შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მადლობა უცნობ ქურდს..ლამაზი love story სთვის 3


30-06-2015, 11:59
ავტორი amordzali
ნანახია 3 575

ეს უკვე მეტისმეტია,როგორ მინდა, რომ ვაკონტროლო ნერვები და არ ავყვე.სიამოვნებით მივახრჩობდი...ადექი ჩემი პირსახოციდან და მომაშორე შენი თვალები სხეულიდან.......
რატომ? მინდა და გიყურებ?რა მიკრძალავ?ეს კი შენი პირსახოცი...და აქ რა გინდა მე დამდევ?
შენ დაგდევვვ?იქნებ პირიქით ჯობდა გეთქვა?ვუპასუხე და სიგარეტს გავუკიდე....
ფაქტია და..გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.....
ტატო მოხვედი?თმაზე ხელი გადაუსვა გაგამ და ჩამოჯდა.ანნ ეს ტატოა ხომ გეუბნებოდი მეგობარი ჩამომივიდათქო,ესკი ანასტასიაა ხომ იმაზე უფრო მეტად ლამაზია ვიდრე აგიღწერე?კითხა გაგამ და გამიღიმა....
კი ნამდვილად დაეთანხმა ტატო და ლოყაზე მაკოცა,სასიამოვნოა შენი გაცნობა მშვენიერო...
თავხედი გავიფიქრე და წყლიდან ამოსულ სალის ტელეფონი მივაწოდე საბა რეკავდა....
უკოენტაროდ დავტოვე ადგილი და ზღვაში შევედი....რაც შეილება დიდხანს ვყვინთავდი და ტალღებს ვემალებოდი...
აი დამთხვევაც ასეთი უნდა არა? ისევ ნაცნობი ხმა
ისევ შენ?დამთხვევა არვიცი,მე მხოლოდ ის ვიცი რომ არ მომწონხარ..
რა პირდაპირი ხარ...მე კი ის ვიცი რომ ძალიან მომწონხარ....ლამაზოო
არც კი ვიცი რატომ მაღიზიანებდა ეს ადამიანი ასე,მის ხმაზეც კი ვბრაზდებოდი და გადავწყვიტე ცოტა მეეშმაკა,მოდი აქ? ვუთხარი და გავუღიმე...
რა იყო აზრი შეცვალე?მკითხა და ახლოს მოვიდა
არა უკეთესი იდია მაქვს ვუთხარი და , თან წყალში ჩავაყვინთინე ,თავზე მთელი ძალით დავაწექი,ხელებს იქნევდა და განთავის....ბას ცდილობდა,მე მაინც არ ვუშვებდი ცოტა იწვალე მახინჯო ჩავძახე და ხელი გავუშვი,ნაპირისკენ გამოვცურე კმაკოფილი გამარჯვებული სახით ამოვედი წყ6ლიდან და ჩაცმა დავიწყე.....გაგა ბარში რაღაცას სვავდა ,ამოსული რომ დამინახა ხელით მანიშნა მოდიო...ამ დოს ტატოც მოდიოდა ჩემსკენ,გაბრაზებული იყო აშკარად,ქვას ფეხი გაარტყა მთელი ძალით და მომიახლოვდა თვალებში მომაჩერდა,გადარეული ხარ არანორმალური ......მითხრა უხეშად და მაისური აიღო....
ვიცი...ამის მერე გეცოდინება და აღარ მომიახლოვდები მივაძახე და სალისკენ გავემართე...
სალიმ ტელეფონზე დამირეკა და ორ წუთში მოასწრო იმის თქმა საბა ჩამოვიდა და გვიან დავბრუნდებიო...ამას ისედაც მივხვდი სასტუმროში მისულს მთელი ტანსაცმელი იატაკზე ეყარა,წარმომიდგენია ყვეა კაბა მოისინჯა ალბად სანამ გადაწყვეტდა რა ჩაეცვა...გაგაც მთელი საღამოა რეკავდა ხან კლუბში წავიდეთო ხან რესტორანშიო,უარი ვუთხარი არც გოგოებს გავყევი სადმე განწყობა არ მქონდა,ცოტა მეძინა...გაღვიძებულმა თავი მოვიწესრიგე და გარეთ გავედი...განათებული ბათუმი,ახმაურებული ქუჩები დიდი აურზაური იდგა...ნაპირთან ჩავედი და ჩამოვჯექი,ყოველთვის მიყვარდა ზღვის პირას მარტო ჯდომა,ეს ყველაზე მეტად მომწონდა...რამდენიმე გამვლელი საპირისპირო სქესის მქონე უხეშად მოვიშორე და წყალში შევედი..ღამე ყველაზე თბილია წყალი,არ იყო აღელვებული და ზღვა ლივლივებდა...მთვარე ალაპლაპებდა წყლის ზედაპირს...
წამოსვლა დავაპირე რომ გაგა მოვიდა.
რატომ ხარ აქ მარტო?
ისე ცოტა ვიბანავე....
კარგად ხარ?მოწყენლი მეჩვენები ან?
არა მშვენივრად ვარ რატომ მეკითხები?
არვიცი ასეთი მომეჩვენე....ანნ რა ლამაზი ხარ...თმაზე ხელი გადამისვა გაგამ...
არ გინდა რა,იგიე თემას არ დაუბრუნდე.... ვუთხარი და მივაჩერდი
აბა რა გავაკეთო?მე ხომ მიყვარხარ.რატომ არ გინდა ამის გაგება...გყვარს ვინმე?
ეგ რა შუაშია?მაგაზე უკვე ვილაპარაკეთ...აღარ მინდა იგივეზე საუბარი...
ანნ ანასტასია,რატომ არ გესმის ჩემი?თითებით ტუჩებზე შემეხო და ტუჩები კისერთან მომიტანა
საკმარისია რა გჭირს ?ნასვამი ხარ ?ვკითხე და ეხლაღა დავაკვირდი მის ამღვრეულ თვალებს..
ცოტა დავლიე...მაკოცე რა ანნ....მე რომ გაკოცო? ჩამჩურჩულა და კისერში შემახო ცხელი ტუჩები და თავისკენ მიმიზიდა
ჯობია წავიდე,ვუთხარი და წამოდგომა დავაპირე....
დარჩი ხელი მომკიდა და თავი მომადო..დარჩი რა ჩემთან...მეჩურჩულებოდა,ანნ რატომ არ გინდა ჩემთან ერთად მე ხომ ამდენი ხანია ვგიჟდები შენზე იქნებ გვეცადა?მითხრა და ხელები მუხლებზე ჩამიცურა...
გეყოფა გაგა უნდა წავიდე, ვუთხარი მკაცრად და მოვიშორე
სიტყვა არ დამამთავრებინა და მაკოცა,შევეწინააღმდეგე მაგრამ არ მეშვებოდა,გაშმაგებით მკოცნიდა,გაგა გეყოფა შემეშვი.თავი გავითავისუფლე და წამოდგომა დავაპირე,მოიცადე ანნ ხელი მომკიდა და გამალებით ცდილობდა ჩემს კოცნას,ტუჩებზე ყელში მის შეხებას ვგრძნობდი,ვგრძNობდი როგორ სრიალებდა მისი ხელები ჩემს ფეხებზე,უხეშად ცდილობდა ჩემს დაკავებას და ვერ ვთავისუფლდებოდი.უსუსურად ვიგრძენი თავი და ყელში მახრჩობდა მომდგარი ცრემლები, გაგა საკმარისია უკვე მერამდენედ ვუმეორებდი და როგორც იქნა მოვახერხე დამეღწია თავი მისი მკლავებისთვის. აღარასოდეს გამეკარო! გული მერევა შენზე მივაძახე და თითქმის სირბილით მივედი მანქანამდე...მანქანის კარი გავაღე და სიდენიას მივეყრდენი.არა ეს უკვე მეტისმეტია..კარი ჩავკეტე მუსიკას ბოლომდ ეავუწიე და ხმამაღლა ავქვითინდი.სასტუმროში მისულმა მანქანა დავაყენე და სასტუმროს ბარში შევედი...მალიბუ დამისხი რა მივმართე უკვე ნაცნობ ბარმენს და სკამზე ჩამოვჯეკი..რამდენიმე ჭიქა დავლიე და უაზროდ ვაკვირდებოდი ბარში მსხდომ პირებს,,მგონი ჩემი ძილის დროა...ანგარიში მოვითხოვე..
თქვენი უკვე გადაიხადეს.მითხრა ბარმენმა და წითელ მაგიდასთან მჯდარ ბიჭზე მიმითითა...
ოჰ ტატო ტატო შენ ამ საღამოსთვის უკვე ნამეტანი ხარ...



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ანუ ტატოო... ნუთუ ძმაკაცს ამას უკეთებ...?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent