შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ წუთში სამოცჯერ! (თავი3)


29-06-2015, 22:55
ავტორი zoidze99
ნანახია 2 754

უეცრად საბურავების დამუხრუჭების ხმა გავიგე. პირდაპირ ჩემს წინ გაჩერდა, ვიღაც ბიჭი მოტოთი, თუმცა სახეს ვერ ვხედავდი, რადგან ჩაფხუტი ეკეთა.
-ბიჭო შენ სულ გადაირიე? თითქმის დამეჯახე.
ბიჭმა ჩაფხუტი მოიხსნა. ეს ნიკუშა იყო. მისი შავი თვალები და სველი თმები ისე გამოიყურებოდა თვალები გამიშტერა. მას ნამდვილად არ ველოდი.
-თითქმის არ ითვლება.
-რეგვენო!
- დაჯექი დროზე!
-ჩემითაც მოვახერხებ სახლში წასვლას.
-ვერ ხედავ, რომ ღამეა და ცარიელია ქუჩები?
-მერე რა.
-მერე რა და საშიშია.
-ნუ ღელავ მაგაზე.
-ხო.. შენ ხომ ალქაჯი ხარ.
-რეგვენო.
-რა თქვი?
-რაც გაიგე.
ნიკუშა ძალიან გაბრაზდა ხელის ერთი მოსმით შემომსვა მოტოზე. ჩაფხუტი მომცა, თუმცა ვერაფრით ვიკრავდი. გაეცინა და თვითონ მომეხმარა. დავიბენი თვალები დაბლა დავხარე და გავწითლდი, ვცდილობდი არ შემემჩნია მისი სურნელი და შავი თვალები, რომლებმაც უკვე მოახერხა ჩემი მოჯადოვება.როგორც იქნა შემიკვრა ჩაფხუტი და ჩემმა გულმაც შეწყვიტა ბაგა-ბუგი.
ნიკუშამ დაძრა მოტო და ძალიან სწრაფად მოწყდა ადგილს, მე კი, ძალიან შემეშინდა, ვეცადე არ შემემჩნია.ვუყურებდი როგორ მიჰქროდა კორპუსები და ხეები ჩემს თვალწინ და ვეღარ გავუძელი ხელები მაგრად მოვხვიე, რომ შიში დამეძლია. თვალები დავხუჭე და ვერც კი ვიგრძენი როდის გააჩერა, მხოლოდ მისმა ხმამ გამომაფხიზლა.
-მოვედით! ხელს თუ არ გამიშვებ მგონი გამჭ....ტ.
თვალები გავახილე სწრაფად გავუშვი ხელი და სანაპიროზე, რომ ავღმოჩნდი გამიკვირდა
-აქ რა გვინდა? თან რა ამინდია, სახლში წამიყვანე!
-არ დადნები! არაუშავს მალე წაგიყვან.
ხიდთან ვიდექით, სულ მთლად გაწუწულები და ვუყურებდით ვებერთელა ტალღებს, რომლებიც სანაპიროს თითქმის ფარავდნენ და წვიმის თითოეულ წვეთს თითქოსდა ისრუტავდნენ.
-კრეტინი ხარ! სახლში მაგვიანდება მალე უნდა მივიდე გაიგე რეგვე...
უკვე მეორედ გააკეთა ნიკუშამ იგივე და დაეწაფა ჩემს ტუჩებს. გავბრაზდი, რომ ნივთივით მექცეოდა და ხელი ვკარი. ნიკუშა წყალში გადავარდა, თუმცა ნაპირთან ძალიან ახლოს იყო. უკანმოუხედავად გავიქეცი, რომ არ დამწეოდა, მაგრამ როცა მივიხედე დავინახე, როგორ უსულოდ ესვენა ნაპირზე. სწრაფად გავიქეცი, ძალიან შემეშინდა.
-ნიკა გთხოვ თვალი გაახილე რა! გთხოოვ!
ნიკუშამ თვალები დაახილა და სიცილი დაიწყო.
-იცი შენ ძალიან შეგიყვარდები!
ამაზე უფრო გავბრაზდი და გავიქეცი. დამიჭირა და მითხრა:
-ახლა ვეღარ გამექცევი ალქაჯო!
-ჯერერთი მე სახელი მაქვს.
-ხოო.. მართლა და იქნებ მითხრა მაინც რა გქვია
-ანა მქვია და ალქაჯო აღარ დამიძახო!
-ჰაჰა... მე ალქაჯო უფრო მომწონს ან მახინჯს დაგიძახებ ეგ უფრო გიხდება .
შევტრიალდი და მძიმე ნაბიჯებით დავიწყე სიაული. სულ სველი მივდიოდი წვიმაში და თითოეული წვეთი იღვრებოდა ჩემს სახეზე. ნიკუშა მომიახლოვდა:
-ჰეი დაგაგვიანდება
-ეგ არაა შენი საქმე!
-არის! მოდი აქ და დაჯექი წაგიყვან! და მადლობა თქვი პასუხს, რომ არ გთხოვ შენი ქმედებებისთვის.
აღარ შევეწინააღმდეგე, რადგან მართლა მაგვიანდებოდა
მოტოზე დავჯექი ჩაფხუტი ამჯერადაც თვითონ მომარგო. სველი თმა უკან გადამიწია და ჩაფხუტი შეკვრა.
-ხელები მომხვიე!
არაფერი მითქვამს თუმცა ისე მეშინოდა დავემორჩილე და ხელები წელზე მოვხვიე.
უეცრად მოწყდა მოტო ადგილს.
ვგრძნობდი მის დაკუნთულ სხეულს, თუმცა ვცდილობდი ამაზე არმეფიქრა. მალე მივედით მივტრიალდი და მადლობა გადავუხადე
-მადლობა ნიკუშა!
-არაფრის მახინჯო!
ჩაიცინა და ძალიან სწრაფად წავიდა. მეც გამეღინდა და სწრაფად ავიარე კიბეები თან ფიქრები არ მასვენებდა. მშვენიერია ახლა ჩემი მისამართიც იცის. კარზე ზარი დავრეკე. დედაჩემმა გამიღო
-გოგო სადხარ ამდენხანს
-წვიმის გამო გაჩერება მომიწია, თუმცა მაინც დავსველდი. სახლსი შევედი და სიცილი ამიტყდა
-მიდი ახლა გამოიცვალე არ გაცივდე. დედაჩემის სიტყვები გამართვლა და მალე ცემინება დამეწტო, ალბათ სიცხეც ამიწევდა, თუმცა გადავრჩი მალე დასაძინებლად დავწექი. ყურსასმენები ავიღე და დღევანდელ დღეზე დავიწყე ფიქრი. მოუსვენრად ვიყავი, ფიქრები არ აძლევდა მოსვენების საშუალებას. მალე ფიქრებში გართულს ჩამეძინდა კიდეც.

---------ნიკუშა---
ნიკა ცარიელ ქუჩებს მიუყვებოდა და ანაზე ფიქრობდა.
-არვიცი ეს გოგო რას მიკეთებს, მგონი მომაჯადოვა..მას არ გავუშვებ ხელიდან. მგონი მიყვარდება.. არა... არაა.. ეს ასე არაა..
საკუთარ თავს არწმუნებდა, რომ სულაც არ მოსწონებია ანა თუმცა გრძნობდა, რომ ასე ადვილად ვერ ამოიგდებდა თავიდან.
სახლში მივიდა ფეისბუქზე შევიდა და ანა მოძებნა. მეგობრებში გაიკითხა, რომლებიც ანასთან ახლოს ცხოვრობდნენ და მალე იპოვა კიდეც. მისი ფოტოები დაათვალიერა და ვერ იჯერებდა, რომ ასე მალე მოახერხა ამ გოგომ, ის რაც, უკვე 17წელია ვერავინ მოახერხა. ნუთუ იპყრობდა ნიკას გულს ანა. სიმღერებს უსმენდა და ანას თითოეულ ფოტოს გაშტერებული უყურებდა.



მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც არ იშურებთ კომენტარებს. განსაკუთრებით ქეთათოს, რომ მაძლევს შენიშვნებს.
გთხოვთ დაწეროთ კომენტარი და გამოხატოთ თქვენი აზრი.



№1  offline წევრი MeTReVEli

Ra kargi istoriaa :D :D
Veli axal tavs (xval ) ^_^

 


№2  offline წევრი zoidze99

MeTReVEli
Ra kargi istoriaa :D :D
Veli axal tavs (xval ) ^_^


აუცილებლად იქნება დღეს

 


№3  offline წევრი Black girl

აუუ ძაან მაგარიი ისტორიააა მალე დადეე რა ახალი თავიი <3 ^_^

 


№4  offline წევრი zoidze99

Black girl
აუუ ძაან მაგარიი ისტორიააა მალე დადეე რა ახალი თავიი <3 ^_^


დიდი მადლობა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent