უამრავი წუთი ცხოვრებიდან-4თავი
თავის ტკივილმა მიკლო და ლოგინიდან წამოვდექი,ოთახში მხოლოდ მე და ბაბი ვიყავით,დანარჩენები სამზარეულოში იყვნენ.ფანჯარასთან მივედი და როცა გადავიხედე რომ კარგი ამინდი იყო ძალიან გამიხარდა,მალე ზაფხული მოვა და ზღვაზე წავალთ,მიყვარს ეს მომენტი,როცა ყველა ვემზადებით და მანქანებში ვნაწილდებით,ძალიან მაგარია,იქ გატარებულ დღეებზე ხომ არაფერს ვამბობ.თეთრი მოკლე ზედა ჩავიცვი,შავი ელასტიკი სათვალე გავიკეთე და თმები ავიწიე(ზუსტად ისე გამოიყურებოდა როგორც ფოტოშია)ბაბის ეძინა ამიტომ ჩუმად გამოვედი და სამზარეულოში შევედი. -ანასტასია მიდიხარ სადმე ? მკითხა მარიამმა. -კი მარიამ,მანქანა უნდა გამოვისყიდო და ჯარიმა უნდა გადავიხადო. გაგვეცინა და მაცივრის თავზე მდებარე ტელეფონს ხელი დავავლე,ჩანთა გადავიკიდე და ბავშვებს ვუთხარი: -ბაბის სძინავს და მარტო ნუ დატოვებთ. -ფეხით მიდიხარ ? მკითხა მოულოდნელად რეზიმ -ჰო,ტაქსს გავაჩერებ. -არ გინდა,გიორგი წაგიყვანს თან მე ზედა უნდა გამომიტანოს სახლიდან მითხრა და გიორგის გახედა,მეც გავხედე ის კი წამოდგა -ჰო,რეზი მართალია წამო წაგიყვან ვაუ,ეს გიორგია ? -გიო მეც წამოვალ. უთხრა ნინიმ -დარჩი მალე მოვალთ. უთხრა გიორგიმ ეს კი ნინის აშკარად არ ესიამოვნა.კარებამდე რეზიმ მიგვაცილა და გარეთაც გამოგვყვა -რეზი,ესეთ რაღაცას კიდევ გააკეთებ და ჩენი ხელით მიგახრჩობ. უთხრა გაბრაზებულმა გიორგიმ, რას ნიშნავს ეს ? -გიო კარგად იცი არ მომწონს ეგ შენი ნინი,რა მოგეწონა მაგაში დღემდე ვერ ვხვდები,აი ანასტასია გადასარევი გოგოა თვალები სად გაქ? გავბრაზდი,საზიზღარი რეზი -რეზი...!!! მკაცრად ვუთხარი მან კი ხელები ზემოთ აწია -ვჩუმდები. გაეცინა და სახლში შევიდა. -წავედით? მკითხა გიორგიმ -ჰო ვუთხარი ის წინ წავიდა მე კი უკან მივყვებოდი.მანქანაში ჩაჯდა და მეც ჩავჯექი,ზემოთ რომ ავიხედე ფანჯარასთან ნინი იდგა,გამეცინა და გიორგის ვუთხარი -შენი შეყვარებული ძალიან ეჭვიანია გაეცინა და მითხრა -მაგიტომაც მომწონს,არ უნდა რომ დამკარგოს. -და ამაში მოსაწონი რა არის ? -ის რომ ჩემზე ზრუნავს. -ააა... გამეცინა -როცა შეყვარებული გეყოლება მიხვდები. მითხრა და გაეღიმა -რა იცი რომ არ მყავს ? გავიკვირვე -შეყვარებული რომ გყოლოდა სულ შენს გვერდით იქნებოდა და იმ დღეს კლუბში მაგიდაზე არ გაცეკვებდა გამეღიმა -გაგაღიზიანა? ვუთხარი ცინიკურად -რამ ? თითქოს ვერ მიხვდა -აი იიმან,რომ მაგიდაზე ვიცეკვე -ჰო ცოტა,ცოტა ბოზურად გამოგივიდა(ბოდიში ცენზურისთვის) -არაფერი არ გამომსვლია ცუდად,თუ არ მოგწონდა გასულიყავი. -მოვედით. მითხრა და საპატრულო შენობასთან გამიჩერა. -არ მოდიხარ? ვკითხე გაოცებულმა -უნდა წამოვიდე ? მკითხა მანაც იგივე ტონით -ჰო,ვერ მივაგნებ აქ ვერაფერს -მარტო მოდიოდი არ დაგავიწყდეს. -ჰო,მაგრამ რადგანაც ეხლა შენ აქ ხარ რატომ არ უნდა გამომყვე ? ვკითხე დაეჭვებუთ. -კარგი ჰო,მოვდივარ. მანქანიდან გადავედით და საპატრულოში შევედით,გიორგიმ იკითხა თუ სად შეიძლებოდა მანქანის გამოყვანა,მიგვასწავლეს და მანქანების მოედანზე გაგვიყვანეს.