახში ჩავიკეტე. - ელი ამას არ გაპატიებ, შურს ვიძიებ.
- აჰაჰ, ოოკ, აბა შენ იცი წარმატებები. შეეთრიე ეხლა დროზე,, ხომ გინდოდა ვანაში და მალე გამოეთრიე.
ჩაცმული ვიდექი და თმებს ვიმშრალებდი, რომ ამ დროს ჩემმა ტელეფონმა დარეკა. არ დამიხედავს ნომრისთვის ისე ვუპასუხე.
- ალო. - ხმა არავინ არ გამცა. მხოლოდ გახშირებული სუნთქვის ხმა მესმოდა ისიც ძალიან ჩუმად.
- ალოოო, რომელი ხაარ? ხმას ამოიღებ თუ არაა? - ისევ არ იღებდა ხმას, ნომერს დავხედე და დაფარული იყო. უცებ გავშეშდი. პრველი ვინც მომაგონდა ნოე იყო, სხვა ვის უნდა დაერეკა, თანაც დაფარული ნომრით, სხვა არავინ მყავდა ესე რომ გავხსენებოდი.
- ნოე! - დუმილის შემდეგ ვუთხარი. ისევ გაშეშებული და დაბნეული ვიდექი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. - ნოე, ვიცი რომ შენ ხარ.. ხმა გამეცი. - ისევ არაფერს არ ამბობდა. - მენატრები - ჩუმად ვუთხარი, უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე, დიდი იმედი არ მქონდა, რომ გაიგო. - გთხოვ, ნუ ხარ ასე ჩუმად, ერთი სიტყვა მაინც მითხარი, როგორ ხარ? - ვერც კი შევამჩნიე ისე გადმომცვივდა ცრემლები, არ ვტიროდი, უბრალოდ თავისით იკვლევდნენ ცრემლები გზას ჩემი ლოყებისაკენ.
- გავიგე შეყვარებული გყოლია. - როგორც იქნდა გავიგონე ამდენი ხნის მონატრებული ადამიანის ხმა.
- ხხ...ოო.. - ბორძიკით ვუთხარი. - ცოტნე ქვია.
- კარგია... იმედი მაქვს ბედნიერი ხარ და ის შეძლო რაც მე ვერ შევძელი სამი წლის მანძილზე - შენი გაღიმება.
- არ მინდა რამე დაგიმალო და გეტყვი რომ, კი შეძლო, ბედნერი ვარ, ნაწილობრივ..
- რატომ ნაწილობრივ, რა არ გიხარია?
- მაკლიხარ...
- არ გვინდა ამაზე ლაპარაკი, უბრალოდ დაგირეე, მაინტერესებდა ხომ კარგად იყავი.
- არამიშავს, შენ ხომ კარგად ხარ რაც მთავარია?
- კი, კარგად ვარ, ჩემზე ნუ იდარდებ... - ცოტა ხანი დავდუმდი.
- გთხოვ, გნახავ რა? აღარ შემიძლია, მენატრები, ასე არასოდეს არავინ მაკლდა.
- ელი, მაგაზე წასვლის წინ ხომ ვილაპარაკეთ?
- ცალი თვალით მაინც შეგხედავ. - ერთი ღრმად ამოისუნთქა და მითხრა.
- უნდა წავიდე.. - გამითიშა. აი ახლა, სწორედ ახლა გავაცნობიერე რა დიდი სისულელე ჩავიდინე რომ გავუშვი. ლოგინზე ჩამოვჯექი და ტირილი დავიწყე.
- ელი ვინ დაგირეკა? - მომესმა ცოტნეს ხმა კარებს იქიდან.
- აარავინ, ნომერი შეეშალათ. გამოხვედი უკვეე? - უცებ შევიმშრალე ცრემლები.
- ხო გამოვედი, შენ მზად ხარ?
- თმებს ვიშრობ. მარა საღამოს წავიდეთ რაა, დავურეკავ ცოტა ხანში დედაჩემს და გავაფრთხილებ, თან რაღაცეებს გააკეთებს.
- კარგიიი. - ისევ შევუდექი თმების გამშრალებას, მაგრამ ნოეზე ფიქრი არ მასვენებდა. ამ ფიქრში კი დავასკვენი, რომ ჩემზე გულქვა და სულელი ადამიანი არ დადიოდა დედამიწის ზურგზე...



№1  offline წევრი Ta Ta ))

Kaiaaaaa momwons dzaliannn <3

 


№2  offline მოდერი TroUbleMaKeR.

nini5852
ამ ისტორიას როცა ვკითხულობ უციდედი სევდა და ამავე დროს უდიდესი სიხარული მეუფლება. ძალიან კარგია ცოთა თავები გაზარდე :* წარმატებები:*

ძალიან დიდი მადლობა <3
--------------------
მ ა რ ი ა მ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent