უკანასკნელი სიტყვა-2
უკანსაკნელი სიტყვა(თავი მეოერე) -ლილიან ტომი სად არის? -არ ვიცი მარტინ,შენი ძმის ამბავი მეც მანტერესებს. -ლილიან დავიღალე! -სულ ცოტაც მოითმინე,სულ ცოტაც. როგორც იქნა მიაგნეს დეიდა სარას სახლს.საკმაოდ კარგი უბანი უნდა ყოფილიყო,ყველას ელეგანტურად ეცვა.ინგლისში ეს იდეოლოგია იყო მიღებული,,ჯობს ნამდვილ სმოკინგში იყო გამოწყობილი და ლოგინი არ ჰქონდესო". ლილიანი და მარტინი მათთან შედარებით ძაძებში გამოწყობილი მათხოვარი იყო.ბულვარიდან ტომიც გამოჩნდა,მობარბაცებდა. -ტომ როგორ არ გრცხვენია,შენ ხომ ესესაა რაც... -გაჩერდი ლილიან დატკბი ამ სილამაზით. -შენ ხომ მთვრალი.. -ლილიან გაჩერდი შენი ბუზღუნის თავი არ მაქვს ძალიან მომაბეზრე თავი. -ღმერთო ასეთი რა დავაშავე. -შენც გაიარ-გამოიარე აქაურობა ედემის ბაღია. -ჰმმ!როგორ არ გრცხვენია?! აზრი აქ ჰქონდა ლილიანის ბუზღუნს,ტომი მაინც არ გამოსწორდებოდა,ახლა ფიქრობდა ის თუ როგორი ბედი არგუნა განგებამ. დეიდა სარას სახლს მიადგნენ,შავი წაბლის მდიდრული კარი იყო,ლილიანს ზარის დარეკვაც კი შეეშინდა,ერთი წამით თითქოს გადაიფიქრა ყველაფერი და უკან დაბრუნება მოუნდა,მაგრამ როცა დაინახა აბუზული მარტინი და გალეშილი ტომი გულმა ვეღარ მოუთმინა და მანიც დარეკა.ამ დროს ლილიანში ერთად შიშის,მღელვარების,მოგონებების,გაჭირვების და პასუხისმგებლობის გრძნობები იეროდა ერთდროულად.ვიღაცამ ურდული ასწია... და კარიც გაიღო...ღმერთო ჩემო კარიც გაიღო!!! -გამარჯობა მადამ -გამ....ობა! -რით გემსახუროთ? -მე მამიდა სარასთან მოვედი მე მისი.. -სარა პარკერი აქ უკვე რვა წელია აღარ ცხოვრობს. -რა? რას ბრძანებთ. -ის გარდაცვალა მადამ,ვწუხვარ. -ეს სახლი ვის ეკუთვნის,ახლა აქ ვინ ცხოვობს? -სარა პარკერის გარდაცვალების შემდეგ სახლი აუქციონზე გავიდა მადამ,აქ უკვე სხვა ცხოვრობს. -ლილიან ვერ გაიგე ის დედაბერი მომკვდარა,ნეტავ ასე მალე რატომ ჩაძაღლდა-წამოიყვირა ტომმა. -ტომ, ტომ გაჩერდი გალეშილი მთვრალი ხარ! -უკაცრვად მადამ-მოიბოდიშა ლილიანმა. -უკაცრავად მაგრამ ვერაფრით ვერ დაგეხმარებით,საღამო მშვდობისა! ლილიანი მარტო დარჩა უცხო ქალაქში ძმებთან ერთდ,მას არც საჭმელი არც სახლი არც ფული არაფერი არ ებადა,გარდა მცირედი დანაზოგისა. -ლილიან მეძინება,დეიდა სარა სად არის? -მარტინ ჩემო ძვირფასო,ლილიანი ჩაეხუტა მძინარე ბიჭუნას. -ლილიან,ძალინ დავიღალე,ახლა რა გავაკეთოთ,ხომ გაიგონე იმ ქალმა რა თქვა ის დედაბერი მომკვდარა,ახლავე დავახვიოთ სახლში.. -ტომ გაჩერდი ვეღარ გცნობ. -დაიკო მომბეზრდა ასე ცხოვრება. ღამის თორმეტი საათი სრულდებოდ..აქა-იქ რესტორნებში სიცილის ხმა და შამპანურს შუშხუნს ხმა ისმოდა.ლილინი,ტომი და მარტინი სულ მარტოდმარტო დახეტიალობდნენ.არც ნათესავები არც მეგობრები არავინ არ ჰყავდათ. ლილიანს თავსი დიდრონი მწვანე თვალებიდან მწარე ცრემლი ჩამოუგორდა,მაგრამ იცით როგორი? თვალები კი არა გული რომ დასწვა.სასწრაფოდ რაღაცა უნდა მოეფიქრებინა,ერთადერთი გამოსავალი სასტუმრო იყო,მოკლედ იქ უნდა დაბინავებულიყვნენ.მოიარაეს მთელი რენენგტონის სასტუმროები,ისინი ყველაზე იაფასიანს ეძებდნენ.ლილიანს ორასი სტერლინგი ჰქონდა.სიცივით გათოშილები მიჰყვებოდნენ ქუჩებს.მარტინს ჩასძინებოდა,ლილიანს ეჭირა ხელში. ეჰ!ნეტავ ვარსკვლავები რას ფიქრობდნენ? ეჰ ნეტავ ფოთლები,რას მღეროდნენ? ეჰ ნეტავ ქარი რა ზღაპარს ყვებოდა? ეს არ ვიცით,მაგრამ ვიცოდით ლილიან პარკერის ფიქრები. სანტამარიას ქუჩაზე გახრწნილების ქვეყანა იმყოფებოდა.ტომს,როგორც ყველგან აქაც აედევნენ ქალები,მაგრამ ამჯერად ლილიანმა ივარგა და იგერიებდა.ცირიკდან გამოდიოდნენ სხვადასხვა ფორმებში გამოწყობილი ძუკნები და სიგარეტს აბოლებდნენ.იქვე ახლოს პატარა სასტუმრო იდგა სახელწოდებით,,ხაფანგი".ძველი შენობა იყო,ეტყობა ხანძარი გადაეტანა რადგან გამურული კედლები ამშვენებდა.სასტუმროში შევიდნენ.შესასვლელში ვიღაც ასაკოვანი ქალი იჯდა. -გამარჯობა მადამ,მე ოთახი მჭირდება სასწრაფოდ. -ოთახი? -დიახ მემ. -რამდენს გადამიხდი? -იცით მე ცოტა.. -კარგით გასაგებია,თქვენ ჩემი უკანასკნელ კლიენტები ხართ ამიტომ ასორმოცდაათ სტერლინგად მოგაქირავებთ ერთი თვით. -მადლობა მადამ,ამ სიკეთეს არასდროს დაგივიწყებთ. -როგორც ვხედავ პატარა ბიჭუნას ჩასძინებია. -დახ ძალიან დაიღალა. -ლილიან დიდხანს უნდა ვიყო ფეხზე დადგარი?-ამოიღლუღუნა ტომმა. -გაჩუმდი ახლა მაინც მოკეტე. - კარგით ეს თქვენი ბინის გასაღებია. -ნახვამდის,გმადლობთ. კიბეები ძალიან გრძელი მოეჩვენა ტომსაც და ლილიანსაც.გზა უსასრულოდ გაიწელა.იცით ლილიანი რაზე ფიქრობდა?თუ რატომ დასაჯა ასე ცხოვრებამ.კიბები გამაბრუებელი დამპალი ხორცის სუნით იყო გაჟღენთილი.მოადგნენ კარებს გასაღები გადაატრიალეს და შევიდნენ,სინათლე აანთეს.პირველი შთაბეჭდლება ეს იყო. ორი ლუქსის ტიპის ოთახი,ცისფერი ალაგ-ალაგ დახეული შპალერი,ხის იატაკი გასაკვირად კარგ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ორი საწოლი,ოთახში ერთადერთი კარადა იდგა.ორი ფანჯარა და აივანი ჰქონდა. -ლილიან ეს რა საღორეში მომათრე?! -ტომ ჩუმად მარტინს სძნავს! -შენი აზრით ამ ბინძურ საწოლში დავიძინებ? -ჩემი დანაზოგით მხოლოდ ამას გავწვდი მაგრამ.. -გაჩერდი ლილიან,მინდა იცოდე რომ სულ ფეხებზე შენი და მარტინის ბედი. -ტომ არ იცი რას ბოდავ შენ ხომ მთვრალი ხარ! -მთვრალი ვარ?არა მე არ ვარ მთვრალი,მე ცხოვრება მათრობს,ეს აუტანელი გაჭირვება!!!ტომს ისტერიული ტირილი აუვარდა,მარტინსაც გაეღვიძა ისიც მწარედ ატირდა.ლლიანმაც ვეღარ მოითიმინა, მის გულში დაგროვილმა ემოციებმა ერთხმად იფეთქა და ისიც იატაკზე დაემხო,შემდეგ ორივე ძმას ხელი მოხვია და მათი თავები მუხლებზე დააწყო,დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ ყველაფერი დაშოშმინდა,სამივეს ტკბილად ჩაეძინა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.