ჩენს მანქანაში ჩავჯექი და გიორგის ვუთხარი რომ ჩამჯდარიყო და მის მანქანამდე გავიყვანდი ისიც უპრობლემოდ დამთანხნდა.მანქანა დავძარი და გამოვიყვანე,გზას გავყევი და მთავარ გზას დავადექი,მაგრამ გიორგის მანქანა ? -ჩემი მანქანა ? წამოიძახა განწირული ხმით. -გიორგი როგორც სჩანს იქედან სხვა გზით გმოვედით. -მოატრიალე. -არ შემიძლია ცალმხრივი გზაა. ძაან მეცინებოდა,მაგრამ ეხლა აქ რომ გამეცინა მომკლავდა. -აუ რა არის ეს ? შენი გამოიყვანე და მე დამტოვე მანქანის გარეშე. -მაპატიე. ვუთხარი და გადავიხარხარე. -რა გიხარია შენ მოგიწევს რეზისთან გავლა. -რა პრობლემაა. ვუთხარი და გაზს ფეხი მივაჭირე. მანქანა რეზის სახლთან გავაჩერე,გიორგი გადავიდა და ორ წუთში მანქანაში იყო.მანქანა დავძარი და ხუთ ეუთში სახლში ვიყავით.ნინი ისევ ფანჯარაში იყო.მანქანიდან გადმოვედით დავკეტე და ორივე ერთად კიბეებზე ავედით და სახლშიც შევედით,სამზარეულოში იყვნენ ისევ. -გიო შენი მანქანა სადაა ? ჰჯითხა ნინიმ,აუ ნერვებს მიშლის ეს გოგო გაიტანეთ აქედან. -ამ გიჟს მოკითხეთ,ყველაფერი მისი ბრალია. თქვა გიომ მაგრამ აშკარა იყო რომ ღიმილს ვერ მალავდა.მე კი ძაან გამეცინა. -რა მოხდა ? ჰკითხა ისევ ნინიმ -არაფერი ყბრალოდ სხვა გზით გამოვედით და ჩემი მანქანა სხვაგან მეყენა,მოტრიალება კი არ შეიძლებოდა რადგან ცალმხრივი გზა იყო. ახსნა გიორგიმ მე კი მაცივრიდან ლუდი გამოვიტანე და მოვსვი. -ბაბიმ გაიღვიძა ? ვიკითხე -არა ჯერ კიდევ ძინავს. -წავალ გავაღვიძებ. -კაი დაანებე თავი ცოდოაა. -კაი ჰო,მაშინ თქვით დღეს სად წავიდეთ? -აუცილებელია სადმე წავიდეთ? იკითხა ნინიმ.მე და რეზიმ კი ერთდროულად ვუპასუხეთ -კი. გაგვეცინა,მაგრამ გიორგის მკაცრი მზერა ვიგრძენით და გავჩუმდით. -მოდი დღეს მოვემზადოთ და ხვალ წავიდეთ რაჭაში ჩემთან. თქვა ალექსიმ და ეს იდეა ყველას ძალიან მოგვეწონა.ყველა წავიდა ბაბი ჩემთან დარჩა მე კი ლოგინში შევუწექი და ჩავეხუტე,მიყვარს ეს სულელი გოგო. -ტასუნა? მკითხა და მეც თავი დავუქნიე. -ხვალ ალექსის აგარაკზე მივდივართ რაჭაში. -მართლა?რა მაგარია,მაგრამ მე მომზადება არ მინდა? -ხვალ დილით გაგიყვან და ჩაალაგე მერე ტანსაცნელები უჩვენოდ მაინც არცერთი არ წავა. გავიცინეთ და დაგვეძინა,ხვალინდელი დღის მოლოდინით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.