ბოსი. 2
ფოტოზე ანაბელი და მისი მეგობარი,მარკია. თავი 2 ოთახში მზის სხივებმა შემოაღწია და სახეზე მომანათა.ძილი უკვე შეუძლებელი იყო,რის გამოც საწოლზე წამოვჯექი და წელში გავიშალე.მხოლოდ ახლაღა ვიგრძენი თავბრუსხვევა და ძლიერი ტკივილი თავში.საშინლად აწეწილმა საწოლმა და იქვე დაყრილმა ტანსაცმელმა კი წინა ღამის ამბები გამახსენა და კარგ გუნებაზე დავდექი.ჯერ ახალი სამსახურიდან დამირეკეს და მაცნობეს რომ ორშაბათს,ანუ მომავალ დღეს მელოდებოდნენ კომპანიაში,შემდეგ კი მარკთან ერთად წვეულებაზე წავედი და ბევრი დავლიეთ. კარგია როდესაც კოლეჯში პოპულარული გოგონა ხარ და ყველას მოსწონხარ,კარგი ნიშნები გაქვს,წვეულებებს არ აკლდები და ახლა უკვე სამსახურიც გაქვს,თანაც რომელ კომპანიაში,თვით ტომლინსონების იურისტთა ასოციაციაში! სახეზე ღიმილი მქონდა შერჩენილი,როდესაც ოთახში ჩემი უმცროსი და,ქეთრინი შემოვიდა.ის წელს ჩაირიცხა კოლეჯში და პირველ კურსზეა. -მშვიდობაა ანაბელ? -დაეჭვებულმა მკითხა და საწოლზე ჩემ გვერდით ჩამოჯდა. -კი,გუშინ სამსახური მივიღე,მერე მარკთან ერთად დავლიე და ახლა თავი მისკდება. -ვთქვი და თან შუბლზე დავიდე ხელი იმ მიზნით რომ ტკივილი შემიმსუბუქდებოდა,თუმცა ამაოდ. -წამალს შემოგიტან. -არ გინდა.ჯერ შევჭამ. საწოლიდან წამოვდექი და ტანსაცმლის კარადა გამოვხსენი. სუფთა გამოსაცვლელის ძიებაში გამახსენდა ,რომ ქეთრინი ტყუილად არ შემოვიდოდა და აუცილებლად რაღაც ენდომებოდა. -შენ როგორ ხარ ქეთრინ,რამე გჭირდება? -მისკენ შევბრუნდი დოინჯშემორტყმული და მივაშტერდი. -მმ...არაფერი,უბრალოდ მაინტერესებდა შენი ამბები. -კარგი. -გავუღიმე და ჩემი საქმე გავაგრძელე. -მაგრამ ერთი სათხოვარი მაქვს. -თქვა რამდენიმე წამის შემდეგ. -იცი...შეგიძლია... -ქეთრინ პირდაპირ მითხარი. -დედ-მამა დღეს ქალაქგარეთ გადიან და ვიფიქრე კარგი იქნებოდა თუ მარკს დაუკავშირდებოდი და საღამოს ერთად ვივახშმებდით. -სად მიდიან? -არ ვიცი.მარკს დაურეკავ? -დავფიქრდები. და შენ რატომ გაინტერესებს მარკი? -უბრალოდ. -ეშმაკურად ჩაიცინა და ოთახიდან ხტუნვით გავიდა. ამოვიოხრე და აბაზანაში შევედი.დარწმუნებული ვიყავი ქეთრინს მარკი მოსწონდა და ეს რატომღაც არ მომეწონა. შუადღით მშობლებს დავემშვიდობეთ და მარკს შევუთანხმდი,რომ საღამოს შვიდზე ჩვენთან ივახშმებდა და ფილმსაც ვუყურებდით. ქეთრინის სურვილით მექსიკური კარტოფილი მოვამზადეთ და პიცა შევუკვეთეთ.საღამოს მოახლოებისას კი ორივე გავემზადეთ და ზუსტად შვიდ საათზე კარზე ზარის ხმაც გაისმა. ქეთრინის თხოვნით მივეცი ნება კარი მას გაეღო მარკისთვის,მე კი მის უკან დავდექი. მათი შეხვედრა არ ყოფილა ძალიან თბილი და საინტერესო,რადგან მარკმა მხოლოდ გაუღიმა და სასმელი მიაწოდა.შემდეგ კი ჩემკენ წამოვიდა და გადამეხვია,რაზეც ქეთრინმა ალბათ იეჭვიანა და გაბრაზებული გავიდა სამზარეულოში. -როგორ გრძნობ თავს? -ზურგზე ხელი მომისვა მარკმა და მისაღებში შევედით. -თავის ტკივილმა თითქმის გამიარა,თავად? -მეც. -გამიცინა და ტუჩზე იკბინა.ეს საოცარი ჩვევა ჰქონდა მარკს,რის გამოც ხშირად მეფანტებოდა გონება.ალბათ იფიქრებთ,რომ მასზე სხვანაირად ვფიქრობდი,მაგრამ ასე არაა.მარკი უბრალოდ კარგი მეგობარია,რომელიც ყველაზე მეტად მიგებს და ჩემ ჭკუაზე დადის. -ხვალ სამსახურში პირველი დღე გაქვს ხომ? პასუხად მხოლოდ თავი დავუქნიე და ქეთრინს თეფშები გამოვართვი,თვითონ კი ისევ სამზარეულოში გავუშვი. -შენ დას რას რა სჭირს? -რატომ მეკითხები? -გაბრაზებული ჩანს. -ალბათ პირადი პრობლემების გამო. -მოვუჭერი მოკლედ რადგან ქეთრინი ისევ დაბრუნდა სასტუმრო ოთახში.მარკის მოტანილი ღვინო გახსნა და დასხმა დაიწყო,თუმცა უფლება არ მივეცი თვითონაც დაელია,რის გამოც უფრო გამინაწყენდა.მაგიდასთან დავსხედით და ვახშამს შევუდექით.მთელი ეს ხანი ხმა არ ამოუღია ქეთრინს,მხოლოდ მე და მარკი ვსაუბრობდით და ვიცინოდით.ფილმის ყურებისასაც არ გაჩერდა დიდხანს და თავის ოთახში ავიდა. ღამის თერთმეტი საათი იყო,მაგრამ მარკი წასვლას არ ჩქარობდა და ისევ ტელევიზორთან ვისხედით,მიუხედავად იმისა რომ ფილმი დიდი ხნის დამთავრებული იყო.ორივენი ჩვენ ფიქრებში ვიყავით გართულნი,როდესაც მარკი ჩემსკენ შემობრუნდა და ხელი დამადო მუხლზე. -შეიძლება ახლა ზუსტი მომენტი არ არის,მაგრამ რაღაც უნდა გაგიმხილო. -რა ხდება? -გაკვირვება ვერ დავმალე. -არ ვიცი,შეიძლება შეამჩნიე მაგრამ ვალდებული ვარ მაინც გითხრა... -იტყვი ბოლოსდაბოლოს? -სახეზე მივაშტერდი მას. - იცი...მე... თავი დახარა და საკუთარ ფეხებს უყურებდა,შემდეგ კი მოულოდნელად შემომხედა და ტუჩებზე დამეძგერა. მისი კოცნა მგზნებარე და მოწადინებული იყო,მე კი გონებაარეული ვიყავი.გააზრებაც კი ვერ მოვასწარი ისე ავყევი კოცნაში,მაგრამ ჩახველების ხმამ გამომაფხიზლა და სასწრაფოდ მოვშორდი მარკს. კიბეზე სახეაწითლებული და თვალებამღვრეული ქეთრინი იდგა და მხოლოდ მე მიყურებდა.თვალებში გამჭოლი მზერით.გაკვირვებულმა,ჯერ რომ საღ გონზე არ ვიყავი მოსული,მარკს გავხედე,შემდეგ ქეთრინს და მწუხარე სახე მივიღე.მარკი კი უბრალოდ იღიმოდა და ვერც მიმხვდარიყო რა მოხდა. ქეთრინი კიბეზე აბრუნდა და თავისი ოთახის კარი მოაჯახუნა,მარკმა კი კვლავინდებურად გამიღიმა და ფეხზე წამოდგა. -მე წავალ...მაპატიე,ეს არ უნდა გამეკეთებინა. -კარისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა და მეც უკან გავყევი. -ამაზე აუცილებლად ვილაპარაკებთ,მარკ! -ვუთხარი წასვლის წინ,მან კი თავი დამიქნია,ტუჩებზე თითები მოისვა და გაბრუნდა.ახლა რა იქნებოდა? მარკს მოვწონდი და ურთიერთობა შემეცვლებოდა ქეთრინთან? ამოვიოხრე და ჩემი დის საძინებლისკენ წავედი.მასთან საუბარი ვცადე,მაგრამ როგორც ყოველთვის მე მადანაშაულებდა და ჩემთან საუბარი არ მოინდომა. ტომლინსონების იურისტთა ასოციაციის შენობას როგორც კი მივუახლოვდი,დაძაბულობამ მიმატა.გონება მხოლოდ ქეთრინისა და მარკისკენ გამირბოდა,სამსახურზე ფიქრი კი აღარ შემეძლო. გადავწყვიტე პირდაპირ მისტერ ტომლინსონთან შევსულიყავი და ალბათ ის დამაკვალიანებდა,ჩემ კაბინეტს მაჩვენებდა და საქმესაც გამომიჩენდა. მისი კაბინეტი შენობის ბოლო სართულზე იყო და იქ მხოლოდ თავის მდივანთან ერთად მუშაობდა.ლიფტის კარი გაიღო თუარა მისი მკაცრი სახე მომხვდა თვალში,შემდეგ კი მე შემომხედა და სუნთქვა გამიხშირდა. არ ვიცი რა დამემართა,მაგრამ ეს კაცი ერთი შემოხედვითვე შიშს მოგგვრიდა. -მისის ბენეტ. -შემაჩერა მისმა მდივანმა. -მისტერ ტომლინსონი დაკავებულია და მის მაგიერ მე გაგიწევთ დახმარებას. -დიახ? -პირველი რიგში გაცნობებთ,რომ თქვენ გამოსაცდელი ვადით იმყოფებით აქ.ეს პერიოდი მოიცავს ორ საქმეს,რომელიც მოგეცემათ და ორივეჯერ წარმატების მოპოვებისას ჩვენ სამსახურში დარჩებით.წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურში არ აგიყვანთ.იმედია გასაგებად აგიხსენით. -დიახ. -ზრდილობიანად გავუღიმე და ზურგს უკან თითები ავათამაშე ნერვიულობის გასანეიტრალებლად. -ახლა კი,თქვენ კაბინეტს გაჩვენებთ და დაელოდეთ ბატონ ლუის,ის მოგცემთ საქმეს. -მადლობთ. -თავაზიანად ვუპასუხე და უკან გავყევი.კაბინეტი ექვსი სართულით დაბლა იყო.არც ისე დიდი,თუმცა კოხტა და მოხდენილი ოთახი მომიჩინეს.ფანჯარასთან ახლოს ერთი მაგიდა იდგა,ძველი კომპიუტერით და იქვე ახლოს,მარცხნივ რამდენიმე წიგნის თარო ეკიდა.მაგიდის მარჯვნივ კი დიდი კარადა იდგა. უკმაყოფილო დავრჩი ამ ნივთებით,მაგრამ მეტი გზა არ მქონდა,ახლა მხოლოდ ამ ადგილის შენარჩუნებისთვის უნდა მებრძოლა. ნახევარი საათი ველოდე უფროსის გამოჩენას,ბოლოს კი როგორც იქნა შემოაღო კარი და ცოტა უკმაყოფილო დარჩა ოთახით,ან უბრალოდ მე მინდოდა,რომ ასე ყოფილიყო. მისტერ ტომლინსონი ზედმეტად ახალგაზრდად გამოიყურებოდა ამ კომპანიის ხელმძღვანელობისათის,მაგრამ როგორც ჩანს კარგად ართმევდა თავს.გარდა ამისა,ჩემი აზრით ხალხის მართვაც კარგად გამოსდიოდა,რადგან ოთახში შემოსვლისთანავე მისი მზერა მწველი და იმდენად ძლიერი იყო,რომ თვალი ავარიდე და მაგიდას მივაშტერდი.თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი,მოხდენილი კოსტუმი ეცვა და სახეზე მკარი გამომეტყველება მიეღო.მისი შეჭმუხნილი შუბლი და დაახლოებული წარბები მაშინებდა,ხმის ამოღება ვერ გავბედე. -დილამშვიდობის მისის ბენეტ. -დუმილი მისმა ბოხმა ხმამ დაარღვია. -დილამშვიდობის. -მისის ლარსონმა ალბათ ყველაფერში გაგარკვია? -დიახ. -მოკლედ ვპასუხობდი,რომ კიდევ რამე სისულელე არ მეთქვა წინა შეხვედრასავით. -ძალიან კარგი.ახალი საქმე შემოვიდა დღეს დილით და ვფიქრობ სწორედ შენთვისაა განკუთვნილი. -დიდი ფაილი მაგიდაზე დადო და ოთახს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი,შემდეგ კი კარისკენ წავიდა.ბოლო მომენტში შემობრუნდა და მზერა გამისწორა. -იცი,რომ ორივე საქმე წარმატებით უნდა ჩამაბარო.ვიმედოვნებ ამას შეძლებ. -მეც ამავეს ვიმედოვნებ,მისტერ...მისტერ ტომლინსონ. -სიტყვები ამერია და დარცხვენილმა თავი დავხარე.ალბათ როგორი წარმოდგენა ექნებოდა ჩემზე და მალეც გამიშვებდა აქედან. -კარგად გამოიყურები,ანა... -თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა და ოთახიდან გავიდა,მე კი გაოცებული დამტოვა. --- შემიფასეთ. ვიმედოვნებ კარგი გამოვიდა,მისტერ ტომლინსონ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.